რაობის თავისთავადობა

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ნიკა ვასაძე და შეიქმნა სამყარო, რამეთუ დაიწყო ადამიანმა აზროვნება.

 ობიექტური რეალობა...

ავტორი: ნიკა ვასაძე

და შეიქმნა სამყარო, რამეთუ დაიწყო ადამიანმა აზროვნება.

 ობიექტური რეალობა განაქარწყლა და სუბიექტური არსი ჩამოაყალიბდა იმისა, თუ რა არის რა. ჩვენ ვცხოვრობთ იდეების სამყაროში და ისევ სუბიექტის ცნობიერით თუ შეგვიძლია გავჭვრიტოთ იდეების მიღმა არსებულ რეალობაში სადაც არა რა არის, გარდა სიცარიელისა და ამ სიცარიელში თვლემს პასუხი ყოველი კითხვისა, რაც კი ადამიანს უჩნდება.

ექსტერნალურ იდეებს მიღმა სიცარიელე გვაბრუნებს ჩვენივე თავში. სხვა რა უნდა დაინახო სიბნელეში, თუ არა ის, რაც შენშია. მაგრამ სანამ სიცარიელეზე გადავალ, ჯერ იმ სისავსეზე ვისაუბრებ, იმ იდეებზე, რომლებსაც მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რაც კი არსებობს, ეს ადამიანის იდეაა, რომლისკენაც ვიღწვით ჩვენ, ცხოველები. ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ნებისმიერი არსებას, რომელიც გარეგნულად ჰგავს ადამიანს, ეძახიან ადამიანს. მაგრამ ცოტას თუ შეუძლია იყოს ის, რასაც იბრალებს, რომ არის. რომ დავყო, შემდეგნაირად გამოვა: 
 ცხოველი - ერუდირებული ცხოველი - ადამიანი.
 
 ერუდირებულმა ცხოველმა კი ადამიანის იდეა გარდაქმა ღმერთის იდეად. ყოვლისშემძლე შემოქმედად, გადამრჩენად, დამცველად. სინამდვილეში კი ეს უბრალოდ ცხოველის ხერხია, გაყოს საკუთარი თავი და ღმერთის სახელით დაეხმაროს საკუთარ თავს, რადგან ასე უფრო იოლია. ცხოველი იმდენად არის დატვირთული, რამდენადაც აცნობიერებს ამას. ღმერთის იდეით კი ის სხვა ტვირთავს და არც უნდა გაიგოს, რას და როგორ. ამ იდეით იბრმავებს თავს და მის არსებობას ანიჭებს აზრს. უარყოფს საკუთარ თავს და იქმნის საკუთარი თავის ილუზიას, რომელსაც ‘მე’-ს არქმევს. ადამიანს ადამიანად მისი ცნობიერება აქცევს, ბევრი კი ვერ აცნობიერებს, თუ რა არის, ამიტომაც რჩებიან ერუდირებულ ცხოველებად.

ზემოთ ვსაუბრობდი არსზე. კოსმოსურ დონეზე, მოწყვეტით ყოველგვარი ჩვენგანისგან, ურთიერთობებისგან, კარიერისგან და ა შ. ეს არსი არ არსებობს. სამყაროს არაფრად არ აინტერესებს, ის, თუ ვინ ხარ შენ და რა პრობლემებით მოძრაობ, მაგრამ ცხოველის ეგოიზმი უკიდეგანო იყო და არის. 
ის შიშის მექანიზმით იმართება და მას ეშინოდა იმის, რაც არ ესმოდა/იცოდა და ახლაც ეშინია.

შიში - ეს არის ცხოველის ერთ-ერთი ფუნდამენტური ემოცია, საიდანაც იბადება ყველა ის „ნეგატიური“ ემოცია, რომელიც „ადამიანის“ შინაგან, ცხოველურ ბუნებას წარმოაჩენს. სწორედ შიში იყო კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი და სწორედ შიშით წარმოჩენილ სახეს ებრძვის ერუდირებული ცხოველი, რომელმაც სხვებისგან ისწავლა, რომ ეს მიუღებელია.

ცხოველურ ბუნებაში ყველაფერი წარიმართება ქიმიური რეაქციით. 
ყველა ემოცია, მიზანი, ადამიანებთან კავშირი/მიჯაჭვა და ფიქრები, მხოლოდ ელემენტების მიმოცვლის შედეგია, რომლის რეგულირება ხელოვნურადაც თავისუფლად შეიძლება, ანუ, სხვა სიტყვებით, ეს ერთი ფაქტი ცვლის მთლიან წარმოდგენაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ მექანიზმები. ბიოლოგიური, კომპლექსური მანქანა, ისეთივე, როგორც მეტალის რობოტი. ეს კვლავ განამტკიცებს იმ მცნებას, რომ ადამიანი არათუ მატერიალური, არამედ იდეურია. 
შეუძლებელია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური თვისება, რასაც თავისუფალი ნება ეწოდება, გააჩნდეს ისეთ არსებას, რომლის ყველაფერი იმართება ისეთი ქიმიური რეაქციებით, რომელსაც ის ვერ მართავს.

ამის მაგალითები ჩვენს რეალობაში ხშირია. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ისეთ რაღაცეებს, რაც არ გვაქვს გააზრებული, არამედ, ის ჩვენთვის გაიაზრა იმ გარემომ, სადაც შემთხვევით მოგვიწია არსებობა. კულტურულ საკანში მოქცეული ცნობიერი - ეს არის ის, რაც აქვს ერუდირებული ცხოველების რაღაც ნაწილს. მათ არ იციან, რატომ არის რაღაც კულტურული ასპექტი ისე, როგორც არის, მაგრამ ვერ დაარწმუნებ, რომ ამ ასპექტის თავისთავადობა არ არის აუცილებელი რამ.

თითოეული ჩვენი ქმედება განპირობებულია რაღაც ისეთისგან, რაც წარსულში მოხდა. 
მაშასადამე, ჩვენი არჩევანი, რაც თავისუფალი ნების გამოხატულების ყველაზე დიდ კრიტერიუმად მიიჩნევა, სავსებით შესაძლებელია განპირობებული იყოს რაღაც ისეთი, რაც საერთოდ არ გვეხებოდა ჩვენ. ან შეიძლება ინდივიდს არც ჰქონდეს გააზრებული, რატომ უნდა ის, რაც უნდა. რეალურად, მონობა არ გაუქმებულა, რადგან ჩვენი ცნობიერი კვლავ ჯაჭვებშია მოქცეული. ყველაზე დიდი ჯაჭვი, რაც კი არსებობს, არის იდეა. 
ამასთანავე, იდეა არის ამ ჯაჭვების მოცულობის მანიპულირების საშუალება, რადგან სწორედ ეს შეუძლია ცნობიერს. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი, ერთადერთი რაც შეგვიძლია, იდეის საშუალებით ბატონის შერჩევაა.

ეს ყველაფერი მოქცეულია ადამიანთა ცნობიერის ტრაგიკომედიურ ცხოვრებაში, მაგრამ რა ხდება სცენის მიღმა ? - არაფერი. 
გვყავს მაყურებელი ? - არა, მხოლოდ აზრები, რომ მაყურებელი გვყავს, რათა კომფორტი შევიქმნათ. განა სიგიჟე არ იქნება, ადამიანმა დადგას სპექტაკლი სიცარიელეში ? 
სწორედ ეს არის აზრობრივი საღებავი, რომელიც უაზრობის ფონს სხვადასხვა ფერებში გვისახავს, მაგრამ რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს ნახატი, მის ქვეშ მხოლოდ ერთი სითეთრეა.

მსგავსი სტატიები

თეზა #2


ავტორი: მამუკა გურული ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ...

ტრაკის როლი ქართულ მენტალობაში


ავტორი: მამუკა გურული ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართ...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

მიენდე უმაღლეს "მეს"


ავტორი: იოანე შენგელია „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შე...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

დაამსხვრიე ილუზია ისე, რომ არ განსაჯო საკუთარი თავი და შენ "აშენდები"


ავტორი: ლევან ჩახაია ილუზია ადამიანის თვითგადარჩენის საინტერესო ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff