დაბოლილის 10 დაკვირვება...

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული 3-4 თვეში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე, რომ "ცნობიერების შეცვლილ მდგ...

marichuana

ავტორი: მამუკა გურული

3-4 თვეში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე, რომ "ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში" შევიდე, ანუ "დავბოლდე" (უფრო ხშირად, ჩემი აზრით, არაა სასურველი და საზიანოც კია). ამ დროს ხედვის კუთხე მეცვლება და სხვა მხრიდან ვხედავ ხოლმე ყველაფერს. ბოლო გამოცდილებით მიღებულ რამდენიმე მცირე დაკვირვებას გაგიზიარებთ:

1. ლოგიკაზე და გონების სხვა უნარებზე დამყარებული ხედვა კონკრეტული სიხშირის ხედვაა, მაგრამ არსებობს მასზე გაცილებით "მაღალ-სიხშირული" ხედვები. შეუძლებელია ბევრი რამ, რაც იმ სიხშირიდანაა დანახული, გონებისთვის გასაგები და ლოგიკური სიტყვებით ადვილად გასაგებად გადმოსცე.

2. ამ ჯერზე ვეცადე ტრანსერფინგის არსს ჩავღრმავებოდი. პირველი და მთავარი, რაც აღმოვაჩინე, ისაა, რომ ტრანსერფინგის უმაღლეს დონეებს და შედეგებს ვერ მიაღწევს ის, ვისაც უფრო მაღალ-სიხშირული ხედვა არ აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანური ხედვაა.

3. ტრანსერფინგი არაა თეორია, ესაა ბუნებრივი უნარი, რომელიც ან გაღვიძებული გაქვს, ან არ გაქვს (და მხოლოდ პოტენციურ მდგომარეობაში გაქვს). თუ ეს უნარი გაქვს, ტრანსერფინგის კითხვა საერთოდ არაფერში გჭირდება. უბრალოდ ვერც წაიკითხავ მას, იმიტომ რომ დროის და ენერგიის უაზრი კარგად ჩათვლი. ხოლო თუ კითხვა გჭირდება, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ტრანსერფინგის უნარი იმ მომენტში არ გაქვს.

4. ის, რასაც ტრანსერფინგის კითხვით შეგიძლია მიაღწიო, ისედაც მიღწევადია შენთვის. მაგრამ გარკვეულ ზღვარს მაინც ვერ გასცდები, რამდენიც არ უნდა იკითხო, იმიტომ რომ ამას ენერგიის და გაცნობიერებულობის მაღალი დონე ჭირდება, და არა უბრალოდ ინფორმაციის დაგროვება. თუმცა ტრანსერფინგის კითხვა იძლევა გარკვეულ ლოგიკურ შემეცნებას, რომელიც საჭირო მომენტში შეიძლება გამოგადგეს, და ისევ და ისევ მოტივაცია მოგცეს მეტი გაცნობიერებულობისთვის (თავად გაცნობიერებულობას კითხვა არ გაძლევთ, თუ პრაქტიკაში არ გამოიყენებთ).

5. ტრანსერფინგის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო თემა - მნიშვნელოვანობაა. რასაც ან ვისაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებ - ბევრ ენერგიას აძლევ. თავად მნიშვნელოვანების მიცემა გაიძულებს ენერგიის გაცემას, და არა რაიმე კონკრეტული მექანიზმი. არადა გარშემო იმდენი რამეა "მნიშვნელოვანი", რომ უამრავ ენერგიას ტყუილად გვაკარგვინებს. თავად ტრანსერფინგის მნიშვნელოვანობა უკვე მის ეგრეგორში გრთავს და მისგან რეალური სარგებელის მიღების შანსს გიმცირებს. ყველაზე დიდ მნიშვნელოვანობას საკუთარ თავს ვანიჭებთ, და შესაბამისად ყველაზე დიდ ენერგიას საკუთარ თავთან დაკავშირებულ კონტროლის მექანიზმებზე ვხარჯავთ. 

6. ყველაფერი ამ რეალობაში სადღაც სიღრმეში სინგულარობამდე მიდის. მაგალითად, ერთდროულად შეგიძლია თქვა ისიც, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ მართავ, და ისიც, რომ ყველაფერს შენ მართავ. იმისთვის, რომ შენი ძალაუფლება გააცნობიერო, უნდა მიხვდე, რომ აბსოლუტურად უმწეო და უსუსური ხარ. და პირიქით, იმისთვის, რომ შენი აბსოლუტური უმწეობა გააცნობიერო, უნდა ეცადო, რომ ტოტალურად მართო.

7. ტრანსერფინგში ამას ვარიანტთა დინებები ეწოდება, მე კიდევ ტალღებს დავარქმევდი. ტალღებს იმიტომ, რომ დინებასთან შედარებით უფრო ქაოტურია და არ იცი საიდან მოდის ან სად მიდის. და ეს ვარიანტთა დინებები (ტალღები) ჩვენი შემპყრობლებივით არიან. ისინი ტოტალურად გვიპყრობენ დასაწყისიდან დასასრულამდე, თუმცა დიდხანს არ გრძელდებიან. საკუთარი თავის გაცნობიერება მხოლოდ ამ ტალღებს შორისაა შესაძლებელი. და როგორც კი აფიქსირებთ, რომ საკუთარ თავს აცნობიერებთ - რეალურად ესეც ახალი ტალღაა და მეტი არაფერი.

8. ხედვის სხვა კუთხიდან ვხედავდი, რომ ეს რეალობა უსასრულო ოკეანეა სხვადასხვა სტრუქტურირებული ტალღებით. ეს ოკეანე ერთი მხრივ თითქოს ნივთიერია, მეორე მხრივ კი საერთოდ არ არსებობს და კინოეკრანზე არსებულ თეთრ ფონს ჰგავს, რომელზეც "ილუზორული" გამოსახულებები ჩნდებიან. ანუ აქაც სინგულარობაა: თან ნივთიერია, თან არარსებული. ზოგადად სინგულარობა თითქმის ყველაფერშია.

9. ადამიანები სფეროებს ჰგვანან. ადამიანთა უმეტესობას რაღაც ცენტრი თითქოს არ აქვთ, ან უბრალოდ საერთო ცენტრზე არიან შეერთებულნი. მე ამ ცენტრს გაცნობიერებულობის წერტილს დავარქმევდი. ის ადამიანები, რომლებსაც გაცნობიერებულობის წერტილი აქვთ, უმცირესობაში არიან. თავის მხრივ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე არსებობენ სფეროები, რომლებსაც კიდევ უფრო ღრმა ცენტრი აქვთ, და ისინიც სწორედ ისევე უცენტროებად აღგვიქვამენ ჩვენ, როგორც ჩვენ აღვიქვამთ წეღან ნახსენებ უცენტრო სფეროებს. და ალბათ (ამას მხოლოდ ლოგიკა მეუბნება და არა მაშინდელი ხედვა), ასე გრძელდება დაუსრულებლად.

10. რეალობას გარეგანი განზრახვა მართავს. შინაგანი განზრახვა ამ გარეგანი განზრახვის მხოლოდ შემადგენელი ნაწილია, და ილუზიას უქმნის ადამიანს, რომ ის "მოქმედებს". რეალური ტრანსერფინგი სწორედ გარეგანი განზრახვის მართვითაა შესაძლებელი. ერთადერთი, რაც ცნობიერების ამ მდგომარეობით შევძელი, ის იყო, რომ დამეფიქსირებინა ჩემი უმწეობა ამ გარეგან განზრახვასთან მიმართებაში. ამას სავარაუდოდ უფრო მაღალი სიხშირე და კოლოსალური ენერგია სჭირდება. და როგორც მეოთხე პუნქტში ავღნიშნე, თუ ამ სიხშირეზე ხარ, ტრანსერფინგის წაკითხვა საერთოდ არ გჭირდება (ხოლო თუ გჭირდება, ე.ი. არ ხარ ამ სიხშირეზე).

დაე, ძალა იყოს თქვენთან! :)

მსგავსი სტატიები

ბუნებრივი სიამოვნებები - სექსი


ავტორი:ლევან ჩახაია ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს...

დაბოლილის 10 დაკვირვება...


ავტორი: მამუკა გურული 3-4 თვეში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

პირველი და უკანასკნელი


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წა...

როგორ შევქმნათ ეზოთერული ეგრეგორი


ავტორი: იოანე შენგელია   იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ამი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff