ავტორი: აკაკი სხულუხია
იმედგაცრუება, მშობელია ყოველივე სისაძაგლისა. ამ სიტყვების დასამოწმებლად ბოლო რამოდენიმე საუკუნე, ვფიქრობ გამოდგება. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ყოველი საძაგელი სისტემის, ტოტალიტარიზმისა და ტირანიის უკან სწორედ იმედგაცრუებული ადამიანები იდგნენ და იდგებიან მარად. ისინი ვინც ყველაფრის რწმენა დაკარგა და კვაზი ჭეშმარიტებებს, ანუ მსოფლიოში ყველაზე დიდ სისაძაგლეს შეაფარა თავი. ფრიდრიხის სიტყვებს გავიხსენებ რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინდელ მაღალ წრეებში, ღმერთი მოკვდა მეგობრებო მან დატოვა ადამიანთა გულები, უფრო სწორედ ის ადამიანებმა გააძევეს. რათქმაუნდა ეს სიტყვები პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, იგულისხმება რომ რწმენა და იმედი რომელიც შეიძლება ითქვას არამატერიალურ საწვავს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის ამოიწურა და ადამიანთა გულებში იმედგაცრუებამ დაისადგურა. ამ ტრაგიკული მოვლენის მიმართ ადამიანები სუსტები აღმოჩნდნენ და ზეკაცის იდეა რომელსაც ნიცშე ესოდენ ეტრფოდა, არ განხორციელდა. ადამიანებმა გულში არსებული სიცარიელის ამოვსება კვაზი ჭეშმარიტებებით სცადეს, რაღაც ნაწილმა სოციალიზმს და კომუნიზმს შეაფარა თავი, ნაწილიც ნაციონალურ იდეებს და შოვინიზმს დაეყრდნო რამაც კაცთა მოდგმა ორ საშინელ მოვლენამდე მიიყვანა, რომლებიც არიან კიდევაც იმის მტკიცებულება, რომ იმედგაცრუება მშობელია ყოველივე სისაძაგლისა.
ფილმი რომელზეც დღეს ვისაუბრებ გადაღებულია გენიალური ნაწარმოების მიხედვით და მისსავე სახელს ატარებს, ფილმის სახელია „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. გენიალური ნაწარმოები რომელიც ეკრანზე გააცოცხლა მილოშ ფორმანმა უდავოდ წარმოადგენს თავისუფლების ჰიმნს და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა ტოტალიტარიზმის და დესპოტიზმისა რომლის სახესაც მის რეჩეტი წარმოადგენს, რომლის ხელშიც არის როგორც პაციენტები, ისე უნებისყოფო ექიმი სპაივი, ისე ტელევიზორი, ისე დროის სრბოლა, ისე წამლები, ვინ უნდა გაფრინდეს სად უნდა გაფრინდეს, მოკლედ ყველაფერი.
მთავარი მედდა ცდილობს რომ მაქსიმალურად კარგად გააკეთოს თავისი საქმე. შეიძლება ითქვას მას აბარია გარკვეული ფაბრიკა სადაც აკეთებენ სხვა ფაბრიკების შეცდომების გამო დაზიანებულ „ნივთებს“. ამ შემთხვევაში ადამიანის დაზიანებულ ცნობიერებაზეა საუბარი. როდესაც ფაბრიკებში როგორებიცაა სკოლა და ეკლესია, აღზრდის დროს დაშვებულია შეცდომა, ამ შეცდომის გამოსწორება ევალება მის რიჩეტს რათა დააბრუნოს ნივთი „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, ანუ გახადოს ნორმალური, და ზოგ შემთხვევაში უკეთესიც გამოსდის. როგორც ხელოსნები იტყვიან ნივთი პირვანდელზე უკეთესია, ანუ ის აღარ „გაფუჭდება“. მოკლედ ამ საქმით არის დაკავებული მის რეჩეტი და როდესაც საზოგადოება მის ნახელავს უკან იღებს ეს მის გულს ახარებს. ის რათქმაუნდა დარწმუნებულია რომ კარგ საქმეს აკეთებს.
მე მინახავს ეს ქალი ცხოვრებაში ბევრჯერ, რათქმაუნდა მსახიობმა შესანიშნავად შეასრულა მისი როლი და ოსკარიც მიიღო, მაგრამ მე მინახავს უფრო ყოფით ვითარებაში. სკოლა არ არის სადაც ის არ შეგვხვდეს. თუ არ ვცდები საქართველოში არის სამიათასამდე სკოლა სადაც სამიათასი მის რეჩეტი იმალება თუ მეტი არა. ასეთი ტოტალიტარული ავტორიტარული მასწავლებლების მთელი არმია მინახავს როგორც სკოლაში ასევე ბაღში, მინახავს ასეთი პოლიტიკოსები და უბრალო ადამიანები. მოკლედ მის რეჩეტს ვიცნობ ძალიან კარგად.
დავუბრუნდეთ ფილმს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფილმში მოვლენები ვითარდება ჩვენს სამაგალითო და საყვარელ, ყველაზე დემოკრატიულ, მსოფლიოში ყველაზე უკეთეს საზოგადოებაში, ყველაზე უფრო კარგად აწყობილ ქვეყანაში, თურმე იქაც კი ტოტალიტარიზმი არის ჩაბუდებული და ეს შეიძლება ითქვას უზარმაზარი პასუხია კითხვაზე როგორ ვიცხოვროთ. ზოგიერთს ჰგონია რომ უნდა იცხოვრო ისე რომ საქართველოსგან გააკეთო ამერიკა და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ამერიკამ თავისი თავისგან ამერიკა გააკეთა ყველაფერი ბელადისთვის, ყველაფერი მაკმერფისთვის არის ცუდად. რატომ? იმიტომ რომ ყველგან სადაც არის ადამიანი ყველგან მოსალოდნელია ძალადობა, ყველგან მოსალოდნელია ძალადობა ფსიქიკაზე, მოსალოდნელია ძალადობა კოლექტივის სახელით და ყველგან მოსალოდნელია ისეთი ავაზაკური ისეთი მზაკვრული ძალადობა რომელსაც ატარებს მის რეჩეტი როდესაც მაგალითად ერთ-ერთ პაციენტს ემუქრება, რომ ყველაფერ ამას რომ მან მეძავთან გაატარა ღამე, რომ ქალთანაა ნამყოფი და რომ კაცად აქციეს მეგობრებმა ამას დედამისს ეტყვის და იმდენად შეაშფოთებს, იმდენად შეძრავს, იმდენად ასე ვთქვათ სულიერდა აღძრავს ადამიანს რომ ის ყელს გამოიღადრავს, ანუ მარტო თავს კიარ მოიკლავს არამედ თვითმკვლელობის იმ სახეობას მიმართავს რომელიც არის ფაქტობრივად დასჯა, იმის გამო რომ იგი ვერ ჩაეწერა მის რეჩეტის მორალურ წარმოდგენებში.მის რეჩეტი უბრალო ცივსისხლიანი მკვლელია რომელიც დარწმუნებულია რომ მოამაგეა და შესანიშნავი ადამიანია, იმიტომ გითხარით რომ ბევრჯერ მყავს ასეთი ადამიანები ნანახი. მათ რომ ვინმემ აუხსნას მათი საქციელი რამდენად საშინელია, რომ ყველა ვინც ადამიანის თავისუფლებას ეხება სინამდვილეში ის ისეთ სათუთ რამეს კიდებს ხელს, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის და ღმერთის და ჭეშმარიტების და ყველაფრის წინაშე, ისინი ამ სიტყვებს არაფრად ჩააგდებენ რადგან ისინი უმრავლესობის სახელით გელაპარაკებიან. ჩვენ ამას წინათ კოლექტიურ მის რეჩეტს შევეჩეხეთ, იმ განსხვავებით რომ ჩვენი მის რეჩეტები კაცები იყვნენ და ხელში შპრიცის და ამპულის მაგივრად კომბლები ეჭირათ. ისინი დარწმუნებულები არიან რომ მოქმედებენ სწორად, რომ მათი მოქმედება კეთილი მიზნებისკენაა მიმართული. სწორედ ასეთი კვაზი ჭეშმარიტებები იკავებენ ხოლმე ჭეშმარიტების ადგილს როდესაც ადამიანთა სულებში სიცარიელე ისადგურებს შემდეგ ისინი თვლიან რომ იციან რა ჭირდებათ სხვებს. მის რეჩეტმა იცის რა მჭირდება მე, მე არ ვიცი, მან იცის. ფილმის მთავარი პერსონაჟი ხედავს საზოგადოებაში გამეფებულ ამ ტოტალიტარიზმს ამიტომ ამჯობინებს რომ ყველას ყრუ-მუნჯი ეგონოს, უნდა რომ ამა ქვეყნის ბედის განმკარგავებს დიდად თვალში არ მოხვდეს. პირველად ვისაც იგი გამოელაპარაკება არის სწორედ მაკმერფი, რადგან ვივარაუდებ რომ ის არის პირველი თავისუფალი ადამიანი რომელიც ბელადს შეხვდება, რომელიც ვაჟკაცურად კრიჭაში უდგას იმ დამახინჯებულ რეალობას რომელშიც მის რეჩეტები და მათი ტოტალიტარიზმია. ეს კარგად ჩანს ერთ მომენტში როდესაც მის რეჩეტი ტელევიზორის ჩართვის უფლებას არ აძლევს, მაშინ როდესაც მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას აშუქებენ და მაკმერფის ძალისხმევის მიუხედავად არაფერი იცვლება, თუმცა ის გადაწყვეტს რომ არ დაემორჩილოს რეალობას და წარმოსახვაში აღადგენს თამაშს და იყოლიებს სხვა პაციენტებსაც. მახსოვს ერთი გამოთქმა რომლის ავტორსაც სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ „ის ვინც არ ცდილობს გახდეს ღმერთი ადამიანზე ნაკლებია“ ეს აზრიც ჩანს ერთ მომენტში როდესაც მაკმერფი ცდილობს საკმაოდ დიდი მასის მქონე მოწყობილობის მოგლეჯას რათა ფანჯარა გაამტვრიოს და საავადმყოფოდან გავიდეს, თუმცა რათქმაუნდა ვერ ახერხებს და იძახის შემდეგ სიტყვებს, რომ მე ვცადე მაინც. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ადამიანობა რომ მან სცადა არ გამოუვიდა თუმცა მოისურვა იოცნება და სცადა ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას. მან მოინდომა ღმერთობა და გახდა ადამიანი, დანარჩენები კი ადამიანზე ნაკლებები იყვნენ ამიტომ მათ მაკმერფის დასცინეს რადგან ის არ იყო მათი მსგავსი ის იყო ადამიანი თავისუფალი მეამბოხე, ადამიან რომელმაც გისოსებს მიღმაც მოახერხა რომ მეგობრებთან ერთად ზღვაში გასულიყო, რომელმაც მოახერხა რომ კალათბურთის მატჩი მოეგო სანიტრებისთვის და მცირედი სიხარული მაინც შეეტანა პაციენტების უფერულ ცხოვრებასი, მოახერხა რომ შობა აღენიშნა დაელია და მისი მეგობარი კაცად ექცია. ამ ყველაფერმა იმედი ჩაუსახა ბელადს, რომელსაც იმედი დაკარგული ჰქონდა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამი უიმედობის გამო მასში არ დაბადებლა არაფერი საშინელი მან უბრალოდ სამყაროზე ხელი ჩაიქნია და მაკმერფი იყო ის ადამიანი რომელმაც ბელადს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა, ბელადმა კი ის გაანთავისუფლა იმ ერთადერთი გზით რომლითაც შეიძლებოდა რომ გაენთავისუფლებინა, მეგობარი არ შეატოვა მის რეჩეტის მარწუხებს.
დასკვნის სახით ვიტყვი რომ ეს ნაწარმოები და ფილმი არის თავისუფლების ჰიმნი, თავისუფლების ძეგლი სხვათაშორის სახელიც სიმბოლურია იგი მომდინარეობს ბავშვური გათვლიდან რომლის ზუსტი თარგმანიც ასე ჟღერს სამი ბატი მიფრინავდა ერთი გაფრინდა აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით ერთმა კი გუგულის ბუდეს გადაუფრინა. და სწორედ ის ერთი რომელმაც გუგულის ბუდეს გადაუფრინა არის მაკმერფი, ყველა მიფრინავს ან დასავლეთით ან აღმოსავლეთით ის კი განსხვავებულია ის სხვა არის მან გუგულის ბუდეს გადაუფრინა. ისღა დაგვრჩენია მადლიერი ვიყოთ კენ კიზის ამ გენიალური ნაწარმოებისთვის. მადლობა ვინც ბოლომდე წაიკითხეთ და მოგეწონათ ვისაც არ მოგეწონათ და მაინც წაიკითხეთ ამაზეც მადლობის მეტი რა მეთქმის
სულ ეს იყო....