ანტარესი - მორიელის გული

Admin
ასტროლოგია
0
0

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში" მთარგმნელი...

Antares

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ანტარესი - მშვილდოსნის 09°46′ გააჩნია ორბ. 2°40′

მზე უერთდება ანტარესს 2 დეკემბერს.

უძრავი ვარსკვლავი ანტარესი, ალფა მორიელი, გააჩნია 1,0 მაგნიტუდა, ცეცხლოვანი წითელი და ზურმუხტისფერი მწვანე ორმაგი ვარსკვლავი მორიელის თანავარსკვლავედში - მორიელის გული. სახელი ანტარესი მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან Άντάρης, რაც ნიშნავს ანტი-არესი - მარსის მოწინააღმდეგე, რადგან ის წითელი პლანეტის ფერია. სპარსეთში ის ერთ-ერთი იყო ოთხი “სამეფო” ვარსკვლავიდან, დასავლეთის მცველი, რადგან ჩვენს ერამდე 3000 წელს შემოდგომის წონასწორობის წერტილს დაემთხვა. ხანდახან მას ეძახდენენ “შილოხს” - მორიელის გულს.

ანტარესი ასტროლოგიაში.

ანტარესს გააჩნია მარსისა და იუპიტერის ბუნება. ალ-ვიდასი განიხილავს მას, როგორც ვენერა იუპიტერის სექსტილს, რაც ნაკლებად სარწმუნოა მისი გამოხატული გულბოროტი და მეომარი ხასიათის გამო. იწვევს რისხვას და განადგურებას, ადამიანებს აძლევს თავისუფლების სიყვარულს და აზროვნების შეუზღუდაობას, ახასიათებენ როგორც ბოროტ ნიშანს ნებისმიერ საქმეში. ის იწვევს ბოროტგანზრახვას, დესტრუქციულობას, გულუხვობას, ფართო ხედვას, ავ წინათგრძნობას და ფატალურ სიკვდილს, თავის “მისახლეებს” - წინდაუხედავებად, ჯიუტებად და გამანდგურებლებად აქცევს. საკუთარ ცხოვრებას თავისივე სიჯიუტით ანგრევენ.

ანტარესი ერთ-ერთია 15 ძირითადი ვარსკვლავიდან * (ალკიონი, დენებ ალგედი, ვეგა, კაპელა, ალგოლი, ალდებარანი, ალპეკა, ანტარესი, არკტურუსი,სპიკა, სირიუსი, პროკიონი, რეგულუსი და ალგობარი) , სიმბოლურად გამოისახება როგორც ჯავშნიანი ადამიანი ან მორიელი. მას კარგად ესმის ადამიანების და კარგი მეხსიერება აქვს, ეხმარება ბოროტი სულების დამარცხებაში, გააჩნია ძალა მათ განსადევნად. მართავს ამეთვისტოს სარდონიქსს, ძირმწარას და ზაფრანას.

ანტარესი მორიელის თანავარსკვლავედში და როგორც მისი სახელი ანტ-არესი გვეუბნება ის მხოლოდ მარსის ბუნებას არ ატარებს, მას ასევე ემატება მერკურის, იუპიტერის და სატურნის ძალებიც კი. ანტარესი ადამიანებს უხეშებს, მებრძოლებს და კონფლიქტურებს ხდის. ეს მნიშვნელოვანი ვარსკვლვია სამხედროებისთვის, ის იძლევა ფხიზელ გონებას, სტრატეგიულ უნარებს და სიმამაცეს განსაკუთრებით თუ ის უერთდება მზეს, ზენიტს, ასცენდენტს და იუპიტერს.

თუ ის მარსს უკავშირდება მისი სიმამაცე თავაწყვეტილობამდე მიდის რაც ადამიანის ცხოვრებაში საფრთხეს ზრდის. ადამიანები ამ ასპექტით მუდამ მზად უნდა იყვნენ მოულოდნელი ინციდენტებისთვის, უეცარი ავარიებისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ტრადიციული გაგებით ანტარესს ძალადობრივი ბუნება აქვს და ძალადობრივი სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, ბრძოლაში ან სიკვდილით დასჯა კანონის მიხედვით. საფრთხეს იწვევს ცეცხლი, ცეცხლსასროლი იარაღი და მანქანა. ასევე შესაძლოა გაჩნდეს მხედველობის პრობლემები თუ ის მზეს, მთვარეს ან ასცენდენტს უერთდება.

ანტარესი უერთდებოდა ასცენდენტს განდის ნატალურ რუკაში რამაც მისი მკვლელობა გამოიწვია. ეს შეერთება ასევე ჰქონდა ჰიტლერის მოკლულ გენერალ კეპლერს და ჰელენ კელერს. ანტარესის შეერთება ზენიტთან ჰქონდათ მოკრივე ტენ ჰოფს და ჰიტლერის მინისტრს - ბორმანს. ხოლო მზესთან შეერთება გვხვდება ჩერჩილის, ფელდ-მარშალ კესერლინგის და გერინგს რუკებში. ანტარესის მთვარესთან შეერთებს ჰქონდა კოპერნიკს, მთვარის კვანძებთან და მთვარესთან ნიცშეც, რომელმაც აზროვნების უნარი დაკარგა 45 წლის ასაკში.

მორიელის მთავარი ვარსკვლავი ანტარესია. ხშირად ღამის ცაზე ის გაცლებით უკეთ ჩანს ვიდრე მარსი. ბაბილონში ის იყო ურბატი, ასტერიზმში ჰურუსი, ღვთაებრივი მცველი. ბაბილონურ სახელს ამ ვარსკვლავის როლის განმარტებისკენ მივყავართ, როგორც ერთერთის მთავარანგელოზების ოთხი ვარსკვლავიდან - ფომალჰაუტი - გაბრიელი, ალდებარანი - მიქაელი, რეგულუსი - რაფაელი და ანტარესი - ურიელი. ქალაქი ური, სადაც აბრაამი დაიბადა მოიხსენიება როგორც პირველი ქალაქი რომელიც დიდი წყალდიდობის შემდეგ აშენდა, და თავად დედამიწის სახელი მიიღო - ურსი. ეს ქალაქი ძველი ბაბილონის ახლოს იყო, არც ისე შორს თანამედროვე ბაღდადიდან. მთავარანგელოზი ურიელი არ მოიხსენიება ფართო მასებისთვის ხელხისაწვდომ წმინდა წერილებში, რადგან ის ინახავდა საიდუმლო ცოდნას დიდი წყალდიდობის შესახებ, და მხოლოდ მათ უზიარებდა ვისაც ამისი მიღება და ამის შემდეგ ღვთაებრივ სიკეთეზე რწმენის ისევ შენარჩუნება შეეძლოთ. ეს ძალიან გავს მორიელის ბუნებას, რომელსაც ვერც უარყოფ და ვერც დასცინებ საკუთარი სიმართლის გამო.

scorpius antares e1341173408749

პტოლემეუსის მიხედვით ანტარესს მარსი-იუპიტერის ბუნება აქვს, ყველა ასტროლოგი აღნიშნავს, რომ მას წარმატება მოაქვს საომარ სფეროებში და კარგად მართავს მათ, იმ გამონაკლისის გარდა როდესაც მოწინააღმდეგეს ალდებარანი იცავს, ეს ვარსკვლავი ანტარესის საწინააღმდეგოა და მთავარანგელოზ მიქაელის ვარსკვლავად ითვლება რომელიც თავად ზეცას განაგებს. როცა ჰოროსკოპში ეს ორი ვარსკვლავი ერთად ჩნდება იწყება კონფლიქტები ან ომები, ან იკვეთებიან მოწინააღმდეგე ლიდერები, ეს იმასაც ნიშნავს , რომ ამ დროს კონფლიქტი იშვიათად განიმუხტება ერთერთი მხარის სრული დამარცხებისა და განადგურების გარეშე. ამ დროს იწყება ომები რომელთა ესკალაცია მსოფლიო მასშტაბით ხდება რადგან აგრესიული მარსი აღემატება ექსპანსიურ იუპიტერს.

მაგრამ ომი არ არის ანტარესის ერთადერთი სიმბოლო, ის ასევე მიანიშნებს პირონების დიდი ძალიასა და ოპტიმიზმის მარაგზე, რათა მან ის შემთხვევებიც გამოიყენოს რომლებიც სხვებმა ვერ გამიყენეს. ჰოროსკოპშო იმ პლანეტებისა სახლების გათვალისწინებით რამლებსაც ანტარესი უერთდება - მას შეუძლია სპორტული წარმატების მოტანა, ანტარქტიდის ან მთვარის კვლევები გაშლა, დიპლომატიის ყველაზე საფრთხილო და სახიფათო სახეობა, აგრეთვე სამეცნიერო კვლევები ადამიანის ექსტრემალური პირობების უნარებისა და ცოდნის შესახებ.

ანტარესი მართავს ხერხემლის ქვედა, მარჯვენა, მესამე მალას, ადამიანის სხეულზე.

მორიელის თანავარსკვლავედი შიშისმომგვრელ და ბნელ სიმბოლოდ ითვლება ევფრატის რეგიონში. ითვლებოდა, რომ კომეტები ცის ამ ნაწილში “რეპტილიურ” წყლულებს მოასწავებენ (განიხილება როგორც მწერები, კალიები ან სხვა, რაც მავნებელია სოფლის მეურნეობისთვის). კლასიკურ სამეცნიერო ასტროლოგიაში მოიხსენიება მორიელის ნაყოფიერი ბუნებაც. ეს ატრიბუტი მიეწერება თანავასკვლავედსაც , თუმცა მორიელი უიღბლო ნიშნად ითვლებოდა უძველესი დროიდან .

ანტარესის შეერთებები.

ამომავალი ანტარესი - სიმდიდრე, პატივი, აგრეთვე ძალადობა და ძალადობისკენ მიდრეკილება, ავადმყოფობები, ხანმოკლე მატერიალური წარმატება.

ანტარესის კულმინაცია - პატივი, დიდება, სახელი და იღბალი.

ანტარესის და ასცენდენტის შეერთება - სიმდიდრე, დიდება და პატივი, აგრეთვე ძალადობა, ავადმყოფობა და სიმდიდრის დაკარგვა.

ანტარესი და დესცენდენტი - ჯეინ დიქსონი 0°39

ზენიტის (მედიუმ ქოელის) შეერთება ანტარესთან - დიდება, კარგი იღბალი, პაბლო ესკობარი 0°12′
აბრაამ ლინკოლნი 0°20′

ანტარესის და ფორტუნას შეერთება - ძლევამოსილება, თუმცა აქ აზრები იყოფა და ვივიან რობსონის მიხედვით უკიდურესი სიღარიბე მოაქვს.

ანტარესის მზესთან შეერთება - მოჩვენებითი რელიგიურობა, არაგულწრფელობა, პატივი და დიდება რომლებიც შერხვენით და გაბანკროტებით მთავრდება. წარმატებები სამხედრო საქმეში, ღალატის საშიშროება, ძალადობა - ან თავადაა მოძალადე ან გადატანილია აქვს, ავადმყოფობები - ციებ-ცხელებსთან დაკავშირებული, მარჯვენა თვალის ტრავმები, ძალადობრივი სიკვდილი. თუ ამომავალია ან კულმინაციაში, იხვეჭს დიებას ძალადობრივი გზით და ამის გამო ბევრი სიძნელეც ექმნება. თუ მარსს უერთდება -მძიმე დაავადება, 

მარკ ტვენი 0°06′
პაბლო ესკობარი 0°07′
ვუდი ალენი 0°10′
უინსტონ ჩერჩილი 0°17′

მთვარის შეერთება ანტარესთან - პოპულარობა, ნათელი გონება, ფილოსოფიით, მეტაფიზიკით, მეცნიერებით დაინტერესება. მიდრეკილია რელიგიური შეხედულებების შეცვლისკენ, გავლენიანი მეგობარია, კარგი მდებარეობაა ბიზნესისთვის და საშინაო სამეებისთვის როგორც ინდივიდუალური ისე ფართო გაგებით, ქვეყნის მართვა - დიდი ძალაუფლება, პატივი, დიდება რომელიც ბოლოს შესაძლოა ძალადობრივი გზით იქნეს დამხობილი, დიდია ღალატისა და მკვლელობის ალბათობა. თუ 1 ან 10 სახლებშია დაწინაურების დიდი შანსი მაგრამ ასევე ახლავს ბევრი ხიფათი და სიძნელე. თუ ამ მდებარეობასთან ერთად ფიქსირდება მარსისა ან სატურნის რეგულუსთან შეერთება - იწვევს სიბრმავეს, ხოლო თუ სატურნი ალდებარანთან შეერთებაშია ძალადობრივი სიკვდილის ალბათობა მკვეთრად იზრდება განსაკუთრებით ჩამოხრჩობის გზით, ხოლო თუ მარსთანაა ალდებარანი მაშინ - დარტყმის, დაცემის ან ჩამოვარდნის შედეგად. თუ რომელიმე ბოროტი პლანება შეერთებულია ალდებარანთან 4, 11 ან 12 სახლებში არის დიდი ალბათობა ღალატის მსხვერპლი გახდეს, ცივი არაღის დარტყმის ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.

პაბლო პიკასო 0°06′
მაიკლ ჯორდანი 0°45′
იოკო ონო 2°18′

მერკურის შეერთება ანტარესთან - ეჭვიანია, უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მეგობრებს, არაპოპულარული, საეკლესიო გავლენებს ბიზნეში იყენებს, ფულს შოულობს ძალიან ძნელად, დიდი შრომით, ადამიანი ან მისი ოჯახის წევრები ავადმყოფები არიან, ეხოცება ნათესავები შინაც და სხვაგან მცხოვრებნიც.
ური ჰელერი - 0°15′

ვენერას შეერთება ანტარესთან - არაგულწრფელი, უსინდისო, ენერგიული და უნარიანი, მაგრამ ეგოისტი.

მარსის შეერთება ანტარესთან - დამღუპველი ჩვევები, რომლებიც სიცოცხლეზე მოქმედებენ, კამათი მეგობრებთან და ნათესავებთან, კარგი მდებარეობაა აზარტული მოგებისთვის. თუ ამასთან ერთად მთვარის და ალდებარანის შეერთებაცაა სიკვდილის საფრთხეა ცივი იარაღით ან ჩამოხრჩობით. ამას მძვინვარება მოაქვს, ადამიანი რისხვაში ვარდება წვრილმანების გამო. რისხვა იწვევს ენერგიის მოძრაობას ხერხემლიდან ზემოთ თირკმელზედა ჯირკვლებისკენ. მათ აცეცხლებს სოციალური ფილოსოფია, სასამართლო სისტემა, რელიგიური დისციპლინები და მთავრობა. მათ აცეცხლებთ ნებისმიერი შეზღუდვა, ესაა სახლში, სამსახურში, რელიგიაში, სამხედრო საქმეში თუ რელიგიაში. მათ არ ესმით რა არის მათი პრობლემა სინამდვილეში, მხოლოდ ბრაზდებიან ირგვლივ ყველაფერზე. ისინი ხდებიან ინციდენტების მიზეზები,რომლებსაც სხვებისთვის ქაოსი და არეულობა მოაქვს. ყველაზე მეტად ღუპავენ მათ ვინც ყველაზე ახლოს ყავთ, რადგან ისინი არიან რისხვის წყაროები. ისინი ფაქტურად არასოდეს არიან მშვიდად და ყოველთვის მზად არიან ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ვინც გზაზე გადაეღობება. ისინი არანაირ სინდისის ქენჯნას და სინანულს არ გრძნობენ სხვისთვის ტკივილის მიყენებისას, თანაგრძნობის უნარი მათ საერთოდ არ გააჩნიათ.

იუპიტერის და ანტარესის შეერთება - შესამჩნევი რელიგიური მისწრაფებები ნამდვილი ან მოჩვენებითი. მიდრეკილება მლიქვნელობისკენ, გამორჩენის ძიება.
იმპერატორი ნერონი - 1°51′

ანტარესის შეერთება სატურნთან- მატერიალიზმი, გარემო პირობებით შექმნილი ანგარიშიანი ბუნება,რელიგიური თვალთმაქცობა, ბევრი იმედგაცრუება დანაკარგი კამათისას და სასამართლო გარჩევებისას. პობლემებს უქმნიან მტრები, კატასტროფულად არ უმართლებს, ნათესავბიც სიძნელეებს უქმნიან და ხელს უშლიან პირად და საშიანაო საქმეებში, ბევრი ავადმყოფობა და ბავშვობის ტრავმები. თუ ამშეერთებსთან ერთად მთვარის და ალდებარანის შეერთებაცაა სიკვდილი დგება ჩამოხრჩობით ან ცივი იარაღით. ეს პლანეტა ზღუდავს მოძრაობებს და მისი გავლენის ქვეშ მყოფები ცხოვრების ბოლოს ჯოხით დადიან. მათი ნერვები მოკლდება ისე,რომ როგოც წესი ერთი ფეხი უფრო უმოკლდებათ ვიდრე მეორე და იძულებულები არიან იკოჭლონ. ესმტკივნეულია, მაგრამ ჯოხი ეხმარებათ სიარულში. საბოლოოდ ისინი უფრო მეტად ხერხემლის ტკვილებით იტანჯებიან, რასაც არასაკმარისი სისხლის მიწოდება იწვევს. ყოველდღე მცირე რაოდენობით ნივრის მიღება ნერვებსაც დაეხმარება და ენერგიის დინებასაც. გულის სიღრმეში ამ ადამიანებმა იციან, რომ არ უყვართ ყოველდღიური საქმიანობები, სხვების დახმარება რასაც დილემასთან მიჰყავს მათ უყვართ იმის შეგრძნება , რომძალიან კარგები არიან და სხვებზე მაღლა დგანან. თავიანთ მობილობის შეზღუდვასაც სხვებზე აღმატებულებისთვის იყენებენ.
ურანის შეერთება ანტარესთან - არანორმალური და ექსტრემალური იდეები, ორსახოვნება, თვალთმაქცობა, უკიდურესი მემარცხენე იდეები, აჯანყების, უკანონობისა და ანარქიისკენ მოწოდება - ამთავრებს ციხით ან სიკვდილით დასჯით. დროებითი სიღატაკე, კონფლიქტები ნათესავებთან, რამდენიმე ქორწინება, სირთულეები შვილებთან, ძალადობრივი სიკვდილი.
საჯდომი ნერვის ანთება, ტკივილები ვრცელდება მთელ ბარძაყზე, ტკივილი ასატანია მაგრამ ადამიანს უჭირს მოძრაობა. სვია ძალიან სასარგებლოა და დაეხმარება, ბალახის ჩაის სახით დღეში სამჯერ გვირილასთან ერთად.
კიტი პერი - 1°52′

ნეპტუნის შეერთება ანტარესთან - ეშმაკი, გამჭრიახი, გაუწონასწორებელი და უსაფუძვლოდ ჩაკეტილი, ღიად უპატიოსნო, ქურდობისკენ მიდრეკილი, გაუმართლებელი, უცნაური რელიგიური იდეებისკენ სწრაფვა, ცუდი გარემო,ფულს შოულობს მძიმე შრომით, მოულოდნელი, უეცარი სიკვდილი მოღალატეების და მტრების ხელით, რომლებიც ცდილობენ შურიძლიებას გაექცნენ.
აბრაამ ლიკნოლნი - 0°24′
ლეონარდო დიკაპიო- 0°49′
ანჯელინა ჯოლი - 0°54′,
მელ ბი - 1°04′
დევიდ ბექჰემი - 1°46′

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

 

მსგავსი სტატიები

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის


ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

ელევსინის მისტერიები


სექტემბერი მოდის და დგება ის დრო, როცა ძველად შემოდგომის შემოსვლასთ...

დედამიწა და ასტროლოგია


დედამიწა და ასტროლოგია სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ? მოგეს...

იუპიტერის ტრანზიტი სახლებში


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების ...

ვენერა მორიელში


ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქ...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff