წარმატების "ფორმულა"

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ფორმატში დამეწერა სტატია. ძირითა...

ავტორი: იოანე შენგელია

საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ფორმატში დამეწერა სტატია. ძირითადში, ორი უკიდურესი ვარიანტი არსებობდა.

1. ვისაუბრო "სუფთად" მეცნიერულად, ესეიგი ზედმეტი ინდივიდუალური მაგალითებისა და საკუთარი ინტერპრეტაციების გარეშე. ჩამოვაყალიბო ძირითადი სათქმელი ლაკონურად, სტრუქტურულად, ზუსტად, და ამით დავასრულო სტატია წარმატების "ფორმულაზე".

2. ვისაუბრო ლიტერატურულად, ესეიგი მოვყვე საკუთარ თავზე, საკუთარ გამოცდილებაზე, და ამაზე დაყრდნობით გადმოგცეთ ჩემი ძირითადი სათქმელი.

პირველი მათგანი მეტად ოფიციალური სტილია, თუმცა ვინაიდან არ ვარ შეზღუდული შემოქმედებაში, მაინც მეორე ვარიანტი ვარჩიე, და იმედი მაქვს ჩემი ტექსტი ერთი ნაბიჯით მაინც წინ წაგწევთ განვითარებაში, ისევე, როგორც მე თავის დროზე წინ წავიწიე ამ გამოცდილებით, რომელზეც ახლა გესაუბრებით.

ყველაფერი დაიწყო რვა წლის ასაკში.. ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მე ბავშვობიდან ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ. ყოველთვის მიყვარდა რელიგიური რიტუალების შესრულება, ლოცვების კითხვა და ა.შ. ცოტა უფრო მომავალში (ასაკი რომ მომემატა) რიტუალების მექანიკური შესრულება ჩაანაცვლა გაცნობიერებულმა შესრულებამ, როდესაც უკვე დავფიქრდი რელიგიის არსზე. თუმცა... ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს..

მოკლედ.. მე მიყვარდა რიტუალების შესრულება. იცით როგორ ვგეგმავდი და ვასრულებდი ყველაფერს?

ისტორია ასეთი იყო: პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს მიზანი, ესეიგი რატომ და რისთვის ვაკეთებთ ამ რიტუალებს. ჩვეულებრივ, მიზანი იყო რომელიმე რელიგიური დღესასწაული, მაგალითად აღდგომის დღესასწაული, რომელსაც წინ უძღვოდა 7-10 კვირიანი მომზადება.

მეორე ეტაპზე საჭირო იყო განმესაზღვრა, თუ რას გულისხმობს ეს მომზადება. მე ვიცოდი, რომ ამ 7-10 კვირიანი ციკლის მერე მთელი შრომა დაგვირგვინდებოდა დღესასწაულის სიხარულით (და მადლით), მაგრამ რას გულისხმობდა ეს შრომა? ეს მოიცავდა სხვა და სხვა ტიპის აქტივობებს (მაგალითად ჯამში 100 მეტანია, 15 სინანულის ლოცვა, სახარების კითხვა და ა.შ.) ეს ყველაფერი არის უბრალოდ "სიმრავლე" იმ აქტივობებისა, რომელიც საჭიროა შესრულდეს დღესასწაულის დადგომამდე.

მესამე ეტაპი ყველაზე უფრო შემოქმედებითი და ლამაზია. ამ ეტაპზე, ზემოთ ნახსენებ აქტივობათა "სიმრავლე" უნდა გადაიქცეს სისტემად, ესეიგი აქტივობები გადანაწილდეს მთელს 7-10 კვირიან ციკლში. ეს შექმნის ერთ მთლიან მექანიზმს, რომლის "გვირგვინს" წარმოადგენს ძირითადი მიზანი - ამ შემთხვევაში დღესასწაული. აქტივობების გადანაწილების კანონზომიერება კი ცალსახად განისაზღვრება ისევ და ისევ ძირითადი მიზნიდან გამომდინარე - ესეიგი, დღესასწაულთან უფრო ახლოს რომელი რიტუალი (აქტივობა) უნდა შესრულდეს, და რომელი უფრო მოშორებით (თემატურობის მიხედვით). ეს ერთი მთლიანი, დალაგებული და საათივით აწყობილი მექანიზმია.

მეოთხე ეტაპი კი გულისხმობს ყველაზე ძირითადს - აქტივობას, ანუ ყველაფერი ზემოთ დაგეგმილის შესრულებას, რეალიზებას, განხორციელებას. ესეიგი, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მიზანი, მეორე და მესამე რიგში უნდა განისაზღვროს მიზნის მიღწევის საშუალებები და შეიქმნას მათი შესრულების გეგმა, ასე ვთქვათ - რუკა. ამ ყველაფრის მერე კი ვმოქმედებთ რეჟიმის მკაცრი დაცვით!

საინტერესოა, რომ აქტივობის პროცესში ყურადღების გამახვილება ხდება როგორც ძირითად მიზანზე, ასევე მის "ქვე-მიზნებზეც", ესეიგი იმ აქტივობებზე, რაც საწინდარია ძირითადი მიზნის მიღწევის, ანუ შუალედურ აქტივობებზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რას რისთვის ვაკეთებთ, ანუ როგორი შედეგისთვის ვშრომობთ. მაგრამ, მარტო შედეგზე ფიქრი რეალურ აწყმოს მოგვწყვეტს და გადაგვაგდებს არარსებულ მომავალში. როგორც ერთი ბრძენი იტყოდა - გზა გვხდის ბედნიერს, და არა მიზანი.

მეხუთე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის დაბრკოლებები. სიტუაცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე იცვლება, და სამომავლო გეგმებიც შესაბამისად უნდა შევცვალოთ და მოვარგოთ ახალ სიტუაციას. მაგალითად 2 თებერვალს დავგეგმე, რომ 17 თებერვალს შევასრულებდი ამა თუ იმ აქტივობას. მაგრამ, 10 თებერვალს ჩემი ახლო მეგობარი ავად გახდა და 17 თებერვალს დაუნიშნეს ოპერაცია, რომელსაც მეც უნდა დავესწრო.

სიტუაცია შეიცვალა, და ჩემი აქტივობებიც სხვანაირად გადანაწილდება, მოერგება ახალ სიტუაციას. ანუ, ადამიანი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ გეგმები შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს (გარემოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი მოვლენებიდან გამომდინარე), მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გეგმების გარეშე ვიცხოვროთ. ყველა შემთხვევაში, გეგმის არსებობა სჯობს უგეგმურობას, მაშინაც კი, თუ გეგმას სტაბილურობის გარანტია არ აქვს.

+++++++++++++++++++++++++

იმედი მაქვს, თავი არ მოგაწყინეთ ჩემი ბავშვობის ისტორიებით :)) არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში კარგად მესმოდა წარმატების ფორმულა. უბრალოდ, ჩემი მიზნები შეეხებოდა მხოლოდ "სულიერ" საკითხებს და "მატერიალური" სურვილები არ მქონია. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში სულიერმა ინტერესმა "დაასწრო" იმ ინტერესებს, რაც მომავალში გამოვლინდა (მაგალითად, გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული), ამიტომაც "პროტესტი" მქონდა სხვა სურვილების მიმართ და წარმატების ფორმულას (რომელიც გაუცნობიერებლად "აღმოსცენდა" ჩემში უკვე პატარა ასაკშივე) ვიყენებდი მხოლოდ რელიგიურ თემატიკაში.

მაგრამ, ახლა ვაცნობიერებ ჩემს სურვილებს (როგორც სულიერს, ასევე ფიზიკურს და ა.შ.), და ვხვდები, რომ ეს მოდელი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, გამოსადეგია ნებისმიერი ცხოვრებისეული მიზნებისთვის.

51237880 240291170216865 4313069316137287680 n

ამრიგად, პირველ რიგში განსაზღვრეთ მიზანი, რა გსურთ ცხოვრებაში. შემდგომ დაალაგეთ და დაახარისხეთ მიზნისთვის მისაღწევი საშუალებები, გაანაწილეთ აქტივობები დროში. მაგალითად, თებერვლის ბოლომდე სწავლობთ უცხო ენაში 200 ახალ სიტყვას, 12 ახალ გრამატიკულ წესს. ან მაგალითად, გსურთ მართვის მოწმობის აღება. მაშინ გადაწყვიტეთ, რომ მარტის ბოლომდე სრულყოფილად გეცოდინებათ თეორია და გახვალთ გამოცდაზე.

ფორმულა მარტივია - გადაწყვიტეთ, და შეასრულეთ აუცილებლად! (არ დაგავიწყდეთ, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თავიდან დაგეგმეთ და თავიდან გაანაწილეთ აქტივობები) ეს მნიშვნელოვანია - გადაწყვეტილების მიღება - ამის გარეშე არაფერი არ გამოვა ცხოვრებაში. ცხოვრებამ უნდა იცოდეს შენ რა გადაწყვიტე. ერთ ამბავს მოგიყვებით ისევ ჩემი ისტორიიდან:

სამი წლის განმავლობაში მქონდა მართვის მოწმობა, მაგრამ მე შორსმხედველი ვარ და სათვალე მჭირდება შორს რომ დავინახო საგზაო ნიშნები. ასევე, საგზაო ნიშნებშიც კარგად ვერ ვერკვეოდი, მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობის გამოცდა ჩაბარებული მქონდა. სამი წელი ისე ვმართავდი მანქანას, რომ არ მიმიხედია ამ პრობლემისთვის (არც სათვალისთვის და არც საგზაო ნიშნების საფუძვლიანი სწავლისთვის). ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეს ველოდი ("რაიმე ხომ არ დავარღვიე ამ მანევრირებით?" - ან - "ნეტა იქ რა ნიშანია წინ, ნეტა ვხედავდე, წინასწარ განვსაზღვრავდი მოძრაობის გეგმას" და სხვანი). არადა, ამ ტანჯვა-პრობლემის მოგვარებისთვის მჭირდებოდა ჩემი ცხოვრების სულ რაღაც ორი-სამი დღე. "ვერა და ვერ" დავადგი საშველი ამ ამბავს. მაგრამ, ერთხელაც გადავწყვიტე, რომ თვის ბოლომდე ორივე პრობლემას მოვაგვარებდი. სათვალეც გავაკეთე, საგზაო წესების ცოდნაც უფრო განვამტკიცე ამ ყველა პროცედურას სულ რაღაც ორ დღეში მოვრჩი. ფაქტობრივად, მძღოლობის ახალ დონეზე გადავედი სულ რაღაც ორ დღეში, მაშინ როცა ეს შემეძლო სამი წლის წინ, ასევე ორ დღეში.

რაშია საიდუმლო? არც არაფერში, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ გავაკეთებდი თვის ბოლომდე, და გავაკეთე. ახლა ისეთ ტრივიალურ და ყველასთვის ცნობილ რამეზე ვსაუბრობ, მაგრამ, მიუხედავად თემატიკის სიმარტივისა, ასეთი პრობლემა მრავალ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებში. აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ გადავწყვიტოთ და შემდგომ დაძაბული ვიყოთ, სანამ არ შევასრულებთ დაგეგმილს. ეს დაძაბულობა არაფერში გვჭირდება, პირიქით უარესია (დაძაბულობა მრავალჯერ ამცირებს შემოქმედებით უნარიანობას და ასევე ოტენციალურ ბარიერს ქმნის რეალობის დონეზე). უბრალოდ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ. თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ - არაუშავს! თქვენს ხელში არ არის მთელი ცხოვრება?!. თავიდან გადაანაწილეთ აქტივობები. მთავარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა მოქმედების პროცესში (ამ უნარს გამომუშავება სჭირდება, და დროთა განმავლობაში დაეუფლებით).

ფიზიკურ დაბრკოლებებზე ვისუაბრეთ. ვიცით რა, რომ რეალობა ყოველთვის ისე არ ლაგდება, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა ამან არ უნდა "გაგვაბრაზოს" ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობებით. რეალობის მართვის მეთოდები ამ წიგნში კარგად არის აღწერილი. მაგრამ, გარდა ფიზიკური დაბრკოლებებისა, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი - ფსიქოლოგიური დაბრკოლებები. ეს უფრო ღრმა დონეზე არსებობს, და ფაქტობრივად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებისეულ სცენარში.

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანმა პირველ რიგში უნდა გაარკვიოს რა უნდა რეალურად. ზემოთ მოცემულ ტექსტში მე ვსაუბრობდი მიზნის მიღწევის მექანიზმებზე, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის გამოყენებას დავიწყებთ, ესეიგი, სანამ მექანიზმს ავამუშავებთ, ჯერ უნდა განისაზღვროს მიმართულება, ანუ სურვილი, ანუ მიზანი, რასაც ემსახურება ესა თუ ის მექანიზმი, ესა თუ ის გეგმა. ადამიანების უმეტესობა ვერ ერკვევა საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებში, და იმყოფება გარემოსგან თავსმოხვეული, დაშენებული სურვილების ტყვეობაში. ამ სურვილების დევნაში, ადრე თუ გვიან, ადამიანი გაიტანჯება, და ეს ტანჯვა გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ვერ მიხვდება, რომ იმას აკეთებს, რაც არ უნდა რეალურად, და რაც არ არის მისი ფუნქცია.

რთულია იმის კონკრეტულად განსაზღვრა, თუ რა სურს ადამიანს. შეიძლება ადამიანი იმიტომ იტანჯებოდეს, რომ ისრულებდეს იმ სურვილებს, რომელიც მისი ჭეშმარიტი არ არის. შეიძლება სხვა ვარიანტიც - თავის სურვილებს ისრულებდეს, მაგრამ მაინც იტანჯებოდეს. ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა ადამიანი უკვე აღარ არის დარწმუნებული საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებში (ესეც გარემოს ბრალია, რაღაც დონეზე). ისევ საკუთარ მაგალითზე გეტყვით:

მე ყოველთვის მიყვარდა ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ბავშვობაში. მე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვვარჯიშობდი. მე არ მჭირდებოდა მითითება იმაზე, რომ მევარჯიშა. მაგრამ, მამაჩემს ეს არ ესმოდა, და მისი ზეწოლა, რაც არ მჭირდებოდა, მაინც არსებობდა. საბოლოო ჯამში, ვარჯიში ჩემთვის ასოცირდა მამაჩემის სურვილის ასრულებასთან (არადა, ჩემი პირადი სურვილი იყო) და ბედნიერების წყარო გადაიქცა შხამის წყაროდ (ჩამიშხამდა სიამოვნება). მე არ მომეცა საშუალება, რომ გადაწყვეტილება ჩემით მიმეღო. ეს ტენდენცია მოგვიანებით გავრცელდა ცხოვრების ყველა სფეროზე (როგორც მეტასტაზი), და საბოლოოდ პარალიზებული გავხდი ცხოვრების ყველა სფეროში. მერე მიდი და ეძებე წარუმატებლობის მიზეზები. ყველაფერი ბავშვობაში იწყება.

მსგავსი მაგალითები ბევრია ჩემს ცხოვრებაშიც და, ალბათ, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაშიც. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, გააანალიზონ აქ რაც წერია და რეალობაში განახორციელონ. მრავალი მშობლისთვის რთულია იმის მიღება, რომ მისი შვილი პიროვნებაა, რომელმაც თავად უნდა ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება, და გარემოსთან გამკლავება. შვილის დახმარება შეიძლება, მაგრამ მართვა - არა.

+++++++++++++++++++++++++

მოკლედ.. ვგონებ ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა რომ მეთქვა.. შევაჯამოთ:

პირველ რიგში, გაერკვიეთ საკუთარ ჭეშმარიტ მისწრაფებებში, დაისახეთ მთელი ცხოვრების მიზანი, შემდგომ დიფერენცირება გაუკეთეთ მას. ანუ მაგალითად თქვით პირველი 10 წლის განმავლობაში რას გსურთ რომ მიაღწიოთ, მეორე 10 წელიწადში რას, და ა.შ. შემდგომ კიდევ უფრო დაწვრილმანდით. ასე მაგალითად, თითოეულ 10 წლეულზეც გაანაწილეთ წლების მიხედვით რას გააკეთებთ. მაგალითად, 1-ლი წლის განმავლობაში ამასა და ამას. მეორე წლის განმავლობაში ამასა და ამას. შემდგომ წლის მიზანიც დაყავით თვეებზე, კვირებზე, დღეებსა და საათებზე.

ცხადია, რაც უფრო შორია თარიღი, მით უფრო ნაკლებად უნდა გაუკეთოთ გეგმას დიფერენცირება. მაგალითად, ნუ დაგეგმავთ, რომ 50 წლის მერე ამა და ამ დღეს ამას იზამთ. მაგრამ, მომავალი სამი კვირის გეგმა დღეების მიხედვით თუ გაწერილი გექნებათ, ეს ძალიან კარგია. რაც უფრო ახლოა თარიღი, მით უფრო დიფერენცირებული უნდა იყოს გეგმა. მაგალითად, დღეს უკვე უნდა იცოდეთ საათების მიხედვით რას გააკეთებთ, მაგრამ სამი კვირის მერე საათების მიხედვით განაწილება რთულია, რადგან, როგორც ცნობილია, გარემო არაპროგნოზირებადია. მაგრამ, მთელი ცხოვრების ზოგადი მიზანი მაინც უნდა არსებობდეს. ანუ ის იდეა, რასაც ემსახურებით მთელი ამ გეგმებით.

რაც შეეხება გარემოს არაპროგნოზირებადობას.. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მოწესრიგებული თქვენს გარშემო, მით უფრო პროგნოზირებადი იქნება თქვენი გარემო. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენც, თქვენი წესრიგით, წვლილი შეგაქვთ ზოგადსაკაცობრიო წესრიგშიც. თქვენ შეგიძლიათ დადებითი გავლენა იქონიოთ როგორც საკუთარ ცხოვრებაზე, ასევე სხვათა ცხოვრებაზეც, და ზოგადად - კაცობრიობაზე. ალბათ, ცხოვრების აზრიც ეს არის..

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

"პოხუისტი" გმირი


(ფოტოზე: კადრი ფილმიდან Barfly) ხშირად გინახავთ ალბათ ჰოლივუდურ ...

წმინდა გიორგი და ბრძოლა საკუთარ თავთან


წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გ...

მარტოსული ღმერთი


ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მს...

როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?


  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სას...

მრავალი პარტნიორის ყოლის პრობლემა


ავტორი: ნუცა აივაზაშვილი 21-ე საუკუნე გარდამავალი საუკუნეა საქართვ...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?


  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff