საქართველოს ყველა უბედურებისა და განუვითარებლობის მიზეზი

Admin
აზრები
0
0

ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებული და განადგურებული ქვეყნის აღდ...

ავტორი: ბექა ონიკაშვილი

(მხოლოდ ძალზედ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთათვის საკითხავი)

  ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებული და განადგურებული ქვეყნის აღდგენის საქმე მხოლოდ მის მხრებზე გადადიოდა, მას უნდა აღედგინა, გამოეკვება, დაეცვა, აღეზარდა ახალი თაობა, მტერსაც გამკლავებოდა და ღირსებაც შეენარჩუნებინა... მაგრამ ასეთი სტრესის ქვეშ ყოფნა, არაცნობიერში უამრავ დანალექს ტოვებდა... და მაშინაც კი, როცა სიმშვიდის ჟამი დგებოდა, ქარველი ქალი ისევ კაცობდა, ის ქვეცნობიერად ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბდა მხოლოდ გარეგნული ნიშნებითღაა ის ქალი... ხოლო კაცის როლი უკიდურესად დაკნინდა, გასაცოდავებული და უმწეო იყო მუდამ ქართველი კაცი, დედის კალთაზე გამოკერებული, რადგან ის იცავდა ხმლითაც და კვებავდა თავისი ძუძუთიც. მოკლედ, რომ ვთქვთ იმ ცნობილი გამოთქმის არ იყოს ქალიც ის იყო და კაციც...

 ამ ყოველივეს ხილული მანიფესტაცია კი ქართლის დედაა (ქანდაკება), შესანიშნავად გაცნობიერებული სიმბოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ, რომ ხმალი (ფალოსი) ქვემოთ უპყრია და დაკნინებულია, ხოლო ფიალა (საშო) მაღლაა აღამრთული და დომინანტია, ეს არაცნობიერი ხატი მუდმივ წნეხში ამყოფებს ნებისმიერ ქართველს...

 %E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90

 „ჩვენს დროში ქართული ეროტიკული და პორნოგრაფიული რომანის შექმნის მცდელობანი უხამსობითა და ხუნტრუცით დამთავრდა. ჟურნალ Playboy-ს ქართული ბიუროს შექმნა არ გამოვიდა, რადგან ქართველ ქალს არაფერი უხდება. ის თარსიანი, სიყალბის სიმბოლო და უცუდესი კარმის მქონეა. ძველი დროიდანვე ქართველი ქალის ხვედრი ის იყო, რომ მას უცხოელი ბურჯგნიდა. ქართველს ახასიათებს ქსენოფილია, რომელიც პერვერსიაში გადადის“ – (გოჩა გვასალია - „ესსე პორნოგრაფიაზე“).

 ქართველი დღესაც საუცხოოს მიელტვის, ყველაფერი უცხოური აოცებს, ამ სიტყვის მნიშვნელობის გადაბრუნებაც კი მოხდა, ადრე თუ უცხოსთვის განკუთვნილს ნიშანავდა (სტუმრისთვის) ახლა ის უცხოურის დატვირთვითსაა, უცხოეთიდან ჩამოტანილი თუ გაცვია მაშინ გაქვს უფლება სხვას ზემოდან დახედო (90-იანი წლების მოდა და სნობიზმი ასეთი იყო და დღესაც ასეა ოდნავ შეცვლილი სახით)...

 კიდევ ერთი უსაშინლესი ქიმერაა „განათლებული“ ქალი... ზოგადი მსჯელობისას ფრიდრიხ ნიცშე თავის „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“-ში წერს: „თუკი ქალს მეცნიერული მიდრეკილებები აქვს, როგორც წესი, მის სექსუალობაში რაღაც ვერ არის წესრიგში. უნაყოფობაც კი უკვე გემოვნებას გარკვეული მამაკაცურობისკენ განაწყობს...“; დიახ, მართლას ბრძანებს პატივცემული, მაგრამ მან არ უწყის ორწიგნ წაკითხული ქართველი ქალის სიამაყის ამბავი, რომელიც არაფრად დაგიდევს მრავალწლიან მეგობრობას, არაფრად ჩააგდებს შენს გაცილებით მაღალ ინტელექტს და გაგთელავს დიდოელი გლეხის ნაბადივით... რა ქნას?! სამყაროსაც კი საზღვარი აქვს, მაგრამ მერანის ჭენებას და მის სითავხედეს არ აქვს სამზღვარი...

 ამ კომპლექსებმა ორპოლუსიანი ხედვა განაპირობა, ქართველ ადამაინს არ შეუძლია შუალედის დაჭერა, ოქროს შუალედის ცნება მისთვის არ არსებობს... „ქართველები, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პოლუსურ, “ზე” რეგისტრში აფასებენ თავის თავს.ან ძალიან კარგები, ან ყველაზე ცუდები. აი ასეთ ისტერიულ, გადახტომა-გადმოხტომაში ატარებს ჩვენი საზოგადოება დროს. მაგრამ ხომ ბუნებრივი და ნათელია, რომ პირველნი ნამდვილად არა ვართ, და ალბათ, არც მეორე ნიშანია ჩვენთვის სრულად მისაღები“ – (გიორგი მარგველაშვილი - „ნიჩურტა! მე ქართველი ვარ!“).
რატომ არ შეგვიცლია რეალობის აღქმა? რატომ არის ასე პოპულარული ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს დაკნინება, ან ნაკლებ ინტელექტუალურ წრეებში მისი უზომოდ განდიდება (ან შესაძლოა ინტელექტის საკითხი პირიქითაც კი იყოს)... იქნებ ღვთისმშობლის წილხვედრილობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველის დედის კალთისადმი მიკერების ქვეცნობიერ იმპულსს, იქნებ ქართველი ქალის კაცობა, კიდევ ერთ კომპლექსს აღვივებს, იქნებ ამან გამოიწვია სხვა კომპლექსებიც და ამიტომ ლაპარაკობენ ამდენს ჯოჯოხეთზე, რომ მხოლოდ იქ ჩანს სიშიშვლე და სექსუალოაბა და სხვა ყველგან ჩახშობილია ის...

 გადაგვარება პიკს აღწევს ისტორიაზე ორიენტირებისას, ან ისტორიის უარყოფისას. დღეს ისე როგორც არასდროს ქართველი წარსულში ცხოვრობს და ამ წარსულის გაცოცხლებას ლამობს არა ამწყოში, არამედ მომავალში... თუმც წარსულზე ორიენტირება, ასეც და ისეც, ყველაზე დიდი სისულელეა, სისულელეთა შორის; რადგან მათავარია არა ის თუ რა გააკეთა, ვთქათ, გრიგოლ ხანძთელმა არამედ ის რომ ჩვენ აქ და ამჟამად ვართ და ასეთები ვართ (არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოგვიყვანა აქამდე), რადგან დღევანდელი ქართველი, რომელმაც გრიგოლ ხანძთელზე იმაზე მეტი იცის ვიდრე ილია ჭავჭავაძემ იცოდა, რამით აღემატებოდეს მას?!... ძენ-ბუდიზმში არის ასეთი მედიტაცია, რომ მედიტანტი ვალდებულია დაივიწყოს ბუდას არსებობა, თავიდან საბოლოოდ ამოიგდოს ბუდას ისტორიული არსებობა და დაიჯეროს, რომ ის არასდროს არსებობდა, რადგან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გასხივოსნებისთვის ბუდას რეალურ არსებობას... დაე, დაივიწყოს ქართველმაც წარსული, დაივიწყოს ეს ლუციფერული ზმანება... ნუთუ ასე მალე დავიწყებადია ეს სიტყვები: 

  "რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, – ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ" – (ილია ჭაჭავაძე - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის მიერ "შეშლილის" თარგმნაზედა“).

„ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ — ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის რასაკვირველია, დაირღვევა ღვთისა და თქვენის წყალობითა, ჩემო ძველის გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ საყვარელო ქართველო!..“ – (ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!).

საქართველოში სუფრაც კი არ იშლება აწმყოში, ყოველი სუფრა უტოპიურ მომავალს გაჰყურებს... ქართული სუფრა თითქოს არაცნობიერიდან ინფორმაციის ამოტანის ყველაზე კარგი საშუალებაა... ის თითქოს ბოდვაა, მთვრალი ხალხი ბოდავს იმას, რაც მათ ქვეცნობიერში დაგროვილა, წამოცდენების მნიშნელობა ფსიქოანალიზში დიდი ხანია ცნობიალია... და რაზეა ეს კოლექტიური თუ პირადი არაცნობიერის აღმოფშვინვა, რა ითქმება იქ?! მადილოსანი, სამშობლო, და კაცობა... ის თემები ამოტივტივდება ზედაპირზე, ის ოცნებები რომელიც მარად განუხორციელებელი რჩება... ქართველი ყველაზე მეტ კაცობას სუფრაზე ამტკიცებს, რადგან ის არასდროს ყოფილა კაცური კაცი, ყველაზე მეტად მეგობრობას ასხამს ხოტბას, მარგრამ ქართველი ხომ უზომოდ შურიანია და მახვილი მუდამ მეგობრისთვის აქვს გამზადებული, ღირსება და კაცობა ისეთივე ქიმერაა ქართველისთვის, როგორც შავი თოვლის არსებობა.

იცოდით? არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ჰქვია!

მსგავსი სტატიები

ბრბო


ავტორი: ნანა აბესაძე    ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგ...

ჰიპერბორიელთა სინათლე


მონაკვეთი ნაშრომიდან „ჰიპერბორიელთა მოდგმა“ ავტორი: ერენიელი თუ...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

სოლიდარობა 90-იან თაობაში დაბადებულ "დაჩმორებულ", "დასაჩმორებელ" და "ქალაჩუნა" ბიჭებს


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, სად...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff