აირჩიე წარსული - რომელიც გსურს

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე „შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რიჩარდ ბახი იდეები ზოგჯერ მხოლ...

44108570 2071963073114037 7546786120697118720 nავტორი: ანა თოფურიძე

„შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რიჩარდ ბახი

იდეები ზოგჯერ მხოლოდ აზრფორმებია, რომლებიც გონებაში არსებობენ და რეალობაში ვერ იბადებიან და იზრდებიან, მაგრამ ზოგჯერ რეალიზდებიან, ვითარდებიან, ყალიბდებიან ფუნქციურ მოვლენებად და ბევრი ადამიანის ცხოვრებასაც ეხებიანხოლმე. რამდენიმე ათეული წლის წინ ის რომ სხვა ქვეყანაში ვიღაცას ერთ წამში დაელაპარაკებოდი და დაინახავდი წარმოუდგენელი იდეა იყო, თუმცა ასეთი და ბევრად მაშტაბური კოსმიური იდეები ბევრ ადამიანს ქონდა. ისინი წიგნებს წერდნენ ან მაღალი ტექნოლოგიური მოწყობილობების ნახატებს ქმნიდნენ. ბევრი იდეა რაც ასი და ორმოცდაათი წლის წინ აბსტრაქტული აზრი იყო ახლა სრული რეალობაა რაშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს ეს შეგვიძლია.

იდეა, რომელზეც ახლა მინდა ვისაუბრო შეიძლება დაუჯერებელი და აბსტრაქტული ჩანდეს, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს სრული ფიზიკური რეალობაა და შეიძლება რომელიღაც ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანისთვის უკვე ცხოვრების წესია. ადამიანები ინდივიდუალურ განსხვავებულ რეალობებში ვცხოვრობთ და განვიცდით იმას რაზეც სხვას წარმოდგენაც არ აქვს. ვიცი რომ სანამ მე ახლა ამას ვწერ, ვიღაც სადღაც ამას რეალობად ქცევს. ეს იდეა წარსულის შეცვლას ეხება.. წარსული არაა ის რაც გვახსოვს, წარსული ილუზიაა და ჩვენ შეგვიძლია ის გავაქროთ და შეგვიძლია ის შევცვალოთ.

და რა არის წარსული? წარსული ყველას ინდვიდუალური აქვს და ყველა მას ისე ინახავს და უფრთხილდება, როგორც ძვირფას განძს და არ იციან რომ ნამდვილი განძი არც წარსულშია, არც მომავალში, არამედ თავად მათში. ამ წარმოდგენებზე პასუხისმგებელი სკოლა, მშობლები, სანაცნობო წრე და სოციუმია, სადაც წარსული გაიდეალებულია, სადაც ბავშობიდან გვასწავლიან რომ წარსული ისაა რაც უნდა გვახსოვდეს, რომ გავიხსენოთ და გავბრაზდეთ, რომ კიდევ განვიცადოთ და კვლავ და კვლავ ვისაუბროთ, მოგვენატროს და წარსულზე ფიქრში და ლაპარაკში ცხოვრების დიდი ნაწილი გავატაროთ.

წარსულის გახსენება და გაიდეალება ახასითებთ ადამიანებს, ვინც გარკვეულ ასაკს აღწევენ როცა ცხოვრების ხარისხი ნაკლებ გამაბედნიერებალია. ფიზიკური სხეულის დასუსტება, მრავალი განცდილი სტრესის სიმძიმე სხეულში, ენერგეტიკული გადაღლა ეს ყველაფერი ადამიანზე მოქმედებს და ილუზიას უქმნის რომ ბავშობაში უფრო ბედნიერები იყვნენ და ენატრებათ ბავშობა. სინამდვილეში ბავშობა არავის ენატრება, მათი ის მსუბუქი ენერგია და გონება ენატრებათ რაც ქონდათ და რისი დაბრუნებაც რეალურად ახლაც შეუძლიათ. წარსული რომ გვქმნის, ეს იდეა იმდენად ბუნებრივად და რეალობადაა მიღებული რომ იშვიათად შეიძლება ვინმემ იფიქროს წარსული დავივიწყო და აწმყოში ისე ვიცხოვრო როგორც მინდა ბედნიერადო. ჩვენ ძალიან ბევრი ჯაჭვით ვართ დაკავშირბეული წარსულთან, ყველაზე მეტად შიშებით და სამყაროს და მეს გაუცნობიერებლობით. ჩვენ გვგონია ის ვართ ვინც წარსულმა შეგვქმნა და გვჭირდება წარსული თვითპრეზენტაციისთვის, ძალიან გვეშინია ვიყოთ ის ვინც ვართ წარსულის გარეშე. ეს ცხოვრების წესია, მაგრამ როგორც ოდესღაც სხვა ქვეყანაში მეგობართან დალაპარაკება იყო წარმოუდგენელი და ახლა რეალობაა, მჯერა რომ მალე წარსულის ილუზიორობაც გაცნობეირდება და ადამიანები ისწავლიან განთავისუფლებას და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობეირებას.

44136698 176587719932118 2248310341735809024 nწარსული ძირითადად თვითიდენტიფიკაციისთვის გვჭირდება, მაგრამ იქნებ იმაზე მეტი ვართ ვიდრე განვლილ მოვლენებზე ადამიანური რეაქცია? იქნებ იმ ადამიანზე მეტი ვართ ვინც წარსული იცხოვრა?

როდესაც წარსული მოვლენა გვახსენდება ამ დროს მას თავიდან განვიცდითხოლმე, თუ სევდიანია ვიწყენთ თუ ბედნიერი ვიღიმებით და ეს ნორმალური ფუნქციონირებაა, თითქოს ასეა მოწყობილი ადამიანი, თუმცა ჩემი გამოცდილებით და დაკვრივებით ამის მიღმა სხვა რამ ხდება. და რა ხდება ამის გასანაალიზებლად ჯერ უნდა გავიგოთ როგორ აღიქვამს ჩვენი გონება და სხეული რეალობას და როგორ იმახსოვრებს. ნებისმერ მოვლენაზე ჩვენ გვაქვს რეაქცია, რაც მეტჯერ განმეორდება ეს მოვლენა, ჩვენ მეტჯერ ვიმეორებთ იგივე რეაქციას და ეს ჩვევად ყალიბდება, თუმცა არაა აუცილებელი სწორი იყოს.

ჩვენ ჩვენივე შექმნილი და გამეორებული ჩვევებისგან შევდგებით და არ ვართ ის რაც გვგონია ზედაპირულად, უბრალოდ შეჩვეულები ვართ ჩვენი მეს ამ ვერსიად ყოფნას. იყო შეჩვეული არ ნიშნავს რეალურად იყო და სხვა ალტერნატივა არ გაგაჩნდეს. ჩვენი ფიქრები შეჩვეულია ერთ მიმართულებას, ერთი სახის რეაქციას და მათი მრავალჯერადი გამეორების შემდეგ ფიზიკური სხეულის რეაგირებით ვყალიბდებით გარკვეულ ტიპაჟებად, თუმცა ეს არაა ის ვინც რეალურად ვართ, ესაა ვინად ყოფნაც ავირჩიეთ და შევეჩვიეთ. ადამიანები იმდენად შეჩვეულები ვართ გარესამყაროს ყურებას და კრიტიკას თუ სიხარულს იმის გამო რაც გარეთ ხდება, ჩვენს თავებში აღარ ვიყურებით. და იქნებ აქ უფრო მნიშვნელოვანი რამეები ხდება და არ ვიცით?

წარსული მხოლოდ ჩვენივე სუბიექტური ბევრი აღქმის ერთობლიობაა რაც ჩვენვე დავიმახსოვრეთ და მეტი არაფერი. ჩვენ შევქმნეით რეაქცია, ჩვენმა გონებამ დაარქვა მას სახელები და დაწერა ისტორიად და ჩვენმა გონებამ დაიმახსოვრა ის როგორც წარსულად. ჩვენმა სხეულმა კი დაიჯერა და ემოციური რეაქციებიც გადააპროგრამა ამ ფიქრებზე და ისტორიაზე. მაგალითად ერთ მოვლენაზე გარკვეული რეაქცია რაც ოდესღაც განვიცადეთ, იმავე ან მსგავს მოვლენაზე კვლავ განმეორდება ჩვენში და ეს ჩვევაა რომელიც გვგონია ჩვენ ვართ. კონკრეტიკისთვის, ოდესღაც გვიღალატეს და ამან ძლიერი ტრამვა მოგვაყენა, ან კამათისას დაგვიყვირეს რამაც შოკში ჩაგვაგდო. ეს მოვლენები დაკავშირებულია კონკრეტულ ფიქრებთან და სიტუაციებთან, დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან, (საკმაოდ რთული სტრუქტურაა მაგარამ არა შეუცნობელიდა გაუშიფრავი) და როდესაც მეორდება მსგავსი სურვილი, ჩვენი სხეული გვახსენებს წარსულში მომხდარ იმ ნეგატიური განცდას რაც დამახსოვრებული იყო მასში. ჩვენ ამ დროს ვგრძნობთ გაუცნობიერებელ შიშს და შეიძლება ხელიდან გავუშვათ ახალი ურთიერთობის და საქმიაობის გამოცდილება, მხოლოდ იმიტომ რომ წარსულში ჩაწერილმა მექანიზმმა იმოქმედა. ჩვენ გვგონია რომ ეს შიში რაღაცას ნიშნავს და რადგან ჩვენშია ვემორჩილებით, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენივე შექმნილი შიშია და რეალურად არაფერსაც არ ნიშნავს. ეს მხოლოდ ჩვენივე ილუზიაა და არა რეალობა. რეალობის პერსპექტივიდან ჩვენ უმიზეზოდ დავიხიეთ უკან. ხედავთ წარსულის გავლენას აწმყოზე? და წარსულის სარგებლობას? რა სარგებლობა აქვს წარსულს თავისი გამცოდილებებით თუ ის აწმყოში ბორკილებს გვადებს?

ადამიანებს ეშინიათ რომ წარსულის გარეშე არავინ იქნებიან და ამიტომ ებღაუჭებიან ასე მას, იხსენებენ, ტრაბახობენ ან პოზიორობენ წარსულის დრამატული გამოცდილებებით. დრამა ხომ თანაგრძნობას იწვევს და შოუა რომელიც მაყურებლებს იზიდავს. წარსული ნეგატიური გამოცდილებები ზოგეჯრ მომგებიანი ნიღაბია, თუმცა ეს არაა რეალური სახე. რეალურად შეგვიძლია ჩვენი მე აწმყოში ახალი შევქმნათ, ჩვენ ყოველ დღე შეგვიძლია განვახლდეთ და წარსულზე მიჯაჭვულობის გარეშე ვიცხოვროთ სრულიად ბედნიერი ცხოვრებით. წარსული გვამძიმებს და ჩვენ თუ არ ავირჩევთ განვთავისუფლდებით მისგან.

44156217 1927643167529809 5332508026072989696 nწარსული არის ის ისტორია რაც გავხსოვს, მაგრამ ეს არაა რეალობა. ესაა მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იმაზე რაც იყო. ნებისმერი გამოცდილება შეგვიძლია მრავალი ინტერპრეტაციით მივიღოთ, ყველაფერში დავინახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, დავინახოთ ახალი შესაძლებლობები ან თავი გარემოს მსხვერპლად წარმოვაჩინოთ და უძლურად მივყვეთ დინებას. ეს ხომ ჩვენი არჩევანია? მას შემდეგ რაც გააცნობეირებ რა ძირითადი მიდრეკილებებით ხელმძღვანელობს თქვენი გონება ამის გარჩევასაც ადვილად შეძლებთ. ერთი და იმავე გამოცდილებას ათასი ადამიანიდან შვიდასი მაინც განსხვავებულად მიიღებს და გამოიყენებს. ასევა წარსულიც, წარსული შეიძლება აქციო დრამატულ ისტორიად რომელაც მუდამ თავიდან მოყვები და თავს შეიზღუდავ განვითარებისგან ან გამოცდილებებად, რომელიც დაგეხმარა უფრო ჭკვიანიდა ძლიერი და შემოქმედებითი გამხდარიყავი. თუ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ფიქრები ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ თუ შეგვიძლია მაშინ სრულიად ნათელი და გასაგებია რომ წარსული მხოლოდ გონების სუბიექტური არჩევანია და ახლა შეიძლება ის შეცვალო. მოვლენა მოხდა და გაიარა, ხოლო ჩვენი ემოციური და აზრობრივი რეაქცია მასზე დარჩა, და სწორედ ესაა რაც ქმნის წარსულს და გვიქმნის ილუზიას რომ გვქმნის ჩვენ. რეალობა იმაში მდგაომრეობს რომ ყოელთვის შეგიძლია გადააფასო და შეცვალო წარსულზე შთაბეჭდილებები, ეს უნდა გააკეთო იმისთვის რომ თავისუფლება მოიპოვო საკუთარ გონებაზე და თავზე რაც ცხოვრებაში მეტ ჰორიზონტს გაგიხსნის და არავინ იცის, რა შესაძლებლობები ეხსნება ადამიანს ვინც წარსულს ცვლის და ყვეობის ნიღაბს იხსნის.. ჩვენ ყველანი შემოქმედები ვართ თუ ნიღბით არ ვიზღუდებით, ყველა ადამიანშია შინაგანი ძლიერი მე რომელიც ქმნის გარესამყაროს და მის უკეთ გასაცნობიერებლად წარსულის გაქრობაა საჭირო. საკუთარი რეაქცისს გაცნობეირება და კონტროლი რთული პროცესია, თუმცა ბევრად რთულია ცხოვრება ამის გარეშე. წარსული არა მხოლოდ ისტორიაა გონებაში, ეს საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენებია, საკუთარ სხეულში შეკრებილი ნეგატიური ენერგიები, მცდარი რწმენები ცხოვრებაზე და შეზღუდვები რაც ჩვენს თავს და სხვეპს დავუწესეთ, შიშები რომელიც ფრთებს გვიბოჭავენ...

მოყევით ნებისმიერი წარსული ისე როგორც გახსოვთ, შემდეგ კი ის სხვა პირს მოაყოლეთ ისე როგორც მან დაიმახსოვრა, შემდეგ იპოვეთ ის დადებითი მხარეები რაც იმ გამცოდილებებმა მოგიტანათ, შემდეგ ეცადეთ პერსპექტივა აამაღლოთ და წარმოიდგინეთ რომ ეს თქვენვე გჭირდებობათ რომ მოხმდარიყო, შემდეგ გვერდიდან დამკვირვებელი გახდით, შემდეგ მადლიერება განიცადეთ იმ ყველაფრის გამო რაც ისწავლეთ და დაინახავთ რომ წარსული თავის მიზეზებითდა შედეგებით შეიძლება რაღაც მეტს ემსახურებოდა ვდირე მაშინ აღიქვით. ახლა მოვლენისადმი დამოკიდებულებაც ხომ სხვაა? ნებისმერ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი წარსული..

მსგავსი სტატიები

სამყაროს ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ნებისმიერი სისტემის უკან დგას ამ სისტემის...

ქედმაღლობა, როგორც სხვაზე უკეთესობის სიხარული


ავტორი: ლევან ჩახაია წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის...

სულიერი განვითარების ტექნოლოგიები


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული რა წარმოადგენს ...

ქებათა ქება მატერიას


აბსტრაქტული სისტემები ერთის მხრივ წარმოადგენენ უზომოდ დიდ მონაპოვარ...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

ვინაა შენი ცხოვრების მთავარი მმართველი?


ავტორი: მამუკა გურული თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემა იმა...

მიუტევე რამეთუ არ იციან...


"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff