ბედისწერა აწმყო განგრძობითი ფორმაა

ალქიმიკოსი
აზრები
0
0

ბედისწერა ლამაზი სიტყვაა და ასევე ლამაზი შინაარსი აქვს. ზოგადად, ჩემი აღქმით ბედისწერა დაწერილი ა...

     future  

ავტორი: ანა თოფურიძე

    ბედისწერა ლამაზი სიტყვაა და ასევე ლამაზი შინაარსი აქვს. ზოგადად, ჩემი აღქმით ბედისწერა დაწერილი არაა და ჩვენ უქმად არ უნდა მივყვეთ სცენარებს და ცხოვრებას, არამედ ჩვენვე ვწერთ მას, ახლა და აქ, ჩვენ თითეული ვართ ბედის მწერლები სამყაროსთან ერთად. მე ვდგამ ნაბიჯს და სამყარო მპასუხობს ახალი მოვლენით, სამყარო მიგზავნის ნიშნანს და მე მას ვიღებ და ვითვალისწინებ, ვსწავლობ და ვცვლი ჩემში რაღაცას რაც უკვე აღარ მადგება და ვხვდები საზიანოა. ვმოქმედებ და საპასუხოდ სამყარო ახალ მოვლენას მიგზავნის. ჩემთვის ბედისწერა ორმხრივი შემოქმედებაა, ჩემი და იმ უხილავი ძალების კომუნიკაციის შედეგი, რომელიც ქმნის ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში.  თუმცა ეს სათქმელად მარტივია, ხოლო საცხოვრებლად ბევრად რთული.  ჩვენს დროში ადამიანებზე უამრავი მავნებელი ხილული და უხილავი ძალა ზემოქმედებს. კოლექტიური შიში და ტეორორი, ზოგჯერ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გავლით. ტელევიზიით, სოციალური ქსელებით.  თეორიებით  მასონებზე, რელიგიები, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროს კარტის გამშლელები ბევრი არასწორი ინტერპრეტაციით აწვდის ადამიანებს ინფორმაციას და თრგუნავენ ისედაც დაბნეულ  არსებებს. ოჯახის გავლენა, ბაბუის ნაჭამი ტყემლები, მანიპულაციით დაინტერესებული მედია თუ ნაცნობებ-უცნობები სოციალურ ქსელში. რაც მთავარია ჩვენივე შიშები და მოლოდინები, ჩვენი ქვეცნობიერში გაუცნობიერებელი ტრამვები და კიდევ სხვა მრავალი...  ყველა ეს ძალა იგივე ენერგია თუ აზრფორმა შემოდიან ჩვენს ცნობიერებაში გვიზღუდავენ მომავლის აღქმას და დაგეგმვას, არჩევას და შექმნას. მე პირადად 2020-მა წელმა მასწავლა, რომ არ არსებობს ავტორიტეტი ჩემს გარეთ და მხოლოდ ჩემივე შინაგან სამყაროში ვიპოვი ჩემს სწორ გზებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ცოტა წინ საინტერესო გამოცდილება მქონდა მედიტაციისას და მინდა გაგიზიაროთ.

   მედიტაციურ მდგომარეობაში, როცა აზროვნებისგან გავთავისუფლდი და ყველაფერი შინაგანი ხედვით და გრძნობით ხდებოდა დავინახე რომ ადამიანს აქვს მოცემული ათასობით ალტერნატიული მომავალი წამი და მხოლოდ მისივე არჩევანზეა დამოკიდებული ის სად გადავა. თითქოს ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, არამედ ახალ რეალობაში ვაბიჯებთ, ვირჩევთ მომავალ წამში ჩვენივე შინაგანი გადაწყვეტილებით ახალ რეალობას და იქ გადავდივართ. ასეთი კარი, სარკე თუ როგორც თქვენს ფანტაზიას ეკომფორტულება ისე წარმოიდგინეთ უამრავია, ბევრი მათგანი ძალიან კარგია და ბევრი ცუდიც. მაგრამ ბევრი, ნამდვილად ბევრად ნათელია ვიდრე ახალნდელი მდგომარეობა. თუმცა ადამიანების უმატესობას იმდენად შეზღუდული აქვს საკუთარივე ხედვა და რწმენები, რომ თითქოს მხოლოდ ერთი ტიპის რეალობას ირჩევენ და გადადიან იმისვე მსგავსში სადაც იყვნენ და იმ უამარავ ალტერნატივას, რომელიც ღმერთს მათთვის ემეტება ვერ ხედავენ. მათი გონება ქმნის უმარავ იდეას და ირწმუნებს თავს რომ ასე უნდა იყოს და ბოლომდე გაუცნობიერებლად ირჩევს იგივე გამოცდილებას რაც ძალიან სევდიანია. ჩემი გრძნობით, არ აქვს მნიშვნელობა რა წარსული გაიარა ადამიანმა, რა გადაიტანა ან გამოსცადა, მას შეუძლია ის დაივიწყოს და აირჩიოს ახალი ბედნიერი ცხოვრება. ეს ძალიან ღრმა პროცესია და დიდი შრომაა, თუმცა ვერ ვხვდები თუ ამით არა, სხვა რით უნდა იყოს ადამიანი დაკავებული.. მთავარი შემოქმედების ძალა ადამიანის არჩევანია და ის იმპულსი რითაც ირჩევს ახალ წამს.

   იმისგან განსხვავებულ მომავალში რომ აღმოჩნდე სადაც ახლა ხარ, ამისთვის საჭიროა თავად იყო იმისგან განსხვავებული რაც ახლა ხარ. რა ენერგიებს, აზრებს, ეგრეგორებს და ყოველდღიურ ქმედებებსაც ატარებ. ჩვენ გვგონია  ხოლმე უბრალოდ ვცხოვრობთ, თუმცა რეალურად ერთ სხეულში მთელი სამყარო და უამრავი უმნიშვნელოვანესი პროცესი ხდება. წარსული  ჩვენშია, აწმყოც და მომავალი ალტერნატივებიც ჩვენშია. ვინც გვიყვარს ჩვენშია, ვისზეც ვბრაზდებით, ვისი ვალიც გვაქვს, ვისაც რაიმეს შევპირდით.. ის ყველაფერი და ყველა რაც ოდესღაც ჩვენი ნებით და არჩევანით ჩვენს მეს დავუკავშირეთ უხილავი ძაფებით მუდამ ჩვენშია. და ეს ყველაფერი ქმნის ჩვენს აწმყოს როგორც სხეულის ჯანმრთელობის ასევე გარე რეალობაში ცხოვრების მოვლენებს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენვე ავირჩიეთ ეს და შეგვიძლია ახლა სხვა ჯანმრთელობა, მდგოამრეობა, ემოციური თუ მენტალური ცხოვრებისეული თუ ფინანსური გარემო ახლებურად შევქმნათ. 

      ახალი მომავლის არჩევა და ბედის გადაწერა საკუთარი მეს არჩევით ხდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შენ წითელი ტესლას მანქანა კი არა, შენივე მეს ის მდგაომრეობა და ის მე უნდა აირჩიო რომელსაც წითელი ტესლა ეყოლება. ეს ნიშნავს გქონდეს თავადაჯერებულობა, ცოდნა, მიმღებლობა, სიმშვიდე, მართვის უნარები და მიახლოებითი წარმოდგენა მაინც როგორ გამოიყენებ წითელ ტესლას. იმის გათვალსიწინებაც საჭიროა, რომ ყველა ნივთს, ურთიერთობას თუ მოვლენას თავის ვიბრაცია და ენერგია აქვს და ის თუ გვინდა ჩვენ იმ ვიბრაციის და ენერგიის გამტარები უნდა ვიყოთ.  სხვა მაგალითებიც რომ ვთქვათ. შენ თუ გინდა მომავალი სადაც გაქვს ბევრი ფული, მაშინ უნდა იყო ისეთი როგორიც ამ ბევრი ფულის მფლობელი იქნებოდი. თუ გინდა ჰარმონიული ურთიერთობები, თავად შენვე უნდა იყო ჰარმონიული. თუ გინდა მშვენიერი პ[არტნიორი ქალი, მაშინ შენი თავის ის ვერსია უნდა არჩიო სადაც ასეთი ქალის შესაბამისი იქნებოდი, თუ მამაკაცი, მაშინ შენში ქალის ის მე უნდა გააღვიძიო და იყო, რომელიც იმ მამაკაცს შეესაბამება და ა.შ.. სამყარო სამართლიანია, ის გაძლევს იმას რისთვისაც მზად ხარ და რაც აირჩიე. ასევე ყველაფერი რასაც ავირჩევთ მოითხოვს ჩვენგან გარკვეულ პარტნიორობას, შეიძლება ჩვენ დავიწყოთ ჩვენი მეს გარდაქმნით მომავლის შექმნა და ასევე არჩეულმა მომავალმა შეიძლება გარდაგვქმას ჩვენ.

   საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა ძალიან კარგი პრაქტიკაა, ყოველდღიურ წვრილმანებში კითხეთ თქვენს თავს, ეს ჩემი იმ მომავალი მეს თვისებაა რომელსაც ვირჩევ?  სხვა ადამიანების კონფლიქტში ჩარევა იმ მომავალს ემსახურება? ეს წყენა და სიბრაზე მჭირდება? სოციალურ ქსელში სხვისი  გაყალბებული ცხოვრების ყურება არის ის რაც ჩემს იმ მომავალში შედის რაც ავირჩიე? ეს ურთიერთობა? ჩემი ასეთი დამოკიდებულება ჩემი ან სხვის მიმართ? ყოველდღე ბიორობოტივით ვიმეორებთ უმარავ რაიმეს რაც გვტოვებს ძველ რეალობაში, ვიტოვებთ წყენებს, ვიტოვებთ მიმართულ აგრესიებს, ვიტოვებთ ჩვევებს და თუ ყველაფერს ისევე იფიქრებ, იგრძნობ და გააკეთებ როგორც აქამდე, მაშინ ახალი რეალობის მხოლოდ ფიქრით არჩევა არ იქნება საკმარისი. არჩევა საჭირო ეჭვშეუტანელი რწმენით და მზაობით რომ საკუთარი მე გარდაქმნა. გაუშვა მიჯაჭვულობები და შეიძინო ახალი უნარები, იარო ახალ ადგილებში, ახალ წრეებზე, უსმინო სხვა ვიბრაციებს, იზრუნო საკუთარ თავზე უფრო გაცნობეირებულად და განსხვავებულად და ა.შ.. 

  მომავალი თავისით უკეთესი არ გახდება. მაგრამ ის ნამდვილად არსებობს სხვადასხვა ვარიანტთა სივრცეებში და ჩვენივე ძალისხმევით მასში აუცილებლად გადავალთ თუ გავაცნობიერებთ რა გვინდა და ვინ უნდა გავხდეთ, რომ იქ მოვხვდეთ... ასევე ჩემი აღქმით, მომავალი მხოლოდ ჩვენივე თავისთვის უნდა ავირჩიოთ და სხვა ადამიანის ძალადობით მოზიდვა არ უნდა ვცადოთ. ეს მხოლოდ გამართკლებულია თუ პირადად მის ცხოვრებას წარმოვიდგენთ ბევრად ჯანსაღს და გავუგზავნით სიყვარულს და აზრფორმებს. ეს შეიძლება ლოცვადაც აღვიქვათ. მაგრამ საკუთარი პირადი მომავლის არჩევისას სხვას ნუ შემოიყვანთ წარმოსახვაში. ეს თქვენ დაგარკგინებთ იმ ალტერნატიულ პიროვნებებს ვინც ბუნებრივად სამყაროს კანონზომიერებიუთ მოხვდებოდა თქვენთან და ასევე თუ ამ ადამიანს სხვა არჩევანი და გზა აქვს, ხანგრძლივად გაირთულებთ ცხოვრებას და არსებობას. ვფიქრობ ყველა ადამიანს აქვს სრული თავისუფლება აირჩიოს ნებისმიერი მომავალი და თუ მოხდება გადაკვეთება, ეს იქნება სასიამოვნო სამყაროს სინქრონიზაციებით. აღარაფერს ვიტყვი სხვისთვის ცუდის შექმნის არჩევაზე. ჩემი აღქმით ჩვენ მხოლოდ უნდა ვკონცეტრირდეთ ჩვენი პირადი   მომავლის საუკეთესო ვერსიაზე და ეს როდესაც მოხდება, თავისთავად მოახდენს გარემოზეც დადებით გავლენას.

        მომავლის დაწერა ჩვენს ხელშია, ჩვენს გონებაში და გულში. ჩვენივე კონცენტრაციაზე და არჩევანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ხვალინდელი დღე.      

მსგავსი სტატიები

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?


  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სას...

ათი რამ, რაც მეუღლეზე მეტად გჭირდებათ


ავტორი: ანა თოფურიძე წყარო : Averi Clements 1. მეგობრ...

არის თუ არა გადაჭარბებული კვება და მოწევა საჭირო ბედნიერების მიუღებლობის კომპენსაცია?


ავტორი: ლევან ჩახაია ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გავაკ...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

რა არის ყველაზე მთავარი სულიერი განვითარებისთვის?


ავტორი: მამუკა გურული ამ მცირე სტატიაში ვეცდები ვუპასუხო კითხვას...

ახალი წელი - ახალი სამყარო


 ავტორი: ალქიმიკოსი "და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რე...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.


ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff