The Fool - სულელი

Admin
ტარო
0
0

22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მამუკა გურული ევოლუცია ხდება ქვ...

22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან).

მთარგმნელი: მამუკა გურული

 სულელიევოლუცია ხდება ქვემოდან ზემოთ, სეფიროტის ხის (სიცოცხლის ხის) მიხედვით, ანუ ცნობიერების გაძლიერებით ჩვენ უფრო მაღალ სიხშირეებთან ვამყარებთ კავშირს. და პირველი არკანი, რომელიც მისაწვდომია ყველა ადამიანისთვის გამონაკლისის გარეშე, - ესაა არკანი სულელი (სისულელე/ილუზია). 22-ე არკანი, ანუ იგივე ნულოვანი არკანია. ანუ ჩვენ ყველას შეგვიძია ვიყოთ სულელები და ასეთები ვართ ბუნებით, მაგრამ ვინაა სულელი? ეს შეურაცხყოფა კი არა, ცნობიერების მდგომარეობაა. იყო სულელი - ნიშნავს იყო შინაგანად ცარიელი. სულელი - ესაა ადამიანი, რომელიც სუფთა ფურცელს ჰგავს. მასზე ყველაფერი შეგვიძლია დავწეროთ. ესაა ადამიანი ინფორმაციის გარეშე. და თუ ის ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ იგი შეგვიძია ნებისმიერი ინფორმაციით შევავსოთ. აქედან მოდის ამ არკანის სიდჰა - შესწავლის უნარი. და კარტი გვიჩვენებს, როგორ შევიდეთ ამ მდგომარეობაში, სადაც ნებისმიერი რამის შესწავლა შეგვეძლება.

th poolკარტზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის. ის მეოცნებედ იყურება ზემოთ, ლამაზი, მაგრამ დახეული ტანსაცმელი აცვია, მხარზე კვერთხი აქვს, რაღაც პატარა ტომრით, მარცხენა ხელში კი ყვავილი უკავია. უკან ძაღლი მისდევს. ზემოთ მზე ანათებს. კარტის ფონი - ყვითელია. 

დასაწყისისთვის უნდა გავიგოთ, რა არის ნათქვამი აქ ცნობიერების მუშაობაზე. დახეული ტანსაცმლის ჩაცმა და უფსკრულში გადაჩეხვა არაა საჭირო. საჭიროა უბრალოდ მდგომარეობაში შესვლა. თუ გვეცოდინება გლიფების (კარტებზე დახატული ობიექტების) გაშიფვრა, მაშინ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ ადგილას შეიძლება. აი, გაშიფვრა:

მამაკაცი. იანის პრინციპი. იგულისხმება მამაკაცური საწყისი, როგორც აქტიურობა (ინის ქალური საწყისი - პასიურობაა). ანუ არკანში შესასვლელად რაღაც ქმედებაა საჭირო.
მამაკაცი მიდის. ეს მიუთითებს პროცესზე. სწავლა შეიძლება პროცესში და მხოლოდ პროცესში. სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობენ, მაგრამ თუ მათ არ ესწრებით, ვერაფერს ისწავლით. ან ავიღოთ საბრძოლო ხელოვნებები. მათ ტელევიზორში ყურებას აზრი არ აქვს. მხოლოდ სპორტ-დარბაზში ვარჯიშისას ჩნდება რაიმე უნარი.

მამაკაცი მიდის უფსკრულისკენ, მაგრამ ამასთანავე დაბლა არ იყურება. ანუ მას მიუფურთხებია, ჩავარდება თუ არა. აქ ლაპარაკია მდგომარეობაზე, რომლის დროსაც არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი, მომდევნო წამიც კი. ვიყო აქ და ახლა, ხოლო რა იქნება შემდეგ, ან ვინ რას იფიქრებს ჩემზე - სულერთია.

დახეული ტანსაცმელი. საერთოდ, თუ ტაროს კარტს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგიერთი ფიგურა ჩაცმულია, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი. ტანსაცმელი ტაროში აღნიშნავს სხეულს, ან სხეულებს (ფიზიკურ და ნატიფ გარსებს). თუ ტანსაცმელი დახეულია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის შესწავლის პროცესში შეგვიძლია ტრამვები მივიღოთ. მაგალითად, მოგინდათ, რომ სნოუბორდით სრიალი ისწავლოთ, და ვარდნის გარეშე ვერ ისწავლით ამას. ანუ გეტკინებათ, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება სწავლა.

ძაღლი. ძაღლი ტაროში - მეგობარია. მაგრამ იგულისხმება არა ის, ვისაც მეგობრად მივიჩნევთ, არამედ ის, ვინც ჩვენდამი მტრულად არაა განწყობილი. ანუ ნათესავები ამბობენ: «რა მაგია? რა სულიერი განვითარება? წადი იმუშავე, ოჯახი შექმენი, რა სულელივით იქცევი!». სწორედ ასეა. მამაკაცი მიდის და ძაღლს ყურადღებას არ აქცევს. ანუ თუ გინდათ, რომ რაიმე ისწავლოთ - ძაღლს არ უნდა უსმინოთ. მაშინაც კი, თუ იგი ძალიან გონიერი და შინაურია.

კვერთხი. მარჯვენა ხელში მას კვერთხი უჭირავს, რომელიც მხარზე უდევს. სანამ ამის მნიშვნელობას აღვწერდე, მცირე გადახვევა.
ჩემი ყველაზე საყვარელი სერია ექსტრასენსების ბრძოლის ყველა სეზონში - პირველი სერიაა. იმიტომ, რომ ის ყველაზე მხიარულია. ვინ არ მოდის აქ და რა ატრიბუტები არ მოაქვთ... სიკვდილის პენტაკლები, ჯადოსნური ელექსირები, ჩინმაჩინის ქუდები და სწრაფმავალი ჩექმები. მოკლედ ჩაბჟირდები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც კვერთხი მოაქვთ. და ძალიან ლამაზები. არის თავის ქალებით, არის ძვირფასი თვლებით, გველით - სახელურის გარშემო. სხვადასხვა ვარიანტები.

wverebiani kaciდა მართლაც, ჩვენს წარმოდგენაში მაგი - ეს წვერებიანი მოხუცია კვერთხით ხელში. მაგრამ საიდან გვაქვს ეს წარმოდგენა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მაგი? ფენტეზის ჟანრის წიგნებიდან. კერძოდ ტოლკიენმა თავისი გენდალფი სწორედ ასე აღწერა. მაგრამ საიდან აიღეს ეს ხატ-სახე თავად მწერლებმა? 9-ე არკანიდან.

მასზე გამოსახულია მაგი, რომელსაც ხელში კვერთხი უჭირავს. ხოლო კვერთხი ტაროში გამოცდილებას აღნიშნავს. და 9-ე არკანში მაგი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. ხოლო 22-ე არკანში გამოცდილებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუკი რაიმეს სწავლა გვინდა. ანუ მოცემულია მკაფიო მითითება: მოაშორეთ თქვენი გამოცდილება და ნუ დაეყრდნობით მას.

ტომარა კვერთხზე. ჩვეულებრივ რა აქვთ ხოლმე ტომარაში მოგზაურებს? ყველაზე საჭირო ნივთები: საკვები, სუფთა ტანსაცმელი, რაიმე ღირებული ნივთები. მაგრამ მამაკაცს დაავიწყდა იგი. იგულისხმება, რომ თავი (ხოლო მაგია - ეს თავით მუშაობაა) უნდა გავინთავისუფლოთ ყველანაირი ყოველდღიური საზრუნავი: პურის ყიდვა, ბავშის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, ყველა გადაუდებელი საქმე და ფიქრი.

ყვავილი მარცხენა ხელში.მარცხენა ხელი – ეს გულისმიერი, ემოციური ხელია. ყვავილი ამ ხელში - ემოციები ძალიან სასიამოვნოა. სულელად ყოფნა მართლაც სასიამოვნოა. მაგრამ მამაკაცს გვერდზე აქვს გაწეული ყვავილიანი ხელი, რაც ნიშნავს, რომ - იგი ყურადღებას არ აქცევს თავის ემოციურ ფონს. გსიამოვნებთ თუ არა ამ დგომარეობაშჳ ყოფნა - ეს არა მნიშვნელოვანი. ამას ყურადღებას არ აქცევთ.

კარტის ყვითელი ფონი. კარტის ფონი შესაძლოა აღნიშნავდეს დღე-ღამის დროს, როცა აქტიურია არკანი, ან ამა თუ იმ ჩაკრას აქტივობა. აქ სწორედ მეორე ვარიანტია. ყვითელი ფერი - მანიპურას ფერია, რომელიც ნერვულ სისტემას კვებავს. ანუ თქვენი ნწერვული სისტემა სწავლობს, ან თქვენში სისტემის ნერვული იმპულსი გადის. ეს იმპულსი კიდევ ერთ გლიფში გამოხატული- მზეში.

მზე. ერთი მხრივ, მზე მეტყველებს იმაზე, რომ არკანი უფრო აქტიურია, როცა მზე ანათებს, მეორე მხრივ, - სწორედ ეს იმპულსი წარმოადგენს მზის ბრძანებას. გახსოვდეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ცნობიერება საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალ ცნობიერებებს (ხატი და მსგავსება). თუ ამ ლოგიკას მივყვებით, პლანეტის ცნობიერება მთელი მზის სისტემის პლანეტების ცნობიერების შემადგენლობაში შედის, სადაც მთავარი ცნობიერება - მზის ცნობიერებაა. აქედანაა თაყვანისცემის ყველაზე ძველი კულტი - „რა“, მზისადმი თაყვანისცემა, როგორც ყველაზე მთავარი ღმერთისადმი ჩვენს მზის სისტემაში. 22-ე არკანში სულელის მდგომარეობაშჳ შესვლისას ჩვენი ცნობიერება „ჩლუნგდება“, და მის ნაცვლად მუშაობას იწყებს ქვეცნობიერი, პირველი კასტის ადამიანებს კი ქვეცნობიერი არ აქვთ (მანამდე არ დაბადებულან), და მის ნაცვლად აქტიურდება ღმერთის ცნობიერება. ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთი ატარებს. და რადგანაც ღმერთის ცნობიერება - ეს არაა ადამიანური ცნობიერება, სულელის ქცევებში ლოგიკის ძებნას აზრი არ აქვს. თუმცაღა ამ მდგომარეობაში იმის მიღწევა შეიძლება, რასაც ვერც ერთი ჭკვიანი ვერ მიაღწევს.

ivaneაქედანაა ყველა ჩვენი ზღაპარი ივანე-სულელზე. თავად განსაჯეთ. იჯდა 30 წელი ღუმელზე, ერთხელაც ჩამოვიდა, ნახევარი სამეფო აირტყა, ცოლად კი პრინცესა. და რა გააკეთა? უკვდავი კაშეი დაამარცხა. ნუ აბსოლუტური სულელი. კაშეის ხომ სახელშივე უწერია - უკვდავი. მაგრამ ივანე-სულელი ელაპარაკა ცხოველებს, იპოვნა კაშეის მოკვლის ყველაზე იდიოტური საშუალება და მაინც მოკლა იგი. არადა სამეფოს ვერც-ერთი ბრძენი ვერ ახერხებდა ამას. აქედანაა გამოთქმაც: სულელებს/დამწყებებს უმართლებთ.

forest gamp22-ე არკანი შესანიშნავადაა ნაჩვენები ფილმში «ფორესტ გამპი». იქ ტომ ჰენქსი გონებასუსტი ბიჭის როლს თამაშობდა. ფილმის გმირი მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. ეუბნებოდნენ ერბინა - მირბოდა. და უბრალოდ მირბოდა, თავად სირბილის გამო, ანუ ეს ბრძანება სიტყვა-სიტყვით შეასრულა. საუკეთესო სპორტსმენი გახდა უნივერიტეტში. უთხრეს ომში წასულიყო - წავიდა. ომის გმირი გახდა. უთხრეს პინგ-პონგი ეთამაშა - შტატების საუკეთესო მოთამაშე გახდა. უთხრეს კიბორჩხალები დაეჭირა - მილიონერი გახდა. ანუ უბრალოდ იმპულსს მიჰყვებოდა, გამოცდილებას არ იყენებდა, მომავალზე არ ფიქრობდა, არავის უსმენდა და ტრავმების არ ეშინოდა. მაგრამ თუკი „ფორესტ გამპი“ ბუნებრივ, გაუცნობიერებელ სისულელეს აღწერს, ფილმი «ყოველთვის თქვი „კი”» - მთავარ როლში ჯიმ ქერით - აჩვენებს ამ მდგომარეობაში გაცნობიერებულად შესვლას. უყურეთ ამ ფილმს, და ეცადეთ თავად გაიგოთ, თუ რას ნიშნავს 22-ე არკანი პრაქტიკაში.

22-ე არკანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. ეს ხომ ენერგიის არხია, ნებისმიერ ენერგიაზე კი მსოფლიოს რაღაც ნაწილი ჰკიდია. და 22-ე არკანზე ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია - იუდაიზმია. იუდაიზმში მორწმუნეთათვის ყველაფერი გაწერილია. ყოველი მათი ქმედება, ყოველდღიურობის ყოველი ასპექტი. რა უნდა ჭამონ, როგორ უნდა დაისვენონ, ვისთან უნდა ეძინოთ, როგორ უნდა იმუშაონ... ადამიანს არ ჭირდება ამაზე ფიქრი და ზრუნვა. იგი უბრალოდ იმას აკეთებს, რაც მის წმინდა წერილებში წერია, და მორჩა. აი, რატომ არიან ებრაელები ასეთი ჭკვიანები. ისინი არაფერზე არ ფიქრობენ. მათ ნაცვლად უკვე იფიქრეს, ამიტომ მათ მხოლოდ სულელად ყოფნა და სწავლა დარჩენიათ.

22-ე არკანი. „სულელი“ კონტროლირებადი სისულელე.

გლიფების თვალსაზრისით ეს არკანი დაწვრილებით გავშიფრე ჩემს პირველ წიგნში. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის „სისულელე“ და როგორ შეიძლება ის კონტროლირებადი იყოს.

სულელის მდგომარეობა ცნობილია ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ჩვენს პლანეტაზე. მიუხედავად ამისა მოცემული მდგომარეობის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია.

იმის გაგება, თუ რა არის „სისულელე“, ადვილი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა საკუთარ თავზე იმ ადამიანის რისხვას, ვისაც მასზე ძალაუფლება ჰქონდა. სხვა სიტყვებით, როცა აკეთებდით მხოლოდ იმას, რასაც გეუბნებოდნენ, და ამასთან არ ავლენდით ინიციატივას. ბრძანების ბრმა შესრულება.

ჩემს შემთხვევაში ეს ჯარში გამოვცადე. დიდი ხნის მცდელობების შედეგად გადამაჩვიეს დამოუკიდებლად აზროვნებას, თანაც ფიზიკური ძალის მეშვეობით. და აი, სადღაც 3-4 თვის შემდეგ ოფიცრები მისვამენ პრიმიტიულ კითხვას, მე კი ვერ ვპასუხობ. ვიცი პასუხი, მაგრამ არ შემიძლია ჩემს თავში დავალაგო ისე, რომ გადმოვცე. თავს უზომოდ სულელად ვგრძნობდი მათი თანდასწრებით, ვისაც წესით „უნდა ეაზროვნა“. იმდენად დიდი აღშფოთება განვიცადე, რომ პირველივე წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. მინდოდა დამებრუნებინა ჩემი სახელით, ჩემი „მე“-თი აზროვნების უნარი.

სწორედ ესაა სულელის მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანმა არ იცის რამდენია 5 + 5, ან ვერ არჩევს კუჭს ნაწლავისგან, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია. სისულელე - ესაა მდგომარეობა, როდესაც სხვა ძალის მიერ მართულს, შენ არ გაგაჩნია საკუთარი საყრდენი წერტილი.

ვეცდები სხვა პოზიციიდანაც ავხსნა. სისულელე - ეს ერთგვარი არა-აზროვნების მდგომარეობაა, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო შდ-ს (შინაგანი დიალოგის) გათიშვასთან. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის მაგივრადაც სხვები ფიქრობენ. მას ეუბნებიან - წადი და გააკეთე ეს სამუშაო. ისიც მიდის და აკეთებს. სწორედ სხვისი ნების შესრულებაა ის მდგომარეობა, როცა ადამიანი რაღაც ძალას მიჰყავს. მაგრამ როგორც კი ადამიანი იწყებს იმის შეფასებას, თუ რა უთხრეს, მაშინვე ერთვება მისი საკუთარი „მე“, და მაშინ, როგორც წესი, ადამიანში ჩნდება კონფლიქტი, რომელსაც ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მივყავართ.

ავიღოთ იგივე მაგალითი, როდესაც ვიღაც მუშაობას გაიძულებთ. თქვენ მუშაობთ, ანუ ბრძანებას ასრულებთ, მაგრამ, ვთქვათ არ მოგწონთ ეს. თქვენს „მე“-ს მოცემულ მომენტში დასვენება, ძილი, გართობა და მოგზაურობა უნდა. ან ეს სამუშაო თქვენს ღირსებაზე დაბლა დგას, მაგრამ იძულებული ხართ შეასრულოთ იგი, რადგან ფული გჭირდებათ, - და რაღაც ამდაგვარი.

აქ არსებობს ორი ძალა. ერთი ძალა მუშაობას გავალებთ, მეორეა თქვენი „მე“, რომელიც რეაგირებს. თუ თქვენი „მე“ პროტესტით რეაგირებს, მაშინ იქმნება შეჯახება ფსიქიკაში. ეს შეჯახება, ანუ შინაგანი წინააღმდეგობა, ქმნის ბლოკს, რომელიც საშუალებას არ გაძლევთ, რომ პირველი ძალისგან ისწავლოთ, ანუ თავად იმ მოქმედებისგან, რომელსაც ასრულებთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გინდოდეთ იმის კეთება, რასაც აკეთებ. უბრალოდ არ უნდა შეეწინააღმდეგოთ პროცესს.

ახლა კი შეხედეთ. მას შემდეგ, რაც ამ სამყაროში ვიბადებით, ჩვენ მართვას იწყებენ გარე ძალები. მშობლები, მეგობრები, სოციუმი. საკუთარი „მე“-ს ფორმირებისას, ერთი გვინდა, მეორე კი არ გვინდა. მაგალითად ვფიქრობთ, რომ წარმატებული და მდიდარი ადამიანის ცხოვრება - ეს გონივრულია. ცხოვრების ყველა სხვა ვარიანტი კი - სისულელეა. მაგრამ, სხვა ადამიანი, რომელიც სხვა კანონებით, მაგალითად სხვა კასტაში იზრდება, იტყვის, რომ სიმდიდრე - ეს სისულელეა. გონივრულობა კი პატიოსნების, ღირსების, ძალაუფლებისა და ძალის სფეროშია.

მე იმაზე მივანიშნებ, რომ ჩვენი „მე“ ყოველთვის მართალია და თან ყოველთვის ცდება. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომელიც იდეალური და საუკეთესო იქნებოდა. არ არსებობს ცხოვრების არანაირი დასრულებული ვარიანტი. ყველგანაა უკმარისობა, და ეს უკმარისობა - ჩვენი „მეა“, რომელსაც უნარი აქვს, წინ აღუდგეს რეალობას.

მაგრამ თუ ცხოვრების სწორი ალგორითმი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ამ სამყაროში ყველაფერი სისულელეა. ერთი „თავისი“ ღმერთისთვის იბრძვის, მეორე - ფულისთვის, მესამე - სამართლიანობისთვის, მეოთხე - მშვიდობისთვის მსოფლიოში. ყველა ეს და ყველა სხვა იდეა, მაგიის თვალსაზრისით - სისულელეა. მაგიაც სისულელეს წარმოადგენს, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. განსხვავება კი მაგსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის ისაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი პირზე დუჟმორეული იცავს იმას, რისიც სჯერა. მაგს კი არაფრის არ სჯერა, და ამავე დროს ყველაფრის სჯერა. უნარი, რომ უპირატესობა არ მიანიჭოს არაფერს, საშუალებას აძლევს მაგს, რომ განვითარდეს ნებისმიერ რეალობაშ, რომელიც მის წინაა. ამგვარად აკონტროლებს იგი თავის სისულელეს.

კონტროლირებადი სისულელე - ესაა უნარი, შეინარჩუნოს საკუთარი თავი „სულელის“ მდგომარეობაში, ნებისმიერ სიტუაციაში. სწორედ ამ უნარს აძლევს მაგებს 22-ე არკანი და რადგანაც ესაა დიაპაზონი მულადჰარადან მანიპურამდე, ეს მეტყველებს მაგის მიერ განხორციელებული გარეგნული მოქმედებების კონტროლზე.

და რა არის მოქმედება? მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ მაგალითს, სადაც რაღაც ძალა გაიძულებთ მუშაობას. რეაქცია, მუშაობის არ-ნდომის სახით, ჩვეულებრივ ადამიანში მოქმედებაა. ამით იცავს იგი თავისი „მე“-ს იდეას, რომელიც ეუბნება, რომ ეს დრო შეეძლო უკეთ გაეტარებინა. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ უნდა იმუშაოს. მაგს ესმის ეს და თავის მოქმედებად იმას ირჩევს, რომ კი არ შეეწინააღმდეგოს რეალობას, არამედ მიეცეს მას.

მაგალითად, ჯარში ტუალეტების წმენდა ძალიან მდაბალ და უღირს საქმედ ითვლება. ერთხელ განწესში ვიყავი ასეულში, არავის უნდოდა ჩვრის ხელში აღება და ტუალეტის მოწესრიგება, არადა დრო მოდიოდა, როცა განწესი შემდეგი მორიგეებისთვის უნდა გადაგვებარებინა. მე არ ვიზიარებდი შეხედულებას, ამ საქმის უღირსობაზე, ამიტომ ეს საქმე თავად გავაკეთე. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი განწესის სხვა წევრებს შემდეგშ 20-30-ჯერ მოუწიათ ასეულის განწესში ყოფნა, მე კი მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ მორიგე. ანუ ერთხელ დავემორჩილე ძალას, რაღაც ვისწავლე, - და მორჩა, ძალამ თავი დამანება. ჩემი „ვაჟნი“ თანამომსახურეები კი იძულებულნი იყვნენ კვლავ და კვლავ გაევლოთ ეს გაკვეთილი, რადგანაც „ზედმეტად ჭკვიანები“ იყვნენ.

სამყარო 22-ე არკანი პოზიციიდან - ეს ერთი დიდი სისულელეა. არავინაა ამ სამყაროში მართალი და არავინაა დამნაშავე. არ არიან მემარჯვენეები და მემარცხენეები, არაფერია სწორი და არასწორი. ამიტომ შეგვიძლია ნებისმიერ ძალას მივენდოთ და მართული გავხადოთ საკუთარი თავი. თუ ამ დროს საყრდენი წერტილი არ არის საკუთარი „მე“, მაშინ აღარ შედიხართ შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში და შედეგად შესაძლოა ისე აღმოჩნდეს, რომ ძალა რაღაცას გასწავლით, იმ დროს, როცა ჯიუტი „ჭკვიანები“ თავიანთი ტრავმებით უკან შორს დარჩებიან.

forestეს ძალიან კარგადაა ნაჩვენები ფილმში „ფორესტ გამპი“. ყველა იცინოდა მთავარ გმირზე და იდიოტს ეძახდა მას. მაგრამ საბოლოოდ სად აღმოჩნდა ფორესტი და სად აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მას დასცინოდა? ყველაფერი, რაც აწმყო მომენტში ხდება - სისულელეა. აი, ქალი ეჩხუბება ქმარს იმის გამო, რომ გამოთვრა, აი დედა შვილს უყვირის იმის გამო, რომ დღიურში ორიანი უწერია. აგერ, ახალგაზრდა ბიჭი სიყვარულში უტყდება სატრფოს. სადღაც ვიღაც კვდება, ვიღაცა ფულს აგროვებს ახალი ავტომობილისთვის, ვიღაცას ღალატობენ, ვიღაც პირველად მიფრინავს საზღვარგარეთ. ყველაფერი ეს - სისულელეა. მაგრამ ადამიანებს სჯერათ, რომ ის მოვლენები, რაც ახლა ხდება, - მნიშვნელოვანია. და თუ რაღაც მათი რწმენის საწინააღმდეგო ხდება, უბედურები ხდებიან. მაგი კი ხვდება, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში - სისულელეა. ის აკონტროლებს საკუთარ თავს და მოქმედებს ამ სისულელეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ისიც და მთელი სამყაროც - მეტი არაფერია, თუ არა სისულელე. მაშ, რა აზრი აქვს აღშფოთებას? თუ გარშემო ყველგან სისულელეა, ისღა დარჩენია თავისი საკუთარი სისულელე აკონტროლოს.

22-ე არკანის პრაქტიკა

ჩვენ ყველანი ასე თუ ისე სხვების ნებას ვასრულებთ, და შესაბამისად, ვხვდებით 22-ე არკანის ზემოქმედების ქვეშ. მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, მაგი ამ საქმეს გაცნობიერებულად ეკიდება.

მაგის ამოცანაა - მოიშოროს ნებისმიერი მოვლენის მნიშვნელოვანების შეგრძნება და არ დააწყოს არანაირი გეგმა მომავლისთვის. თუ მაგი გაცნობიერებულად შეწყვეტს თავის გამოცდილებაზე დაყრდნობას (გლიფი - კვერთხი მხარზე) და ეძლევა სიტუაციას, რომელიც მის წინ ვითარდება (გლიფი - ნაბიჯი უფსკრულისკენ), და ამასთან არ თვლის მნიშვნელოვნად არც საკუთარ თავს (გლიფი - არ იყურება საკუთარი ფეხებისკენ), და არც სხვებს (გლიფი - არ უსმენს ძაღლს), არ ფიქრობს შედეგებზე და არ ზრუნავს ყოველდღიურ საქმეებზე (გლიფი - კვერთხზე ჩამოკიდებული ტომარა), არამედ ბოლომდე ენდობა ძალას, რომელსაც იგი მიჰყავს (გლიფი - მზე), მაშინ შედეგად იგი მიიღებს სწრაფ ადაპტაციას იმ მოვლენებისადმი, რომლებშიც მონაწილეობს. ეს საშუალებას აძლევს მაგს, რომ დაინახოს ის, რის დანახვაშიც სხვებს ინტელექტი უშლის ხელს. სწავლის უნარი ამ მდგომარეობაში მრავალჯერ იზრდება, ასევე უცნაურად წყდება რთული ამოცანები, რასაც ხალხში გამართლებას უწოდებენ.

ამ არკანის პრაქტიკა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ მშრალი არ გავხდეთ ჩვენს გზაზე. ყველაფრისგან სწავლის უნარი მაგს აძლევს წყლის თვისებას, იყოს დინებადი, ხოლო ამ არკანის სიდდჰა (ძალა) საშუალებას იძლევა, რომ მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში გადარჩეს. მაგალითად ისეთში, როდესაც მთელ თქვენს დანაზოგს კარგავთ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის „მე“-ს ეჭიდება, ამ სიტუაციაში დაიტანჯება. ხოლო მაგი, რომელსაც ამ არკანის სიდდჰა გააჩნია, მშვიდად გაუშვებს ამ სიტუაციას და იოლად შეეწყობა ახალ ცხოვრებისეულ პირობებს. მაგრამ თქვენ იტყვით, რომ ტანჯვა და დარდი, მრავალწლიანი შრომის შედეგად ნაგროვების დაკარგვის გამო, სრულიად გამართლებულია. მაგრამ როგორც კი 22-ე არკანში შედიხართ, ეს ყველაფერი სისულელედ იქცევა.

ამ არკანში შესვლას მოქმედებით გასწავლით და არა მედიტაციით. რა თქმა უნდა გლიფებითაც შეიძლება განწყობის შექმნა, მაგრამ ჯობია საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ იგი. პრაქტიკა კი ძალიან მარტივია. თქვენ გადიხართ სახლიდან და მიდიხართ იქ, სადაც თვალები იყურებიან. თავში ინარჩუნებთ იდეას - რომ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, სისულელეა. ამიტომ არანაირი გეგმა არ უნდა გქონდეთ - სად წახვალთ სასეირნოდ და რამდენი ხნით. უბრალოდ სეირნობთ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. რამდენიმე საათი გავა, სანამ იგრძნობთ, რომ სისულელე თქვენს ცნობიერებაშ შემოდის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება სიარულზე გაამახვილოთ, და არ ჩაიძიროთ ფიქრებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრების ფონი არ მოგცემთ 22-ე არკანში შესვლის საშუალებას.

თავდაპირველად თქვენი სეირნობა უკვე ნაცნობ მოქმედებებს გაგახსენებთ. მაგალითად, ნაცნობ ადგილებში ივლით და ბნელ ქუჩებს გვერდს აუვლით. არ დაიწყებთ ღობეზე გადაძრომას, და თუ ვინმე ცუდი თვალით შემოგხედავთ, მაშინვე ეცდებით ადგილის დატოვებას.

მსგავსი ქცევები, ანუ რეაქციები ამა თუ იმ მოვლენებზე - ეს თქვენი „მე“-ს რეაქციებია. ჩვენ კი გვახსოვს, რომ „მე“ უნდა გამოვრთოთ. ამიტომ სეირნობისას უნდა ეძებოთ მიმართულებები, რომლებშიც არ იცით როგორ მოიმოქმედოთ. მაგალითად უცნობ რაიონში მოხვდით, და თქვენს წინ ღობეა:

ჩვენი „მე“ ამბობს, რომ სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. როგორც კი ამ რეაქციას გააცნობიერებთ, მაშინვე სისულელედ ჩათვალედ იგი, თამამად წადით ვაბანკზე. ამან შეიძლება ვინმეში სხვა რეაქცია გამოიწვიოს. დავუშვათ, კერძო ტერიტორიაზე მოხვდით, პატრონმა შესაძლოა პოლიცია გამოიძახოს და თქვენ წაგიყვანენ, ეს ყველაფერი სისულელედ უნდა ჩათვალოთ და შესაბამისად მოიქცეთ. ანუ იყოთ აქ და ახლა და უბრალოდ დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.

suleli suleli

აი, ასეთმა უწყინარმა სეირნობამ შეიძლება ბევრი რამ გასწავლოთ. თუმცაღა ამოცანა აქ სუფთა ჰაერის სუნთქვა კი არაა, არამედ იმ მდგომარეობაში შესვლა, სადაც ყველა მოვლენაზე, რომელიც თქვენს გარშემო ხდება, ჩვენ ვრეაგირებთ როგორც სისულელეზე და ვიშორებთ როგორც ამ მოვლენების, ასევე საკუთარი თავის მნიშვნელოვანობის შეგრძნებას.

რა თქმა უნდა, შეიძლება სიფათშიც მოგვხვდეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ თავს. რაც მთავარია, პრაქტიკულად გააცნობიერებთ, როგორ მართოთ გაცნობიერებულად თქვენი ქცევები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. და რადგანაც ყველანი სულელები ვართ, გისურვებთ რომ თქვენი ნებით გახდეთ სულელი.

 

მსგავსი სტატიები

ტაროს არქეტიპები - სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში


მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო....

ტაროს არქეტიპები


სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში მთარგმნელი: მამუკა გურული &...

ოშო - ცხოვრების თამაში (ძენ ტარო)


მთარგმნელი: მამუკა გურული ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხ...

მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)


ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნე...

ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)


ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წ...

ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები


  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული...

The Fool - სულელი


22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff