ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 3. კასტების სისტემა

 

თავი 3. კასტების სისტემა

საქმე იმაშია, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი. და შესაძლოა, ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ, თავგამოდებულმა ქრისტიანმა, რომელიც თვლის, რომ ღმერთის წინაშე ყველა თანაბარია, დაწვას ეს წიგნი და ჯოჯოხეთში გამგზავნოს, ხოლო ადამიანმა, რომელმაც თავისი ცხოვრება დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენოს იგი (რის გამოც მალე ბუასილი გაუჩნდება), მაგრამ ეს ვერ გამოასწორებს ერთ ფაქტს. ადამიანები არ არიან თანასწორნი. დააკვირდით მათ ყურადღებით. ბავშვობიდანვე ეს თანასწორობა ძალიან შესამჩნევია. ვიღაც მდიდარ ოჯახში იბადება, ვიღაც კი სიღარიბეში. მაგრამ სოციალურ უთანასწორობასაც თუ მოვაშორებთ, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორ აქვს ვიღაცას ბუნებისგან მომადლებული უფრო ჯანმრთელი სხეული, ვიღაცას კი უფრო განვითარებული გონებრივი შესაძლებლობები. ასე რომ ჩვენ არ ვართ თანასწორნი. არც ფიზიკურად და მითუმეტეს არც ინტელექტუალურად. აქედან გამომდინარე მთელი კაცობრიობა ცდილობდა ტიპებად დაეყო ადამიანები. კლასობრივი ნიშნებით, სოციალურით... კლასიფიკაციის სისტემები მრავალია, შეგიძიათ საკუთარიც კი მოიგონოთ. მაგიაშ კი იყენებენ კასტური საზოგადოების სისტემას, რომელიც 6000 წლის წინ ვედებშ იყო აღწერილი. მოცემული სისტემა გამოცდილია დროის მიერ და დღემდე ითვლება საკმაოდ ზუსტად. და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე შვიდ მილიარდამდე ადამიანია, ყველა ისინი შეგვიძია დავყოთ ოთხ კასტად, ოთხ ტიპად. ზრდადობის მიხედვით ისინი ასე გამოიყურებიან: მუშა - ვაჭარი - მეომარი - ბრძენი (მაგი). მსგავსი დაყოფა ჭიანჭველებს და ფუტკრებსაც კი აქვთ.

მანამ, სანამ ამ კასტებს უფრო დეტალურად განვიხილავთ, უნდა გავარკვიოთ, რომ აქ იგულისხმება არა სოციალური სტატუსი, არამედ სწორედ პიროვნების დონე, ცნობიერების დონე, რომელიც გარესამყაროსთან ურთიერთქმედებს. წარმოიდგინეთ, რომ კასტური სისტემა ოთხსართულიანი სახლია. პირველი სართული - პირველი კასტაა (მუსები). ის ხედავს მხოლოდ იმას, რაც ფანჯრის ქვეშაა. მეორე სართულიდან უფრო მეტი ჩანს, მესამედან კიდევ უფრო მეტი, მეოთხედან კი კიდევ მეტი. ანუ ყოველი შემდეგი კასტა ხედავს იმას, რასაც ხედავენ ქვედა სართულები, პლუს კიდევ რაღაც თავისას.

პირველი კასტა. მუშა

პირველ კასტაში ხვდება ადამიანი, რომელიც პირველად იბადება. ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პიროვნება, იგი ჯერ უნდა გამოიმუშაოს. მას არ გააჩნია ქვეცნობიერი (წინა ინკარნაციები) და როგორც შედეგი - არ აქვს მძლავრი ინტელექტუალური აპარატი. რა შეუძია ასეთ ადამიანს? მას ხომ ჯერ არ აქვს ადამიანურ სხეულში ყოფნის გამოცდილება? ასეთ ადამიანს შეუძია მხოლოდ საკუთარ სხეულზე იმუშაოს, რადგანაც სხეულის გარდა ჯერ არაფერი დაუმუშავებია. ამიტომ ამ კასტას მუშების კასტას უწოდებენ. ისინი მიდრეკილნი არიან მხოლოდ ფიზიკური შრომისკენ და მარტივი მონოტონური სამუშაოსკენ, სადაც საჭირო არაა ტვინის დაძაბვა.

გამოცდილების დაგროვებით მუშის პიროვნება სრულყოფას, ევოლუციას განიცდის. და თავისი ევოლუციის ბოლოს პირველი კასტის ადამიანი ოსტატად იქცევა. ასეთ ადამიანზე ჩვენ ვამბობთ: „მას ოქროს ხელები აქვს“. მას ყელაფრის კეთება შეუძლია: ნათურასაც მოატრიალებს, ლურსმანსაც მიაჭედებს. ანუ სხეულის მართვის უნარები ოსტატობის მაღალ დონემდე აჰყავს. და ამის შემდეგ მომდევნო კასტაშ იწყებს გადასვლას.

მეორე კასტა. ვაჭარი

ვაჭრების კასტაში ადამიანი უკვე სხვა უნარებს იძენს. კომუნიკაციის უნარებს. ანუ სხეულის უნარები მათ უკვე დაამუსავეს და ახლა უკვე თავის მსგავსებთან ურთიერთობას, კავშირების დამყარებას სწავლობენ. და რომელი უნარები მუშავდება ყველაზე სწრაფად სავაჭრო-საფინანსო სფეროში? აი, რატომ უწოდებენ ვაჭრებს. და თანაც, ცხოვრებაშ ყველაზე მთავარ მოტივატორს ამ ადამიანებისთვის სწორედ ფული წარმოადგენს.

თავისი ევოლუციის ბოლოს ვაჭრის გავლით დიდი ფინანსური ნაკადები გადის. ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ამ ნაკადების ზომა დამოკიდებულია მისი რეალობის მასშტაბებზე. მაგალითად, რომელიმე სოფელში ყველა ღებულობს 1,5 ათას რუბლს. ვიღაცა კი თვეში 20 ათასს იღებს. ადგილობრებისთვის ის უბრალოდ ოლიგარქი იქნება, თუმცა ჩვენთვის შესაძოა ეს ფული დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდეს. თავისი ფინანსუური ნაკადის გამტარობის გაზრდით ასეთი ადამიანი შემდეგ კასტაში გადადის.

მესამე კასტა. მეომარი

როდესაც ადამიანი მეომარი ხდება(არ აურიოთ მეომარშ კასტანედას მიხედვით), იგი იწყებს საკუთარი პიროვნების ძალის ხარისხის გამომუშავებას. ამ კასტაშ მოტივაცია უკვე ძალაუფლებაა. იგი სწავლობს სუსტების დამორჩილებას და მათ მორჩილებას, ვინც მასზე ძ;ლიერია. მეომარი სამყაროს შავად და თეთრად, მტრებად და მეგობრებად ჰყოფს. ამასთან - მტრის ყოლა აუცილებელი პირობაა. მეომარი მტრებთან ბრძოლით განიცდის ევოლუციას. აქ კი სამიზნედ ნებისმიერი ვინმე შეიძლება შეხვდეს. მეზობელი - ნაძირალაა, ამერიკელები - ნაძირალები არიან. მოკლედ, ვიღაც აუცილებლადაა ნაძირალა.

ევოლუციის ბოლოს მეომარი თავის ყველაზე მთავარ მტერს ხვდება. სიკვდილის შიშს. თუ გყავთ ნაცნობი ოფიცრები, რომლებიც ცხელი წერტილიდან დაბრუნდნენ, შესაძოა შეამჩნიოთ, რომ მრავალი მათგანი ფილოსოფოსად იქცევა. ისინი ფიქრს იწყებენ: „რატომ იბრძვიან ადამიანები? რატომაა ვიღაც მეგობარი, ვიღაც კი მტერი? რატომ არსებობს სამყაროში ეს, ან ის? და საერთოდ, როგორაა მოწყობილი სამყარო?“ მსგავსი კითხვები უბრალო ცნობისმოყვარეობა კი არა, პიროვნების ევოლუციის შედეგია, რასაც ეს ადამიანები შემდეგ კასტაში გადაჰყავს.

მეოთხე კასტა. ბრძენი (მაგი)

მაგს არ აინტერესებს ფული, არ აინტერესებს ძალაუფლება. მისი ცხოვრებისეული მოტივაცია - ესაა ცოდნა. იგი გამუდმებით ეძებს პასუხებს კითხვებზე, იღებს რა ცოდნას, რომელიც თეორიას კი არა, პიროვნების პრაქტიკულ გამოცდილებას წარმოადგენს. ამგვარად იგი ევოლუციას განიცდის.
თქვენ ალბათ ფიქრობთ: „მე რომელ კასტაში ვარ?“ მოდით ჩავატაროთ მცირე ტესტი. არსებობს ოთხი მტკიცებულება, ოთხი კრედო, რომელიც ამა თუ იმ კასტას ახასიათებს. ეცადეთ აირჩიოთ ერთი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე ახლოსაა თქვენთან.

პირველი მტკიცებულება. მუშების კასტა: «მუშები თვლიან, რომ გონებრივი შრომა არ არსებობს და სინამდვილეშ მხოლოდ მტვირთავები შრომობენ».
მეორე მტკიცებულება.ვაჭრების კასტა: «ყველა ადამიანი მეგობარია და ყველასტან შეიძლება მოლაპარაკება. ყველას მოსყიდვა შეიძლება, და საერთოდ - მსოფლიოს ფული მართავს».

მესამე მტკიცებულება. მეომრების კასტა: «სამყარო იყოფა მეგობრებად და მტრებად. ჩვენ, მეგობრები, შევიკრიბებით და ცხვირ-პირს დავუმტვრევთ მტრებს. ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, მთავარიც ისაა».

მეოთხე მტკიცებულება. მაგების კასტა: «ჩვენ უმეტესწილად მიგვიფურთხებია ადამიანური ურთიერთობებისთვის. ჩვენ გვიყვარს კითხვა, ახალის შეცნობა და ცოდნის გარდა ნაკლებად გვაინტერესებს სხვა რამ».

აირჩიეთ ერთი მტკიცებულება. გამოგდით საკუთარი თავის რომელიმე კასტისადმი მიკუთვნება? რთულია, ხომ ასეა? ეს კი იმიტომ, რომ შესაძოა ოთხივე კასტის ნიშნები ვიპოვნოთ საკუთარ თავში. როდესაც ასეთ ტესტს ჩემს სემინარებზე ვატარებ, მოსულების 90% მაგები გამოდიან ხოლმე. ეს ბუნებრივია ასე არაა. მაგალითად, თუკი ავიღებთ მეცნიერებს, ისინი უფრო მეტად 4-ე კასტას შეესაბამებიან, რადგანაც პურის ფულს ტვინით შოულობენ, მაგრამ კარტოფილსაც ხელებით თხრიან. საკუთარი თავის განსაზღვრა ძნელია, ამიტომ ჯობია, თუ ვინმე გვერდიდან შემოგხედავთ. რადგანაც კასტისადმი კუთვნილება არაა ფილოსოფიური განსაზღვრება. კასტა ენერგეტიკით ჩანს, და მაგებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს მისი განსაზღვრა.

აი, კიდევ მცირე ინფორმაცია კასტებზე:

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff