ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას 

Admin
აიურვედა
5
1

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განცდის უნარს აორმაგებს ?? ავტორი...

ayurveda111

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განცდის უნარს აორმაგებს ??

ავტორი: ნანდი

ალბათ დაკვირვებიხართ, სულიერი წვრთნის და მკაცრი ასკეტიზმის მქონე სისტემები ადამიანის მიერ საკუთარ სხეულზე, ჯანმრთელობაზე ზედმეტ ყურადღებას ხშირად ეგოიზმს უწოდებენ.

ეს ერთი მხრივ მართალია, რადგანაც კარგად ყოფნის და ჯანმრთელობის პროცესი თუ არ იქნება ცნობიერების ამაღლებისთვის გამოყენებული, და ისევ ადამიანის ეგოცენტრულ და დაბალვიბრაციულ ეგრეგორების მონობაში გაიხარჯება, ეს იქნება კარუსელზე ტრიალი.

ანუ არასწორი ქმედებებით გამოწვეული რეაქციების თავდასხმა, მერე ისევ ცუდად გახდომა, რაც სინამდვილეში მხოლოდ მინიშნება და კარნახია, რომ არასწორად ვიყენებთ ფიზიკურ და სულიერ ენერგიებს.

ერთ მომენტში წამოვდგებით, გამოვკეთდებით, და მერე ისევ გვავიწყდება რატომ გავხდით ცუდად, ან რატომ არ გვიმართლებს ცხოვრებაში, გვიხარია რომ კარგად ვართ, უცებ უარეს შეცდომას ვუშვებთ. რეაქცია კი ან ავადმყოფობის სახით გვიბრუნდება სამყაროსგან, ან კიდევ რაიმე უბედურების სახით.

აი სწორედ ამ ლოგიკით კარგად გახდომის პროცესში ყოველმიზეზ გარეშე აზროვნების განვითარების მიზანი და პრინციპი უნდა იდგეს წინ.
ჯანსაღი ცნობიერების განვითარების პრინციპს უნდა ემსახურებოდეს ყოველი ფიზიკური ქმედება და მდგომარეობა.

ეგოიზმი პირველ რიგში იბადება უგუნურებისგან, არცდონისგან. და უგუნურება კიდევ მეტ ეგოიზმს შობს.

ადამიანი არის უნიკალური ფორმა სამყაროში. და ის არის მაკროსამყაროს სიმბოლო, ფორმა, რაც მოიცავს ყოველ სიმბოლოს, ენერგეტიკულ ცენტრს საკუთარ არსში...

ამიტომ, როგორც კი ხვდებით რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის გამოფხიზლების რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა თქვენში, როგორც კი დააფიქსირებთ, რომ თქვენი ცნობიერება იღვიძებს და მარადიულ მყოფობის განცდას იწყებთ, ნუღარ დაუშვებთ რომ ჩაგეძინოსთ...
...მერე რა რომ შაბათ კვირაა და დილის ძილი გეტკბილებათ.

როგორც სადილის მომზადებამდე ქვაბს რეცხავთ, ასევე უნდა გაიწმინდოს კუჭიც ტრაპეზამდე, რომ კარგად მოხდეს კუჭის წვენის გამოყოფა, მონელება და შეწოვა.
ამიტომაც წყალი უნდა დავლიოთ საკვების მიღებამდე 40 წუთით ადრე...

უძველესი მედიცინა აიურვედა კუჭის წვენს უწოდებს მომნელებელ ცეცხლს, და ადარებს მას იმ ცეცხლს, რაზეც ქვაბი დგას და საკვები იხარშება. კუჭის ცეცხლს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ,

რადაგანც ის მზის ენერგიასთან არის ჩართული...და ღამით არ ვლინდება...

რადგანაც ამ ცეცხლის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული საკვების მონელების მომენტში გამოყოფილი ნატიფი ენერგოინფორმაციული ველი, რომელიც შემდეგ გადაეცემა ჭკუას, ანუ ჭკუის გარსს...

ჭკუის ცეცხლში იწყებს ეს იფნორმაცია ხელახლა მონელებას, და შემდეგ გადაეცემა ეს ენერგია გონებას.

გონება აკვირდება, სწავლობს და ახარისხებს და შემდეგ აგზავნის ამ საოცრად მონელებულ უხილავ ენერგეტიკულ საკვებს ეგოსთან, ეგო კი საკვების ავკარგიანობას საბოლოოდ განიხილავს და გადასცემს სულს, ანუ ჩვენ...

საოცარი პროცესია, მისტიური...
რამდენ გარსიანი სხეული გვაცვია..

და საიდან სად არის უხეში საკვები ჩვენს სულთან-ატმანთან დაკავშირებული....

რამდენნაირ ცეცხლს გადის, რამდენნაირ ცეცხლში ხდება მისი მონელება...რომ ბოლომდე განატიფდეს..

ჯერ კუჭის ცეცხლი, მერე ჭკუის ცეცხლი, მერე გონების ცეცხლი, მერე ეგოს ცეცხლი, და ბოლოს სული იწოვს მას...
ჩვენ კიდევ ვუყურებთ ერთმანეთს და მხოლოდ გარეგნულ ფორმებს ვხედავთ....დგას ჩვენ წინ დატანჯული საჭმლის მომნელებელი სისტემით ადამიანი, და ვერ ვამჩნევთ რა ხდება მასში ენერგეტიკულ დონეზე...

აი დადგა მომენტი, როდესაც მიხვდით, რომ არასწორად იკვებებით, გადარჩენის შინაგანმა ინტუიციურმა მუხტმა სასწრაფოდ მოგთხოვათ ცხოვრების რიტმის სრულიად შეცვლა. იწყებთ იმის გააზრებას, რა, როდის და როგორ უნდა მიიღოს ორგანიზმმა საკვებად...საკვები, როგორც ნატიფი უხილავი ენერგია, ვიბრაციები, სუნები..ასევე ჩვეულებრივი საკვები, ...ყველაფერის დახარისხებას და ცნობიერად დანახვას იწყებთ...

ამიტომაც, რომ გაგიადვილდესთ სულიერი და ფიზიკური საკვების მიღება, დაგემოვნება, მონელება, და ამ ყველაფრის ძალიან ნატიფ, ანუ ჭკუის სუფთა ენერგიად გარდაქმნა, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

პირველ რიგში დავიწყოთ მატერიალური საკვების მიღების სწავლა.

დილის 6-ზე ვსვამთ ცოცხალ წყალს(მარნჯიან წყალს).

1 საათში ვსვამთ ცოცხალი წყალით ლიმონიან თაფლიან წყალს.

დილით კარგია ციტრუსები. ციტრუსი საღამოს არ შეიძლება. (დავდებ კომენტარში ბმულს) ..
40 წუთში მივირთმევთ ვაშლს, ან სეზონის რომელიმე ხილს.

ოღონდ გავითვალისწინოთ-. დილით არ შეიძლება ხილიდან: ქლიავი, მსხალი, ნესვი, თუკი მალევე გვსურს საუზმის მიღება, მაშინ არც საზამთრო, ბალი, ლეღვი, და ყურძენი არ შეიძლება.
მაგრამ თუკი 12 საათამდე არ აპირებთ საუზმის მიღებას, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ყველანაირი ხილი, გარდა ქლიავის და მსხლისა.

ხილის მიღების შემდეგ საათნახევარში, ან 2 საათში მიიღეთ გაწურული მაწონი(4 ფენა მარლაში 3 საათის მანძილზე უნდა იწურებოდეს), შვრიის, ან სელის ფაფა. ანდა უსაფუვრო თხელი ჩაპატები სულგუნთან. ასევე შეიძლება ხაჭო თაფლით, და ნამდვილი არარაფინირებული შაქრით(გურით) მომზადებული ნამცხვრები. ნამცხვარი უნდა იყოს აუცილებლად ნამდვილი კარაქით ან ერბოთი გამომცხვარი. კატეგორიულად ერიდეთ ზეთში შემწვარს, გამომცხვარს და მოხარშულ საკვებს.

ყველაზე მეტად რაც უნდა გაითვალისწინოთ, წყალი არასოდეს არ დალიოთ საკვების მიღებიდან 40 ან 20 წუთში..და არც არაფერი არ ჭამოთ. რადგანაც საკვების მონელება, რაც უკვე კუჭში გაქვთ, გაძნელდება, რადგანაც ის მომნელებელი ცეცხლი, რომელიც იწყებს გამოვლინებას დაახლოებით 40 ან 50 წუთში წყალის დალევით იკარგება... შესაბამისად ისევ 50 წუთის მანძილზე იწელება ცეცხლის წარმოშობის დრო..და ამდენი ხანი კუჭში არსებული საკვები უცეცხლოდ იწყებს გაფუჭებას..გაფუჭებული საკვები კი გამოყოფს შხამებს, გაზებს.

საკვების მიღებიდან 3 ან 4 საათში შეგიძლიათ მიიღოთ წყალი.

წყალის წყურვილის მოთმენას სწავლობს სწორი კვების რეჟიმის პროცესში ადამიანი.
რადგანაც იცის, რომ წყალის წყურვილი არაფერს დაუზიანებს, მაგრამ წყალის უდროო დროს დალევით კი ნამდვილად შეიქმნის პრობლემას.

ამიტომ, ძალიან რომ არ მოგწყურდეთ, სადილობამდე 40 წუთით ადრე მიიღეთ 2 ჭიქამდე კორალის წყალი(ცოცხალი წყალი), სადილად მიირთვით ერბოთი, ან კარაქით გაკეთებული კერძები. შუადღით კიდევ შესაძლებელია ტკბილის მიღება. ოღონდ გაითვალისწინეთ, არარაფირინებული შაქარით. ასევე იცოდეთ, თაფლი არ შეიძლება მარცვლეულთან. რადგანაც ხელს უწყობს თირკმელში კენჭების წარმოქმნას. თაფლი მიიღეთ მხოლოდ ან ცალკე წყალთან, ციტრუსთან დილით, ან რძის ნაწარმთან. რადგანაც რძის ნაწარმის მონელებაში გვეხმარება.

ხილს და ბოსტნეულს ნუ აურევთ ერთმანეთში. ნურც ზეთს და ერბოიან საკვებს. გაცხელებული ზეთი საერთოდ ამოიღეტ რაციონიდან. ეს არის შხამი. იკვებეთ სუფთა ერბოზე მომზადებული საკვებით.

და თუ რატომ. მაგალითად, გაიტანეთ თხელი თეფშით მზეზე ერბო, და ზეთი..ერთ თეფშზე ძალიან თხლად ასხია ზეთი. მეორეზე ერბო. თქვენ დაინახავთ, როგორ უცებ იწყებს ერბო აორთქლებას. მზე იწოვს მას. ხოლო ზეთი როგორც რეზინა ისე დააკვდება თეფშს. ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ორგანიზმშიც. ზეთი ვერ ინელება. ის იწვევს უამრავ პრობლემებს. ადრე ზეთი საკვებად არ გამოიყენებოდა.
ხაზს ვუსვამ საკვებად ზეთში მოხარშულ და შემწვარს. ხდებოდა ცივად სასარგებლო ზეთების დალევა.(კედარი, სელი, ავოკადო) ისიც სამკურნალოდ. რადგანაც საკვებთან ერთად მიღების მერე რეზინად ნაქცევი ზეთი იჭედება ნაწლავების ფოჩებში. ფოჩები ივსება დროთა მანძილზე. და ფოჩები, რომლებიც უნდა დევნიდეს წესით უვარგის საკვებს გარეთ, და უნდა ინელებდეს კარგს, ვეღარ ასრულებს ფუნქციას.

ნურავინ იფიქრებთ, რომ ერბო აზიანებს ჯანმრთელობას. პირიქით კუჭნაწლავის ფლორას და მომნელებელ სისტემას აწესრიგებს. აიურვედაში რეკომენდირებულია მხოლოდ ერბოზე მომზადებული საკვები. მაგრამ ერბოიანი საკვების მიღებას აქვს მკაცრი წესები.

ერბოში მზადდება მხოლოდ მარცვლეული, ზოგიერთი ბოსტნეული,...მაგრამ პარკოსნები, ნიგვზეულობა ერბოს არ მიაკაროთ. პარკოსნები უთავსდება ნიგვზეულობას კარგად. ასევე უხდება პარკოსნებს მჟავე საკმაზი, ბროწეულის წვენი, ტყემალი.

.................

ახლა რაც შეეხება საღამოს საკვებს, ვახშამს.

კარაქში მოხარშული წიწიბურა, თაფლით, ან ქიშმიშით. ხილიდან მხოლოდ ტკბილი ხილი, ოღონდ წიწიბურამდე. გააჩნია როდის ივახშმებთ, საღამოს ხილის ჭამიდან 1 საათი მინიმუმ უნდა გავიდეს. ვთქვათ, 6-ზე ხილი მიირთვის, 7-ზე წიწიბურა. აიურვედის მიხედვით კარგია თუკი საერთოდ მოერიდებით ვახშამს. და მხოლოდ წყალს ან მცენარეულ ჩაის მიირთემვთ. მაგრამ ამ ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ბევრი ვერ ახერხებს უვახშმოდ ყოფნას.

საღამოს კატეგორიულად არ შეიძლება ციტრუსი, ტკბილეულობა, მაწონი, მარცვლეული(წიწიბურა არ შედის მარცვლეულის კატეგორიაში) და ყოველი სახის ნახევარფაბრიკატები, (მაკარონი) ასევე არ მიიღოთ მიწის თხილი, და საერთოდ ამოიღეთ საკვებიდან. ეცადეთ ასევე დილა საღამოს კარტოფილი არ ჭამოთ.

....კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ., ჭკუას აქვს ცეცხლის ბუნება, როგორც საჭმლის მომნელებელ ცეცხლს....
.....რისი დაზიანებაც იწვევს მეფე ჯირკვალის-ჰიპოფიზის ნორმალური მუშაობის არევას....

ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს სწორი კვებით მოპოვებულ ბედნიერებას... არ მიაჩნიათ სერიოზულად საკვებში, დროის ასპექტში, პრანაში(ჰაერში) არსებული ენერგიის რეალობა...

ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ ელემენტარული სიცოცხლის შემანარჩუნელებლი საშუალებები არსებობს , და ვერ აკავშირებენ ბედნიერების წყაროსთან...

უხეში მატერიიდან ნატიფზე გადასვლა, და მერე ნატიფიდან სულიერ საფეხურზე (დონე, როდესაც მატერიალური ორმაგობით აღარ არის განპირობებული ატმანი) ცხოვრების დაგემოვნება ზოგიერთს მხოლოდ გონების ძალით წარმოუდგენია....

საკვების კონტროლით არსებული ბედნიერების გაგონებაც არ სურთ...

რა შუაშია საკვები, ფიქრობენ...
მაგრამ სამყაროში უხეში და ნატიფი სხეულის გარსები რითაც იქმნება, რა ენერგიებითაც და საკვებითაც იქნება ჩამოყალიბებული, გონების მაშტაბებიც შესაბამისი იქნება...

ცნობიერების საზღვრები და ფიქრის ძალაც...

ზუსტად იმ ფორმებს შექმნის ჭკუა, რა ენერგეტიკის მქონე ჭკუის საკვებსაც მიიღებს...

უძველეს რელიგიურ თუ ოკულტურ ტრადიციებშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საკვებით ან სასმელით ცნობიერების და აზროვნების გარდაქმნას.
თუნდაც ქრისტიანული ზიარების მომენტი.

ჭკუის საკვებს კიდევ ეთერი განაპირობებს, ვიბრაცია, და ეთერიც იმ საკვებით გამოიკვებება, რასაც სხეული მიაწვდის მას (მაგალითად ლოცვა, მანტრები, მედიტაცია, , სიმღერა), ...

ყურია ეთერთან კავშირში..
ყურს რასაც ასმენინებ, ეს არი მისი საკვები.

თვალი კი ცეცხლის ელემენტს უკავშირდება, ფორმას, თვალს რასაც განაჭვრეტინებ, ცეცხლის ელემენტის საკვებიც ის იქნება, ჰაერის ელემენტი კიდევ შეხებასთან არის კავშირში.......

რასთანაც და ვისთანაც გექნება შეხება, შენში არსებული ჰაერის ელემენტი სწორედ ამ საკვებით გამოიკვებება....

ჩვენში არსებული ყნოსვის (სუნის აღქმის) მომენტი ჩვენშივე არსებულ მიწის ელემტთან არის კავშირში, რასაც დაყნოსავთ, და ყნოსვის რა გემოვნებასაც განივითარებთ, თქვენი მიწის ელემენტის გარსიც იგივე ენერგიით და ინფორმაციით იარსებებს...

წყლის ელემენტი კი არის გემო...
წყალი, ორგანიზმის 70 პროცენტს შეადგენს... და შესაბამისად თქვენ ადვილად მიხვდებით კვების მომენტი წყალის ელემენტს რამდენად განაპირობებს...

პირველად საკვები გემოთი განიცდება...

ასე რომ, ჩვენ ეს სხეული არ ვართ, მაგრამ ამ სხეულში რამდენიმე გარსიან ჭურჭელში ვზივართ.

ეგოს გარსს რაც შეეხება, რაც ჩვენ ყველაზე ახლოს გვყავს შემოტმასნილი, ეგო, პიროვნულობის განცდა, რომელ პიროვნებაზეც გვექნება აქცენტი, ფიქრი და აზრი მიმართული, მისი პიროვნული ენერგია მიირებს მონაწილეობას ჩვენი ეგოს ცამოყალიბებაში...

იმის ფიქრი, რომ ვერავინაც ვერ იმოქმედებს ჩვენზე, და ყველას თავისი ღმერთი ან ზესული ყავს, იქნება არაგონივრული.

საკუთარ არსის საწყისთან, ყოველი ენერგიის პიროვნულ წყაროსთან ცნობიერად პიროვნულად კონტაქტის უნარს უიშვიათესი სულები ივითარებენ..

მანამდე ჩვენს ეგოს გარსს ჩვენს გარშემო არსებული პიროვნებები, არსებები(ცხოველებიც კი) გვიყალიბებენ...მათთან კონტაქტი..ენერგიების აზრების გაცვლა გამოცვლა...

ასე რომ საბოლოო ჯამში ისევ კვებამდე დავდივართ...

და არჩევანი ჩვენზეა....დაწყებული უხეში საკვებით დამთავრებული ნატიფით...რას ვირჩევთ...ვის ვირჩევთ...

რა გვინდა...როდემდე უნდა ვიცხოვროთ ცოდნის გარეშე.

აზროვნების უნარი კი რაც ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით აქვს საოცრად დიდი განძია ბუნებისგან..
რომელსაც გამოყენება უნდა...

და ბოლოს, ჯანსაღი კვების მოყვარული ადამიანები ამ სხეულის გარსების საკვებს ყოველთვის ცნობიერად უდგებიან....

მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება, ეგო, ყოველი ეს გარსი ყოველ დღე გამოკვებილი ყავთ...

მაკროსამყაროსაც აქვს ეს გარსები....უზარმაზარია სამყარო, და ზუსტად იგივე გარსები აქვს, ყოველი გარსი უზარმაზარი სისქის არის..(წყარო ვედები).

და მიკროსამყაროს ანუ ადამიანის ვალია გასცეს და მიიღოს..
.ენერგიის გაცემა...და მიღება...ეს არის განვითარებული ადამიანის ცხოვრების წესი...

მსგავსი სტატიები

დოშები და დრო


ავტორი: მამუკა გურული დღე-ღამის განმავლობაში დოშა ყოველ 4 საათშ...

კურკუმა – ინდური სანელებელი


ავტორი: მამუკა გურული კურკუმას აიურვედული დახასიათება: გემო: მწ...

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას 


ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განც...

გემოების ზეგავლენა ენერგეტიკასა და ჯანმრთელობაზე


 ოლეგ ტორსუნოვის წიგნიდან - “ადამიანის გონება” მთარგმნელი: მა...

დღის განრიგი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის


მთარგმნელი: სალი კურტანიძე წყარო მათთვის, ვინც გადაწყვიტა ჯანსა...

სამი დოშა: ვატა, პიტა, კაფჰა


მთარგმნელი: მამუკა გურული  წყარო  აიურვედას (ვედური მედ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff