ქებათა ქება მატერიას

ავტორი: ალქიმიკოსი
კატეგორია: აზრები
0
(0)

atlas

 

ავტორი: აკაკი სხულუხია

ადამიანი ბუნებით მატერიალისტი არსებაა.

რას ვგულისხმობ ამაში?

ალბათ თითქმის არაფერს მათ შორის რამაც მაშინ გაგიელვათ თავში როცა ეს სიტყვები პირველად წაიკითხეთ.

ამ სიტყვების მაქსიმალურად სწორად გადმოცემა ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, სხვა შემთხვევაში ეჭვი მაქვს ეს ტექსტიც მორიგ თანამედროვე პარადიგმის გამოძახილად ჩაითვლება მკითხველის მიერ, ის კი რაზეც მე ვსაუბრობ ვფიქრობ ერთ-ერთი უძველესია იმათ შორის რაც ადამიანს ეხება.

მოვყვეთ თავიდან.

კაცობრიობის ჩანასახოვან დონეზე ყოფნის ჟამს დედამიწაზე რამოდენიმე სახეობის ადამიანთა ჯგუფი არსებობდა, არა ეს არ იყო არც ერები, არც რასები, რეალურად ყველა დაყოფა (იგულისხმება ადამიანთა ჯგუფები და არა ინდივიდები) რაც დღესდღეისობით გვხვდება ფიქციურია ან ზედაპირული გარეგნული განსხვავებებით შემოიფარგლება. ის კი რასთანაც ორფეხა შედარებით გონიერი პრიმატის არსებობის დასაწყისში გვქონდა საქმე წარმოადგენდა რეალურ სახეობრივ განსხვავებას. იმ დროისთვის ჯერ კიდევ სხვა ცხოველების გვერდით და თანასწორად პლანეტას იზიარებდნენ საპიენსები, ნეანდერტალელები, ერექტუსები და ა.შ. 

როგორც ჩვენთვის ცნობილია განსხვავება იყო იმდენად დიდი რომ შეუძლებელი იყო სახეობათაშორისი ნაყოფიერი შთამომავლობის წარმოქმნაც კი, ამის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამამტკიცებელ საბუთად გამოდგება ისიც რომ დღევანდელობამდე მხოლოდ ერთი ჰომო საპიენსი შემორჩა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა, სად წავიდნენ დანარჩენი სახეობები, რატომ მოხდა ისე რომ სხვადასხვა სახეობების ადამიანებს შორის მხოლოდ საპიენსი გადარჩა? თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თუნდაც იგივე ნეანდერტალელები იყვნენ უფრო ამტანები სიცივის მიმართ და იყვნენ უფრო ძლიერები ფიზიკურადაც.

პასუხი აბსტრაქტულ-წარმოსახვით სისტემებში იმალება. როგორც ჩვენთვის ისტორიიდანაა ცნობილი, ჰომო საპიენსები იყვნენ ისინი რომლებმაც პირველად გამოიყენეს კოლექტიური მითი რათა მათი გენომის მატარებელ რაც შეიძლება მეტ არსებას შესძლებოდა შეთანხმებულად მოქმედება და შედარებით დიდ ჯგუფად გაერთიანება ვიდრე  იგივე ნეანდერტალელები ახერხებდნენ.

საპიენსებმა  დაიწყეს სხვადასხვა აბსტრაქციების: წინაპართა სულების, ტოტემებისა და გვიანდელ ეპოქაში ღმერთების ირგვლივ გაერთიანება. ამან ისინი პლანეტაზე ყველაზე ძლევამოსილ არსებებად აქცია რისი საშუალებითაც მოექცნენ ყველა სხვა არსების სათავეში.

იყვნენ უფრო ძლიერი არსებებიც, უფრო სწრაფებიც, უფრო ამტანებიც, შხამიანებიც და დროის გარკვეულ მონაკვეთში თითოეული მათგანი საფრთხეს წარმოადგენდა საპიენსთათვის და როგორც ვიცით მათ არაერთი მსხვერპლი მოუტანიათ, თუმცა ადამიანი როგორც ფენომენი რომელსაც დღევანდელობაში ვიცნობთ და მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახოვან დონეზე მყოფი ადაპტირდებოდა ყველა ამ საფრთხესთან და ანეიტრალებდა მას.

 

თუმცა კი როგორც შეიძლება პირადი გამოცდილებიდან და რაც უეჭველია ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებიდან ვიცით არ არსებობს იდეალური წამალი, არ არსებობს არაფერი რაც იდიალურია, ყველაფერს სჭირდება გარკვეული, კონკრეტული პირობები, კონკრეტული დრო, კონკრეტული რაოდენობა რომ მან თავი საუკეთესო სახით გამოავლინოს, და არც აბსტრაქტული სისტემები ყოფილან გამონაკლისი. მიუხედავად იმისა რომ ისინი თავის დროზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა კაცობრიობისთვის, (ბევრად მნიშვნელოვანს ვიდრე ნილ არმსტრონგისა იყო) და შემდგომ უკვე საზოგადოების საყრდენად მოგვევლინა. პრობლემა წარმოიქმნა მაშინ როდესაც ადამიანებმა მისი იმაზე მეტად იწამეს ვიდრე საჭირო იყო. პირველი ადამიანები და პრინციპში დღემდე ადამიანების უმეტესობა მიუხედავად იმისა რომ მსგავსი სისტემები სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სულაც არ ხედავს მას იმ სახით რასაც ის რეალობაში წარმოადგენს: ინდივიდთა გაერთიანება კონკრეტული მიზნის გარშემო, შეთანხმებული მოქმედება რაც რიგ პრობლემებს გვარიდებს თავიდან და საქმეს გვიმარტივებს. მათთვის ის ნამდვილად რაღაც წმინდას წარმოადგენს, რაღაც ისეთს რაც არა ადამიანის სამსახურში ჩაყენებული ხელსაწყოა არამედ ადამიანზე მაღლა მდგომი და მისი ცხოვრებისა და ბედ-იღბალის განმკარგველი. უკეთესად და უფრო მარტივად რომ გადმოგცეთ რისი თქმაც მინდა წარმოიდგინეთ რომ თქვენი სმარტფონი თქვენს მაგივრად წყვეტდეს როდის და ვის დაურეკოთ, რა აპლიკაცია გამოიყენოთ და ა.შ

 

სისტემის მსახურებმა ის ადამიანთა შეზღუდვისთვის გამოიყენეს და არა მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის. ამას ემატებოდა ის ფაქტიც რომ ერთი მოქნევით ხეს ვერ მოჭრი ანუ ერთ ჯერზე რაღაც ისეთს ვერ გამოიგონებ, რომ ამან ადამიანთა შესაძლებლობები მათი ცხოვრების დონე, იდიალურ სიმაღლეზე აიყვანოს სადაც განვითარების საჭიროებაც კი არ იქნება, ესეთი წერტილი  დღეის მდგომარეობითაც კი როდესაც საპიენსებმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწიეს არ არსებობს. საპიენსთა თანამშრომლობა და ერთობა მუდმივ განვითარებადი რამაა, ის მუდმივად იხვეწება და ყოველ ჯერზე რაღაც ახალ საფრთხეს რაღაც ახალ სირთულეს ანეიტრალებს, რაღაც ახალ საჭიროების დაკმაყოფილებას უზრუნველჰყოფს ამ პროცესის გაჩერება კი მხოლოდ უფრო მეტ ენერგიას აძლევს მას რაც შემდე ყველა ცუნამსა თუ ღვარცოფზე დამანგრეველი ძალით ამოხეთქვას ხოლმე და ყველაფერ არსებულს ანადგურებს მის გზაზე. 

 

ვფიქრობ გამოთქმა „ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება რომ ისტორიიდან არაფერი გვისწავლია“ ისე არაფერს გადმოსცემს როგორც იმას რომ ადამიანები ამ ფაქტს ივიწყებენ ან საერთოდ ვერც აღიქვამენ. იმას რომ ყველაფერი რაც საპიენსთა საარსებო გარემოში არსებობს, ყველაფერი რაც ამ გარემოს ნაწილია და მის საზღვრებს შიგნითაა მისი, ასე ვთქვათ „ადამიანის როგორც ფენომენის“ სამსახურში დგას და ამავე გარემოში მხოლოდ მანამდე არსებობს სანამ ამ დანიშნულებას ასრულებს. ეს არ არის რაიმე ღვთიური წესით განწესებული მოვლენა, სამყაროს ჩანაფიქრის ნაწილი, ღვთივ მონიჭებული უფლებამოსილება რაც ადამიანს მიჰმადლეს აღმატებულმა ძალებმა, ეს არის ის რაც ჩვენ როგორც ერთიანმა ორგანიზმმა შევქმენით და რაც ყველგან თან მიგვაქვს სადაც მივდივართ.

ნუ გაიგებთ ამას როგორც ნეგატიურ ან თუნდაც პოზიტიურ მოვლენას. ეს მხოლოდ და მხოლოდ არსებობის ინსტინქტია და როგორც ყველა არსებაში, ისე ადამიანშიც მას კონკრეტული გამოვლინების ფორმა აქვს.

 

ადამიანისვე გამოგონილი აბსტრაქტული სისტემა მაშინ იქცევა ხოლმე პრობლემად, როდესაც ამ ინსტინქტს უპირისპირდება, რისი მაგალითიც ნამდვილად მრავლად გვაქვს. სხვადასხვა სახის ამა თუ იმ სისტემის წარმომადგენლები ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ ამ ინსტინქტის გამოვლინებას.

ვეცდები რომ სხვადასხვა „ბრალდებას“ რასაც ამ ინსტინქტის ამა თუ იმ გამოვლინებას   უყენებენ თანმიმდევრულად ვუპასუხო და კარგად გადმოვცე რას ვგულისხმობ რათა ტექსტი არ იყოს აღქმული როგორც ბატონის თითის ქნევა მსახურისადმი, გარკვეული მუქარა ან კაცობრიობის  საარსებო გარემოზე გავლენის დრამატიზება.

 

 რაც პირადად მე მახსენდება არის ბრალდება რომელიც საპიენსებს (მინიმუმ მატერიალისტური შეხედულებების მატარებლებს) ბრალს სდებს ზედაპირულ და აგდებულ დამოკიდებულებაში, რაც ამბობს რომ ჩვენ ვჩაგრავთ სხვა არსებებს, ჩვენ არაფერი გვაღელვებს იმის გარდა რომ ჩვენი მუცელი სავსე იყოს სხეული კი მოსვენებული აი რაც შეეხება  „მათ“ ვინც ამ ბრალდებებს აყენებს მორალურები ჰუმანურები და მშვიდობისმყოფელები არიან, მათთვის ემოციები და ბედნიერება, ჰარმონია და სიმშვიდე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული და პირადი სარგებელი, ასევე ისინი უფრო „ღრმად უყურებენ საკითხს“ ვიდრე დანარჩენები, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან და იმაზე ბევრად უფრო „ადამიანურები“ ვიდრე ეს „ბინძური ღორები“ ოდესმე იქნებიან.

 

არსებობის ინსტინქტი ადამიანში

პირველ რიგში უნდა დავინახოთ რომ ადამიანებიც ერთ-ერთი არსებები ვართ სხვადასხვა მრავალ არსებასთან ერთად, შეიძლება მათზე აღმატებული დღევანდელი შესაძლებლობებით მაგრამ მაინც არსებები, ნებისმიერი არსება ბუნებაში მიელტვის გადარჩენასა და თავისი არსებობის გახანგრძლივებასა და დაცვას. რიგითი ჭიანჭველაც კი რომელიც ქვიშის მარცვალზე ბევრად დიდ არსებას არ წარმოადგენს და რომელიც მოკვდება თუ არა ეს შეიძლება თავად მისი ბუდისთვისაც კი არ იყოს მნიშვნელოვანი, ცდილობს გაგექცეთ თუ თქვენ მასზე ფეხის დაბიჯებას ან რაიმე სხვა გზით მოკვლას გადაწყვეტთ, ნებისმიერი არსება რაც არ უნდა მცირე იყოს იგი ატარებს მინიმუმ ერთ არსებობის სურვილსა და ინსტინქტს, ეს  ბაზისური და ფუნდამენტური სურვილი/ინსტინქტია მისი უარყოფა კი სიგიჟე. ეს არის პირველსაწყისი რაც ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია. მისი უარყოფა მითუმეტეს აბსტრაქტული სისტემის, გამოგონილი მითების საფუძველზე, ადამიანისთვის იგივეა რომ ფუტკარმა უარყოს თაფლის წარმოება რათა საფრთხე არ შეექმნას მისი „თაფლის წარმოების წმინდა სურვილ“.

 

გადავიდეთ იმაზე თუ როგორ ავლენს ადამიანი ამ ინსტინქტს.  მას შემდეგ რაც საპიენსი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა მან დაიწყო თავისი საცხოვრებელი გარემოს მოვლა, მანამდე ის ცხოვრობდა მომთაბარე წესით, უბრალოდ ჭამდა ყველაფერს რაც მის ირგვლივ იყო და მიდიოდა ახალ ადგილას როდესაც მის ირგვლივ საკვები მთავრდებოდა თუმცა აქ უკვე სულ სხვა შემთხვევას ვაწყდებით, საპიენსი უვლიდა თავის საარსებო გარემოს, მარგლავდა, ასუფთავებდა, პარაზიტებისგან იცავდა, აკეთებდა ამ და სხვა ყველაფერს იმდენად რამდენადაც ამის საშუალებას მისი ცოდნა იძლეოდა, რაც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, გადახედეთ ამჟამინდელ სიტუაციას აგრარულ სექტორში, ის წარმოუდგენელ სიმაღლეზეა აყვანილი. ხორბალი რომელიც ალბათ საწყის ეტაპზე მიწის მცირედ ნაგლეჯს თუ იკავებდა ადამიანთან თანამშრომლობით არნახული ექსპანსია აწარმოა დედამიწის საფარზე. მგლები ძაღლებად მას შემდეგ იქცნენ რაც გამოსცადეს რამდენად კარგი იყო ადამიანთან თანაარსებობა. ნურც კი გაბედავთ ამას დაარქვათ ექსპულატაცია, თუ გადავხედავთ რა პირობებში უწევდათ ცხოვრება პირველ მიწათმოქმედებს, (და ეს დროის უზარმაზარ მონაკვეთში ადამიანური სტანდარტებით არც შეცვლილა) ძნელი სათქმელია ვინ მუშაობდა მეორეს სასარგებლოდ ხორბალი თუ ადამიანი. ძნელი სათქმელია ძაღლების მდგომარეობას ვუწოდოთ ექსპულატირებული თუ გავითვალისწინებთ საპიენსთა დამოკიდებულებას მათ მიმართ, იმას რომ უამრავი ადამიანი მათ სხვა ადამიანებისგან არ ანსხვავებს მას მეგობარს უწოდებს, მათზე მორგებულია უზარმაზარი ინდუსტრია, არამარტო ამ შემთხვევაში ზოგადად თუ გადავხედავთ მას შემდეგ რაც ადამიანი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა იგი აღარაა ბრმა კონსუმერისტი, ის მწარმოებელია. საპიენსი როგორც სახეობა არ იღებს რაიმეს როგორც ლანგარზე მორთმეულს იგი მას აწარმოებს. მისი საარსებო გარემო რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ მისი ნაწარმია მისი აზრობრივი და ფიზიკური გარჯის შედეგი. თუ ვიტყვით რომ თაფლის წარმოება ფუტკრისთვის ღრმად ჩაბეჭდილი ინსტინქტია, ადამიანისთვის იგივე მისივე საარსებო გარემოს და მისი იდეურ-აბსტრაქტული საყრდენის წარმოებაა.

 

ყველაფერი რაც „საპიენსის სამყაროს“ საზღვრებს შიგნითაა მორთმეული არ არის არც თავისთავადად არსებული და არც უხეში ფიზიკური ძალის შედეგი რისი ხსენებაც ხშირადაა ხოლმე სხვადასხვა სისტემებში როგორც კარგი ისე ცუდი მხრით. კარგი როგორც ფიზიკური შრომის განდიდების მცდელობა და მისი სხვა ყველაფერზე მაღლა დაყენების სურვილი და ცუდი როგორც უხეში მჩაგვრელი ძალა რის საფუძველზეც ხშირად ხდება „ადამიანური ბინძური ბუნების გაკიცხვა“

 

მეცნიერული პარადიგმის სიღრმე და მისი საფუძველი

 

ხშირად როდესაც ხდება ხოლმე თანამედროვე პარადიგმის და მასში მცხოვრები ადამიანების გაკიცხვა ვაწყდებით ისეთ ფრაზებს როგორიცაა: ზედაპირული, რობოტი, გულგრილი, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი. მოდი გადავხედოთ ამ საკითხსაც. სანამ მეცნიერულ მიდგომას გავაკრტიკებდეთ და მას „დაბალ ვიბრაციულს“ ან სხვა რაიმე აბსურდულს ვუწოდებდეთ საჭიროა გავიხსენოთ ის ფაქტი რა უდევს მას საფუძვლად. მეცნიერება არამც და არამც არაა რაიმე ცალკე გამოყოფილად განსახილველი ფენომენი, მას საფუძვლად ფილოსოფია უდევს. ეს არ არის რაიმე სახის მაზოხისტური ასკეტიზმი, სხეულზე და სოციუმზე უარის თქმა, ყველაფერი ადამიანურის მოშორება და არარაში გათქვეფა რაც რატომღაც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ ყველაზე თვალსაჩინოდ განსხვავებას დასავლურ ფილოსოფიასა და ასკეტიზმსა თუ მისტიციზმს შორის გამოქვაბულის მითი წარმოადგენს, მასში კი ეს ყველაზე კარგად ჩანს შემდეგ მომენტში, მას შემდეგ რაც გამოქვაბულის ერთ-ერთი ტყვე თავისუფლდება ბორკილებისა და შეზღუდული გარემოსგან და იხილავს რეალურ სამყაროს ის ბრუნდება გამოქვაბულში რათა ეს ფაქტი დანარჩენებსაც გაუზიაროს. ბერძენი ფილოსოფოსი არ არის განდეგილი რომელიც ჭეშმარიტების პოვნის შემდეგ წყდება სოციუმს და სიკვდილს დინჯად ელის რომელიმე გამოქვაბულში ცხოველების გარემოცვაში, მას ასევე არ აქვს პრეტენზია იმაზე რომ ის სხვა ადამიანებზე აღმატებულია და ისინი მისი შუბლის ერთ ნაკეცადაც კი არ ღირან და მათთვის რაიმეს თქმას აზრი არ აქვს, ის სოციალური არსებაა, ის ცდილობს რომ მაქსიმალური ობიექტურობით დაინახოს ის რაც არის, შეამჩნიოს კანონზომიერებები და შემდეგ მის ირგვლივ მყოფთაც მისცეს ბიძგი რათა მათ ამ კანონზომიერების დანახვით ცხოვრება გაიმარტივონ და  ის არსებითად უფრო დახვეწილ დონეზე გადაიყვანონ. 

ერთის მხრივ ბერძნულმა ჩანასახოვან დონეზე არსებულმა მეცნიერებამ და თავის მხრივ გაბედულებამ ეწარმოებინათ, დაუსრულებლად განევრცოთ, განევითარებინათ და დაეცვათ მისი არსებობა საჭიროების შემთხვევაში, რომაელი საპიენსები დიდი ხნის განმავლობაში უძლეველ და ნებისმიერ შუა საუკუნოვან ქრისტიანულ სამეფოზე უფრო განვითარებული გახადა.

 

ასეთი ფენომენები ხშირად გაკიცხულ არიან იმ მიზეზით რომ ეს ყველაფერი წარმავალია და უაზრო, კიბატონო ნუ იარსებებთ რადგან ცალკე აღებული ინდივიდის არსებობაც წარმავალია.

დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, ბერძნული ჭეშმარიტებისკენ სწრაფვისა და რომაული მაღალი ხარისხის არსებობისკენ სწრაფვის შერევით მივიღეთ იმ დროისთვის და მის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში საპიენსთა არნახული დონის დახვეწილობის და წესრიგის მქონე არსებობის ფორმა. ეს არ იყო რაღაც ქაოსური რომელიც მიმართულების გარეშე უბრალოდ დაქრის დროსა და სივრცეში და ამ ყველაფერს ფიზიკური ძალის ან რაიმე სხვა ფიზიკური აღმატებულობის ხარჯზე აკეთებს, პირიქით როგორც ზოგადად ეს საპიენსთა შემთხვევაში ხდება ისინი გარკვეული ფიზიკური გაგებით შეიძლება უფრო სუსტებიც იყვნენ თუ ბევრად სუსტები არა მაგრამ სწორედ მსგავსი ქაოსის თავიანთ კალაპოტში ჩაყენებას ახერხებდნენ. ეს იყო უზარმაზარი ბიუროკრატიულ-სამართლებლივ-აზრობრივი სისტემა რომელიც კონკრეტულ ნააზრევს ეფუძნებოდა და იმგვარად ახერხებდა მასში შემავალი ნაწილების მოქმედების ორგანიზებას რომ  იმ დროს მათ ირგვლივ არსებულ სხვა საპიენსებზე ბევრად უკეთ ეცხოვრათ. 

 

ამ ყველაფერმა ექვსასი წელი იარსება რაც საპიენსთა გადმოსახედიდან არცისე ცოტაა და საბოლოოდ გარედან უხეში ფიზიკური ძალის (აღმოსავლეთ ევროპის ტომების) და შიგნიდან აბსტრაქტული სისტემის ზეწოლით (ქრისტიანობა) განადგურდა, მისი ადგილი ძალმომრეობით მართულმა სამეფოებმა დაიკავა ის ცოდნა კი რის საფუძველზეც იგი არსებობდა საბოლოოდ არაბი მთარგმნელების ხელში აღმოჩნდა. შეგიძლიათ ნახოთ რა შედგები გამოიღო ამ მოვლენამ შუა საუკუნეების პერიოდის ევროპელებისთვის და რა შედეგი გამოიღო ამან არაბებისთვის. 

 

საბოლოოდ ის აზრობრივი საფუძველი რაც ევროპულმა სამყარომ არაბულს გადაულოცა, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით შეატოვა, ისევ დაბრუნდა ევროპაში რენესანსის პიონერების ხელით შეფარულად და მაშინდელი აბსტრაქტული სისტემების მსახურებთან ლავირებით, და ღიად მარტინ ლუთერის ხელით რომლის მიდგომა და მსოფლაღქმა წინააღმდეგობაში მოდიოდა კათოლიკურ, მთლიანად ღმერთის ხმის გაჟღერებაზე მონოპოლიის მქონე მღვდლების მიერ ნაკარნახევ მსოფლაღქმასთან რომელიც თავისი ნებისამებრ ლავირებდა „ღმერთის ხმით“ და მას სათავისოდ თავისი სურვილისამებრ იყენებდა. 

 

ამ მსოფლაღქმას და მასზე დაფუძნებულ რელიგიურ ხედვას პროტესტანტიზმი ერქვა რომელმაც იმ დროისთვის სულდახუთულ საპიენსს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ზემოთ ვახსენე რა ხდება როდესაც საპიენსის ბუნებრივი მოძრაობის პროცესს აბსტრაქტული სისტემები აბრკოლებენ და გზას უღობავენ, ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროით თუმცა დაგროვებული ენერგია ბოლოს მაინც ამოხეთქავს და მას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება მითუმეტეს უბადრუკი რეალურად არც არსებული აბსტრაქტული სისტემები, სწორედ ეს მოხდა მაშინ როდესაც ევროპას განმანათლებლობისა და პროტესტანტიზმის ტალღამ გადაუარა რამაც მრავალი ადამიანი და მათ შორის მრავალი კათოლიკე მღვდელი შეიწირა რომელთა დიდი ნაწილი ცალკე აღებული შეიძლება დიდად არც არაფერს აშავებდა.

 

ამ  რღვევებისგან წარმოქმნილ იდეურ ნანგრევებზე უამრავი სხვადასხვა აზრობრივი პროდუქტი დაიბადა, თეოლოგები, ფილოსოფოსები, პოლიტიკური მოღვაწეები თუ უკვე ეკონომისტებიც საზოგადოებაზე მის მოწყობაზე, ადამიანზე, საზოგადოებასა და სამყაროში მის ადგილსა და როლზე, მისი ცხოვრების დონის  გაუმჯობესებაზე და ამ ყველაფრის რაც შეიძლება მეტ ადამიანზე და არა მხოლოდ „რჩეულ ელიტაზე“ განვრცობაზე დაიწყეს ფიქრი და გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა. იქმნებოდა თეორიები, სისტემის მონახაზები. წმინდად ადამიანური ენით რომ ვთქვათ „სიცოცხლე დუღდა“

 

 მომიტევეთ ამ პროცესებს დეტალურად რომ არ ვიხილავ, ეს ერთის მხრივ მათი მასშტაბურობითაა გამოწვეული რის სრულ განხილვასაც ალბათ წიგნები არ ეყოფა და მეორეს მხრივ ჩემი კომპეტენციის დონით რომელიც ნამდვილად არ არის სრული დეტალური განხილვისთვის საკმარისი, თუმცა იმედია ზოგად სურათზე შთაბეჭდილებას შეგიქმნით.

 

ამ პროცესების შედეგად ადამიანები აბსტრაქტული სისტემების მიერ წართმეული სულ უფრო და უფრო მეტი უფლების დაბრუნებას იწყებდნენ  რაც შესაძლებელს ხდიდა სულ უფრო და უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას. 

 

მეცნიერები ისეთ პრობლემებს ეჭიდებოდნენ რაც აქამდე მხოლოდ „უფლის იურისდიქციაში“ შედიოდა და მას დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ეფეტურად ძლევდნენ ვიდრე იგივე „უფლის მსახურები“. მხოლოდ რელიგიურ პირებს ვახსენებ თუმცა არ უნდა დავივიწყოთ  მსოფლიოში ძლიერ ფეხმოკიდებული ექიმბაშები, ქურუმები, „მაგები“ და მისთანანი რომელთაც უფრო ნაკლები  ნაწილი ამ მონაკვეთში მხოლოდ იმ მიზეზით დაეთმო რომ შუა საუკუნეების დასაწყისში და მის შემდეგაც მათი გავლენა შეიძლება ითქვას უბადრუკიც კი იყო რელიგიურ ინსტიტუტებთან შედარებით, „წმინდა მამის“ მიერ გამოცხადებული ომის გამო რომლის მიზეზიც ერთპიროვნული მონოპოლია იყო ადამიანთა ცხოვრებაზე. მეცნიერულმა მიდგომამ ყველა სხვა დანარჩენზე მაღალი ეფექტურობა გამოავლინა როგორც დაავადებების, ისე ადამიანთა ცხოვრების პრაქტიკულ დონეზე მოწყობის და სხვა, ეპოქის შესაბამისი პრობლემის გადაჭრაში.

 

უნდა აღინიშნოს ის რომ მეცნიერული მიდგომა და დასავლური ცივილიზაცია არ წარმოადგენს რაიმე სახის უმაღლეს ღირებულებას, დასაწყისშივე აღვნიშნე რომ აბსტრაქტული სისტემა რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი წარმოადგენს ადამიანის ხელსაწყოს ისევ და ისევ „საპიენსთა გარემოს“ გაუმჯობესების მუდმივი განვითარების და სხვადასხვა ახალი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ამ საქმეში კი პრაქტიკულად არაფერს ისე ეფექტურად არ უმოქმედია როგორც თავისუფლებაზე დაფუძნებულ საზოგადოების მოწყობას და გადამოწმებად ობიექტურ კანონზომიერებებზე დაფუძნებულ ცოდნას.

 

ამ ინსტრუმენტებით „საპიენსთა სამყარომ’ აქამდე არნახული სახე მიიღო და მისი განვითარებისა და კვლავცვლის სიჩქარემ მისი არსებობის მანძილზე აქამდე არარსებულ სიჩქარეს მიაღწია. ეს ყველაფერი კი იმ უზარმაზარი აზრობრივი შრომის, რისკის და გაბედულების შედეგი იყო რაც წინა საუკუნეების საპიენსებმა გასწიეს.

 

                                                                             *    *   *

 

 

ბოლოს რაზეც მინდა ვისაუბრო ეს გულცივობა, ადამიანის ამორალურობა და აბსტრაქტული სისტემის მიერ მისი გაკონტროლების საჭიროებაა. ზემოთ ჩამოვთვალე მრავალი მაგალითი იმისა თუ როგორ ცდილობდა ადამიანი სიცოცხლის შენარჩუნებას, მის გაუმჯობესებას და განვითარებას, როგორ გამოგლიჯა მან ეს უფლებები ამა თუ იმ აბსტრაქტულ სისტემას. თუმცა არაფერი მითქვამს ვინ იყვნენ ერთ-ერთი პიონერები, რომლებიც ხშირად ამ პროცესების საწყის ეტაპზევე ამა თუ იმ გზით ახდენდნენ გარკვეული, ზოგჯერ ფარული და დაშიფრული, ზოგჯერ კი ამ ქვეყნად ყველაზე ხმამაღალი ფორმით ადამიანებისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ ხმის მიწვდენას. ესენი იყვნენ ხელოვანები, მუსიკოსები, არტისტები. ადამიანები რომლებიც ერთის მხრივ კონკრეტულ აზრობრივ შეტყობინებებს აჟღერებდნენ მეორეს მხრივ კი ხელჩაქნეულ სულ შეხუთულ ადამიანებს აჩვენებდნენ რომ არარას ყველაფერი არ მოუცავს, რომ საპიენსთა სამყაროში ჯერ კიდევ დარჩა რაღაც ხელშეუხებელი არარსებობის სურვილით, რომელშიც მშვენიერების ბოლო სხივი ჯერ კიდევ ხელშეუხებელია. რენესანსის ეპოქას სათავე იტალიელმა სკულპტურებმა და მხატვრებმა დაუდეს, რომის იმპერია მას შემდეგ იქცა იმპერიად რაც მას ვერგილიუსმა ენეიდა აჩუქა. ამას გარდა შეუძლებელია არ დაინახოთ ადამიანის თავისუფალ ქმედებაში  ის აღტაცებისა და ექსტაზის ნაპერწკალი რასაც ის თავისი ქმედებით განიცდის, თუნდაც საქმე ეხებოდეს უბრალო მჭედელს რომელმაც კარგი სამუშაო იარაღი დაამზადა, მატარებლის კონდუქტორს რომელსაც თანამშრომლებმა ორმოც წლიანი მუშაობის შემდეგ საპატიო გაცილება მოუწყვეს, შეგიძლიათ უყუროთ ნებისმიერ სპორტის სახეობას და ნახავთ რამხელა ბედნიერების მომნიჭებელი შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც ის რომლის წევრიც ხარ გარკვეულ წარმატებას აღწევს. შეგიძლიათ ნახოთ ცრემლები რომელიც მილიონობით ადამიანს სდის მათი მარცხის გამო.

 

როგორც დასაწყისში ვახსენე ადამიანი ბუნებით მატერიალისტია, ის ბუნებრივი არსებაა, მას სურს სიცოცხლე, მას სურს ამ სიცოცხლის დაცვა, მას სურს რომ ეს სიცოცხლე უკეთესი იყოს ხვალ ვიდრე დღეს იყო, მას სურს აქ აწარმოოს თავისი სამყარო სადაც მისი სიცოცხლე დაცული და უზრუნველყოფილი იქნება, მას სურს რომ აქ განიცადოს სიამაყე, ბედნიერება, კმაყოფილება თავისი მიღწეულის გამო. სისტემებს შეუძლიათ გაკიცხონ ის როგორც ფენომენი, როგორც სახეობა ამის გამო მაგრამ ერთი რისი თქმაც შემიძლია ყველა ამ სისტემის უბადრუკმა ეშმაკმა კარმამ მარსმა თუ სხვა ნებისმიერმა სადამსჯელო აბსტრაქტულმა წარმონაქმნმა დამლახვროს თუ საპიენსთა სახეობამ ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად ძალა დაიშუროს.

 

აბსტრაქტული სისტემები ერთის მხრივ წარმოადგენენ უზომოდ დიდ მონაპოვარს რაც საპიენსების გარემოს იდეურ უზრუნველყოფას ახდენენ. სისტემა თავისთავად ცუდი არაა ის არც კარგია ის ან ეფექტურია და მასშტაბური ან მოძველებული და სულთამხუთავი. პრობლემა ისაა როდესაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი მეორე ტიპის სისტემებს ეჭიდება და მზადაა მის გამო ყველაფერს დაუპირისპირდეს ან უარეს შემთხვევაში სხვისი და თავისი სიცოცხლე გაწიროს, მხოლოდ იმიტომ რომ სისტემამ იარსებოს. ნუ აღიქვამთ ამ ტექსტს როგორც  რომელიმე მხარის პოზიციას.  იქ რაზეც მე ვსაუბრობ არ არის რამოდენიმე პოზიცია არის არსებობა რაც ბუნებრივია და არის ამ არესბობის ნებაყოფლობით შეწირვა არარას რაც სიგიჟეა. ადამიანი არსებობას მიელტვის, აბსტრაქტული სისტემები ამ ინსტინქტის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინებაა თუმცა ამავდროულად მის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად გამოყენებული და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. ამის მიზეზი კი აბსტრაქტულ სისტემებში ჩაკარგული ადამიანების მიერ იმის ვერ გააზრებაა რომ არსებობაა მთავარი და არა მისი განმაპირობებელი ერთ-ერთი ხელსაწყო, ამ არჩევანის შემთხვევაში ხელსაწყოს არჩევა კი არსებობასა და არარსებობას შორის არარსებობის არჩევის ტოლფასია რაც არაბუნებრივ ანომალიურ აქტს წარმოადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ცხოვრების მთავარი საიდუმლო

ავტორი: მამუკა გურული სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რა შ...

ბედნიერების გასაღები - გულწრფელი სურვილები

იყო გულწრფელი ნიშნავს არ გრცხვენოდეს საკუთარი სურვილების. არ გრცხვენოდეს ა...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.

ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტკივა ფესვე...

აღდგომის ფრაქტალი

ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველგან ვხდებით ფრაქტალებს. ერთ-ერთი ასეთი...

საიდან მოდიან საკრალური რიცხვები - 3, 7, 8, 12?

ავტორი: იოანე შენგელია ცნობილია, რომ რიცხვები - 3, 7, 8, 12 - გავრცელებულია ...

მოძალადე სუსტი სქესი

ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მეტად მარტივ...

თეზა #1

ავტორი: მამუკა გურული "ჩვენი შინაგანი რწმენა ქმნის ჩვენს გარშემო რე...

მრავალი პარტნიორის ყოლის პრობლემა

ავტორი: ნუცა აივაზაშვილი 21-ე საუკუნე გარდამავალი საუკუნეა საქართველოსთვის. ...