ავტორი: მანანა სულაკაძე
დღე მშვიდობისა ძვირფასებო.დღეს მინდა გაგაცნოთ ყველაზე ჯანმრთელი და სასარგებლო ცხიმი,რომელიც თქვენ თავად შეგიძლიათ დაამზადოთ.საუბარია Ghee ზე.ბევრი შეკითხვა მოვიდა თუ რომელ ცხიმს ვიყენებდი მე.ბოლო 2 წელია,გარდა სალათებისა მე მხოლოდ ამ ცხიმს ვიყენებ.
ბევრმა თქვენგანმაც ალბად იცის და იყენებს კიდევაც,ვინც არ იცით,მე შევეცდები დეტალურად დავწერო მომზადება,ძალიან მარტივი მოსამზადებელია,არის ბიუჯეტური და ძალიან სასარგებლო.
ვფიქრობდი, რომ ქართულად ერბო იყო,მაგრამ ერბოს მრავალი რეცეპტი მოვიძიე და ყველგან რაღაც დანამატები აქვს,ხოლო Ghee კი არის ყოველგვარი დანამატი პროდუტის გარეშე.მას აურვედაში ოქროს ზეთს უწოდებენ,ხოლო ინდოეთში,უძველეს რელიგიურ ნაწერებში ვკითხულობთ რომ,მას ღმერთებს წირავდნენ როგორც სიწმინდის სიმბოლო.
Ghee არის,ასე ვთქვათ გაწმენდილი კარაქი, სადაც ტენიანობა გამოყოფილია დნობის შედეგად,ასევე დაშლილი და გამოყოფილია ცხოველური ცილები,თავისუფალია კაზეინისა და ლაქტოზისაგან.
Ghee- ს დიდი (კულინარიული) უპირატესობა კარაქთან და ბევრ მცენარეულ ზეთთან შედარებით არის ის, რომ ის შეიძლება გაცხელდეს გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე . კარაქი უკვე 130 გრადუსზე იწვის, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი დაახლოებით 170 გრადუსზე.Ghee კი შეიძლება გაცხელდეს დაახლოებით 250 გრადუსამდე უპრობლემოდ.არ იწვის და არ გარდაიქმნება კარცენოგნად.
ეს არის იდეალური ბუნებრივი ენერგიის წყარო, რომელიც შეიცავს ბევრ ვიტამინს და სხვა ანტიოქსიდანტებს. იგი აძლიერებს და იცავს იმუნურ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას,აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ალერგიას და ა.შ.
Ghee შეიცავსდიდი რაოდენობით A, E და D ვიტამინებს და მდიდარია კონიუგირებული ლინოლის მჟავით. რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ წვას და არ იქცევა ცხიმოვან ქსოვილად.საუკეთესოა წონაში კლების მსურველთათვის. ეს არის ამ ცხიმის სასარგებლო თვისებების ძალიან მცირე და მარტივი ჩამონათვალი,სინამდვილეშ მისი სასარგებლო თვისებები გაცილებით მეტია და უკუჩვენება არ გააჩნია,შეგიძლიათ მაცივრის გარეშე შეინახოთ მრავალი წლის განმავლობაში.ბავშვთა კვებისათვის საუკეთესო პროდუქტია.
მომზადება:აიღეთ ნებისმიერი რაოდენობის 82% ნატურალური კარაქი და დაადნეთ ძალიან დაბალ
ცეცხლზე,ადუღეთ 30-40 წუთის განმავლობაში ისე რომ დუღილი ოდნავ შესამჩნევი იყოს.
როდესაც ნახავთ რომ ქვაბის ძირზე გაჩნდა მოყავისფრო ნალექი და ცხიმის ზედაპირზე
მოყავისფრო ქაფი,ხოლო თავად ცხიმი არის გამჭვირვალე ოქროსფერი,შეგიძლიათ გადმოდგათ და გადაწუროთ რამდენიმე ფენა მარლაში.
ასევე თუ ხელი მიგიწვდებათ აიურვედას პროდუქტებზე შეგიძლიათ მზა სახითაც შეიძინოთ,მაგრამ საკმაოდ არაბიუჯეტურ ფასად.
იცხოვრე ჯანმრთელად,დაეხმარე შენს თავს.