ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 7. ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურა

 

თავი 7. ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურა

მანამ, სანამ ჩვენი წიგნის პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ, აუცილებელია ვისაუბროთ ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე და იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი პლანეტის ენერგეტიკასთან. ამის თაობაზე ათასობით წიგნია დაწერილი, მაგრამ ყოველ მათგანში ბევრი ზედმეტი ინფორმაციაა, რომლის აღქმაც მოუმზადებელი ადამიანისთვის ძალზე რთულია. მე ვეცდები ძალიან მოკლედ და მხოლოდ საქმეზე ვილაპარაკო და ავღწერო ადამიანის ენერგეტიკული აგებულება. ეს საყრდენს მოგცემთ სხვადასხვა ენერგეტიკული პროცესების აღქმაში.

ჩაკრები და მათი ნატიფი სხეულები

ალბათ გსმენიათ ჩაკრების შესახებ. თავისუფალი ლიტერატურიდან, რომელიც ეზოთერულ ბაზარზე გვხვდება, ჩაკრების შესახებ კარგი წიგნის პოვნა ადვილი არაა. მე ათობით წიგნი გადავიკითხე, და ყოველი მათგანი წინას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ ყველაფერი მასწავლებელმა დამილაგა, და ახლა ვეცდები, რომ ეს ცოდნა მოკლედ გადმოვიტანო ფურცელზე.

სიტყვა «ჩაკრა» სანსკრიტიდან თარგმანში «ბორბალს» ნიშნავს. ნათელმხილველები ამბობენ, რომ ჩაკრები მბრუნავ დისკოებს ჰგვანან, რომლებიც სხეულის გარკვეულ ზონებში პროეცირდებიან. კლასიკურ ტრადიციაში 7 ძირითად ჩაკრას ითვლიან, რომლებიც განლაგებულია ხერხემლის გასწვრივ.

ჩაკრები წარმოადგენენ ენერგიის შესვლის და გამოსვლის წერტილებს ორგანიზმში. ყველაზე ადვილია მათი შედარება ბუდეებთან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში. არის ბუდე კლავიატურისთვის, არის ვიდეოკარტისთვის, არის კვების წყაროსთვის, არის ქსელის კაბელისთვის. ისევე, როგორც კომპიუტერი ურთიერთქმედებს ამ ბუდეების მეშვეობით, სწორედ ასევე ჩვენი ორგანიზმიც ურთიერთქმედებს სამყაროსთან ამ ჩაკრების მეშვეობით. თუმცა ჩვენ გვეჩვენება, რომ სამყაროში თავისუფლად გადავადგილდებით, მაგრამ სინამდვილეში მყარად ვართ «შერჭობილი» სამყაროში (როგორც ფლეშკა კომპიუტერში), და სისტემა ჩვენ გვკითხულობს (считывает).
ჩაკრები ფიზიკურ სხეულში არ არიან. მათ მხოლოდ პროექცია აქვთ მასზე და მხოლოდ ნატიფ სხეულებშ ჩანან. საერთოდ, უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, ჩაკრები არ არსებობს. ეს უბრალოდ სიხშირეობრივი დიაპაზონია. აი მაგალითი, უფრო გასაგები რომ იყოს. თქვენს სხეულში არის შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ჯგუფები. ყოველი ორგანო და ყოველი სისტემა თავისი სიჩქარით მუშაობს და ამით თავის სიხშირეს ქმნიან. მაგალითად, გულმკერდის ორგანოები: სისხლის მიმოქცევის სისტემა, ფილტვები, გული და ბრონქები. სისხლის მიმოქცევის სისტემა - ყველაზე ნელია. ფილტვები უფრო ჩქარი, მაგრამ უფრო ნელი, ვიდრე გული. ბრონქები კიდევ უფრო სწრაფად მუშაობენ. და რამდენადაც მუშაობა მიმდინარეობს, გამოიყოფა ენერგია. ეს ენერგია ისწრაფვის ცენტრისკენ, რომელსაც უწოდებენ ჩაკრას. ფიზიკურ დონეზე თავად ორგანოები წარმოადგენენ ჩაკრებს. ორგანოების ეს ჯგუფი გულის ჩაკრას მიეკუთვნება.

ასევე ყოველი ჩაკრა თავის სხეულს ქმნის თავის სიხშირეზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩაკრაა სწორედ სხეული. მაგრამ არსებობს მთელი ენერგიის კონცენტრაციის ადგილი, ერთგვარი დაძაბულობის წერტილი. მაგალითად, ფიზიკურ სხეულში ამ წერტილს წარმოადგენს კუდუსუნის მიდამო, რადგანაც იგი სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს. აქედანაა, რომ ამ ადგილზე ერთ-ერთი ჩაკრა მდებარეობს. მაგრამ ნუ გავიქცევით წინ და მივყვეთ თანმიმდევრულად.

მულადჰარა

პირველი ჩაკრა - მულადჰარა. მისი ფერია - წითელი. წერტილი ფიზიკურ სხეულზე - კუდუსუნის მიდამო. იგი ყველაზე დაბალსიხშიროვანია (ყველაზე ნელია) და თავისი ვიბრაციებით ქმნის ფიზიკურ მატერიას, ანუ ფიზიკურ სხეულს. სხვა სიტყვებით, მთელი ჩვენი სხეული, როგორც მატერია - ამ ჩაკრისგან წარმოებულია. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ჩნდება სხეული. სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და ა.შ. თუმცაღა თავიდან იქმნება ენერგიის გროვა, რომელიც განაპირობებს განაყოფიერებას. მულადჰარაში იმყოფება ჩვენი სხეულისთვის განკუთვნილი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ჯანმრთელობას.

სვადჰისთჰანა

მეორე ჩაკრა - სვადჰისთჰანა. უპირატესად - ნარინჯისფერი. განლაგებულია ქალებში ბოქვენის მიდამოში, ხოლო მამაკაცებში - წინამდებარე ჯირკვლის მიდამოში. სექსუალური ჩაკრა, როგორც კიდევ უწოდებენ, გამოიმუშავებს სექსუალურ ენერგიას გარკვეული ნიშნით («+» მამაკაცებში და «-» ქალებში). იგი პასუხს აგებს შარდ-სასქესო სისტემის მუშაობაზე და თავისი ვიბრაციებით ქმნის ეთერულ სხეულს. ეთერული სხეული გამოიყურება როგორც კვამლი(дымка), რომელიც სხეულის საზღვრებს 3-5 სმ-ით სცდება. ეთერული სხეული - ასევე ფიზიკურია, ოღონდ 4-განზომილებიანი. ანუ ფიზიკური სხეული - გაწელილი დროში. უფრო კარგად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ცაში მიფრინავს. მის უკან შლეიფი რჩება იმ სივრცეში, რომლითაც მოძრაობს. დროშ ჩვენი სხეული ასევე მოძრაობს და ასევე ტოვებს შლეიფს, რომელსაც ხედავენ კიდეც სწორედ ექსტრასენსები. მაგრამ რადგანაც დრო არ წარმოადგენს სივრცეს, ეს მოძღაობა არ ქმნის განგრძობადობას, არამედ რაღაც დამუხრუჭების ზონის მაგვარს გვაგონებს, რომელიცაა სწორედ ეთერული სხეული. ამ სხეულს ასევე უწოდებენ «ჯანმრთელობის სხეულს», ან «სასიცოცხლო ენერგიის სხეულს». რადგანაც იგი 4-განზომილებიანია და დროშა გაწელილი, იგი იგროვებს ყველა დეფორმაციას, რომელიც ფიზიკურ სხეულს ემართება ცხოვრების განმავლობაში. სწორედ მასთან მუშაობენ ხშირად მკურნალები, რადგანაც მასზე ჩანს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ სხეულს ხომ ასევე გააჩნია შინაგანი ორგანოები, უფრო ზუსტად - ფიზიკურ ორგანოებს გააჩნიათ ასევე ეთერული მატერია.

მანიპურა

მესამე ჩაკრა - მანიპურა. უპირატესად - ყვითელი ფერის. მამაკაცებში განლაგებულია მზის წნულში, ხოლო ქალებშ ოდნავ ქვემოთ, მაგრამ ჭიპის ზემოთ. ეს ჩაკრა პასუხს აგებს მუცლის მიდამოს ყველა ორგანოს მუშაობაზე, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებზე.

მანიპურა ჩაკრას ვიბრაციის სიხშირეზე არსებობს კიდევ ერთი სხეული - ასტრალური. მას გააჩნია უკვე 5-7-განზომილებიანი ბუნება. ეს სხეული სცილდება ფიზიკურ სხეულს გაშლილი ხელის მანძილზე და ბურთისმაგვარი ფორმა გააჩნია. მე მას ვხედავ, როგორც გამჭვირვალე სხეულს, რომელიც პოლიეთილენის პაკეტს გვაგონებს, და რომელზეც სხვადასხვა ზომის სინათლის გამონათებები ჩნდება. ამ სხეულს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ნატიფ სხეულს) გააჩნია უნარი - დატოვოს ფიზიკური სხეულის საზღვრები და იმოგზაუროს მრავალგანზომილებიან სივრცეში. მოცემულ ფენომენს ასტრალურ მოგზაურობებს უწოდებენ. მომდევნო წიგნებშ მე დაწვრილებით აღვწერ მის ბუნებას. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს პირდაპირაა დაკავშირებული გულის წასვლებთან. მათ, ვინც სხეულიდან გასვლას აპრაქტიკებენ, იციან, რომ ასტრალური სხეულის ფიზიკურიდან გასვლის შემდეგ ხდება ფიზიკური სხეულის დამბლა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასტრალური სხეული ერთგვარ ელექტრო-ენერგიას წარმოადგენს ნერვული სისტემისთვის. თუ გული წაგსვლიათ, ალბათ შენიშნავდით, რომ დაცემისას სხეული არ გრძნობს ტკივილს. როგორ ძლიერადაც არ უნდა დაარტყათ რამე, მაინც არ გტკივათ. საქმე იმაშია, რომ გულის წასვლა პირდაპირაა დაკავშირებული ასტრალური სხეულის გასვლასთან. როდესაც იგი სხეულიდან გადის, ნერვული სისტემა იფიტება. აქედანაა, რომ ტკივილს ვერ გრძნობთ. მაგრამ როგორც კი გონზე მოდიხართ, სხეულის ტრამვირებული ნაწილი გტკივდებათ, რადგანაც ნერვულ დაბოლოებებს კვლავ მიაწოდეს «ელექტროობა».

მაგრამ მანიპურას ფუნქცია ამით არ შემოიფარგლება. მასზე იმყოფება საგვარეულო არხი (კავშირი მშობლებთან), სოციალური ურთიერთობები, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, «სოციალური სახე», თქვენი სახე სოციუმში, რომლის შესაბამისადაც სოციუმი აღგიქვამთ. აი, რატომ უწოდებენ ასტრალურ სხეულს ხატ-სახეების სხეულსაც. ასევე აქ იმყოფება ენერგეტიკული თვალსაზრისით ნებელობის ცენტრი (ნერვული იმპულსების კონცენტრაციის ცენტრი), ფული და ა.შ.

სხვათაშორის, ერთი საინტერესო თეორია, რომელიც წარმოადგენს ვერსიას, თუ რატომ დაიწყეს ქალებმა მაღალ ქუსლებზე სიარული. რადგანაც მათიუ მანიპურა ოდნავ ქვემოთაა, ვიდრე მამაკაცების, ისინი გათანაბრებას, ერთ დონეზე დადგომას ცდილობენ. მართლაც, უფრო და უფრო მეტი ქალი იკავებს ხელმძღვანელის თანამდებობებს და უბრალოდ მამაკაცის დონეზე მუშაობს. მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენ მატრიარქატის ეპოქისკენ მივდივართ, ამიტომ თუ მამაკაცებს სურთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დროა მაღალ ქუსლებზე იფიქრონ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ რენესანსის ეპოქაში მამაკაცები ევროპაში ქუსლებზე დადიოდნენ, და საკმაოდ მაღლებზე, უფრო მაღლებზე, ვიდრე ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან ეს იყვნენ არისტოკრატული ფენის (მე-3 კასტა) ადამიანები. მაგრამ გავიმეორებ - ეს მხოლოდ თეორიაა.

ანაჰატა

ანაჰატა - მეოთხე ჩაკრა. მისი ფერი უპირატესად მწვანეა. ერთადერთი ჩაკრა, რომელიც ხერხემლის სვეტისგან ოდნავ მარცხნივაა გადახრილი. იგი პასუხს აგებს გულმკერდის მიდამოს ორგანოთა ჯგუფზე და თავისი ვიბრაციებით ახდენს კიდევ ერთი სხეულის ფორმირებას, რომელსაც «ანაჰატას სხეულს», ანუ «ცხოველური მენტალის სხეულს» ვუწოდებთ. მის დახატვას აზრი არ აქვს, რადგანაც ყველა ადამიანში მას სხვადასხვა ზომები აქვს, რაც დაკავშირებულია ანაჰატას სიმძლავრესთან. ეს სიმძლავრე პირობითად შეგვიძლია გამოვხატოთ, როგორც «სიყვარულის» ან თანაგრძნობის უნარი. საქმე იმაშია, რომ ჩაკრას სამყაროსთან ურთიერთქმედება ჩვენთვის გამოიყურება - როგორც ემოციები. ასე რომ, ამ ემოციების გაცემის უნარი - ჩაკრას პარამეტრებითაა განსაზღვრული. ხალხში ადამიანებს ერთისმოყვარეებად და მრავლისმოყვარეებად ჰყოფენ. ამასთან ერთისმოყვარეები - კარგი, ერთგული ადამიანები არიან, ხოლო მრავლისმოყვარეები - „ბაბნიკები“ და „ბოზები“. სულაც არა: არიან ისეთები, რომლებსაც ეს ენერგია გულის დონეზე ბევრი აქვთ, და არიან ისეთები, რომლებსაც - ცოტა აქვთ. მრავლისმოყვარეს უბრალოდ უყვარს, მაგალითად ქალი, და ქალისთვის ეს სიყვარული საკმარისია, მას კი ენერგია კიდევ დარჩა. კიდევ აქვს სურვილი, რომ გასცეს. და გასცემს კიდეც. ხოლო ერთისმოყვარეები - ძუნწები არიან, რომლებსაც ერთზე ძლივს ჰყოფნით სიყვარული. ასე რომ ნუ განიკითხავთ და - არ განიკითხებით.

ენერგეტიკული პოტენციალიდან გამომდინარე, სხეულის ზომები შეიძლება დიამეტრში 3 მეტრიდან 30-40 მეტრამდე მერყეობდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, სიყვარულის უნარი აქ საკვანძო როლს თამაშობს. შეგიძიათ წარმოიდგინოთ, რამხელა სხეული ექნებოდა იესო ქრისტეს, რომელსაც პრინციპში ყველაფერი ცოცხალი უყვარდა. თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ზომა კი არა სხვა თვისება იყო მნიშვნელოვანი.

რატომ უწოდებენ ამ სხეულს ასევე «ცხოველური მენტალის სხეულს»? საქმე იმაშია, რომ ცხოველებში ამ სიხშირის დიაპაზონში აზროვნება მუშაობს. ჩვენში კი - ემოციები. და თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველები, ალბათ შეამჩნევდით, რომ მათ შეუძლიათ ნაწილობრივ რეაგირება მოახდინონ თქვენს ემოციურ ფონზე. ამასთან არიან ცხოველები, რომლებიც ჩენთან ახლოს არიან ანაჰატას სიხშირით (კატები, ძაღლები, დელფინები), და არიან ჩვენგან შორს მყოფნიც (მწერები). ამიტომ ჭიანჭველას წინ რა ემოციებიც არ უნდა გამოხატოთ, როგორც მიათრევდა თივის ღეროს, ისევე გააგრძელებს და ვერც კი შეგამჩნევთ.

ვიშუდჰა

მეხუთე ჩაკრა - ვიშუდჰა. ცისფერი. განლაგებულია ყელის მიდამოში, იქ, სადაც ჩაღრმავება გვაქვს. ამ ჩაკრის ვიბრაციაზე კიდევ ერთი სხეული არსებობს. ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არაა, როგორ გამოიყურება იგი და რა ზომები აქვს. მე მას აღვიქვამ, როგორც ვიბრირებად კრისტალს. ზოგიერთ ტრადიციაშ ამ სხეულს კაუზალურსაც უწოდებენ. ანუ მიზეზთა სხეულს, კარმულ სხეულს. თითქოს ამ სხეულზე კარმა იწერება. სინამდვილეში კარმა ყველა სხეულზე იწერება, მაგრამ შეიძება ითქვას, რომ ამ სხეულზე იწერება კარმა პლუსში, ანუ იწერება გამოცდილება, იწერება ჩვენი პიროვნება. გამოდის, რომ სწორედ ეს კრისტალია ჩვენი პიროვნება.
საქმე იმაშია, რომ ამ სიხშირეზე იმყოფება ადამიანის აზროვნება. ამასთან აზროვნებაშ უნდა ვიგულისხმოთ არა აზრები თავში, არამედ ქცევის ალგორითმების გამომუშავების პროცესი, ანუ ხდება გადაწყვეტილების მიღება - შესრულდეს თუ არა ესა თუ ის ქმედება. მაგალითად, თქვენსკენ მორბის კაცი ნაჯახით, და თქვენ ფიქრობთ, რა გააკეთოთ: გაიქცეთ, თუ აიღოთ დიდი ნაჯახი და მის შესახვედრად წახვიდეთ. თქვენი მოქმედებების ნებისმიერი ვარიანტი წარმოადგენს თქვენი პიროვნების წახნაგს (კრისტალის წახნაგს), და რაც უფრო მრავალწახნაგოვანი იქნება თქვენი პიროვნება, მით უფრო წარმატებული იქნებით ცხოვრებაში.

აჯნა

აჯნა - მეექვსე ჩაკრაა. მისი ფერია - მუქი ლურჯი, განლაგებულია ჰიპოფიზის ზონაში და გააჩნია პროექცია თვალებს შორის მიდამოში. მისი ფუნქცია ძალიან მარტივია - აღქმა. ნებისმიერი აღქმა გრძნობის ნებისმიერი ორგანოთი ამ ჩაკრაშ მუშავდება. ჩაკრების გამოსახულების ინდური ვარიანტი - ესაა ლოტოსის ყვავილები ფურცლების გარკვეული რაოდენობით. ეს ფურცლები - ენერგიის არხებია, რომლებიც მიმართულია ამა თუ იმ ორგანოზე. აჯნას ასეთი ფურცელი მხოლოდ ორი აქვს. ერთი მიერთებულია მარცხენა ნახევარსფეროზე, მეორე - მარჯვენაზე. ანუ ჩაკრა თითქოს აგროვებს ინფორმაციას ტვინის ნახევარსფეროებიდან. საკუთარ თავში ექსტრასენსორიკის განვითარების შედეგად მაგებს გარეთ გამოაქვთ ეს ჩაკრა და ამგვარად ინფორმაციის პირდაპირ გარესამყაროდან მიღებას სწავლობენ.
ამ ჩაკრასაც ასევე გააჩნია სხეული, მაგრამ პირადად მე ვერანაირად ვერ ვხედავ მას. ამ დონეზე იმყოფება ასევე ქვეცნობიერება, ეს კი ყველა წინა ინკარნაციის ერთობლიობაა, ასე რომ, როგორც ჩანს, ეს სხეული უფრო ეგრეგორს ჰგავს. მე მას ვგრძნობ, როგორც უძირო სივრცეს.

საჰასრარა

მეშვიდე ჩაკრა - საჰასრარა. ათასფურცლოვანი ჩაკრა (იგულისხმება ნეირონული კავშირების სიმრავლე თავის ტვინში). ფერი - იისფერი. ამ ჩაკრათი დაკავშირებული ვართ ეგრეგორებთან, სისტემის გონთან და თავად სულთან. ამ ჩაკრას სხეულს უწოდებენ მონადას, ანუ სამშვინველს(душа).როდესაც ამ ჩაკრაზე ვსაუბრობთ, უფრო მეტად ვგულისხმობთ ერთგვარ თვისებას, რომელსაც ზემო მიერთებას უწოდებენ. ზემოთა და ქვემოთა ჩაკრებს შესაბამისი მიერთებები გააჩნიათ. რა არის ეს? ჩაკრების დიაპაზონი - ეს უბრალოდ ადამიანის დიაპაზონია. მასშ არსებობს ადამიანი, როგორც ორგანიზმი. მაგრამ არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს ერთადერთი არსებული დიაპაზონია. ეს ისევეა, როგორც სმენის ადამიანური დიაპაზონის შემთხვევაში. ჩვენ მხოლოდ კონკრეტული დიაპაზონის ფარგლებშ გვესმის, მაგრამ არსებობს კიდევ ულტრაბგერები და ინფრაბგერები, თუმცაღა ამ სიხშრეებს ჩვენ უკვე ვეღარ აღვიქვამთ. ჩაკრებზეც იგივე ისტორიაა. არის ადამიანის მიერ აღქმადი სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს (მულადჰარადან საჰასრარამდე), მაგრამ არსებობენ სამყაროები უფრო მაღლა და უფრო დაბლა. ყველაფერს, რაც მაღლაა, რელიგიებში სამოთხეს უწოდებენ, ხოლო რაც დაბლაა - ჯოჯოხეთს. და იქ შესაბამისად ადამიანები არ ცხოვრობენ. ამ სამყაროებს ზემოთა და ქვემოთა სამყაროებს უწოდებენ. ხოლო ჩვენს სამყაროს - შუას.

მე მოკლედ აღვწერე ორგანიზმის ძირითადი ენერგეტიკული აგებულება, რომელიც ოკულტური ცოდნის მიღებისას ორიენტირებაში დაგეხმარებათ. იმისთვის, რომ წინ ხახვიდეთ, აუცილებელია ასევე იცოდეთ, როგორ ხდება ჩვენი ცნობიერების, ჩაკრებისა და გარესამყაროს ურთიერთქმედება. ამისთვის საჭიროა აღვწეროთ კიდევ ერთი ნატიფი ორგანო ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ეწოდება ფიქსაციის წერტილი.

ფიქსაციის წერტილი (შემკრები წერტილი)

პირველად ეს ტერმინი კარლოს კასტანედამ შემოიღო. მანამდე ამ ორგანოს არსებობის შესახებ განზრახ დუმდნენ. საქმე იმაშა, რომ მაგებს აქვთ ჩვევა - დაშიფრონ თავიანთი ცოდნა. არსებობს წერილობითი დოკუმენტით ცოდნის გადაცემის ორი მეთოდი: ძუნწი და გულუხვი. ძუნწ მეთოდში მაგი ბოლომდე არ ამბობს რაღაცას, ასე რომ საჭიროა შეგვეძლოს სტრიქონებს შორის კითხვა, ხოლო გულუხვი მეთოდი გულისხმობს მთელ ინფორმაციას, პლუს დამატებით სხვადასხვა წვრილმანებს. ასე რომ საჭიროა ვიცოდეთ თესლის გარჩევა აპკისგან (ნაჭუჭისგან). ამგვარად, ფიქსაციის წერტილი (შემდგომში ფწ) ასევე მოყვა მსგავს ცენზურაში. ძველი ცივილიზაციების განადგურების შემდეგ მაგიური ტრაქტატები გაფანტულ იქნა მთელს მსოფლიოში. ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ატლანტიდის მრავალი განდობილი მაგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშ იბადებოდა. შედეგად გაჩნდა მრავალი ტრადიცია. ასე, მაგალითად, ინდურმა ცივილიზაციამ იოგა მიიღო მემკვიდრეობით, ცოდნა ჩაკრებისა და შვიდი სხივის შესახებ. ჩინურმა ტრადიციამ - ცოდნა დროის ფიზიკის შესახებ (ტრაქტატი ი-ძინი), ინ და იან ენერგიების შესახებ. ევროპული ტრადიცია მოიცავს მდგომარეობების მაგიას, ანუ სეფიროტულ მაგიას. აფრიკულ ტრადიციებში დამკვიდრდა ვუდუს მაგია და ნეკრომანტია, ხოლო ამერიკულმა ცივილიზაციამ შემოინახა შამანიზმი და ცნება ფიქსაციის წერტილის შესახებ.

კასტანედა წერდა, რომ ყველა ადამიანში ეს აწ განლაგებულია ბეჭების ზონაში, ზურგისგან გარკვეულ მანძილზე. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მე ვისწავლე, რომ აღვიქვა მისი გარეთა პროექცია, რომელიც პარკის გარეთა მხარესაა.

მე ხშირად ვახსენებ ტერმინს «პარკი» (кокон), მაგრამ ჯერ არ ამიხსნია იგი. პარკი - ესაა სინათლის სხეული, რომელიც ყალიბდება ადამიანის ყველა ნატიფი გარსის აქტიური სფეროებით. შეიძლება ითქვას, რომ ნატიფი სხეულები - ეს ჭურჭლებია. სითხე მათში - ეს ენერგიაა. ყველა ამ ენერგიის ერთობლიობა ქმნის ნათების ზონას, ანუ ჭუპრს.

მაშასადამე, რა არის ფიქსაციის წერტილი? ესაა წერტილი, რომელიც სამყაროს კრებს. კასტანედა წერდა, რომ მთელი სამყარო ხაზებისგან შედგება. მილიონობით მანათობელი სიმი(струны) ქმნის სამყაროს. ყოველი ძაფი შეიცავს საკუთარ თავში ინფორმაციას ამ სამყაროს შესახებ, ხოლო ფწ გვაგონებს ანტენას, რომელიც იჭერს ამ ნაკადებს. აბრეშუმის ჭიასავით აგროვებს მათ და კვანძებს ქმნის ჩვენს პარკზე. სხვა სიტყვებით, ფწ-ს მეშვეობით გარეგანი ინფორმაცია ჩვენს ცნობიერებაშ შემოდის და ჩვენს სხეულებშ გროვდება. იგი - ლაზერულ ალმასს ჰგავს, ხოლო ნატიფი სხეულები - კომპაქტურ დისკებს (CD). ისევე, როგორც ლაზერული ალმასი ამოწვავს ხოლმე კომპაქტ დისკს და ტოვებს მასზე ინფორმაციას, ჩვენი აწ ჩვენს სხეულებზე წვავს ინფორმაციას. ამასთან ფწ-ს აქვს უნარი გადაადგილდეს პარკზე, ამგვარად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია და სხვადასხვაგვარად ვიურთიერთოთ სამყაროსთან.

თავად ფწ-ს გააჩნია შინაგანი ფიქსაცია. ეს აუცილებელია, რომ სამყარო ერთი და იგივედ აღვიქვათ. ფსიქიკურად ავადმყოფებს აწ არ აქვთ დაფიქსირებული. იგი გამუდმებით ცოცავს პარკზე და სამყაროს სხვადასხვა სფეროებიდან აგროვებს ინფორმაციას, რომლის გადამუშავებასაც ეს პიროვნება ვერ ასწრებს. ჩემი მეგობარი ფსიქიატრი ჰყვებოდა ისტორიას ერთ გოგონაზე, რომელიც შიზოფრენიით იყო ავად. იგი ზის, სრულიად ადეკვატურად იქცევა და უცებ ეუბნება:

– ექიმო, იცით, რომ თქვენს მაგიდაზე ნაწლავი დევს?
– სად?
– აი აქ, პირდაპირ თქვენს წინ. კუთხეშ კი დგას...

და მისი გაჩერება უკვე შეუძლებელია სპეციალური პრეპარატების გარეშე. ეს არაფიქსირებული ადამიანის მკაფიო შემთხვევაა. უფრო ნათლად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ ტელევიზორი, რომელიც გამუდმებით არხების ძებნის რეჟიმშია, მაგრამ პოვნის შემთხვევაშ არ აფიქსირებას მათ და აგრძელებს მათ სკანირებს. ამგვარად ამ შინაგან ფიქსაციაზე პასუხს აგებს ენერგიის მასიური დაგროვება ამა თუ იმ ჩაკრას მიდამოში. უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, მთელი ენერგიის დაახლოებით 70% რომელიღაც ჩაკრაშია, ხოლო დარჩენილი 30% განაწილებულია ყველა დანარჩენში. ანუ ფწ იქ მიემართება, სადაც ყველაზე მეტი ენერგიაა. თავისთავად ფწ ინფორმაციის შესვლის და გამოსვლის დროზ პარკზე ნათების მიდამოს ქმნის. მას შეიძლება დავარქვათ გაცნობიერებულობა, ანუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშ გადის. და რამდენადაც ჩვენ გაგვაჩნია დომინანტური ცენტრი, ყოველი ჩვენგანი ურთიერთობს სამყაროსთან იმ ადგილით, სადაც მთელი ენერგიის 70% დაგროვდა.და აი რა გამოდის:

თუ ფწ მულადჰარა ჩაკრას დონეზეა – ეს მუშების კასტაა. ანუ მთელი ენერგია ამ ადამიანებს ფიზიკურ სხეულში აქვთ და მათი ინტერესების სფერო არ ცდება იმის ცოდნას, თუ როგორ გამოკვებონ სხეული. ასეთი ადამიანი მაგიისგან ძალიან შორსაა, და თუ შესთავაზებთ მას მაგიით დაკავებას ან ექსტრასენსორიკის განვითარებას, სავარაუდოდ ის ნიჩაბს მოგაწვდით და ქარხანაშ გაგანწესებთ სიტყვებით: „აი სადაა ნამდვილი მაგია!“

თუ ფწ სვადჰისთჰანა ჩაკრაზეა – ეს ვაჭრების კასტაა. აქ ფწ სამყაროს სასქესო ორგანოების პოზიციით აღიქვამს. აი რატომ არ შეუძლიათ ამ ადამიანებს თავიანთ ბაღში დიდხანს მუშაობა. მათ სექსუალური ენერგია მიაქანებს. ისინი იძულებულნი არიან ურთიერთობა ჰქონდეთ, დაამყარონ კავშირები და შედეგად - პარტნიორული ურთიერთობები. და რადგანაც ცნობიერება დაბალ სიხშირეებზე მუშაობს, ბიზნესმენთა შორის შეგვიძლია ხშირად შევხვდეთ ღალატს, არაერთგულებას, მორალის და ღირსების ნაკლებობას და ა.შ. ასეთებზე ამბობენ, რომ მშობელ დედასაც კი გაყიდიან ფულისთვის. და მართლაც, ამის გამოხატულებას აქვს ხოლმე ადგილი, რადგანაც მშობლებთან კავშირი მანიპურა ჩაკრაზეა.

თუ ფწ მანიპურაზეა – ეს მეომრების კასტაა. ხოლო რამდენადაც მანიპურა პასუხს აგებს ნერვული სისტემის მუშაობაზე, მეომრები მის აღზრდას სწავლობენ. თუ შეგისწავლიათ აღმოსავლური ორთაბრძოლები, სავარაუდოდ ალბათ გაგიგიათ, რომ ოსტატები, მაგალითად, ამბობენ: «მიაყენე დარტყმა მუცლიდან». უცნაურია, ხელი მხრიდან იზრდება, დარტყმა კი მუცლიდან უნდა განხორციელდეს. რადგაანც მთელი ენერგია ასტრალური სხეულის მიდამოში გადაადგილდება, გასაგები ხდება, რომ მუცელი - ეს მეომრის პირადი სივრცის ზონაა. და თუ ორ მეომარს დავაახლოვებთ ორ მეტრზე ახლოს – ჩხუბს ელოდე (თუ მანიპურები ერთმანეთის მიმართ არ არიან განწყობილნი). აქედან გამომდინარე ჩხუბის შემდეგ ხშირად საუკეთესო მეგობრები ხდებიან ხოლმე (ერთ ტალღაზე გადაეწყვნენ). ამითვე აიხსნება ის, რომ როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ლიფტში შედიხართ სხვა ადამიანებთან ერთად, გინდებათ, რომ ჩუმად იყოთ. ამ ეფექტს ეწოდება «ურთიერთ-დათრგუნვის ეფექტი». ასტრალური სხეულები გადაიკვეთნენ და ერთმანეთს აწვებიან. თუმცაღა შეგვიძია შევამჩნიოთ ისინი, ვინც მაინც ლაყბობს. ეს ან პირველი ორი კასტის ადამიანია, რადგანაც მათი პირადი სივრცე ძალიან ახლოსაა სხეულთან, ან რომელიმე მეომარი, რომელმაც ყველა დათრგუნა გარშემო და მარტო ბობოქრობს.
ჩაკრებს აქვთ პირობითი დაყოფა მაღალი და დაბალი სიხშირის ჩაკრებად. სამი ქვედა ჩაკრა დაბალი სიხშირისაა, ხოლო ოთხი ზედა - მაღალი. ასეთი დაყოფა დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველი სამი ჩაკრა ძირითადად სხეულის მექანიზმს (ფიზიკას) ქმნის. ხოლო ზედა ოთხი - ცნობიერების მექანიზმს (ფსიქიკას).
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ფწ ანაჰატამდე ადის, ადამიანი ხდება მაგი. ამ დონეზე ადამიანი პრინციპულად იწყებს სხვაგვარ აზროვნებას, გრძნობს ყველა სასიცოცხლო ფორმის ერთიანობას. მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ მაშინ, როცა პრაქტიკულ ნაწილში 17-ე არკანს დავუბრუნდებით.

მაგებს ფწ-ით ვიშუდჰაზე უწოდებენ მკურნალებს.

თუ ფწ აჯნაზეა – ესენი ალქიმიკოსები არიან.

თუ საჰასრარაზე – დემიურგები.

შეთანხმება

ჩვენი შინაგანი გამოცდილება, რომელიც ენერგიის სახით გროვდება ამა თუ იმ ჩაკრაზე, შიგნიდან აფიქსირებს ფიქსაციის წერტილს, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო არ ვართ ამ სამყაროში. არსებობენ ასევე სხვა ადამიანები, სხვა კასტების წარმომადგენლები, რომლებთანაც ვურთიერთობთ. ამ ურთიერთობის დროს ჩვენი გამოცდილება გარესამყაროში გამოგვაქვს, მაგრამ ასევე გარესამყაროს შემოაქვს ჩვენში თავისი გამოცდილება. შედეგად ხდება სხვადასხვა ორგანიზმების ფწ-ის შეჯახება (ფწ ცხოველებსაც გააჩნიათ). ასეთი შეჯახებისას ჩნდება ეფექტი, რომელსაც თანაგადაწყობას უწოდებენ. სხვა სიტყვებით, თქვენ გადაეწყობით ყველაფერზე, რაც თქვენი აღქმის ველში ხვდება, ის კი, თავის მხრივ, თქვენზე გადმოეწყობა. შედეგად ჩნდება ყველას ფწ-ს რაღაც საშუალო არითმეტიკული სიგნალისმაგვარი. ერთგვარი ერთიანი რეალობა ყველასათვის, რომელიც სამყაროს ამ წახნაგს (განზომილებას) აღიქვამს. ეს ერთიანი სიგნალი, რომელიც ყველა ფიქსაციის წერტილისგან ერთიან სივრცეში იქმნება, მაგიაში იწოდება შეთანხმებად.

წარმოიდგინეთ მაგის და მეომრის შეხვედრა. მათი ფწ-ები დაიწყებენ ერთმანეთზე გადაწყობას, მაგრამ ერთის ფწ ფიქსირებულია მანიპურაზე, ხოლო მეორესი - ანაჰატაზე. ასეა თუ ისეა, მათი ურთიერთობისას ვიღაცა მეორეს თავის დონეზე გადაქაჩავს. აქედანაა გამოთქმა: «ჭეშმარიტება იბადება კამათში». არაფერიც არ იბადება, უბრალოდ ის, ვისი ფიქსაციის წერტილიც უფრო ძლიერაა ფიქსირებული, ის გადაიყვანს ოპონენტს თავის პოზიციაზე, და ისიც მიიღებს მის თვალთახედვას. ან იპოვნიან საშუალო პოზიციას ერთმანეთს შორის. ასეთ შეხვედრას მაგსა და მეომარს შორის შესაძლოა რამდენიმე ვარიანტის განვითარება მოჰყვეს. მაგალითად, მაგი ამბობს: «მე – მაგი ვარ». მაგრამ თუ მისი ფწ სუსტადაა ფიქსირებული, მისი ქვემოთ ჩამოგდება ადვილია. მეომარი მივიდა, ცხვირში ატაკა, და ის ფიქრობს: «ნუთუ მართლა მაგი ვარ? ჯობია წავიდე, კრივი ვისწავლო, თორემ ჩემი დამცავი შელოცვები არ მუშაობენ». და პირიქით, ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც იმპერატორები, მეფეები და პრეზიდენტები ქედს იხრიდნენ მაგებთან შეხვედრის დროს, ტოვებდნენ ყველა თავის მეომრულ საქმეს და სულიერი განვითარებისთვის მიდიოდნენ. ეს, სხვათა შორის, მაგის ძალის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თუ მაგის გვერდით გინდებათ, რომ ვინმეს ცხვირ-პირი დაამტვრიოთ, სავარაუდოდ ეს მაგი არ არის.

შეთანხმება – ეს გარეგნული ფიქსაციაა. სწორედ ესაა ის სიგნალი, რომელსაც ჩვენი ფწ-სგან ვიღებთ. მაგრამ მოდელირდება იგი არა მხოლოდ იმ სივრცით, რომელშიც ვიმყოფებით, არამედ ამ სივრცის ობიექტებითაც. სხვა სიტყვებით, შეთანხმება– ესაა რეალობა, რომელსაც აღვიქვამთ. თუმცაღა სიტყვა «რეალობა» არც ისე მართებულია. უფრო სწორი იქნება «სამყაროს აღწერა». ჩვენ სამყაროს სუბიექტურად აღვიქვამთ, შესაბამისად მთელი სისავსით ვერ აღვიქვამთ მას. უფრო მეტიც, იმ ნაწილის აღქმას, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში მუშავდება, ხანგრძლივად და მტკიცედ გვასწავლიან ბავშვობიდანვე. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვასწავლეს. ამასთან ეს ჩვენება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგვახვიეს თავს (უბრალოდ ბავშობაში ჯერ არ გვაქვს ნება). თავად განსაჯეთ. ჩვენ დავიბადეთ პატარები, სუსტები. ჩვენი მენტალური სხეულები (ზედა 4 ჩაკრას წარმოებულები) დაუმუშავებელია. და ჩვენ ვეკითხებით დედას და მამას, რატომაა ცა ცისფერი და ბალახი მწვანე? ჩვენ გვიხსნიან, და ამას ვღებულობთ როგორც ფაქტს! ჩვენ უბრალოდ გვჯერა, ესენი ხომ ჩვენი მშობლები არიან. შემდეგ მივდივართ სკოლაში და გვიხსნიან ფიზიკის ქიმიის კანონებს... და ისევ გვჯერა, რომ სამყარო სწორედ ასეა მოწყობილი, რადგანაც ამას გვეუბნება მასწავლებელი, ის კი ჭკვიანია და იოლად ჩაახშობს ჩვენს ეჭვებს. შემდეგ – მეგობრები, სოციუმი, ტელევიზია და ა.შ.

ანუ გამოდის, რომ დაბადებიდან გვასწავლიდნენ მხოლოდ იმის აღქმას, რასაც გვაჩვენებდნენ, მაგრამ უმეტესობა მოვლენების უბრალოდ გვჯერა, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. მაგალითის სახით ჩემს სემინარებზე კითხვას ვსვამ ხოლმე, თავად, საკუთარი თვალით, უნახია თუ არა ვინმეს მოლეკულები ელექტრონული მიკროსკოპით? 99 % შემთხვევებში პასუხი უარყოფითია. მაგრამ ყველამ იცის, რომ ისინი არსებობენ. მაგრამ იქნებ მოგვატყუეს? დაბეჭდეს ნახატი და მიაწერეს: «მოლეკულის ფოტო». და ეს მივიღეთ როგორც არსებული ფაქტი.

მაგრამ ეს ინტელექტუალური ცოდნაა. ინფორმაციის უმეტესობას კი იმიტომ ვღებულობთ, რომ იმ გარემოში მოვხვდით, სადაც უკვე არსებობს დაწესებული მოლაპარაკება. და იგი იქმნება იმ ცივილიზაციის მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამასთან თავად შეთანხმება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მრავალწახნაგოვანი სამყაროს ერთი წახნაგის სახით. წარმოიდგინეთ, რომ ღამით მიდიხართ ტყეში. ხელში ფანარი გიჭრავთ. არე, რომელსაც თქვენ ანათებთ - ეს არის თქვენი შეთანხმება. მაგრამ არა მთელი ტყე. შედეგად თქვენ, ბუნებრივია, ტყის აღწერის დროს მის მხოლოდ იმ ნაწილზე ისაუბრებთ, რომელიც დაინახეთ. და თუ, მაგალითად, დათვი შეგხვდათ, ამის შემდეგ თქვენი მსმენელი ტყეში გავლისას ავტომატურად დათვის მოლოდინში იქნება. ამგვარად თქვენ გავლენას მოახდენთ გარემოს მისეულ აღქმაზე, და ეს ტყე მისთვის იქნება ტყე, რომელშიც დათვები გვხვდებიან, არადა, შესაძლოა, დათვი შემთხვევით აღმოჩნდა ტყის იმ კონკრეტულ ნაწილში.

აი, უფრო კონკრეტული მაგალითი. კინოქრონიკებში დარჩა ვიდეოჩანაწერები ადამიანის თვითმფრინავით პირველი აფრენის მცდელობათა შესახებ. თუ უყურებთ, დაინახავთ, რომ თვითმფრინავები ჰაერში იწევიან და მაშნვე ვარდებიან. იმ დროის ინჟინრები ვერაფრით გებულობდნენ, რაში იყო საქმე? ფიზიკისა და აერო-დინამიკის კანონების მიხედვით ეს ნივთი უნდა აფრენილიყო, უფრო შორს მაინც, ვიდრე მოცემულ შემთხვევებში. მაშ ასე, საქმე იმაშ იყო, რომ ამ აფრენების სანახავად მრავალი ადამიანი მოდიოდა. ყველას აინტერესებდა, ადამიანის პირველი გაფრენის მოწმე გამხდარიყო. მაყურებლებს შორის მრავალი ქალი იყო.განათლების მხრივ ქალებს იმ პერიოდში ცუდად ჰქონდათ საქმე, და მათ არ სჯეროდათ, რომ რაღაცას, ჰაერზე მძიმეს, შეეძლო აფრენილიყო. ბუმბული არ აქვს, ფრთებს არ იქნევს – ვერ გაფრინდება. და თვითმფრინავი ვერ ფრინდებოდა. რა ხდებოდა ამ დროს? უბრალოდ ქალები სამყაროს იმ ნაწილშ აფიქსირებდნენ თავიანთ ფწ-ს, სადაც მოცემული კანონები არ მოქმედებდნენ. და თავიანთი ფწ-ს სიგნალებით აფორმებდნენ შეთანხმებას მოცემულ წესებთან. აქედანვე აქვთ მეზღვაურებს გამოთქმა: «ქალი გემზე – უბედურების ნიშანია». ქალს კვლავაც არ შეეძლო გაეგო, როგორ არ იძირება ამხელა საგანი მაშინ, როცა თვითონ, ასეთი მსუბუქი და ფაქიზი, ადვილად მიექანება ფსკერისკენ. და გადაჰყავდა მთელი გემი შეთანხმების იმ სფეროში, სადაც გემი იძირება.

აქ მუშაობს შრედინგერის პრინციპი კვანტური ფიზიკიდან, რომელიც ასე ჟღერს: როგორც კი რაღაც სივრცეში ვაღწევთ, რათა იგი შევისწავლოთ, მაშინვე ვიწყებთ ამ სივრცეზე ზემოქმედებას, ანუ მისთვის გარკვეული თვისებების მინიჭებას. ასე ფორმირდება შეთანხმება.

აქედანაა განდეგილობის ყველა პრაქტიკაც. სულიერ გზაზე ყველას უწევს ამ ეტაპის გავლა. ეს აუცილებელია. თავისი განვითარების რაღაც მომენტში მაგი მიდის ტყეში, მთაში, გამოქვაბულში ან უდაბნოში. ამის შედეგად მას აღარ აფიქსირებენ გარედან. ხოლო თუ არაა გარეგანი ფიქსაცია, მაშინ შინაგანის შეცვლა გაცილებით ადვილია. ასე შეიძება მარტოობაში ნებისმიერი უნარის სწავლა (არ გირჩევთ ამის გაკთებას მანამ, სანამ არ «მომწიფდებით»). მაგალითად, თქვენ ისწავლეთ ლევიტაცია. მიდიხართ ქალაქში და ამბობთ, რომ ფრენა ისწავლეთ. ცდილობთ დემონსტრაცია მოახდინოთ, მაგრამ არ გამოდის. იმიტომ რომ თქვენ შეხვედით მოლაპარაკების იმ ზონაში, სადაც ადამიანები არ დაფრინავენ. მაგრამ მიგყავთ ერთი ადამიანი მთაში და, მასის ამ შეთანხმებიდან გამოსულს, უკვე შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი უნარი. ის იჯერებს და თქვენი შემხედვარე რაღაც დროის შემდეგ თვითონაც სწავლობს ამას.

სხვა მაგალითი. ყველას გიცდიათ უცხო ენების შესწავლა. შეგიძლიათ რამდენიც გინდათ ისწავლოთ სხვადასხვა პროგრამებით და რეპეტიტორებით, მაგრამ ასევე შეგიძლიათ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ და იქ უკვე რამდენიმე თვეში ადგილობრივ დიალექტზე დაიწყებთ ლაპარაკს. იმიტომ, რომ შეთანხმების ამ არეში თქვენი ფწ თავადაც თანდათანობით მასზე გადაინაცვლებს.

აქ მინდა პატარა რჩევა მივცე მათ, ვისაც არ უნდა რომ მათმა შვილებმა მოატყუონ. არ მოატყუოთ თქვენი შვილები არც ერთ შემთხვევაში. როგორი მწარეც არ უნდა იყოს - მხოლოდ სიმართლე ილაპარაკეთ. საქმე იმაშია, რომ ბავშვს ფეხებზე ჰკიდია თქვენი მსახიობური უნარები, რომლის ნიღბითაც მას ატყუებთ. ისინი აღრიცხავენ თქვენი ფწ-ს მდგომარეობას და ქვეცნობიერად სწავლობენ ამ ხელობას. არსებობს ერთი საინტერსო ამბავი, რომელიც კარგად აღწერს ფწ-ს ურთიერკავშირს:
ერთხელ, ერთმა ქალმა თავისი ვაჟი მიიყვანა მაჰატმა-განდისთან და თხოვა, რომ უარი ეთქმევინებინა ბევრი შაქრის ჭამაზე. მაჰატმა-განდი დაეთანხმა, მაგრამ ერთი პირობით, რომ ეს ქალი ორი კვირის შემდეგ მოიყვანდა თავის ვაჟს. იგი ასეც მოიქცა. ორი კვირის შემდეგ მაჰატმა განდი მიუახლოვდა ბავშვს და უთხრა:

– ნუ შეჭამ ბევრ შაქარს.

ქალმა ჰკითხა:

– და არ შეგეძლოთ,რომ ორი კვირის წინ გეთქვათ იგივე?

– საქმე იმაშია, რომ ორი კვირის წინ მე თვითონ ვჭამდი შაქარს.

ამ ამბით ერთი რაღაცის ხაზგასმა მინდოდა: მაგია – ეს ასევე შეთანხმებაა. ესეც სამყაროს ნაწილია, რომელიც ჯერ არაა აღწერილი უმრავლესობის ცნობიერებაში. და როგორც ჩანს კიდევ საკმაო ხანს არ იქნება აღწერილი. მასწავლებელი – ეს ისაა, ვინც უკვე გამოიმუშავა საკმარისად ძლიერი ფიქსაცია მაგიურ შეთანხმებაში და შეუძლია ვინმე სხვაც შეიყვანოს მასში. შესაძლებელია დამოუკიდებლად შესვლაც, მცდელობებისა და შეცდომების გზით, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს არც ერთი ხეირიანი თვითნასწავლი მაგი. ამიტომ სპეციალური ლიტერატურის კითხვა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნეცაა გარკვეულ ეტაპზე. წიგნებს არ შევყავართ შეთანხმებაში. ისინი გადმოცემენ ავტორის მდგომარეობას, მაგრამ მას არ აქვს ენერგია, რომ გარედან დაგაფიქსიროთ. შედეგად ყველა ეს მეცნიერება უწინდებურად ოკულტური (საიდუმლო) რჩება, რადგანაც მათი გაგება მხოლოდ შეთანხმების შიგნითაა შესაძლებელი. ასე რომ საჭიროა მასწავლებლის ძებნა და არა ლიტერატურის. მხოლოდ სამყაროს სტაბილური სურათის ჩამოყალიბების შემდეგ ნებისმიერი წიგნი სარგებელს მოგვიტანს, მაშინაც კი, თუ მათი ავტორები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მაგიური შეთანხმების შიგნით არ არსებობს წინააღმდეგობები. როცა ვკითხულობ სხვა ტერმინებით დაწერილ სხვა ტრადიციის წიგნებს, აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, რისი თქმაც ავტორს უნდოდა.

მცირე დასკვნა. ადამიანი – მრავალწახნაგოვანია და ერთდროულად მრავალ განზომილებაში იმყოფება. მისი ცნობიერება ეფუძნება იმ სიგნალების საფუძველს, რომლებიც ფწ-ს გავლით შემოდიან და შეთანხმებას ახდენს იმ სამყაროსთან, რომელსაც ადამიანი თავის რეალობად განსაზღვრავს. და რამდენადაც ყველაზე მძლავრი სიგნალები ცნობიერებაში გრძნობათა ორგანოების მეშვეობით შემოდიან, იგი სამყაროს სამ განზომილებაში აღიქვამს. მაგები სწავლობენ გაზარდონ აღქმადი განზომილებების რაოდენობა, რის ხარჯზეც თავისი შეთანხმების საზღვრებს აფართოებენ. ამ მდგომარეობებში გამოცდილების დაგროვებით, თავდაპირველად მასწავლებლის დახმარებით, რომელიც გარეგანი ფიქსაციის როლს ასრულებს, ისინი თანდათანობით გამოიმუშავებენ საკუთარ ფიქსაციას. მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მხოლოდ ის, რაც თვითონ იცის. 

ორ შეთანხმებას შორის სხვაობა შეგვიძლია შემდეგ მაგალითზე წარმოვიდგინოთ. დავუშვათ თქვენ ვერ ხედავთ სულებს, ისინი თქვენთვის არ არსებობენ, მე კი ვხედავ მათ. თუ ჩემთან იქნებით ორი-სამი დღით და ამასთან გარკვეულ მედიტაციებს გააკეთებთ საჭირო მდგომარეობაშ შესასვლელად, მაშინ თქვენც დაინახავთ მათ. ისინი თქვენი შეთანხმების ნაწილნი გახდებიან, - თქვენი რეალობა. თუმცაღა ფსიქიატრიის თვალსაზრისით თქვენ უბრალოდ „გარეკეთ“.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff