ქედმაღლობა, როგორც სხვაზე უკეთესობის სიხარული

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლევან ჩახაია წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის შესახებ. ეს არის მდგომარეობა,...

comm 6ავტორი: ლევან ჩახაია

წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის შესახებ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება გაქვს..
ქედმაღლობა სხვაზე უკეთესობის სიხარულია. საკუთარ თავში აღმოაჩინე შესაძლებლობები და ბედნიერი ხარ, რომ სხვებს სჯობნი. აღგაფრთოვანებს განსაკუთრებულობისა და უნიკალურობის შეგრძნება, მხოლოდ სხვებთან შედარებით.

ადამიანს თავის გზაზე აქვს რამოდენიმე წინსვლა...მიუყვება განვითარებას და მცირე შედეგებს აღწევს. აქვს მიღწევები .. შემდგომ მასში იღვიძებს მოთხოვნილება შეედაროს სხვებს და მათ ფონზე ადიდოს საკუთარი თავი.

თუ რამოდენიმე ჩვენგანი გულწრფელი იქნებოდა, აღიარებდა, რომ სხვებზე მაღლა დგომა მისთვის განუმეორებელი სიამოვნებაა.
ამ სიამოვნების მისაღებად, რას არ ვაკეთებთ. ! საკუთარი უპირატესობის განსამტკიცებლად ვხდებით ქველმოქმედები, ინტელექტუალურები, ვიღებთ მაღალ თანამდებობებს.
ენტონი დე მელო ცნობილი ინდოელი ფსიქოტერაპევტი, მის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ქველმოქმედების უმრავლესობა ყალბია და ანგარებით არის გამოწვეული. ერთ-ერთი ანგრებული მდგომარეობა საკუთარი უპირატესობის განცდაა.

საინტერესო კითხვა დაისმის ამ დროს? რატომ ვარ მე კეთილი ადამიანი? ან რატომ მსურს დავეხმარო სხვებს?
პასუხი, უმრავლესობაში არის:- იმიტომ, რომ მიხარია, და სიამოვნებას მანიჭებს სხვისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია. ბედნიერი ვარ, რომ საჭირო ვარ, სასარგებლო და მახარებს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ მტკიცებულებების დანახვის ფაქტი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობ, ველოდებით სანაცვლოდ სხვადასხვა შეგრძნებებს... ანგარებიანები ვართ. ანგარებულია ყოველი მოქმედება, რადგან ელოდება სიხარულს. -ღმერთი აუცილებლად დამიფასებს.!მინდა სწორად გავიგოთ . "პრობლემა" არაა სიამოვნების მიღება სიკეთისგან. "პრობლემაა"მიზანი სიამოვნების მიღება.

მეორე შემთხვევაში პასუხი ასეთია:- მე უბრალოდ სამყროს ნაწილი ვარ. მიჩნდება მოთხოვნილება წვლილი შევიტანო საყოველთაო სირთულეების მოგვარებაში. მაქვს მოთხოვნილება გავაუმჯობესო სხვისი მდგომარეობა ... მაგრამ არ ველოდები დაფასებას, მადლიერებას, არ ველოდები საყოველთაო აღიარებას და არ ვთვლი, რომ უკეთესი ვარ ვინმეზე .. არ ვფიქრობ ამაზე. არ მაქვს დრო პატივმოყვარეობის ქარცეცხლში გადავეშვა. მე უბრალოდ ამას ვაკეთებ. ფაქტი თავისთავად კარგია ,მაგრამ იმას ვისაც ვეხმარები ჩემზე დაბლა მდგომად არ მივიჩნევ. ვფიქრობ ნებისმიერი დროს შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდე და მჯერა ვყოფილვარ კიდეც.

ქედმაღლობა ადამიანის სისუსტეა. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ამ მდგომარეობის გამო იმსახურებენ განსჯას. ჩემი, შენი და ყველას სისუსტე,ა რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მომენტში ვლინდება. ვლინდება და ეს კარგია. მიყვარს, როდესაც ვლინდება ადამიანის მანკიერებები. ისინი, ხომ კარგად ახერხებენ დამალვას.
მაგრამ შემდეგი სწორი დამოკიდებულება ამის დანახვა და აღიარებაა საკუთარ თავში.

სხვადასხვა ბრძნულ წერილში მკაფიოდ აქვს ხაზი გავლებული თუ რამდენად შემაფერხებელი ფაქტორია ქედმაღლობა ადამიანის განვითარების გზაზე. ისინი მოგვიწოდებენ კონცენტრაცია მოვახდინოთ მადლიერებაზე, როდესაც ნაყოფიერ შედეგებს ვიმკით და შევინარჩუნოთ თანასწორული დამოკიდებულება სხვების მიმართ.
ჩემი უპირატესობით შენ თუ დაგამდაბლებ, მე აუცილებლად მივიღებ იგივე დამოკიდებულებას სხვებისგანაც. სხვა არაფერია კარმა. რასაც გავცემ მიბრუნდება.
"ის ვინც აიღებს მახვილს მახვილითვე დაიღუპება " -ამბობს ქრისტე.

რა იარაღითაც იბრძვი სწორედ იგივე იარაღით დაგიპირისპირდება სამყარო.
მე ღრმად მწამს, რომ ყოველი ადამიანი მსგავსია პოტენციალით. მაგრამ ისინი სხვადახვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაში ავლენენ მათ.
სხვაზე უპირატესობის განცდით გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ. ის ერთ-ერთი ჩვენგანია. და აუცილებლად მიაღწევს იგივეს ან მეტს, რისი მიღწევაც გვსურს ან მივაღწიეთ. ყოველი ადამიანი უნიკალური თვისებებით გამოირჩევვა. ყოველ ადამიანშია, რაღაც განსაკუთრებული.

ზემოთქმული არ გამორიცხავს სიხარულს საკუთარი მიღწევებით. ის ეწინააღმდეგება სიხარულს, სხვისი დამბდაბლების ფონზე. თუ ეს ფაქტი გამოირიცხება ადამიანის მდგომარეობიდან მისი განვითარება შეუფერხებლად განაგრძობს გზას.
მოცემული სტატია არ განსჯის ადამიანებს, რომლებიც ავლენენ თავიანთ სისუსტეებს.
მისი მიზანი სავარაუდო ფაქტის აღნიშვნა, ავტორის პირადი მოსაზრებით და მისი გაზიარებაა სხვებისათვის.

ქედმაღლობა სისუსტეა, რომელიც თავის თავს ავლენს, სხვადასხვა პირობებში. იგი ადამიანის ბუნებრივი მოცემულობაა, თუმცა მისი მიზანია გაკეთილშობილდეს მიდგომები, როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთანაც. მკითხველი ალბათ დასვამს კითხვას? როგორ შეიძლება გამაკეთილშობილოს ქედმაღლობამ?

ქედმაღლობა არ აკეთილშობილებს, არამედ მდგომარეობა, რომელიც მის გამოვლენას მოსდევს. ეს მდგომარეობა ტანჯვით არის სავსე. ერთ დღეს ადამიანი აცნობიერებს ამას და მიზეზებს საკუთარ თავში პოულობს, ამ შემთხვევაში ქედმაღლობაში. ხვდება, რომ ბედნიერი არაა, რადგან საკუთარი თავი გარიყა სხვებისგან. სხვაზე უკეთესობის განცდით. სხვებისგან გარიყვა კი ადამიანის არაბუნებრივი მდგომარეობაა.

რუდოლფ შტაინერი მოუწოდებს საკუთარ განვითარებაზე მომუშავე ადამიანს.ყოველი მიღწევა მიიღოს თავმდაბლობითა და მადლიერებით. არ დაიკნონის საკუთარი თავი მაგრამ არც აამაღლოს, რომელიმე ადამიანზე. სხვების მიმართ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ისინიც ზუსტად იგივე პოტენციალს ატარებენ, როგორც ის.

მსგავსი სტატიები

სამყაროსთვის ყველაფერი ნათელია


ავტორი: ანა თოფურიძე გონება მოგზაურობისას უამრავ ხაფანგში ებმება...

ქვეცნობიერი - (შეუცნობელ/შესაცნობელი) - არის ' ღ მ ე რ თ ი ' !


ავტორი:ნინო დიდებაშვილი  კიდევ ერთი მცდელობა - კოლექტიურ ცნ...

ჩემი კომენტარი "სვფ" -ს


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წ...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff