ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 2. ექსტრასენსორიკა

 

თავი 2. ექსტრასენსორიკა

პიროვნების განვითარების პირველ ეტაპს მაგიაში ექსტრასენსორიკა ეწოდება. რადგან ენერგიის შეგრძნების და დანახვის უნარი მასთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს აღწერილობა ენერგეტიკულ ასპექტში, როგორც ეს მაგიაშია ნათქვამი, კვლავაც აღწერილობად რჩება, და ადამიანისთვის, რომელიც ამ შესაძებლობას არ ფლობს, უბრალოდ ცარიელ ფილოსოფიადდარჩება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ აციტიროთ იგივე კასტანედა და ადამიანის ენერგეტიკული კვერცხის, ენერგეტიკული ხაზების და ა.შ. მისეული ხედვა, მაგრამ თუ თავად არ ხედავთ ამას, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არხევთ ჰაერს ცარიელი ლაყბობით. მოგვიანებით მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

მაშ, როგორ განვივითაროთ იმის შეგრძნების შესაძლებლობა, რასაც სხვები ვერ გრძნობენ? აქ უნდა მივმართოთ სამყაროს აღწერას მაგების თვალთახედვით. ისინი თვლიან, რომ მთელი სამყარო - ენერგიაა. და მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ მატერია მოლეკულებისგან შედგება, მოლეკულები ატომებისგან, ატომები - ელემენტარული ნაწილაკებისგან: ნეიტრონებისგან, პროტონებისგან და ელექტრონებისგან. ხოლო ელემენტარული ნაწილაკები, კვანტური ფიზიკის ბოლო მონაცემებით, - ესაა გაყინული სინათლე (რომელიც ვიბრირებს და ამით სამყაროს მოწყობის ტალღურ თეორიას ჰბადებს). და რა არის სინათლე? სწორედ იგია ენერგია. გამოსხივება თავისი პირვანდელი სახით. უბრალოდ იგი გაყინულია კლიპოტების წყალობით (ასე უწოდებენ კაბალისტიკაში მატერიის სტრუქტურას, რომელიც პირველად სინათლეს ამრუდებს, რის შედეგადაც ამ სინათლის ფორმა ჩნდება. შესაბამისად მთელი სამყარო სინათლეა, ანუ ენერგიაა. ეს ენერგია წარმოშობს ტალღებს, ეს კი ნიშნავს, რომ მას თავისი სიხშირე (დროში მოძრაობის სიჩქარე) გააჩნია. ჩვენი ორგანიზმი თავის მხრივ შეიარაღებულია გრძნობათა ორგანოებით, რომლებიც იჭერენ ამ სიგნალებს გარკვეულ სიხშირეზე. შემდეგ ნერვული სისტემით ტვინს გადასცემენ ამ სიგნალებს, სადაც ხდება მათი დამუშავება და ვლინდება სამყაროს სურათი. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ თავად გრძნობათა ორგანოები - მხოლოდ გადამცემები არიან. მაგალითად, თვალები ვერ ხედავენ. ისინი იჭერენ სინათლის ანარეკლს, ამ სიგნალის კოდირებას ახდენენ და სხივური არხით ტვინს გადასცემენ. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუ ასეთ სიგნალს პირდაპირ ტვინისკენ მივმართავთ, თვალების გვერდის ავლით, ტვინი დაინახავს. და არსებობენ მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც დახუჭული თვალებით ხედავენ წიგნებს, ხედავენ შინაგან ორგანოებს და ა.შ.

და რა არის ექსტრასენსორიკა? ექსტრასენსორიკა - ესაა ინფორმაციის აღქმა უშუალოდ ტვინით, გრძნობათა ორგანოების გვერდის ავლით. მხოლოდ ასე შეიძება აიხსნას ეს ფენომენი. რადგანაც გრძნობათა ორგანოებს ეს არ შეუძიათ. მაგები სწავლობენ წინ სიარულს, ანუ სამყაროს, როგორც თავად ენერგიის ხედვას. და როგორ ხდება ეს საერთოდ? - იკითხავთ თქვენ.

მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი პლანეტა ენერგეტიკული თვალსაზრისით - ესაა ბურთი ენერგიის რაღაც მოცულობით. პატარა ბურთულა შიგნით - ეს ჩვენ ვართ, რადგანაც პლანეტის შიგნით ვცხოვრობთ. არის ჩვენი ენერგეტიკული მასა, და არის გარესამყაროს ენერგეტიკული მასა. ფიზიკის კანონებიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია მასა, მით უფრო მეტია მისი მიზიდულობის ძალა და როგორც შედეგი უფრო მსუბუქ ობიექტზე ზემოქმედების ძალა. აქედან ჩნდება კითხვა: რატომ არ შლის გარესამყაროს მასა ჩვენს პიროვნებას?“ სანამ ამაზე ვუპასუხებთ, - მცირე გადახვევა. ჩვენი პიროვნება - ესაა გამოცდილების დაგროვების შედეგი, გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის დაგროვების გზით.თავად ინფორმაციის დაგროვება გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ხდება. ეს ინფორმაცია მუშავდება ჩვენი ორგანიზმის ყველაზე მთავარ ნერვულ კვანძში - თავის ტვინში.

და, თუ ჩვენს საკითხს დავუბრუნდებით, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ რადიოტალღები, ულტრა-ტალღები, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებები... რაღა არ არის ჩვენს გარშემო! და მიუხედავად ამისა ჩვენ ვრჩებით ავტონომიურ პიროვნებებად, და გარესამყარო, მიუხედავად მთელი თავისი მასისა, არ გვშლის. თუკი კვლავაც დავსვამთ კითხვას: „რატომ“, მაშინ გონებაშ შესაძლოა მოვიდეს სხვადასხვა პასუხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იქნება ის, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენს ტვინს გააჩნია ბუნებრივი ბიოლოგიური დაცვა თავის ქალას, ტვინის სითხეებისა და ქსოვილების სახით. მსგავსი ეკრანირება საშალებას გვაძლევს, რომ ის ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც გრძნობათა ორგანოებიდან მოდის. შესაბამისად, სიხშირეების სხვა დიაპაზონი ჩვენს ტვინს ვერ წვდება, რითაც საშუალებას აძლევს, რომ დააგროვოს გამოცდილება და გამოზარდოს პიროვნება. თუმცაღა, როგორც ზემოთ გავარკვიეთ, ექსტრასენსები სწორედ პირდაპირ ტვინით იღებენ ამ ინფორმაციას. რაღაც წინააღმდეგობა გამოდის. ერთი მხრივ, მე ვამბობ, რომ ტვინი ეკრანირებულია, ხოლო მეორე მხრივ, რომ ექსტრასენსები პირდაპირ უყურებენ მას. მაგრამ სინამდვილეში არანაირი წინააღმდეგობა არაა. მოდით, შევხედოთ ტვინის სურათს.

მის ცენტრალურ ნაწილში იმყოფება ჰიპოფიზი, რომელიც ორგანიზმის ჰორმონალურ სისტემას არეგულირებს. ჰორმონები კი - ეს ისეთი წერილებია, რომლებიც თავის თავში მოიცავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამრავლდნენ ჩვენი სხეულის უჯრედები. სხვა სიტყვებით, ჩვენი სხეულის სტრუქტურა, მისი გარეგნობა და აგებულება დამოკიდებულია სწორედ მათზე. ჰიპოფიზს გააჩნია ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ჩვენმა მშობლებმა ჩაგვიწერეს. და ამ პროგრამაში საუბარია იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა დავიბადოთ, აღვიზარდოთ, რაღაც სხეული უნდა გვქონდეს, დავბერდეთ და მოვკვდეთ. ამასთან, თავად ჰიპოფიზს ასევე გააჩნია დამცავი ეკრანირება (ენერგეტიკული), რომელიც საშალებას აძლევს მას, რომ არ გადაუხვიოს ამ პროგრამას არცერთი ნაბიჯით (აი რატომ ვგავართ ხშირად მშობლებს). მე იმაზე მივანიშნებ, რომ ჰიპოფიზის მუშაობაზეა დამოკიდებული თქვენი სხეულის ქსოვილთა მოცულობა. და რამდენ ხანში ვიძენთ ახალ სხეულს? რამდენი წელი უნდა ორგანიზმს, რომ ბოლომდე შეცვალოს თავისი სხეულის უჯრედები ახლით? დაახლოებით 7-დან 12 წლამდე (ზრდასრულებში). ყველაზე დიდხანს, როგორც ხვდებით, უჯრედების დაყოფა მყარ ქსოვილებში ხდება: ძვლებში, სახსრებში და ა.შ.

მაშ, როგორ იხსნება მესამე თვალი? მაგები იყენებენ მედიტაციურ ტექნიკებს, რომელთა მეშვეობითაც შედიან თავის ტვინის მუშაობის ე.წ. მაღალი სიხშირის რეჟიმებზე. ეს ისეთი რეჟიმებია, როდესაც მასში გაივლის გარკვეული თვისების ენერგიის დიდი რაოდენობა, რის გამოც ჰიპოფიზის ეკრანირება იხსნება (მედიტაციის დროს). ამის გამო ჰიპოფიზი „ფონირებას“ იწყებს და გარე სამყაროს სიგნალები წვდებიან მას. ჩვენ კი გვახსოვს, რომ გარე სამყარო ჩვენზე ბევრად უფრო მძიმეა. მარტივი ლოგიკური დასკვნებით ვხვდებით, რომ ჰიპოფიზის პროგრამა ცვლილებას, გადაპროგრამებას იწყებს. ამას კი თავის მხრივ ჰორმონალური ფონის დარღვევამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ იწვევს თავ-ზურგ-ტვინის ქსოვილების სიმკვრივის შემცირებას იწვევს, რის ხარჯზეც ტვინი მიმღები ხდება გარე ინფორმაციისადმი, რომელიც უკვე პირდაპირ შემოდის. ჩვენ კი გვახსოვს, რომ უჯრედების, მითუმეტეს ძვლების განახლებას ზრდასრულ ადამიანშ 7-12 წელი სჭირდება. და პასუხი კითხვაზე: „რა დრო სჭირდება მესამე თვალის გახსნას?“ - თავისთავად ცხადია: 7-დან 12 წლამდე, თუკი იმყოფება მაღალსიხშიროვან მდგომარეობაში დღე-ღამეშ 24 საათის განმავლობაში. ანუ თქვენ მედიტაციაშ უნდა იჯდეთ მთელი ამ წლების განმავლობაშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გახსენით მესამე თვალი. მაგრამ თავადაც გესმით, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ მესამე თვალის გახსნის პროცედურა გაწელილია არა მხოლოდ მთელ ცხოვრებაზე, არამედ რამდენიმე ინკარნაციაზეც. და როდესაც ხედავთ განცხადებას: „მესამე თვალის გახსნა ორ სეანსში“, ფრთხილად იყავით. რადგანაც თუ ეს ადამიანი არ იტყუება, მას ჩაქუჩი და „ზუბილა“ აქვს და პირდაპირ თქვენი თავის ქალიდან იკვალავს გზას მესამე თვალამდე. იმედი მაქვს ამ ახსნის შემდეგ უფრო ფხიზლად მოეკიდებით მსგავს გამოთქმებს.

სხვათაშორის, ზოგიერთ ტიბეტურ ტრადიციაში სწორედ მსგავს მეთოდს იყენებენ. წვრილი ნემსით ბურღავენ შუბლის ძვალს წარბებს შორის და ამით პირდაპირ ხსნიან გზას ნათელმხილველობისკენ.იქნებ ისწავლოთ ქირურგობა და მსგავსი მეთოდით გაუხსნათ ყველას მესამე თვალი? დამიჯერეთ, არც ასე მარტივია ყველაფერი.
იგივე ტიბეტში, მანამ, სანამ მოსწავლეს ასეთ რამეს გაუკეთებენ, მას ათეულობით წლები ასწავლიან და მხოლოდ ყველაზე მომზადებულებს უხსნიან ეკრანირებას მსგავსი გზით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლე მზად უნდა იყოს ამისთვის. ჟურნალისტებმა ასეთი ფრაზა მომაწერეს, თითქოს მე ვთვლიდე, რომ ყველას შეუძია ექსტრასენსული უნარების განვითარება. ეს ტყუილია. მე ასე არ ვფიქრობ. უფრო ზუსტად, ყველას შეგვიძლია რაღაც გავუკეთოთ, და ყველა შეძლებს რაღაცის დანახვას, მაგრამ ყველა ვერ დარჩება საღი გონებით და მყარი მეხსიერებით. და ეს რო გავიგოთ, ფიზიკის კანონებს მივმართოთ. გარე სამყარო, როგორც უკვე ითქვა, ჩვენს პიროვნებაზე გაცილებით უფრო მძიმეა. და თუ ეკრანირებას მოვხსნით, ჩვენ იგივე დაგვემართება, რაც დისკს, თუკი მასთან მაგნიტს მივიტანთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წყლით სავსე ჭიქა ხართ, რომელიც მოშვებული ონკანის ქვეშ დადგეს. თუ ონკანს დროულად არ დავკეტავთ, წყალი გადაავსებს ჭიქას და ძველ სითხეს ახლით ჩაანაცვლებს. ამით გასაგები ხდება, თუ რა დაემართება ჩვენს პიროვნებას, თუკი მესამე თვალს იმ პირობებში გავხსნით, როცა მზად არ ვართ ამისთვის. ამიტომ ამ პროცედურას მათ უკეთებენ, ვისი პიროვნებაც მომწიფდა. ხოლო ასეთი ცვლილებებისადმი მზადყოფნას იმ პიროვნებით განსაზღვრავენ, ვისაც შეუძლია შემომავალი ენერგიის ამ ნაკადის დაკეტვა. იმედია ახლა თქვენთის გასაგებია, რატომ არ შეუძლია ყველას - გახდეს ექსტრასენსი. ვინც მზად არაა, უბრალოდ ჭკუიდან შეიშლება. და ამის დადასტურებისთვის - გაიარეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. იქ ყოველი მეორე მაგიისგან იკურნება. ამიტომ ეს გზა სახიფათოა და ყველა ვერ დაძლევს მას.
გარდა ჩვეულებრივი ჰალუცინაციებისა, რომელიც ადამიანს შეუძლია, რომ გახსნილი მესამე თვალით დაინახოს, ხიფათს ამ ჩვენებების თვისებებიც იწვევს. საქმე იმაშია, რომ ტვინში შემომავალი სიგნალები ეხებიან არა მხოლოდ გვერდით სფეროებს, რომლებიც აღქმაზე აგებენ პასუხს, არამედ ღრმა დონეებსაც, რომლებიც პასუხს აგებენ შინაგან მდგომარეობაზე, თვითგანწყობაზე. თუ გინახავთ „ექსტრასენსების ბრძოლა“, დაინახავდით, როგორ ხდებოდნენ ცუდად გამოცდების დროს, ისინი ყვიროდნენ, გული ერეოდათ, ტიროდნენ, გამოცდის შეწყვეტას ითხოვდნენ... და ყველაფერი იმიტომ,რომ ამ სიგნალებს ნერვული სისტემაც გრძნობს. წარმოიდგინეთ, რომ უცქერთ იმ ადამიანის ფოტოს, რომელიც მოცემულ მომენტში წარმატებით იხრწნება საფლავში. თქვენ საკუთარ ტყავზე შეიგრძნობთ ქსოვილების ლპობას. ტვინი თითქოს ბრძანებას აძლევს ქსოვილებს, რომ დალპნენ. იმუნური სისტემა არ დაეთანხმება ამას და ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას გამოსცემს ორგანიზმის დასახმარებლად. ეს სიგნალები ერთმანეთშ აირევა და რბილად რომ ვთქვათ ეს სასიამოვნო არ იქნება თქვენთვის. ამიტომ, როდესაც ჩემთან ადამიანები მოდიან ქუჩაში და მეუბნებიან: „ალექსეი, თქვენ ალბათ პირდაპირ მხედავთ, ჩემს წარსულს, აწმყოს, მომავალს...“ - მე ვპასუხობ, რომ მეტი საქმე არ მაქვს, რომ თქვენ „გიყუროთ“. ეს არაა სასიამოვნო და ზედმეტად ამას არ გავაკეთებ. ამიტომ როდესაც გესმით, რომ ვიღაც ექსტრასენსი ცუდადაა იმის გამო, რომ გამუდმებით ხედავს ყველაფერს, - ეს ტყუილია, გამუდმებულ რეჟიმში ფსიქიკა ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას (წყლიანი ჭიქის მაგალითივით), და რაც შეეხება ყველა სხვა განაცხადს იმის შესახებ, რომ ექსტრასენსორიკა - მძიმე ჯვარია, შეადარეთ ერთმანეთს ბრმა და მხედველი. ვინ უფრო მომგებიან პოზიციაშია? ზუსტადაც.

მაშ, რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? მაგიური პრაქტიკებისთვის და მათი შედეგებისთვის, გარესამყაროს პირდაპირ ტვინით შეგრძნების სახით, მზად უნდა ვიყოთ. და ალბათ გიჩნდებათ კითხვა: „როგორ გავიგო, მზად ვარ თუ არა?“

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff