ახერნარი - Achernar

Admin
ასტროლოგია
0
0

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში" მთარგმნელი...

eridiani

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

უძრავ ვარსკვლავთა კლასიფიკაცია ხდება დასახელების, თანავარსკვლავედში განლაგების, ბერძნული ანბანის და კატალოგში ნომრის მიხედვით. აქედან ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელია ბერძნული ანბანის მიხედვით - თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი აღინიშნება ალფათი და შემდეგ მოჰყვება დანარჩენი ვარსკვლავები სიკაშკაშის კლების მიხედვით - მაგალითად ახერნარი ერიდანუსის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ამიტომ აღინიშნება ალფათი - რაც იგივე პირველი ხარისხის ვარსკვლავს ნიშნავს.

ACHERNAR α Eridani ♓ 14'10'

ახერნარი - მდინარის დასასრული

მზე უერთდება ახერნარს 5 მარტს.

უძრავი ვარსკვლავი ახერნარი - ალფა ერიდანი 0,5 მაგნიტუდის ლურჯ-თეთრი ვარსკვლავია, მდებარეობს მდინარის დასასრულთან - ერიდანუსის თანავარსკვლავედში. ახერნარის სახელი მომდინარეობს არაბული ფრაზიდან آخر النهر (ākhir an-nahr) რაც მდინარის დასასრულს ნიშნავს.

გააჩნია იუპიტერის ბუნება, სიმბოლურად განასახიერებს ქერუბიმს ხმლით ხელში, გვაძლევს წარმატებას საჯარო სამსახურში, ქველმოქმედებასა და რელიგიაში.

ახერნარი განლაგებულია მდინარე ერიდანუსის დასასრულთან და გააჩნია იუპიტერის ბუნება მარსი-ურანის შეერთებასთან ერთად. კარგი განლაგების შემთხვევაში გვპირდება ბედნიერებას და წარმატებას, გვაძლევს კარგ მორალურ თვისებებს, ერთგულ მიყოლას რომელიმე რელიგიისადმი ან რომელიმე ფილოსოფიური მიმდინარეობისადმი. ტრადიციულად ამ ვარსკვლავს მიეწერება ტაძრებისთვის დიდებული შენობების გადაცემა განსაკუთრებით თუ იუპიტერთან შეერთებაშია.

ადამიანის სხეულში ახერნარი მართავს მარცხენა ფეხის გულს.

ერიდანუსის თანავარსკვლავედი თუ ვარსკვლავ ახერნარს არ ჩავთვლით სატურნის ბუნებას ატარებს. ის გვაძლევს მეცნიერების, აგრეთვე მოგზაურობის და ცვლილებების სიყვარულს, ხელისუფლების კეთილგანწყობას, მაგრამ ასევე განაპირობებს უბედურ შემთხვევებს განსაკუთრებით წყალზე.

ეს თანავარსკვლავედი მოასწავებს წვიმებს. თანამედროვე ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ ცოდნისა და მეცნიერების სიყვარულს გვაძლევს, მაგრამ კლასიკურ ასტროლოგიაში არ არის ამის მტკიცებულება. თუმცაღა ერიდანუსი მიგვანიშნებს მოვლენებზე, რომლებიც მდინარეებს და ნაკადულებს უკავშირდება. პტოლემეოსი გვარწმუნებს, რომ ვარსკვლავს მდინარის ბოლოს აქვს იუპიტერის ბუნება, ხოლო სხვა ვარსკვლავებს ამ თანავარსკვლავედში ამომავალი სატურნის ბუნება აქვთ.

achernar1

ვარსკვლვი ახერნარი შეერთებებში.

ზენიტის (მედიუმ ქოელის) შეერთება ახერნართან - ალბერტ აინშტაინი 0°45′ , იოზეფ მენგელე 0°56′

მზის შეერთება ახერნართან - მაღალი ჩინი საჯარო საქმიანობაში, ფილოსოფიაში, რელიგიაში, ლიტერატურასა და სპორტში. როგორც წესი ისინი ძალიან ორიგინალური ხალხია. შესაძლოა გახდნენ ცნობილები და უჭკნობი დიდებაც მიიღონ როგორც კარგ ისე ცუდ საქმეებში.
სუზან მილერი - 1°40′

მთვარის შეერთება ახერნართან - მაღალი თანამდებობა საზოგადოებრივ საქმეებში, ლიტერატურულ საქმიანობაში. ადამიანი თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ ვისაც ნაკლებად გაუმართლათ. აქვს ლიდერის თვისებები სამხედრო საქმეში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ჯგუფთან საქმიანობისას.
რობერტ დენირო - 0°11′

მერკურის შეერთება ახერნართან - ეს ადამიანები ასრულებენ ბევრ საქმეს. ეს შეერთება აფართოებს ფსიქიკურს ქვეცნობიერის ხარჯზე. ისინი ყოველთვის ურთიერთობდნენ სულიერ სამყაროებთან. როდესაც თავიანთ სულიერ მასწავლებლებს ესაუბრებიან პასუხი დაუყოვნებლივ მოსდით. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მაშინაც კი თუ კითხვა მის ქვეცნობიერ ეგოს უკავშირდება და ან თუნდაც ამ კითხვას სხვა უსვამს. პასუხი მაინც დაუყოვლებლივ მოდის. შესაძლოა ექსტრასენსები იყვნენ და ხალხს ეხმარებოდნენ ან ამ უნარს მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყენებდნენ. შესაძლოა სიძნელეები შეექმნათ მიწიერ დ მატერიალურ საქმეებში , ამიტომ ყოველვის სჭირდებათ ვიღაც, ვინც ამ ფუნქციებზე იზრუნებს. როგორც წესი, ეძებენ ისეთ პარტნიორს ვინც ამ პრობლემებს მოუგვარებს და მასზე იზრუნებს. მათ ძალიან უჭირთ საკუთარ მიწიერ საჭიროებებში გარკვევა და ამაზე ზრუნვა ამიტომ ეს საქმე მათ მაგივრად ვიღაცამ უნდა გააკეთოს, ვინც უფრო მყარად დგას მიწაზე.
ეგდარ კეისი - 1°49′,
აბრაამ ლინკოლნი - 2°17′

ვენერას შეერთება ახერნართან (+) - ადამიანი დიდსულოვანი და მომთმენია, სერიოზული, თანამგრძნობი შეუძლია რელიგიის სფეროში მაღალი თანამდებობა დაიკავოს. თუმცა რასებობს არასასურველ ადამიანებთან კავშირის ალბათობა, რაც უსიამოვნო სიტუაციებს ქმნის. ადამიანი ამ მდებარეობით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ გაუჩნდეს სირთულეები, რომლებიც თითქმის დაუძლეველ წინააღმდეგობებს შეუქმნიან.

ვენრას შეერთება ახერნართან (-) - ადამიანი ძალიან რომანტიულია და ადვილდ უყვარდება. ის ძალიან მომთმენია და ექსტრავაგანტური, თუმცა შეიძლება ჰქონდეს ცუდი რეპუტაცია შინაური პრობლემების ან არასასურველ ხალხთან ურთიერთობის გამო. ადამიანს აქვს რთულად მოსაგვარებელი პრობლემებისკენ ქვეცნობირი მიდრეკილება. ამის თავიდან ასარიდებლად კარგად უნდა გააკონტროლოს თავისი შეგრძნებები. შესაძლოა აფექტის მდგომარეობები.

ედგარ კეისი 2°10′

მარსის შეერთება ახერნართან - სხეულისთვის სტრესული ენერგიაა და მოქმედებს დიაფრაგმასა და თირკმელზედა ჯირკვლებზე. შესაძლოა მარცხენა ტერფთან დაკავშირებით გაჩნდეს პრობლემები, განსაკუთრებით იმ ქსოვილებში რომელიც ძვალს აკრავს, ასევე თირკმელზეა ჯირკვლები გამოყოფენ ადრენალინის გადაჭარბებულ დოზას. ადამიანი ძალიან კონფლიქტური და მოუთმენელი ხდება. ფიზიკური თავდასხმა გამორიცხულია მაგრამ გაუთავებელ ჩხუბს წვრილმანების გამოც კი ვერ გაექცევა. ასევე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გამუდმებული უსიმოვნო შეგრძნება მარცხენა ფეხში. დიაფრაგმაც ოდნავ სივდება და ასევე უსიმოვნო შეგრძნებეს ქმნის და ელასტიურობას კარგავს. ადამიანი გულძმარვის მსგავს წვას გრნობს, და ამას ვერაფერს უხერხებს. თუ ეს ადამიანები სხვების სიყვარულს და მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ისწავლიან, ეს სიმპტომები სეუმსუბუქდებათ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მედიცინა უძლურია მათი ამ პრობლემების გადაჭრაში.
დევიდ ბექჰემი - 0°34′

სატურნის შეერთება ახერნართან - ედგარ კეისი 0°44′, პაპი ფრანცისკი I 2°05′

ურანის შეერთება ახერნართან - მარია ანრუანეტა 1°20′

ნეპტუნის შეერთება ახერნართან - ეს კონფიგურაცია იწვევს იმუნური სისტების ისეთ დაზიანებას რომელიც ორგანიზმის ყველა ჯირკვალზე მოქმედებს. ადამიანი ბუნებრივადაა მიდრეკილი ენდოკრინული სისტემის დაზიანებსთან და ამის გამო შეიძლება სხეულის ნებისმიერი ორგანო დაუავადდეს. ახასიათებთ ზოგადი სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა. ეს ადამიანები უნდა ერიდონ ნებისმიერი სახის წამლებს რადგან ამანაც შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, მაგალითად - კიბო. მიდრეკილნი არიან სხვა და სხვა ინფექციებისკენ და ლეიკემიისკენ. ავადმყოფობები როგორც წესი სხეულის ცენტრალურ ნაწილში იწყება და მერე ჯირკვლების მეშვეობით მთელ სხეულზე ვრცელდება. მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესდეს ოხრახუშის მიღებით ყოველდღიურად, მათ შორის ოხრახუშიც ჩაიც. ოხრახუში აცოცხლებს და ამაგრებს იმუნურ სისტემას. ასევე ძალიან სასარგებლოა ბროწეული და ფორთხალი. უნდა აღვნიშნთ, რომ ამ შეერთებისას თუ ადამიანს კიბო გაუჩნდა ეს დიაფრაგმის ან თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემებით იქნება გამოწვეული.
ვისენს ვან გოგი - 0°59′

იუპიტერის შეერთება ახერნართან - თუ იუპიტერს კარგი ასპექტები აქვს მზესთან და მთვარესთან მაშინ ეს შეერთება დიდების მომტანია. ხელს უწყობს სამხედრო საქმეს, ლიტერატურას, ასტროლოგიას, იურიდილ და სახელმწიფო საქმიანობაში.

 

მსგავსი სტატიები

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

"კაცობრიობის ახლო მომავალი"


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ნუ ჩათვლით, თითქოს მე ე...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

3 ზოდიაქოს ნიშნის შედარებითი ანალიზი


მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia) წყარო ვერძი - დაბლა დახრი...

რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის


ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მა...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff