დღის განრიგი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის

Admin
აიურვედა
0
0

მთარგმნელი: სალი კურტანიძე წყარო მათთვის, ვინც გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგეს, ადრ...

ganrigi

მთარგმნელი: სალი კურტანიძე

წყარო

მათთვის, ვინც გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგეს, ადრე თუ გვიან დგება საკითხი - როგორ მოვახდინოთ მაქსიმალურად ეფექტურად დროის გამოყენება? დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია და ეს არც თუ ისე ბევრია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დროის მესამედი იძულებულები ვართ გამოვიძინოთ, ერთ მესამედს კი ხშირად სამსახურში ვატარებთ და მხოლოდ 8 საათი გვრჩება თვითგანვითარებისთვის, ყოველდღიური საკითხების გადასაწყვეტად, განათლებისთვის და გარშემო მყოფების დასახმარებლად. როგორ უნდა გადავანაწილოთ სწორად ჩვენი ძვირფასი თავისუფალი დრო, რათა ჰარმონიულად განვვითარდეთ ცხოვრების ყველა სფეროში?

ganrigi2

როგორ და როდის უნდა დავიძინოთ?

როგორც უკვე ავღნიშნეთ - ჩვენი სიცოცხლის მესამედ ნაწილს ჩვენ ვუთმობთ ძილს, ასე რომ ეს დროც სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. უმეტესობა ჩვენგანს სამწუხაროდ აქვს მავნე ჩვევა გვიან დაძინებასთან დაკავშირებით. სწორედ ამაშია უპირველესად მიზეზი იმისა თუ რატომ ვიღვიძებთ დაღლილები და გამოფიტულები, მეორე კი - ვიღვიძებთ იმაზე გვიან ვიდრე საჭიროა. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ხშირ შემთხვევაში საღამო საათები გვეხარჯება სხვადასხვა სისულელეებში: უმიზნო ხეტიალი ინტერნეტ სივრცეში, სერიალების ყურებაში, უსარგებლო კომუნიკაციებზე სოციალურ ქსელებში. ასევე ბევრს აქვს გვიან ჭამის მავნე ჩვევა - ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღი საკვების. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი, გვიან მიღებული საკვები მავნეა ორგანიზმისთვის. ამ შემთხვევაში, თუ დავიძინებთ ადრიანად, მაშინ შესაძლებელია რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მოგვარება: ღამით კვების მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა, დროის დაზოგვა და დილით ადრე გაღვიძება. უკეთესია დავიძინოთ შუაღამემდე, სასურველია 9-10 საათზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო საკვების მიღებიდან 2-4 საათი გასული უნდა იყოს. გამოცდილება, როგორც, გვიჩვენებს აზრი არა აქვს მცდელობას - თავს ვაიძულოთ ადრე დაძინება. ინტერნეტში "დაკარგვის" ჩვევა ან სერიალების ყურება სავარაუდოდ არ მოგცემთ ამის საშუალებას. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული ეშმაკობა - უბრალოდ დააყენეთ მაღვიძარა 1 ან 2 საათით ადრე და მიუხედავად ძილიანობისა და დაღლილობისა ადექით. ამ გზით 9-10 საათისთვის თქვენ ავტომატურად ჩაგეძინებათ.

თავი რომ მივაჩვიოთ ადრე ადგომას, საჭიროა მოტივაცია. უბრალოდ ადგომა, არ იცოდე რისთვის არის გაუცნობიერებელი გონების ქმედება, რომელიც მაღვიძარას დარეკვის შემდეგაც სწრაფად გვარწმუნებს, რომ გაღვიძებას არა აქვს აზრი და შეგვიძლია განვაგრძოთ ძილი. ასე რომ ჩვევად იქციეთ გამოღვიძების შემდეგ სასარგებლო რამით დაკავდეთ: მედიტაციით, ასანებით, პრანაიამათი ან სულიერი ლიტერატურის კითხვით. დილა ასე თუ ისე საუკეთესო დროა ამისთვის. სულიერების მაძიებლები, მსოფლიოს გარშემო, მზის ამოსვლამდე იღვიძებენ, რადგან ამ დროს სულიერი პრაქტიკის ეფექტურობა რამდენჯერმე იზრდება, წაკითხული სულიერი ლიტერატურა კი იხსნება ახალი ფასეულობებით. საუკეთესო დრო გამოღვიძებისთვის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტაა. ეს არის დრო განთიადამდე საათნახევრით ადრე. ძილისთვი ამ დროის დახარჯვა სრული უგუნურებაა. ასე რომ თუ იქნება ღირებული მოტივაცია და კონკრეტული რამ, რაც დილისთვის დაგეგმეთ უფრო მარტივი იქნება გამოღვიძება.

გამოღვიძების შემდეგ სასურველია ცივი შხაპის მიღება, რომ არ შეგვაწუხოს ძილიანობამ, სისუსტემ, სიზარმაცემ და სურვილმა იმისა, რომ შევეშვათ ყველაფერს და დავასრულოთ სიზმრების ნახვა. ცივი შხაპი, ასე ვთქვათ "გადატვირთავს " ჩვენს ცნობიერებას და აძლევს ენერგიას. ასე რომ, თუ თქვენ ადექით დილის 5-6 საათზე (რაც უფრო ადრე, მით უკეთესი), მაშინ ავტომატურად საღამოს 9-10 საათზე მოგინდებათ ძილი. დროთა განმავლობაში ასეთი დღის წესრიგი ჩვევაში გადაიზრდება. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ აღინიშნოს: ბევრი უშვებს ერთ შეცდომას. სამუშაო დღეებში ისინი იცავენ რეჯიმს, შაბათ-კვირას კი თავს უფლებას აძლევენ მოდუნდნენ და გამოიძინონ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. რეჟიმი ყოველდღიურად უნდა დაიცვათ, ამ შემთხვევაში ორგანიზმი რეჟიმში ჩადგება და ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზრდება. მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიოთ ჯანსაღ და სასარგებლო ძილს, რომელიც ენერგიით შეგავსებთ. რა დრო შეიძლება იყოს საუკეთესო ძილისთვის? საქმე იმაშია, რომ ძილის დროს გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც რეალურად იწვევს ჩვენი ორგანიზმის აღდგენის და განახლების პროცესს. სხვადასხვა ვერსიით ეს ჰორმონი გამომუშავდება საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე. ამრიგად, დილის 5 საათის შემდეგ ძილს უბრალოდ აზრი არა აქვს - ამ დროს ენერგიის აღდგენა და დასვენება უკვე არ ხდება.

ამავე მიზეზით, არ ღირს ძილისთვის ძვირფასი დროის უგულებელყოფა შუაღამემდე. სასურველია ძილის წინ არ ვუყუროთ ტელევიზორს (უკეთესია საერთოდ არ ვუყუროთ), არ მოუსმინოთ აღმგზნებ (გამაღიზიანებელ) მუსიკას, არ შეხვიდეთ ვინმესთან აქტიურ პოლემიკაში და საერთოდაც არ გააღიზიანოთ საკუთარი ნერვული სისტემა - რთული იქნება დაძინება. შეგიძლიათ წაიკითხოთ რაიმე საინტერესო წიგნი ან დაკავდეთ ასანებით, სწორედ ისინი ასტიმულირებენ გირჩისებრ ჯირკვალს, რომელის გამოყოფს ჰორმონ მელატონინს. ძილის წინ ინვერსიული ასანები - საუკეთესო ვარიანტია. რაც შეეხება დღის ძილს - არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჰორმონების გამოყოფის თვალსაზრისით - ამ დროს აღდგენა და დასვენება მაინც არ ხდება, ასე რომ დღის ძილი, მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა. 

ganrigi3

როდის და როგორ უნდა მივირთვათ საკვები?

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს - უმჯობესია საუზმე გამოვტოვოთ. ძილის დროს, ორგანიზმი აგროვებს ენერგიას და თუ თქვენ დილით ადრე ადგებით და დაუთმობთ დროს სულიერ პრაქტიკებს, მაშინ მეტ ენერგიას დააგროვებთ. თუ შეგიმჩნევიათ, როგორც წესი დილით ადრე შიმშილის გრძნობა არ გაწუხებთ. საუზმის მიღების წესჩვეულება კი ხშირ შემთხვევაში სოციუმის მიერაა თავსმოხვეული. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ცხოველები იკვებებიან დღეში სამჯერ, ადამიანები დღეში ორჯერ, წმინდანები კი დღეში ერთხელ". და თუ ისტორიას გავიხსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ადამიანები დღეში ორჯერ ან სულაც ერთხელ მიირთმევდნენ საკვებს. ძველ საბერძნეთში და რომში, ადამიანები დღის განმავლობაში ერთხელ იკვებებოდნენ. სპარტანელები დღეში ერთხელ ჭამდნენ - საღამოს. XIX საუკუნეშიც კი, ინგლისში შენარჩუნებული ქონდათ საკვების მირთმევის ჩვეულება დღეში ორჯერ. ასე რომ, დღეში სამჯერადი კვება ჩვენს საზოგადოებაში თავსმოხვეული გახდა სულ რაღაც ორი საუკუნის წინ. მოგების გაზრდის მიზნით, სასურსათო კორპორაციებმა საზოგადოებაში განავითარეს სამჯერადი კვების კონცეფცია.

სინამდვილეში, ორგანიზმს დილით საერთოდ არ სჭირდება კვება - მან დაისვენა, დააგროვა ენერგია და თან არც არაფერზე დაუხარჯავს და თუ დავფიქრდებით - დილით საერთოდ არ გვაწუხებს შიმშილის გრძნობა.

აიურვედაში არსებობს ასეთი კონცეფცია, რომ საკვების მიღება შიმშილის გრძნობის არ არსებობისას - ეს არის თვითმოწამვლა, რადგან თუ ჩვენ არ ვგრძნობთ შიმშილს შესაბამისად ორგანიზმი არის მოუმზადებელი საკვების გადასამუშავებლად და ის ვერ შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს ამ პროცესს. არის კიდევ ერთი დამაბნეველი მომენტი: ჩვენ წყურვილის გრძნობა გვეშლება შიმშილის გრძნობაში. და ის დისკოფორტი კუჭის არეში, რომელიც ხშირად გვაიძულებს რომ დავნაყრდეთ, ხშირ შემთვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ წყურვილის გრძნობა. აქედან გამომდინარე მსგავსი შეგრძნებების დროს სცადეთ ჯერ დალიოთ წყალი და "შიმშილის გრძნობა" დიდი ალბათობით გაივლის. ასე რომ, უმჯობესია საუზმე გამოვტოვოთ და ღამის განმავლობაში და დილის პრაქტიკის დროს დაგროვილი ენერგია დავხარჯოთ პოზიტიურ რამეზე. თუ თქვენ მიჩვეული ხართ დილით საუზმის მიღებას, სცადეთ გადაეჩვიოთ ამას. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ეს არც თუ ისე ძნელია. სამაგიეროდ ის ენერგია, რომელიც მიმართულია საუზმის მერე საჭმლის მოსანელებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სასარგებლო რამეზე. სინამდვილეში, დილა საუკეთესო დროა ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის, ამიტომ უმჯობესია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები დავგეგმოთ დღის პირველ ნახევარში.

უმჯობესია პირველი საკვები მივიღოთ 12-დან 14 საათამდე შუალედში, რადგან ამ დროს ყველაზე მარტივად ხდება საჭმლის მონელება. ისეთი მძიმე საკვების მონელებაც კი, როგორიცაა კაკლოვანი ან პარკოსანი მცენარე საკმაოდ სწრაფად ხდება, ამიტომ უკეთესია მსგავსი პროდუქტები მივირთვათ დღის ამ მონაკვეთში. საღამოს კი უმჯობესია 6 საათამდე მოხდეს საკვების მიღება, იმისათვის, რომ დაძინებამდე დასრულდეს მონელების პროცესი და არ გამოიწვიოს დისკომფორტი ძილის დროს. პირველი საკვების მიღებისას უმჯობესია მივირთვათ ხილი, რადგან ის გვავსებს ენერგიით, საღამოს კი კარგია ბოსტნეულის ჭამა - ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის სასურველი საღამოს ხილის მირთმევა, რადგან ვერ მოხდება მათი სრულყოფილი მონელება და ნაჭლავებში დაიწყება ფერმენტაციის პროცესი. ისეთი პროდექტების მიღება, როგორიცაა: ხორცი, თევზი, კვერცხი, ხახვი, ნიორი და სოკო არ არის სასურველი. ეს პროდუქტები არასახარბიელო მოტივაციის შექმნით და ჩვენი გონების მისწრაფებებით თავის თავში ატარებენ განუვითარებლობის (ანტისტიმულაციის) ენერგიას და აუხეშებენ ცნობიერებას. განუვითარებლობის (ანტისტიმულაციურ) ენერგიას ასევე ატარებს საჭმელი, რომელიც 3 საათზე მეტი ხნით ადრეა დამზადებული. ასე რომ, რეკომენდირებული არ არის საჭმლის მომზადება წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე. ეცადეთ მიირთვათ ისეთი საკვები, რომლის დამზადებასაც ცოტა დრო სჭირდება. გარდა ამისა, რაც ნაკლებადაა საკვები კულინარიულად დამუშავებული, მით მეტი სარგებელია მასში.

ganrigi4

სულიერი პრაქტიკები

სხეულისა და გონების შენარჩუნება კარგ მდგომარეობაში, შეუძლებელია ყოველდღიური პრაქტიკების გარეშე. როგორც უკვე ავღნიშნეთ, პრაქტიკებისათვის საუკეთესო პერიოდი არის დილა. ამ დროს უმჯობესია დავკავდეთ მედიტაციით, ასანებით და რაიმე სახის პრანაიამათი სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად, რათა დავაგროვოთ ენერგია მთელი დღის აქტივობისთვის. თუ თქვენ ფიზიკური პრაქტიკით ხართ დაკავებული საღამოობით, მაშინ უმჯობესია თავი შეიკავოთ ინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან, რათა არ მოხდეს ჭარბი ენერგიის დაგროვება ძილის წინ. საუკეთესო ვარიანტი იქნება ინვერსიული ასანები და რომელიმე მშვიდი პრანაიამა სუნთქვის შეკვებით. მაგალითად - აპანასატი ჰინაიანა. ასევე არ უგულებელყოთ შატკარმები. ძილის წინ შეგვიძლია შევასრულოთ ტრატაკა - სანთლის ალზე კონცენტრაცია. მას აქვს ძლიერი გამწმენდი ეფექტი ჩვენი ცნობიერებისათვის და საღამო საუკეთესო დროა მის შესასრულებლად. პირველ რიგში, ის რომ ამ დროს უკვე ბნელა, რაც გვაძლევს საშუალებას მეტად ვკონცენტრირდეთ სანთლის ალზე, მეორე კი - ეს მოგვცემს საშუალებას გავასუფთაოთ ჩვენი გონება ყველაფრისაგან, რაც ჩვენს ცნობიერში დაგროვდა დღის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად რეკომენდირებულია დილით გამოღვიძებისთანავე ისეთი სავარჯიშოების (პრაქტიკების) შესრულება, როგორიცაა - უდაიანა ბანდჰა ან ნაული, 6 თვეში ერთხელ კი შანკ-პრაკშალაანი შესრულება.

იდეალური დღის განრიგი (ერთ-ერთი ვერსია)

ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები: რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ძილს, რამდენი პრაქტიკებს და რა დრო დავუთმოთ კვებას. განვიხილოთ იდეალური დღის ერთერთი განრიგი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ადამიანისათვის "იდეალური" ვერსია ინდივიდუალურია.

4-6 სთ. - გაღვიძება. სასურველია მზის ამოსვლამდე. გაღვიძების შემდეგ, ცივი შხაპის მიღება.

4-9 სთ. - იოგას პრაქტიკები: ასანა, პრანაიამა, მედიტაცია. სულიერი ლიტერატურის კითხვა. შესაძლებელია ასევე შემოქმედებითი ლიტერატურა. დილით გამოვლინდება ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობები.

9-12 სთ. - მუშაობა, სოციალური საქმიანობა.

12-14 სთ. - კვება. თუ თქვენ აპირებთ მიირთვათ მძიმე საკვები, მაშინ უმჯობესია ეს ამ მონაკვეთში გააკეთოთ, შეძლებთ მის მარტივად მონელებას და ათვისებას.

14-18 სთ. - მუშაობა, სოციალური საქმიანობა.

16-18 სთ. - მეორე კვება. უკეთესია მივირთვათ ბოსტნეული, რადგან მათი მონელება უფრო მარტივია.

20-22 სთ. - საღამოს იოგას პრაქტიკა. სულიერი ლიტერატურის კითხვა. განსატვირთი მუსიკა. განსატვირთი პრანაიამა.

22 სთ. - ძილი.

ასეთი დღის განრიგი უზრუნველყოფს ცხოვრების ყველა ასპექტში ჰარმონიულ განვითარებას. დღის ამ რჟიმში როგორც პრაქტიკისთვის არის დრო, ასევე არის სრულყოფილი კვებისათვის საჭირო დროც. ასევე საკმარისი დრო რჩება სოციალურად სასარგებლო ან შრომითი ქმედებებისთვის (სასურველია, რომ ეს კონცეფციები ემთხვეოდეს), რაც ასევე არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. მიუხედავად მკაფიო დღის გრაფიკისა, თუ თქვენ მაინც მწვავედ განიცდით დროის უკმარისობას, მაშინ გირჩევთ აწარმოოთ დღიური და ხანგრძლივი დაკვირვებით შედეგად თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ ის თუ რაში ხარჯავთ დროს. დიდი ალბათობით აღმოაჩენთ, რომ პერიოდულად კარგავთ დროს სხვადასხვა უმნიშვნელო რამეებზე. ისეთი მაგალითად როგორიცაა: ფილმები, კომპიუტერული თამაშები, უსარგებლო კომუნიკაციები დ.ა.შ. აქ კი დგება მიზნის დასახვის საკითხი. ანუ ცხოვრების იმ ორიენტირის განსაზღვრა, იმ გზისმკვლევი ვარსკვლავის, რომელიც მიგიძღვით ცხოვრების გზაზე.

აქ კი მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრებისეული გლობალური, ასევე ზოგადი მიზნის დასახვა, რადგან თუ მხოლოდ გლობალური მიზანი არსებობს, ეს ქმნის ილუზიას, როგორიცაა "სიცოცხლე გრძელია, ყველაფერს მოვასწრებ" და ისეთ პატარ-პატარა რამეებში დაკარგავთ დროს რაც არ გჭირდებათ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია დავისახოთ მიზანი და მერე უკვე ყოველთვის ვაკონტროლოთ საკუთარი თავი. უბრალოდ ეცადეთ რეგულარულად მოახდინოთ თქვენი ქმედებების დაკავშირება იმ მიზნებთან, რომლებიც თქვენ დაისახეთ. პატიოსნად კითხეთ ხოლმე საკუთარ თავს: "ის რასაც ახლა ვაკეთებ, შეესაბამება თუ არა მიზნებს, რომელიც ჩემს წინაშეა?" მსგავსი ამაღლებული ცნობიერება მოგვცემს უფლებას მოვიშოროთ უამრავი უსარგებლო თუ მავნე რამ, რაც გაგვინთავისუფლებს უამრავ დროს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასარგებლოდ საკუთარი თავისა თუ ირგვლივ მყოფებისათვის. სხვათა შორის, ეს არის დამატებითი მოტივაცია დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლაში. უბრალოდ, ყოველ ჯერზე იფიქრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვფლობთ შეზღუდული რაოდენობის ენერგიასა და თავისუფალ დროს და თუ რამდენად გონივრულად ვახდენთ ჩვენი ძვირფასი დროისა და პრაქტიკების დროს დაგროვილი ენერგიის ხარჯვას იმაზე, რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის, რომ არაფერი ვთქვათ სარგებელზე ჩვენ ირგვლივ მყოფთათვის.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სამი დოშა: ვატა, პიტა, კაფჰა


მთარგმნელი: მამუკა გურული  წყარო  აიურვედას (ვედური მედ...

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას 


ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განც...

დღის განრიგი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის


მთარგმნელი: სალი კურტანიძე წყარო მათთვის, ვინც გადაწყვიტა ჯანსა...

გემოების ზეგავლენა ენერგეტიკასა და ჯანმრთელობაზე


 ოლეგ ტორსუნოვის წიგნიდან - “ადამიანის გონება” მთარგმნელი: მა...

დოშები და დრო


ავტორი: მამუკა გურული დღე-ღამის განმავლობაში დოშა ყოველ 4 საათშ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff