ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 10 - საბაზისო ექსტრასენსორული აღქმის გამომუშავება

 

თავი 10 - საბაზისო ექსტრასენსორული აღქმის გამომუშავება

ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ პრაქტიკებზერომლებიც საშუალებას გვაძლევენ გავხსნათ საბაზისო ექსტრასენსორული უნარები. მაგიური მოდელიდან ჩვენთვის ცხადია, რომ ჩვენი ცნობიერება ჩვეულ რეჟიმში სამყაროს სამგანზომილებიან სიბრტყეში აღიქვამს. შესაბამისად, ექსტრასენსორიკა - ესაა ჩვენი ცნობიერების მიერ აღქმულ განზომილებათა რაოდენობის გაზრდა.

იმისთვის, რომ ჩვენი ცნობიერება გავაფართოვოთ, ჩვენ გვჭრდება ენერგია. უფრო მეტიც, რადგანაც თავად ცნობიერება მაღალი სიხშირის ჩაკრების წარმოებულია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალი სიხშირის ენერგია გვჭირდება. სხვა სიტყვებით, ჩვენ უნდა გადავწიოთ ჩვენი ფიქსაციის წერტილი (Точка сборки) ანაჰატა ჩაკრას მიდამოში. და ამისთვის სეფიროტულ მაგიაში გამოიყენება 17-ე არკანის ენერგიას.

17-ე არკანი. ვარსკვლავი 

starეს ძალიან ნიშვნელოვანი არკანია. პირველი მაგიური არკანი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას მაგიურ ცნობიერებად ცვლის. ეს არკანი მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში - სწორედ იგი იძლევა ექსტრასენსორულ უნარებს. მეორეც, ეს არკანი წარმოადგენს საზღვარს გამოვლენილ (ფიზიკურ) სამყაროსა და ნატიფ (სულების) სამყაროს შორის. მითოლოგიაში ამ საზღვარს სტიქსის მდინარე ეწოდება. ამ არკანის არსი მდგომარეობს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ცირკულაციაში, რომელსაც ინდურ მითოლოგიაში პრანას უწოდებენ, ჩინურში ჩი-ს, იაპონურში კი-ს. ამ დონეზე ადამიანის ცნობიერება წყვეტს სიტყვა «ენერგიისადმი», როგორც აბსტრაქციისადმი განწყობას და იგი მისთვის სრულიად კონკრეტული მოვლენა ხდება.

სამწუხაროდ ბევრი კარგად ვერ აფასებს ამ არკანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატიფი მგრძნობელობა უჩნდებათ, ტოვებენ სამყაროს ამ ნაწილის კვლევას და სხვა არკანებში მიდიან. თუმცაღა ეს არკანი, თუკი სეფიროტის ხეს შევხედავთ, პირველი ჰორიზონტალური არკანია. სულ ჰორიზონტალური არკანი სამია: 17, 9 და 4-ე. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერების პრინციპულად ახალ დონეებს. ასე, მაგალითად, ადამიანი,რ ომელიც 17-ე არკანის ქვემოთ ცხოვრობს, სამყაროსთან ურთიერთობს ამ პრინციპით: «არსებობს სამყარო, და მე მის შიგნით ვარ». თუმცაღა როცა 17-ე არკანში მისი ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ადამიანი იწყებს შეგრძნებას, რომ მე და სამყარო - ერთი ვართ. აქედან გამომდინარე მაგებს მტრები არ ჰყავთ. რამდენადაც მაგი სამყაროსთან ერთიანობაში გრძნობს თავს, ზიანს მას არ მიაყენებს, რადგანაც აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. 9-ე არკანამდე მიღწევით მაგი აცნობიერებს, რომ იგი თვითონ რეალურია, ხოლო სამყარო - ეს მისი აზრია, ჰალუცინაციაა. 4-ში მაგი ხვდება, რომ ისიც ჰალუცინაციაა საკუთარი თავისა.

17-ე არკანის პრაქტიკა

17-ე არკანის ენერგია შეესაბამება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეს. როგორც ზემოთ გავარკვიეთ, თავად ეს ენერგია წარმოადგენს ენერგიას ყველა სასიცოცხლო ფორმისათვის დედამიწაზე, ანუ სასიცოცხლო ენერგიას. ამ ენერგიასთან ურთიერთდამოკიდებულება აღწერილია თავად არკანში «ვარსკვლავი». მოდი გავშიფროთ იგი.

ცისფერი ფონი. კარტის ფონი მიუთითებს აქტიურ ჩაკრაზე. ვიშუდჰა. ანუ მდგომარეობაში შესვლისთვის საჭიროა აქტიური ცნობიერება და მაქსიმალური ენერგია მაღალი სიხშირის სფეროებში.

ვარსკვლავი. ვარსკვლავი ამ ენერგიის წყაროს სიმბოლოა - ვარსკვლავი მზის. სწორედ მზის ენერგიაა ის სუბსტანცია, რომლის გარეშეც ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ცოცხალი განადგურდება. ბაქტერიებიც კი ვერ იცოცხლებენ.

შიშველი ქალწული. ცენტრალური ფიგურა ტაროში ყოველთვის მიუთითებს თქვენს ცნობიერებაზე. რადგანაც ქალი შიშველია, აქ საუბარია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტივაციაზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ საჭიროა ინტუიციის ჩართვა. ინტუიტიური აზროვნება - ეს ანალიზის, მოლოდინის, ფიქრის გარეშე აზროვნებაა. მედიტაციის დროს არ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, სწორად აკეთებთ თუ არა ამას, ან რასაც გრძნობთ - რეალურია თუ არა? ყველა ეს კითხვა გამორთული უნდა იყოს. ინტუიცია - ეს ბრმა აღქმაა. თქვენ ღებულობთ ყველაფერს, რაც ამ მომენტში ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

ქალი ერთი ფეხით წყალში დგას, მეორეთი კი ნაპირზე. საერთოდ ტაროში წყალი - ეს დროა. ანუ მდინარე, რომელიც კარტზეა გამოსახული - ეს დროის მდინარეა. მითოლოგიაში ამ მდინარეს სტიქსს ეძახიან. სიკვდილის მდინარე ან სიცოცხლის მდინარე. ამ მდინარეს ორი დასახელება აქვს, რადგანაც მისი დანახვა ორი ნაპირიდანაა შესაძლებელი. თქვენ ხედავთ, რომ კარტზე მხოლოდ ერთი ნაპირია ნაჩვენები, სიცოცხლის ნაპირი. ანუ ის, რომელზეც ჩვენ, ცოცხალი არსებები, ვიმყოფებით. მაგრამ სტიქსს მეორე ნაპირიც გააჩნია, რომელზეც სიკვდილის შემდეგ მოვხვდებით. შეხედეთ სეფიროტის ხეს. ეს არკანი ჰორიზონტალურია და თითქოს საზღვარია ჩვენს სამყაროსა და მკვდრების სამყაროს შორის. ჩვენ ამ ენერგიასთან ცოცხლების პოზიციით ვურთიერთქმედებთ; ქალწულის პოზა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ამ სასიცოცხლო ძალის დროითი ნაკადი.

ქალწული ერთი დოქით იღებს წყალს, მეორეთი კი მიწაზე ასხამს. ამ პროცესს «წრებრუნვა» ეწოდება. სხვათაშორის, ეს ამ არკანის კიდევ ერთი სახელწოდებაა. თქვენ ხედავთ, რომ წყალი მინდორზე იღვრება, მაგრამ ერთი ნაკადული ისევ მდინარეს უბრუნდება. აქ დაშიფრულია სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს შორის ენერგიის გადანაცვლების პროცესი. ანუ სანამ ცოცხლები ვართ, ვიყენებთ ამ ენერგიას, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ჩვენ კვლავ წყაროს ვუბრუნებთ მას. სოციოლოგებმა და ასტრონომებმა დიდი ხანია შეამჩნიეს მზის აქტივობის კავშირი მოსახლეობის სიკვდილიანობასთან.

ნაპირი. ნაპირი დაფარულია სხვადასხვა ყვავილებით, რაც მეტყველებს ცოცხლების ნაპირზე, რომელზეც ამჟამად ვიმყოფებით.

ხე, მასზე მჯდარი ჩიტით. უკანა ფონზე ხე დგას. იგი მიუთითებს ენერგიის ნაკადზე, რომელიც სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს გადის დედამიწაზე. ეს გამოიყურება ასე: მზე ასხივებს ენერგიას, ეს ენერგია შეიწოვება მცენარეების მიერ. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვიკვებოთ მზის ენერგიით, რადგანაც არ გვაქვს სისხლში ქლოროფილი. მცენარეები, ივსებიან რა ენერგიით, იზიდავენ ბალახის მჭამელებს. ბალახის მჭამელები ივსებიან ამ ენერგიით და ადგილიდან ადგილზე გადააქვთ იგი (მიგრაცია). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მცენარეები თავისით არ დარბიან. ანუ მცენარეები ერთგვარ სისხლძარღვებს წარმოადგენენ, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს შეიწოვენ, ხოლო ცხოველები - ეს სისხლის ბურთულებია, რომლებსაც ეს ენერგია სხვა ადგილებში გადააქვთ. შემდეგ ბალახის მჭამელებზე მტაცებლები ნადირობენ. ამგვარად,ისინიც იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. ჩვენ მტაცებლებთან ერთგვარი კავშირის არხი გვაქვს, რომელიც მანიპურასა და ანაჰატას შორის მდებარეობს. ამ არხს ეწოდება ცხოველური ძალის არხი.

გლიფი - ჩიტი. საქმე იმაშია, რომ მტაცებლები დაგროვებულ ენერგიას ამ არხებში ატარებენ და ჩვენ მას ჩვენი სისხლით ვგრძნობთ. ჩვენი სისხლძარღვოვანი სისტემა ერთგვარი ანტენაა, რომელიც იჭერს მტაცებლებისგან მომდინარე ამ არხებს. რადგანაც მთელი ჩვენი სისხლი გულში ტარდება, ცხადი ხდება, თუ რატომაა დაკავშირებული 17-ე არკანი ანაჰატა ჩაკრასთან.

მაშასადამე, რას წარმოადგენს 17-ე არკანი? ესაა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ყოველივე ცოცხალს კვებავს დედამიწაზე. ბაქტერიები და მწერებიც კი იკვებებიან მისით, მაგრამ კარტზე ისინი არ არიან აღნიშნულნი, რადგანაც მათი სიხშირე ძალიან შორსაა ადამიანისგან. მედიტაცია 17-ე არკანზე საშუალებას იძლევა გავჟღინთოთ ანაჰატა-ჩაკრა ენერგიის დიდი რაოდენობით. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ფიქსაციის წერტილი იქაა, სადაც ენერგიის დიდი რაოდენობაა. და თუ ანაჰატაზე მის სიჭარბეს შევქმნით, ფწ მასზე გადაინაცვლებს, რაც მისცემს ჩვენს ცნობიერებას, რომ სამყაროსთან ამ ჩაკრის სიხშირეზე ჰქონდეს ურთიერთქმედება. ერთ-ერთი ასეთი ურთიერთქმედებაა - ექსტრასენსორიკა.

რატომ იწყება ექსტრასენსორიკა ანაჰატა-ჩაკრათი? ჩვენ გავარკვიეთ, რომ ანაჰატა პირდაპირაა დაკავშირებული მზესთან, ხოლო მზე - ეს დროის ცენტრალური საზომია. სწორედ, მის გარშემო ტრიალებს ყველა პლანეტა წლიურ ციკლში. ანუ დროის ათვლა მზისგან იწყება. შედეგად, ანაჰატა ამავე დროს დროით ორგანოსაც წარმოადგენს, ანუ ორგანოს, რომელიც დროს (პლანეტის ბიორიტმს)აღრიცხავს. შესაბამისად, თუ ცნობიერება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეზე იწყებს მუშაობას, ჩვენ ავტომატურად გვიჩნდება გაცნობიერებულობა კიდევ ერთ კოორდინატში - დროში. სწორედ ანაჰატა-ჩაკრას დონეზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცნობიერება 4-ე განზომილებამდე გავაფართოვოთ; ამგვარად აღქმადი ობიექტების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად გაჩნდება ეთერული სხეულის მკაფიო შეგრძნება, რომელიც თავისი ბუნებით 4 განზომილებიანია. მისი მეშვეობით შევძლებთ სხვა ცოცხალი არსებების ეთერული სხეულების დანახვას. მაგრამ არ ვიჩქაროთ. ჯერ პრაქტიკას აგიხსნით.

17-ე არკანის მედიტაცია

meditaciaმედიტაცია მოხდება სხვადასხვა ხატ-სახის წარმოდგენის მეშვეობით. ზოგადად, სიტყვა «მედიტაცია» მოდის ლათინური სიტყვისგან «meditation», რაც ითარგმნება, როგორც «ჭვრეტა» (размышление). არსებობს მედიტაციის, აზროვნების სხვადასხვა მეთოდი. არსებობს ხატ-სახოვანი(образное) აზროვნება. ტაროს კარტები სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა. ღრმა მედიტატიურ მდგომარეობებში თქვენ იწყებთ სხვადასხვა ხატ-სახის, სხვადასხვა გამოცხადების აღქმა.თუ ხატსახეების გარკვეულ თანმიმდევრობას შევქმნით ჩვენს ცნობიერებაში, შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში შესვლა. პირველ ეტაპზე უმჯობესია სწორედ მსგავსი მეთოდი გამოვიყენოთ. თუმცა ეს უფრო იმას ჰგავს, რომ სპეციალურად გამოვიწვიოთ ჩვენში სხვადასხვაგვარი ჰალუცინაციები. მიუხედავად ამისა, ეს აიძულებს ტვინს, რომ ჩვენთვის საჭირო მდგომარეობაში შევიდეს, კერძოდ – 17-ე არკანის მდგომარეობაში.

თავდაპირველად დაჯექით მოხერხებულად. უმჯობესია იმედიტიროთ მდგომარეობაში, როცა ზურგი არ ეყრდნობა სკამის საზურგეს. ეს იმისთვის, რომ არ დაგეძინოთ. მითუმეტეს არ იმედიტიროთ დაწოლილმა, თორემ თქვენი მედიტაცია დილამდე გაგრძელდება.

მიიღეთ მოხერხებული პოზა და გამორთეთ შინაგანი დიალოგი.

გონების საკმარისად მშვიდი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ გადადით ვიზუალიზაციაზე.

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მწვანე მინდორში, რომელიც სხვადასხვა ყვავილებითაა მოფენილი. მზე ძალიან მკვეთრად ანათებს. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ შთანთქავენ მცენარეები მზის ენერგიას. აქ არა მხოლოდ ვიზუალურად უნდა წარმოიდგინოთ, არამედ იგრძნოთ კიდეც პროცესი. ანუ წარმოდგენის შედეგად, რაღაც დროის შემდეგ, თქვენ უნდა გაგიჩნდეთ ამ პროცესის შეგრძნება. ამის აღწერა შეუძლებელია, უბრალოდ რაღაც მომენტში თქვენი ხატ-სახეები თითქოს ცოცხლდებიან. ამასთან გახსოვდეთ, რომ ეს შეგრძნება სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს მცენარეებისთვის. უნდა გრძნობდეთ, რომ მცენარეები სიცოცხლით ივსებიან. როცა შეგრძნებით აღივსებით, წარმოიდგინეთ, რომ მცენარეები იწყებენ ამ ენერგიის გამოსხივებას გარეთ, მწვანე ბურუსის ან მწვანე ნათების სახით. მინდორზე კი სხვადასხვა ბალახისმჭამელი ცხოველები გამორბიან. ისინიც ასევე შთანთქავენ ამ მწვანე ენერგიას. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. გახსოვდეთ, რომ უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფრის რეალობის შეგრძნებას. შემდეგ ეს მწვანე ენერგია გამოდის ბალახისმჭამელებისგან და მიდის მტაცებლებთან. ეს უკვე უბრალოდ მწვანე სინათლე კი არა, ენერგიაა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა. ვიზუალურად მისი წარმოდგენა ადვილია, მაგრამ უნდა იგრძნოთ, რომ სწორედ ეს მწვანე ნაკადია თავად სიცოცხლე. პრაქტიკასთან ერთად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც მწვანე ნაკადმა სიცოცხლის ყველა ფორმა აღავსო, შეგიძლიათ მოიშოროთ მინდორი ცხოველებით და წარმოიდგინოთ, რომ ენერგია მთლიანად თქვენს გარშემოა. ანუ თქვენ იმყოფებით მწვანე სივრცის შიგნით, რომელიც სიცოცხლეს კვებავს. და დაიწყეთ მწვანე სინათლის ამ ნაკადის შესუნთქვა ბეჭების მეშვეობით. სწორედ იქ იმყოფება ცხოველური ძალის არხი. შესუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ შედის მწვანე ენერგიის ნაკადი ზურგის გავლით გულ-მკერდში, ხოლო ამოსუნთქვისას ენერგია კონცენტრირდება მწვანე ბურთად, გულის დონეზე. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს - სხეულის შიგნით თუ გარეთ. ამგვარად თქვენ იწყებთ ამ ენერგიის კონცენტრაციის წერტილის შექმნას თქვენს სხეულში.

მედიტაციის რაღაც მომენტშ შესაძლოა იგრძნოთ, რომ თითქოს «გაცურეთ». ანუ თქვენი ცნობიერების მდგომარეობა იცვლება. ეს ფწ-ს გადანაცვლების ერთ-ერთი მაჩვენებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ ამ შეგრძნებას, არამედ პირიქით - მიენდეთ მას (отдайтесь ему), ამასთან არ დაკარგოთ განწყობითი ხატ-სახეები და არ მისცეთ თქვენს შდ-ს ჩართვის საშუალება. იყავით ენერგიის დაგროვების მდგომარეობაში 20-30 წუთის განმავლობაში.

ეთერული სხეულის გაფართოება

მედიტაციისას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა შეგრძნება განიცადოთ, რომელთაგან ერთ-ერთია - ჩხვლეტა თითებსა და ხელისგულებზე. თუმცა ეს შეგრძნებები შესაძლოა მთელს სხეულზეც იყოს. ეს დაკავშირებულია ეთერული სხეულის გაფართოებასთან. რადგანაც სასიცოცხლო ენერგია მოგვემატა, ხოლო ეთერული სხეული - სიცოცხლის სხეულია, იგი ცოტათი გაფართოვდა და ჩვენი ფწ ასევე ცოტათი უნდა გადანაცვლებულიყო ანაჰატას რაიონში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს აღვიქვათ ოთხ განზომილებიანი ობიექტები, რომელსაც წარმოადგენს ეთერული სხეული.

სავარჯიშოები ტაქტილური შეგრძნების განვითარებისთვის

ტაქტილური მგრძნობელობა – ეს ეთერული სხეულის მგრძნობელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ექსტრასენსორიკის პირველი დონეა. ესაა ინფორმაციის ხელებით მიღების უნარი. და მაშინვე, 17-ე არკანზე მედიტაციის შემდეგ, გადადით მომდევნო სავარჯიშოზე.

დაიჭირეთ ხელები მხრების დონეზე, ერთმანეთისკენ ხელისგულებით. დაიწყეთ კონცენტრირება თითებსა და ხელისგულებზე ჩხვლეტის შეგრძნებაზე. შეეცადეთ აზრობრივად გააძლიეროთ იგი. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი აზრობრივად მიაახლოვებთ ხელისგულებს ერთმანეთთან, სინამდვილეშ კი თავის ადგილზე დატოვებთ მათ.

მას შემდეგ, რაც მიაღწევთ მაქსიმალურ შეგრძნებას ხელისგულებზე, დაიწყეთ მათი რეალური გადაადგილება ერთმანეთის მიმართ ზამბარისებური მოძრაობებით, თითქოს ჰარმონიკაზე უკრავთ. გააკეთეთ ეს ნელა, ამასთან მთელი თქვენი ყურადღება კონცენტრირებულია ხელისგულებიდან 2-3 სმ სივრცეზე. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ეთერული ხელების საზღვრები, ანუ ერთმანეთს მიადოთ ეთერული ხელები. ამასთან გაჩნდება შეგრძნება, რომ ხელები ერთმანეთისგან განიზიდებიან, როგორც მაგნიტის პოლუსები.

შემდეგ დაიწყეთ ერთი ხელის გულით, ხელის სხეულის ზედაპირზე მოძრაობა, ისე რომ არ შეეხოთ, და ეცადეთ შეიგრძნოთ ეთერული სხეული მის სხეულის ყოველ ნაწილზე. შემდეგ ხელი შეცვალეთ. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად მიმართავთ ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერად ჩაიწერება ეს უნარი თქვენს მოლაპარაკებაში. თუ თავიდან ეთერული მგრძნობელობის გასაძლიერებლად 17-ე არკანში გჭირდებათ შესვლა, დროთა განმავლობაში საკმარისი იქნება ხელისგულებზე ყურადღების კონცენტრაცია იმისთვის, რომ მაშინვე იგრძნოთ ეთერული სხეული.

ამასთან მინდა ავხსნა 17-ე არკანის მედიტაციის მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ ბევრი ბუნებრივადაა დაჯილდოვებული ძლიერი ეთერული სხეულით და მაშინვე შეუძლიათ მისი შეგრძნება, მაგრამ ეს არ აძლევს საშუალებას მის ცნობიერებას, რომ ოთხ განზომილებიან აღქმაში ჩაერთოს. სხვა სიტყვებით, თუ ფწ ანაჰატაზეა, ეთერული სხეულით სკანირება, გარდა ტაქტილური მგრძნობელობისა, იძლევა ასევე ინფორმაციას ობიექტზე. მაგალითად, ადამიანის ეთერული სხეულის ზედაპირზე ხელის მოტარებისას, თქვენ არა მხოლოდ ამ სხეულის საზღვრებს შეიგრძნობთ, არამედ იგრძნობთ პრობლემურ მიდამოებსაც, რაც მოგცემთ ინფორმაციას ორგანიზმის სისტემაში შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ. ანუ ამგვარი აღქმის განსხვავება ისაა, რომ თუ ცნობიერება ანაჰატას სიხშირეზე დაიწყებს მუშაობას, თქვენ არა მხოლოდ ტაქტილურად იგრძნობთ, არამედ გააცნობიერებთ კიდეც ობიექტს. მაგრამ ეს მოგვიანებით, მანამდე კი ისწავლეთ ტაქტილური მგრძნობელობის განვითარება გაცილებით მარტივ საგნებზე.

თავიდან მოსინჯეთ ყველაფერი. კედლები, საგნები, მცენარეები და ცხოველები. შემდეგ - ვინმეს მაგიდაზე დაალაგებინეთ რამდენიმე საგანი, თქვენ კი დახუჭული თვალებით აღმოაჩინეთ მათი ადგილმდებარეობა. შემდეგ დაალაგეთ სხვადასხვა მასალის საგანი - მეტალის, ხის და ქვის. მოახდინეთ მათი სკანირება. იპოვეთ განსხვავება ტაქტილურ შეგრძნებაში და დახუჭული თვალებით სცადეთ განსაზღვროთ - რისგანაა დამზადებული ესა თუ ის საგანი.

დადეთ მაგიდაზე ორი ფურცელი, ერთი, მაგალითად, წითელი ფერის, მეორე კი - ლურჯი. ფერიც კი განსხვავებულ შეგრძნებას იძლევა და კვლავ დახუჭული თვალებით შეეცადეთ - განსაზღვროთ ფერი.

შეგიძლიათ ასობით სავარჯიშო მოიფიქროთ ტაქტილური მგრძნობელობის განსავითარებლად. თუ ამას დღეში ერთ საათს დაუთმობთ, მაშინ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, თქვენი ტაქტილური მგრძნობელობა იმდენად ძლიერი გახდება, რომ თავადაც გაოცდებით. თუმცაღა ფრთხილად იყავით ადამიანების სკანირებისას. პირველ რიგში, არასოდეს შესთავაზოთ ეს ადამიანებს, რომლებიც «ამ თემაში არ არიან». მათ შეუძლიათ არასწორად გაგიგონ, განსაკუთრებით მფრთხალებს კი შეუძლიათ ფსიქიატრიულიდანაც გამოიძახონ ვინმე. ასევე შეიძლება ბევრი ენერგეტიკული ჭუჭყი აიღოთ საკუთარ თავზე, ასე რომ შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რატომ გტკივათ მუცელი, ან რატომ დასუსტდა იმუნიტეტი.

ივარჯიშეთ. მაგიის მაღალ სფეროებზე გადასვლა ანა-ბანას ცოდნის გარეშე, სახიფათოა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff