მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)

Admin
ტარო
0
0

ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნელი: მამუკა გურული ილუსტრაციებ...

tarotcardscreditShutterstockcom

ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ილუსტრაციებად გამოყენებულია "ბოტიჩელის ტაროს" ფოტოები...

(სასურველი არკანები აირჩიეთ სარჩევში)


 bot0

სულელი

ზოგადი მნიშვნელობა: ბავშვი, მოთამაშე ადამიანი. ირაციონალური. არაცნობიერი. ღმერთი-შემთხვევა. დასაწყისი, სიახლე. შეუძლებლის შესაძლებლობა, შანსი. თავისუფლება. ინსაითი. სპონტანურობა, წინასწარგანუსაზღვრელობა, მოულოდნელობა. სიურპრიზი, თამაში. ზღვარი სიგიჟესა და გენიალურობას შორის. სიბრძნე უბრალოებაში.

გადამეტება: სიბრიყვე. ქაოსი, უწესრიგობა. არასაიმედოობა. დაბნეულობა. შეცდომა. ფსიქიკური დაავადება. საფრთხე, არაგონივრული დამოკიდებულება საკუთარი და სხვების ცხოვრების მიმართ.

უკმარისობა: უსიხარულობა, სიცოცხლის გემოს დაკარგვა. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები და შანსები.

ადამიანის მახასიათებლები: მოგზაური, ის, ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს. გახსნილი, გაკვირვებული, ცოცხალი, გულწრფელი. ცნობისმოყვარე, ქარაფშუტა, გულუბრყვილო. უდარდელი, უპასუხისმგებლო. უსახლკარო. პერსონა ნონ-გრატა. ჭკუასუსტი. ადვაიტას სწავლების მიმდევარი.
პროფესიები: ადამიანი პროფესიის გარეშე. გენერატორი იდეებისა (მათი რეალობის შეფასების გარეშე), რომლებსაც სხვა ადამიანები ანხორციელებენ.

მნიშვნელობა ბიზნესში: ახალი პროექტი წინასწარგანუსაზღვრელი შედეგით. უპასუხისმგებლო საქციელი. დაუგეგმავი ფაქტორის ჩარევა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: შემთხვევითი და არარეგულარული შემოსავლები. მოულოდნელი ხარჯები, ან ხარჯები ბავშვთან დაკავშირებით. მფლანგველობა ელემენტარული მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის ფონზე. ფულისგან გაუცნობიერებელი განთავისუფლება. წაგება, საშუალების მიცემა, რომ მოგპარონ. ფულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არ ითვლება. სხვების ხარჯზე ცხოვრება.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდები. ფსიქიკური დარღვევა. ბავშვთა ავადმყოფობები.

მნიშვნელობა სიყვარულში: ურთიერთობების განახლება, მაგალითად, ბავშვის დაბადებით ან უწესრიგო კავშირებით. თავისუფალი მსუბუქი ურთიერთობები ურთიერთ-პასუხისმგებლობის გარეშე.

რჩევა: იყავი სპონტანური და წინასწარგანუსაზღვრელი, თავისუფალი საკუთარი თავისგანაც კი. დაიწყე ყველაფერი თავიდან. ნუ შეგეშინდება, რომ სულელად და სასაცილოდ გამოჩნდე, გააკეთე გაუაზრებელი ქმედებები. მოიხსენი პასუხისმგებლობა. იმოქმედე მსუბუქად, თამაშით, სპონტანურად. მიეცი საკუთარ თავს საშუალება, რომ ბავშვი იყო.


 bot1

მაგი

ზოგადი მნიშვნელობა: თვითრეალიზაცია. აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. მოქმედება, ინიციატივა, ნება. შემოქმედება, ოსტატობა, ინსტრუმენტების დაუფლება, მოსწავლეობა. შესაძლებლობების გამოყენება. იმიჯის, ხატ-სახის შექმნა. მანიპულაციები. მოხერხებულობა.

გადამეტება: მოქმედების გამუდმებული საჭიროება, გაჩერების შეუძლებლობა. ილუზორული აქტივობის შემნა, მოქმედება მოქმედების გულისთვის. ყურადღების მიპყრობა. უკონტროლო თვითგამოხატვა სიტყვებსა და ქცევებში. ამაოდმეტყველება.

უკმარისობა: ლაპარაკისას აზრის ვერ-ჩამოყალიბება (косноязычие). საკუთარი რესურსების დანახვის და სიტუაციის გამოყენების უუნარობა. წარუმატებლის იმიჯი.

ადამიანის მახასიათებლები: შემოქმედებითი, ნების მქონე, ინიციატიური ადამიანი. მოხერხებული, თაღლითი. საკუთარ თავში დარწმუნებული და სხვების დარწმუნების უნარის მქონე. „მარადიული სტუდენტი“.

პროფესიები: ვაჭარი, ბიზნესმენი (Предприниматель). ლიტერატორი, ჟურნალისტი, ორატორი. სამეცნიერო-კვლევითი, შემოქმედებითი საქმიანობა. რეკლამა და პიარი.

მნიშვნელობა ბიზნესში: საქმიანობის აქტიური პერიოდი. ვაჭრობა. შეხვედრა კრეატიულ პარტნიორთან. მოლაპარაკებები, წარმატებული მომენტი შეთანხმებისთვის, კონტრაქტების ხელმოწერისთვის. ახალი ინსტრუმენტების დაუფლება. კვალიფიკაციის ამაღლება. ლიდერობა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფული ბრუნვაში. შემოსავალი ბიზნესისგან, პროექტისგან, პროფესიისგან. ინვესტიციები.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: მიმართვა სპეციალისტთან მოცემულ სფეროში. თავის ტკივილები. ტვინის დაავადებები. ყელის დაავადებები, სურდო. პრობლემები მეტყველების და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან.

მნიშვნელობა სიყვარულში: მიმზიდველობის, თვითგამოხატვის, გაცნობის პერიოდი. სოციალური როლებისა და სურვილების დემონსტრაცია. ქალისთვის: მამაკაცი ან ყმაწვილი, რომელიც აქტიურად მოქმედებს, აიძულებს მას გადაწყვეტილების მიღებას, ასევე მამაკაცური საწყისის გამოვლინება მისივე საკუთარ ქცევაში. მამაკაცისთვის: მისი ქცევის მოდელი, აქტიურობა, ინიციატიურობა.

რჩევა: იმოქმედე! ყველა ინსტრუმენტი შენს ხელშია, გამოავლინე ინიციატივა, გამოიყენე კარტ-ბლანში, ყველა შესაძლებლობა, რომლებიც გაქვს. იყავი შემოქმედი. შეიქმენი იმიჯი და რეპუტაცია. იმანიპულირე.


 bot2

ქურუმი ქალი

ზოგადი მნიშვნელობა: ინტუიცია, მეხსიერება, განდევნილი მოგონებები. ქალური საწყისი. საიდუმლო, დაფარულობა. მგრნობელობა, თანაგრძნობა. მიღება, პასიურობა. ეჭვი.

გადამეტება: მედიუმიზმი. ეკზალტაცია. ორაზროვნება, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა. „კატა ტომარაში“. ღრმა არაცნობიერი კონფლიქტები.

უკმარისობა: ზედაპირულობა, შეფასებითი განსჯა. ემოციების, გრძობების, მოგონებების შიში. საკუთარ თავში „ქექვის“ სურვილის არქონა.

ადამიანის მახასიათებლები: განზე მყოფი დამკვირვებელი. პასიური ადამიანი ძლიერი ქალური საწყისით და ინტუიციით. ექსტრასენსორული უნარების მქონე. სამყაროს არაშემფასებლური ხედვით. „დინების მიმყოლი“.

პროფესიები: მკურნალი, ექსტრასენსი. ბალახებით მკურნალი. წინასწარმეტყველი, მკითხავი. სახლში მუშაობა.

მნიშვნელობა ბიზნესში: მოვლენების არყოფნა. ვინმეს ინიციატივის მიღებისთვის მზადყოფნა. ინტუიტიური გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ემოციების ზემოქმედების ქვეშ. ფარული ზეგავლენები. ჭორები, დეზინფორმაცია.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: გამოუყენებელი რესურსები. დახმარებაზე ყოფნა (მაგალითად, დეკრეტში, ან ქორწინებით). ტყუილი.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ხალხური მედიცინა, ბალახებით მკურნალობა. გინეკოლოგია. ფარული ინფექციები. ჰორმონალური ფონის დარღვევა. წყვილი ორგანოების, ასევე გრძნობათა ორგანოების დაავადებები. მარილის და წყლის ბალანსის დარღვევა.

მნიშვნელობა სიყვარულში: მგრძნობელობა, ინტუიტიურობა, სიტყვების გარეშე გაგება. ეჭვი ურთიერთობების აუცილებლობაზე, ურთიერთობების უმიზნობა. მამაკაცისთვის: ქალი, საიდუმლო კავშირები, ასევე ქალურის გამოვლინება მის საკუთარ ქცევაში. ქალისთვის: მისი საკუთარი ქცევის მოდელი. შეხვედრისთვის მზადყოფნა და მოლოდინი.

რჩევა: დაე, რაღაც გამოუთქმელი, საიდუმლო დარჩეს. იყავი პასიური, რბილი. დაელოდე. მიიღე სხვისი ინივიატივა. დაეჭვდი. გამოავლინე შენი ქალური თვისებები.


 bot3

იმპერატორი ქალი

ზოგადი მნიშვნელობა: დედობა, ნაყოფიერება, ზრდა. ბუნებრივი განვითარება. ბუნება. სამყაროსადმი საბაზისო ნდობა. სიცოცხლე, გადარჩენა. ნაყროვანება, სიუხვე. ზრუნვა, სიყვარული. შემოქმედება. გამოვლენათა მრავალფეროვნება. ხელოვნება, გემოვნება, ესთეტიკა.ატმოსფეროს შექმნა. სიმდიდრე, კომფორტი. სიამოვნება, ტკბობა.

გადამეტება: მეტისმეტი სიჭარბე. სიხარბე, ავხორცობა. საკუთარი თავის გადაჭარბებული სიყვარული. ჰიპერ-მზრუნველობა. გლამური. „სიყვარულით სიკვდილამდე მიყვანა“.

უკმარისობა: საბაზისო შფოთვა. უნაყოფობა. სურვილების არქონა. პერინატალური პრობლემები. შიმშილობა. თვითშეზღუდვა, ასკეტიზმი. სიძუნწე. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება („იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ“). არარეალიზებული მოთხოვნილებები სიყვარულში. ცივი დედა.

ადამიანის მახასიათებლები: მზრუნველი, შემოქმედი ადამიანი მკაფიოდ გამოხატული დედობრივი თვისებებით. ის, ვინც კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. ემოციური, ექსპანსიური, ორიენტირდება სხვებზე და მოდის ტენდენციებზე, პრესტიჟის ნიშნებზე. ის, ვისაც ბევრი და ძლიერ უყვარს.

პროფესიები: ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი. მოდელიორი, სტილისტი, დიზაინერი. ფლორისტი, კოსმეტოლოგი. ძიძა.

მნიშვნელობა ბიზნესში: შემოსავალი. შემოქმედებითი აღმასვლა. შრომის პირობების შეცვლა. კადრების როტაცია. „ქალური ბიზნესი“.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: მისწრაფება ფუფუნებისკენ. შოპინგი, დანახარჯები, გადაჭარბებული ყიდვები. მიწა, როგორც შემოსავლის წყარო. ქალის შენახვა.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: კოსმეტოლოგია, მასაჟი. პრობლემები გარეგნობასთან, კანთან, ზედმეტი წონა. ახალწარმონაქმნები, სიმსივნეები. ფეხმძიმობა.

მნიშვნელობა სიყვარულში: გრძნობების სპონტანური გამოხატვა. დედობრივი მზრუნველობა და მფარველობა. ბავშვის ყოლის სურვილი, ფეხმძიმობა. მამაკაცისთვის: საყვარელი ქალი. დედა. ქალისთვის: დედობრივი გრნძნობების გამოხატვა.

რჩევა: იზრუნე მყუდროებასა და კომფორტზე. გამოიყენე საკითხის გადაწყვეტის ბუნებრივი მეთოდები. ისწავლე სიამოვნების მიღება, ტკბობა. მეტად გამოავლინე შენი ქალური მხარე. მეტი პატივი მიაგე დედას, გააანალიზე ურთიერთობები საკუთარ „შინაგან დედასთან“ და გააცნობიერე საკუთარი დედობრივი ფუნქცია (თუ ქალი ხარ), მეტად დააფასე მეორე ნახევარი (თუ მამაკაცი ხარ).


 bot4

იმპერატორი

ზოგადი მნიშვნელობა: სტაბილურობა, სტრუქტურა. წესრიგი, თანმიმდევრულობა. კონტროლი, დისციპლინა. პრაქტიკულობა. კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა. ორგანიზებულობა. სახელმწიფო. დარწმუნებულობა ხვალინდელ დღეში, დაცვა, გარანტიები, საიმედოობა. სტატუსი, სუბორდინაცია, დისციპლინა. მამა. უსაფრთხოება. პედანტიზმი. მიზნების რეალიზაცია, დასრულებულობა. სივრცე.

გადამეტება: დესპოტიზმი, ძალაუფლების წყურვილი. სიჯიუტე, მუდოობა (занудство). სისიხტე, ფორმალიზმი.

უკმარისობა: დეზორიენტაცია სოციუმში, ასოციალურობა. ძალაუფლებით დათრგუნულობა. უპასუხისმგებლობა, უწესრიგობა, არაორგანიზებულობა.

ადამიანის მახასიათებლები: ოფიციალური პირი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. საკუთარი საქმის პასუხისმგებლობით სავსე პატრონი. სოლიდური ადამიანი. მაკონტროლებელი, საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი მომთხოვნი.

პროფესიები: ხელმძღვანელი. ბიუროკრატი. სამხედრო პირი. არენდატორი.

მნიშვნელობა ბიზნესში: თანამდებობის მიღება, საკუთრების შეძენა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. კონტროლი სახელმწიფოს შემმოწმებელი ორგანოებიდან.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: სტაბილური ფინანსური ნაკადი. ფულის ჩადება უძრავ ქონებაში. ფულის სისტემური განკარგვა. არენდა, სახელმწიფო სამსახური, როგორც შემოსავლის წყარო. ქრთემაბი. დანახარჯები ოფიციალური საქმეების გაფორმებაზე.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: კუნთოვანი „ჯავშანი“. თავის, ძვლების, სახსრების, კბილის ტკივილები. ტრავმები. შაკიკი. ორგანიზმის კომპლექსური გამოკვლევა.

მნიშვნელობა სიყვარულში: ოფიციალური ურთიერთობა, შესაძლოა ქორწინება, საქორწინო კონტრაქტი. სტაბილური რეგლამენტირებული ურთიერთობები. სოციალური როლების მკაფიოდ დაცვა (მეუღლის, საყვარლის). გრძნობების სიცივე.

რჩევა: იყავი ბატონ-პატრონი, მოიყვანე წესრიგში შენი საქმეები. რეალიზმი, სიმყარე და თანმიმდევრულობა აუცილებელია, რათა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ისე, როგორც ამას სიტუაცია ითხოვს. გამოავლინე თავი სოციუმში. დაგეგმე და გააკონტროლე პროცესი, ყველაფერი თავის ადგილას დაალაგე. გააანალიზე ურთიერთობები „შინაგან მამასთან“ და საკუთარი მამობრივი ფუნქცია.


 bot5

ქურუმი (იეროფანტი)

ზოგადი მნიშვნელობა: ავტორიტეტი, იერარქია. მორალი. რწმენა, ნდობა. დოგმატიკა, რელიგია. სწავლება, მასწავლებელი, ქადაგება. აღზრდა, რჩევა. ტრადიცია, კოლექტიური სულიერი გამოცდილება, ეგრეგორი. საკითხის არსი. ცხოვრების საზრისი. სათნოება, ჯილდო, მოწოდება. გვარი, ოჯახი. სოციალური ნორმები.

გადამეტება: კონსერვატივიზმი, მორალიზატორობა, პირფერობა. ფანატიზმი. ტრადიციაში საკუთარი ნების დაკარგვა.

უკმარისობა: სისტემური პროცესებიდან (ეგრეგორი, გვარი, ოჯახი) გამოსვლა. ურწმუნოება.

ადამიანის მახასიათებლები: ტრადიციის ერთგული მიმდევარი. დოგმატიკოსი, აპოლოგეტიკოსი, მქადაგებელი. კონსერვატორი, ცოდნის შემნახველი (დამცველი). მორალიზატორი, ეთიკის მასწავლებელი. პურიტანი.

პროფესიები: რელიგიური მოღვაწე. პედაგოგი. საზოგადოებრივი მოღვაწე.

მნიშვნელობა ბიზნესში: ბიუროკრატია. ფონდების ორგანიზაცია. სწავლა. მიმართვა რჩევისთვის და დახმარებისთვის, კონსულტაცია სპეციალისტთან. კონსულტირება.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ოჯახური ფინანსები. საზოგადოებრივი ფული. ფულის ჩადება განათლებაში. მემკვიდრეობა. ფინანსური წახალისებები (პრემიები, გრანტები, სუბსიდიები). ჯილდო ცოდნისა და გამოცდილებისთვის.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ღვიძლის, ხერხემლის, ძვლების დაავადებები. მკურნალობის ტრადიციული მეთოდები. ორგანიზმის ბიოქიმია.

მნიშვნელობა სიყვარულში: ტრადიციული ქორწინება. ოჯახის შექმნა მშობლების გამოცდილების მაგალითზე. ნდობა, ერთგულება პარტნიორისადმი, კუთვნილების გრძნობა. დამრიგებლური დამოკიდებულება.

რჩევა: ამ სიტუაციაში იყავი კონსერვატორი, მიჰყევი საზოგადოებრივ ნორმებს და მორალს. იპოვე ავტორიტეტი, ყური დაუგდე რჩევას, რათა საკუთარი ნიშა დაიკავო, საკუთარ ტრადიციაზე გახვიდე. გააცნობიერე თავი ეგრეგორის ნაწილად - ოჯახის, კოლექტივის, რელიგიის. დაფიქრდი, რას იღებ შენი წინაპრებისგან და რას გადაცემ შენს შთამომავლებს. ეძებე აზრი ყველაფერში.


 bot6

შეყვარებულები

ზოგადი მნიშვნელობა: არჩევანი, „არჩევანი გულის კარნახით“, პროექცია. ურთიერთობები, შეყვარებულობა, გატაცება, სიმპათია. ურთიერთობა, კავშირი. შეხვერა, დაპატიჟება.ურთიერთწინააღმდეგობების შეთანხმება, გაცვლა.

გადამეტება: ზედაპირულობა. მეტისმეტად მოხიბლულობა. წრიალი.

უკმარისობა: გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. კომუნიკაციის პრობლემები. ურთიერთობის, სიყვარულის მოთხოვნილებათა არარეალიზებულობა.

ადამიანის მახასიათებლები: გახსნილი, მეგობრული. კომუნიკაბელური. ის, ვინც ერთობლივ საქმიანობას ამჯობინებს. ორიენტირებული სხვებზე: კოლეგებზე, პარტნიორებზე, ოჯახზე.

პროფესიები: აგენტი, შუამავალი. კომივოიაჟერი, ვაჭარი.

მნიშვნელობა ბიზნესში: შუამავლობა, შეთანხმება, გარიგება. ინფორმაციის, შეხედულებების გაცვლა. პროექტის განვითარების გზის არჩევა. საქონლის გაცვლა. თანამშრომლობა. ქსელური მარკეტინგი.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფულადი გაცვლა (აღება, მიცემა). შემოსავალი შუამავლის საქმიანობიდან. ერთობლივი შემოსავალი. ხარჯები პარტნიორებისგან.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: წყვილი ორგანოების დაავადებები (ფილტვები, თირკმელები). ჰორმონალური დარღვევები. ჰაეროვანი პროცედურები.

მნიშვნელობა სიყვარულში: შეყვარებულობა. საკუთარი მოლოდინების პარტნიორზე პროეცირება. პარტნიორის არჩევა შესაძლო ვარიანტებიდან. ქორწინება.

რჩევა: გააკეთე არჩევანი, გამოხატე საკუთარი სიმპათიები. შეიყვარე, ითანამშრომლე, გააკეთე რაღაც ვინმესთან პარტნიორობით. გააფართოვე შენი კონტაქტები, იურთიერთე, გაიცანი ახალი ადამიანები, მიიღე ინფორმაცია. გაეხსენი სიყვარულს და ახალ ადამიანებს. ისწავლე გაცემა და მიღება.


 bot7

ეტლი

ზოგადი მნიშვნელობა: წარმატება, გარღვევა, პროგრესი, გადაწყვეტა. განაცხადი საკუთარ თავზე. სიმამაცე, რისკი. ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. იმპულსურობა.

გადამეტება: ზედმეტი თავდაჯერებულობა. ძალების გადაფასება, ამბიციურობა, უპატივცემულობა სხვების მიმართ. გაუმართლებელი რისკი.

უკმარისობა: წინააღმდეგობა ნებასა და სურვილს შორის. დაქვეითებული თვითშებასება. მისწრაფებების კონფლიქტი. დამცავი კედილის აღმართვა. დამარცხების, წარუმატებლობის შიში.

ადამიანის მახასიათებლები: მიზანსწრაფული, ამბიციური. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, რომელსაც ესმის თავისი სურვილები და მისწრაფებები. ზოგჯერ სხვების „თავებზე მოსიარულე“. იყენებს მაღალ თვითშეფასებას, როგორც თავდაცვის მეთოდს.

პროფესიები: მენეჯერი. რისკთან დაკავშირებული პროფესიები. მძღოლი. ექსპედიტორი. ტექნიკასთან, მანქანათმშენებლობასთან დაკავშირებული პროფესიები.

მნიშვნელობა ბიზნესში: მართვა, მენეჯმენტი. ახალი სამსახური, ახალი საქმე. პროექტები, მიზნების დასახვა. მგზავრობები, ტრანსპორტირება.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: დინამიური, არასტაბილური ფულის ნაკადი. „სწრაფი ფული“. შემოსავლები მგზავრობებიდან, გასტროლებიდან. ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები. ავტომობილის, ტექნიკის შეძენა.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ნევრალგიები, ნევრიტები. არტერიული წნევები. გულის, თირკმელების დაავადებები. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი.

მნიშვნელობა სიყვარულში: სასიყვარულო თავგადასავლები. პარტნიორების მიერ ერთმანეთის ურთიერთ-გამოყენება. ახალი საყვარელი. მოძრაობა ახალი მიზნისკენ, ახალი ინტერესი.

რჩევა: იყავი მიზანდასახული. კონცენტრირდი მიზნის მიღწევაზე. გჯეროდეს საკუთარი თავის, რადგანაც შენი ამბიციები საფუძვლიანია. შენი წარმატება საკუთარი თავის წარმოჩენის უნარშია. და გააკეთე ეს ახლავე, გარისკე.


 bot8

ძალა

ზოგადი მნიშვნელობა: საციცოცხლო ძალები, ენერგიულობა. გატაცებულობა, ვნება, დრამატიზმი. შინაგანი ღერძი, ხასიათი. საკუთარი თავის ფლობა, თვითდისციპლინა. ინსტინქტის გაცნობიერება და მიღება. ძალის მოთვინიერება მოქნილობით. „ბრძოლისთვის მზადყოფნა“. სურვილი. ქალური ლიდერობა, სპორტი, კონკურენცია.

გადამეტება: ცხოველური საწყისის დომინიერება ადამიანში. სიხარბე. დათრგუნვა. ძალაუფლებისთვის ბრძოლა, სისასტიკე, ძალადობა. მანკიერებით შეპყრობილობა.

უკმარისობა: სისუსტე, უძლურება. რესურსებზე დაყრდნობის, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების უუნარობა. უუნარობა. ფრიგიდულობა, იმპოტენცია.

ადამიანის მახასიათებლები: ქარიზმატული, ტემპერამენტული, ამაყი. ენერგიული, კაშკაშა. ისწრაფვის ლიდერობისკენ. ცდილობს შეინარჩუნოს ღირსება.

პროფესიები: მწვრთნელი. მასაჟისტი (სხეულთან მუშაბასთან დაკავშირებული პროფესიები). სპორტსმენი. ცხოველთა მომთვინიერებელი.

მნიშვნელობა ბიზნესში: შემოქმედებითი აღმასვლა, შრომისუნარიანობა. კონკურენცია, კონფლიქტები კოლექტივში, პარტნიორებთან.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფულადი ნაკადების ფლობა. შემოსავლები ფსონებიდან, სპორტიდან. ბირჟაზე თამაში.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: კუნთოვანი დაძაბულობა, სპაზმები. ნერვული ტიკები. ტრავმები. იმუნიტეტი. ეპილეფსია. გულის, სისხლის, კუჭის (წყლულოვანი და ეროზიული), ღვიძლის დაავადებები. ფიზიკური დატვირთვები.

მნიშვნელობა სიყვარულში: სექსი, ვნება, ეჭვიანობა, „მექსიკური ვნება“. დეფლორაცია.

რჩევა: დაეუფლე საკუთარ თავს საკუთარი სურვილებისა და ინსტინქტებისადმი ნდობით. გამოხატე საკუთარი გრძნობები, აგრესია, ვნება. მიიღე შენი „შინაგანი მხეცი“, რადგანაც ისიც შენ ხარ. არ დაზოგო ძალები. შეეჯიბრე, იბრძოლე, იყავი პროცესში ტოტალურად. იყავი ამაყი, შეინარჩუნე ღირსება.

 


 bot9

განდეგილი

ზოგადი მნიშვნელობა: საკუთარი გზა, საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები. სულიერი პრაქტიკები, კარმა-იოგა. სიბრძნე, თვითჩაღრმავება, ინტროვერსია, კონცენტრაცია დეტალებზე. მარტოობა, ასკეტიზმი, სერიოზულობა, თვითკმარობა. მიმართვა წარსული გაამოცდილებისკენ. მოკრძალება, შრომა, გამოცდილება, სკურპულოზურობა. სისუფთავე.

გადამეტება: იზოლაცია, ჩაკეტილობა, შეზღუდვები. სიბერის შიში. არაკონტაქტურობა, სიცოცხლის ხალისის არქონა. სიძუნწე. ასკეტიზმი. იუმორის გრძნობის არქონა. ზედმეტად კირკიტობა. სევდა, მოწყენილობა. მიზანტროპია.

უკმარისობა: ზედაპირულობა, უაზრობა. სიგიჟე. თავქარიანობა. გულუბრყვილობა.

ადამიანის მახასიათებლები: თვითკმარი, ბრძენი, სერიოზული. „მოხუცად დაბადებული“. მარტოსული. ეზოთერიკოსი. ის, ვინც მომწიფებულობის ასაკის კრიზისი გადაიტანა. ეგზისტენციალურ საკითხებზე ფიქრით შეპყრობილი.

პროფესიები: არქივარიუსი. ბიბლიოთეკარი. დარაჯი. მუზეუმის თანამშრომელი (არტეფაქტების დამცველი). ანტიკვარი, ისტორიკოსი.

მნიშვნელობა ბიზნესში: საწყობის საქმიანობა. ლომბარდი, შესყიდვები.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფინანსური შეზღუდვები, ეკონომია. მცირედით კმაყოფა. მოფრთხილება. ფულის მიმართ უსიყვარულობა. გულმავიწყობა (დამალვა და მერე დავიწყება). პენსია.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: სხეულის გაწმენდა, მარხვა, დიეტა. წნევის დაწევა. ძვლების დაავადებები (ართრიტები, ართროზები და ა.შ.) ათეროსკლეროზი. მოხუცებულობის ასაკის დაავადებები.

მნიშვნელობა სიყვარულში: მარტოობა. მიტოვებულობა. თვითკმარობა, „ორის ერთად მარტოობა“. ერთობლივი სულიერი ძიება.

რჩევა: ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, იყავი ის, ვინც ხარ. დაფიქრდი შენს გზაზე, შენი ცხოვრების აზრზე. განმარტოვდი. შემოფარგლე საკუთარი თავი, იშრომე, ეძებე, ყურადღება მიაქციე დეტალებს. არ იჩქარო. ყველაფერზე შენი შეხედულება გქონდეს. „მშვიდად ივლი - შორს წახვალ“.


 bot10

ბედის ბორბალი

ზოგადი მნიშვნელობა: საბედისწერო სიტუაციები და ქმედებები. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაცნობიერება. იღბალი, წარმატება. „აქ და ახლა“ ყოფნა. ცვლილებები, დამთხვევები. ციკლურობა, კარმის დამუშავება, ცხოვრებისეული ამოცანა. წინასწარგანსაზღვრულობა („ბედი“ ან „უბედობა“). მატერიალური ღირებულებები, ფული.

გადამეტება: ფატალიზმი. განმეორებადი სცენარი. თავისუფლების დაკარგვა, ბედთან შეგუება. ბედის გარდუვალობა.

უკმარისობა: გზის აბნევა. დეზორიენტაცია ცხოვრებაში. „ცხოვრებისეული გაკვეთილების“ ვერ-გაგება. „საჭირო დროს საჭირო ადგილს ყოფნის“ არცოდნა. მოქმედებების და ქცევების არადროულობა.

ადამიანის მახასიათებლები: ბუდიზმის მიმდევარი. ის, ვინც კარმული წინასწარგანსაზღვროლობა გააცნობიერა. ის, ვინც „ნიშნებით“ ორიენტირდება. ფატალისტი.

პროფესიები: ფინანსისტი (ეკონომისტი, ბანკირი). მანდალური კარტები (როგორებიცაა ბედის ბორბალი, მზე, სამყარო) ხშირად მეტყველებენ ადამიანის მიერ მისიის შესრულებაზე.

მნიშვნელობა ბიზნესში: საერთო ტენდენციის მიყოლა. ვითარებებზე დამოკიდებულება.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: „მსუბუქი ფული“ - ადვილად მოდის და მიდის. კარმული ფული (დაუმსახურებელი, გამოუმუშავებელი). აქციების კურსებზე თამაში.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ნერვული და სისხლისს მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. ვეგეტატიური დაავადებები. ღვიძლის დაავადებები. აუცილებელია ავადმყოფობის ფსიქიკური მიზეზის ძებნა.

მნიშვნელობა სიყვარულში: საბედისწერო ურთიერთობები. წინასწარგანსაზღვრულობის განცდა. პარტნიორების მოხვედრა „მტკივნეულ წერტილებში“ და „განვითარების სფეროებში“.

რჩევა: გააანალიზე, როგორაა დაკავშირებული მიმდინარე სიტუაცია დედამიწაზე შენს მისიასთან; შესაძლოა მსგავსი რამ უკვე მომხდარა შენს ცხოვრებაში. დაეყრდენი შინაგან ცენტრს და დააკვირდი მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. გაითავისე გაკვეთილი, რათა ხელმეორედ არ მოგიწიოს გამეორებამ. ეძებე მიზეზები შენს შიგნით.


 bot11

მართლმსაჯულება

ზოგადი მნიშვნელობა: ძალთა წონასწორობა, თანაბარუფლებიანობა. ადეკვატურობა, სიფხიზლე. კრიტიკა, ობიექტურობა, სამართლებრივი ნორმები, თამაშის წესები. წესიერება, ვალების დაბრუნება, მაგიერის მიზღვა. ადმინისტრაცია.

გადამეტება: კანონის შეუბრალებლობა, დასჯა, შურისძიება. უარი. დანასაულის გრძნობა ან რწმენა საკუთარ უცოდველობაზე.

უკმარისობა: უკანონობა, წონასწორობის დარღვევა, „მიღება-გაცემის“ ბალანსის დარღვევა. სიტუაციის არაადეკვატურობა. მიკერძოებულობა.

ადამიანის მახასიათებლები: საღად მოაზროვნე, ანგარიშიანი, რაციონალური. ის, ვინც ისწრაფვის თანაბარუფლებიანი ურთიერთობებისკენ. კანონის შემსრულებელი. ის, ვინც საკუთარ თავს „კანონის ხელად“ თვლის - დამსჯელად, ან წამახალისებლად.

პროფესიები: მოსამართლე, პროკურორი. იურიდიული, ადმინისტრაციული საქმიანობა. სახელმწიფო სამსახური, ინსსპექციები. უფლებათა დაცვა.

მნიშვნელობა ბიზნესში: ადმინისტრაციული საქმიაანობა. მდივანი. დოკუმენტაცია, სასამართლო საქმეები, ინსპექციები. კანონების, ინსტრუქციების, თამაშის წესების, შეთანხმებების დაცვა. ვალების გადახდა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ვალების, კრედიტების გასრუმრება. ფინანსური ბალანსის აღდგენა. იურიდიული ხარჯების გასტუმრება.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ღვიძლის ნაღველგამომყოფი სისტემა. ვესტიბულარული აპარატი. თირკმელების დაავადებები. ორგანიზმის საერთო დაბინძურება. მიკროქირურგია.

მნიშვნელობა სიყვარულში: იურიდიული ქორწინება. თანაბარუფლებიანი ურთიერთობები. ურთიერთობები, რომლებშიც პარტნიორები ერთმანეთისთვის სარკეები არიან. ურთიერთ-პრეტენზიები.

რჩევა: ცხოვრებაში ყველაფერი სწორად ხდება, მაგრამ აუცილებელი არაა ისე ხდებოდეს, როგორც შენ გსურს, ან ისე, როგორც შენ გსიამოვნებს. აწონ-დაწონე „კი“ და „არა“, გადაწყვიტე გონებით, და არა გრძნობით. იყავი ფხიზელი და ობიექტური. განსაჯე და გააანალიზე. ცხადი გახადე სიტუაცია. გახსოვდეს, რაც ხდება - შენი ქმედებების ან შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, და მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი ყველა შედეგზე.


 bot12

დაკიდებული კაცი

ზოგადი მნიშვნელობა: მსოფლმხედველობის, თვალთახედვის ცვლილება, პასიური ცხოვრებისეული პერიოდი. გამოუვალი სიტუაცია, რომელიც უნდა გადავიაროთ და დაველოდოთ ინსაიტს (შთაგონებას), პრობლემის პრინციპულად სხვა გადაწყვეტას. მედიტაცია, ინიციაცია, ტრანსი.

გადამეტება: მსხვერპლი, ტყვეობა. შეფერხება, გაშეშება, კრიზისი, ჩიხი. გარდუვალობა. სასოწარკვეთილება, დამცირება. ავადმყოფობა, საავადმყოფო. ფსიქიკის დარღვევა. ალკოჰოლი, ნარკოტიკები. იზოლაცია, ციხე.

უკმარისობა: ზედაპირულობა, მიზეზების დანახვის არ-სურვილი. ჩიხის, სიბერის, უმწეობის შიში. უშედეგო მოქმედებები. რეალობის გამარტივებული ინტერპრეტაცია. სკეპსისი.

ადამიანის მახასიათებლები: ქმედითუუნარო. ის, ვინც თავის უმწეობას ადემონსტრირებს. ის, ვინც რთულ სიტუაციაში გაიხლართა. ვისაც არ აქვს უნარი, რომ გამოცდილებიდან გაკვეთილები მიიღოს. დამოკიდებული, დამნაშავე, დასჯილი.

პროფესიები: ციხის თანამშრომელი. დარაჯი.

მნიშვნელობა ბიზნესში: გამოუვალი სიტუაცია, საკადრო ცვლილებები. დაქვემდებარება, დაბრკოლება, ტემპის დაკარგვა, სტაგნაცია. ხელახსლა სწავლის, ხელახლა გადაწყობის აუცილებლობა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ვალები, კრედიტი. ფინანსური ორმო. ფულის სესხება ვალების გასასტუმრებლად. ცხოვრება „სახსრების გარეშე“. უმწეობა და უმწეოების დახმარება.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ინვალიდობა. ინსულტის წინა მდგომარეობა. არტერიული წნევა. ვარიკოზი. ფსიქიატრიული ავადმყოფობები. დამოკიდებულებები. ანესთეზია. ჰოსპიტალიზაცია.

მნიშნელობა სიყვარულში: პატური (ტერმინი ჭადრაკიდან) ურთიერთობები („არც შენთან და არც შენს გარეშე“). თვითშეწირვა.

რჩევა: ხელახლა გააანალიზე არსებული სიტუაცია. მაშინაც კი, თუკი ვერაფერს შეცვლი, შეცვალე შენი დამოკიდებულება ამის მიმართ და შეხედე ყველაფერს უჩვეულო კუთხით. ელოდე შთაგონებას, ინსაითს, იმედიტირე. მსხვერპლად გაიღე დაგროვილი, რათა ჩიხიდან გამოხვიდე.


bot13 

სიკვდილი

ზოგადი მნიშვნელობა: რაიმესთან განშორებისთვის მზადყოფნა. ძველის დასასრული, წასვლა, განშორება. დანაკარგები. კრიზისი. ტრანსფორმაცია, „გაშვება“.

გადამეტება: „დანაკარგების „შავი ზოლი“ (черная полоса). საბედისწერო, გარდუვალი ვითარებები.

უკმარისობა: განშორების უუნარობა. წარსულის შენარჩუნება. სიხარბე. სიკვდილის შიში, ცვლილებებისთვის თავის არიდება.

ადამიანის მახასიათებლები: საბედისწერო ადამიანი. ცვლილებების კატალიზატორი. სულიერი ინიციაციის შემსრულებელი (Баба-Яга). ადამიანი, რომელსაც დანაკარგები მოაქვს.

პროფესიები: ქირურგი, პათოლოგანატომი. ექსტრემალური პროფესიები.

მნიშვნელობა ბიზნესში: დანაკარგები (თანამდებობის, სამსახურის), რაიმეს დასრულება. ფირმის შინაგანი რეორგანიზაცია, რესურსების ხარჯვა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფინანსური დანაკარგები, მსხვილი დანაკარგი. მემკვიდრეობა სხვების დანაკარგებისგან. დაზღვევა. ხარჯები რისკების ხარჯებთან დაკავშირებით.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ქირურგია, ონკოლოგია. ძვლების დაავადებები. ტკივილები.

მნიშვნელობა სიყვარულში: განშორება. ურთიერთობების ცვლილებები. უწინდებურ ურთიერთობებთან დაბრუნების შეუძლებლობა.

რჩევა: დაასრულე რაღაც ძველი, ის, რამაც უკვე ჩაიარა. „გაუშვი“ სიტუაცია, მიეცი საკუთარ თავს უფლება, რომ დაკარგო რაღაც, რადგანაც ეს აღარ გჭირდება. არჩევანი გაქვს: შეიცვალო ან წახვიდე.


 bot14

ზომიერება

ზოგადი მნიშვნელობა: ჰარმონია, შინაგანი წონასწორობა. სიმშვიდე, ზომიერების გრძნობა. მოკრძალება. ურთიერთდახმარება, ზრუნვა. განკურნება. შერიგება, შეთანხმება. დროის ნელი დინება.

გადამეტება: იდეალიზაცია. შემგუებლობა, კონფლიქტებისგან თავის არიდება, კონფორმიზმი. მოწყენილობა, გაჭიანურება.

უკმარისობა: თავშეუკავებლობა გრძნობების გამოხატვაში, იმპულსურობა. უტაქტობა. „სქელკანიანობა“, უგრძნობლობა გარშემომყოფებისადმი.

ადამიანის მახასიათებლები: მხსნელი, მშვიდობისმყოფელი. გამცილებელი, მეგზური. მოსახერხებელი დამხმარე ყოფით საქმეებში. მომთმენი. რბილი, დამთმობი ხასიათი.

პროფესიები: მშვიდობისმყოფელობა. დიპლომატია. სახლის მეურნეობა. მედიცინა, ფარმაკოლოგია. საზოგადოებრივი კვების, მომსახურეობის სფეროში მუშაობა.

მნიშვნელობა ბიზნესში: მშვიდი პერიოდი, მეგობრული კოლექტივი, ამოცანების აუჩქარებელი და თანმიმდევრული გადაწყვეტა. თანამდებობების, საქმიანობის მიმართულებების შეთავსება.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: სახსრების გადანაწილება. ყოფითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ფინანსური დახმარება.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: შარდ-სასქესო და ლიმფური სისტემა. კიდურების, ფილტვების, თირკმელების, წყვილი ორგანოების დაავადებები. ჰომეოპათიაა.

მნიშვნელობა სიყვარულში: სულების რეზონანსი, სულიერება, ნდობა, მოთმინება, თანადგომა. ხანგრძლივი, ჩვეული, სტაბილური ურთიერთობები.

რჩევა: მნიშვნელოვანია, სწორი ზომა მოძებნო. იყავი ჰარმონიული. შეათანხმე ერთმანეთთან ურთიერთ-წინააღმდეგობები. იყავი რეზონანსში გარშემომყოფებთან. ისწავლე დახმარების გაღება და მიღება. შეუთავსე ერთმანეთს სხვადასხვა ვარიანტები. ადაპტირდი. იყავი მომთმენი.


 bot15

ეშმაკი

ზოგადი მნიშვნელობა: მიჯაჭვულობა (ადამიანისადმი, ფორმისადმი ან როლისადმი, მატერიალური ღირებულებებისადმი, კომფორტისადმი, სექსისადმი, სიამოვნებისადმი, ფიზიკური ჩვევებისადმი, ალკოჰოლისადმი, ნარკოტიკებისადმი). განპირობებულობა. მიკერძოება, თავის გამართლება, წარმოდგენა ბოროტების შესახებ. ჩრდილი, სულის ბნელი მხარე. მანიპულაცია. ცდუნება. აზარტი. ზრუნვა პირად კომფორტზე.კოლექტიური არჩევანი. სხვა ადამიანთა რესურსებისა და საშუალებების გამოყენება.

გადამეტება: დამოკიდებულობა. ტყუილი, ღალატი. ძალაუფლებისკენ სწრაფვა. შეპყრობილობა, ფანატიზმი. შავი მაგია. ამპარტავნება. ერთპიროვნული არჩევანის შეუძლებლობა.

უკმარისობა: საკუთარი ჩრდილის მიუღებლობა. საკუტარი თავისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულება. საკუთარი თავის და სხვების იდეალიზაცია. სარგებლის იგნორირება.

ადამიანის მახასიათებლები: მაგნეტური ადამიანი, ჰიპნოტიზიორი, მანიპულატორი. საკუთარ ინტერესებზე, პირად სარგებელზე მზრუნველი. მომხიბვლელი, მომნუსხველი. მაცდური.

პროფესიები: მაფიოზი. ბანკირი. მკურნალი.

მნიშვნელობა ბიზნესში: კრიმინალი. კორუფცია. ვითარებებით, პიროვნების ან კოლექტივის ზეგავლენით გამართლებული გადაწყვეტილება. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ბიზნესი. „სინდისთან გარიგებები“.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: კრიმინალური შემოსავალი. ქრთამები. მოსყიდვა. მძლავრი არაკონტროლირებადი ფულის ნაკადი. ხარჯები კაზინოზე, ნარკოტიკებზე.

მნიშვნელობა ჯაანმრთელობაში: ვენერიული დაავადებები, სქესობრივი დაავადებები. წყლული, გასტრიტი. ღვიძლის დაავადებები. პრეპარატებზე დამოკიდებულობა.

მნიშვნელობა სიყვარულში: დამოკიდებული და ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობები. ურთიერთ-დადანაშაულება. ღალატი. ურთიერთობები, რომლებშიც ადამიანები მატერიალურ სიკეთეს, სტატუსს აკავშირებენ. სექსი. სექსუალური გარყვნილობები.

რჩევა: გააცნობიერე ის, რომ დამოკიდებული ხარ და არ ხარ თავისუფალი. გააცნობიერე საკუთარი ჭეშმარიტი ანგარებიანი მოტივაცია. გაეცანი შენი სულის ბნელ მხარეს და მიიღე საკუთარი თავი, როგორც „ცუდი“. იქონიე ყველაფერში შენი პირადი სარგებელი. ნუ იმსჯელებ საგნებზე მათი გარეგნული მხარით.


bot16 

კოშკი

ზოგადი მნიშვნელობა: ნგრევა. ტკივილი. კათარზისი. ფეთქებადი ძალების გამოთავისუფლება. გამოღვიძება. მოულოდნელი დარტყმა. სტერეოტიპების, გეგმების ნგრევა. ეგოს ნგრევა. აგრესიის, პროტესტის, უარყოფის გამოხატვა. რევოლუცია, გადაწყობა. მშენებლობა.

გადამატება: გაძვალებული სტრუქტურების მტკივნეული ცვლილებები. უბედური შემთხვევა, შოკი, საფრთხე, ავარია. სკანდალი, სისასტიკე, რისხვა, აფექტი.

უკმარისობა: ჩახშობილი აგრესია, ჩახშობილი ლიბიდო. თვითგანადგურება. სასიცოცხლო ძალების უკმარისობა. უარის თქმის უუნარობა. დამცირება.

ადამიანის მახასიათებლები: რევოლუციონერი, რომელიც საზღვრებს ანგრევს. აგზნებული, იმპულსური, ჰიპერაქტიური, აგრესიული. სკანდალისტი. პროტესტანტი.

პროფესიები: პიროტექნიკასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, არმიასთან, სპორტთან დაკავშირებული სამუშაო. მშენებლობა, უძრავი ქონება.

მნიშვნელობა ბიზნესში: სამსახურის, სტატუსის, თანამდებობის, ძალაუფლების დაკარგვა. კრიზისი, გარე დარტყმა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: გაკოტრება. ფინანსური რისკები. ხარჯები სტიქიურ უბედურებებთან, მშენებლობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ტრავმა, მოტეხილობა. ნერვული კრიზი. ინსულტი, ინფარქტი. ხერხემლის, ხორხის დაავადებები. ანტიბიოტიკებით ან ბიოქიმიით მკურნალობა.

მნიშვნელობა სიყვარულში: განქორწინება, ურთიერთობების რღვევა. სკანდალი, ძალადობა.

რჩევა: გამოხატე პროტესტი. დაანგრია ძველი პარადიგმები და სტერეოტიპები, წარმოდგენა საკუთარ თავზე. საკუთარი ეგო მხოლოდ გზღუდავს, განთავისუფლდი. ისწავლე ტკივილის მიღება და კათარზისის განცდა, ნეგატიური გამოცდილების მიღება. გაეხსენი რევოლუციის სტიქიას.


 bot17

ვარსკვლავი

ზოგადი მნიშვნელობა: მომავლის იმედი. განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, გეგმები. შესაძლებლობების გაფართოება. სიტუაცია მნიშვნელოვანი შედეგებით. ფილოსოფია, კოსმიზმი. ხედვა სიტუაციაზე ზემოდან, მთლიანობაში. ნდობა სამყაროსადმი. სამყაროს კანონების გაგება. ბედების გადანასკვა. დახმარება. მეგობრობა. გამართლება. ოპტიმიზმი. წინასწარმეტყველება.

გადამეტება: განყენება, ცალკე გადგომა, აბსტრაქტულ აზროვნებაში წასვლა. გლობალიზაცია. საქმეების მომავლისთვის გადადება.

უკმარისობა: აბსტრაქციის, ფილოსოფიის უუნარობა. მეწვრილმანეობა, ყოფითი საკითხებით შეპყრობილობა. მატერიალიზმი.

ადამიანის მახასიათებლები: ინტელიგენტური ადამიანი სამყაროზე ფილოსოფიური ხედვებით. ფუტურისტი. გახსნილი და მიმნდობი. ესთეტი, ხელოვნების, კულტურის, ნატიფი მატერიების დამფასებელი.

პროფესიები: მათემატიკოსი. ასტროლოგი. ფილოსოფოსი. პროგნოზისტი. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა.

მნიშვნელობა საქმეებში: გრძელვადიანი პროექტები, დაგეგმვა, მნიშვნელოვანი პერსპექტივების პერიოდი. „ნათელი მომავლის“ დაპირებები. მონაწილეობა კონგრესებში, თანამეგობრობებში, გაერთიანებებში. კლუბური, გამოფენითი საქმიანობა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: არამესაკუთრეობა. ფული არ ითვლება, იგი საკმარისია იმაზე, რაც მართლა აუცილებელია. ფულის მოზიდვა მოტივაციის გზით. იდეის გაყიდვა. ინტელექტუალური საკუთრება.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: სისხლძარღვების, ფილტვების, ბრონქების, თირკმელების, სისხლის დაავადებები. აკუპუნქტურა.

მნიშვნელობა სიყვარულში: პლატონური სიყვარული. ურთიერთობა პერსპექტივით. შემთხვევითი შეხვედრები მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. მეგობრობა, ნდობა. შორეული ნათესავების, ყოფილი ცოლ-ქმრის კავშირი. ბისექსუალობა.

რჩევა: გაიხსენი, აღადგინე შენი ნიჭი და შესაძლებლობები, აღსდექი ფერფლიდან. იპოვე ჭეშმარიტება, გჯეროდეს სასწაულის. გამოააშკარავე მიზეზები, დაბრუნდი წარსულში და აიღე იქ ის, რაც აწმყოში გჭირდება. მიმართე შენი გვარის ძალას. საშუალება მიეცი გლობალურ კოლექტიურ პროცესს, რომ „გაგიტაცოს“.


 bot18

მთვარე

ზოგადი მნიშვნელობა: ქვეცნობიერის სიღრმეები. შფოთვა, თავდაჯერებულობის არქონა. გაუგებრობა, სიცხადის არქონა. დაუკმაყოფილებლობა, მონატრება. ძილი, ტრანსი, თავდავიწყება. დეცენტრაცია. ილუზია, ფანტაზია, ზღაპარი. შამანიზმი, ფსიქოლოგია. გადარჩენის ინსტინქტი. ცხოველთა, მცენარეთა, სოკოების და მინერალების სამყარო.

გადამეტება: შიში, კოშმარი. იმედგაცრუება, სევდა, დეპრესია. წყენა. დანშაულის გრძნობა. ღალატი, ეჭვიანობა, ეჭვი. ცუდი წინათგრძნობა. თრობა. ავადმყოფობა. ისტერიულობა. სიბნელე. შეცდომა. ტყუილი.

უკმარისობა: უგრძნობლობა, „სქელკანიანობა“, ინსტინქტის მოსმენის უუნარობა, გადარჩენის უუნარობა.

ადამიანის მახასიათებლები: შამანი, რომელიც ტრანსში იმყოფება და სხვაც ტრანსში შეჰყავს. ადვილად შთაგონებადი, მოწყვლადი, შფოთვიანი. დაიკარგა, მოტყუვდა, დაიბნა. დეზორიენტირებული გარშემო რეალობაში. იძულებულია გადარჩენაზე იზრუნოს.

პროფესიები: ფსიქოლოგი, ფსიქიატრი.

მნიშვნელობა ბიზნესში: მოქუფრული პერიოდი. ინტრიგა კოლექტივში, დამნაშავეების ძებნა. ქურდობა, ტყუილი. თავდაუჯერებლობა საკუთარ მდგომარეობაში, ხვალინდელ დღეში.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფულის შიში, ფინანსური რისკების შიში. სპეკულაციები. ფულისგან განთავისუფლება (დავიწყება, დაკარგვა, გაფლანგვა). ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება. ცხოვრების განვლილი მინიმუმი.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: ფსიქიკური დარღვევები, მიჯაჭვულობები. ცნობიერების დაკარგვა. ამნეზია. კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მოწამვლა. ფარული ინფექციები.

მნიშვნელობა სიყვარულში: სინაზე, რომანტიკა, ლტოლვა. ფეხმძიმობა. უნდობლობა და გაუგებრობა პარტნიორებს შორის. ღალატები და ეჭვები. მარტოობის შიში და, შესაბამისად, სხვაში გათქვეფის შიში, საკუთარი თავის დაკარგვის შიში.

რჩევა: შედი შენს შიშში, ქვეცნობიერ მიზეზებში. იარე ფრთხლად და უკან არ მობრუნდე. გაიარე კოშმარული სიზმარი ბოლომდე, რათა მის მიღმა მყოფი ჭეშმარიტება გაიგო. გამოიყენე ცხოველების გამოცდილება. იოცნებე, იმედიტირე. მიმართე ფსიქოლოგს, შამანს.


 bot19

მზე

ზოგადი მნიშვნელობა: სიცოცხლე, კეთილდღეობა, ახალგაზრდობა. ბავშვები. სიხარული, სინათლე, სითბო. დიდსულოვნება, მიტევება, მადლიერება. მისაწვდომობა. ბრწყინვალე წარმატება. საჯაროობა. რჩეულობა.

გადამეტება: ბანალურობა. მიამიტობა. ტრაბახი. სიბრმავე. ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი. დიდების წყურვილი. შექების გამუდმებული მოთხოვნილება.

უკმარისობა: მთავარის გამორჩევის უუნარობა, პიროვნების გახლეჩა, მთლიანობის დაკარგვა, საკუთარი თავის, საკუთარი მიღწევების გაუფასურება. ცხოვრების გემოს არქონა. ცხოვრებისეული ძალების უკმარისობა.

ადამიანის მახასიათებლები: გენიოსი. ნიჭიერი ადამიანი. „იღბლიანი“. ნატურის ინდივიდუალურობა, სიკაშკაშე. საკუთარი უნიკალურობის გამცნობიერებელი. გახსნილი, სიხარულით სავსე, თავდაჯერებული, სოციალური. ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანი, ან ადამიანი, რომელიც დიდებისკენ მიისწრაფვის. ცეცხლოვანი და სწრაფად წვადი.

პროფესიები: პოლიტიკოსი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, პრომოუტერი. მუშაობა პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, საზოგადოებრივი კავშირების მოწესრიგება.

მნიშვნელობა ბიზნესში: წარმატება, პრეზენტაცია, PR, პოლიტიკური ნაბიჯები. მუშაობა იმიჯზე. კარგი მეგობრული კოლექტივი. წახალისება, პრივილეგია, ჯილდო. „მწვანე კორიდორი“.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: სიმდიდრე, სიუხვე. მსხვილი შენაძენები, სიხარული ფულისგან. სახელით მიღებული შემოსავალი, ხარჯები იმიჯზე.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: არტერიული წნება. გულის, თავის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. სიმსივნეები. ლეიკემია. დამწვრობები. ფიზიოთერაპია. დასხივება.

მნიშვნელობა სიყვარულში: სიყვარული, კეთიდღეობა, ბედნიერება. კაპრიზები, ყურადღების გაუმაძღარი მოთხოვნილება. ინფანტილური ურთიერთობები.

რჩევა: იხარე, იყავი ოპტიმისტი, იცხოვრე სიამოვნებით. ნუ შეგეშინდება გრძნობების, სურვილების და მისწრაფებების გამოხატვის, იყავი კაშკაშა, ცნობილი, პუპულარული. გახსოვდეს, რომ სიმართლე მარტივი და ბანალურია.


 bot20

სამსჯავრო

ზოგადი მნიშვნელობა: აღდგომა, აღდგენა. განთავიფულება. გარდასახვა. მშობიარობა. პოტენციალიოს გახსნა. ჭე“შმარიტება, მიზეზი. რაიმეს პოვნა. გადარჩენა, რაიმესგან განთავისუფლება, გამოჯანმრთელება. ახალი ცხოვრება. რეინკარნაცია. საგვარეულო კარმა, სისტემური პროცესები. მასობრივი მოვლენები. ბრბო. წარსულის კავშირები და მოვლენები. სასჯელის მოხდა (ციხეში). გადამწყვეტი მომენტი.

გადამეტება: გადაჭარბება, “ბევრი ხმაური არაფრისგან”. პათოსი. დამძიმებული საგვარეულო ან სისტემური კავშირები. ოჯახური საიდუმლოებები, “ჩონჩხი კარადაში”.

უკმარისობა: არჩართულობა. მყარი ფესვების არქონა. თავდავიწყება. პროცესების სისტემიდან გამოთიშვა. გაკვეთილის მიღების, წარსული გამოცდილების გამოყენების უუნარობა.

ადამიანის მახასიათებლები: ადამიანი “ბარგით”, წარსული შეცდომებისა და მიღწევების გამოცდილებით. ფენიქსივით აღდგენის უნარის მქონე. გარდამავალ ეტაპზე მყოფი. სისტემის ტრანსფორმაციის პროცესების გადამტანი.

პროფესიები: მემკვიდრეობითი, საგვარეულო პროფესიები. ბუნებრივ რესურსებთან ან წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეთნოგრაფი, ისტორიკოსი.

მნიშვნელობა ბიზნესში: დიდი ცვლილებები, ძველი პრობლემებისგან განთავისუფლება. შედეგების შეჯამება რაღაც პერიოდთან მიმართებაში. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: შემოსავლის უწინდელი წყაროების რეანიმაცია. კოლექტიური ფულადი ნაკადი. განძის პოვნა. შენატანისგან მიღებული პროცენტები. წილში შესვლა.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: მსხვილი ნაწილავის დაავადებები, კოლიტები, ბუასილი. ონკოლოგია. გენეტიკური დარღვევები. ორგანოს ტრანსპლანტაცია.

მნიშვნელობა სიყვარულში: მსგავსი ოჯახური ისტორია, საგვარეულო კარმა. ურთიერთობების განახლება; შესაძლოა ძველი პარტნიორის ან წარსულისნ რაღაც სიტუაციების დაბრუნება. ოჯახური საიდუმლოს გახსნა. განქორწინება.

რჩევა: გაიხსენი, აღადგინე შენი ნიჭი და შესაძლებლობები, აღსდექი ფერფლიდან. იპოვე ჭეშმარიტება, გჯეროდეს სასწაულის. გამოააშკარავე მიზეზები, დაბრუნდი წარსულში და აიღე იქ ის, რაც აწმყოში გჭირდება. მიმართე შენი გვარის ძალას. საშუალება მიეცი გლობალურ კოლექტიურ პროცესს, რომ „გაგიტაცოს“.


 bot21

სამყარო

ზოგადი მნიშვნელობა: სამყარო. მრავლობითობა. სამყაროს სული. მიღება. დასრულება. მიზნისა და მთლიანობის მიღწევა. ჰარმონია. მოგზაურობა. უცხოეთი. ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა, რომელიც ადამიანის დანიშნულებას შეესაბამება.

გადამეტება: დიფუზიური საზღვრები. ყველასთვის მისაწვდომობა. ხეტიალი, დაბნევა, შეუკვრელობა. ყიალი. უმიზნობა. უნივერსალურობა.

უკმარისობა: საკუთარი თავისგან გაქცევა. უმიზნო არსებობა. უხეში საზღვრები. სიგიჟე.

ადამიანის მახასიათებლები: განსხვავებულად მოაზროვნე. უცხოელი. კოსმოპოლიტი. ფართო ხედვების ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაშ თავისი ადგილი, თავისი დანიშნულება იპოვნა, თავისი უნივერსალურობა გააცნობიერა.

პროფესიები: მოგზაური. გეოგრაფი. მთარგმნელი. ტურიზმის სფერო, საერთაშორისო კავშირები.

მნიშვნელობა ბიზნესში: მსოფლიო დონეზე გასვლა. უცხოური კონტაქტები, ექსპორტი, იმპორტი. რაიმე პერიოდის დასრულება. საზღვრების მონიშვნა.

მნიშვნელობა ფულთან მიმართებაში: ფინანსური ბაზა. კონკრეტული, განსაზღვრული თანხა. შემოსავლების საზღვრები. შემოსავლის უცხოური წყაროები. მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მნიშვნელობა ჯანმრთელობაში: კანის, ნერვული სისტემის დაავადებები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ალერგია. იმუნიტეტის დაქვეითება. სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

მნიშვნელობა სიყვარულში: ერთმანეთისთვის დაბადებულები. ურთიერთ-მიღება, სხვისი მიღება. ურთიერთობების ბუნებრივი დასრულება.

რჩევა: იყავი ის, ვინც ხარ. სხვებსაც მიეცი უფლება - იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, და არა ისეთები, როგორებადაც შენ გინდა დაინახო. გააფართოვე თვალსაწიერი, ცნობიერება, კავშირები. იმოგზაურე.

მსგავსი სტატიები

ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)


ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წ...

მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)


ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნე...

ოშო - ცხოვრების თამაში (ძენ ტარო)


მთარგმნელი: მამუკა გურული ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხ...

ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები


  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული...

The Fool - სულელი


22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მა...

მე-17 არკანი - ვარსკვლავი


(ამონარიდები ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან) მთარგმნელი: მამუკა გურუ...

ტაროს არქეტიპები - სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში


მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო....

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff