ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება: ყელის მიდამოში ფერები: ლურჯი...

v1

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული

ზოგადი ინფორმაცია

სად იმყოფება: ყელის მიდამოში

ფერები: ლურჯი, წითელი

სიმბოლო: წრე - ლოტოსის თექვსმეტი ფურცლით, მასში ისევ წრე და სამკუთედი.

თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ერთგულება

აქცენტი: ურთიერთობების დალაგება, ნების ძალა

განვითარების პერიოდი: 15-დან 21 წლამდე ასაკი

პასუხს აგებს: სმენაზე

მანტრა: «ამ».

ნატიფი სხეული: მენტალური

ჯირკვლები: ფარისებრი

ორგანოები: ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები, ყურები, კუნთოვანი სისტემა, ხელები

დისბალანსს მივყავართ: ურთიერთობების გართულებამდე, ნელ მეტყველებამდე, ფილტვების დაავადებებემდე, შაკიკამდე, კუნთების ტკივილებამდე, თვითშეფასების დაქვეითებამდე, ყურის ანთებამდე

არომათერაპია: ლავანდა

ქვები: მწვანე და ცისფერი შეფერილობის

ვიშუდჰა პასუხს აგებს ადამიანის კომუნიკაბელურობაზე და შემოქმედებით გამოხატულებაზე. მისი მეშვეობით ლაგდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან, საკუთარ შინაგან სამყაროსთან, კოსმოსთან (საქმე ეხება რწმენას). ამ ჩაკრას განვითარებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ იქცევა ადამიანი. მისი ფუნქციაა გვირგვინოვანი ჩაკრას ქვედა ჩაკრებთან დაკავშირება. ამგვარად, იგი ალაგებს კავშირებს აზრებს, ემოციებსა და გრძნობებს შორის. მისი მეშვეობით ხდება კოსმოსში ინფორმაციის გადაცემა ორგანიზმის ყველა ჩაკრასგან.

ვიშუდჰას მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ვიცინოთ, ვიტიროთ, განვიცადოთ სიხარული, შეგვიყვარდეს. ჩაკრა გვეხმარება იმ ყველაფრის გამოხატვაში, რაც ჩვენ შიგნით ხდება. მის გარეშე ყველა ემოცია და გრძნობა ჩვენს გულში დარჩებოდა ჩაკეტილი.

გახსოვთ, როგორ განვიხილავდით სექსუალურ ჩაკრას? ჰოდა იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ყელის ჩაკრასთან. ვიშუდჰაში იმყოფება შთაგონების ცენტრი. მას სექსუალურ ჩაკრაში წარმოქმნილი შემოქმედებითი იმპულსები უმაღლეს დონეზე გადაჰყავს. ამის მეშვეობით ადამიანს საშუალება ეძლევა, რომ წეროს ლექსები, მუსიკა, დახატოს, იცეკვოს და ა.შ.

ის ენერგია, რომელიც სექსუალურ ჩაკრაში აკუმულირდება, გაივლის რა ვიშუდჰას, თვითგამოხატვის მისწრაფებად იქცევა. ადამიანი იწყებს იმის გაგებას, რომ მას სურს რაღაც შემოქმედებითის გაკეთება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხელოვნების ნიმუშები არა მხოლოდ თავიანთ ავტორზე ახდენენ ზეგავლენას, არამედ მათზეც, ვინც მათ შეცნობას ცდილობს. ყოველ ნახატში, ნოტში, ფუნჯის მოსმაში ყელის ჩაკრას ენერგიის ნაწილი იმყოფება. ხელოვნების ნიმუშთან გაცნობისას მაყურებელი (ან მსმენელი) იღებს ამ ენერგიას და მისი ზემოქმედებით იცვლება.

შემოქმედება ერთ-ერთი ნაბიჯია ღვთაებრივი ენერგიისკენ მიმავალ გზაზე. შეგახსენებთ, რომ იგი ორგანიზმში უფრო ზედა ჩაკრებიდან შემოდის: გვირგვინოვანიდან და მესამე თვალიდან. თუ ადამიანს გახსნილი აქვს წვდომა სამყაროს ენერგიის მიღებისთვის, მას შეუძლია, რომ თავის მიერ შექმნილი ნაწარმოები სიბრძნით და სამყაროს კანონების გაგებით აღავსოს.

ვიშუდჰას განვითარებასთან ერთად ადამიანი წვდომას იღებს სამყაროს შესახებ ცოდნაზე. იგი აცნობიერებს იმას, რაც მის შინაგან „მე“-ში ხდება და გრძნობებსა და ემოციებს შემოქმედებად გარდაქმნის. დროთა განმავლობაში მას უვიტარდება უნარი, რომ განყენებულად დააკვირდეს გრძნობებს, გაიაზროს ისინი. ამის მეშვეობით იგი იღებს შესაძლებლობას, რომ თავისი ემოციები მართოს.

მას შემდეგ, რაც ემოციების სორტირებას სწავლობს, ადამიანი წვეტს, თუ რა მოუხერხოს მათ. ზოგიერთი მათგანი შეიძება, რომ სამყაროში გაიგზავნოს, ზოგი - სამშვინველში დარჩეს, ზოგი - საერთოდ განადგურდეს. განვითარებადი უნარების წყალობით ადამიანი ობიექტურად აზროვნებას სწავლობს. მისი გონება იწმინდება უეცარი ზრახვებისა და გრძნობებისაგან. იგი აღარაა დამოკიდებული ინსტინქტებზე. მის თავში მოსული ყოველი აზრი თავისუფალია.

ვიშუდჰა პასუხს აგებს არა მხოლოდ ადამიანის თვითგამოხატვაზე, არამედ მოსმენის უნარზეც. ამასთან, აქ საქმე ეხება არა მხოლოდ გარეგან სმენას, არამედ შინაგანსაც, რომელიც სამყაროს მინიშნებების გაგების საშუალებას იძლევა. ამ უნარის განვითარება გვაძლევს სიმშვიდეს, უშფოთველობას, ხვალინდელი დღის რწმენას. თუ ამას ემატება მსჯელობებში ობიექტურობა, ადამიანს შეუძლია გაერკვეს საკუთარ შინაგან „მე“-სთან და გაიგოს გარესამყაროს კანონები. საკუთარ შინაგან ხმასთან საუბარს მივყავართ საკუთარ თავზე ახალი ცოდნის ათვისებამდე, უფრო ღრმა გაგებამდე იმისა, თუ რა ხდება გულსა და სამშვინველში.

vi3

ვიშუდჰას განვითარებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს გარედან. გახსნილი და გაწონასწორებული ჩაკრა იძლევა საკუთარი ძალების რწმენას. მისმა მფლობელმა მტკიცედ იცის, რომ პოზიტიური ადამიანია. ეს აზრი საკმაოდ მყარია. მაშინაც კი, თუ გარშემო ყველა ეცდება, რომ მისი თვითშეფასება დაწიოს, მათ არაფერი გამოუვათ. ასეთ ადამიანს არ ეშინია წარუმატებლობების და შეცდომების. იგი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი დროებითია, რომ ხვალ აუცილებლად იქნება უკეთ, ვიდრე დღესაა. ჰარმონიული ვიშუდჰა ადამიანს მაღალი ძალებისადმი რწმენით აღავსებს. მას ესმის, რომ სამყარო არ მიატოვებს. ცხოვრების გზაზე გაჩენილი სირთულეები და დაბრკოლებები ვერ გატეხენ მას. ის ხომ ხვდება, რომ სამყარო დაეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში და გასაჭირში არ დატოვებს. გახსნილი ვიშუდჰა სტიმულირებას უკეთებს სურვილს - განახორციელოს ბუნების მიერ ჩადებული დანიშნულება. ამიტომ ადამიანი აღარ ხდება მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ჩაციკლული. იგი ბევრად უფრო ფართოდ იყურება. სურს, რომ იპოვნოს და ყველა დონეზე გამოხატოს საკუთარი თავი: ფიზიკურზე, მატერიალურზე, სულიერზე, რაციონალურზე. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში დიდ წარმატებებს აღწევენ.

ვიშუდჰას ფუნქციონირება ერთდროულად ორ დონეზე ხდება. ნაწილობრივ ეს ქვედა ჩაკრაა, რომელიც ემოციებს და შეგრძნებებს მართავს. გარდა ამისა, მას შეგვიძლია ზედა ჩაკრაც ვუწოდოტ, რადგანაც მისი გავლით ხორციელდება სამშვინველთან, სუპერეგოსთან კავშირი. ვიშუდჰას გახსნა (იმ პირობით, რომ სხვა ზედა ჩაკრები ნორმალიზებულია) ადამიანის აზრებს მისი ხალხისადმი მსახურებისკენ მიმართავს. მისი მფლობელი ინტუიტიურ დონეზე გრძნობს, რომ მისი მისია ამ ინკარნაციაში დაკავშირებულია კაცობრიობისთვის სინათლისა და ცოდნის მოტანასთან. ამის გაცნობიერების წყალობით იგი აწყობს მოქმედებების ხაზს, ისახავს მიზნებს და ამოცანებს. დიახ, მას სხვებივით შეუძლია კარიერის აწყობა, კაპიტალის დაგროვება. მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი გააკეთებს არა საკუთარი თავისთვის, არამედ გარშემომყოფებისთვის.

ამრიგად, ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ვიშუდჰა ერთდროულად ორ ველში ფუნქციონირებს. მოდით, ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მისი ფუნქციები.

ჩაკრას ქვედა შრე პასუხს აგებს თვითგამოხატვაზე გრძნობების მეშვეობით, საკუთარი უნარების განვითარებაზე. ადამიანს სურს გაგებული იყოს გარშემომყოფებისგან. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დაწეროს ლექსები, არამედ უკუკავშირიც მიიღოს მკითხველებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაშ იქნება დაკმაყოფილებული.

ზედა შრე ახდენს სულიერებაზე ორიენტირებას. აქ ადამიანს უფრო მეტად თვითშემეცნება აინტერესებს. იგი საკუთარ თავს უსვამს კითხვებს სამყაროში საკუთარი დანიშნულების შესახებ. მას სურს, რომ გაუგოს სამყაროს, ადამიანებს. ადამიანი განაგრძობს შემოქმედებას. მაგრამ მისთვის უკვე ისეთი მნიშვნელოვანი არაა უკუკავშირი, რამდენადაც თვითგამოხატვა. მას შეუძლია წეროს იგივე ლექსები, მაგრამ არ გამოაქვეყნოს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი არაა, იგი მაინც მიიღებს დაკმაყოფილებას შემოქმედებითი თვითგამოხატვისგან.

ვიშუდჰა ასევე პასუხს აგებს პასუხისმგებლობის განვითარებაზე. პირველ დონეზე ესაა პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებასა და თვითგანვითარებაზე. უმაღლეს დონეზე გადასვლისას ეს გრძნობა სხვა მიმართულებას იღებს. ეს უკვე სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობაა. ამასთან, ადამიანს არ უჩნდება სურვილი, რომ სხვის ცხოვრებაში ჩაერიოს. უბრალოდ მოდის გაგება იმისა, რომ წარმოთქმული სიტყვები, ქმედებები და თავად აზრებიც კი შეიძლება გავლენბას ახდენდნენ მათზე, ვინც მის გვერდით იმყოფება. ამიტომ ადამიანი უფრო ამომრჩეველი ხდება როგორც სიტყვების, ასევე მოქმედებების. იგი სწავლობს, რომ რეაგირება მოახდინოს სამყაროს მინიშნებებზე, ეცადოს, რომ სამყაროს კანონებით იცხოვროს. სწორედ კოსმოსის ენერგიიდან იღებს შთაგონებას თავისი შემოქმედებისთვის და ბუნებისგან ჩადებული უნარების განვითარებისთვის. მაგრამ მას ყოველთვის ახსოვს, რომ ყველა მისი ნიჭი უნდა ემსახუროს არა მას პირადად, არამედ კაცობრიობას.

ზემოთ ნათქვამი იყო, რომ ვიშუდჰას ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთობა (კომუნიკაბელურობა). ესეც ორ დონეზე ვლინდება. ქვედაზე ესაა როგორც წესი ურთიერთობა ადამიანსა და სხვა ადამიანებს შორის. უმაღლეს დონეზე - ესაა ენერგო-გაცვლა სხეულსა და ჩაკრებს შორის.

თუ ადამიანი ბოლომდე ჯანმრთელია და ნორმალურად ვითარდება, გაცვლა უმაღლეს დონეზე ბუნებრივად ხდება. მაგრამ არის შემთხვევები, როცა კავშირი ფიზიკურ სხეულსა და ენერგეტიკულ ცენტრებს შორის ირღვევა. ეს შეიძლება მოხდეს, თუკი ადამიანი არ უსმენს საკუთარ სხეულს, არ ესმის, რა სურს, თრგუნავს საკუთარ სურვილებს, არაჯანსაღად იკვებება, ფიტავს ფიზიკურ ძალებს. ფიზიკური სხეული ყოველთვის რეაგირებს ადამიანის არასწორ მოქმედებებზე. როგორც კი ესა თუ ის ჩაკრა იბლოკება, იგი სიგნალების გამოშვებას იწყებს. ეს შეიძლება იყოს ტკივილი, დაღლილობა. და აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა მოხდა, რომელმა ჩაკრამ იმუშავა შეფერხებით. სამწუხაროდ, ყველს არ შეუძლია დიალოგის წარმოება საკუთარ სხეულთან. როგორც წესი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ნიშნებს, და ამით კიდევ უფრო აუარესებსნ მდგომარეობას.

ვიშუდჰას გაწონასწორება აუმჯობესებს სხეულთან ურთიერთობას. ეს ეხმარება ადამიანს სწორად გაიგოს, თუ რა შეცდომას უშვებს. გარდა ამისა, ჩაკრას ჰარმონიზაცია შესაძლებლობას იძლევა ობიექტურად შევხედოთ ჩვენს გრძობებსა და აზრებს, განვსაზღვროთ, მათგან რომლები არღვევენ პიროვნების მთლიანობას, და დროულად გამოვასწოროთ სიტუაცია.

როდესაც ჩაკრას ჰარმონიზაციაზე მუშაობს, ადამიანი საკუთარი სხეულისა და სულის მიმართ პასუხისმგებლობის განვითარებაში უფრო მაღალ საფეხურზე ადის. იგი აცნობიერებს, რომ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, თავად მასზეა დამოკიდებული, და არა გარეგან ფაქტორებზე. თუ ბუნებრიობის დონე მეტისმეტად დაბალია, ადამიანი გამუდმებით ეძებს თავის გამართლებებს. იგი ამბობს: „მე გავბრაზდი მეუღლეზე იმიტომ, რომ წყობიდან გამომიყვანა. ეს მისი ბრალია“. ან: „მე ავად გავხდი იმიტომ, რომ ჩვენთან სამსახურში ყველა გაცივდა. გასაგებია, რომ კოლეგებმა ვირუსი მეც გადმომდეს“. თუ პასუხისმგებლობა მაღალია, ადამიანი საკუთარი თავისთვის კითხვების დასმას იწყებს. იგი ცდილობს ჩაწვდეს, თუ რატომ გაუჩნდა სიბრაზე, ან რა მიზეზით შემოუშვა ორგანიზმმა ვირუსი. რაც უფრო მეტია კითხვები და პასუხები, მით უფრო ცხადი ხდება გზა, რომლითაც უნდა იარო.

ყვცელა ჩვენი ავადმყოფობა - ესაა შედეგი ჩაკრებში დარღვევებისა, არასწორი (ნეგატიური) აზრებისა. თუ ადამიანი გამუდმებით ცუდზე ფიქრობს, თუ მას არ ახარებს სიცოცხლის ყოველი დღე, ადრე თუ გვიან მას პრობლემები გაუჩნდება პირად ცხოვრებაში - სერიოზული დაავადებების სახით. ვიღებთ რა პასუხისმგებლობას ცხოვრებაზე, ფიზიკური სხეულისა და სულიერი მდგომარეობის განვითარებაზე, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ მოქმედებენ აზრები და განწყობები ყველაფერზე, რაც ხდება. როდესაც ვმუშაობთ აზრებზე, როდესაც ისინი პოზიტიურ კალაპოტში გადაგვყავს, ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ცხოვრებას და უფრო ძლიერები და ჯანმრთელები ვხდებით.

ის, ვისაც გაწონასწორებული ვიშუდჰა აქვს, ხვდება, რომ რისხვა და აგრესია მის სამშვინველში მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იგი თვითონ უშვებს ამას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები კი თავში ნეგატიური აზრების გაჩენის შემდეგ იწყება. თუ ჩაკრა დახურულია, ადამიანს არ ძალუძს, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს აზრებისა და გრძნობების გადარჩევა. მას არ ესმის, მათგან რომლებს მიყავს ცვლილებებამდე ფიზიკურ ცხოვრებაში. მაგრამ თუ ვიშუდჰა ჰარმონიზებულია, საკუთარ თავზე მუშაობა მარტივია.

vi4

მოდით, განვიხილოთ, როგორ იქცევა ადამიანი გაუწონასწორებელი ჩაკრით. დავუშვათ, მას აეწია არტერიული წნევა. გაცილებით უფრო ადვილია ჯანმრთელობის ეს შექმნილი პრობლემა ბრაზიან ხელმძღვანელს გადააბრალოს, რომელმაც უკვე მერამდენედ უმიზეზოდ უყვირა. ან სხვა მაგალითი: ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ ტკივილები მის ზურგში გამოწვეულია ხერხემლის პრობლემებით. ადამიანი მაშინვე იპოვის ახსნას: „მკვეთრად შემოვბრუნდი, ან მეტისმეტად ბევრი ვივარჯიშე სპორტდარბაზში“. თუმცა სინამდვილეში მიზეზი გაცილებით უფრო ღრმადაა. მაგრამ მათთვის, ვისაც გაუწონასწორებელი ვიშუდჰა აქვს, რთულია (და ხშირად შეუძლებელიც კია) ამის გაგება და მიღება. მათ ეშინიათ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების და ამჯობინებენ, არ იფიქრონ იმაზე, რომ ფიზიკური სამყარო სულიერის ანარეკლია.

ურთიერთობა საკუთარ სხეულთან გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა ხდება. ადამიანი იწყებს გაგებას, თუ რამდენად დიდია აზრის ძალა. მას უადვილდება სამყაროსა და საკუთარ თავში გარკვევა. შეუძლია, რომ ახსნას თავისი ქმედებებისა და სურვილების მიზეზები.

კომუნიკაციის თანამედროვე სისტემა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ყოველი ჩვენგანი ყოველ წუთს იღებს შეტყობინებებს, რომლებიც დედამიწაზე მიმდინარე ცხოვრებას ეხება. ისინი მოდიან ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან. გარდა ამისა, ჩვენ ტელეფონით ვკონტაქტობთ ადამიანებთან, რომლებიც სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. ამ ყველაფრ ის წყალობით ადამიანმა სამყაროს უფრო ფართოდ აღქმა ისწავლა. განსხვავებით საბჭოთა კავშირის დროინდელი ადამიანისგან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ცხოვრობს და აზროვნებს. ჩვენ შევწყვიტეთ მხოლოდ საკუთარი ოჯახის პრობლემებზე კონცენტრირება, და მზად ვართ დიალოგი გვქონდეს ნებისმიერ ადამიანთან, მაშინაც კი, თუ იგი ჩვენგან ათასი კილომეტრით შორს ცხოვრობს და ჩვენს საზოგადოებაში მიღებული ნორმებისგან განსხვავებულად აზროვნებს.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ მოვაწყობთ ხვალ ჩვენს ცხოვრებას. და აქ დიდ როლს თამაშობს ის სიტყვები და აზრები, რომლებსაც ჩვენს თავზე ვამბობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი აზრი მატერიალურია. თუ ადამიანი ფიქრობს: „მე ვერ გავუმკლავდები ამ სამუშაოს“, მას მართლაც არაფერი გამოუვა. თუ იწუწუნებს კოლეგებთან, რომ დაიღალა (რომ ზედმეტი საქმით არ დატვირთონ), მაშინ მალე შეამჩნევს, რომ ძალები მართლაც გამოელია. აზრები ჩვენს ქმედებებს წარმართავენ და პასუხს აგებენ გაუცნობიერებელ ქცევებზე. გარდა ამისა, მათზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ჩვენს ქმედებებზე სამყარო. დაგვეხმარება თუ არა გეგმების განხორციელებაში, თუ პირიქით, ყველაფერს დაანგრევს. როცა ადამიანს ესმის, რამდენად ძლევამოსილია აზრი, იგი უფრო ფრთხილი ხდება. იგი ცდილობს აღარ დაუშვას ნეგატური აზრები, რომლებიც არასასურველ სიტუაციებამდე მიიყვანენ. აი, პოზიტიურ აზრებს კი - სიხარულით იღებს.

ესმის რა, რომ ყოველი აზრი მძლავრ ენერგეტიკულ ძალას წარმოადგენს, ადამიანი ვიშუდჰას კომუნიკაციის უმაღლეს დონეზე გადადის. იგი სწავლობს თავისი აზრების მართვას და მათი მეშვეობით რეალობის შექმნას. მისთვის გასაგები ხდება სამყაროს მინიშნებები, მისი განვითარების კანონები. ამ ეტაპის ათვისების შემდეგ ცხოვრებას ისე აწყობს, როგორც სურს. ქრება ფატალიზმი და ყველაფრის ბედზე გადაბრალების სურვილი. ადამიანი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხდება.

ყოველი ადამიანი სიმართლისკენ მიისწრაფვის. ვიშუდჰას პირველ დონეზე ეს გამოვლინებას კანონში პოულობს. ერთიც და მეორეც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, წესებს, კრიტერიუმებს, რომლებიც ცხოვრებაში გვეხმარებიან. ისინი ადამიანს სამართლიანობის შეგრძნებას ჩუქნიან, რომელიც ასე სჭირდება. თუ ჩვენ საზოგადოებაში შემუშავებული ნორმების შესაბამისად ვიქცევით, ამ დროს გვეჩვენება, რომ ყვცელაფერი კარგადაა. ჩვენს მიმართ ხომ არანაირი პრეტენზია არაა. საზოგადოებაზე დამოკიდებულება - სწორედ ესაა დაბალი საფეხური.

მაღალ საფეხურზე გადასვლისას, ადამიანი თავისუფლდება საზოგადოების გავლენისგან. მას უფრო მეტად ჭეშმარიტების ძიება აინტერესებს. იგი იწყებს იმის გაგებას, რომ ადამიანების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ნორმები და კანონები არც ისე სრულყოფილია. მათში შეცდომები და ნაკლოვანებებია, რადგანაც მათ ადამიანები ქმნიდნენ და არა სამყარო. სწორედ მაშინ მოდის გაცნობიერება იმისა, რომ ცხოვრება სამყაროს კანონებითაა საჭირო, მოქმედება კი ისე, როგორც გულის ხმა, სინდისი გვკარნახობს. მაგრამ ამასთან თავი უნდა ავარიდოთ სინდისის კონფლიქტს საზოგადოებრივ ნორმებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ დავისჯებით.

ჯანმრთელი ვიშუდჰას ფუნქციონირება

გახსნილი და გაწონასწორებული ვიშუდჰას მფლობელი ემოციებს თავისუფლად გამოხატავს. მას არ ეშინია საკუთარი აზრების გამოთქმის. მასზე არ მოქმედებს უმრავლესობის აზრი. ასეთი ადამიანი ბოლომდე დარწმუნებულია საკუთარ თავში,ლ ამიტომაც არ მალავს თავის სუსტ მხარეებს. იგი ყველაფერში გულწრფელია სხვების და საკუთარი თავის წინაშე. სხვა სიტყვებით, ისე ცხოვრობს, როგორც გული კარნახობს, და არ ეშინია განკითხვის და გაუგებრობის.

გახსნილი ჩაკრა საშუალებას აძლევს ასეთ ადამიანს, რომ თავისი მეტყველება აკონტროლოს. მას შეუძლია დიდხანს იყოს ჩუმად და მოისმინოს, რასაც სხვები ამბობენ. არ ცდილობს, რომ ჩაეჭრას და ეკამათოს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიგოს ადამიანთა აზროვნების სახე, ჩაიხედოს მათ გულებში. ჯანმრთელი ჩაკრას მფლობელი არასოდეს იმაღლებს ტონს, თუკი სურს, რომ მოუსმინონ. პირიქით, იგი საუბრობს ძალიან ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ. ვიშუდჰას გაწონასწორებულობა ადამიანს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ეს პროცესი ყველა სფეროს მოიცავს. იგი აბსოლუტურად მშვიდად აჟღერებს თავის აზრებს, ავლენს ემოციებს ოჯახურ წრეში, მეგობრებსა და კოლეგებში. არ მალავს თავის რწმენას ღვთაებრივი ძალების მიმართ, არ რცხვენია ამის. მისი რწმენები სტაბილურია. მაშინაც კი, თუ ყველა გარშემომყოფი არასწორად თვლის მათ, ის არ იტყვის მათზე უარს და არ გადაუხვევს არჩეული გზიდან.

მიუხედავად ამისა, ჰარმონიული ვიშუდჰას მფლობელი არ იციკლება მხოლოდ თავის აზრებსა და რწმენებზე. მას შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს და მიიღოს მისი მსჯელობები. არ ეშინია იმის, რომ სხვების შეხედულებები მის ინდივიდუალობას დააკნინებს. ასეთი ადამიანი არასოდეს ჩაერთვება კამათში და არ დაიცავს მრისხანედ თავის თვალთახედვას, თუ ამისთვის განსაკუთრებული მიზეზები არ აქვს. მისი საუბარი მდიდარი და კაშკაშაა. გარშემომყოფები დაბადებით ორატორად თვლიან. ჯანმრთელი ვიშუდჰა იძლევა მდიდარ წარმოსახვას, საუბრის ლამაზ მანერას. ამასთან ერთად, იგი პასუხს აგებს თანამოსაუბრის გაგებაზე. გაწონასწორებული ვიშუდჰას მფლობელმა ყოველთვის იცის, როდის უნდა თქვას რაღაც, და როდის უნდა გაჩუმდეს და ყურადღებით უსმინოს სხვა ადამიანს. ამის წყალობით იგი ახერხებს, რომ ყველას მიერ გაგებულ იქნეს. მისი საუბარი უბრალოა და არ შეიცავს გაუგებარ ტერმინებს. ასეთი ადამიანი შინაგანად გამთლიანებულია. ეს საშუალებას აძლევს, რომ გაუძლოს ცდუნებებს და გაუმკლავდეს დაბრკოლებებს თავის გზაზე. მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას რაიმე თხოვნაზე, თუ თვლის, რომ ამის გაკეთება არჩეული გზიდან გადაახვევინებს. კამათი და ჩხუბი მისი მანერა არაა. იგი დიალოგს და კომპრომისს ამჯობინებს.

vi6

ჰარმონიულად მომუშავე ვიშუდჰა თავისუფლების შეგრძნებას იძლევა. ადამიანი დამოუკიდებელი ხდება. მისი მოქმედებები დამოკიდებულია მხოლოდ მის შინაგან „მე“-ზე, და არა გარშემომყოფების შეხედულებაზე. იგი აღსავსეა გადაწყვეტილების მ იღებიოს უნარით. სწორი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავისადმი: იცის, რა ნიჭები აქვს და რა სისუსტეები. ამასთან სისუსტეებს აღიარებს და არ ნიღბავს.

გაწონასწორებული ყელის ჩაკრა ცრურწმენებისგან თავისუფლებას იძლევა. მისი მფლობელი იოლად გამოთქვამს თავის აზრებს ნებისმიერ საზოგადოებაში. მას შეუძლია გრძნობებს, აზრებსა და საღ აზრს შორის ჰარმონიას მიაღწიოს. ამის წყალობით ახერხებს, ისე მოიქცეს, რომ სამყაროს განვითარების კანონებს არ შეეწინააღმდეგოს.

ვიშუდჰას უმაღლესი დონე ხასიათდება აზრების ძალის გაგებითს უნარით. ადამიანს თავისი აზრების ნაკადის კონტროლი შეუძლია, და იცის, როგორ გადაარჩიოს ისინი და დათრგუნოს ნეგატიური. უფრო მეტიც, თუ სჭირდება, რომ რაღაც დროით თავისი გონება გაასუფთავოს (მედიტაცია), ამას იოლად აღწევს. მას სხვა ადამიანებთან შედარებით ბევრად ადვილად უვლინდება კავშირი სუპერ-ეგოსთან. შეტყობინებები, რომელსაც სამყარო უგზავნის, გამოხმაურებას მის გულშიო ჰპოვებს. მას არასოდეს ტოვებს შემოქმედებითი შთაგონება და მდიდარი წარმოსახვა.

სხვა ადამიანის გაგების უნარი უმაღლეს დონეზე სხვა მნიშვნელობას იძენს. ადამიანი გებულობს არა მხოლოდ იმას, რასაც ოპონენტი ეუბნება, არამედ იმასაც, რაზეც იგი დუმს. სხვა სიტყვებით, თითქოს სტრიქონებს შორის კითხულობს, და ესმის იმის არსი, რასაც ადამიანები სიტყვებით ვერ გამოხატავენ. მისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს ინტონაციები. მათი მეშვეობით მას ესმის, მართალს ამბობს ადამიანი თუ იტყუება. ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მკურნალია. საქმე იმაშია, რომ ხშირად ვერ წყვეტს პირდაპირ მოყვეს თავისი პრობლემებისა და ავადმყოფობების შესახებ. ზოგჯერ იგი მინიშნებებით ლაპარაკობს. ისეც ხდება, რომ ადამიანმა თვითონაც არ უწყის, სად და რა ტკივა. მაგრამ მისი ქვეცნობიერი ცდილობს, რომ გადასცეს ეს ინფორმაცია ინტონაციებით და ხმის ტემბრით. გამოცდილ მკურნალს ამ მინიშნებების გაგება ადვილად შეუძლია.

დისბალანსი ვიშუდჰას ფუნქციონირებაში

ჩაკრას გაუწონასწორებლობას ადამიანი მიჰყავს თვითგამოხატვასთან დაკავშირებულ სირთულეებამდე. მას არ ესმის, როგორ გამოხატოს თავისი შინაგანი სამყარო, და კომუნიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდება. ყველაზე მეტი ზიანი ორ მათგანს მოაქვს:

პირველი პრობლემა - ესაა პიროვნების (სამშვინველის) და ფიზიკური სხეულის ურთიერთობის დარღვევა. ადამიანი ვეღარ გებულობს იმ მინიშნებებს, რომლებიც მას ეძლევა. არ ესმის, როგორ ითხოვს სხეული ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ვერ ხვდება მის სურვილებს. ამან შეიძლება საბოლოოდ ფიზიკურ გამოფიტვამდე და სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებამდე მიიყვანოს.

მეორე პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ ვერ ხერხდება ჰარმონიის დამყარება ემოციებსა და გონებას შორის. რა შედეგები მოაქვს ამას? პირველ რიგში, ადამიანი კარგავს შესაძლებლობას, რომ თავისი გრძნობები ახლობლებთან და მეგობრებთან გამოხატოს. გონება ეუბნება, რომ გულწრფელი სიცილი ან ტირილი - ცუდია. იგი არწმუნებს თავის პატრონს იმაში, რომ ემოციის ნებისმიერი გამოვლინება - დაუშვებელი სისუსტეა. შედეგად მოდის ჩაკეტილობა. ადამიანი ცდილობს, რომ ჩაახშოს ემოციები, რაც ჩაკრაში კიდევ უფრო მეტ დისბალანსს იწვევს. ზოგჯერ გრძნობების ღიად გამოხატვის უუნარობას ოცნებების სამყარომდე მივყავართ. ადამიანი წარმოსახვით საუბრებს იწყებს სხვა ადამიანებთან. და ამ წარმოსახვებში იმას აკეთებს, რის უფლებასაც საკუთარ თავს რეალობაში არასოდეს მისცემდა. ვირტუალური სამყარო იმდენად მომხიბვლელად გამოიყურება, რომ მისი მონახულება კიდევ უფრო და უფრო ხშირად უნდება. შედეგად ადამიანი რეალურ ცხოვრებასთან ვერ ადაპტირდება. იგი იკარგება, როცა აქ და ახლა უწევს ურთიერთობების დალაგება, რადგან არ იცის, როგორ მოიქცეს. ადამიანების ნებისმიერი ნეგატიური რეაქცია ნიადაგს აცლის ფეხებიდან. რადგანაც მის მიერ წარმოსახულ სამყაროში არ არსებობს ნეგატივი და მიუღებლობა.

ჩაკრას დარღვევა ხშირად იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, ზედმეტ თვითკრიტიკას. ადამიანს სურს, რომ ყველა უგებდეს. მაგრამ აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება: თუ ისე მოიქცევა, როგორც სხვა ადამიანებს სურთ. შედეგად ჩნდება შიში, რომ რაღაცას ისე ვერ იტყვის, ან ისე ვერ გააკეთებს, როგორც სხვები ელიან. თვითშეფასება დღითიდღე კლებულობს, ნებისმიერი მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან კი იწვევს თვითკრიტიკის ახალ ნიაღვარს.

არცთუ იშვიათად, ვიშუდჰას გაუწონასწორებლობას მივყავართ დანაშაულის გრძნობამდე როგორც საკუტარი თავის, ასევე სხვა ადამიანების მიმართ. ადამიანს ესმის, რომ არ შეუძლია ბუნების მიერ ჩადებული პოტენციალის რეალიზება, ვერ შეესაბამება გარშემომყოფების მოთხოვნებს და მოლოდინებს. მას უჩნდება სურვილი, რომ ბევრი ისაუბროს არაფერზე. ამით ცდილობს, რომ თავისი ჭეშმარიტი სურვილები და აზრები დამალოს.

ვიშუდჰას დისბალანსი იწვევს სამეტყველო აპარატის დარღვევას. ადგილი აქვს ხოლმე ენის ბორძიკს, ენაბლუობას. იგი ვერ პოულობს სიტყვებს, რომლებიც აზრის გამოხატვაში დაეხმარებიან. ამასთან ცდილობს რაც შეიძლება ხმამაღლა ილაპარაკოს და ცდილობს, რომ ამ სახით მაინც მიიტანოს გარშემომყოფებამდე თავისი შეხედულება. ზოგჯერ (იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე) ადამიანი სიტყვაძუნწი ხდება. იგი თავის აზრებს მოკლე წინადადებებით გადმოსცემს, ხშირად იყენებს ცნობილ გამოთქმებს. ამის უკან იმალება იმის შიში, რომ ზედმეტი სიტყვები დააბნევენ მის თანამოსაუბრეს და ეს გაუგებრობას გამოიწვევს.

დარღვეული ვიშუდჰას მფობელს პანიკურად ეშინია თავისი სუსტი მხარეების გამოჩენის. იმისთვის, რომ ვერავინ გაიგოს მისი სუსტი წერტილების შესახებ, იგი დემონსტრაციულად უსვავს ხაზს თავის ძალას. ადამიანი ხდება უხეში, მკვეთრი, სინაზის აღქმის უუნარო.

სურვილი, რომ ყურადღება მიიპყროს და გაგებულ იქნეს, ხშირად ლაყბობად ვლინდება. ამასთან, ადამიანი ვერანაირად ვერ ახერხებს იმ თემების პოვნას, რომლებიც საინტერესო იქნებოდა არა მხოლოდ მისთვის, არამედ თანამოსაუბრისთვისაც. საუბრისას ხშირად ჩნდება დაძაბული პაუზები. მათი თავიდან აცილების მიზნით იგი იწყებს ჭორაობას. შეუჩერებლად საუბრობს და სხვებს არ უსმენს. თუ ვინმე მაინც მოახერხებს ორიოდ სიტყვის ჩაკვეხებას, ეს სიტყვები შეუმჩნეველი რჩება. ვიშუდჰას გაუწონასწორებლობას იქამდე მივყავართ, რომ ადამიანს მხოლოდ ის ესმის, რისი გაგებაც სურს. იგი ვერ გებულობს ქვეტექსტებს და ხშირად ამახინჯებს გაგებულს საკუთარი სარგებელისამებრ.

როგორც იცით, გრძნობებისა და ემოციების დათრგუნვა შეუძლებელია. ადრე თუ გვიან ისინი გამოსავალს იპოვიან. ასე ხდება ამ შემთხვევაშიც. დროთა განმავლობაში ვლინდება გაბოროტება, სიუხეშე, ნბერვული შეტევები. ზოგვჯერ ადგილი აქვს დეპრესიებს. ადამიანი აპათიური ხდება, მას არ სურს ცხოვრება და შემოქმედება. მას ვერ შველის ახლობლების თანადგომა, მას ხომ უბრალოდ არ ესმის ის, რისი თქმაც მისთვის უნდათ. 

vi8

ვიშუდჰა და ფიზიკური სხეული

ვიშუდჰა უშუალოდაა დაკავშირებული ყელთან, ფილტვებთან, ხმის იოგებთან, ფარისებრ ჯირკვალთან, ყურებთან, ხელებთან და კუნთოვან სისტემასთან. თუ ჩაკრა დაუბალანსებელია, იწყება ანთებითი პროცესები ყელში, ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. სრულიად შესაძლებელია ფილტვების სერიოზული დაავადებები, სმენის პრობლემები, ყურის ანთება. მეტყველება ზოგჯერ გაუგებარი ხდება, ადამიანი შეიძლება ენაბლუობისგან იტანჯებოდეს. ყელის კუნთები იძაბება, ადგილი აქვს ხელების ტკივილს.ძლიერი დისბალანსის დროს შესაძლოა პერიოდულად გაჩნდეს კრუნჩხვები.

იმის შიშს, რომ ვერ გაუგებენ, ასეთი ადამიანი ყელის კუნთების დაავადებებამდე მიჰყავს. შედეგად იბლოკება ემოციები, ფერხდება ღვთაებრივი ენერგიის შემოდინება. რა არის ყელი? ესაა განსაკუთრებული ორგანო, რომელიც საშალებას გვაძლევს ჩვენი ხმის მანიპულირება მოვახდინოთ, გამოვხატოთ აზრები და გრძნობები. სწორედ ყელის მეშვეობით ხდება შემოქმედებითი პოტენციალის გამოხატვა, ადამიანის ინდივიდუალობის, მისი მსოფლმხედველობის ფორმირება. გრძნობებსა და გონებას შორის ძლიერ გამოხატული კონფლიქტის არსებობისას, ასევე საკუთარ თავში აგრესიის ჩახშობის მცდელობებისას, პიროვნების ფორმირების უნარი ქვეითდება. ამას მივყავართ ყელის, ხორხის და ხმის იოგების ანთებით პროცესებამდე.

ყელი წარმოადგენს ცენტრს, რომელშიც ვითარდება ადამიანის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. იგი აბალანსებს აზროვნების მოქნილობას, საკუთარი შეხედულების შეცვლის უნარს ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად. თუ ადამიანი ჯიუტია, ხოლო მისი გონება გაძვალებულია, მას უკვე აღარ შეუძლია შეცვლა (თუმცა გონებაც და გულიც ამბობენ, რომ ეს უკიდურესად აუცილებელია), ყელისა და კისრის დაავადებები საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მათი განკურნება ძალიან ძნელია.

იგივე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავისი შინაგანი სამყაროს გამოხატვა არ შეუძლია. იგი აცნობიერებს თავის სურვილებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ ცხოვრებაში განხორციელებას. და იმიტომ არა, რომ შესაძლებლობებშია შეზღუდული, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია ღიად და მკაფიოდ წარმოუდგინოს ისინი გარშემომყოფებს. ყელის ფუნქციაა - დაეხმაროს ადამიანს იმის ხმამაღლა გამოხატვაში, რაც მას გულსა და სამშვინველში დაუგროვდა, გააჟღეროს სურვილები და მისწრაფებები. თუ ადამიანს ამის გაკეთების ეშინია, იგი ბლოკავს ყელის ძირითად ფუნქციას და კეტავს ვიშუდჰას.

აზროვნების მოქნილობაზე პასუხს აგებს არა მხოლოდ ყელი, არამედ კისერიც. რადგან სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია გარშემო მიმოვიხედოთ. თუ პრობლემები გაქვთ კისრის კუნთებთან დაკავშირებით (სპაზმები, მოძრაობის შეზღუდვა), შეამოწმეთ, რამდენად ჯიუტი ხართ. ზედმეტი სიჯიუტე ბლოკირებას უკეთებს სამყაროს მინიშნებებს. ამიტომ ადამიანი კარგავს თვითგანვითარების შესაძლებლობას, რის შედეგადაც ყალიბდება ავადმყოფობები.

შინაგანი „მე“-ს გამოხატვის დათრგუნვას ხშირად მივყავართ ყბებთან დაკავშირებულ პრობლემებამდე. ადამიანს ესმის, რომ ბევრი რამ აქვს სათქმელი. მის შიგნით ემოციები თუხთუხებენ და სადაცაა გამოიფრქვევიან. იმისთვის, რომ როგორღაც გაუმკლვდეს მათ და საზოგადოებას არ აჩვენოს, იგი მაგრად კრავს კრიჭას. ემოციები მის შიგნით რჩება და კონფლიქტურ სიტუაციებს წარმოშობს. გრძნობების შეკავებას იქამდე მივყავართ, რომ ამ ადამიანს ყველაზე ახლობლებიც კი ვერ უგებენ. ეს მასში იწვევს ძლიერ აგრესიას და ყველასადმი შურისძიების სურვილს. ძილის დროს ასეთი ადამიანები მაგრად აჭერენ კბილებს ერთმანეთზე და აკრაჭუნებენ. ეს ყველაფერი ყბების დაავადებებით მთავრდება.

ვიშუდჰას დისჰარმონია გულის ჩაკრას დისბალანსთან ერთად ადამიანს პირიდან უსიამოვნო სუნით აჯილდოვებს. რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა ადგილი აქვს კბილების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს. სუნი შეიძლება გაჩნდეს, თუ ადამიანი ცუდად ფიქრობს სამყაროზე და ადამიანებზე. იგი გაავებულია და ხშირად ჭორაობს, ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს.

ვიშუდჰას“თანაა დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვალი. ჰორმონები, რომლებსაც ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის. მათზეა დამოკიდებული ისიც, თუ რამდენად აქტიური იოქნება ადამიანი. ეს ჯირკვლები აგებენ პასუხს ჟანგბადის მოხმარებაზე და ცილების წარმოებაზე. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები დაკავშირებულია გამუდმებულ დამცირებასთან. ადამიანს ეჩვენება, რომ მისი სურვილები ყველაზე ბოლოს სრულდება (თუკი ეს საერთოდ ხდება). მას ძალიან დაქვეითებული თვითშეფასება აქვს.
არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ორი დაავადება. პირველი - ჰიპოთირეოზი - დაკავშირებულია მისი აქტივობის დაქვეითებასთან. ნივთიერებათა ცვლა (ესაა ადამიანის უნარი - მიიღოს და გასცეს) ნელდება. დაავადების გაჩენა დაკავშირებულია თვითგამოხატვაზე გაცნობიერებულ უარის თქმასთან და საკუთარი პოზიციის დაცვის უუნარობასთან.

თუ ჯირკვალი მეტისმეტად აქტიურად მუშაობს, ვითარდება მეორე დაავადება - ჰიპერთირეოზი. ნივთიერებათა ცვლა რამდენჯერმე ჩქარდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წინააღმდეგობას უწევს იმ დამცირებას, რომელიც მის ცხოვრებაშია. იგი მთელი ძალებით ცდილობს განთავისუფლდეს წნეხისგან, მაგრამ ამას იგი არაფრამდე არ მიყავს. ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე ხვდება, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. თუ გაიმარჯვებს, ყველგან პირველ პოზიციას დაიკავებს: ოჯახშიც და კარიერაშიც. იგი შეძლებს თვითგამოხატვას და ადამიანებისთვის თავისი სურვილების ისე ახსნას, რომ ყველამ გაუგოს. მაგრამ ეს საბოლოოდ აფორიაქებული ბრძოლის დონეზე რჩება და შედეგები არ მოაქვს.

გაუწონასწორებელ ვიშუდჰას მივყავართ სმენის პრობლემებამდეც (სრული სიყრუის ჩათვლით). დაავადებები დაკავშირებულია ადამიანის სურვილთან - განზე გადგეს გარესამყაროსგან, და დაიცვას თავისი შინაგანი „მე“ მტრული თავდასხმისგან. ადამიანს არ სურს და არც იცის მოსმენა. ასეთი ქცევის მიზეზები ხშირად ბავშვობიდან მოდის, როცა ბავშვი გამუდმებით უსმენს მშობლების კამათს და ჩხუბს, ხედავს, როგორ აყენებენ ისინი ერთმნეთს შეურაცხყოფას სიტყვებით. შედეგად ქვეცნობიერ დონეზე ჩნდება მკაფიო პარადიგმა: „ჯობდა ეს ყველაფერი არ მომესმინა“. ეს კი იწვევს სმენის დაქვეითებას და ყურის ანთებას.

გამუდმებული სურდოები ასევე ვიშუდჰას დისბალანსზე მიუთითებენ. სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები იმაზე მეტყველებენ, რომ ადამიანს არ შეუძლია ყოველი განვლილი დღით სიხარული. აქ უკვე ჩათრეულია არა მხოლოდ ყელის, არამედ გულის ჩაკრაც.

ყელის ჩაკრას მდგომარეობა რაღაც დონეზე დამოკიდებულია სექსუალური ენერგეტიკული ცენტრის მდგომარეობაზე. თუ იგი დარღვეულია, ვიშუდჰაშიც დისბალანსი წარმოიშვება. ორივე ეს ცენტრი პასუხს აგებს შემოქმედებითი უნარების აქტივაციაზე და მათ გამოხატვაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიშუდჰა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის მიერ საკუთარ თავზე წარმოდგენის შექმნაში. თუ ეს წარმოდგენა არასწორია, მას შეიძლება დაეწყოს პრობლემები სექსუალურ სფეროში. ამიტომ სექსუალური გადახრების დიაგნოსტიკისას ერთდროულად ორივე ეს ჩაკრა უნდა განვიხილოთ.

vi7

ვიშუდჰა და ჰორმონები

ვიშუდჰას მდგომარეობა გავლენას ახდენს ორ ჯირკვალზე: ფარისებრზე და პარაფარისებრზე.

პირველი განლაგებულია ყელის მიდამოში (წინიდან). მისი ფორმირება პირის ღრუდან იწყება. შემდეგ ჯირკვალი ქვემოთ, ყელისკენ მოდის. ფარისებრ ჯირკვალში წარმოდგენილია უჯრედები, რომლებიც განსაკუთრებული ნივთიერებით ივსება. იგი შედგება თირეოიდული ჰორმონებისგან: T3 (ტრიიოდთირონინი) და T4 (თიროქსინი).

ზემოთნახსენები ჰორმონები დიდი რაოდენობით მხოლოდ ფარისებრ ჯირკბვალშია. თუ რაღაც მიზეზებით ეს ჰორმონები აღარ გამოიყოფა, მათი მარაგი სამი თვე იქნება საკმარისი. ჰორმონების წარმოსაქმნელად აუცილებელია ორი ნივთიერების არსებობა. პირველი - თირეოტროპული ჰორმონი, რომელიც ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების სტიმულაციას. მას ჰიპოფიზი გამოყოფს. მეორე ნივთიერება - ესაა იოდი.ლ იგი ორგანიზმში საკვები პროდუქტებიდან შემოდის.

იოდი პასუხს აგებს T3 და T4 ჰორმონების სინთეზზე. მათი არსებობა უკიდურესად აუცილებელია პატარა ბავშვისთვის. მათი მეშვეობით ვითარდება ტვინი და ძვლოვანი სისტემა. თუ ახალშობილს ამ ორი ჰორმონიდან რომელიმე აკლია, შეიძლება გამოვლინდეს გონებასუსტობა, ასევე დარღვევები ჩონჩხის ფორმირებაში. ეს ჰორმონები მნიშვნელოვანია ზრდასრული ადამიანისთვისაც. ისინი პასუხს აგებენ რეაქციის სისწრაფეზე და შრომისუნარიანობაზე. მათი არსებობა უზრუნველჰყოფს ჟანგბადის შემოდინებას და ცილის სინთეზს. ამის მეშვეობით ხორციელდება ნორმალური ნივთიერებათა ცვლა.

პარაფარისებრი ჯირკვალი ფარისებრ ჯირკვალზე იმყოფება. იგი პასუხს აგებს სისხლში კალციუმის დონეზე.კალციუმზე კი დამოკიდებულია ყველა კუნთის მუშაობა, პირველ რიგში გულის კუნთის.

მეორე ჰორმონზე - თიროქსინზე - დამოკიდებულია ძალიან ბევრი ფაქტორი. ესაა ნივთიერებათა ცვლაც, სხეულის ტემპერატურაც, და პატარა ბავშვის ზრდის პროცესიც. თუ თიროქსინის შემცველობის დონე დასაშვებ ზღვარს სცილდება, ადამიანი გამუდმებით განიცდის სტრესებს. მისთვის მუშაობა მძიმე ხდება. შეიძლება თმების ცვენაც დაეწყოს. მადა საგრძნობლად იმატებს. ამასთან ადამიანი კი არ იმატებს წონაში, არამედ პირიქით, სწრაფად კარგავს მას. ამ ყველაფერს თან ახლავს დიარეა, ხელების ტრემორი, ოფლდენა, სიცხის აუტანლობა, ტაქიკარდია და თვალების გადმოკარკვლა.

თუ ადგილი აქვს თიროქსინის უკმარისობას, ორგანიზმის მუშაობა ნელდება, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ავადმყოფი გამუდმებით გრძნობს ძლიერ დაღლილობას. უქრება მადა, მაგრამ მცირე პორციების ჭამის შემთხვევაშიც წონში იმატებს. თმები აქტიურად ცვივა. საქმე შეიძლება სრულ გამელოტებამდეც მივიდეს. მეტყველება ნელდება, ხმა უხეშდება, ადამიანი მეტად მგრძნობიარე ხდება სიცივისადმი. იგი ხშირად ცივდება. ქალებს შეიძლება დაეწყოთ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. იმუნიტეტი ნულამდე ეცემა, ამიტომ ნებისმიერი (თუნდაც არასერიოზული) დაავადება შესაძლოა სასიკვდილო შედეგით დასრულდეს.

ინფორმაცია სხვა ჩაკრების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გაზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი


მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ...

მანიპურა ჩაკრა: მზის წნულის ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი წყარო ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრა...

ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო რა არის ჩაკრები და რაში ჭირდე...

ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება:...

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

ფიზიკური და ეთერული სხეულები


რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთარგმ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff