მოძალადე სუსტი სქესი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მეტად მარტივი მისაღებია ეგოსთვის...

Lions

ავტორი: ანა თოფურიძე

საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მეტად მარტივი მისაღებია ეგოსთვის წარმოდგენა, მით მეტ ადამიანს აწყობს და მეტი ადამიანი იყენებს თავის სასარგებლოდ. საზოგადოებას არ ახასიათებს კითხვების დასმა, საკითხში ჩაღრმავება ან მოვლენის სხვა მხრივ გაშუქება, მარტივი გავრცელებული სტერეოტიპი საკმარისიახოლმე დასკვნის გამოსატანად. გაიმეორებ ათასჯერ მოსმენილ ფრაზას ისე თითქოს ის უტყუარი მოცემულობა იყოს და ამყარებ შეხედულებას. ერთ-ერთი სტერეოტიპი რომელიც აქტუალურია არის ის რომ მოძალადეები მამაკაცები არიან და ქალები მსხვერპლები. ქმარი ცემს ცოლს, ბიჭი კლავს სკოლაში სხვა ბიჭს, კაცი ეჩხუბება კაცს ან ძალადობს სხვა კაცზე, მამამ ცემა შვილი, მამაკაცმა გააუპატიურა გოგონა და ა.შ.. ოჯახებში მამაკაცები დომინანტები არიან და თავის პოზიციის გასამყარებლად როგორც მინიმუმ ყვირილს და გინებას და როგორც მაქსიმუმ ფიზიკურ ძალადობას მიმართავენ ხოლმე, რითაც ცოლიც და შვილებიც ფსიქიკურად ნადგურდებიან, ფაქტიურად პიროვნება კვდება, რადგან თუ ადამიანი ოჯახში არ გრძნობს თავს დაფასებულად და სიყვარულის ღირსად, მას ეს ტრამვა ყოველთვის ყველგან გაყვება და ბედნიერების პოვნა გაუჭირდება. მამაკაცები ხშირად ძალადობენ, რა თქმა უნდა ეს სიმართლეა და ყოველდღიურად უამრავი ძალადობის ფაქტი ხდება, რა თქმ აუნდა თითეული მსხვეპლი დახმარებას საჭიროებს და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ შევამციროთ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჩაგვრა, მაგრამ ახლა მე მინდა კიდევ იმაზე ვისაუბრო, რომ მოძალადეებად ქალებიც ხშირად გვევლინებიან და ქალების ძალადობაც ისეთივე დანაშაულია როგორც მამაკაცების, თუმცა სხვა ფორმებში ვლინდება.

როდესაც ვამბობ სიტყვას ძალადობა, ეს მხოლოდ ფიზიკურ დაზიანებას არ გულისხმობს სხეულზე ჭრილობის მიყენებით. მე ამ სიტყვაში ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობასაც. მოძალადე ქალს ნუ წარმოიდგენთ ჯოხით შეიარაღებულ საშუალო სიმსუქნის ცოტა ხანში შესულ დედაკაცად, მოძალადე ქალი შეიძლება მაღალ ქუსლებზე შემდგარი, ძვირფას ბრენდიან ტანსაცმელში გამოწყობილი, შანელის სუნამოიანი ტანწერწეტა ლამაზი ქალბატონიც იყოს. ქალები ძალადობენ უამარავი ფორმით და ძალადობენ ყველაზე, ისინი ძალადობენ ერთმანეთზე, ქმრებზე და რაც ყველაზე სევდიანია და რაზეც ყურადღების გამახვილება მინდა, ქალები ძალადობენ მცირეწლოვან შვილებზე, ისე თითქოს ეს დანაშაული არ იყოს.

ძალადობა ბავშვებზე

დედების ძალადობა ბავშვებზე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი სასტიკი შეიძლება იყოს ქალი, თუ ის თავს ვერ აცნობეირებს. როდესაც აღშფოთებულები საუბრობენ როგორ მოკლა ვიღაც ფსიქოპატმა მანიაკმა ბავშვი, მე კითხვა მიჩნდება, „როგორ ურტყამს შვილს მშობელი დედა?“ როგორ უყვირის და აგებინებს მცირეწლოვან შვილს ისეთ საშინელ სიტყვებს, რასაც მეგობარს და უცხო ადამიანს არ აკადრებდა. დედები ზრდილობას და თავაზიანობას იჩენენ უცხო ადამიანების მიმართ და სხვებთან თოკავენ თავის ემოციებს, ხოლო ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებთან უკიდურეს სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ.

ყოველ დღე მაქვს ბედნეირება ვმგზავრობდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მინიმუმ ოთხი ან ხუთი მოსიყვარულე დედა მაინც მხვდება რომელიც შვილს ჯოჯოხეთს უწყობს ყველას თვალწინ. აკონტროლებენ ყველა მოძრაობას, ყველა პატარა ხმის გამოცემას, ბავშვებს უშლიან სიცლს და სიმღერასაც კი, როცა პატარა უბრალოდ კარგ განწყობაზეა და თავისთვის ტიტინებს. ხშირად მსმენია ფრაზები: „არ შეიძლება გაჩერდი თორემ მოგხვდება“, „ღორი ხარ“, „რა ხარ ასეთი გაუგონარი“, „რა ხარ ასეთი უწესო“, „გაინძრევი და კამფეტს აღარ გიყიდი“, „მივალთ სახლში და ნახავ რაც მოგივა“. „დეგენერატო“, „ბინძურო“, „ბავშვი ხარ თუ ცხოველი ხარ“. „არსად წასაყვანი შენ არ ხარ“. „შემარცხვენელო“, „ჩაკვდი“, „გველის წიწილო“ და ა.შ... ეს თუ ვინმეს ნორმალური დედობა გონია და ამაში ვერბალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ხედავს, მას არაფერი ცოდნია ადამიანზე.

ძირითადად დედები ყველა იმ უარყოფით შეფასებას გადასცემენ შვილებს რაც თავად ოდესმე თავის მიმართ მოუსმენიათ, რადგან ისინიც ასე გაზარდეს. დედები ბავშვებს სთხოვენ სხვაზე უკეთესები იყვნენ, სხვას აქებენ და თავის შვილს ამცირებენ, „აი ის რა კარგად იქცევა და შენ კიდევ ასე..“. დედები ვერ ხვდებიან რომ მათი თითოეული სიტყვა ახდენს შვილის პიროვნების ფორმირებას. წარმოიდგინეთ ბავშვი რომელიც ყოველ დღე ისმენს დედისგან მრავალ კრიტიკას. რა თქმა უნდა ეს ხდება მაშინ, როცა დედა წყობიდან გამოდის და თავზე კონტროლს კარგავს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბავშვი ყოველ ჯერზე ისმენს ამ ყველაფერს თავის მიმართ და უწევს თავი შეიზღუდოს და დაიჯეროს, რომ ისეთია რასაც უწოდებენ. დაყვირებისას ბავშვს უწევს თავის თავში სასიცოცხლო ენერგიის ჩახშობა და მის ცნობეირებაში სასიამოვნო და გასართობი ქმედება უკვე მშობლის უსიყვარულობასთან ასოცირდება. ბავშვი სწავლობს, რომ არ შეიძლება გამოხატოს თავის თავი, ის სწავლობს რომ დედა საზღვრავს, მან რა გამოხატოს და რა არა. ბავშვისთვის გარკვეულ ასაკამდე დედა ღმერთია და დედის არსებობა თავად სიცოცხლეა. დედა აჭმევს, დედა ატარებს, დედა აცმევს, დედა უკეთებს ყველაფერს და ბავშვს ვერ წარმოუდგენია დამოუკიდებლად არსებობა დედის გარშე, ამიტომ ტირიან თუ დედას თუნდაც ათი წუთი ვერ დაინახავენ. ისინი დედის კარგ განწყობას უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევენ და თავის მეს იმდენჯერ მოკლავენ რამდენჯერაც დედა ამას ეტყვით, რადგან სხვა ცხოვრების გზა არ იციან. მათ დედა სჭირდებათ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ დედამ ისევ აჭამოს და მოუაროს.

არის გამონაკლისი ბავშვების კატეგორია ვინც მშობლებს უჯანყდებიან და თავისას გაიტანენ ხოლმე, თუმცა უმეტესი პატარა დედის სიტყვებით და განწყობით სულდგმულობს. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენ რომ გეუბნებოდნენ ასეთ სიტყვებს აგრესიული ზიზღნარევი ტონით ყოველდღიურად რას იგრძნობდით? რომ გეუბნებოდნენ „ღორი ხარ როგორ ჭამ“, ეს მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ პატარა ასაკში თუ ამ სიტყვებს ყველაზე დიდი ავტორიტეტი გეუბნებათ, მას იჯერებთ. ყოველთვის როცა რაღაც ახალის გაკეთება მოგინდებათ და თავის გამოვლენა გინდათ რომ შეგზღუდონ მოგეწონებოდათ? ბედნიერად იგძნობდით თავს? „არსად წასაყვანი შენ არ ხარ“ ამის გაგონება რომ სისტემატიურად ყოველ დღე ხდებოდეს? და წლობით რომ გესმოდეთ? ახლაც შეიძლება რომ გკითხონ რაიმე, შეეწინააღმდეგოთ გარკვეულ აზრს. მაგრამ თუ ბავშობაში დედისგან წლობით გესმოდათ კონკრეტული მითითება, მაშინ ის თქვენ ქვეცნობეირად სწორად მიგაჩნიათ ისე რომ შეიძლება არც გახსოვდეთ ასე რატომ იქცევით.

womannn

სხვა ქალისადმი აგრესია ეჭვიანობის ან ღალატის დროს

მამაკაცებს შეჯიბრი უყვართ და იმის დამტკიცება რომ პირველები არიან, მაგრამ ქალებს შეჯიბრი არ უყვართ, მათ უბრალოდ სძულთ ყველა სხვა ქალი ვინც მათი აღქმით მათზე უკეთესია. „თუ წვეულებაზე ორი ერთნაირ კაბიანი ქალი შეხვდება ისინი მტრები ხდებიან, ხოლო ერთნაირ მაისურიანი მამაკაცები შეიძლება დამეგობრდნენ კიდეც.“ კონკურენციის შეგრძნებისას ქალის ეგო ბევრად დაუნდობელი და სასტიკია ვიდრე მამაკცების. თუ კაცი სხვა კაცს დაატყამს და ჯავრს იყრის ცემით და ცხოვრებას გააგრძელებს, ქალი შურისძიებას სხვა ფორმით, ჭორების გავრცელებით, ვერბალური ბულინგით და კონკურენტის პიროვნული სრული განადგურებით ცდილობს. ჩემი აზრით ქალის სხვა ქალისადმი სიძულვილი კოლექტიურ ინსტიქტურ დონეზე ბევრად დიდია, ვიდრე კაცის სხვა მამაკაცისადმი.

განვიხილოთ ყველასთვის ნაცნობი ეჭვიანობა და ღალატი. ქალი, თუ ის თავის თავში დარწმუნებული არაა, ეჭვიანობს ყველა თავისივე სქესის წარმომადგენელზე. ის ეჭვიანობს ყოფილ შეყვარებულზე, ნაცნობზე, მეგობარზე, ცოლზე და ა.შ.. ქალი ეჭვიანობისას და ღალატის ფაქტისას კარგავს ყოველგვარ ადამიანურ ჰუმანურ თვისებებს და განსჯის უნარებს. ის ივსება სიძულვილით და სრულიად ანადგურებს მეორე ქალის პირად ღისებებს, ის მას აღარ აფასებს როგორც პიროვნებას და ადამიანს, არა ის მტერია. ეს იქნება ცოლი რომელიც ქმრის საყვარელზე ეჭვიანობს, თუ საყვარელი რომელიც ცოლისადმი სიძულვის განიცდის, ორივე შემთხვევაში დამოკიდებულება არაჯანსაღი ქალური სიძულვილით იმართება. როცა ქმარი გღალატობთ, თქვენ პირველ დამნაშავედ მიგაჩნიათ სხვა ქალი და ის ვინც თქვენი ქმარი შეაცდინა. ის ქალი ბოზია, უნამუსო, უსინდისო, გათახსირებული და ყველაფერი რასაც გაუცნობეირებლად თქვენს თავსაც უწოდებდით იმავე მდგომარეობაში. ხოლო თუ საყვარლის პოზიციაში ხართ გძულთ ცოლი, რადგან მან ქმარი ბედნიერ ვერ გახადა და ყველაფერი მისი ბრალია ახლა კი ხელს გიშლით რომ მამაკაცი 24/7 ზე თქვენს განკარგულებაში არაა, რადგან ცოლთან უწევს ყოფნა. ამ დროს ქალებს სძულთ ერთმანეთი და ამ სიძულვის ავრცელებენ სხვებზეც, ისინი აუცილებლად ყველა ცუდ თვისებას მიაწერენ კონკურენტს, ყველას მოუყვებიან და მოითხოვენ სხვებისგან, რომ მათაც შეიძულონ ის "ბოზი". ამ დროს ქალი ბრმავდება შურისძიების სურვილით და აღარ უფიქრდება, რომ პრობლემა თავიდანვე მასში იყო ან მათ ურთიერთობაში, რომ სანამ საყვარელზე გაიგებდა ქმართან უკვე ცუდად გრძნობდა თავს.

რეალობა ასეთია, „მესამე“ ჩნდება მაშინ როცა არის ამის საჭიროება. თუმცა ამის აღიარება ქალს არ სურს, ის აიდეალებს თავის ოჯახს და კავშირს და პრობლემას ხედავს მხოლოდ სხვაში. ასე ემართება ყველას ვინც თავის ეგოიზმს ვერ აცნობიერებს და ერთხელაც არ შეუხედავს გვერდიდან ვინაა და რას წარმოადგენს როგორც პიროვნება ამ სამყაროში. ქალები, ვინც პირად განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, ასეთ შემთხვევებს ნაკლებ აგრესიით გადაიტანენ, მაგრამ ეგოიზმით მართულები მხოლოდ მრავალი ისტერიკით, ტირილით, ცრემლებით და სიძულვილი გამოვლენის მრავალი ფორმით. ეს ქალის ეგოს თანადაყოლილი თვისებებია, რომელიც თუ არ გააცნობიერე და გააკონტროლე მხოლოდ სტრესულ და კონფლიქტურ მდგომარეობამდე მიგიყვანს, როცა ან სხვა ქალს გაანადგურებ ან შენს თავს. ქალებს ამ დროს მხოლოდ ქალები სძულთ და იშვიათად დაფიქრდებიან იმაზე, რომ მამაკაცი იქცევა არასწორად და სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ურთიერთობის დარეგულირება. საწყალი კაცი ხომ სხვამ შეაცდინა. რეალურად მამაკაცი კი ხშირად ძალიანაც კომფორტულად გრძნობს თავს, სახლში ცოლთან და გარეთ საყვარელთან ერთდროული ურთიერთობით, როგორ მსხვერპლადაც არ უნდა გამოყავდეს თავი, ის ამას აკეთებს თავის არჩევანით, გაცნობეირებულად. თავს აცოდებს საყვარელს რომ ცოლთან უბედურია, თუმცა ის ამას ირგებს თავის სასრგებლოდ და რეალურად ორივეს აყენებს ტკივილს, თუმცა ქალები ამას ვერ ვხედავთ, ქალები ერთმანეთს ვადანაშაულებთ ხოლმე. საყვარლის ბრალია ან ცოლის ბრალია. ქალს მხოლოდ მეორე ქალის მოშორება უნდა და გონია მერე ყველაფერი კარგად ექნება. ამ დროს არ აფიქრდება, რომ ურთიერთობის არაჯანსაღი დინამიკისგან გასანთავისუფლებლად შეიძლება მამაკაცის მოშორება სჯობდეს და უფრო უკეთესი თავისი ეგოიზმის. ქალები ძალადობენ სხვა ქალებზე ვერბალურად და დაუნდობლად და ხშირად ეს მათი წარმმართველი მოტივაციაა, შეიძლება საათები დაუთმონ სხვა ქალის ლანძღვას და სულ გადაავიწყდეთ, რომ არსებობს შვილი ვისაც სიყვარული სჭირდება, და საერთოდ, ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა პატიება ან გაგება. აღაფერს ვამბობ თვითკრიტიკაზე და საკუთარ თავში საწყისი პრობლემის ძიებაზე, ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა, როცა ქალი გამწარებული ცდილობს სხვა ქალი გაანადგუროს.

ცხოვრების კიდევ ბევრი სიტუაციაა სადაც ქალები სიძულვილს და ძალადობას არაჯანსაღად ავლენენ, მათზე შემდეგ სტატიაში დავწერ.

გაგრძელება იქნება...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ტრაკის როლი ქართულ მენტალობაში


ავტორი: მამუკა გურული ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართ...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

გონების დამშვიდება


მიზეზი რატომაც დაუსაბამო ფიქრები არ გვტოვებენ არის ის, რომ ყოველ მა...

ჩემი კომენტარი "სვფ" -ს


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წ...

"ეგოს კაპრიზები"


"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილ...

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

სუიციდის პრევენცია მოზარდებში


ავტორი: ნანა აბესაძე რა არის სუიციდი? სიცოცხლის ხელყოფა. უფრო ზუსტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff