25 სექტემბრის სავსე მთვარე

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა, ? დღე, რომელიც მოითხოვს ყურად...

foolmoon

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა, ? დღე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, შედარებით მატულობს ამ დროს დაძაბულობები, რაც გასაკირი სულაც არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც მოითხოვს რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას. აგრეთვე გვაქვს კიდევ სხვა მოვლენებიც, რაზეც დაბლა ვისაუბრებ . . . 

? ხვალ 25 სექტემბერს 06:52 წუთზე, სავსემთვარეობა ვერძის ♈ ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ზოგადად - ესაა დღე, როდესაც კარგია მაგიური რიტუალების ჩატარება, რადგან ამ დღეს ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია, ასევე ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას, ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის. ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაია, იოგის ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.

➡️ ეს უკანასკნელი ხდება 1 - პირველი სახლის მმართველში, შესაბამისად ასეთ დღეს სამყაროს ყურადღება მიმართული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ამ ნიშნის დადებითი თვისებების წარმოჩენა და უარყოფითის განმუხტვა, შეეცადეთ, რომ არ წამოეგოთ სხვათა მიმართ დაგებულ მახეში, ე.წ. პროვკაციებზე, ნუ იკამათებთ, ნუ შეხვალთ კომფლიქტურ გარემოში, მაღალია ჩხუბებისა და გაუგებრობის ალბათობაც, ზედმეტი ენერგიის გამოვლენამ შესაძლოა მიგიყვანოთ რთულ ვითარებამდე, ამიტომ ეცადეთ, რომ ამ დღეს თქვენი ენერგიები გამოიყენოთ კეთილ საქმეებში და თუ საერთოდ განმარტოვდებით მით უკეთესი იქნება.

✅ ნიშნობრივად ვერძი ♈ - კარდინალური ჯვრის წარმომადგენელია. ესაა ზოდიაქო, რომელიც იმყოფება პლანეტარულად მარსისა და პლუტონის გარემოცვაში. ვერძი ბრწყინვალე მხედარმთავარია, მეომარი, მებრძოლი ნატურა, რომელიც იბრძვის სხვათა დასაცავად, დაჩაგრულთა გვერდით, არის მეტად ენერგიული, დახარჯულ ძალებს უმოკლედ დროში აღიდგენს, ამიტომ მისი დაღლა და საქმიდან ბოლომდე გათიშვა ძალიან რთულია. ვერძმა ყოველთვის კარგად იცის თუ რა სურს, საით უნდა მიმართოს მანდ თავისი თავი, რათა სურვილები და იდეები დაკმაყოფილდეს, შეეცადეთ, რომ მეტად იყოთ კონცენტრირებული საკუთარით აზრებისა და ქმედებების რეალიზებასთან. რადგან ვერძთანაა ომის ღმერთი მარსიც - უკიდურეს შემთხვევაში, ამ ნიშანს ახასიათებს სულსწრაფობა, სიჩქარე, ზოგჯერ თავხედობა, შეუგნებლობა, ზღვარდგადასული ამბიციები და სიჯიუტე, სიბრაზე, შესაბამისად ამ დღეს ეს უარყოფითი თვისებები ნაკლებად გამოამზეურეთ.

 ? ვერძის ოპოზიციური ნიშანია სასწორი ♎ - რომელიც კარდინალური ჯვარს განასახიერებს, სასწორი იმყოფება ვენერას მართვის ქვეში, ამიტომ მისთვის საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა ჰარმონიას, სილამაზეს, კავშირებში სიმშვიდესა და სიწყნარეს, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას. მაინც და მაინც სასწორს კარდინალურ ჯვარში მოხვედრა არ მოსწონს, რადგან სასწორი არაა ძირეული რეფორმატორი ნიშანი, რომელსაც სიამოვნებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, თუმცა არც ამას ერიდება, როდესაც ამის საჭიროება მოითხოვს, სურვილი კი აქვს იმისა, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ვერძისგან განსხვავებით, სასწორი პირდაპირ ომში არ ერთვება, ის ჯერ ყოველთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ამჯობინებს საუბარს და შემდგომ კი იღებს გადაწყვეტილებას. ეცადეთ, რომ 25 რიცხვში სწორედ მისი დადებითი ენერგიები გამომაზეუროთ.

❌ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ამ პერიოდებში გავდივართ სატურნისგან ბოძებულ მეტად მძიმე კვადრატურას კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველ პლანეტა მერკურისთან. მოდით განვიხილოთ რას იწვევს ეს კვდრატურა ასპექტარულ ჭრილში: ამ ადამიანს აქვს არც თუ ისე მდგრადი მეხსიერება, გონება საკმაოდ პედანტურია, ბიუროკრატიული. ვლინდება შარიანობა, ჩაცივება, ეჭვიანობა, ადამიანი შესაძლოა „ასოკირკიტა“ გახდეს. ასევე დამახასიათებელია ზედმეტი სიჯიუტე, გონებრივი სიმკაცრე, მეტი მოთხოვნილება, რასაც ადამიანი მიჰყავს კავშირებში სირთულეების წარმოჩენისკენ. შემდგომ კი მოსალოდნელია მარტოობა, მელანქოლია, ზოგჯერ დეპრესიაც კი. შესაბამისად ეცადეთ, რომ კავშირებში ეს უარყოფითი თვისებები არ გამოავლინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უკუ შედეგს.

❌ თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გადასაწყვეტი გირჩევთ, რომ ამ ხანებში შეეშვათ თითქმის ნებისმიერ საქმეს, აღნიშნული უბრალოდ არ იმუშავებს, გამართულად არ იფუნქციონირებს, ნაბიჯის გადადგმა იქნება აზრს მოკლებული. არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არ შეიძინოთ ტექნიკა, მოერიდეთ დიდ მიმოსვლა-გადაადგილებებს, ტრანზაქციებს, კაპიტალ-დაბანდებებს, ქონებრივ შენაძენებს და სხვა . . . სჯობს ეს სხვა პერიოდებისთვის გადადოთ, შეიძლება რომელიმე თქვენგანის პირადი რუქით სულაც სასარგებლო იყოს ამ დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ზოგადი ფონი დაძაბულია, წინასწარ ნაღმს ნუ ჩადებთ შემდგომი სვლების - კეთილდღეობისათვის.

☑️ მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, კარგია ლოცვა, იოგა, მედიტაციური ვარჯიში, ჰარმონიული კონტაქტები, კონსტრასტული შხაპი და სასურველი საქმიანობით დაკავება.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?


ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელი...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

რეტროგრადული ურანი


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff