ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რამდენიმე წელია ასტროლოგიით დაინ...

ast 1

ავტორი: იოანე შენგელია

შესავალი

მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რამდენიმე წელია ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ და როცა კი თავისუფალი დრო მაქვს ყოველთვის "ვიქექები" ხოლმე ამ სფეროში.

რატომ დავინტერესდი ასტროლოგიით? იმიტომ, რომ ასტროლოგიაში აღმოვაჩინე ყველაფერი, რითაც ოდესმე დაინტერესებული ვყოფილვარ: მათემატიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მეცნიერებები, რელიგიები და ა.შ. ასტროლოგია საუბრობს ყველაფერზე, მასში ინტეგრირებულია ცხოვრების ყველა სფერო და ნებისმიერ რაიმეს "სადმე" მაინც აღმოაჩენთ ასტროლოგიაში.

თუმცა, ასტროლოგიის სიკეთეებიდან ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და დადებითი, რაც ასტროლოგიამ შემძინა, ეს არის ჩემში სიბრძნის ამაღლება. სწორედ ასტროლოგიის სიღრმისეული გაცნობით მივხვდი, რომ ადამიანებს აქვთ მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო, და რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური ისტორია აქვს და ამის გაცნობიერების შედეგად გავხდი უფრო ჰუმანური და შემწყნარებლური როგორც საკუთარი თავის, ასევე ყველა სხვა ადამიანის მიმართ.

აუცილებელი არაა ასტროლოგია აბსოლუტურ რეალობას ასახავდეს (ასეთი რამ არცერთ დისციპლინას არ ძალუძს), მაგრამ ინფორმაციის დონეზე ასტროლოგია სასარგებლოა მასშტაბური ხედვის გავითარებაში, ამ უნარის გამომუშავებისთვის მაინც.

მსურს თქვენც გადმოგცეთ ის ცოდნა, რაც მე მივიღე. მხოლოდ ჩემი თხოვნა იქნება: არ იჩქაროთ. ნელა მიჰყევით ცოდნის ათვისების პროცესს და გააზრებას. ეს ნამდვილად საინტერესო სისტემაა და ჩაძიება სიამოვნებად ღირს, ამიტომაც ნელ - ნელა ამ მათემატიკური ფილოსოფიის სიღრმეებში ჩაიძირეთ და მიიღეთ სარგებელი ცოდნისგან.

მაშ ასე, გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს ასტროლოგიის შინაარსობრივი გააზრება თქვენც და მეც დაგვეხმარება სამყაროს მასშტაბურ ხედვაში და როგორც ასტროლოგები იტყვიან - "კოსმიური სიყვარულის" გამომუშავებაში. ნუ კიდევ სხვა დეტალებშიც, როგორიცაა მაგალითად კარმული მისიის შესრულება, წარმატების მიღწევა და ა.შ. :))

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)


 

რა უნდა ვიცოდეთ

ast 2

რისთვის არსებობს ასტროლოგია

სამყარო არის ეგრეგორების სისტემა. ნებისმიერი ობიექტი არის გარკვეული სისტემა, რომელიც მოიცავს ქვესისტემებს და ის თვითონაც არის რომელიღაც უფრო მაღალი სისტემის ქვესისტემა.

არსებობენ კონსტრუქციული სისტემები, რომლებიც, ერთის მხრივ, მიილტვიან უფრო მაღალი სისტემებისკენ, ანუ ევოლუცირდებიან, მეორეს მხრივ, თავის ქვესისტემებსაც ეხმარებიან ევოლუციაში. შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს არსი სწორედ ეს არის - ევოლუცია.

ევოლუციაზე დგას სამყარო. ნებისმიერი კონსტრუქციული სისტემა ვითარდება, და თავის ქვესისტემებსაც (ანუ რაზეც აქვს სრულყოფილი წვდომა) ეხმარება გავითარებაში.

ჩვენ ადამიანები ვართ სისტემები. თითოეული ჩვენგანის ქვესისტემაა, მაგალითად, ჩვენი ფიზიკური ორგანოები, ან მაგალითად ის პროექტები, რასაც ცხოვრებაში რეალიზებას ვუკეთებთ ან უბრალოდ რაზეც ვფიქრობთ.

ჩვენ კი თვითონ ვართ იმ სისტემის ნაწილები, რომელსაც კაცობრიობის ეგრეგორი ჰქვია.

თავად კაცობრიობა არის ერთ - ერთი ქვესისტემა მზის სისტემისა, რომლის სხვა ქვესისტემები არიან პლანეტები და მათი შემადგენელი ქვესისტემები. და ა.შ. მზის სისტემა ქვესისტემას წარმოადგენს ვარსკვლავთა სისტემისთვის, რომლის სხვა ქვესისტემებია მაგალითად ზოდიაქოს თანავარსკვლავედები.

ამრიგად, ნებისმიერი ობიექტი არის თავად სხვა ქვესისტემების დამტევებელი, და თვითონ არის ქვესისტემა მისთვის მიუწვდომელი სისტემისთვის. სანამ ასტროლოგიის სიღრმისეულად შესწავლას დაიწყებდით, გირჩევთ წაიკითხოთ მამუკა გურულის სტატია "ეგრეგორები", რის შემდგომაც, ვფიქრობ, ასტროლოგიის ძირითად მისიაში უფრო კარგად გაერკვევით, ანუ ასტროლოგიას "თავის ადგილს მიუჩენთ სამყაროში".

და რა არის ნებისმიერი ეგრეგორის ფუნქცია? რაღა თქმა უნდა გავითარება, ევოლუცია. თუ ეგრეგორი "დადებითია", ესეიგი ის ვითარდება და მის შემადგენელ ნაწილებსაც ეხმარება გავითარებაში.

მაგალითად მზის სისტემა კონსტრუქციულია, რადგან ის არაერთი გზით გზავნის იმპულსებს, რათა მის ქვესისტემას - კაცობრიობას დაეხმაროს ევოლუციაში. მაგალითად, ქრისტემ (როგორც ადამიანმა) გაატარა თავის თავში მზის სისტემის იმპულსი, ქრისტე თავად გახდა მზე, მზის სისტემის ცენტრი, რაც ნიშნავს კოსმიურ სიყვარულს, რადგან მზე განიცდის ყველა ადამიანის გასაჭირს, ის ანათებს ყველასთვის. ეს არის ღმერთის იდეა ჩვენთვის, კაცობრიობისთვის.

ast 3

სხვაგვარი იმპულსი ეს არის ასტროლოგია, რომელიც შეგვიძლია ეგრეგორულ ენაზე განვმარტოთ, როგორც: მზის სისტემის ქვესისტემების ურთიერთქმედება ვარსკვლავურ ქვესისტემებთან. რადგან ასტროლოგიაში გარეულია როგორც მზე და მისი პლანეტები, ასევე თანავარსკვლავედები.

ასტროლოგიაც (თავისი ბუნებრივი და იდეალური ფორმით) კონსტრუქციულია. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. არსებობს წარმოქმნილი განშტოებები ქრისტიანობაში, მაგალითად რომლებიც სულ არ არიან კონსტრუქციულები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად ქრისტეს იდეაა დესტრუქციული. მსგავს რამეს შეიძლება შევხვდეთ ასტროლოგიაშიც.

მაგრამ, ჭეშმარიტი ასტროლოგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის ევოლუცია. ამრიგად, ასტროლოგია ეს არის ვარსკვლავური დონის კონსტრუქციული ეგრეგორის იმპულსი, რომელიც ერთგვარ მათემატიკურ და მითოლოგიურ ენაზე კაცობრიობას გადმოეცემა. ასტროლოგიის ძირითადი და მთავარი მიზანია ადამიანს დაანახოს მისი კარმული მისია.

რაში გამოიხატება კონსტრუქციულობა? იმაში, რომ ადამიანი ვითარდება ევოლუციურად, და რაც უფრო მაღალ დონეზე ადის, მით უფრო უახლოვდება აბსოლუტს, ანუ იდეალურ სისტემას, რომელსაც თავად სამყარო წარმოადგენს მთელი თავისი ქვესისტემების სისტემებით.

და რა არის აბსოლუტის მთავარი მიზანი? რაღა თქმა უნდა იგივე - ევოლუცია თავისი ქვესისტემების. ამრიგად, ასტროლოგიის ხელშეწყობით (და კიდევ სხვა რაღაცების დახმარებით) ადამიანი ევოლუციურად მაღლა ადის, რის შემდგომაც ის თავად ხდება რაღაც დოზით და რაღაც გაგებით ვარსკვლავური ეგრეგორი, რომლის მთავარი მიზანიც მისი ქვესისტემების ევოლუცია არის, ამიტომაც გავითარებული ადამიანის ბუნებრივი მიზანიც სწორედ ეს ხდება - სხვა ადამიანების დახმარება ევოლუციურ გავითარებაში.

ამრიგად, ყველაზე კონსტრუქციული სწორედ ეს პროცესია. კონსტრუქციული ეგრეგორი თავის ქვესისტემას აამაღლებს, რათა ამ უკანასკნელმაც თავისი "ძმა" სისტემები აამაღლოს. ეს არის სამყაროს ევოლუცია. ეს პროცესი ალბათ კონსტრუქციულ ეგრეგორებში ჩვეულებრივი ამბავია, და ჩვენ - ადამიანები და ვარსკვლავები - ამის კერძო შემთხვევას წარმოვადგენთ.

მაგრამ რა ხდება, როცა ადამიანი უარს აცხადებს ვარსკვლავური დონის გავითარებაზე, და არ განიცდის ევოლუციას? მაშინ მას ეძლევა გაკვეთილები, რათა როგორმე კონსტრუქციული გახდეს. რადგან, როცა ვარსკვლავურ სისტემას პარაზიტი ჰყავს ქვესისტემად, ის როგორც იტყვიან "კოსმიური სიყვარულით" უდგება ამ პრობლემას და ძალიან მომთმენია.

აბა წარმოიდგინეთ, ვარსკვლავური ეგრეგორი რამდენი ათასწლეულია არსებობს და თითოეული ადამიანის ისტორია აქვს ნანახი. ის შემწყნარებელია და ყოველთვის გვეხმარება ევოლუციაში. ეს არის ქრისტეს იმპულსიც, ეს კოსმიური სიყვარული სწორედ ვარსკვლავური დონის მიღწევის შედეგად ეძლევა ადამიანს. რადგან, ვიწრო სათვალიდან ადამიანი ვერ გახდება უბრალოდ ბრძენი და კონსტრუქციული.

ამრიგად, ადამიანის ვარსკვლავური მისიაა დაუახლოვდეს თავის შემოქმედს, ღმერთს, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ თვითსრულყოფილება, მეორეს მხრივ მისი ქვესისტემების სრულყოფილებაც. ამიტომაც, მაღალი ევოლუციური დონის ადამიანები, ემსგავსებიან და უახლოვდებიან რა თავის შემოქმედს, თვითონაც ვითარდებიან და სხვებსაც ეხმარებიან გავითარებაში, რადგან ვარსკვლავური იდეა სწორედ ეს არის.

ეს არის სამყაროს კონსტრუქციული მხარე. ევოლუცია, გავითარება, რაც გინდათ ის დაარქვით. რატომ აქვს ორი მიმართულება ევოლუციას? სინამდვილეში ეს ერთი მიმართულებაა. სისტემა ვითარდება და უფრო მაღალს ერწყმის, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ მისი ქვესისტემებიც არ განვითარდებიან. ვარსკვლავური ეგრეგორი ვერ განვითარდება, თუ ადამიანებიც ამაში წვლილს არ შეიტანენ. ამის გაცნობიერება არის აუცილებელი, სანამ ასტროლოგიის შესწავლას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რისთვის გვჭირდება ასტროლოგია.

მაგრამ ჩვენი (კაცობრიობის ეგრეგორის) ცხოვრება მოიცავს უამრავ სფეროს, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი. როგორ გავერკვეთ ამ ორომტრიალში და ქაოსში, რომელსაც ჩვენი რთული ცხოვრება ჰქვია. არსებობს უამრავი ეზოთერული თუ მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ამ ქაოსის მართვის შესწავლით არის დაკავებული. ვინც რომელი სისტემით ინტერესდება, მისი წესებით ცხოვრობს. ზოგიერთს ფიზიკა უყვარს, ზოგიერთს მაგალითად ტრანსერფინგი.
ჩვენ კი, ვისაც ასტროლოგია გვიყვარს (ან ჩვენი პიროვნება გადაჯაჭვულია ასტროლოგიაზე რაღაც კარმული მიზეზებით), და გვსურს ამ ეგრეგორს მივანდოთ ჩვენი ევოლუცია და ბედნიერება, ნამდვილი ასტროლოგია დაგვეხმარება, რადგან მისი თავდაპირველი და ბუნებრივი იმპულსი კონსტრუქციულია - ეს ვარსკვლავური ნებაა ადამიანის ევოლუციის.

ast 4

როგორ აღწერს ასტროლოგია რეალობას? ეს დაახლოებით ფიზიკის ამოცანის გადაწყვეტას ჰგავს. წარმოიდგინეთ ფიზიკური პროცესი ბუნებაში. ის ძალიან რთულია და მისი აღწერა დეტალურად მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ახლა გამოჩნდა ვიღაც მათემატიკოსი, რომელიც გეუბნებათ: "მითხარით ამ პროცესის ფიზიკა, ესეიგი მითხარით ბუნების კანონები, და დანარჩენს მე ვიზამ. ესეიგი, მითხარით ბუნების ძირითადი კანონები, და ამ პროცესს მათემატიკურად აღვწერ. და როცა აღვწერ, შემდგომ უკვე შეგეძლებათ იწინასწარმეტყველოთ შედეგები და გამოიყენოთ ეს ბუნებრივი პროცესი, მაგალითად, ტექნიკის გავითარებისთვის".

ასე მუშაობს ასტროლოგიაც, ის რეალობის ერთგვარ მათემატიკურ მოდელს ქმნის. ვარსკვლავური სისტემა სწორედ ასე გვესაუბრება კაცობრიობას.
ამრიგად, ასტროლოგია სულაც არ ყოფილა მხოლოდ ადამიანების დახასიათება ან იმის შიში, რომ სატურნი შენს მზეს შეუერთდება და ამით დაგაზიანებს. ზოგიერთი თვლის, რომ ასტროლოგიაში არის დადებითი და უარყოფითი ელემენტები, მაგალითად სატურნი და მარსი უარყოფითია, ვენერა და უპიტერი კი დადებითია. და არსებობს არასასურველი და სასურველი პერიოდები ადამიანის ცხოვრებაში.

სინამდვილეში ეს ყველაფერი თავისი დადებით - უარყოფითობებით მოცემული და კონკრეტული ადამიანის ევოლუციას ემსახურება, და მის გავითარებაში და გამოცდილების მიღებაში წვლილი შეაქვს. მაგრამ, თუ ერთი ადამიანი მაგალითად თავის ავადმყოფობაში გავითარების მექანიზმს ხედავს, ხოლო მეორე ამაში ტანჯვას ხედავს, ეს უკვე მოცემული ადამიანების ევოლუციური გავითარების სხვადასხვა ეტაპებია.

არიან მაღალი დონის გავითარების ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების კარმასაც ხედავენ და მათ მკურნალებად ევლინებიან მოცემული კულტურის საზღვრებში (მაგალითად ქრისტიანობაში წმინდანები, ან თავად ქრისტე). მთავარია ადამიანმა თავისი კოდი იპოვნოს, თავისი გზა ამ ცხოვრებაში. ეს მისი ევოლუციური კოდია მოცემულ ცხოვრებაში, და თუ ამას იპოვის, მაშინ ის ბედნიერების გზას ადგას. ასტროლოგია ცდილობს სწორედ ამ გზის და დეტალების გაგნებას.

ast 5

აქსიომატური სტრუქტურა

თქვენ გსურთ ახალი სისტემის სწავლა, მაგალითად მეცნიერების რომელიმე დარგის, ან ეზოთერიკის რომელიმე დარგის (მაგალითად ასტროლოგიის), ან მუსიკის, ან რომელიმე ენას დაუფლება, და სხვ. როგორ მოქმედებთ? ცხადია, სისტემის სწავლის ზოგადად ორი გზა არსებობს. ერთი მათგანია, მე ვიტყოდი, "უთავბოლოება".

უთავბოლოება - ეს არის მაგალითად, როცა ახალი და უცხო სისტემით დაინტერესებული ადამიანი რაღაც ინფორმაციებს ქექავს ინტერნეტში და უთავბოლოდ ეძებს ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებულ ინფორმაციებს. თუ ადამიანი ენთუზიაზმის ნაკლებობას განიცდის, მაშინ მალევე შეეშვება ამ "უთავბოლოებას", რადგან ის ვერ დააკავშირებს ელემენტებს ერთმანეთთან და ეს ახალი სისტემა მისთვის რამდენადმე მოსაწყენი გახდება.

მაგალითად, როცა მე დავინტერესდი "სისტემურ - ვექტორული ფსიქოლოგიით", თავიდან უთავბოლოდ ვეძებდი ინფორმაციებს და საკუთარ თავს ვკითხე - "იოანე, რაში გჭირდება ეს სისულელე?'. მაგრამ, მოგვიანებით გავეცანი მამუკა გურულის სტატიას - "ეგრეგორები", რაც დამეხმარა იმაში, რომ ამ ახალი დისციპლინისთვის თავისი ადგილი მიმენიჭებინა ჩემს ცნობიერებაში, რაც თავის მხრივ მის სიღრმისეულ გააზრებაშიც დამეხმარა.

სწორედ ასე არის ასტროლოგიაც. მრავალი ჩვენგანი (მათ შორის მეც) ასტროლოგიას პირველად ეცნობა "უთავბოლოდ", ინტერნეტში ეძებს ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებებს, მერე აღმოაჩენს, რომ არსებობენ პლანეტები, რომლებიც ასტროლოგიაში გამოიყენება, მერე აღმოაჩენს, რომ არსებობს ასცედენტი, მერე აღმოაჩენს, რომ არსებობენ სახლები და ა.შ.

თუ ახალი სისტემისადმი ინტერესი საკმარისია უთავბოლოობისგან გამოწვეული დეპრესიის დასათრგუნად, მაშინ შეგიძლიათ ასე შეისწავლოთ სისტემა. თუმცა ნებისმიერი სისტემა სინამდვილეში კარგად დალაგებული სტრუქტურაა. თუ თქვენ თავიდან სისტემის ძირითად პოსტულატებს - ეგრეთწოდებულ აქსიომებს, ძირითად დებულებებს - გაეცნობით, მაშინ მთელს სისტემას საათივით ააწყობთ.

გქონიათ მათემატიკასთან შეხება? მე მაგალითად სკოლის გეომეტრიის სწავლა შუიდან დავიწყე და მიწევდა რაღაც რთული და დიდხნიანი გზით მემტკიცა თუნდაც პითაგორას თეორემა და სხვა თეორემები. ჩემი ინტერესი საკმაოდ ძლიერი იყო, ამიტომაც დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, და ადრე თუ გვიან მთლიანად "გადავყლაპე" სკოლის გეომეტრია.

მაგრამ, მე რომ თავდაპირველად გეომეტრიის აქსიომები მესწავლა, მაშინ მთელს გეომეტრიას საათივით ავაწყობდი. მაშინ ნებისმიერი თეორემა გახდებოდა შემოქმედებითი პროცესი, როცა აქსიომათა სტრუქტურას აგებ - ანუ თეორემას ქმნი. ეს შემოქმედებითი პროცესია და აქ არავითარ უთავბოლოებას ადგილი არ აქვს. თუ განათლების სისტემაში ამ მიდგომას უფრო ძირფევიანად ჩანერგავენ, მაშინ სწავლა შემოქმედებითი ინტერესის საგანი გახდება.

რატომ შემოქმედებითი? ავიღოთ ასტროლოგია. აქ გვაქვს რამდენიმე ასე ვთქვათ "პოსტულატი", "აქსიომა", რომელთა მათემატიკური სტრუქტურები ააგებენ ზოდიაქოს ნიშნებს და სხვა რაღაცებს. მეტსაც ვიტყვი, ასტროლოგიისთვის მათემატიკა საციცოცხლოდ აუცილებელია, რადგან მათემატიკის მრავალფეროვნების გამო ყოველთვის მოიძებნება ისეთი მათემატიკური ოპერაცია, რაც აქამდე არ გამოყენებულა ასტროლოგიაში. ამრიგად, ასტროლოგიის გავითარება შეიძლება მათემატიკის გავითარების "პარალელურადაც".

თუ ჩვენ ძირითად "აქსიომებს" გავეცნობით ასტროლოგიაში, მაშინ საათივით ავაწყობთ ზოდიაქოს ნიშნებს. ამიტომაც არის ეს შემოქმედებითი პროცესი. ამიტომაც ნებისმიერი ახალი სისტემის სწავლა ამით დაიწყეთ - ძირითადი პრინციპები, და შემდგომ მთელი სისტემის სილამაზეს დაინახავთ.

ast 6

ერთ მნიშვნელოვანი მომენტი: გარემო პირობების ცვლილებები შესაძლოა მოცემული სისტემის აქსიომებს რამდენადმე "ედავებოდეს", ანუ ერთმანეთში არ ჯდებოდეს გარემოს ობიექტური რეალობა მოცემული მომენტისთვის და სისტემის პოსტულატები (სისტემის ცხოვრებისეულ სფეროს გააჩნია ცხადია). ასეთ შემთხვევაში სისტემას რამდენიმე გზა აქვს გადასარჩენად, და ერთ - ერთი მათგანია, ჩემის აზრით ყველაზე საუკეთესო, ინტეგრირდეს ახალ რეალობასთან და თავისი პოსტულატები "გადააპროგრამოს" ახალ წყობაზე.

ეს ასტროლოგიასაც სჭირდება ახალ ეპოქაში, რათა მოერგოს ახალ წყობას, განსაკუთრებით ფსიქოლოგიას და ასტრონომიას. თუ ასტროლოგია მოერგება მეცნიერების და ეზოთერიკის უახლეს დარგებს, მაშინ ის ჭეშმარიტად მრავალფეროვანი და დიდებული იქნება, რადგან მას ისედაც აქვს მათემატიკური და ფილოსოფიური სირთულე და მასში იმთავითვე დევს პროგრესის იდეა, რადგან ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ისეთი მათემატიკური ოპერაცია, რაც ჯერ არ გამოყენებულა ასტროლოგიაში. და თუ ასტროლოგია ახალ ობიექტურ თუ სუბიექტურ სისტემებსაც მოერგება, მაშინ ის გრანდიოზული და მეტად საინტერესო გახდება.

მაგალითად, ბოლო პერიოდში არის აღმოჩენილი რამდენიმე ახალი პლანეტა თუ ასტეროიდი. ისინი "ახალგაზრდები" არიან ასტროლოგიაში, ამიტომაც მათი გავლენა ბოლომდე ჯერ არ არის შესწავლილი. ცხადია, ასტროლოგებს შეუძლიათ თეორიულად რაღაც თვისებები მიაწერონ მათ მითოლოგიური სტრუქტურის დახმარებით, მაგრამ ახალი ობიექტების რაოდენობა იზრდება ტექნიკის გავითარებასთან ერთად და ცის გეომეტრიაც უფრო სხვაგვარი ხდება (ანუ სხვაგვარად ვხედავთ მას). ამიტომაც ასტროლოგიას მოუწევს კოლოსალურად დიდი ტრანსფორმაცია და სრულიად ახალ რეჟიმში და სტილში მუშაობა. თუ მან ეს შესძლო, მაშინ ის ჭეშმარიტად დიდებული იქნება. თუ ფეხი ვერ აუწყო ასტრონომიას და ფსიქოლოგიას, მაშინ ის მხოლოდ ერთეულებში იარსებებს და მოკვდება. განა დასანანი არ არის ასეთი დიდებული და ფილოსოფიურად ყოვლის მომცველი მათემატიკური სტრუქტურა წარსულს ჩაბარდეს?.. ჰმ..

მოკლედ, მივუბრუნდეთ ტრადიციულ ასტროლოგიას. პირველი ალბათ რაც უნდა ვისწავლოთ ეს პლანეტებია. მაგრამ პლანეტების განხილვამდე მსურს განვიხილო სტიქიები და ჯვრები, რადგან ისინი უფრო ცოტა ინფორმაციას ატარებენ და დასაწყისისთვის მარტივი იქნება მათი გაცნობა.
როდესაც სტიქიებს, ჯვრებს და პლანეტებს კარგად გაეცნობით, მერე უკვე შესძლებთ ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებას.

ast 7

სტიქიების თანმიმდევრობა და ევოლუციის დინამიკა

მოდი დროებით დავივიწყოთ სტიქიების თანმიმდევრობა (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი). თავი გავანებოთ ამ ინფორმაციას და ჩვენს რეალობას გადავხედოთ. მინდა ასტროლოგია რეალობიდან გამომდინარე გავიაზროთ, რადგან ეს არ არის უბრალო ფანტაზიორობა და ზღაპრები (მათთვის, ვისაც გვჯერა მისი), ამიტომაც ის უშუალო რეალობიდან გამოვიყვანოთ.

გაიხსენეთ პირველი ქვეთავი - "რისთვის არსებობს ასტროლოგია", სადაც საუბარი მქონდა ეგრეგორებზე. რა იყო ეგრეგორის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა ევოლუცია.

მოდი დავახასიათოთ ეგრეგორი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ეგრეგორული ცენტრი, ასე ვთქვათ ის ძირითადი იდეა, რომლის გარშემოც იქმნება ეგრეგორი. პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცენტრი წარმოადგენს ეგრეგორის ღმერთს, ანუ სხვაგვარად - ეგრეგორის შემოქმედს. სწორედ ამ იდეის თუ სუბსტანციის გარშემო იქმნება ეგრეგორი. მაგალითად პოლიტიკის გარშემო იქმნება დედაკაცთა ჯგუფი, რომელიც იკრიბება და ლანძღავს პოლიტიკოსებს. ზოგადად რომ ვთქვათ, ეგრეგორს გააჩნია შემოქმედი, ძირითადი არსი, რომელიც მისი მმართველია. ასევე, სწორედ ეს ცენტრი არის ეგრეგორის ენერგეტიკული ცენტრი. ის აგროვებს შემოსულ ენერგიებს და ისვე ანაწილებს ენერგიას ეგრეგორის წევრებისთვის. ეს ცენტრი შეიძლება იყოს იმთავითვე დესტრუქციული ან კონსტრუქციული, ან შეიცვალოს ერთიდან მეორემდე. ასეთ შემთხვევაში ეგრეგორი ევოლუციას განიცდის. ამ ერთგვარი ენერგეტიკული ცენტრის და მმართველობის სიმბოლოს წარმოადგენს პირველი სტიქია - ცეცხლის სტიქია. ეს არის აქტიურობის სტიქია.

რა უნდა ვთქვათ ეგრეგორზე ცენტრის განხილვის შემდგომ? ალბათ ის, რომ ეგრეგორი თვითგადარჩენით არის დაკავებული. პირველ რიგში მან უნდა დათვალოს მთელი თავისი რესურსები და გაანაწილოს დროსა და სივრცეში (ან სხვა განზომილებებში). ეგრეგორმა უნდა იცოდეს თავისი შესაძლებლობები და სამუშაოს სტილი უნდა გამოიმუშავოს, რეჟიმები და სხვა. ეს წესრიგი აუცილებელია ეგრეგორის სიმტკიცისთვის, მიწაზე მყარად დგომისთვის, სტაბილურობისთვის. ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის შიდა გამოვლინებაა. ეგრეგორი აწესრიგებს თავის შიგნით რესურსებს. ეს უბრალოდ აუცილებელია, რათა არ მოხდეს მოულოდნელი მოვლენები, არ მოხდეს არაპროგნოზირებადი და გაუთვალისწინებელი მოვლენები. ყველაფერი რეჟიმშია და სტაბილურობის გარანტიაც არსებობს. ეს მიწის სტიქიის სიტუაციაა.
ამრიგად, ეგრეგორი დაბადა და შექმნა რაღაც იდეამ (არ არის აუცილებელი ეს აზრობრივი იდეა იყოს, ეს ზოგადად რაღაც სუბსტანცია არის) ეს იდეა მართავს ეგრეგორს, ის არის ეგრეგორის მმართველი და ისვე არის ეგრეგორის ენერგეტიკული ცენტრი. ეს ცეცხლის სტიქიაა.

როცა ეგრეგორი უკვე შექმნილია და რაღაც იდეით იმართება, აუცილებელი ხდება მისი თვითგადარჩენისთვის ზრუნვა. ერთია შექმნა, მეორეა შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია ეგრეგორის შიდა რესურსები კარგად გაითვალოს და გადანაწილდეს სხვა და სხვა განზომილებებში. ეს ეგრეგორის სტაბილურობისთვის აუცილებელია. ეს მიწის სტიქიაა.

რა ხდება ყოველივე ამის შემდგომ? ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი სისტემა თავის თავში მოიცავს ქვესისტემებს, და მეორეს მხრივ ის თავად წარმოადგენს რაღაც უფრო დიდი სისტემის ქვესისტემას. ამრიგად იდეამ შეკრა ეგრეგორი და გახდა ენერგეტიკული ცენტრი (ცეცხლი) შემდგომ ეს ენერგია უნდა განაწილდეს პრაქტიკულად (მიწა) მთელს ეგრეგორში. მაგრამ, ეგრეგორი არ არის იზოლირებული სამყაროში. ერთის მხრივ მას ქვესისტემები აქვს, მეორეს მხრივ ის სხვა მისნაირ სისტემებთნ ურთერთქმედებს, და ეს ურთიერთქმედება ენერგეტიკული ნაკადების გაცვლას ნიშნავს (სხვა და სხვა დონეზე ურთერთქმედება უბრალოდ ენერგიის სხვა და სხვა სახეებია). ამრიგად, ეგრეგორი ჩამოყალიბდა და რესურსები გაანაწილა. ახლა დროა ითანამშრომლოს სხვა ეგრეგორებთან.

სხვა ეგრეგორებთან კონტაქტები უბრალოდ გარდაუვალია. თავდაპირველად ეგრეგორი რომ იქმნება, ჯერ ის თვითგადარჩენაზე ფიქრობს და მას არ სცალია თანამშრომლობისთვის. ჯერ მან საკუთარი რესურსები უნდა შეაფასოს. მხოლოდ შემდგომ ის აღმოაჩენს, რომ არსებობენ თურმე სხვა ეგრეგორებიც და იწყებს მათთან თანამშრომლობას, სასურველია მეგობრობას. ეს უკვე ჰაერის სტიქიის სიტუაციაა. ამ ეტაპზე უკვე ეგრეგორი, აღმოაჩენს რა რომ სხვა ეგრეგორებიც არსებობენ, ის იწყებს სვლას ევოლუციისკენ.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ეგრეგორი აღმოაჩენს თავისნაირ ეგრეგორებს, ასევე აღმოაჩენს და შეისწავლის თავის ქვესისტემებს და უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო - ბოლო გაჩნდება აზრი, რომ ის თავად წარმოადგენს რაღაც უფრო დიადი სისტემის ქვესისტემას თავის "ძმა" ეგრეგორებთან ერთად. ეგრეგორი უკვე დაიწყებს თავისი შიდა სისტემის შესწავლას, რათა ამით რაღაცნაირად გაერკვიოს სამყაროს მექანიზმში და საბოლოოდ თვითონაც დაინახოს საკუთარი თავი, როგორც რაღაც უფრო მაღალი წყობის სისტემის ქვესისტემა. ამ ჰაერის სტიქიის სიტუაციის გადავლის შემდგომ უნდა განვიხილოთ წყლის სიტუაცია.

ამ ეტაპზე ეგრეგორი, აღმოაჩენს რა სამყაროს მოწყობას, ჩაწვდება სამყაროს დინამიკის არსს - ევოლუციას. მას ეძლევა უმაღლესი ეგრეგორისგან (ანუ თავისზე მაღალი ეგრეგორისგან) იმპულსები, რომელიც მას ეხმარება გავითარებაში. ამ ეტაპზე ეგრეგორის პირველი მდგომარეობა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ეგრეგორის ეგოცენტრიზმი და პარაზიტულობა აღარ არსებობს. ის აღარ არის ენერგეტიკული ცენტრი სამყაროში (უფროსწორედ, არც არასდროს იყო, უბრალოდ ასე ხედავდა თავს), არამედ მას ენერგიის გაცვლა - გამოცვლა აქვს თავის ზე და ქვე სისტემებთან. ის უკვე კონსტრუქციულია და რას ნიშნავს კონსტრუქციულობა? ევოლუციას, ანუ ის თავის ქვესისტემებსაც გადასცემს იმპულსებს, ასევე თავის "ძმა" ეგრეგორებსაც ეხმარება, რათა მათაც შეიცნონ მათი ზესისტემა. ეს თანაგრძნობის და ფსიქოლოგობის ეტაპია, ეს ევოლუციის და სამყაროს არსის ჩაწვდომის ეტაპია და ეს არის წყლის სტიქიის სიტუაცია.

ამრიგად, სტიქიები დავალაგეთ თანმიმდევრობით ევოლუციური დინამიკის თანახმად. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნურავინ იფიქრებთ, თითქოს ევოლუცია მხოლოდ წყლის სტიქიის ადამიანებს შეუძლიათ. არაფერი მსგავსი. ყველა სტიქიას (და ზოგადად ნებისმიერ ასტროლოგიურ მდებარეობას) აქვს გამოვლინების სპექტრი ევოლუციური დონეების მიხედვით. ანუ ნებისმიერი ასტრო მდებარეობა უნდა დამუშავდეს და არსებობს დაბალი და მაღალი ევოლუციური გამოვლინება ნებისმიერი ასტრო მდებარეობის და ასპექტის. ამიტომაც, ასტრო დახასიათება ხდება ევოლუციური დონის სიზუსტით. ამიტომაც, ნუ იფიქრებთ, რომ ცეცხლს არ შეუძლია ევოლუცია (რადგან პირველი სტიქიაა) და მსგავსი ზღაპრები.

ეს ევოლუციური დინამიკა და ეგრეგორის ისტორია (მისი გაჩენიდან ევოლუციის მექანიზმის ათვისებამდე, ანუ "გასხივოსნებამდე") უბრალოდ იმისთვის გვინდა, რომ რამენაირად სტიქიების თანმიმდევრობა დავალაგოთ (სტიქიებზე უფრო დაწვრილებით შემდგომ თავებში გეტყვით), თორემ ზოგადად ნებისმიერ სტიქიას თავისი კარმული მისია აქვს და ევოლუციური გამოვლინების სპექტრი.

აბა აქსიომატური სტრუქტურა სხვა რაღა უნდა იყოს? ასე უბრალოდ სტიქიები და პლანეტები (და ჯვრები) არ დალაგდება. რაღაც კანონზომიერება გვჭირდება, რაღაციდან უნდა გამოვიყვანოთ, და სად უნდა ვეძებოთ ამ სიმბოლური ენის გასაღები, თუ არა ისევ და ისევ სამყაროს ძირითად არსში - ევოლუციურ დინამიკაში. აბა რა, ასე გავაგრძელოთ..


 

სტიქიები

ast 8

ცეცხლის სტიქია

"რომელმან შექმნა სამყარო სახითა მით მიერითა"..

გსმენიათ ალბათ, რომ "ღერთმა შექმნა სამყარო". ღმერთი განიმარტება, როგორც სამყაროს ცენტრი. ის ცენტრია ყველა გაგებით. ის ენერგეტიკულ ცენტრს წარმოადგენს. ეზოთერულად ღმერთი ეს არის ყველაზე უფრო დიდი ეგრეგორი, ყველაზე უფრო დიდი სისტემა, რომელიც მთელს სამყაროს იტევს. და მისი ენერგია განაწილებულია მთელს სამყაროში. ის სხვადასხვა არხებით ენერგიის ნაკადებს გადასცემს (ანაწილებს) მთელს თავის სამფლობელოში. ის თავად არის სამყაროს ფუნქციონირების ცენტრი, იდეა (ეგრეგორის ცენტრალური იდეა), რომელიც ქმნის თავის გარშემო ეგრეგორს. ის შემოქმედია, რადგან იდეის არსებობა უკვე ნიშნავს გარშემო ეგრეგორის შექმნას. ის მმართველია, რადგან სამყარო მის ნებას ემორჩილება, რადგან ის ეგრეგორი, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს, მის ნებაზეა აშენებული. ღმერთი არის ენერგიის გამნაწილებელი მთელს სამყაროში.

რა სილამაზეა მთელი სამყარო. ფიზიკოსები ამბობენ: სამყარო არის ენერგია და სტრუქტურა. ეს მართლაც ენერგიის სხვადასხვა სახეების მიმოცვლაა. არ არსებობს სამყაროში ჩამკვდარი ობიექტი, არ არსებობს აბსოლუტური ნულის ტოლი ტემპერატურა. ნაწილაკების დონეზე მაინც ხდება მოძრაობა. ნაწილაკები მაინც ირხევიან მცირე განზომილებაში. რაღაც დონეზე ყველაფერი მოძრაობაშია. ეს სურს ღმერთს, ყველაფერი ცოცხალი იყოს, ყველაფერში სიცოცხლის ცეცხლი ენთოს. ქართულადაც რა კარგი სიტყვები გვაქვს - სიცოცხლე და ცეცხლი. სამყარო მოძრაობაშია, დინამიკაშია, ყველაფერი ენერგიის სტრუქტურაა, სწორედ ის სტრუქტურა, რაც "ღმერთმა" შემოიმოქმედა.

რა საინტერესოა ეს ამბები ხომ.. ცეცხლის სტიქიის ადამიანებს სწორედ ეს შეგრძნება აქვთ. ისინი წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ მინი - ღმერთებს. სინამდვილეში, ცეცხლის სტიქიის ადამიანები ნამდვილად არიან მოწოდებულნი, რათა ენერგეტიკული და სხვა სახით (პრინციპში ყველა ეს სახე ენერგიის სხვადასხვა სახეა) ცენტრი გახდნენ რაიმე ეგრეგორისა. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ. ისინი ცენტრალურ იდეას უნდა წარმოადგენენ იმ ეგრეგორისა, რომელსაც ეკუთვნიან. ისინი თავად ქმნიან ეგრეგორებს თავიანთი "აურით". რადგან ცეცხლი ეგრეგორის განვითარების პირველი საფეხურია, ამიტომაც ცეცხლის ადამიანებს აქვთ რაღაც შესამჩნევი აურა, ისინი ენერგიას ასხივებენ, ისინი თავად წარმოადგენენ ეგრეგორებს, ეგრეგორის ცენტრებს, და მისი გარშემომყოფი ადამიანები ამ "მინი-ღმერთის" სამფლობელოში არიან.

რა ფუნქცია აქვს ეგრეგორის ცენტრს? ის ენერგეტიკული ცენტრია, ამიტომაც ცეცხლის სტიქია ენერგიის დაულევნელი მარაგია. ამ ადამიანებში ენერგეტიკული არხები არსებობს, ისინი იღებენ დიდი რაოდენობით ენერგიას სხვა ეგრეგორებისგან (შეიძლება მაღალი დონის ეგრეგორებისგანაც) და თავადაც ხდებიან არხები სხვა ადამიანებისთვის. რადგან ცეცხლი ცენტრია მთელი ეგრეგორის, ამიტომაც ცეცხლის სტიქიის ადამიანების ერთ - ერთი მისიაა ენერგია გაავრცელონ თავიანთ "სამეფოში", ანუ გარშემომყოფ ადამიანებში მაგალითად.

დეპრესიაში ხართ და ცხოვრების ხალისი დაკარგეთ? ესეიგი თქვენს სულში ცეცხლი ჩაქვრა. ცეცხლის სტიქიის ადამიანები მოწოდებულნი არიან სიცოცხლისთვის. ის ცენტრია ეგრეგორის, ამიტომაც წარმოადგენს მთელი ამ ეგრეგორის სიცოცხლისუნარიანობას, ანუ ენერგეტიკას. ცეცხლი სიცოცხლის ჩამდგმელია ადამიანებში, აღვიძებს მათ მკვდარ ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს, სიცოცხლისუნარიანობას და სიცოცხლისმოყვარეობას.

გახსოვთ ღმერთი ვინ არის? ის ეგრეგორის შემოქმედია და მისი ენერგეტიკული მარაგი. ამიტომაც ცეცხლის სტიქია მოწოდებულია ადამიანებში სიცოცხლე შეიტანონ და მათ საჭირო რაოდენობის ენერგია (ან სხვა რესურსები) მიაწოდონ. მაღალი დონის ეგრეგორის ცენტრი ანაწილებს თავის რესურსებს კეთილშობილად და გულუხვად, ამიტომაც მაღალი დონის ცეცხლის ადამიანები კეთილშობილები და დიდსულოვანები არიან.

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლამაზ ლამაზი ფერებია. ცეცხლი კეთილშობილი და დიდსულოვანია და ა.შ. მაგრამ, ეს მიიღწევა ევოლუციურად მაღალ დონეზე. დაბალ დონეზე კი ცეცხლის ნიშნები ალალად ეგოცენტრულები არიან. ისინი ჭეშმარიტად მიიჩნევენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს და მათ ბრძანებებს უნდა ასრულებდეს. სანამ ცხვირს არ მოიტეხავენ ამ ამპარტავნების გამო (ანუ სანამ აბსოლუტი (ჩვენთვის მაღალი კონსტრუქციული სისტემა) მათ არ შეაჯანჯღარებს), მანამ ისინი სიბრძნეს ვერ მოიპოვებენ. ამპარტავნების ნგრევა და მასთან ერთად ოცნებების ნგრევა მტკივნეულად მიმდინარეობს და რა თქმა უნდა იმპერატიულად.

სამყარო სულაც არ მოძრაობს ადამიანის გარშემო, და როცა ცეცხლის სტიქიის ადამიანი ამ მწარე რეალობას შეეგუება, მხოლოდ შემდგომ ის შესძლებს წინ სვლას და გავითარებას. ძალიან დაბალ დონეზე შეიძლება აგრესიულიც იყოს და ჭირვეული ბავშვივით ითხოვდეს გაცემული ბრძანებების შესრულებას. მაგრამ დრო და დრო აღმოაჩენს, რომ მაგალითად საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს, სულაც არ არის მისით დაინტერესებული და სულაც არ წარმოადგენს ის ამ საზოგადოების ცენტრს. ეს დეპრესია როცა გადაილახება, შემდგომ უკვე ცეცხლი ბრძენდება და საზოგადოების ცენტრი ხდება მაღალი ეთიკური ნორმების "ქადაგებით". ამ შემთხვევაში ცეცხლი დიპლომატი ხდება და აგრესიის ნაცვლად დიპლომატიურად მოქმედებს.

ესეც არ არის მაღალი დონე. ეს უფრო სიკეთით შენიღბული იმპერატივია. ადრე თუ გვიან ესეც დაინგრევა და მანამ ვერ მიაღწევს ცეცხლი სიმშვიდეს, სანამ საუკეთესოდ არ გამოავლენს თავს, ანუ სანამ ევოლუციურად არ გავითარდება. ეს კი ის სიტუაციაა, როცა ადამიანი კეთილშობილი ხდება და დიდსულოვანი.

მაგალითად, დაბალი დონის შემთხვევაში ცეცხლის სტიქია ამაყია და თავისი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობს, მაღალ დონეზე კი ის ჭეშმარიტი ლიდერია, რომელიც თვითონაც სიმაღლეებისკენ მიისწრაფვის და სხვებსაც ეხმარება ამაში. ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენებთ, როცა ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებას დავიწყებთ.

ast 9

ახლა კი გადავხედოთ ბუნებას. რა ფუნქცია აქვს ცეცხლს ბუნებაში? მას შეუძლია ხანძრის მოწყობა და ყველაფრის "გადაბუგვა", როგორც "ნადირი" იტყოდა. ასეა, დაბალი დონის ცეცხლი აგრესიული შეიძლება იყოს (მოარიდეთ იარაღები, რადგან პირველყოფილ ადამიანებში ბრძოლები და იარაღები სწორედ ცეცხლის სიტუაციაა). ცეცხლი შეიძლება აფეთქებას ნიშნავდეს. საერთოდაც, ცეცხლს უყვარს ყველაფერი ბრჭყვიალა და ეფექტური. მაგალითად ფეიერვერკები. ყველაფერი, რაც დიდ და გრანდიოზულ ეფექტებს იწვევს, ყველაფერი რაც გაბრმავებს.

სხვა მხრივ კი ცეცხლზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არ გააჩნია მოთმინება. ხვდებით რატომ? აბა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მახლობლობაში ცეცხლი გაჩნდა. თქვენ მას მალევე შეამჩნევთ. შეიძლება მან თქვენი დაწვა დაიწყოს, ან თქვენი რაიმე ნივთის, მაგრამ ყველა ვარიანტში მისი შემჩნევა მალევე ხდება. შეუძლებელია ცეცხლმა დაწვა დაგიწყოთ და ეს მხოლოდ 5 წუთის მერე იგრძნოთ.

ასე არიან ცეცხლის ნიშნებიც. მათ ყველაფერი ერთბაშად სურთ. მათი ბრძანება მალევე უნდა შესრულდეს, შედეგი მალევე უნდა მიიღონ. ცეცხლს არ უყვარს შედეგების ლოდინი. ისინი შეუმჩნეველნი არ დარჩებიან თავიანთი ქარიზმატული აურის წყალობით. თუ ადამიანის კოსმოგრამაში ცეცხლის სტიქია სჭარბობს, მაშინ ეს ადამინი იზიდავს სხვებს თავისი აურით, ანუ ეგრეგორად იქცევა, და მისი შეუმჩნევლობა საზოგადოებაში არ გამოდის, რადგან ცეცხლის სიცხეს და სინათლეს ვერსად გაექცევი.
რაკიღა სინათლე ვახსენეთ, მოდი ასეთი რამ ვთქვათ: თქვენ მიდიხართ ბნელით მოცულ გამოქვაბულში. რას იქონიებთ თან პირველ რიგში? ცეცხლს.. ცეცხლი, ეს სწორედ ის ობიექტია, რომელიც ბნელ გამოქვაბულში უძღოდათ პირველყოფილ ადამიანებს. სწორედ ცეცხლი აფრთხობდა გამოქვაბულში მყოფ სიბნელეს და მისით გამოწვეულ ღამის კოშმარებს. სწორედ ცეცხლი მიდის პირველი და იღებს პირველ დარტყმას სიბნელეში, რათა გაუკაფოს გზა გზააბნეულ და შეშინებულ ადამიანებს. სწორედ ცეცხლი აფრთხობს მგლებს, და მისით განიწმინდება ყველაფერი ბინძური, სწორედ ცეცხლი აფრთხობს ეშმაკებს და სხვა უბედურებებს.

ამიტომაც ცეცხლის სტიქიის ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვინც პირველი თავით ეშვებიან ცხოვრების ორომტრიალში, რათა შეიცნონ ის, დაიპყრონ და სხვა ადამიანებს გაუნაწილონ. სწორედ ცეცხლის სტიქია სჭირდება ადამიანს, ვინც დეპრესიას და უმოქმედობას უჩივის. თუ გეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმის რაიმე საქმეში, მოუხმეთ ცეცხლის სტიქიის დიდი გავლენის მქონე მეგობარს, და მასთან ერთად დიდი ოპტიმიზმითა და სიხარულით გადააბიჯებთ ახალ სამყაროში. ის უშიშარია, რომელიც წინ გაგიძღვებათ.

ცეცხლი ალალია და თავისი სინათლის ბუნებიდან გამომდინარე არ უყვარს ტყუილები და ინტრიგები. ცეცხლი ალალად და ღიად იბრძვის და გამოთქვამს იმას, რაც თავში და გულში აქვს. ვერ იტანს ინტრიგნულ, ჩახლართულ და იდუმალ სიტუაციებს - წყლის სტიქიის სიტუაციებს - სადაც ბოლომდე არაფერი ითქმევა. და ღიზიანდება, როცა ადამიანები ორპირად და შემოვლითი გზით მოძრაობენ (განსაკუთრებით მშიშარა კირჩხიბი). ნამდვილი ცეცხლი არასდროს ტყუის, ის თავის ბუნებრივ სახეს არ მალავს და ბოლომდე გადმოაფრქვევს ენერგიას გარემოში.

ცეცხლი არის ძველის დაწვა და ახლის აშენება, ცეცხლი არის სიცოცხლე და ენერგია, ცეცხლი არის შემოქმედება და აქტიურობა. ახლა გესმით საიდან მოდის ცეცხლის ნიშნების თვისებები? რომლებიცაა აქტიურობა, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, სპორტის სიყვარული, ძალაუფლების სიყვარული და სხვა. ეს ყველაფერი მოდის ეგრეგორული გავითარების ცენტრის ხასიათიდან და ძირითადი ფუნქციებიდან.

კიდევ ერთი დეტალი: გარდა კეთილშობილი მმართველობისა და წინამძღოლობისა, რომელიც ეგრეგორს კონსტრუქციული გზით მიმართავს, ცეცხლი სიმბოლოა შეცნობის. "და ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" გაგიგონიათ ალბათ. ამიტომაც ცეცხლი - ეს არის განათლება, რითაც ყოველი შეუცნობლის შიში ქრება.

ამრიგად, ცეცხლის სტიქიის ძირითადი კარმული ამოცანაა პირველი თავით გადაეშვას ცხოვრების გაუგებრობაში და წინ წაუძღვეს არც თუ ისე მამაც ადამიანებს. მაღალი დონის განვითარების ცეცხლი თავის თავზე აიღებს მთელს პასუხისმგებლობას ეგრეგორზე, რადგან ის მის ენერგეტიკულ ცენტრს წარმოადგენს. მაღალი დონის ცეცხლი აცნობიერებს, რომ ის თავად ღმერთის ნების გამტარი უნდა იყოს, და მისი ნება ღმერთის დიდსულოვან ნებას უნდა დაემთხვეს (განსაკუთრებით ეს ეხება მზის ნიშნებს - ლომს და ვერძს), ამიტომაც ის კეთილშობილი წინამძღოლია და სიცოცხლისა და ხალისის სულის ჩამდგმელია ყოველ სულიერში, ვისთანაც აქვს ურთიერთობა.

ამრიგად, ცეცხლებო! თქვენ ხართ შემოქმედების და აქტიურობის სიმბოლო, თქვენ ხართ ეგრეგორების ცენტრი (სასურველია კეთილშობილი), თქვენვე ხართ მოწოდებულნი ყველა თქვენი გარშემო მყოფი ადამიანი კარგ ხასიათზე დააყენოთ და სიცოცხლე შესძინოთ.

სახლები, რომლებშიც ცეცხლის სტიქიის ნიშნები რეალიზდებიან პირად რუქაში, არის ცხოვრების ის სფეროები, სადაც არ უნდა შეგვეშინდეს თამამი ნაბიჯების გადადგმა და ენთუზიაზმი - ოპტიმიზმი გამოვავლინოთ. ცეცხლის სტიქიის ნიშნები არიან: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. უფრო დაწვრილებით დახასიათებას და ფუნქციებს მომავალში განვიხილავთ, როცა ზოდიაქოს ნიშნებს დავახასიათებთ.

ast 10

მიწის სტიქია

მოდი დავუბრუნდეთ ეგრეგორული განვითარების ჩვენეულ მოდელს.

კარგი ბატონო, არსებობს იდეა და ამ იდეის გარშემო (როგორც ნების) იქმნება ეგრეგორი. დღიდან ეგრეგორის შექმნისა ის ცდილობს თვითგადარჩენას. ამისთვის კი მრავალი რამის გაკეთება არის საჭირო.

მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ დაეპატრონეთ ახალ სახლს ქალაქგარეთ თავისი ეზოთი. თქვენ ხარობთ თქვენი მმართველობით, თქვენ ხომ სახლი გეკუთვნით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სახლში ონკანი დაზიანებულია. დაზიანებული ონკანი კიდევ არაუშავს, მაგრამ ამის გამო წყალს ვერ იღებთ სათანადო დოზით. ეს უკვე პრობლემაა. წყალი თუ არ გექნებათ, მაშინ ვერ იბანავებთ, ვერ დალევთ ბოლო - ბოლო წყალს, ეზოს და სახლს ვერ გაწმინდავთ და ა.შ. თუ ვერ გაწმინდავთ, მაშინ იქ არასასურველი "არსებები" დაისადგურებენ. ეს მერე ახალ პრობლემებს შექმნის, ჰიგიენა დაირღვევა და ა.შ. მოკლედ მთელი რიგი უბედურებების ჩამოთვლა შემიძლია.

თუ თქვენ მხოლოდ ცეცხლის სტიქიით შემოფარგლებით, მაშინ მეეჭვება ამდენ სამუშაოს გაუძლოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სახლის დაპატრონება გყოფნით. მაგრამ ვაი რომ ამ სახლს მოვლა უნდა. ვინ უნდა მოუაროს? მეფემ? მმართველმა? დიახ, მაგრამ მეფე შავ სამუშაოს ვერ შეასრულებს.

ამიტომაც, არსებობს მიწის სტიქიაც. თუმცა არ იფიქროთ, რომ მიწის სტიქია მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებისთვის არსებობს. თუ ცეცხლის მიერ დაპატრონებულ ახალს სახლს მიწამ არ მოუარა, მაშინ ცეცხლიც დაკარგავს მას, რადგან დალპება და არავის არაფერში აღარ გამოადგება.

თუ თქვენ მხოლოდ ცეცხლის სტიქიით არ შემოიფარგლებით და მიწის სტიქიის გავლენაც გაქვთ, მაშინ ალბათ მიხედავთ ამ პრობლემას. მაგალითად შეაკეთებთ ონკანს, გაღებავთ სახლს თქვენს გემოზე, დაამაგრებთ ამოვარდნილ ფიცრებს და ა.შ.

ამრიგად, ცეცხლმა დაიპყრო, მიწამ კი შეინარჩუნა. მიწის სტიქიის ძირითადი მისია მდგომარეობს (ეგრეგორული გავითარების თვალთახედვიდან) მიწაზე მყარად დგომაში. მან უნდა შეინარჩუნოს ეგრეგორის არსებობა. მიწა - ეს არის რაღაც გაგებით ეგრეგორის თვითგადარჩენის ერთ - ერთი მექანიზმი (მეორე და მთავარი მექანიზმია წყალი, რომელზეც შემდგომ ვისაუბრებთ).

ამიტომაც, მიწის სტიქიის ადამიანებში არსებობს პრაქტიკული და ობიექტური ხედვა. ისინი თავს უფლებას არ აძლევენ ენთუზიაზმისა და ოპტიმიზმისთვის. მიაყარეთ მიწა ცეცხლს, და ის ჩაქვრება. ასე შეუძლია მიწის სტიქიას ენთუზიაზმის და სიცოცხლისმოყვარეობის ჩაქრობა.

მაგრამ, ამას თავისი პლუსები აქვს. მიწა მოწოდებულია "ეგრეგორის მიწაზე მყარად დგომისთვის", ამიტომაც მას უდიდესი მისია აქვს - შექმნას რაც შეიძლება ადექვატური და სტაბილური მექანიზმი, რომელიც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს ადამიანებს.

მაღალ დონეზე მიწა ისწრაფვის ისეთი სისტემის შექმნისკენ, რომელიც გათვლილია ადამიანის გავითარებისთვის (რადგან თვითგადარჩენა იმთავითვე მოიაზრებს ევოლუციას - ანუ განვითარებას). სხვა და სხვა სფეროში ეს სხვადასხვანაირად ვლინდება. ეს შეიძლება იყოს წარმატების ფორმულები, ან სხვა რაიმე დისციპლინები. ნებისმიერ შემთხვეევაში, მიწას უყვარს დისციპლინა. ეს რაღაც გარანტიის და "მიწაზე მყარად დგომის" შეგრძნებას იძლევა.

დიახ. მიწა მოწოდებულია სტაბილურობისა და გარანტიისთვის. მიწა პრაგმატულია. მას ვერ აღაფრთოვანებ არაპროგნოზირებადი სიტუაციებით (როგორიცაა მაგალითად ჰაერის სტიქიის სიტუაციები) და ვერც ოპტიმიზმს აიძულებ (ცეცხლის სტიქია). აბა წარმოიდგინეთ, მეფემ დაიპყრო და ახლა არხეინად არის, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. სამეფოს რა ეშველება? არა, მიწა ფეხს ფეხზე ვერ გადადებს. ის ეგრეგორული გავითარების მეორე საფეხურზეა და ამიტომაც თვითგადარჩენის მექანიზმი მასში გამჯდარია. მიწა ფეხს ფეხზე ვერ გადადებს, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ შეუკეთებია ონკანი, რომლის შეუკეთებლობაც მრავალ პრობლემას წარმოქმნის (პრობლემების დეტალური აღწერისთვის იხილეთ მესამე აბზაცი). ან არ ვიცი, რაღაც ყოველთვის მოიძებნება, იდეალურად არ იქნება.

არ გეგონოთ, რომ მიწა მოისვენებს როცა ყველაფერი დალაგდება და სტაბილურობის გარანტიას მას თვით მამა ღმერთი წარუდგენს. არა, მიწის ფუნქციაა შრომა და სიმაღლეების დაპყრობა. ამიტომაც ის ვერასდროს ისვენებს. მაგალითად, ქალწული ვერასდროს მოისვენებს, ყოველთვის გამონახავს ამ არასრულყოფილ სამყაროში შავ სამუშაოს, თხის რქა კი არასდროს დაკმაყოფილდება მიღწეულით.

მიწა მოწოდებულია სტაბილურობისა და გარანტიებისთვის. მიწა ანაწილებს იმ რესურსებს, რაც ეგრეგორის ენერგეტიკულმა ცენტრმა გადმოაფრქვია. ამიტომაც თუ მაგალითად ცეცხლის სტიქიის ადამიანმა შექმნა ეგრეგორი და ძლიერი ეფექტების მიზნით აფეთქებები მოაწყო (მაგალითად ფეიერვერკები), მიწა ამ აფეთქების ნარჩენებს შეაგროვებს და "რაღაცისთვის" გამოიყენებს (კაცმა არ იცის რისთვის).

თუ მაგალითად "უგუნურმა" მეფემ რამდენიმე ბანანი მიირთვა და უთავბოლოდ გადაყარა, მიწა ააგროვებს ამ ბანანებს და იცით როგორ იფიქრებს: "ახლა ამ სულელმა ასე რომ ბანანები ჭამოს, იცის კი რამდენი ბანანია სამეფოში?". ამის შემდგომ მიწა დაივლის მთელს სამეფოს, ნახავს ბანანების მიწებს, დაითვლის წელიწადში მოსული ბანანების საშუალო რაოდენობას, შემდგომ შეისწავლის სამეფოში მყოფი იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთაც ბანანი უყვარს, შემდგომ კი გაამრავლებს -გაყოფს და მიიღებს ბანანების იმ რაოდენობას, რომელიც ერთმა კაცმა ერთ დღეში შეიძლება მიირთვას ისეთნაირად, რომ სამეფოს ბანანების კრიზისი არ დაემართოს.
აი ასეთი პრაქტიკულია მიწის სტიქია. მას ვერ შეაცდენ ისეთი "სისულელეებით", როგორიც არაპროგოზირებადობა და ენთუზიაზმია. მიწას ეშინია ენთუზიაზმის. ის მყარად უნდა იდგეს მიწაზე და ეს უჩვეულო აფექტები მის ჩვეულ რეჟიმს დაარღვევს. მიწა ემსახურება იმ ეგრეგორის სტაბილურობის გარანტიას, რომელსაც ეკუთვნის. სტაბილურობა კი მიიღწევა, თუ იქნები შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, პრაგმატული, ობიექტური და ა.შ. სხვა მრავალი, რითაც მიწის სტიქიებს ახასიათებენ ხოლმე.

დაბალ დონეზე მიწის ადამიანები მოსაწყენები და რუტინულები არიან. მათი ზღვარგადასული პრაგმატიზმი შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს. ისინი შეიძლება მუდმივად წუწუნებდნენ იმაზე, რომ სამყარო ჯანდაბისკენ მიდის და ეს უგუნური ადამიანები რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან ენთუზიაზმზე და სიცოცხლის სიყვარულზე, არადა თავის ცხოვრებას რომ გადახედონ არაფრისთვის მიუღწვიათ ამ სულელებს, ამ საცოდავებს. და სხვა მრავალი.. დაბალი დონის მიწა შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერი მისი გასაკეთებელია, რადგან ისინი მშვიდად ვერ უყურებენ დაუმთავრებელ და შუაში მიტოვებულ საქმეებს, რომელსაც წამდაუწუმ აწყდებიან სხვა ადამიანებისგან.

დამუშავება (ანუ ევოლუციურ კიბეზე ასვლა) გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ ყველას თავისი საქმე აქვს გასაკეთებელი, მათ შორის მათაც ამ სამყაროში გარკვეული მისია აკისრიათ. უმაღლეს დონეზე მიწის სტიქია ვლინდება, როგორც ეგრეგორის ფუნქციონირების გენიალური გეგმის შემქმნელი. მაღალ დონეზე მიწა ქმნის სტრუქტურას, დისციპლინას, რისი შესრულებითაც მოცემული ეგრეგორი (რომელ ეგრეგორსაც ემსახურება მოცემულ სიტუაციაში ადამიანი) პირველ რიგში შეინარჩუნებს სტაბილურ არსებობას, მეორე რიგში კი შეიძლება განვითარდეს, წინ წავიდეს კიდეც. მიწა მოწოდებულია იმისთვის, რომ ეგრეგორის (რომელსაც ემსახურება) შიდა რესურსები გაანაწილოს პრაქტიკულად, რათა კრიზისი (მაგალითად ეკონომიკური) არ მოხდეს სისტემაში.

ast 11

ახლა კი მოდი ბუნებასაც გადავხედოთ. რა ფუნქცია აქვს მიწას? პირველ რიგში მიწაზე მყარად ვდგავართ, მიწაზე ვაშენებთ სახლებს და ა.შ. ამიტომაც, მიწის სტიქიის ადამიანებში კერძო საკუთრების თემა აქტუალურია.

სხვა რა შეიძლება ითქვას გარდა მფლობელობისა? მიწიდან ვიღებთ საკვებს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ მიწის სტიქიის ძლიერი გავლენისას ადამიანს გემრიელობების ჭამა უყვარს.

უფრო მეტიც, მიწის დამუშავება გვაძლევს უამრავი სახის საკვებ და საშენებ მასალას, ამიტომაც მიწის სტიქიის ადამიანები ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ ცხოვრების განმავლობაში უამრავი სახის რესურსს, რომელთაც ჭკვიანურად ანაწილებენ ცხოვრებაში.

ადრე, როცა ფული არ არსებობდა, მიწის მისია იყო საკვების მოპოვება და სახლების აშენება. მიწა ფლობდა უამრავ რესურსს, რომლითაც ცხოვრობდა საზოგადოება (გაიხსენეთ ეგრეგორის მეორე დონე).

ახლანდელ ეპოქაში ნებისმიერი რესურსი ფასდება ფულით, ამიტომაც მიწის სტიქიის ფუნქცია გახდა არა იმდენად რესურსების დაგროვება, არამედ პირველ რიგში ფინანსების გამომუშავება. ეგრეგორი ახლანდელ ეპოქაში ვერ იფუნქციონირებს ფულის გარეშე (იგულისხმება ადამიანური ეგრეგორები), ამიტომაც მიწის სტიქიის სტაბილურობის გარანტია არის ეკონომიკური კეთილდღეობა.

რესურსების პრაქტიკული განაწილების მოთხოვნილება და სტაბილურობის ძიება აჩენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრაგმატიზმი, სიფრთხილე და შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა და სხვა.

ამრიგად, საკუთრება და ეკონომიკა მიწის სტიქიაა, რესურსების ჭკვიანური განაწილება მიწის სტიქიაა, და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე უმაღლეს დონეზე მიწის სტიქიის მისიაა, როგორც ვთქვით, შექმნას პროგრამა, რომელიც უზრუნველჰყოფს სისტემის წინსვლას და განვითარებას. ეს სისტემა შეიძლება იყოს მისი პირადი წარმატების გზა, ან მისი სამმართველო ობიექტის, მაგალითად რომელიმე ფირმის უფროსი თუ არის. მაგრამ ეს მიიღწევა მაღალ დონეზე.

და ბოლოს! გვახსოვდეს, რომ სწორედ მიწის სტიქიის გავლენით ვაკეთებთ იმ შავ და მოსაწყენ სამუშაოს, რის გარეშეც წარმატება ვერ მიიღწევა ნებისმიერ სფეროში. ამიტომაც მიწას ახასიათებენ, როგორც რუტინულს და რაღაც არანორმალური ნებისყოფის მქონეს, მაგრამ სწორედ ისინი იპყრობენ იმ საოცარ სიმაღლეებს და ისინი ქმნიან და ახორციელებენ იმ დიად პროექტებს, რომელთაც მოწყენის და შავი სამუშაოს გარეშე ვერ მივაღწევთ.

ეს მოწყენილობა რამდენადმე სასარგებლო და გამართლებულია. ხო, სხვათაშორის, მიწის სტიქია მუდმივად სარგებელზე ფიქრობს.

ცხოვრების ის სფეროები, რომლებშიც შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, ობიექტური ხედვა და სხვა მრავალი მიწისეული თვისება უნდა გამოვავლინოთ, არის ის სახლები, რომლებშიც მიწის ნიშნები რეალიზდებიან. მიწის ნიშნები კი არიან: კურო, ქალწული და თხის რქა.

ast 12

ჰაერის სტიქია

სამყაროში არ არსებობს განცალკევებული ობიექტი. ნებისმიერი ობიექტი არის ერთის მხრივ თავად ინდივიდუალურობა, მეორეს მხრივ ის სხვა ობიექტების გარემოცვაში ცხოვრობს. ამრიგად, ნებისმიერი ეგრეგორი "იძულებულია" იურთიერთოს სხვა ეგრეგორებთან. ურთიერთობებს, დიპლომატიას, სხვა ადამიანებს და ზოგადად - გაცვლა-გამოცვლებს ჰაერის სტიქია მართავს.

მოდი მივუბრუნდეთ სახლის მაგალითს. გახსოვთ ის სახლი, რამდენიმე წუთის წინ რომ დაეპატრონეთ? იქ ალბათ უკვე ონკანი გაკეთებულია და სხვა დეტალებიც შეკეთებულია. კარგით, ახლა შეგიძლიათ გამოხვიდეთ ეზოში და დატკბეთ ბუნების მშვენიერებით.

თქვენ გამოდიხართ ეზოში და ხედავთ, რომ მეზობელ ეზოშიც ვიღაც სხვა ადამიანია გამოსული. თქვენ ერთმანეთს ეცნობით და ურთიერთობას ამყარებთ ერთმანეთთან. სასურველია ურთიერთობა დიპლომატიური იყოს, რათა აერიდოთ კონფლიკტს მეზობელთან.

შეიძლება მომავალში ამ მეზობელმა თავისი ძაღლი დაგიტოვოთ ცოტა ხნით მოსავლელად, ან თქვენ სთხოვოთ მას რაიმე, და ასე ერთმანეთში გექნებათ გაცვლა - გამოცვლა. შეიძლება ერთმანეთს ეზოში მოყვანილი საკვებით გაუმასპინძლდეთ და ა.შ.

ამრგად, აბსოლუტურ ვაკუუმში არცერთი ობიექტი არ არსებობს, ჩვენ ყველანი ერთმანეთზე ვართ რაღაცნაირად გადაჯაჭვულნი და გვინდა არ გვინდა ერთმანეთში ვცვლით ენერგიის სხვა და სხვა სახეებს.

კაცობრიობის დონეზე ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლას ჰაერის სტიქია მართავს. ამის გარეშე ადამიანური ეგრეგორი უბრალოდ იზოლირდება, ხოლო იზოლირებული ეგრეგორი კი კვდება. ამრიგად, თუ ცეცხლი წარმოადგენს ეგრეგორის ენერგეტიკულ და ნებელობით ცენტრს, ხოლო მიწა წარმოადგენს წესრიგს და სტაბილურობას, მაშინ შემდგომი ეტაპი ეს არის სხვა ეგრეგორებთან თანამშრომლობა. სამეფო ვერ იარსებებს, თუ მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში გამოეკეტა. აუცილებელია ნაკადების გაცვლა - გამოცვლა გარე სამყაროსთან, აუცილებელია განიავება. თუ სახლში გამოიკეტები ადრე თუ გვიან უჰაერობით მოკვდები, ამიტომაც უნდა გაატარო საკუთარ სხეულში ჟანგბადის ნაკადი. ასეთი რამ არა მარტო ფიზიკურ, არამედ ნებისმიერ განზომილებაში ხდება (გააჩნია ეგრეგორის პარამეტრებს).
ამრიგად, განიავება და გარე სამყაროსთან ურთიერთქმედება და თანამშრომლობა საციცოცხლოდ აუცილებელია. ინფორმაციულ თუ სხვა სახის ვაკუუმში სისტემა სიკვდილისთვის არის განწირული. აუცილებელია ის ინტეგრირდეს სხვა სისტემებთან. ამიტომაც ჰაერის სტიქიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლა და ადამიანებს შორის ურთიერთობები. სწორედ ჰაერის სტიქიის ადამიანებს შეუძლიათ რაღაც უცნაური მექანიზმებით ნებისმიერი რჯულის და გაგების ადამიანთან გამონახონ საერთო.

არსებობს ორი ტიპის ქარი - ჰორიზონტალური და ვერტიკალური. პირველი გულისხმობს ინფორმაციის გაცვლებს ადამიანებს შორის, მეორე კი ინფორმაციის გაცვლას აბსოლუტსა და ადამიანს შორის (უფრო მეტ დეტალს ზოდიაქოს ნიშნების დახასიათების დროს ვიტყვით). აბსოლუტი (ანუ ჩვენთვის მიუწვდომელი სისტემა) აგზავნის ინფორმაციას, რაც გვეხმარება გავითარებაში. ჰაერის სტიქიის უმაღლესი გამოვლენა (ეს უფრო მერწყულს ეხება) სწორედ ამას გულისხმობს. ამაზე მოგვიანებით, როცა ზოდიაქოს ნიშნებს განვიხილავთ.

ჰაერის სტიქია ეგრეგორული გავითარების მესამე ფაზაა (ჩვენი აქსიომატიკით), და ამ ფაზაში ეგრეგორმა უნდა დაინახოს, რომ არსებობენ სხვა სისტემები, რომ ის თავად წარმოადგენს ქვესისტემას და ა.შ. ეს ყველაფერი ევოლუციის გაცნობიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ამიტომაც ჰაერის სტიქიის ადამიანების ძირითად მისიას წარმოადგენს სისტემების შესწავლა, სტრუქტურის შესწავლა. არ არის გასაკვირი, რომ ჰაერის სტიქია ხშირად ინტერესდება მათემატიკით, ფიზიკით, სხვა მეცნიერებებით. რადგან ჰაერი მოწოდებულია სისტემის შესწავლისკენ. მან უნდა შეისწავლოს იმ ეგრეგორის სისტემა, რომელსაც ემსახურება (ეგრეგორში მას ეს ფუნქცია აკისრია). მან უნდა შეისწავლოს ეგრეგორის შიდა წყობა (ანუ მისი ქვესისტემები) და ამის დახმარებით ისიც წარმოიდგინოს, რომ ეს ეგრეგორიც რაღაც სხვა ზესისტემის ქვესისტემაა, და რომ მისი მეზობელი ეგრეგორებიც ამ ზესისტემის ქვესისტემებია.

ამიტომაც არის ჰაერი მიდრეკილი კომუნიკაციისკენ, მან უნდა აღმოაჩინოს, რომ არსებობენ სხვა ეგრეგორები. მას ასევე უნდა გამოიკვლიოს თავისი ეგრეგორის სტრუქტურა, წყობა, აღმოაჩინოს კანონზომიერებები და სხვა. ეს ყველაფერი ჰაერის სტიქიის ნიშნებში თანამედროვე ეპოქაში აჩენს ინტერესს ყოველივე სტრუქტურისადმი, მეცნიერებებისადმი, სხვადასხვა დისციპლინებისადმი, პროგრამირებისადმი. ეს ყველაფერი მათი სტიქიაა, მათი ინტერესია. ისინი სწავლობენ მოცემულ ეგრეგორს (ანუ იმ ეგრეგორს, რაშიც მსახურობენ) რათა დაინახონ ის უფრო შორიდან, უფრო მასშტაბურად, და ბოლო-ბოლო აღმოაჩინონ ევოლუციის მექანიზმი სამყაროში.

ჰაერის სტიქია ინფორმაციების და ინტელექტის მეფეა. ეს ინფორმაციები და ინტელექტი ეხმარება მას ეგრეგორის აგებულების შესწავლაში, და ბოლო - ბოლო მთელი სამყაროს აგებულების შესწავლაში. კარგი იქნება, თუ ჰაერის სტიქიის გავლენის მქონე ადამიანები თავიანთ ინტერესებს მეცნიერებებთან ერთად ეზოთერიკაშიც გადმოიტანენ. მეცნიერული სულისკვეთება და ახლის შესწავლის სურვილი მუდმივად უნდა დაიკმაყოფილონ, და თუ ასეთ მიდგომას ეზოთერიკაშიც გადმოიტანენ, მაშინ ისინი შექმნიან სამყაროს და რეალობის საოცარ მოდელებს, ააგებენ ევოლუციური გავითარების მექანიზმებს, ბედნიერების ფორმულებს (ფორმულებს პირდაპირი გაგებით) და სამყაროს აღწერენ.

ჰაერი - ეს უკვე არის ევოლუციისთვის ხალიჩის დაფენა. მათი მისიაა სისტემების აღწერა. სწორედ ჰაერის სტიქიის გავლენით ვითარდება მეცნიერებები და იქმნება სხვადასხვა ახალი დისციპლინები. მოდელები და სტრუქტურები - ეს ჰაერის სტიქიაა. ასევე, სხვა ადამიანები და ურთიერთობები - ესეც ჰაერის სტიქიაა. უფრო მეტ დეტალს ჰაერის ნიშნებზე მოგვიანებით მოგაწვდით.

დაბალი დონის გავითარების ჰაერის სტიქია - ეს უფრო რაღაც ქაოსის მსგავსია. ეს ადამიანები ქაოსში და უცნაურ იდეებში ცხოვრობენ. ისინი ემოციურად ზედაპირულები და ცივები არიან, თუმცა უჩვეულო იდეები აქვთ, რაც მათ საინტერესოს ხდის, მაგრამ დისციპლინით და პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან.
დაბალი დონის ჰაერის სტიქიის ცუდი მხარე შინაგანი და გარეგანი ქაოსია, რომელიც უნდა დაალაგონ. მათ სწორედ ამისთვის ეძლევათ ეს მენტალური თუ გარე ქაოსი, რათა მოიფირქონ მოდელი, რომელიც აღწერს ამ ქაოსს (და შესაბამისად დაალაგებს). ისინი ხომ ამისთვის არიან მოწოდებულნი - აღწერონ მათემატიკურად სამყარო და რეალობა, სისტემები, რაც საბოლოოდ მიიყვანს ევოლუციური დინამიკის აღწერამდე. მაგრამ, ეს ხდება მაღალ დონეზე.

ast 13

ახლა კი მცირედ ბუნებასაც შევხედოთ.. რა ფუნქცია აქვს ჰაერს ბუნებაში? პირველი ის შევნიშნოთ, რომ ჰაერს შეუძლია ცეცხლის გაღვივიება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის სტიქიის ადამიანების ენთუზიაზმი ღვივდება და სიმაღლეებს აღწევს ჰაერის სტიქიის ადამიანების უჩვეულო და ახალი იდეებით. ეს წყვილები მუდმივად აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრებით არიან ხოლმე დაკავებულნი. ორივე მამაკაცური სტიქიაა, ამიტომაც ორივე აქტიურობისკენ არის მიდრეკილი.

სხვა რა ვთქვათ? ჰაერი ჰაეროვან აგრეგატულ მდგომარეობაშია. ეს რას ნიშნავს? არცერთ სხვა სტიქიას არ შეუძლია მთლიანად დაიმკვიდროს სივრცე, როგორც ჰაერს. მიწა და წყალი ფიქსირებული მოცულობისაა, ცეცხლი საერთოდ დაწვავს იმ სივრცეს, სადაც მოხვდება. ჰაერი კი მთლიან მოცულობაში გაიფანტება. ეს მართლაც დასაფასებელი თვისებაა.

ჰაერის ნიშნებს შეუძლიათ ყველგან გაიფანტნონ და მენტალურ დონეზე რამდენიმე ადგილას ერთდროულად იყვნენ. თუ თქვენ რამდენიმე სახის სხვა და სხვა გაზს შეუშვებთ რაიმე მოცულობაში ისინი მუდმივ მოძრაობაში იქნებიან და აღმოჩნდება, რომ ყველა გაზის რაღაც ნაწილი ყველგან მოხვდება, ხანდახან მაინც.

სწორედ ასე, ჰაერის ნიშნებს შეუძლიათ ნებისმიერ პირობებს მოერგონ, და რაღაც მექანიზმებით ყოველთვის გამოსდით ადაპტაცია ნებისმიერი ფილოსოფიის, ნებისმიერი გაგების თუ კომპლექსების ადამიანთან. ჰაერის ნიშნები მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნებისმიერი დაკომპლექსებული ადამიანი გაართონ და აჩვენონ მათ, თუ რამდენად მსუბუქია ცხოვრება, ჰაერივით მსუბუქი.

ჰაერის ნიშნებს ნამდვილად შეუძლიათ ყველაფრის გაგება, ინტელექტუალურ დონეზე მაინც. ისინი ინტელექტუალური გიგანტები არიან. ეს მათ ეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციას თუნდაც ზედაპირული ახსნა მოუძებნონ, და ამიტომაც ნებისმიერ პირობებს ერგებიან და ადაპტირდებიან.
ჰაერს ვერ დაიჭერ, ის თვალსა და თითებს შუა გაგექცევა. ჰაერი ძალიან ზედაპირულია და მოძრავი. ამ ზედაპირულობის გამო მას მგრძნობიარობა არ აქვს, ისეთი ღრმა გრძნობები, როგორიც წყლის ნიშნებს და ისეთი ღია ენთუზიაზმი, როგორიც ცეცხლის ნიშნებს. მაგრამ, ჰაერს აქვს ლავირების უნარი და მან ეს უნდა გამოიყენოს ყველა სიტუაციაში.

თუ ცეცხლის სტიქიის ინტერესებია სპორტი და ფიზიკური აქტივობა, ხოლო მიწის სტიქიის ინტერესებია ეკონომიკა და ბიზნესი, ჰაერის სტიქიის ინტერესებია მეცნიერებები, ტექნოლოგიები და სხვა მრავალი, რაც გონების აღგზნებას იწვევს.

სახლები, რომლებშიც ჰაერის სტიქია რეალიზდება, არის ცხოვრების ის სფეროები, სადაც ინტელექტი უნდა გავივითაროთ, და სადაც გონებამახვილობა და ლოგიკური აზროვნება გვმართებს. ეს ის სფეროებია, სადაც ახალი იდეები უნდა დავბადოთ და ვიყოთ ინტელექტის მეფეები.

ast 14

წყლის სტიქია

და ბოლოს - წყლის სტიქია. თუ ცეცხლის სტიქია პირველია და სიმბოლურად ეგრეგორის დაბადებას და სიცოცხლეს გასანახიერებს (სიცოცხლისუნარიანობა, ენთუზიაზმი), მაშინ წყლის სტიქია ბოლოა და სიმბოლურად მის სიკვდილს გასანახიერებს. მაგრამ, სიკვდილი არის არარა, სინამდვილეში სიკვდილი - ეს არის ტრანფორმაციის პირველი ნაბიჯი. როდესაც მოკვდები, ახლიდან უნდა დაიბადო, ამიტომაც წყალს მოჰყვება ისევ ცეცხლის სტიქია, რომელიც კვლავ გამოაცოცხლებს ეგრეგორს. ასეთნაირია ევოლუცია - ძველი კვდება და ახალი იბადება.

ამრიგად, წყალი ბოლო სტიქიაა და მისი ფუნქციაა ტრანსფორმაცია. ის კლავს, რათა შემდგომ ყველაფერი განახლდეს (ანუ წყალს მოჰყვება ცეცხლის სიცოცხლისუნარიანობის სტიქია).

ეგრეგორის ევოლუციურ ჩვენეულ მოდელში წყალს უკავია სიკვდილის და ტრანფორმაციის ფუნქცია, ანუ ეს სიტუაცია არის ძველის სიკვდილი, რათა ახალი (ცეცხლი) დაიბადოს.

გახსოვთ ქრისტიანულ კულტურაში როგორ ხდება: ყველა ადამიანი იბადება ხორციელად, ანუ ყველა ადამიანი უკვე ხორციელად დაბადებულია, მაგრამ ქრისტიანი ჰქვია იმას, ვინც სულიერად იბადება, ესეიგი ვინც ინათლება. ნათლობა (ნათლისღება) დაკავშირებულია წყალთან. და რა ფუნქცია აქვს ნათლისღებას? ეს არის მეორედ შობა, რათა ადამიანმა იცხოვროს ამ მეორედ შობით, რათა საბოლოოდ საყოველთაო აღდომაზე მესამედაც იშვას, ანუ სასუფეველში დამკვიდრდეს.

სიმბოლურად ნათლობა (მეორედ შობა) წყლის სტიქიაა, ხოლო აღდგომა (მესამედ შობა) ცეცხლის სტიქიაა. ესეიგი, წყლის სტიქიით ცხოვრობს მონათლული ადამიანი (ქრისტიანულად, ანუ მუდმივად ძველი კაცის მკვლელობაში, მუდმივად ტრანსფორმაციაშია, მუდმივად საკუთარ "ბოროტ" ბუნებას ებრძვის), რათა ამის ფონზე ის ახლიდან დაიბადოს უკვე სასუფეველში. აღდგომა და სასუფეველი კი უეჭველად ცეცხლის სტიქიაა, რადგან ეს თავად ღმერთს ზიარებას ნიშნავს (ღმერთს, ანუ სიცოცხლეს, სიცოცხლის წყაროს). ამრიგად, ქრისტიანულ კულტურაშიც იმავეს ვაწყდებით: ტრანფორმაცია, ანუ ძველის მოკვლა, რათა უკეთეს მდგომარეობაში დაიბადო.

მეორეს მხრივ, თავად ქრისტეს ალტრუიზმიც წყლის სტიქიის უმაღლესი გამოვლენაა (შეწირვა კაცობრიობისთვის, ჯვარცმა და სიკვდილი), რომელსაც მოჰყვება აღდგომა - ანუ განახლება სიცოცხლის ცეცხლის, სასუფევლის კარის კაცთმოყვარებით გაღება და სხვა.

ამრიგად, ცეცხლი წარმოადგენს ეგრეგორის ნებელობით და ენერგეტიკულ ცენტრს (მმართველობას), მიწა წარმოადგენს ეგრეგორის სტაბილურობას, ჰაერი წარმოადგენს თანამშრომლობას და სისტემების აღწერას, რითაც ეგრეგორი აღიქვამს საკუთარ თავს უფრო მასშტაბური გადმოსახედიდან და ევოლუცირებს, ანუ მასში ხდება ტრანსფორმაცია, ეს უკვე წყლის სტიქიის სიტუაციაა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა ეგრეგორი განვითარდება და მეტ - ნაკლებად მაღალ ეგრეგორს შეერწყმება, შემდგომ უკვე მისი მიზანი ხდება მისი ქვესისტემების გავითარებაც (გაიხსენეთ პირველი ქვეთავი "რისთვის არსებობს ასტროლოგია"), ასევე მისი "ძმა" ეგრეგორების შეშველება გავითარების გზაზე.

ამიტომაც წყლის სტიქიის ადამიანებში არსებობს თანაგრძნობა. მათ აქვთ საოცარი ინტუიცია და წვდომა ადამიანების განწყობებზე, რაც მათ აძლევს კიდეც მისიას, რომ თანაუგრძნონ. მხოლოდ ერთია, დაბალ დონეზე წყლის სტიქიის ადამიანები რამდენადმე მოწყვლადები არიან ზედმეტი ემოციურობის გამო. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ფსიქოლოგებად დაიბადნენ და სხვების მკურნალებად.

ამ ეტაპზე ეგრეგორი არათუ თვითონ ვითარდება და ტრანფორმირებს, არამედ სხვა სისტემებსა და ქვესისტემებს "თანაუგრძნობს" და მათაც ეხმარება განვითარებაში.
აი ეს არის წყლის სტიქიის ადამიანების მისიის მოკლე აღწერა - ტრანსფორმაცია როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების. წყლის სტიქიას გავლილი აქვს ცეცხლოვანი მმართველობა და გავლილი აქვს პრაქტიკულობა, მას ასევე გავლილი აქვს ინტელექტი. ახლა ის უკვე ინტუიციურ დონეზე ურთიერთობს სხვებთან და მისი მისიაა მოცემულ ეგრეგორში ევოლუციური დახმარება გაუწიოს სხვა ობიექტებს, ანუ თვითონაც ტრანსფორმირდეს და სხვებსაც დაეხმაროს ტრანფორმაციაში. წყლის სტიქიის დაბალ გამოვლინებაში ვხვდებით დეპრესიებს და ასევე სხვათა მანიპულაციებს (რადგან მათ რაღაც უცნაურ ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებზე აქვთ წვდომა), მაღალ დონეზე კი ვხვდებით ალტრუიზმს და მკურნალებს.

ეს ეგრეგორის განვითარების პირობითად ბოლო ეტაპია. აქ ეგრეგორი უფრო მაღალს უნდა შეერწყას, ამიტომაც კვდება იმ სახით, რა სახითაც არსებობს, რათა ახლიდან დაიბადოს უკეთესი - და ყველაფერი იწყება თავიდან, მხოლოდ უკვე მაღალ დონეზე. ეს არის ევოლუციური დინამიკა თითოეული ადამიანისთვისაც (და ნებისმიერი კონსტრუქციული ეგრეგორისთვის). ამრიგად, წყლის სტიქიის ადამიანების ისეთი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობის უნარი, აღქმის უნარი და ფსიქოლოგობა, სინამდვილეში მოდის უფრო მაღალი წყობიდან - მათ უნდა აღიქვან ევოლუციური მექანიზმი და თვითონ და სხვები ჩართონ ამ მექანიზმში. მათი ფუნქციაა ტრანსფორმაცია.

ამ ეტაპზე ეგრეგორი ევოლუციას განიცდის, ტრანსფორმირდება. წყლის სტიქიის დიდი გავლენის მქონე ადამიანებში არსებობს საოცრად დიდი ინტერესი და მიდრეკილება ყოველივე დაფარულისადმი, ასტროლოგიისადმი, ეზოთერიკისადმი, და სხვა მსგავსი დისციპლინებისადმი, რაც გამოწვეულია მათი საბოლოო და უმთავრესი მიზნით - ევოლუცია და ტრანფორმაცია (ანუ ადამიანურ დონეზე - ალტრუიზმი და სხვათა მკურნალობა), მხოლოდ, ამის გაცნობიერება ხდება მაღალ ევოლუციურ დონეზე. დაბალზე კი მათ ინტუიცია და ემოციურობა მრავალ პრაქტიკულ პრობლემას უქმნის.

წყლის სტიქია ქალურია და არ არის მიდრეკილი აქტიურობისკენ. თუმცა პასიურობა შეიძლება გამოწვეული იყოს მათი შორსმხედველობითაც, რადგან ისინი საოცარი ინტუიციით ხშირად წინასწარ გრძნობენ მომავალს, და აღარ მოქმედებენ. ასეთი მიდგომა ცეცხლის სტიქიისთვის რამდენადმე გაუგებარი და მიუღებელი იქნება. ცეცხლი მოწოდებულია სიცოცხლისუნარანობისთვის, ნებელობის გამოვლენისთვის, წყალი კი მოწოდებულია უხეშად რომ ვთქვათ - სიკვდილისთვის, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს სიკვდილი სინამდვილეში ტრანსფორმაციის პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი კი ახლად და უკეთესად დაბადებაა, რაც ეგრეგორის ისტორიას თავიდან იწყებს (ცეცხლის სტიქიიდან მოყოლებული), მხოლოდ უფრო მაღალ დონეზე. ამაშია ევოლუციის მთელი სილამაზე და ეს უნდა გააცნობიერონ წყლის ნიშნებმა უმაღლეს დონეზე - მათი მისიაა ყველა სხვა ადამიანს დაეხმარნონ ევოლუციურ გავითარებაში. ხო სხვათაშორის ასტროლოგები ამბობენ კიდეც ასე, რომ წყლის ნიშნებს ყველაზე ბინძური მისია აქვთ - ადამიანების სიბინძურის ფაქიზი აღქმა და მათი გაწმენდა (ეს უფრო მეტად მორიელს და თევზებს ეხება, ამაზე მოგვიანებით).

ზოგიერთ შემთხვევაში წყლის სტიქიის სიტუაცია შეიძლება იყოს მაღალი ეგრეგორიდან კონსტრუქციული იმპულსების მიღება, რაც რა თქმა უნდა ასევე ემსახურება ადამიანების ევოლუციას (გაიხსენეთ ქრისტეს ამბავი).

ast 15

ახლა კი მოდი ბუნებას გადავხედოთ. თანამედროვე მეცნიერებამ წყალზე ჩაატარა ექსპერიმენტები და აღმოჩნდა, რომ წყალი არის საოცრად აღმქმელი და მგრძნობიარე გარემო პირობების მიმართ. წყალი რეაგირებს მუსიკაზე და სხვა "ემოციურ" ელემენტებზე, მისი მოლეკულური სტრუქტურა (კრისტალი) იწყობა შესაბამისი "ემოციის" მიხედვით.

ზოდიაქოში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ წყლის სტიქიის ადამიანებს აქვთ წვდომა ემოციურ და სულიერ მატერიებზე. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ადამიანების განწყობას და სულიერ მდგომარეობას, რაც მათ შინაგან წყობასაც ცვლის. ზოგადად, წყალი არის ობექტის არსობრივი აღქმა. არ აგერიოთ ეს პროცესი ინტელექტუალურ გააზრებაში. ეს ჰაერის სტიქიაა. წყალი კი არის აღქმა, შეგრძნება. თითქოს ეს მარტივი მექანიზმია, რომელსაც ყოველთვის ვხვდებით ცხოვრებაში. ეს წყლის სიტუაციაა. აღქმა რაღაცის (არა გააზრება, არამედ აღქმა), და რასაც აღიქვამ, ეს შენი ნაწილი ხდება და შესაბამისად შენს ტრანსფორმაციას იწვევს. სწორედ ამას აკეთებს წყალი ბუნებაში (მოლეკულური სტრუქტურა იცვლება ემოციის აღქმით), და სწორედ ეს მექანიზმი არის ტრანფორმაციის სიმბოლო. აღქმა და შესაბამისად ცვლილება.

მაღალ დონეზე წყლის სტიქიის ადამიანები არა მარტო გარე სამყაროს არეკვლით იცვლებიან, არამედ პირიქითაც ხდება პროცესი - ისინი თავად ამჩნევენ კვალს სამყაროს, ანუ ცვლიან მას, ატრანსფორმირებენ. ამიტომაც მაღალ დონეზე სწორედ ამ ტრანფორმაციის სტიქიის მისიაა ევოლუციური დინამიკის გაგება და ცხოვრებაში რეალიზება.

და მაინც რა საინტერესო რამეა აღქმა. წყალი აღიქვამს და იცვლება (ტრანსფორმირდება). სწორედ ეს ფაქიზი აღქმა ბადებს იმ მექანიზმსაც, რომლითაც ხდება ადამიანის შინაგანის შეცნობა (აღქმა) და გაწმენდა სიბინძურისა.

ზოგადად, მახსოვრობა ადამიანებში წყლის სტიქიის სიტუაციაა. მახსოვრობა, ქვეცნობიერი - ეს წყალია. სხვათაშორის, კოლექტიური ქვეცნობიერი, ანუ ცოცხალ ორგანიზმთა განცდების სამახსოვრო - ესეც წყლის სტიქიაა. წყალი მახსოვრობაა, რადგან რასაც აღიქვამ, ის შენ გცვლის, და შესაბამისად შენ მას იმახსოვრებ.

ამრიგად: სიცოცხლის წარმოშობა, ქვეცნობიერის წარმოშობა, სულის ევოლუცია და წინა და შემდგომი ცხოვრებები - ეს ყველაფერიც წყლის სტიქიაა, რადგან სწორედ მასშია დამალული სიცოცლის მექანიზმი, სულის გაჩენა - არსებობის მექანიზმი, პირადი თუ კოლექტიური ქვეცნობიერის და სულიერი მახსოვრობის მექანიზმი, მირკოსამყარო.

გსმენიათ ალბათ მეცნიერების ვარაუდი, რომ სიცოცხლე წყალში წარმოიშვაო. ასტროლოგიურად არ იქნება ეს გასაკვირი, რადგან სიკვდილ - სიცოცხლის საიდუმლო გასაღები სწორედ წყლის სტიქიაში არის დაფარული.

ამიტომაც წყალი მიდრეკილია ჩასწვდეს სამყაროს საიდუმლოებებს, შეიცნოს სამყაროს არსი (ან ყოველშემთხვევაში იმ ეგრეგორის, რასაც ემსახურება), არსობრივი აღქმა, პირველმიზეზების ძიება მისი ხასიათია. მათ უნდა აღიქვან არსი, ამიტომაც ისინი ინტერესდებიან მრავალი ფილოსოფიითა თუ ეზოთერიკის დარგებით, რადგან მათში იმთავითვე ჩადებულია სამყაროს ფუნქციონირების მექანიზმი, მიკროკოსმოსი, მაგრამ ამის გაცნობიერება მხოლოდ უმაღლეს დონეზე ხდება. აქამდე კი დიდი ევოლუციური გზა აქვთ გასავლელი.

ამრგად, ცხოვრების ის სფეროები, სადაც უნდა გამოავლინოთ ინტუიცია, დაკვირვებულობა, თანაგრძნობა, და წყლის სხვა დადებითი თვისებები, არის ის სახლები, სადაც წყლის ნიშნები რეალიზდებიან. წყლის ნიშნები კი არიან: კირჩხიბი, მორიელი და თევზები.

ast 16

წყლის სტიქიის და სხვა ყველა სტიქიის დანარჩენ დეტალებზე საუბარი უფრო დაკავშირებულია ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებთან.


 

ჯვრები და 12 ჰარმონია

პროექტის განხორციელების დინამიკა

გახსოვთ სტიქიები როგორ დავალაგეთ? ეს დაახლოებით ეგრეგორის ფუნქციონირების ეტაპების ანალოგიური თანმიმდევრობა იყო. მოდი ახლაც დავივიწყოთ ჯვრების თანმიმდევრობა (კარდინალური, ფიქსირებული, მუტაბელური) და თვისებები, და გადავხედოთ ჩვენს ყოველდღიურ რეალობას, და აქედან გამოვიყვანოთ ჯვრების აქსიომატიკა. თუ სტიქიების შემთხვევაში სისტემის გავითარებას ვუყურებდით, ჯვრების შემთხვევაში სხვა რამე დაგვჭირდება.

რა არის ადამიანის ცხოვრება? ეს ალბათ რაღაც ფაქტებისა და სიტუაციების ცვლა არის. ზოგიერთი ეს სიტუაცია ჩვენდა დამოუკიდებლად მიმდინარეობს (სინამდვილეში ჩვენს შინაგან სტრუქტურაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს), ზოგიერთ პროცესს კი ჩვენ ვქმნით. უფროსწორედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ნება, სურვილი ცხოვრებაში, რომლის რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენ გვაქს თავში იდეები და პროექტები, რომლის განხორციელებაზეც "ვჩალიჩობთ" მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ეს შეიძლება იყოს მრავალი რამ, მაგალითად სასურველ ადამიანზე დაქორწინება, ან რომელიმე საკონცერტო დარბაზში დაკვრა და სიმღერა, ან ნებისმიერი სხვა რამე. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც სურვილები და კონკრეტიკას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა.

ამრიგად, თქვენ გსურთ რაღაც მიზნის მიღწევა. პირველი ეტაპი პროექტის განხორციელებისა არის თავად სურვილის ქონა, ნებელობის გამოხატვა. ეს არის სურვილის არსებობის ეტაპი, ეს პროექტის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯია, გაერკვე რა გსურს, რა გინდა ცხოვრებისგან. თუკი გაერკვევი იმაში რა გსურს, მაშინ შესრულების მექანიზმი ამუშავდება. მეორე ეტაპი ეს არის განხორციელება იმისა, რაც გსურს. ამ შემთხვევაში მოგიწევს შრომისმოყვარეობის და დაჟინებულობის გამოვლენა. უნდა იყო ერთგული საკუთარი სურვილის და მუდმივად ორგანიზებულად მუშაობდე, რადგან ამის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება.

პირობითად რომ ვთქვათ, პირველი ეტაპის არის ინიციატივის გამოვლენა, მეორე ეტაპი კი არის მისი შენარჩუნება (რის გარეშეც პროექტი ვერ განხორციელდება).
კარგით. თქვენ გამოავლინეთ ნებელობა და ასევე ყველაფერი გააკეთეთ, რათა პროექტი განხორციელებულიყო, და ის განხორციელდა. გილოცავთ! თქვენ ამ საქმეში წარმატებას მიაღწიეთ.

ახლა? ახლა ახალი იდეები გიჩნდებათ თავში და მათი რეალიზაციის დრო დადგა. შეიძლება რაღაც შეცვალოთ თქვენს პროექტში, ახალი რამ დაუმატოთ, ან სრულიად სხვა გზით წახვიდეთ. ყველა ვარიანტში, ამ ეტაპზე თავისუფლად დაფრინავთ და ახალი იდეები მოგდით თავში. და ყველაფერი თავიდან იწყება ახალი იდეებისთვის. ეს უკვე მესამე ეტაპია.

ეს პირობითად სამ ეტაპიანი ციკლი შეგვიძლია მოვარგოთ ჯვრების დახასიათებას. ახლა იტყვით, რატომ მაინცადამაინც სამ ეტაპიანი, ან რატომ აქვს სისტემის განვითარებას ოთხი ეტაპი? ცხადია, რამდენადაც გინდა იმდენ ეტაპად დაჰყოფთ გინდა ეგრეგორის გავითარებას, გინდა პროექტის განხორციელებას, მაგრამ ჩვენ ასტროლოგები რაღაცას უნდა ჩავეჭიდოთ, აბა ასე არაფრიდან როგორ დავახასიათოთ სტიქიები და/ან ჯვრები? ამიტომაც იმდენ რიცხვს ვირჩევთ, რამდენიც გვაწყობს. მაგრამ ძირითადი არსი მდგომარეობს არა იმდენად რაოდენობაში, რამდენადაც თანმიმდევრობის დალაგებაში, რაც მეტ - ნაკლებად უნდა დაემთხვეს ჩვენი რეალობის დინამიკას, რათა ასტროლოგია უფრო ბუნებრივი და ჩვეულებრივი გახდეს ჩვენთვის. ასე უფრო კარგად გავიგებთ და დავიმახსოვრებთ ასტროლოგიის ანბანს, რითაც მერე ასტროლოგიის მთელი სტრუქტურა აიგება.

ჯვრები

ამრიგად, გვაქვს პროექტის სამი ეტაპი, ანუ სამი ჯვარი და მათი ფუნქციებია:

კარდინალური - ინიცატივის გამოვლენა, გეზის აღება, პროექტის წამოწყება.

ფიქსირებული (მუდმივი) - წამოყებული პროექტის შენარჩუნება, შემგროვებლობა, სიჯიუტე და სტაბილურობა, რაც პროექტს ბოლომდე მიიყვანს.

მუტაბელური (მოძრავი) - მრავალფეროვნება, სიახლეების შეტანა, ცვლილებები და ახალი პროექტების იდეები.

ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარდინალური ნიშანი თავისი სტიქიის სფეროებში ინიციატივას ამჟღავნებს, ნებელობას გამოხატავს. ფიქსირებული ნიშანი თავის სტიქიაშია, და ინარჩუნებს სტაბილურობას შესაბამის სფეროებში. თუ მაგალითად კარდინალურის ფუნქცია რაიმეს მოპოვებაა, ფიქსირებულის ფუნქცია მისი შენარჩუნება იქნება.

და ბოლოს, როცა ყველაფერი სტაბილურად მიდის, ცვლილებების დრო დგება და მუტაბელური ნიშანი თავის სტიქიის სფეროებში მრავარფეროვნებას ეძებს და ლავირებს.

აქედან გამომდინარე: სახლები, სადაც კარდინალური ნიშნები ხვდებიან, ცხოვრების ის სფეროებია, სადაც უნდა გამოვავლინოთ ინიციატურობა, დაჟინებულობა, აქტიურობა, ნებელობა.

სახლები, სადაც ფიქსირებული ნიშნები ხვდებიან, ცხოვრების ის სფეროებია, სადაც უნდა გამოვავლინოთ სტაბილურობა, მუდმივობა, საქმის ერთგულება, ცოტაოდენი სიჯიუტეც დადებითი კუთხით, და სხვა.

და სახლები, სადაც მუტაბელური ნიშნები ხვდებიან, ცხოვრების ის სფეროებია, სადაც უნდა გამოვავლინოთ მრავალფეროვნება და არ უნდა ჩამოვეკიდოთ რაიმე განსაზღვრულ იდეებს. ამ სფეროებში უნდა შევიტანოთ სიახლეები და მუდმივი ცვლილებები.

ზოდიაქოს ნიშნები კარგად დალაგებული სისტემაა. თუკი ჩვენ გვსურს თითოეულ სტიქიაში გვყავდეს სამივე ჯვრის თითო წარმომადგენელი (ან პირიქით, თითოეულ ჯვარზე გვყავდეს ოთხივე სტიქიის თითო წარმომადგენელი), მაშინ 3 უნდა გავამრავლოთ 4 -ზე (ან პირიქით) და მივიღებთ ზოდიაქოს ნიშნების რაოდენობას.

ამრიგად, თითოეულ სტიქიას სამი წარმომადგენელი ჰყავს, და ეს სამი არის სწორედ სამი ჯვრის ნიშანი. განვიხილოთ ჯვრების გამოვლენა სტიქიების მიხედვით.
ასევე გაითვალისწინეთ ერთი დეტალიც: სტიქიას სამი გამოვლენა აქვს, ანუ სულ სამი ზონა არსებობს. პირველი ზონა (პირველი 4 ნიშანი) რამდენადმე პირადულია, მეორე ზონა (მეორე 4 ნიშანი) გარშემო ადამიანებისაა (მიკროსოციუმი), ხოლო მესამე ზონა (ბოლო 4 ნიშანი) საზოგადოებისაა (მაკროსოციუმი). აქაც თავისებურად თანმიმდევრობის იდეა გასაგებია - იწყება პირადიდან და მთავრდება საზოგადოებით.

ast 17

ზოდიაქოს 12 ჰარმონია

ცეცხლის სტიქია.

კარდინალური ვერძი. ეს ნიშანი ყველაფერში პირველია. სტიქიებიდან პირველს ეკუთვნის, ჯვრებიდან პირველს, და ამგვარად ზოდიაქოს ნიშნებიდანაც პირველს ეკუთვნის. ის ყოველთვის თავით მიდის წინ. რაში გამოიხატება კარდინალურობა? ვერძი ცეცხლის ნიშანია, ამიტომაც აქტიურად ახდენს დემონსტრაციას თავისი ძალაუფლებამოყვარეობის. ცეცხლი ხომ მმართველობაა, ამიტომაც ვერძი ამჟღავნებს ინიციატივას მმართველობის სფეროში. ის ღიად დემონსტრირებს თავის "დიდებულებას" და ღირსებებს. ის ღიად იბრძვის ძალაუფლებისთვის და პირველობისთვის ყველაფერში. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ვერძში სტიქია პირველ გამოვლინებაშია, ამიტომაც ძალაუფლების მოპოვება ვერძს საკუთარი თავისთვის სურს.

ფიქსირებული ლომი. რას შეიძლება ნიშნავდეს ფიქსირებული ცეცხლი? თუკი ვერძი მიისწრაფვის ძალაუფლებისკენ, მაშინ ლომი მას ინარჩუნებს ხომ ასეა? ლომი - ეს რაღაც ვერძის შემდგომი დონეა. ლომში იმთავითვე (ანუ ბავშვობიდანვე) არის ჩადებული პროგრამა ძალაუფლების. ლომი არ მიისწრაფვის ძალაუფლებისკენ, ის უკვე ფლობს ძალაუფლებას. თუ ვერძის ნებელობა ძალაუფლების მოპოვებაში გამოიხატება, ლომის ნებელობა მის შენარჩუნებაში. ამიტომაც, შეიძლება ვერძს რამდენადმე აღიზიანებდეს კიდეც ლომი, რადგან ის უკვე ფლობს თავის თავში იმას, რისკენაც ვერძი მთელი ცხოვრება ისწრაფვის. ლომს არ სჭირდება ძალაუფლების მოპოვება, ის იმთავითვე ფლობს ძალაუფლებას - ეს მას ბუნებრივ კოდად აქვს ჩაბეჭდული. ლომი უკვე ატარებს ძალაუფლების აურას, ვერძი კი მისკენ სწრაფვის აურას. გარდა ამისა, ლომში ფიქსირებულობა გამოიხატება ორგანიზების სიყვარულით. ლომს შეუძლია იყოს კარგი ორგანიზატორი, აკონტროლოს პროექტების მიმდინარეობის მსვლელობა, რაც მას ძალაუფლების სტაბილური შენარჩუნების შეგრძნებას აძლევს. აქვე დავამატოთ, რომ ლომში სტიქია მეორე გამოვლინებაშია, ამიტომაც ლომის დიდებულება მის გარშემომყოფებზე ვრცელდება, ანუ სხვები იკვებებიან ლომის "სინათლით". ლომს სურს სხვებისთვის "მზეს" წარმოადგენდეს.

მუტაბელური მშვილდოსანი. ვერძი ძალაუფლების მოპოვებაა, ლომი კი მისი შენარჩუნება. მაშინ მუტაბელური ცეცხლი - ეს არის ძალაუფლების ახალი სფეროების გაცნობა. "ცოდნა ძალაა" - გაგიგიათ ალბათ ეს გამოთქმა. ყველაზე კარგად ეს გამოთქმა ესადაგება სტიქიებით და ჯვრებით ცეცხლის ნიშნების აღწერას. მშვილდოსანი მუტაბელური ცეცხლია, ამიტომაც ის ცოდნის (ანუ ძალაუფლების) ახალ სფეროებს ეცნობა (აქვე დავსძენთ, რომ მშვილდოსანს უყვარს მოგზაურობა და უცხო კულტურების გაცნობა). თუმცა, ცოდნის ძიების სურვილი გამოწვეულია არა იმდენად ძალაუფლების მოპოვების გამო, არამედ ჭეშმარიტების შეცნობის გამო. თუ წინა თავს გადავხედავთ და სტიქიებს გავიხსენებთ, ცეცხლი - ეს არის ერგეგორული ცენტრის სიმბოლო, ანუ ღმერთის. ასეა, ვერძი ძალაუფლებას მოიპოვებს და ლომი ინარჩუნებს, ხოლო მშვილდოსანი შეიცნობს იმას, რომ ძალაუფლება სინამდვილეში ღმერთის ხელშია. უმაღლეს დონეზე ცეცხლის სტიქია თავის თავში ატარებს აბსოლუტის ნებელობას, და მშვილდოსნის (როგორც ბოლო ჯვრის და სტიქიის ბოლო წარმომადგენლის) ჭეშმარიტების მაძიებლობა და ფილოსოფიის სიყვარული სწორედ ამის სიმბოლიზაციას ახდენს. მეტსაც ვიტყვი, სტიქია იდეალურ გამოვლინებაში სწორედ მესამე ზონაშია, ამიტომაც მშვილდოსანი უკვე ცეცხლის სტიქიის მაღალი დონის სიმბოლოა, რაც ნიშნავს ღმერთის კეთილშობილი ძალაუფლების შეცნობას და სხვა ადამიანებისთვის (საზოგადოებისთვის) ამის უწყებას.

მიწის სტიქია.

კარდინალური თხის რქა. აქ ხდება მიწის სტიქიის ძირითადი სფეროს - რერუსრების დაგროვებისადმი ინიციატივის გამოჩენა. როგორ და რაში ვლინდება ეს? ვინაიდან თხის რქა სტიქიის მესამე გამოვლინებაა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საზოგადოებრივ რესურსებთან - საზოგადოებრივი პრესტიჟი, პატივისცემა და ავტორიტეტი. ვინაიდან თხის რქა კარდინალურია, ამიტომაც ის ისწრაფვის საზოგადოებრივი აღიარებისკენ, ავტორიტეტულობისკენ, "სათანადო" ადგილის დამკვიდრებისკენ. თხის რქა მიზანმიმართულია და ყველაფერს გეგმაზომიერად აკეთებს (განსხვავებით ვერძისგან), რადგან კარდინალური მიწა ნიშნავს ინიციატივის გამოვლენას მიწისეულად, ესეიგი გეგმაზომიერად და ყველაფრის გათვლით. კარდინალური მიწა ყოველთვის ისწრაფვის უფრო და უფრო მეტის მოპოვებისკენ, რადგან ის კარდინალურია, და მუდმივად ინიციატივას იჩენს.

ფიქსირებული კურო. ამ შემთხვევაში საქმე ეხება რესურსების დაგროვებას და შენარჩუნებას. ვინაიდან კურო სტიქიის პირველი გამოვლენაა, ამიტომ რესურსები უფრო საკუთარი თავისთვის და კომფორტისთვის სჭირდება. კურო კმაყოფილია მაშინ, როცა კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ სავარძელში და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. აბა სხვას არც უნდა ელოდოთ ფიქსირებული მიწის სტიქიისგან - ეს ხომ სტაბილურობის განსახიერებაა და ცვლილებები კუროს არ უყვარს. ამრიგად, თხის რქა კარდინალურია და ისწრაფვის მიღებისკენ (ეს არის საზოგადოებრივი რესურსები - ავტორიტეტი და სხვა, რასაც ცხადია ფინანსური რესურსიც მოჰყვევბა). კურო კი ფიქსირებულია და პირველ ზონაშია, ამიტომაც საკუთარი კომფორტის მეტი არარა აღელვებს. კურო აგროვებს რესურსებს (განსაკუთრებით ფინანსურს), მას ფინანსურ გენიოსადაც მოიხსენიებენ. კურო შემგროვებელი და შემნარჩუნებელია იმისა, რაც მას იმთავითვე აქვს - კერძო საკუთრება, უძრავი და მოძრავი ქონება. თხის რქა მოპოვებაზე ფიქრობს (საზოგადოებრივი რესურსების), კურო კი შენარჩუნებაზე (პირადი რესურსების).

მუტაბელური ქალწული. აქ სტიქია მეორე გამოვლინებაშია, ამიტომ საქმე გვაქვს რესურსების გაცვლა - გამოცვლასთან სხვა ადამიანებთან. მიწის მეორე გამოვლენა დაკავშირებულია გარშემომყოფების (მიკროსოციუმის) რესურსების ცვლილებებთან. თუ კარდინალური მოპოვებას ნიშნავს და ფიქსირებული შენარჩუნებას, მაშინ მუტაბელური ნიშნავს ცვლილებას. ალბათ აქედან მოდის სამსახურის იდეაც, ქალწული ხომ მსახურების ნიშანია. თხის რქა ავტორიტეტს მოიპოვებს, კურო კომფორტს ინარჩუნებს, ხოლო ქალწული სხვათა რესურსებში დაბოდიალობს (მოძრავი ჯვარი). ალბათ ქალწულის მუტაბელურობა და სტიქიის მეორე გამოვლინება იმაში გამოიხატება, რომ ის წარმოადგენს მსახურების სიტუაციას, როცა ერთს აკეთებ ვიღაცისთვის, ის კი გადაგიხდის რაღაც სახით. ცხადია, ფინანსები ერთ - ერთი ვარიანტია, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. მთავარია მსახურება - შენ მეზობელს ეზოს დაულაგებ, ის კი ხაჭაპურებს გამოგიცხობს. ეს არის მსახურება და გადახდა (ხელფასი), ანუ რესურსების გაცვლა - გამოცვლა, ანუ მუტაბელური მიწა მეორე გამოვლინებაში, და ეს არის კიდეც ქალწული - მუდმივად რაღაცას რომ დაფაციფუცობს, ხან სახლს ალაგებს, ხან რას. ყოველთვის გამოიძებნება ამ სამყაროში მისთვის შავი თუ თეთრი სამუშაო, რადგან ქალწული საქმის ნიშანია, და ის მუდმივ მოძრაობაშია, როგორც მუტაბელურ ნიშანს შეეფერება.

ჰაერის სტიქია.

კარდინალური სასწორი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კარდინალურ ჰაერთან, რომლის ერთ - ერთი ძირითადი სფერო არის ურთიერთობები. სასწორი ყოველთვის მიისრწაფვის ახალი ურთიერთობებისკენ, ამასთან, ის სტიქიის მეორე გამოვლინებაა, ამიტომაც ეს ურთიერთობები რამდენადმე პარტნიორულია (მათ შორის ქორწინების კავშირებიც სასწორის სფეროა). სასწორის ფუნქცია არის ახალი პარტნიორული ურთიერთობების ძიება. სასწორს არ შეუძლია პარტნიორის გარეშე ყოფნა. ვერძისგან განსხვავებით სასწორი დიპლომატია და გონებრივი მანიპულაციის უნარიც შესწევს, რაც მას სჭირდება, როგორც კარდინალურ ჰაერს, ანუ ურთიერთობების ინიციატორს და დამწყებს. ერთი შეხედვით ყოყმანის მოყვარული სასწორი საკმაოდ დაჟინებული შეიძლება აღმოჩნდეს კარდინალური ბუნების გამო.

ფიქსირებული მერწყული. ყველა უცნაურობა ამ ნიშანთან როგორ არის დაკავშირებული.. საქმე ის არის, რომ ჰაერს სტაბილურობა და მუდმივობა არ სჩვევია, მითუმეტეს სიახლეების და რადიკალური იდეების მოყვარულ მერწყულს. მაშინ რაღაში გამოიხატება ფიქსირებულობა? თუ მაგალითად სასწორი ურთიერთობების შექმნის ინიციატორია, მაშინ მერწყული ალბათ უნდა იყოს ერთგულების სიმბოლო? ალბათ.. ეს ჰაერის მესამე გამოვლინებაა, ამიტომაც მერწყული მიდრეკილია არა იმდენად პარტრიორული ურთიერთობებისკენ (როგორც სასწორი), არამედ ჯგუფური ურთიერთობებისკენ, ანუ სამეგობროს ყოლისკენ. "ძმობა, ერთობა, მეგობრობა" - გსმენიათ ალბათ საფრანგეთის რევოლუციის მოწოდებები. ეს მერწყულის ფილოსოფიაა. ამრგად, მერწყული ჰაერის სტიქიის მესამე ზონაშია, ამიტომაც მას მოსწონს მეგობრობის იდეა, საზოგადოებრივი კეთილდღეობა. მისი სამეგობრო მთელი საზოგადოებაა და ფიქსირებულობა ალბათ იმაში გამოიხატება, რომ მერწყული მეგობრების ერთგულია.. "ალბათ" კარგი სიტყვაა.. მეორეს მხრივ, ჰაერის სხვა სფერო გახლავთ ინტელექტი. მერწყული თუ დაინტერესდა რაიმე ცხოვრებისეულ - მეცნიერულ - ფილოსოფიური ამოცანით, მაშინ მთელი მისი კონცენტრაცია ამ ამოცანაზე გადადის და მანამ არ მოისვენებს, სანამ არ ამოხსნის და რაღაც გენიალური გაგნება არ ექნება. ალბათ ფიქსირებულობა ამ დაჟინებულ კონცენტრაციასა და მუდმივ ძიებაშიც ვლინდება. "ალბათ" ნამდვილად კარგი სიტყვაა.. ჰმ..

მუტაბელური ტყუპები. აქ კი სტიქია მუტაბელურია. ჰაერისთვის მუტაბელურობა ჰაერივით აუცილებელია. ტყუპები ცნობილია, როგორც ყველაზე რთული მენტალური სტრუქტურის ადამიანი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტყუპებში ყველა მხრიდან ერთიანდება სირთულის ელემენტი. ერთის მხრივ ის წარმოადგენს რა ჰაერის სტიქიას, ამიტომაც მენტალური სტრუქტურები და სისტემები მისი სფეროა, მეორეს მხრივ, ეს ჰაერის სტიქია პირველ გამოვლინებაშია, ამიტომაც რამდენადმე ქაოსურია და საკუთარ თავში ჩაკეტილი. მესამეს მხრივ, ეს მუტაბელური ჰაერია, ანუ მოძრაობა და მრავალფეროვნება მისი სტიქიაა. რას მივიღებთ ამ ელემენტების ინტეგრირებით? ცხადია იმას, რომ ტყუპების მენტალური სტრუქტურა ძალიან საინტერო კვლევის საგანია მათთვის, ვინ მათემატიკური ფსიქოანალიზით არიან დაკავებულნი, მაგალითად ისევ და ისევ ტყუპებისთვის. ამრიგად, ეს არის მუტაბელური ჰაერის პირველი გამოვლენა, ანუ მენტალური ქაოსი, გაორებები, გასამებები.. ტყუპებს შეშლილ მერწყულსაც უწოდებენ ხოლმე. მერწყული ხომ ისედაც შეშლილია, ახლა შეშლილი მერწყული რა იქნება? წარმოგიდგენიათ.. ჰაერის კიდევ ერთი ელემენტი - ეს არის კონტაქტები. თუ სასწორი პარტნიორობის იდეის ინიციატორია (კარდინალური) ხოლო მერწყული "ალბათ" მეგობრების და ჯგუფების ერთგულია (ფიქსირებული), მაშინ ტყუპებს პარტნიორების მუტაბელური მოთხოვნილება აქვს, ანუ მას შეუძლია იმეგობროს სრულიად უცხო ადამიანთან. კონტაქტი გააბას მოულოდნელად, და ასევე მოულოდნელადვე დაშორდეს. ქაოსური ხასიათი მის ურთიერთობებშიც ვლინდება. ცვლილებები და მოძრაობები - ეს ტყუპების სტიქიაა. ტყუპები მაინც მოწოდებულია ურთიერთობებისთვის და კავშირების დამყარებისთვის. ამიტომ, მათემატიკით დაინტერესებულ ტყუპებს ვურჩევდი ნერვული სტრუქტურის შესწავლა დაეწყოთ. ეს ძალიან სახალისო იქნება მათთვის, ეს მათი სტიქიაა - კავშირების აღმოჩენა, მათ შორის ნერვული კავშირებისაც.

წყლის სტიქია.

კარდინალური კირჩხიბი. აქ წყლის სტიქიაა პირველ გამოვლინებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბი სულიერების და სიცოცხლის დასაბს და არსს წარმოადგენს. ვინაიდან კირჩხიბი სიცოცხლის არსის და დასაბამის სიმბოლოა, ამიტომაც ის სიმბოლოა თვითგადარჩენის მექანიზნისაც. აქედან მოდის ლეგენდები კირჩხიბის დიად სიფრთხილესა და შიშებზე. აქედანვე მოდის მშობლიურობის ელემენტების სიყვარული: დედა, სამშობლო და ა.შ. რადგან კირჩხიბი წყლის სტიქიის პირველი გამოვლენაა. კიდევ, რაც პირველ გამოვლინებაში გამოიხატება, არის ის, რომ ტრანსფორმაცია მიმდინარეობს პირად დონეზე, ანუ კირჩხიბის მისიაა არა იმდენად სამყაროს შეცვლა, რამდენადაც თვითტრანსფორმაცია. რაში გამოიახტება კარდინალურობა? ალბათ იმაში, ქვეცნობიერ დონეზე კირჩხიბი მიდრეკილია მანიპულაციისკენ. ეს არ არის გონებრივი მანიპულაცია (როგორიც ჰაერის ნიშანს - სასწორს შეუძლია), ეს წყლის სტიქიის მანიპულაციაა, ანუ რაღაც გაუგებარი ემოციური თუ ინტუიციური მექანიზმებით ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა. კირჩხიბი მიდრეკილია ძალაუფლების მოპოვებისკენ ადამიანებზე. მაგრამ ეს ძალაუფლება არის არა ცეცხლის სტიქიისნაირი, არამედ ფარული, ქვეცნობიერ დონეზე.

ფიქსირებული მორიელი. ეს ნიშანი სტიქიის მეორე გამოვლენაა, ამიტომაც კარგად აცნობიერებს საკუთარ მატრანსფორმირებელ უნარებს (განსხვავებით კირჩხიბისგან) და ნამდვილად გრძნობს სხვების ტრანსფორმაციის აუცილებლობას. მას ერგო წილად სხვა ადამიანების, მისი გარშემომყოფების ბინძურ სულიერ საცვლებში ჩახედვა, რათა ამოატივტივოს ყველა ნაგავი და გაწმინდოს ყველაფერი. თუ კირჩხიბი საკუთარ თავზეა ორიენტირებული და სამყაროს არსს საკუთარ თავში ეძებს რათა შეიცვალოს (ამიტომაც არის ყველაზე ღრმა ნიშანი, რადგან წყლის სტიქიის პირველი გამოვლენაა), მორიელი უკვე ფიქსირებულია, და თან სტიქიის მეორე გამოვლინებაა, ამიტომაც "გავლილი" აქვს საკუთარი არსის ძიება. მასში იმთავითვე დევს საკუთარი არსის შეგრძნება (როგორც ლომში დევს ის, რისკენაც ვერძი ისწრაფვის) მორიელმა სხვათა არსი უნდა დაინახოს და სხვები შეცვალოს. ფიქსირებულობა იმაშიც ვლინდება, რომ კირჩხიბი მიილტვის ფარული ძალაუფლების მოპოვებისკენ, ხოლო მორიელს იმთავითვე აქვს "წვდომა" იმაზე, რისკენაც კირჩხიბი მიილტვის. მორიელს იმთავითვე აქვს ადამიანების ფლობის შეგრძნება, დაბადებიდან და პირველი მომენტებიდან გრძნობს ადამიანებზე "წვდომას" ქვეცნობიერ დონეზე, და მისი სურვილია ამ ფლობის და ქვეცნობიერი ძალაუფლების შენარჩუნება, ყველაფრის კონტროლი. მორიელი ფლობს სიტუაციას და ყველაფერს აკონტროლებს. ამაშიც გამოიხატება ფიქსირებულობა.

მუტაბელური თევზები. რაც შეეხება ზოდიაქოს ბოლო ნიშანს, რომელიც ყველაფერში ბოლოა (ანალოგიურად ვერძისა, რომელიც ყველაფერში პირველია), ეს არის წყლის სტიქიის ბოლო გამოვლინება, ამიტომაც ტრანსფორმაცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ და სამყაროს დონეზე, ხოლო სამყაროს არსის გააზრებაც კოსმიურ დონეზე ხდება. თუ კირჩხიბი საკუთარ თავში იქექება და იქიდან იღებს სამყაროზე ინფორმაციას, თევზები მთელი კაცობრიობის "თავში" იქექება და კოსმიურ სიყვარულს ფლობს ადამიანებზე. თუ კირჩხიბის მისიაა თვითტრანსფორმაცია, თევზების მისიაა მთელი სამყაროს სიბინძურე გაატაროს საკუთარ თავში, და ამით გაწმინდოს და ატრანსფორმიროს კაცობრიობა. მუტაბელურობა მას სჭირდება იმისთვის, რომ არ ჩაიკეტოს ნაჭუჭში და მუდმივად იმოძრაოს. მას უნდა ჰქონდეს წვდომა ყოველ ადამიანზე დედამიწის ზურგზე. მუტაბელური წყალი გულისხმობს თანაგრძნობას ყველა ადამიანისადმი, ყველა ცოცხალი არსებისადმი. თევზები არ ეჭიდება არაფერს, მას შეუძლია იფრინოს (ან უფროსწორედ იცურავოს) მთელს დედამიწაზე (და არა მარტო), რათა ყველას გადასცეს კოსმიური სიყვარულის ნაპერწკალი. თუ ქალწულის მუტაბელურობა პრაქტიკულ მსახურებას გულისხმობს და "მიწიერი" რესურსების გაცვლა - გამოცვლას, თევზების მუტაბელურობა სულიერ მსახურებას გულისხმობს და "წყლის" რესურსების გაცვლა - გამოცვლას ადამიანებისადმი, რაც არის ემოციური თანაგრძნობა, ფსიქოლოგობა, უანგარო მკურნალობა და სხვა. საზღაურს კი (ეგრეთ წოდებულ ხელფასს) აბსოლუტისგან იღებს. ის თავად ხდება აბსოლუტის გამტარებელი უმაღლეს დონეზე და სამყაროს ევოლუციური მექანიზმის განსახიერება. თუ კირჩხიბი სისცოცხლის არსის ნიშანია, მიმართული წარსულში, სიღრმეებში, დასაბამში და ფესვებში, მაშინ თევზები მიმართულია გარეთ - მომავალი კოსმიური სივრცეებისკენ. და ეს ორი თითქოსდა "უკიდურესობა" თავის თავში ატარებს სამყაროს ევოლუციის მექანიზმს.

იმედი მაქვს საინტერესო იყო ჯვრების და სტიქიების (აგრეთვე მათი გამოვლენის რიგითობის) მათემატიკური დალაგება და ნიშნების დახასიათება. მაგრამ, უფრო მეტად საინტერესო ის ფაქტი არის, რომ ზოდიაქოს ნიშნებს ჯვრებსა და სტიქიებზე უფრო მეტად პლანეტებით ახასიათებენ. ამრიგად, შემდგომი, რაც უნდა ვისწავლოთ, ეს არის პლანეტების ფუნქციები, რის შედეგადაც ზოდიაქოს ნიშნებს უფრო დეტალურად დავახასიათებთ და რაც მთავარია - მათ კარმულ მისიებს უფრო დავაკონკრეტებთ.

ჯერჯერობით სულ ეს არის. წარმატებები ყველას!

მსგავსი სტატიები

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

მზის ინგრესია ლომში


ავტორი: გიორგი ლობაჯნიძე მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხ...

დენებ ადიგე ასტროლოგიაში


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

კარდინალური ჯვარი


  ავტორი: ქეთი ოდიშელი წყარო   მას ასევე უწოდებენ ქრის...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff