მიენდე უმაღლეს "მეს"

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე..“ მედ...

ავტორი: იოანე შენგელია

„სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე..“

მედიტაციის ახალი ტექნიკა შევიმუშავე.. ჯდებით მოხერხებულად, კომფორტულად, ისე, რომ არ იგრძნოთ კუნთების დაძაბვა, თუმცა საუკეთესო ვარიანტია ლოტოსის პოზა. ასევე, სასურველია ბუნებაში დაჯდომა, ხეს მიყრდნობა, თუმცა აუცილებელი არ არის. მოკლედ, მთავარია არაფერი იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი, არც ფიზიკურად, და არც გონებრივად. თქვენ უნდა განეწყოთ კონცენტრაციისთვის, ძირითადი იდეა ეს არის.

როდესაც უკვე განეწყობით კონცენტრაციისთვის, შემდგომ შეგიძლიათ დაიწყოთ ამ წინადადების გამეორება გონებაში, ოღონდ არა ერთბაშად და გადაბმულად, არამედ შუალედებით - „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე“. მთავარი ის არის, რომ თქვათ ეს სრული გაცნობიერებულობით, და არა მექანიკურად. გაცნობიერებულობაში არ იგულისხმება, რომ აუცილებლად უნდა წარმოიდგინოთ „სამყაროს არსი“ და „უმაღლესი მე“, რომელსაც ელაპარაკებით. ეს წარმოდგენა და აბსოლუტისთვის ფორმის მიცემა მთავარ აზრს გვაკარგვინებს.

არც ემოციური ფონი უნდა ახლდეს ამ პროცედურას. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ესაუბრებით პიროვნულ უმაღლეს „მეს“. პირველ რიგში დაიწყეთ ფიქრით, ესეიგი გონებაში გაიმეორეთ ეს წინადადება (გაცნობიერებულად) რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდგომ შეგიძლიათ უკვე წარმოთქმა დაიწყოთ, მაგრამ ჯერ ჩუმი ხმით, ძალიან დაბალი ხმით, ისეთით, მარტო თქვენ რომ გესმით. შემდგომ ცოტა მოუმატოთ ხმას, და ბოლოს ხმამაღლა თქვათ.

მთავარი ის არის, რომ როგორც არ უნდა ამბობდეთ - აზრებში თუ ხმამაღლა პირით - თქვენ ამას აკეთებთ გაცნობიერებულად. კიდევ ერთი შტრიხი: როდესაც უკვე ხმას ამოიღებთ (გნებავთ ჩუმი ხმით, გნებავთ ხმამაღლა), თქვით ეს ერთ ჩასუნთქვაზე. ანუ, არ დაიწყოთ თქმა და მერე შუა თქმის დროს არ ისუნთქოთ. შუალედები არ უნდა ჰქონდეს ამ ერთ ციცქნა წინადადებას. როდესაც დაიწყებთ მის თქმას, სანამ არ დაასრულებთ, მანამ არ ისუნთქოთ. გარდა ამისა, თითოეული სიტყვა თქვით გაცნობიერებულად.

ეს შეიძლება გაგრძელდება რამდენიმე წუთი, შეგიძლიათ გააგრძელოთ ნახევარი საათი. სურვილისამებრ შეარჩიეთ რეჟიმი. ახლა კი, თავად ამ წინადადების შინაარსის შესახებ:

ჩვენ მივმართავთ სამყაროს არსს, რომელიც უნდა გახდეს კიდეც ჩვენი „მე“. ჩვენი უმაღლესი „მე“ უნდა გახდეს თაავად სამყარო, ჩვენი ცნობიერი ნება შეერწყას აბსოლუტის ნებას, ანუ გახდეს მისი ცოცხალი ნაწილი. მაგრამ, ჩვენ წინასწარ არ ვიცით ეს როგორ მოხდება და რა გზებით, რადგან ჩვენი „მე“ ჯერ კიდევ ძალიან პატარა და ვიწროა იმისათვის, რომ „აბსოლუტის გზანი შეიცნოს“, ამიტომაც ჩვენ მივენდობით აბსოლუტის, ანუ ჩვენი მომავალი „მეს“ ნებას, რადგან მან უკეთ იცის.

სწორედ ამ მინდობის გამოხატვაა - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე“. ჩვენ ვენდობით მას, და მას გადავაბარებთ ჩვენი ევოლუციის გზას. აქ არ იგულისხმება, რომ ჩვენთვითონ არაფერს გავაკეთებთ და „ღმერთს“ გადავაბარებთ პასუხისმგებლობას. ცხადია, აქ იგულისხმება ის, რომ უმაღლესმა „მემ“ დაგვანახოს ნათლად ჩვენი გზები, და დაგვეხმაროს იმაში, რომ გავხდეს ის, ვინც უნდა გავხდეთ, და პასუხისმგებლობის მოშორება არაფერ შუაშია. პირიქით, გაგვეკაფება რა გზა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით შევუდგებით მას. თუ არ ვაპირებთ ამ გზაზე შედგომას, მაშინ აზრიც არ აქვს ამ მედიტაციას, რაც სინამდვილეში გულისხმობს უმაღლესისადმი მინდობას ჩვენი ევოლუციის მომენტებში.

თავად ეს წინადადება - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე“ - ამოღებულია ქრისტიანული რელიგიიდან. ქრისტიანობაში გვაქვს საუფლო დღესასწაულები, რომლებიც ქრისტეს ცხოვრების ისტორიას გამოხატავენ. თითოეულ მათგანს თავისებური მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი დღესასწაული არის სულთმოფენობა (სიმადვილეში, ამ დღესასწაულის მერე კიდევ ორი დღესასწაულია, მაგრამ ისინი ქრისტიანობის არსზე ახალს აღარ საუბრობენ, და მხოლოდ სულთოფენობა „აგვირგვინებს“ ქრისტიანობის არსს).

რა არის სულთმოფენობის იდეა? როდესაც მოხდა კაცობრიობის გამოხსნა აღდგომით, ეს იყო კაცობრიობის იმ ნაწილის გამოხსნა, რომელიც არსებობდა აღდგომამდე. მაგრამ, ეს გამოხსნა უნდა გავრცელებულიყო ყველა ადამიანზე, მათ შორის იმათზეც, ვინც ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის მერე იცხოვრებდა. ამიტომაც, სულთმოფენობის დღეს ქრისტეს მიმდევვრებმა მიიღეს სული წმინდა, და აქ ჩაისახა ქრისტიანული რელიგია, და გავრცელდა ის მთელს მაშინდელ მსოფლიოში.

სწორედ ამ დღეს ქრისტიანები ამბობენ სალოცავებში - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“, რაც გულისხმობს ღმერთისადმი მინდობას მთელი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი „მე“-სი მთლიანად. ქრისტიანობის თავდაპირველი იმპულსი მეტად კონსტრუქციულია, თუმცა მოგვიანებით მან მიიღო როგორც შეიძლება რთული ფორმა, რაც ზოგჯერ ამახინჯებს ხოლმე თავდაპირველ იმპულსს. თუმცა, სისტემის შექმნა იმისთვის არის აუცილებელი, რომ ყველაფერი დაზუსტდეს.

მოკლედ, ჩვენი იმპულსიც და მოტივიც სწორედ ეს არის - ვიაროთ ჩვენთვის შესაძლებელი გზებიდან ყველაზე საუკეთესო გზაზე, რომლითაც ჩამოვიყალიბებთ პიროვნულ ღერძს, რომლის ბოლო ჩვენი უმაღლესი მე, ანუ თავად სამყაროს არსია!

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

ტრანსერფინგი - კვანტურ-მექანიკური ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარ...

საქართველოს ყველა უბედურებისა და განუვითარებლობის მიზეზი


ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებულ...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

გონების დამშვიდება


მიზეზი რატომაც დაუსაბამო ფიქრები არ გვტოვებენ არის ის, რომ ყოველ მა...

ბედნიერების დევნაში დაშვებული შეცდომები


ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩ...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

მიენდე უმაღლეს "მეს"


ავტორი: იოანე შენგელია „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff