ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 8. ტაროს დაბალი არკანები

 

თავი 8. ტაროს დაბალი არკანები

სამყაროს მაგიური მოდელის აღწერისას, აუცილებელია განვიხილოთ ტაროს დაბალი არკანებიც.როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ტაროს კარტები - წიგნის ფურცლებია, რომელშიც დაშიფრულია სამყაროს აგებულება. მაღალი არკანები წარმოადგენენ სამყაროს წყობას ვერტიკალში. მათთან მუშაობას მივყავართ ფწ-ს ზემოთ აწევიუსკენ, რასაც ეწოდება ვერტიკალური ევოლუცია. მაგრამ მხოლოდ ამ არკანებთან მუშაობა არაა საკმარისი, რადგანაც აუცილებელია განვითარება ჰორიზონტალზეც. და ამ ჰორიზონტალს აღწერენ დაბალი არკანები.

ვიზუალურად დაბალი არკანები გამოიყურებიან, როგორც 56 კარტი, დაყოფილი 4 მასტად: კვერთხები, ხმლები, პენტაკლები (დინარები) და თასები. ეს მასტები მიუთითებენ სამყაროს მოწყობილობის კიდევ ერთ თავისებურებაზე – ხუთი პირველ-ელემენტის, ხუთი სტიქიის პრინციპზე: ცეცხლი (ხმლები), მიწა (პენტაკლები), წყალი თასები), ჰაერი (კვერთხები) და ეთერი (სიცოცხლე). მაგრამ ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ ოთხ სტიქიაზე, ეთერის გამოკლებით, რადგანაც იგი იქმნება ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწის გადაკვეთის წერტილში.

ხუთი სტიქიის ამ პრინციპზე მრავალ უძელეს კულტურაშა საუბარი. თანამედროვე მეცნიერებს ასეთი მიდგომა პრიმიტიულად მიაჩნიათ, რადგანაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ელემენტები უფრო მეტია (იხ. მენდელეევის პერიოდული სისტემა). არადა ეს უძველესი მოდელი დაფუძნებულია ატლანტების ცოდნაზე, რომლებიც ბევრად უსწრებენ ჩვენსას. მთელი სამყარო მართლაც შედგება ამ ხუთი სტიქიისგან. მცირე არკანების მაგიას სტიქიების მაგიას, ან პრაქტიკულ მაგიასაც უწოდებენ.
მაშ, რა არის სტიქიები? თანამედროვე ენაში არის სხვა დასახელება - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა. მიწა - მყარია, წყალი - თხევადი, ჰაერი - გაზისმაგვარი, პლაზმა - ცეცხლის მატერიაა და ყველაფრის შეერთებით მიიღება ეთერი - სიცოცხლის მატერია. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, მაგიდა განეკუთვნება მიწის სტიქიას, თუმცა სინამდვილეშ იგი შედგება ყველა ელემენტისგან. უბრალოდ სტიქიები გაცილებით მეტს აღწერენ, ვიდრე უბრალოდ მატერიის მდგომარეობას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვასწავლეს სივრცეშ ორიენტირება მხოლოდ სამ ძირითად კოორდინატში - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. სტიქიები წარმოადგენენ დამატებით კოორდინატებს იმავე სივრცეში. და სტიქიების მაგია გვასწავლის ჩვენი ყურადღების გადანაცვლებას ამ პირველ-ელემენტთა სიხშირეებზე.

ზემოთ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სამყარო თავისთავად არ წარმოადგენს მყარი ობიექტების სამყაროს, არამედ უფრო მეტად რადიო-ტალღების სამყაროს ჰგავს, რომლებსაც ჩვენი ტვინი იჭერს. ეს სიგნალი ჩვენს შეთანხმებას წარმოადგენს, რეალობის ნაწილს, რომელსაც აღვიქვამთ. მოდით, მაგალითისთვის გავარჩიოთ რეალობის ისეთი ნაწილი, როგორიცაა ბგერა.

ფიზიკიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ტალღას გარკვეული პარამეტრები გააჩნია. პირველ პარამეტრს ეწოდება სიგნალის ამპლიტუდა. იგი მიანიშნებს ბგერის სიმძლავრეზე, მისი ხმის სიმაღლეზე. ეს პარამეტრი წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას. მოცემულ შემთხვევაში - რა არის ცეცხლი?ესაა გამოსხივება, ენერგია. ცეცხლი უბარლოდ იმპულსის სიმძლავრეს აჩვენებს, ენერგიის რაოდენობრივ მაჩვენებელს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რადიო-მიმღები, საიდანაც ვისმენთ, როგორ მღერის ვიღაც მომღერალი. თუ გვინდა, რომ მოსმენადობა გავზარდოთ, ხმას ავუწევთ რადიომიმღებზე. შედეგად ჩვენ არ ვაიძულებთ მომღერალს, რომ ხმის იოგები დაიწყვიტოს, არამედ მხოლოდ რადიოსიგნალის სიმძლავრე გავზარდეთ რადიომიმღებში, გამაძლიერებელს მეტი ელექტროობა მივაწოდეთ, და შედეგად სიგნალის ამპლიტუდა გაიზარდა.

ამრიგად, ცეცხლის სტიქია - ესაა სიგნალის ამპლიტუდა, სიმძლავრე, გამოსხივება, ენერგია, ასევე ეს სტიქია აკონტროლებს ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა: ხმამაღლა/ხმადაბლა, მეტი/ნაკლები, თბილი/ცივი. ანუ სიგნალის რაოდენობრივ მაჩვენებელს. დროის თვალსაზრისით ცეცხლი - ესაა აწმყო.

ბგერითი ტალღის შემდეგი პარამეტრია - სიგნალის სიხშირე. თავად სიტყვა «სიხშირე» მომდინარეობს სიტყვისგან «ხშირად», ანუ ჩვენ კონკრეტულად გვაძლევენ მინიშნებას დროის მაჩვენებელზე. სხვა სიტყვებით, სიხშირე მიუთითებს სიგნალის დროში განგრძობადობაზე. სახელდობრ, რამდენად ხანგრძლივად ჟღერს ეს ბგერა აწმყო მომენტისთვის, ანუ უკან დროში. ეს წყლის სტიქიაა.

რატომ აჩვენებს სწორედ წყალი სიგნალის განგრძობადობას? საქმე იმაშია, რომ წარსული სრულიად კონკრეტული მოვლენებისგან შედგება. თუ მომავალი უცნობია, და იქ შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს, წარსულში სწორედ ის მოხდა, რაც მოხდა. შედეგად მოვლენები თითქოს შენელდნენ დროში და მუდამ იქ იმყოფებიან შენელებულ რეჟიმში. ანუ ისინი იქ დაფიქსირდნენ, როგორც სრულიად კონკრეტული მოვლენები. ეს წყალში მოძღაობას გვაგონებს. გაიხსენეთ, როგორ ცურავთ წყლის ქვეშ. მოძრაობა ნელია, დამუხრუჭებული. წარმოიდგინეთ, რომ წყლით სავსე ვანაში მონეტას აგდებთ. წყალთან შეხებამდე იგი ჩვეული სიჩქარით მიფრინავდა, და როგორც კი წყალშ მოხვდა - შენელდა. ასე რომ, წარსული - ეს შენელებული დროა, ანუ დროის დამუხრუჭების ზონა. აქედანაა სიხშირის პარამეტრი - წყლის სტიქია. ანუ ჩვენს მაგალითში ბგერის ტალღაზე წყლის სტიქია ასახავს, რამდენად ხანგრძლივად ჟღერს ეს ბგერა - დროის მაჩვენებელს.

ამრიგად, წყლის სტიქია - ესაა სიგნალის სიხშირე, დრო, შენელება, დინებადობა, დროში განგრძობადობა.

ბგერითი ტალღის შემდეგი პარამეტრი - ესაა სიგნალის სტრუქტურა. მოცემულ შემთხვევაში სტრუქტურა ასახავს ამ ტალღის თავად არსს, მის ფორმას და პასუხობს კითხვაზე: «და სახელდობრ რა ბგერაა ეს?» სიმღერაა თუ მონოლოგი. ლექსები თუ ვინმეს ყვირილი? ანუ სტრუქტურა აღწერს ინფორმაციას, რომელსაც ეს სიგნალი ატარებს. ამაზე პასუხს აგებს მიწის სტიქია. მიწა - ეს მატერიაა, ხოლო მატერია ძალიან კონკრეტულია. აქედანაა, რომ ამ სტიქიას ტაროში დინარების მასტით გამოსახავენ. და როგორც ცნობილია, ფული - ასევე კონკრეტულია და ამასთან მატერიალური.

ამრიგად, მიწის სტიქია - ესაა სიგნალის სტრუქტურა, ფორმა, ინფორმაცია, სიმკვრივე. აკონტროლებს სიგნალის ხარისხობრივ მაჩვენებელს. დროის თვალსაზრისით მიწა, ისევე როგორც ცეცხლი, ასევე აწმყოს აჩვენებს, თუმცა როგორც ინფორმაცია მიწა ყველა დროით ტრაექტორიაშ არსებობს.

და არის კიდევ ერთი პარამეტრი, რომელსაც ხმაორის დონეს ვუწოდებთ. ფიზიკაში იყენებენ ტერმინს - «ტალღის სიგრძე». საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ სიგნალს გააჩნია განგრძობადობა არა მხოლოდ წარსულ დროში, არამედ მომავალშიც. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ბგერა – ესაა სიტყვა, რომელიც ტყეს შევძახეთ. ჩვენ უკვე აღარ ვყვირივართ მას, მაგრამ როგორც ექო, ჯერ კიდევ გვესმის. მაგრამ რაც უფრო შორია იმ მომენტისგან, როცა ის წარმოვთქვით, მით უფრო გაუგებარია ეს სიტყვა. რაც უფრო შორსაა ობიექტი წყაროსგან, მით უფრო მეტი აქვს ხმაურის დონე. ეს ჰაერის სტიქიაა. საქმე იმაშია, რომ ჰაერი ყოველთვის ქაოტურ მდგომარეობაში იმყოფება და არასოდეს გააჩნია მკაფიო ფორმა. იგივე ეხება მომავალსაც. იგი არასოდესაა ზუსტად განსაზღვრული. მაგალითად, თქვენ იცით, სად იქნებით ხვალ, შესაძოა წარმოდგენა გაქვთ, სად იქნებით ერთი კვირის შემდეგ. რა გელით ერთი თვის შემდეგ - უკვე არც თუ მკაფიოდ ჩანს, და სად იქნებით ერთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ? უცნობია. რაც უფრო შორსაა აწმყოსგან, მით უფრო ქაოსურად განიხილება მომავალი, მით უფრო მეტი ვარიანტია. აქედანაა, რომ ამბობენ - მომავალი მრავალვარიანტიანია.

ამრიგად, ჰაერის სტიქია - ესაა ხმაურის პარამეტრი სიგნალში, ქაოსი, განგრძობადობა წინ, მომავალ დროში, აჩქარება, მომავალი.

რაც შეეხება მეხუთე სტიქიას, იგი ამ ოთხისგან ფორმირდება, ანუ სიცოცხლის გაჩენისთვის აუცილებელია ოთხივე ელემენტი. და აი სწორედ ეს ელემენტები წარმოადგენენ შეთანხმებას. ჩვენი აღქმის რეალობას.

მაგრამ მოდით, გავამყაროთ. ამრიგად, ტყეშ შევედით და დავიყვირეთ რაღაც სიტყვა. ხმის სიმაღლე, რომლითაც დავიყვირეთ, - ესაა ცეცხლი. სამი წამის განმავლობაში ვყვიროდით ამ სიტყვას - ეს წყალია. კონკრეტულად რა დავიყვირეთ - ეს მიწაა. და ექო, რომელიც გავიგონეთ, - ეს ჰაერია.

ახლა დავუბრუნდეთ მაგიდას. გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ მას ოთხივე სტიქია გააჩნია? წყალი მასშ იქნება მისი განგრძობადობა წარსულში, ანუ როდის გააკეთეს, რამდენი ხანია აქ დგას. მიწა - თავად მაგიდაა. ეს ხომ სკამი არაა. ანუ ის, რომ ობიექტი მაგიდას წარმოადგენს, - ეს უკვე მიწის პარამეტრია. ან მაგალითად ის, რომ მაგიდა ხისაა. ანუ ინფორმაცია, რომელიც ობიექტისგან ავიღეთ. ჰაერი მაგიდაში - ესაა მისი განგრძობადობა მომავალში. რამდენ ხანს გვემსახურება, სად აღმოჩნდება ბოლოს და ა.შ. ცეცხლი - ეს ენერგიაა, და მოცემულ შემთხვევაში ესაა ენერგია, რომელიც მოლეკულებს მაგიდაში სწორედ ამ სახით ინარჩუნებს. თუ მაგიდას დავწვავთ, ეს ენერგია გამოთავისუფლდება და სითბოს გამოიმუშავებს. სწორედ ეს იქნება ცეცხლი მაგიდაში.

ახლა გავართულოთ ხატ-სახე და განვიხილოთ ადამიანი სტიქიების თვალსაზრისით. ცეცხლი ადამიანში - ესაა ენერგიულობა. ამბობენ: «იგი ადამიანებს აღანთებს». აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა რაოდენობის ენერგიის გამოცემა შეუძლია კონკრეტულ ადამიანს. მისი კინეტიკური ენერგია. წყალი ადამიანში - მისი პირადი ისტორიაა. სად იყო გუშინ ან ერთი წლის წინ. ან როგორი იყო მისი ჯანმრთელობა წარსულში. სიგნალის განგრძობადობა. დავუშვათ, ადამიანის ასაკი - ასევე წყლის სტიქიაა. თუმცაღა ასაკი, როგორც ინფორმაცია - ეს უკვე მიწაა. ასევე მიწა იქნება მისი სხეული. უმცა, მაგალითად, მისი სახელი - ასევე მიწის პარამეტრია. თუ გთხოვენ რომელიმე თქვენი ნაცნობის აღწერას, მაშნ გარეგნობის, ხასიათის შტრიხების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის აღწერისას, თქვენ აღწერთ მიწის სტიქიას ადამიანში. ხოლო ჰაერი ადამიანშ - მისი მომავალია. ჩვენ ზედაპირულად განვიხილეთ ადამიანი, სტიქიები კი ყველაფერშია, ადამიანის პიროვნებაშიც. მაგალითად, ენერგიული ადამიანი - ცეცხლოვანია, წყლის ადამიანები - ნელები არიან, მიწის ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი პედანტები არიან, ხოლო ჰაერის ადამიანები შესაძოა მოუხეშავნი იყვნენ. თუ მაგიით დაკავდებით, ისწავლით სამყაროში ამ სტიქიების დანახვას.

ამრიგად, მთელი სამყარო შედგება ოთხი სტიქიისგან, რომლებიც გადაკვეთაზე ქმნიან მეხთეს - სიცოცხლეს. ესაა ე.წ. სტიქიების ჯვარი. მოცემული ჯვარი წარმოადგენს ჩვენი სამყაროს სიმბოლოს, რომელიც ამ ელემენტებისგან შედგება. ამ ჯვარს გააჩნია მრავალი ვარიანტი, თუმცა მისი მხარეები აუცილებლად თანაბარია, და სტიქიები ურთიერთსაწინააღმდეგოდ განლაგდებიან (ცეცხლი - წყალი, ჰაერი - მიწა), ცენტრშ კი გამოსახულია სიცოცხლის რომელიმე ობიექტი. ადრე გამოსახავდნენ ადამიანის ფიგურას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ სიმბოლოდ ჯვარცმა აიღო, დაიწყეს ვაშლის ან ვარდის დახატვა. აქედანაა როზენკროიცერების ორდენი - ჯვრისა და ვარდის ორდენი. ასევე ამ ჯვრის ცენტრში წრეა. რას ნიშნავს იგი?

იცით, ჩვენი სამყაროს ელემენტები, რომლებსაც ჯვრის მხარეები განასახიერებენ, სხვადასხვა მდგომარეობაშ იმყოფებიან. მაგალითად, ცეცხლზე ვერ ვიტყვით უბრალოდ «ცხელს». არსებობს ცეცხლის სხვადასხვა ტემპერატურა, რომლის გაზომვაც შეიძება. ან მაგალითად მიწა, რომელიც ასევე განსაზღვრავს ობიექტების სიმკვრივეს, - იგი ასევე ცვალებადია: მაგალითად, ხე ერთ სიმკვრივეს ფლობს, ტყვია კი - მეორეს. ანუ ყოველი სტიქია გაზომვადია. და აი, ამა თუ იმ სტიქიის ეს სხვადასხვა მდგომარეობათა წერტილები აღნიშნულია ტაროს მცირე არკანებში სწორედ როგორც საზომი ერთეულები. აქედან გამომდინარე ეს წრე ცენტრში აერთიანებს ყოველი სტიქიის ორიანებს. შემდეგ მოდის სამიანები, ოთხიანები და ა.შ. თავად კარტები უბრალოდ გლიფებს შეიცავენ, რომლებიც აღწერენ ცნობიერების შესვლის ალგორითმს ამა თუ იმ სტიქიაში. ჩვენ ამას სტიქიების გადანაცვლებას (сдвиг по стихии) ვუწოდებთ.

როგორ შეიძლება სტიქიაში გადანაცვლება და რის გადანაცვლება ხდება?

საქმე იმაშია, რომ სტიქიებიდან ნებისმიერს შეუძლია გახდეს დომინანტი. არსობრივად, თუ ეს მოხდება, სტიქიაში თქვენი მთელი ენერგეტიკა გადაინაცვლებს. შეიძება ითქვას, რომ თავიდან ფწ იწყებს გადანაცვლებას, მას კი ჩვენი ენერგია მიჰყვება, ან იქნებ პირიქით. და რადგანაც პირველ სამ კასტას მთელი ენერგია პირველი სამი ჩაკრას დონეზე აქვს (ჩვენ კი გვახსოვს, რომ ეს სხეულის მექანიზმებია), გადანაცვლება სტიქიაში სხეულში ხდება. როგორ გამოიყურება ეს?

მაგალითად, გადანაცვლება ცეცხლში გამოიყურება, როგორც სხეულის ტემპერატურის მომატება. რატომ ხდება ეს ვირუსული დაავადებების დროს? იმიტომ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას ხარჯავს ვირუსებთან ბრძოლაში. მაგრამ მაშნ რატომ ვცდილობთ, რომ პირველ რიგშ ტემპერატურა დავაგდოთ? საქმე იმაშია, რომ ცეცხლი - არაა უბრალოდ ენერგია, რომელიც პროცესებს აძლიერებს. ასევე იგი აძლიერებს ვირუსების გამრავლებასაც. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგდებთ ტემპერატურას და გადავინაცვლებთ წყლის სტიქიაში. წოლითი რეჟიმი, უძრავი მდგომარეობა და ა.შ. საჭიროა სწორედ ორგანიზმის დამუხრუჭებისთვის. მაშნ ვირუსები კვდებიან და იწყება გამოჯანმრთელება.

აი, მაგალითად, წყალშ გადანაცვლება გამოიყურება, როგორც სხეულის სხვადასხვა შეშუპებები. იღვიძებ დილით, მიდიხარ სარკესთან და ხედავ, რომ სახეზე ერთი დიდი წყალშ გადანაცვლებაა. და მართლაც, როდესაც გვძინავს, ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემა შენელებულ რეჟიმში შედის. აქედანაა მთელი ეს შეშუპებებიც.
მიწაში გადანაცვლება სხეულის დონეზე გამოიყურება, როგორც მაგალითად კენჭები თირკმელებში. სხეულის, სახსრებისა და ძვლების გაქვავება - ესეც ასევე მიწისკენ გადანაცვლებაა.

ხოლო გადანაცვლება ჰაერისკენ, პირიქით, მყარ ობიექტებს უფრო ფაქიზს ხდის. ცვივა თმა, კბილები, იზრდება ძვლების მსხვრევადობა - ეს ყველაფერი ჰაერის სტიქიაში გადანაცვლების მაჩვენებელია.

ცეცხლისა და წყლის ურთიერთწინააღმდეგობასთან დაკავშირებით გასაგებია: წყალი აქრობს ცეცხლს, ხოლო ცეცხლი აორთქლებს წყალს. მაგრამ რატომ წარმოადგენს ჰაერი მიწის საწინააღმდეგო მხარეს? მიწა - ეს სტრუქტურაა. მაგალითად, აიღეთ მექანიკური საათი. ყველა ჭანჭიკისგან შემდგარი მექანიზმი საათის სტრუქტურა იქნება, ანუ მიწა. შემდეგ მკვეთრად შეარხიეთ საათი. თქვენ აძიერებთ ქაოსის სფეროს საათში, და შედეგად მექანიზმი შეიძება მოირყეს და გაფუჭდეს. ანუ მატერიის აჩქარებას მის ცვეთამდე მივყავართ. ვფიქრობ, გასაგებია.

დავუბრუნდეთ სტიქიების მაგიას. მაგები სწორედ იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომ მთელი მათი ენერგეტიკა კონცენტრირებულია მაღალსიხშიროვანი ჩაკრების სფეროში, ანუ ცნობიერების სფეროში. ხოლო ცნობიერება არ წარმოადგენს მატერიალურ ობიექტს. შედეგად, მაგები სპეციალურად გამოყოფენ ერთ სტიქიას, დომინანტად აქცევენ მას, და შედეგად გადანაცვლება ხდება ცნობიერების დონეზე იმ დროს, როცა ფიზიკური სხეული სტიქიების ცენტრში რჩება, სადაც ჩვენშ სიცოცხლის სტიქია მდებარეობს. ამაშია ტაროს მცირე არკანებთან მუშაობის არსი. და გადანაცვლების უნარი მათშა აღწერილი. ხოლო გადანაცვლების ხარისხი აისახება მარტივი ციფრებით: ორიანებით, სამიანებით და ა.შ.

უფრო გასაგები რომ იყოს, აღვწერ ცნობიერების გადანაცვლების მექანიზმს ყოველი სტიქიის ორიანამდე.

მაგალითად, საჭიროა გულის მუშაობის დიაგნოსტიკა ადამიანში. სტიქიების შესაბამისად ჩვენ აღვიქვამთ გულის სხვადასხვა პარამეტრებს. წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს 4 ექსტრასენსი, სტიქიების 4 მაგი. ცეცხლის მაგი დაინახავს გულის სიგნალის სიმძლავრეს. ვიზუალურად ეს გამოჩნდება, როგორც გულის ნათების უნარი (სიკაშკაშე).

– თქვენ ძლიერი გული გაქვთ, კარგად ანათებს. თქვენ კი სუსტი - მცირედ ანათებს, მოუფრთხილდით მას.

მაგრამ იმისთვის, რომ მაგმა გაიგოს, რომელი ნათება უფრო ძლიერია და რომელი სუსტი, მან რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა დაასკანეროს. აუცილებელი გამოცდილების შეძენის შემდეგ იგი უკვე ორიენტირებას მოახდენს.

წყლის მაგი, როგორც ჩვენ გვახსოვს, დროსთან მუშაობს. როგორ აკეთებს ამას? ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის გულიც, დროში მოძრაობს. ეს მოძრაობა მკაფიო და თანმიმდევრულია. და იგი საიდანღაც მოდის. წყლის ორიანებზე განწყობისას, მაგი ყურადღების კონცენტრაციას ახდენს გულზედა თითქოს მისი დროში მოძრაობის საპირისპირო წინააღმდეგობას ქმნის მისთვის. სხვა სიტყვებით, მაგი გულს ამუხრუჭებს და დამუხრუჭების სფეროს ქმნის. მაგრამ გული არ ჩერდება (ყოველ შემთხვევაშ ორიანებში, აი რვიანებშ კი მისი გაჩერებაც შეიძლება), იგი მოძრაობას აგრძელებს, მაგრამ მაგი უკვე გრძნობს ტრაექტორიას, რომლითაც გული აწმყოში «მოვიდა». ამის შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულია მაგის ამ სტიქიასთან მუშაობის უნარზე. ასე შეიძება გულის წარსულში გადანაცვლება და ნახვა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი დროის გარკვეულ მომენტში.

მიწის მაგებმა განწყობისას უბრალოდ იციან, რა სჭირს გულს. ისინი იღებენ ინფორმაციას, როგორც ასეთს. საერთოდ, მიწის მაგია ყველაზე რთულია ასათვისებლად, და თუ ვისაუბრებთ ამ სტიქიის ექსტრასენსორიკაზე, მიწის მაგები აღწერენ სამყაროს, როგორც ძაფების უსასრულო რაოდენობას. ეს ძაფები ძველ სატელეფონო სადგურებს გვაგონებენ. გახსოვთ, სადენების ეს უზარმაზარი რაოდენობა? მიუერთდები ერთს - მოისმენ ერთ საუბარს, მიუერთდები მეორეს - მოისმენ მეორს. სწორედ ასევე მიწის მაგები ეჭიდებიან გულის ძაფს, როგორც ტელეფონის ოსტატი სატელეფონო კაბელს, და ხედავენ, ესმით, გრძნობენ იმ ინფორმაციას, რომელიც იქაა. ასეთი მაგები ძალზე იშვიათია ბუნებაში.

დარჩა ჰაერის ექსტრასენსი. აქ, როგორც გვახსოვს, საქმე გვაქვს სიგნალის განგრძობადობასთან მომავალში, ანუ სიგნალის აჩქარებასთან. თუ გული დროში საიდანღაც მოძრაობს, შესაბამისად იგი სადღაც მიდის. ანუ მოძრაობის ტრაექტორია არსებობს და შესაძლებელია მისი შეგრძნება. თუკი ქვას გადავაგდებთ, სანამ იგი მიფრინავს, თქვენ უკვე დაახლოებით იცით, სად დაეცემა იგი. ასევეა გულზეც. დროში წინ მოძრაობისას, იგი უბრალოდ იმეორებს ძველ ტრაექტორიას. სამუშაო დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც წყლის მაგის შემთხვევაში, მაგრამ ახლა გული კი არ მუხრუჭდება, არამედ პირიქით, ჩქარდება. ჰაერის მაგი გრძნობს ტრაექტორიას და მასში გადანაცვლებას იწყებს. და რაც უფრო შორს გადაინაცვლებს მაგის ყურადღება, მით უფრო გადღაბნილი (არამკაფიო) ხდება ტრაექტორია. ამგვარად მაგს შეუძლია დაინახოს გულის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდეს. ყველაფერი დამოკიდებულია მაგის უნარებზე - გადაინაცვლოს სტიქიაში. კარგი წინასწარმეტყველები საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გელოდებათ მომავალში, არამედ განტოტვაზეც. რადგან შეიძლება გულის დაღუპვაც, და ჯანმრთელად ცხოვრებაც. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებთ ახლა, ფორმირდება გარკვეული განტოტვები მომავალში. ჰაერის მაგები გრძნობენ მათ და რჩევას იძლევიან, თუ რა უნდა შეცვალონ, რომ ცხოვრების უფრო სასიკეთო მხარეს გადავიდნენ.

იმედი მაქვს, ახლა გასაგებია, როგორაა შესაძლებელი წარსულის ან მომავლის დანახვა. აქ არაა არანაირი ჯადოქრობა. ყველაფერი მეცნიერულად იხსნება.
არიან ასევე სიცოცხლის სტიქიის მაგებიც. ისინი ხედავენ სასიცოცხლო ენერგიის რა რაოდენობა დარჩა თქვენს გულში. როგორც წესი, ეს ადამიანები მკურნალები არიან და ხშირად სხვა სტიქიებსაც იყენებენ.

ამრიგად, თუკი განვიხილავთ სამყაროს, როგორც საინფორმაციო-ენერგეტიკულ სიგნალს, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშ გადის, შეგვიძლია იგი რამდენიმე შემადგენელად დავყოთ, რომლებსაც უძველესი დროიდან სტიქიებს უწოდებდნენ. სტიქიების მაგია ასწავლის, ჩვენი ცნობიერების გამოყენებით როგორ ვიურთიერთოთ სამყაროსთან ცალკე აღებულ სტიქიაში. ეს მაგს შესაძლებლობას აძლევს, რომ გარესამყაროს სხვადასხვა პროცესებზე იმოქმედოს და სიგნალის ხელახალი კოდირება მოახდინოს. მაგის ზეგავლენის ძალა აღიწერება ტაროს მცირე არკანებით, რომლებშიც მინიშნებულია ამა თუ იმ სტიქიის ზომის ერთეული. ეს მინიშნება დაშიფრულია კარტში ალგორითმის სახით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სივრცის მოცემულ წერტილში შესვლა. და ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

დავუშვათ, მთაზე ახვედით. ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის აღქმაც სტიქიის ჯვრის ცენტრში იმყოფება, უბრალოდ ქვის ნაჭერს ხედავს. მაგს კი შეუძლია უფრო მეტი ინფორმაცია აიღოს აქედან. ორიანებში ეს მთა ენერგიას გამოასხივებს, სამიანებში მაგი ხედავს, როგორ მოძრაობს ეს ენერგია და ურთიერთქმედებს სივრცესთან, ოთხიანებში იგი ამ ენერგიის სახელს გებულობს (ხარისხს, მაგალითად სამკურნალოა თუ არა იგი). ხუთიანებშ ამ მთის გონს გრძნობს, ექვსიანებში ამ ენერგიის წყაროს (პორტალს) გრძნობს. შვიდიანებში იმორჩილებს მას, რვიანებშ მთის ძალა მაგს ეკუთვნის, ცხრიანებში იგი რაიმეს მეტერიალიზებას ახდენს ამ ენერგიის მეშვეობით. ათიანებში ხდება ამაღლება სამყაროს ამ წახნაგში.

სხვათაშორის, რაც შეეხება ამაღლებას. ჯვრის საზღვრები ჩვენი სამყაროს საზღვრების სიმბოლოა. ჩვენი სამყარო მეზობელ სამყაროს ერთ-ერთი სტიქიის პარამეტრით ესაზღვრება. ანუ თუ გადავინაცვლებთ ცეცხლის ათიანებში, ჩვენ გავქრებით ჩვენი სამყაროდან და გავჩნდებით ცეცხლის სამყაროში, სადაც ცეცხლის პარამეტრი ისეთივე იქნება, როგორც ჩვენთან, მაგრამ სხვა სტიქიები შესაძლოა არც იყოს, ან შესაძლოა პრინციპული განსხვავება იყოს ჩვენი სტიქიებისგან. აქედანაა, რომ იგივე ბიბლიაში ზოგიერთი წინასწარმეტყველი ღმერთამდე ცეცხლოვანი ეტლით მაღლდებოდა, რაც დაშიფრული სახით მეტყველებს ცეცხლის სტიქიაში ამაღლებაზე. განტოტვა ჯვრის ბოლოებზე მიანიშნებს დროის სხვადასხვა დინებაზე. არის ნელი სამყაროები, არის ჩქარი. სხვათაშორის, ჯვარზე ზოგჯერ კიდევ ერთ წრეს ხატავენ, რომელსაც ათიანების გარშემო ავლებენ, თითქოს გამოყოფენ ჩვენი სამყაროს საზღვარს (очерчивают границу нашей вселенной некой чертой). აქედანაა ტერმინი «черти», ანუ საზღვრის იქიდან მოსულები. და თუ ჩვენი ცნობიერებით პირველი წრის მიღმა (სტიქიების ორიანები) გავდივართ, მაშინ ვიწყებთ რაღაცის აღქმას რაიმე სტიქიის პოზიციიდან. შეიძება რაიმე მოგვეჩვენოს. აქედანაა ქრისტიანობაში გამოთქვა: «თუ რამე გეჩვენება - პირჯვარი უნდა გადაიწერო». ეს ჯვრისებური მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მაგიური ჟესტი (არის ასევე მთელი მიმართულება მაგიაშ, რომელსაც ჟესტების მაგიას უწოდებენ). მისი მეშვეობით ადამიანი კვლავ ცენტრშ გადაანაცვლებს საკუთარ თავს, ორიანებამდე, და ჩვენება ქრება. ძალა, რომელსაც ამ მოქმედებას მიაწერენ, ძალზე კარგად ჩანს ფილმში «ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას». ვფიქრობ, გახსოვთ მომენტი ფრაზით: «აი, რა შეუძლია ცოცხალმოქმედ ჯვარს». იგი არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ სტიქიების ბალანსს ახდენს ცნობიერებაში.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff