დოშები და დრო

Admin
აიურვედა
0
0

ავტორი: მამუკა გურული დღე-ღამის განმავლობაში დოშა ყოველ 4 საათში იცვლება. 2:00 - 6:00 - ვატა...

Daily dosha timings

ავტორი: მამუკა გურული


დღე-ღამის განმავლობაში დოშა ყოველ 4 საათში იცვლება.

2:00 - 6:00 - ვატა დოშას დროა. ჭარბობს ეთერის და ჰაერის ელემენტი. ეს დრო ყველაზე ადვილია გაღვიძებისთვის, გონება ქაოტურია, მშფოთვარე. აზრების კონტროლი რთულდება (ან პირიქით, განვითარებულ მდგომარეობაში ინფორმაციას ადვილად ვიღებთ იდეათა სამყაროდან, თუმცა მისი ფიქსირება ძნელია).

6:00 - 10:00 - კაპჰას დროა. ჭარბობს წყლის და მიწის ელემენტები. ამ დროს გაღვიძება ყველაზე ძნელია, ძილი კი ყველაზე "ტკბილი". ასევე ამ დროს მიღებული ინფორმაცია მყარად ფიქსირდება ქვეცნობიერში, ხოლო შესრულებულ ვარჯიშებს (მაგალითად იოგაში) უფრო მყარი ეფექტი აქვს (თუმცა უფრო ძნელიცაა, რადგან სხეული უფრო მოუქნელია).

10:00 - 14:00 - პიტას დროა. ჭარბობს ცეცხლის და წყლის ელემენტები. შესაბამისად ყველაზე კარგი დროა საჭმლის მონელებისთვის, ამიტომ საჭმლის ძირითადი ნაწილი უმჯობესია 11:00-დან 13:00-მდე მიიღოთ. ორგანიზმის ენერგო-რესურსი ნაკლებად დაიხარჯება. ამ დროს მიღებული ინფორმაციაც კარგად "მოინელება". კარგი დროა აქტიური საქმიანობისთვის.

14:00 - 18:00 - ვატას დროა - გონება ჭარბობს ეთერის და ჰაერის ელემენტები. გონება მშფოთვარეა და ქაოტურია, მცირდება ერთ რამეზე კონცენტრაციის და სწავლის უნარი. კარგი დროა აქტიური გონებრივი საქმიანობისთვის, კომუნიკაციისთვის... თუ დრო გაქვთ - მედიტაციისთვის. გადაჭარბებულ ვატა დოშას ამშვიდებს ტკბილი გემო და ცხელი სასმელები.

18:00 - 22:00 - კაპჰას დროა. ჭარბობს მიწა და წყალი. კვლავაც კარგი დროა ფიზიკური ვარჯიშისთვის და იოგასთვის. რაიმეს დასწავლისთვის (ინფორმაცია დიდხანს ინახება). მსუბუქი ვახშმისთვის... დაძინება ყველაზე ადვილი ამ დროსაა (მზის ჩასვლის შემდეგ). 24:00-მდე 1 საათიანი ძილი უდროს 24:00-ის შემდეგ 2 საათიან ძილს.

22:00 - 2:00 - პიტას დროა. კვლავაც ჭარბობს ცეცხლი და წყალი. ბევრი ამ დროს მიირთმევს საჭმელს, რადგანაც ცეცხლის სიჭარბის გამო შიმშილის გრძნობა ჩნდება. რა თქმა უნდა ამ დროს ჭამა არაა რეკომენდებული. კარგი დროა ინფორმაციის ანალიზისთვის (გადახარშვისთვის) ან ძილისთვის. ასევე მედიტაციებისთვის. 

ეს დაყოფა ზოგადია და ადამიანთა უმეტესობაზე მოქმედებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური მახასიათებლებიც (ინდივიდუალური დოშა - კონსტიტუცია).


მსგავსი სტატიები

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას 


ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განც...

კურკუმა – ინდური სანელებელი


ავტორი: მამუკა გურული კურკუმას აიურვედული დახასიათება: გემო: მწ...

დოშა - დიეტა


ვატა დიეტა (დიეტა მათთვის, ვისაც მოჭარბებული აქვს დოშა-ვატა) გე...

გემოების ზეგავლენა ენერგეტიკასა და ჯანმრთელობაზე


 ოლეგ ტორსუნოვის წიგნიდან - “ადამიანის გონება” მთარგმნელი: მა...

დღის განრიგი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის


მთარგმნელი: სალი კურტანიძე წყარო მათთვის, ვინც გადაწყვიტა ჯანსა...

სამი დოშა: ვატა, პიტა, კაფჰა


მთარგმნელი: მამუკა გურული  წყარო  აიურვედას (ვედური მედ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff