ჩვენ

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლიკა ფაჩულია და რა არის რეალური ცხოვრება? ვცხოვრობთ კი სინამდვილეში? ვართ კი საკუთარ...

40410403 1100481383444475 8386957117650632704 n

ავტორი: ლიკა ფაჩულია

და რა არის რეალური ცხოვრება?

ვცხოვრობთ კი სინამდვილეში?

ვართ კი საკუთარი ყოფით კმაყოფილები?

ვიცით რაა არის სინამდვილეში ბედნიერება? ამის მსგავსი უამრავი კითხვის დასმა შეიძლება, თუმცა მათზე პასუხი ძნელი გასაცემია.

ჩვენი ცხოვრება ჰგავს ერთ დიდ გზას, რომელზეც გაუჩერებლად მივრბივართ. განა ასე არაა?!

დილით იღვიძებთ და სწრაფად ცდილობთ მოემზადოთ მორიგი დღისთვის, რომელიც უმეტესწილ ორი ან სამი ადგილით განისაზღვრება. ყოველ ჩვენგანს იმდენად ეჩქარება სადღაც, რომ გვავიწყდება წამით გავჩერდეთ და მიმოვიხედოთ. აი მაგალითისთვის - თქვენ რამდენჯერ აგიხედავთ ცაში ამ ბოლო დროს ან, უბრალოდ, გზაში გაჩერებულხართ და მიმოგიხედავთ? ალბათ, ერთხელ, ორჯერ... იმის მაგივრად, რომ ბუნებით დავტკბეთ, ერთადერთი, რასაც ვუყურებთ, კომპიუტერის ეკრანი და ტელეფონია. ეს მექანიზმები იწვევენ ჩვენში ყველანაირ შეგრძნებას: გაბრაზებას, აღფრთოვანებას, სევდასა და სიხარულს. ყოველი გრძნობა, რომელიც ადამიანში ბუნებრივად უნდა იბადებოდეს, ხელოვნურად იქმნებოდეს.

ყველა, ვინც ჩვენს აზრს არ იზიარებს ჩამორჩენილად, თეთრსულელად მიგვაჩნია. რამდენჯერ ყოფილა, ქუჩაში გაგივლიათ, გინახავთ ადამიანი, რომელსაც არასტანდარტულად აცვია და გიფიქრიათ: ფუ ,,გოიმი’’! და: რატომაა ის ადამიანი ,,გოიმი’’? - იმიტომ, რომ თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, თუ იმიტომ რომ მსოფლიო მოდის სტანდარტს არ მისდევს?

და არის კი ეს საქციელი მართალი?!

რითი განსხვავდება ჩვენი ცხოვრება წინაპრების ცხოვრებასაგან? მაშინაც უმეტესწილად ბატონყმობა, მონობა იყო. ახლა კი იტყვით: ჩვენ მონები არ ვართ, არავინ გვმართავსო! ნუთუ? გჯერათ საკუთარი სიტყვის? შეიძლება არა ადამიანი, მაგრამ თქვენი საკუთარი შეხედულებების მონად იქეცით! ყოველი ჩვენთაგანი ერთმა უსულო და უსახო რამ დაიმორჩილა და ეს ინტერნეტმა! განა დღის 80%-ს ინტერნეტში არ ატარებთ? განა ნარკომანებს არ ვგავართ? და, ალბათ, ისევ პროტესტის გრძნობა გიჩნდებათ ამ წუთას. ეს ასეც უნდა იყოს, უნდა აპროტესტებდეთ, მაგრამ არა იმას, რომ თქვენი დღის 80%-ს ვიღაცის ცხოვრების თვალიერებას ანდომებთ, არამედ იმას, რომ ამ 80%-ს არასწორად ფლანგავთ.

მიმოიხედეთ, ირგვლივ იმდენი რამეა. ხალხია, რომელსაც დახმარება სჭირდება, ბუნებაა, რომელიც ნელ-ნელა ადამიანის ამბიციების გამო იღუპება. ირგვლივ სამყაროა, რომლის ყოველი წერტილი უნიკალურია! თქვენ კი ამის, ნახვა სხვისი თვალით დანახულიდან გირჩევნიათ, რადგანაც გეზარებათ დაძვრა იმ ადგილიდან, რომელზეც შეჩერდით, ან და რამდენი რამეა, რასაც სურათი ვერ გადმოცემს... რამდენი გრძნობის განცდა შეიძლება თუ ცოტას მოვშორდებით ეკრანებს... რამდენ თქვენგანს აქვს საკუთარი სამშობლო ცხოვრებაში ,,ლაივში’’ ნანახი? ალბათ ცოტას. ზოგს დრო არა აქვს, ზოგს-სურვილი, ზოგიც კი ამ, ყველაფრის, სანახავად მიდის და მაინც ტელეფონს ჩასცქერის.

ყველაფერი ეს სამწუხაროა. სინამდვილეში ჩვენც მონები ვართ მექანიზმების. ეს მონობა კი საკუთარი თავის მონად გვაქცევს, მონად იმ კრიტერიუმებისა, რომლებსაც ვიღაც სადღაც ადგენს.

საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: რამდენად ახლოს ვარ სამყაროსთან? რამდენად ახლოსა ვარ საკუთარ ცხოვრებასთან? ვარ კი ბედნიერი?
შეიძლება პასუხი უცბად არც გამოჩნდეს, რადგანაც თქვენი ქვეცნობიერიც თქვენნაირად დაემონა ამ-ყველაფერს, მასაც გამოღვიძება სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ ერთ დღეს აუცილებლად მოგცემთ ქვეცნობიერი პასუხს ამისას.

გეტყვით, რომ სინამდვილეში იმისათვის, რათა რეალობაში იცხოვროთ, სულაც არაა საჭირო ვიღაცის სურათები ვათვალიეროთ, კომენტარები და ‘’ლაიქები’’ ვუწეროთ. გეტყვით რომ არცერთი თქვენდამი დაწერილი სტატუსი, კომენტარი, ,,ლაიქი’’ ნამდვილი არაა. რეალურადაც არაა საჭირო, ვიღაცის გემოვნებას შეესაბამებოდეთ!

ჩვენ რომ ჩვენს თავს ვეკუთვნოდეთ, საჭიროა გაიგოთ საკუთარი ხმა, რომელმაც შეიძლება იყვიროს თავიდან, თუმცა მალევე შეეჩვევა იმას, რომ ის ისევ თავისუფალია.

რეალური ცხოვრებისათვის დღეში რამდენიმე წუთი მაინც უნდა მიმოიხედოთ. როდესაც მეგობრებთან ხართ ტელეფონში ყურებისა და სოცილურ ქსელებში ,,მესიჯობის’’ ნაცვლად, ეკრანს თვალი მოაცილოთ და მათ გრძნობებს, ემოციებს შეხედოთ. მოუსმინოთ მათ ხმასა და იმ წამებით დასტკბებით, რომელსაც მათთან ატარებთ, რადგან ცხოვრება ისედაც რთულია და ზედმეტად დაღლილი, ჩვენ კი მას უფრო ვტვირთავთ და ვცდილობთ არარეალურში თავიდან ფეხებამდე ჩავძვრეთ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი რეალური სახე არავინ ნახოს, შეიცნოს.

სინამდვილეში ყველა ჩვენგანი უნიკალურია, ყველასა გვაქვს ღვთიური ნიჭი და ინდივიდუალურობა, რომელიც ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნიღაბი, რომელსაც გარეთ გასვლის დროს ვირგებთ.

ასე რომ, ჩემო საყვარლებო, ადექით, გაიარეთ, მიმოიხედეთ, საკუთარი ცხოვრებით დაიწყეთ ცხოვრება, რა იცით, იქნებ, ის ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე იმათი, ვის ცხოვრებასაც აკვირდებით შორიდან.

გაიცანით ადამიანები რეალურად, ხშირად გაიღიმეთ! და, რაც მთავარია დასტკბით ყოველი წუთით, რადგანაც ცხოვრება არც ისე ხანგრძლივია, როგორც ჩვენ გვგონია. იცხოვრეთ ისე, რომ ბოლოს არაფერი ინანოთ! რომ ბოლოს თქვათ:

რეალურად ვიცხოვრე!

გავარღვიე ის ბარიერები, რომელშიც თავის დროზე ჩავიკეტეთ!

სანანებელი არ მაქვს, რადგან საკუთარი ცხოვრების გზაზე მონობის ნაცვლად თავისუფლება ვარჩიე!

მსგავსი სტატიები

ცოდნა როგორც ჭამა


ავტორი: იოანე შენგელია რა შეგვიძლია ვთქვათ საჭმლის მომნელებელ სი...

პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?


  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსი...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

ღმერთის შეცდომებიც მოსულა


ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმ...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff