პრობლემა თუ გამოწვევა

Admin
აზრები
0
0

ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათის წინ ერთ საათიანი შეხვედრა დ...

magic

ავტორი: სალომე ჯოჯუა

ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი

ნახევარი საათის წინ ერთ საათიანი შეხვედრა დავასრულე ინტრიგითა და ნეგატივით სავსე ადამიანთან. ხელის ჩამორთმევის დროს ხელის გულზე ვიგრძენი ტკივილი. ასე აღიქვამს ჩემი სხეული ნეგატივს. საუბარი არ დაიწყო წარმატებულად. პირველივე წუთებში უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე და დაიწყო ჩემი თანდასწრებით სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა პირებთან…

ვუყურებდი და მეცინებოდა, ის ამჟღავნებდა საკუთარ თავს. იყენებდა ნებისმიე ხერხს და საშუალებას საკუთარი მიზნის მისაღწევად… არაპირდაპირი მუქარით დაწყებული, ტკბილი სიტყვით დამთავრებული…

ვუყურებდი და ვფიქრობდი – მასთან დიალოგი არ მსიამოვნებს, სრულად ნეგატიური არსებაა. ეს პრობლემაა თუ გამოწვევა?

როგორც კი მასთან ურთიერთობა გახდა გამოწვევა, საქმე უფრო გამარტივდა, სიტყვები შემეცვალა, განწყობა შემეცვალა. აგრესია შეიცვალა გაკვირვებით, სიბრაზე შეიცვალა სიმშვიდით. როგორ მარტივად შეიძლება ნებისმიერი მდგომარეობა შეცავლო, როცა მას უცვლი დამოკიდებულებას! საბოლოო ჯამში გავაფორმეთ ისე როგორც მას უნდოდა, მაგრამ ისეთი ტექსტით როგორც მე მინდოდა ? ორივე კმაყოფილი ვართ.

მთელ ამ პროცესში მუდმივად მებრძოდა მეორე სალომე, რომელიც მის დამცირებაზე იყო ორიენტირებული. დღეს იმ სალომეს დავუჯერე, რომელიც კარგი მსმენელი და დინჯი აღმოჩნდა.

ყველაფერი ასეა ჩვენს ირგვლივ, როცა ნეგატიურ დამოკიდებულებას ცვლი პოზიტიური დამოკიდებულებით, პრობლემას ანაცვლებ გამოწვევით მარტივდება-სამყაროს ვუყვარვართ და ის ყოველთვის გვეხმარება, ნებისმიერ დროს მასთან კონტაქტი გვავსებს და იმ გადაწყვეტილებას გვაღებინებს, რომელიც გვზრდის…

ამ ადამიანთან 1 საათიანმა კომუნიკაციამ წაიღო ჩემი ენერგიის ნაწილი, ცოტა თავის წამომტკივდა, კმაყოფილი ვარ და გაზრდილი… აღფრთოვანებული.

ზოგჯერ საკუთარი თავის შორიდან შეხედვა რამდენიმე წამში ცვლის ყველაფერს. უბრალოდ შეეცადეთ სიტუაცია წამებში შეაჯეროთ, შეაფასოთ და განალაგოთ ტვინის სხვადასხვა ნაწილას მისი სხვადასხვა შედეგები. ეს მაშინ როცა თქვენი თანამოსაუბრე ცდილობს თქვენს წყობიდან გამოყვანას ირონიული ღიმილით სახეზე. გამორთეთ სმენის ორგანო და ჩართეთ წარმოსახვა. ააწყვეთ სქემა ტვინში და მიიღეთ პასუხი, რომელიც თქვენ კეთილდღეობას მოგიტანთ! მიყვარს ასეთი დღეები! მიყვარს ასეთი შემთხვევები. მადლობა ამ ადამიანს! მადლობა სამყაროს ჩემი სიყვარულისთვის…

დღეს 13ია, პარასკევი და მზეც ბნელდება… მშვიდ და სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ! სითბოს გიგზავნით ისე და იმდენს რამდენიც არცერთ ჩვენგანს არ დააზიანებს!

თბილისი, 13 ივლისი, 2018 წელი

მსგავსი სტატიები

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

აზრის თავისუფლება


ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში...

თეზა #2


ავტორი: მამუკა გურული ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ...

მე მახინჯი ვარ


ავტორი: მარი ბექაური წყარო გუშინ მე და ჩემი ბავშვობის დაქალი ვლაპ...

შეხვედრა სიკვდილთან


მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff