ავტორი: ანა თოფურიძე
- ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი)
- გისმენთ..
- გამარჯობა ნეო, ნეო ვარ და მატრიცა ის არ არის რაც შენ გგონია.
დედამიწა ის არ არის რაც თქვენ გგონიათ, თქვენ ხედავთ ტელევიზორებს და კომპიუტერის მონიტორებს ყოველ დღე და თვლით რომ ამით გარესამყაროს აკვირდებით, უსმენთ რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, ქუჩებში ხედავთ სხვადასხვა რასებს, მუქკანიანებს, წვრილთვალებიანებს, ყვითელთმიანებს და ზოგიერთი მათგანი თქვენს იდენტობას დისკომფორტს უქმნის. ხედავთ აქციებს, უყურებთ სერიალებს და დადიხართ სამსახურში და კაფეებში, გყავთ მეგობრები და ნაცნობები, ოჯახი და ურთიერთობები სადაც უამრავი ემოციური ცვლილებები, კავშირები, სურვილები და კონფლიქტები გაქვთ. გყავთ საყვარელი ადამიანი გვერდით ან არ გყავთ და გსურთ შეხვდეთ, მას რომელიც ცხოვრებას უფრო მსუბუქს და სასიამოვნოს გახდის და თვლით რომ ეს ყველაფერი რეალობაა, თუმცა კი რეალურად ილუზიაა რომელსაც თქვენი გონება ქმნის მანამ სანამ თავს არ გაინთავისუფლებთ თქვენივე კოდირებული და დაწერილი მატრიციდან.
დედამიწა მატრიცა არაა, ის ბევრად რთული და გენიალურად კონსტრულებული პლანეტა რეალობაა სადაც შვიდი მილიარდი მატრიცა ურთიერთქმედებს და ქმნის საერთო უფრო დიდ მატრიცას. არასწორია ფიქრობდე: „მე მატრიცაში ვარ, ჩვენ ყველანი მატრიცაში ვართ და მე თავისუფლება მსურს“, სწორი ფორმულირება იქნება: „მე მატრიცაში ვარ, რომელსაც ჩემი გონება ქმნის, ხოლო სხვა ადამიანები თავისი გონების მიერ შექმნილ თავის მატრიცებში ცხოვრობენ და ჩვენ ყველა საკუთარი მატრიციდან უნდა გავიდეთ“. დედამიწაზე დაბადება ავტომატურად გაძლევს უნარს შექმნა შენთვის მისაღები მატრიცა რასაც პირველივე ფიქრიდან აკეთებ.
რა არის მატრიცა? მატრიცა ყველაფერია გარშემო რასაც ხედავ და გრძნობ, ხოლო საინტერესო ისაა რომ სხვა მილიარდობით ადამიანი იგივე რესტორანში და იგივე ოთახში, იგივე მუსიკის მოსმენისას სხვა რეალობაში ცხოვრობს. რომ შეგვეძლოს შევქმნათ სამგანზომილებიანი მოდელები თუ როგორია თითეული ადამიანის რეალობა გაოგნდებოდით, რადგან არავინ არ ხედავს ისე როგორც თქვენ, არავინ ფიქრობს რაიმე საგანზე ისე როგორც თქვენ და არავინ გრძნობს შოკოლადს ისე როგორც თქვენ. ამ ყველაფერს თავად ჩვენივე შინაგან სხეულში, გონებაში დაწერილი კოდები განსაზღვრავენ და ისინი ყველასთვის განსხვავებულია. შეიძლება იყოს მსგავსი და აღმოაჩინოთ რომ ვიღაც რაღაცით თქვენსავით კაიფობს მაგრამ შეუძლებელია არსებობდეს სხვა მატრიცა, რომელიც თქვენის იდენტურია, თუ ამას ხედავთ ან თქვენი ფანტაზიაა ან დამთმობი ან უარეს შემთხვევაში აფერისტი მეგობარი გყავთ ვინც გემსაგვსებათ და გატყუებთ რომ მერე ამით სარგებელი ნახოს. რა კოდებით იბადება ადამიანი ამის გაგება ასტროლოგიით შეგიძლიათ. მცდარია წარმოდგენა რომ ასტროლოგია მომავლის პროგნოზირებაა, ასტროლოგია მხოლოდ გიჩვებთ რა საწყისი მოცემულობით დაიბადეთ, რა მიდრეკილებებით და რა თვისებებია თქვენში ჩაპროგრამებული, ამ ყველაფრის შეცვლა ყოველთვის შეიძლება, რადგან შეცვლი შენში ერთ წარმოდგენას ერთ თვისებას და გარემოც იცვლება. მომავალი განსაზღვრული არაა, მას ჩვენ ვქმნით, მხოლოდ განსაზღვრულია ის მიზეზ შედეგობრივი კავშირები რა ჩაწერილ კოდს რა რელობამდე მივყავართ კონრეტულ სფეროში და ეს წესები ყველას ეხება, თუმცა თითეული ადამიანის მატრიცა უნიკალურია.
ყველა რომ სხვადასხვა რეალობას ცხვრობს და განიცდის სწორედ ამიტომ ხდება უამრავი კონფლიქტი და გაუგებრობა, ამიტომ ვერ ვთანამშრომლობთ და ვაგებთ უკეთეს რელობას, ჩვენ გვატყუებს სხეულის ილუზია, ვხედავთ სხვა ფიზიკურ ადამიანს ჩვენთან ერთი მეტრის სიახლოვეში და გვგონია ისიც იგივე რეალობაშია, რაშიც ჩვენ, ამ დროს ის სულ სხვაგანაა.
ამიტომ ჯერ საკუთარი მატრიცა უნდა დაჰაკო და გააცნობიერო რა გაბრკოლებს, რა გახარებს, რა გამოძრავებს და სრული თვითჭვრეტის გამომუშავების შემდეგ სხვისკენ გაიხედო და მის მატრიცას შეეხო. ჩვენ საკუთარი თავის გაუცნობიერებელ ეტაპზე გვინდება ხოლმე სხვის ცხოვრებაში ჩავერიოთ და ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია ჩვენთვისვე სწორად.
სწორი გზა, არასწორი გზა, სხვისი აზრი, სხვისი რჩევა, ჩემი რჩევა, ჩემი სურვილი, მასწავლებლობა, სწავლა და ა.შ.. ეს ცნებები ბევრად ბუნდოვანი ხდება როცა ხედავ რომ ყველა განსხვავებულ რეალობაში და ერთეული ადამიანები არსებობენ, ვისაც სრულად შეუძლიათ სხვისი მატრიცის სრული დანახვა თავის ყველა ალტერნატივით, რომ სწორი გზა მიუთითონ. და თუ ადამიანის განვითარების გზები გავლილი აქვს ის სხვას პირდაპირ გზას არ აჩვენებს, ის მხოლოდ ბიძგს ან მინიშნებას მისცემს, ეს რაღაც კოსმიური მორალია რომელსაც ყველა გრძნობს და ემორჩილება განვითარების გარკვეულ საფეხურზე. სხვის მაგიერ მატრიციდან ვერავინ გავა და ჩემს მატრიცაში სხვა ვერ დახოცავს ყველა აგენტ სმიტს, ვერ მოკვდება დაბადებისთვის და ვერ გადატვირთავს ან გაადგურებს მატრიცას. ეს მე უნდა გავაკეთო და ეს ყველამ უნდა გააკეთოს თავად (თუცა ასევე ჩემი მატრიციდან ვფიქრობ, შეიძლება სულაც არ იყოს დანარჩენი მილიარდობით ადამიანისთვის სწორი).
საქართველო კოლექტიურად დავირუსებულია „მსხნელის მოლოდინის“ სინდრომით. ეს კოლექტიურია რაც ნიშნავს რომ ვინც აქ დაიბადა უმეტესობას ცნობიერების გარკვეულ შრეზე აქვს მოლოდინი რომ ვიღაც მოვა მის მატრიცაში და გაანთავისუფლებს ტანჯვისგან. ზოგი ამ მოლოდინით ბერდება და კვდება ხოლო ზოგი აცნობიერებს რომ არ არსებობს სხვა მხსნელი და ნეო თავადაა.
ვაჩოვსკები გენიალური ფილმი ბავშობიდან ჩემი ინსპირაციის წყაროა და მასში უნიკალური იდეებია გატარებული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის რეალობაა, თუმცა უდავოდ რეალობის ნაწილობრივი ჩვენებაა.
არსებობს მატრიცა და ჩვენ მასში ვცხოვრობ, მაგრამ სადაა ის?
არსებობენ მატრიცის მცველი აგენტი სმიტები და იქნებ ჩვენ თავად ვართ სმიტები?
არსებობს კოდირების სისტემა, მატრიცას გენიოსი პროგრამისტები წერენ, მაგრამ სად სხედან ისინი? ატმოსფეროს გარეთ კომიურ ხომალდში, თუ წყალქვეშ ან დედამიწის შუაგულ ქალაქ ზეონში? და იქნებ არსად ჩვენი ქვეცნობიერი მეა ჩვენივე მატრიცის პროგრამისტი?
ეს კითხვები ძალიან სასარგებლოა, სასარგებლოა იდეის დონეზე თუნდაც იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ შვიდი მილიარდი მატრიცის ურთიერთქმედებაში ვცხოვრობთ და არა ერთში, რომ ჯერ საკუთარი გონება უნდა შევიცნოთ, შემდეგ თუნდაც ერთ სხვა და შვიდი მილიარდი ალტერნატიული რეალობის განცდას თუ გავუძელით, თავისი ლამაზი და მახინჯი მხარეებით, ამის შემდეგ გავიგოთ რა არის მთლიანი მატრიცა.. ხოლო თუ არ ვიცით, მანამდე ენერგია შეცნობას დავუთმოთ და არა ვიწრო წარმოდგენების სხვებისთვის გონებით და თავპირისმტვრევით დაჯერების მცდელობას.
ბოლოსთვის ყველაზე სასიმოვნო იდეა შემოვინახე, ჩვენ შეიძლება ვცხოვრობდეთ მატრიცაში მაგრამ ჩვენ მატრიცები არ ვართ. თითეული ადამიანი თუნდაც გონების მიერ მართულია მაგრამ ის რეალურად უნიკალური ენერგიაა. ენერგია რომელიც ვიბრირებს და გარშემო ქმნის თავის მსგავს ვიბრაციებს რომელიც მატერიალურ ფორმებში ვლინდება. ენერგია აქვს ყველა ცოცხლა ადამიანს, რომელიც მატერიაზე მეტად რეალურია და საოცარი ყოვლიმწვდომი ძალა აქვს. როდესაც განთავისუფლდებით გარემო ზეგავლენებისგან, შეიცნობთ შინაგან ძალას რომელიც გარემოს თავად ქმნის. ვინ ხარ და რა შეგიძლია, საკუთარი მატრიცის დაჰაკვის შემდეგ შეიცნობ. დედამიწაზე კი შვიდი მილიარდი უნიკალური მატრიცაა..