ოლეგ ტორსუნოვის წიგნიდან - “ადამიანის გონება”
მთარგმნელი: მამუკა გურული
ტკბილი გემო
იმყოფება სატვა გუნაში. ყოველი გემოს დღის განმავლობაში თავისი დრო აქვს. თუ ადამიანს უყვარს ტკბილის ჭამა დილით 6-დან 8 საათამდე, ანუ დროულად, ეს ნიშნავს, რომ იგი ოპტიმისტია. ასეთი კვების შემდეგ მისი პრანა ზემოთკენ მიემართება, ჩნდება ბედნიერების შეგრძნება, სიცილის და ხუმრობის სურვილი. მე ხშირად მეკითხებიან: "საზიანოა თუ არა ტკბილის ჭამა?" ტკბილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ დროულად, დილით ადრე.
9-10 საათის შემდეგ სარგებელი ტკბილისგან მკვეთრად შემცირდება. რაც უფრო გვიან (9 საათის შემდეგ) მივირთმევთ ტკბილს, მით უფრო საზიანოა იგი. სახელდობრ, ხდება შეუსაბამობა ორგანიზმის მდგომარეობასა და გარე სივრცეს შორის. დღისით მზე ამოდის და ძლიერდება ქმედების ძალა (რაჯა-გუნა). ტკბილი საჭმლის მიღების შედეგად ადამიანი დუნდება და კონფლიქტში შედის ამ ძალასთან. ამგვარად, ის, ვინც არასწორ დროს ჭამს ტკბილს, როგორც წესი ზარმაცია, სხვების ხარჯზე სურს სიამოვნების მიღება, ან თანდათან ხდება ასეთი. მისი პრანა ქვემოთ ეშვება.
ადამიანი, რომელიც ღამით ჭამს ტკბილს, ძილს არღვევს. ღამით ჭამა ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმს, მაშინ, როცა ძილის წინ იგი უნდა დამშვიდდეს და მოდუნდეს. ასევე, ტკბილის გვიან ჭამა ორგანიზმის ჰორმონალურ ფუნქციებს არღვევს, განსაკუთრებით ქალებში. ოდნავ ტკბილი რძე სხვაგვარად მოქმედებს. ძილის წინ დალევისას (მზის ჩასვლის შემდეგ) იგი ადუნებს ადამიანის გონებას, აქვს რა პოზიტიური კავშირი მთვარესთან. ცოტა შაქარი ხელს უწყობს რძის მონელებას. იმდენად, რამდენადაც რძე იმყოფება სატვა-გუნაში და მთვარის ბუნება გააჩნია, იგი მხოლოდ მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე მოინელება. ამიტომ გონიერი ადამიანები რძეს მხოლოდ ღამით სვამენ [ყველა თავისი ინდივიდუალური დოზის შესაბამისად, რომელსაც შერჩევა სჭირდება - მთარგმნ. შენიშვნა].
კიდევ არის ერთი გემო სატვა-გუნაში, რომელიც საერთო კლასიფიკაციას არ მიეკუთვნება. ესაა მაგარი (упругая и пресная) საჭმელები. მაგალითად საღი კიტრი და საღი თხილეული. როცა ადამიანი ასეთ საჭმელს ჭამს, ორგანიზმში პრანა გროვდება. ამიტომ ასეთი საჭმლის ჭამა შეიძლება დილით (8-დან 10-მდე) ან საღამომდე (17:00-მდე), მაგრამ საღამოს ასეთი საჭმლის ჭამა უკვე აღარ ღირს. თუ გსურთ, რომ საღამოს მიირთვათ ბოსტნეული, ჯობია, რომ ისინი მოთუშული იყოს. ხილის ჭამა კი საღამოს საერთოდ არაა რეკომენდებული. მაგარ ვაშლში ბევრი პრანაა. ისევე, როგორც ადამიანის მაგარ სხეულში იგრძობა დიდი ძალა, მაშინ, როცა თუ სხეული მოღვენთილია, ეს ნიშნავს, რომ პრანა მასში ცოტაა.
მწკლარტე გემო (Вяжущий или терпкий вкус)
დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან. თუ ადამიანს უყვარს მწკლარტე საჭმლის დროულად მიღება, ეს ნიშნავს, რომ მას უყვარს შრომა. ასეთი გემოსგან პრანა ასევე გროვდება. თუკი გიყვართ ფიზიკურად მუშაობა, ამისთვის ძალაა საჭირო. თუ მწკლარტე საჭმელს 10:00-დან 16:00-მდე მიიღებთ, ფიზიკური შრომის შედეგად დახარჯული ენერგია ადვილად აღდგება. თუკი მწკლარტეს დილით ადრიდანვე მიიღებთ, მეტისმეტად მოიმატებს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ტონუსი. ამგვარად, მთელი დღე შეიგრძნობა ნერვიული და დაძაბული მდგომარეობა. საღამოს კი მწკლარტე გემო ხელს უშლის მოდუნებას, და დასვენება შესაძლოა არასრულფასოვანი იყოს. მწკლარტეს ძილის წინ მიღების სურვილი მიუთითებს დასვენების უუნარობაზე. ამით პრანა იფიტება.
მწკლარტე გემო აქვს: კიტრს, შავ პურს, ნებისმიერ ბურღულეულს (თუ იგი ზედმეტად არაა გადახარშული), ლობიოს, ოხრახუშს, მსხალს. ძლიერი მწკლარტე გემო აქვს სანელებელ - კურკუმას.
მჟავე გემო
ხელს უწყობს შემწყნარებლობის, პატიების სურვილის, დაძაბულობის მოხსნის სურვილის გაზრდას. როცა ადამიანი ყველას პატიობს, გონებრივი დაძაბულობა იხსნება. თუ მჟავე საჭმელს სადილზე მიიღებთ (10-17), პრანა იწმინდება და ხელს უწყობს უსარგებლო ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას. მჟავე გემოს ამ დროს ჭამის სურვილი მეტყველებს საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილზე. სხვა სიტყვებით, მჟავე გემო ანთავისუფლებს გონების უსარგებლო ენერგიებისგან ან ზედმეტი მზის ენერგიისგან. ზაფხულში ყოველთვის გვინდა მომჟავო საჭმელი. იგი ორგანიზმს აგრილებს.
თუ ადამიანი მჟავეს დილით ადრე ჭამს, ორგანიზმის მგრძობელობა მეტისმეტად გაიზრდება. თუკი არსებობს მჟავეს საღამოს ჭამის მიდრეკილება, შესაძოა დაიწყოს ალერგიული რეაქციები, გამუდმებული სურდოები. მგრძობიარე ადამიანებს როგორც წესი უყვართ ასეთი საჭმელი. თუ მჟავე გინდათ, ჯობია სადილზე მიირთვათ რამდენიც გაგიხარდებათ, ოღონდ არა დილით ან საღამოს.
მჟავე გემოს უკმარისობა არ წარმოადგენს მჟავიანობის ან ვიტამინების უკმარისობას. უნდა ისწავლოთ, რომ ყველაფერი აღიქვათ არა მხოლოდ ქიმიის პოზიციიდან, არამედ ნატიფი სხეულის ხასიათის პოზიციიდანაც. მარტივი მაგალითი: როცა მზე გაზაფხულზე უფრო მაღლა ამოდის, ჩნდება სურვილი - უფრო მეტი მჟავე მივირთვათ. ეს ხდება გონების ნატიფ სხეულში უსარგებლო ცეცხლის ზედმეტად დაგროვების გამო. ჩნდება სიზარმაცე, პრანა ქვედა ცენტრებში ეშვება, ტონუსი ქვეითდება, ჩნდება სისუსტე, იზრდება სექსუალური სურვილი. ეს ადამიანების უმეტესობას უბრალოდ მზის აქტივობის მომატების გამო ემართება. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ვიტამინების უკმარისობაა და ვიწყებთ ჰექსავიტის, პოლივიტის, უსასრულო ვიტების სმას. რა ხდება ამ დროს? არაფერი. "ალბათ არასაკმარისია", - ვფიქრობთ ჩვენ და უფრო მეტ ვიტამინს ვიღებთ. და კვლავაც არაფერი ხდება. რა უნდა ვქნათ? უნდა გავზარდოთ ხორბალი 2 მმ-მდე, ხორცის გასატარებელ მანქანაშჳ გავატაროთ, მარილი და ზეთი შევურიოთ, ასევე რაიმე საღი ბოსტნეული და ეს ყველაფერი სადილზე, ყველა სხვა კერძზე ადრე შევჭამოთ. გაღვივებულ ხორბალში ძალიან ბევრი პრანაა, რომელიც ზედმეტ მზეს გამოდევნის, და მაშინვე გაჩნდება სიჯანსაღე.
შემოდგომით მზე არაა ზენიტში, ამიტომ მზის სინათლისა და სითბოს რაოდენობა მცირდება. და რადგანაც ზაფხულში ორგანიზმი მიჩვეულია ბევრ ცეცხლს, შემოდგომით თანდათან მის დანაკლისს განიცდის. კვლავაც მცირდება ტონუსი. ზედმეტი სიცივის გამო პრანას მოძრაობა იზრდება, და ორგანიზმი ადვილად ცივდება. ამ დროსაც ასევე შეიძლება გაღვივებული ხორბლის ჭამა, მაგრამ აუცილებელია მეტი ზეთის დამატება (საუკეთესო ვარიანტი კარაქია), იგი საჭმლის მომნელებელ ცეცხლს აძლიერებს. კარაქი (ან ერბო) მეტ ცეცხლს იძლევა, ვიდრე მცენარეული ზეთი. შემოდგომაზე და ზამთარში უფრო მეტი კარაქიანი საჭმელი უნდა მიირთვათ და ყველაფერი კარგად იქნება.
ცხარე გემო
აუცილებელია ძლიერი ფიზიკური აქტივობის დროს. ცხარე საჭმლის მიღებისას, იმ პირობით, თუ იგი შეეფერება თქვენს ორგანიზმს, იზრდება ადამიანის ემოციები ძალა, პრანა კი კონცენტრირებული ხდება. ცხარე სანელებლები საჭმელს შეგვიძლია მხოლოდ სადილზობის დროს დავამატოთ (10:00-დან 16:00-მდე). თუკი დილით მიიღებთ იმ ცხარე სანელებლებს, რომლებიც თქვენ ორგანიზმს არ უხდება, შედეგად ადამიანი ხდება ძალიან მგრძნობიარე და იზრდება გაღიზიანებადობა. თანდათანობით ჩნდება სხვადასხვა ანთებითი პროცესები, კანის დაავადებები, ქვეითდება იმუნიტეტი. თუ ცხარეს საღამოს მიიღებთ, გაჩნდება ქრონიკული ანთებითი პროცესები და ორგანიზმში დაგროვდება ტოქსინები. თქვენი ორგანიზმისთვის შეუსაბამო ცხარე სანელებლების მიღებისას იგრძნობთ უსიამოვნო ცხარე გემოს. ასეთი სანელებლების დღის ნებისმიერ მონაკვეთშ მიღებისას გაიზრდება გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა და ხასიათის იმპულსურობა.
წითელი წიწაკა როგორც წესი არ შეეფერება რუსეთის შუა ნაწილის მაცხოვრებლებს, რადგანაც მას აქვს ძალიან ძლიერი და ვნებიანი ცეცხლი. ინდოეთშიც კი წითელი წიწაკა ბევრისთვის უკუნაჩვენებია.
მწარე გემო
ყოველთვის უკავშირდება დანაკარგებს, ცხოვრებისეულ სირთულეებს. მაგალითად, ზამთარში, ბუნებრივია სირთულე მეტია, რადგანაც ჩვენ გვაკლდება სიხარული - მზის ძალა. ამიტომ ზამთარში უნდა გავზარდოთ მწარე გემო. როცა ადამიანი დროულად, სადილობის დროს მიირთმევს მწარეს, მას უჩნდება ფსიქიკურ სიბინძურესთან გამკლავების სურვილი და ასევე უძლიერდება ორგანიზმი დამცავი ფუნქციები. თუ მწარეს უდროოდ მოიხმართ, თანდათანობით "სიმწარეში" იძირებით. თუ ვინმეს დილით უყვარს მწარეს ჭამა, რა ხდება ამ დროს? იგი ძალიან კონფლიქტური ხდება. რაციონში მწარე გემოს საღამოს მომატებისას იზრდება დეპრესიულობა. დეპრესიას ყოველთვის მივყავართ ორგანიზმის დამცავი ფუნქციები დაქვეითებისკენ.
ყველას შეუძლია დატესტოს თავისი ხასიათი და ამა თუ იმ ავადმყოფობისადმი მიდრეკილებასხვადასხვა გემოვნებითი მიდრეკილებებით. ეს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის საკმაო ზუსტი დიაგნოსტიკა და ავადმყოფობების პროგნოზირების შესაძლებლობა იქნება. როცა გემოები უკეთესი მიმართულებით შეიცვლებიან, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა და ფსიქიკაც გაგიუმჯობესდებათ. სწორი კვების შედეგად უმჯობესდება ხასიათიც. ამგვრად საჭელზე ძალიანაა დამოკიდებული ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა.
მლაშე (მარილიანი) გემო
კარგია, როცა საჭიროა დაძაბულობა, მაგრამ ამ შემთხვევაშც უნდა ვიცოდეთ, რა დროს უნდა მივიღოთ მლაშე და რა დროს არა. როცა ადამიანი დაძაბული მუშაობს, იგი თავს აიძულებს, რომ დაიძაბოს. შესაბამისად, მას სურს, რომ მაღალი ტონუსი ჰქონდეს. ტონუსის სწრაფი ზრდა შეესაბამება პრანის ზემოთკენ მკვეთრად ზრდას. ასე მოქმედებს მარილიანი საჭმელი. ჩნდება სწრაფად აქტივირების, კონცენტრაციის, განწყობის შეცვლის შესაძლებლობა. დავუშვათ, რაღაც პერიოდი მოდუნებული ხართ, და მარილიანი გემოს წყალობით მაშინვე შეგიძლიათ აქტიურ მდგომარეობაში გადასვლა. თუ მარილიანი დღისით, სადილის დროს გიყვართ, თქვენს ორგანიზმს ესმის, როგორ დაიცვას თავი ზედმეტი მარილისგან.
მარილიანის დილით ადრე მიღების შედეგად ადამიანი ზედმეტად აგზნებული ხდება. მას თანდათანობით უჩნდება ზედმეტი ტონუსი, რისგანაც თავს ტკივილი და მთელ სხეულში სიმძიმე ჩნდება. თუ მარილიანს საღამო შეჭამთ, გაქრება მოდუნების შესაძლებლობა, რადგანაც მარილი ორგანიზმის მაღალ ტონუსს ინარჩუნებს, რაც ხელს უშლის ღრმა ძილს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ღამით მარილიანი საჭმლის სისტემატიურად მიღების შედეგად ვითარდება მდგრადი არტერიული ჰიპერტონია, ხოლო თუ მარილი დილაობით მოგვივა ზედმეტი - ნახტომისებური ჰიპერტონია. ამიტომ მარილიანი მხოლოდ სადილზე უნდა მიირთვათ. როცა ადამიანი მარილიანს უდროო დროს ჭამს, მას არ შეუძლია დასვენება, არ შეუძლია გადართვა, პრანა მუხრუჭდება, ჩნდება გამოლენჩების შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...