არის თუ არა გადაჭარბებული კვება და მოწევა საჭირო ბედნიერების მიუღებლობის კომპენსაცია?

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლევან ჩახაია ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე. შესაძლოა ამის შესახებ დაწ...

istockphoto 958659050 612x612ავტორი: ლევან ჩახაია

ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე. შესაძლოა ამის შესახებ დაწერილა ან თქმულა კიდეც,მაგრამ ჩემს მიერ ამ საკითხზე დაჟინებული ფიქრისას უამრავ ახალ ინფორმაციას წავაწყდი, ისევ საკუთარ თავში.

ჩვენ ადამიანები სხვადასხვა მიჯაჭვულობით ვიტანჯებით. მიჯაჭვულობა საკვებთან, ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან ..ზემოთ ჩამოთვლილთაგან მთავარი პრობლემა არა ნარკოტიკებში, სასმელში ან არაჯანსაღ პროდუქტშია, არამედ მიჯაჭვულობაში.

ჩვენი მთავარი ბარიერიც ეს არის.

იყოს ნარკოტიკი.. თუ მის მიმართ არ გვაქვს დამოკიდებულება, მისი არსებობაც არ არის პრობლემა. მთავარი ბარიერი მიჯაჭვულობაა. თითქოს მიჯაჭვულობის საგანი გახდა "თავშესაფარი".

დავაკვირდეთ სიტყვა თავშესაფარს. ვფიქრობ, რომ ჯანსაღ გარემოსთანაც შესაძლოა არსებობდეს მიჯაჭვულობა. ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჯანსაღი არა.

თავშესაფარი! ვიმალები ჭამაში, ვიმალები ე.წ. 'კაიფში". ვიმალები წიგნებში, და ყველაფერში, სადაც მიჯაჭვულობა მაქვს..

ჩემი მთავარი პრობლემა რეალობასთან ვერ მორგება და იმის გადაჭარბებით მიღებაა, რაც არ მჭირდება ...

შემიძლია გავსინჯო ნარკოტიკი,მაგრამ მე ის უბრალოდ არ მჭირდება.

შემიძლია ვჭამო გაუმაძღრად, მაგრამ მე ეს არ მჭირდება.

მოვწიო უამრავი სიგარეტი. არც ეს მჭირდება..

ვფიქრობ ადამიანი ვერ კმაყოფილდება ჯანსაღად იმ რეალობაში, სადაც ცხოვრობს. არ აქვს უნარი მიიღოს საჭირო დოზით დღიური სიამოვნება, ამიტომაც სხეული ითხოვს მის შევსებას სხვადასხვა არაჯანსაღი გზით.

გადაჭარბებული საქმიანობების მიზნებს შორის ორს გამოვყოფდი.

1) თავშესაფარი. ვემალები რეალობას.

2)მივიღო გამოტოვებული ბედნიერება. ვაკეთებ სიამოვნების არასწორი გზით კომპენსირებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბედნიერება დამაკლდა. სადღაც , მოცემულ მომენტში საკუთარ თავს წავართვი ბედნიერად ყოფნის უფლება ამ სიცარიელეს კი გაუმაძღარ კვებაში, მოწევასა და ალკოჰოლში ვავსებ.
ადამიანების დიდი ნაწილი აბსოლიტურად ნათლად ავლენს ქცევით აშლილობას სხვადასხვა ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში.
რათქმაუნდა ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები არ არის ერთადერთი მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესის, თუმცა ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანთა ცხოვრებაში.

რას ვაკეთებთ, როდესაც ვეწევით უამრავ სიგარეტს?.

ირთვება ფიქრები, რომ ეს არასწორია, რომ არ შემიძლია თავის დანებება, რომ ცუდად ვექცევი საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას. შემწყნარებლობისა და თვითმიტევების ნაცვლად საკუთარი თავი ძალიან გვტუქსავს, გვსჯის. ირთვება თვითგვემა, თვითგანადგურების რეფლექსები აქტიურდებიან.

გადაჭარბებული მოხმარება სხვადასხვა საშუალების ჩემი სუბიექტური აზრით არის ადამიანის დღიური სიამოვნების დეფიციტის გამოვლინება.

ამის მოგვარება ძალიან რთული საკითხია. ეს ნიშნავს , რომ დაუბრუნდე საკუთარ ჯანსაღ მდგომარეობა. მოერგო საკუთარ ნაჭუჭს, საიდანაც ამოვარდნილი ხარ. შენ შენ არ ხარ ამ კონკრეტულ მომენტში.

მინდა მოგახსენოთ, რომ საკუთარ თავზე დაკვირვებით ვწერ მოცემულ აზრებს.

პირველი სწორი ნაბიჯი იქნებოდა მუშაობა დანაშაულის განცდაზე, საკუთარი თავის გაკიცხვასა და განსჯაზე. ეს უნდა დავივიწყოთ. უნდა დავივიწყოთ ნებისმიერი აზრი, რაც ჩვენს პიროვნებას აკნინებს. პირობითად. თუ აქამდე მე მკაცრი და გულგრილი კრიტიკით გამოვირჩეოდი, დღეიდან შემიძლია ვიფიქრო, რომ მესმის საკუთარი თავის. მე, როგორც ყველა ადამიანი გამოვავლინე სისუსტე .. ეს კი საჭიროებს მუშაობას დაკვირვებას . ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ფასეულობები არ კნინდებიან. მე არ ვუბრაზდები ჩემს თავს პირიქით ვუსვამ კითხვას, რა დავაკელი მას? რამ გამოიწვია მისი ასეთი დაჟინებულობა, დაუკმაყოფილებლობა. სად ვტოვებ მას ცარიელს?

თქვენ არ უნდა ებრძოლოთ კვებას. თქვენ არ უნდა ებრძლოთ სიგარეტს. უბრალოდ უნდა ეძებოთ ის ბუნებრივი ჯანსაღი ბედნიერება, რამაც სიგარეტი ისევ უნდა ჩაანაცვლოს. როგორც სიგარეტმა ჩაანაცვლა ის. სად ჩათრგუნეთ საკუთარი ბუნებრივი მოცემულობები, და რას გვივსებს კონკრეტული გადაჭარბებულობა?

პირობითად: დილით მეგობარმა გამაბრაზა. იმის შიშით, რომ არ წყენოდა ვერ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. შესაბამისად ჩავთგრუნე ჩემი მოთხოვნილება აზრის გამოხატვის. რაც აბსოლიტურად ბუნებრივია და ამით ბუნებას დავუპირისპირდი. მან იპოვა გზა გამოსვლის , დაკმაყოფილების არასწორ ფორმატში. მე დავიკარგე.

მორიგი მაგალითი: მე მაქვს სექსუალური მოთხოვნილებები , სხვადასხვა მიზეზთა გამო მათ ვერ ვიკმაყოფილებ. ისინი იწყებენ სხვა გზებით დაკმაყოფილების მცდელობას. ამიტომ თავით გადავეშვი რესტორნებსა და მაცივრებში.

თუ თქვენ იპოვით მოცემულობას, რომელიც საკუთარ თავს დააკელით, თავისთავად დარეგულირდება არაჯანსაღი კვებაც, და სხვა ნაკლოვანებები..
თქვენ ისწავლით თქვენი სხეულის მოსმენას. დაიწყება ჰარმონია. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სიგარეტი? არ მჭირდება

უზარმაზარი ულუფები- არ მჭირდება .

ნარკოტიკები- არ მჭირდება

დიდი დრო და ძალა დასჭირდა ამ მდგომარეობამდე მისვლას. ბევრი ტანჯვაც. ამის მოკლედ ჩამოწერა კი ძალიან მარტივი იყო. სამუშაო დიდია
ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად სურს იმუშაოს საკუთარ თავზე მინდა წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. მთავარი ეძებოთ ... ის აუცილებლად გამოჩნდება არ შეეგუოთ იმას, რაც არ გაბედნიერებთ.

 

მსგავსი სტატიები

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

მან რეის აზრები


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი წყარო მან რეი...

დონ ხუანის გამონათქვამები, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან


1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გ...

მრავალი პარტნიორის ყოლის პრობლემა


ავტორი: ნუცა აივაზაშვილი 21-ე საუკუნე გარდამავალი საუკუნეა საქართვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff