ახალი წელი - ახალი სამყარო

Admin
აზრები
0
0

 ავტორი: ალქიმიკოსი "და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რელიგიური თქმულებები და ეს სიტყვ...

 ავტორი: ალქიმიკოსი

"და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რელიგიური თქმულებები და ეს სიტყვა იყო ღმერთი თუმცა შეიძლება სულაც სიტყვები და ეს სიტყვები იყო "გილოცავთ პირველ წელს" პირველი სიტყვები ვფიქრობ ეს იქნებოდა და ეს მოხდა მაშინ როდესაც პირველი წამი გავიდა რადგან შეიქმნა სივრცე, სივრცეში მანძილი წერტილიდან წერტილამდე და დრო რომელიც ამ წერტილებს შორის მანძილის დაფარვას სჭირდებოდა. ერთ წამს მეორე მიჰყვა, წამს წუთი წუთს საათი და ასე იქამდე რომ მილიარდობით წელი გავიდა და სამყარო დღევანდელ დღემდე მოიყვანა.

big bang   

ადამიანებმა გარკვეული თარიღი აირჩიეს და ყოველი 365 დღეში ერთხელ თითქოს იმ პირველი მოვლენის გამეორებას ცდილობენ, თავისებურად და შესაძლებლობის ფარგლებში რათქმაუნდა. პირველად იყო სიტყვა ან ალბათ სიტყვები და სწორედ ეს რაღაც ახლის მომასწავებელი სიტყვები იყო ყველაფრის სათავე. ჩვენც ყოველი წლის ბოლოს ვცდილობთ ვთქვათ რაღაც ისეთი რაც სიახლეს დაუდებს საფუძველს. იმედი გვაქვს, რომ წავა ძველი და გაჩნდება რაღაც ახალი ისევე როგორც მილიარდობით წლის წინ, მოხდება დიდი აფეთქება ამჯერად ჩვენში, მეტაფორულად და ბევრად მცირე მასშტაბებში, როგორც ერთი საინტერესო ადამიანი იტყოდა ადამიანი მიკროკოსმოსია და სულ რომ არაფერი ამ სიტყვების მართებულება ამ მოვლენაში მაინც შეიძლება დავინახოთ.

  პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო დიდი აფეთქების მიზეზი და მას შემდეგ ჩვენში მიკროკოსმოსებში მილიარდობით დიდი აფეთქებაა რომლებიც სიტყვებსა და აზრებს თან სდევს, ვინ მოთვლის რამდენი ასეთი პირველი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში, პირველად ნათქვამი დედა/მამა, პირველად ნათქვამი მიყვარხარ, პირველად ნათქვამი მაპატიე, პირველად ნათქვამი ევრიკა!!! და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სიტყვა ითქმის პირველად რამდენი გრძნობა ემოცია ფეთქდება და მიკროკოსმოსს ბადებს იმ მიკროკოსმოსს ჩვენში ყველაში რომ არის უნიკალური მშვენიერი, ერთადერთი. არაფერი შეედრება იმ მშვენიერ გრძნობას რომელიც ამ აფეთქებებს ახლავს თან. იმ მაგმის ამოფრქვევას ზოგჯერ წლობით რომ ვაკავებთ თუმცა შემდეგ გაორმაგებული ან სულაც გაათმაგებული ძალით რომ იფრქვევა.

   როგორც ყოველ წელს 2020-შიც იქნება სიტყვა და ეს სიტყვა იქნება მიყვარხართ ადამიანებო თქვენი შინაგანი სამყაროთი, თქვენი მიკროკოსმოსით, თქვენი ყველა თვისებებით რომელთაგან ზოგს კარგს ზოგს კი ცუდს არქმევთ, თქვენი უნიკალურობით, თქვენი განუმეორებლობით თქვენი მშვენიერებითა და ღვთაებრივობით. დაე ღვთაებრივი ნაპერწკალი მუდამ ანათებდეს თქვენს საოცარ და მრავალფეროვან შინაგან სამყაროს. დაე სიტყვები რომლებიც არ ითქვა გასულ წელს აზრები რომლებიც არ გამოითქვა გრძნობები რომელშიც არ გამოუტყდნენ. დაე თქვან, გააზიარონ, გამოუტყდნენ!!!! აფეთქდნენ ასჯერ ათასჯერ მილიონჯერ!!!!

პირველად იყო სიტყვა ან სულაც სიტყვები და ეს სიტყვები იყო მე თქვენ მიყვარხართ!!!

მსგავსი სტატიები

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

34 წლისას მიგნებული 35 სასწაული


ავტორი: სალომე ჯოჯუა წყარო ამ ყველაფრის გაზიარება პომპეზურად მინდ...

ცრუ ქრისტიანობის მხილება - სასულიერო პირები


ავტორი: "ყოფილი მრევლი" რიგით გამვლელს რომ ჰკითხოთ, თუ რას ნიშნა...

"ეგოს კაპრიზები"


"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილ...

თეზა #7


ავტორი: მამუკა გურული "იარე საკუთარი გზით, სხვაგვარად "სოკოს" ვე...

საქართველოს ყველა უბედურებისა და განუვითარებლობის მიზეზი


ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებულ...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

გველეშაპის წიაღი


ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff