თხის რქა

Admin
ასტროლოგია
0
0

მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალების, ქმედების ენერგიის სიმბოლოა....

txis rqa

მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia)

წყარო

თხა უხვი სასიცოცხლო ძალების, ქმედების ენერგიის სიმბოლოა. სიცოცხლე თავის სუბსტანციურ მნიშვნელობაში შემოქმედებაა, კონკრეტული განვითარების ეტაპზე დგება დრო, როცა შემოქმედების პროცესი ადგილს უთმობს აღსრულების პროცესს, მხოლოდ „სიცოცხლედ ქცევა“ „განხორციელებაა“ საჭირო. თხის რქის ნიშანში კი სწორედ ეს აღსრულების აქტი დგება. აქ შემოქმედება პირობითია, შემოქმედის ნება უნდა განხორციელდეს მატერიალურ სამყაროში.

თხის რქა ქმნის, აღასრულებს სხვათა დაწყებულს (ჩანაფიქრს და ა.შ.)! იდეები იბადება კირჩხიბში. კირჩხიბი არის უზენაეს გონთან ყველაზე ახლო წერტილი, შესაბამისად მისი საპირისპირო წერტილი - თხის რქა ყველაზე მეტად დაშორებულია და ყველაზე მეტად საჭიროებს შემოქმედის სიყვარულს. თხის რქიდან იწყება მატერიალული სრულყოფა, შემდეგ კი შექცევადია პროცესი სულიერებსიკენ. ყველაფერი მოფიქრებული და სრულყოფილებამდეა მიყვანილი იდეის, ფორმის, ფასეულობების დონეზე.
თხის რქა ეს არის, ქალური „შემოქმედების“ (ნაყოფიერება) ძალისა და სიუხვის ქედმოხრილი თაყვანისცემის სიმბოლო. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ორსულობაზე.

თხის რქის სიმბოლო ამ დრომდე შეუცნობელია და ეს წინასწარ განსაზღვრულიც იყო. ხანდახან მას მოისხენიებენ „ღმერთის ხელმოწერად“.
ამ სიმბოლოს ახსნა არაა მიზანშეწონილი ერთი იმიტომ, რომ მისი გამოსახვა არასწორად ხდებოდა და ხდება და მეორე - მისი სიმბოლიზმის ასახვა და გაშიფვრა ენერგეტიკულ დონეზე იწვევს ძალების მოზღვავებას, რაც წინასწარი მომზადების გარეშე დაუშვებელია. ის პენტაგრამაზე გაცილებით მძლავრია.

ლეგენდის თანახმად თხა ამალთეამ (რომელიც ზევსს თავისი რძით კვებავდა) სეირნობისას ხეს წამოსდო რქა და მოიტეხა (საკუთარი ნებით, რადგან თავი ვერ დააღწია ტოტებს). ეს რქა ნიმფამ იპოვნა, მწვანე ფოთლებში გაახვია, ნაყოფითა და კენკრით აავსო და ზევსს მიართვა, ზევსმა მადლობის ნიშნად (ნიმფამ გამოზარდა) რქა დაუბრუნა და ამასთან ჯადოსნური ძალა შესძინა მას. ნებისმიერი სურვილი, რომელსაც რქას ჩასძახებდნენ მისგან „გადმოდინდებოდა“. (ოვიდიუსი -მეტამორფოზები).

( p.s. ლათინურად cornu copiae ) ამალთეას რქა სიუხვით დაუსრულებელი ტკბობა, ნაყოფიერება, „მიწიერი“ ნაყოფის საცავია.
რქა - მამაკაცური (ფალოსური) სიმბოლოა, ხოლო რქის ღრუ- მგრძნობიარე, ქალური სიმბოლო.
სიუხვის რქა ეს არის ფლორის ღვთაებების, მეღვინეობისა და ბედ-იღბლის, ასევე დედა ღვთაებების (როგორიცაა დემეტრა, იგივე ცერერა, ტახო- იგივე ფორტუნა, და ალთეა.
ამ აღჭურვილობას, როგორც განაყოფიერების ნიშანს ატარებს ღვთაება პრიაპი,
ზოგიერთ წყაროში თხისმაგვარი ტყისა და ფლორის ღვთაება იქცა სამყაროს გამთლიანების აბსტრაქტულ სიმბოლოდ (♑ - თხის რქა - ეს სიმბოლო მაღალ მთებზე მცოცავი, შეუპოვარი ცხოველის მოღუნულ რქებს განასახიერებს, იგი ზოდიაქოთა შორის ყველაზე ამოუცნობი ნიშანია.

თხის რქა ინკარნაციის სიმბოლოდაც შეიძლება ჩავთვალოთ. იგი თითქოს სულის გადაადგილებას ასახავს. ზედა ხაზი ჯერ დედამიწის სფეროს გარედან ჩაუვლის, მერე უკნიდან შემოუვლის და ისევ გარეთ გამოდის. იგი თითქოს ლენტივით გარს ეხვევა დედამიწას და არსად არ არის გაჭრილი. -ხატოვანი ასტროლოგია), ხოლო მისი ფლეიტის ხმა გაიგივებულია ზეციური მუსიკის ჰანგებთან.

უძველესი დროიდან თხის რქის სიმბოლოს გამოსახავდა ნახევრად თხა, ნახევრად თევზი (თევზის კუდი). ზოგიერთ ასტროლოგიურ წყაროებში კი თხის რქა მოიხსენება, როგორც ზღვის (ოკეანის) თხა.

ბაბილონის ისტორიაში ზღვის თხა ითვლებოდა ყველაზე დიად ღმერთად, ის ცნობილი იყო ეა-ს სახელით, რომელმაც მესოპოტამიის ხალხს მისცა განათლება და კულტურა. აქვე მიწათმოქმედების კულტურა დაიწყო დიდი მოქცევის (ტიგროსი და ევფრატი) მდინარეების წყალდიდობის შემდეგ. ამის გამო ხალხს სჯეროდა, რომ აქ არსებობდა მიწისქვეშა ოკეანე, რომლის მბრძანებელიც იყო ღმერთი ეა. ყოველ დღე ეა ამოდის დედამიწაზე , რადგან მოგვცეს განათლება,ცოდნა... ღამე კი ის შინ (მიწის ქვეშ) ბრუნდება-ესე ამბობდნენ მესოპოტამიელები.
ინდიელები - ზღვის(ოკეანის) ურჩხულს ეძახდნენ. ბერძნები, კი - თხის რქებიან არსებას.

ძველ საბერძნეთსა და რომში კი თხის რქა ასოცირდებოდა პან-ის ღვთაებასთან, ის იყო მხიარული უყვარდა ბუნებაში ყოფნა, მფარველობდა ტყეებს, ველებს, მწყემსებს. პანი წელსზევით იყო ადამიანი ქონდა თხის ყურები და რქები, წელსქვევით კი თხა. (სიტყვა პანიკის ძირეული მნიშვნელობა ღვთაება პანს უკავშირდება)

პანს საოცრად უყვარდა მუსიკა, მან სახელი გაითქვა ფლეიტაზე დაკვრით,მისი ფლეიტა სინამდვილეში იყო ნიმფა, რომელმაც პანის სექსუალურ ძალადობას წინააღმდეგობა გაუწია, პანმა ვერ აიტანა უარყოფა და ნიმფა მუსიკალურ საკრავად გადააქცია. -არა აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა იქნები, შენ ნებისმიერი სახით მაინც მე უნდა მეკუთვნოდე! - ბრძანა მან. პანი ცნობილი გახდა როგორც ბუნების მფარველი ღვთაება. ზოგიერთი პანის სახასიათო შტრიხი მაგ. სექსუალურობა, ურცხვობა, სიჯიუტე და ბუნების სიყვარული კარგად შემოინახა თხის რქის ფსიქოტიპმა.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშანი იდუმალებითაა მოცული, მითიური ქმნილება, რომლის სახელსაც ის ატარებს, უბრალოდ თხა არ არის, ის არის ზღვის (ოკეანის) თხა, (წელს ზევით თხა, ქვევით -თევზი) მისი ეს ორი ბუნება მეტყველებს, როგორც სიღრმეებში წვდომის, ასევე მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობებზე.

თხის რქის სიმბოლიკა, როგორც ვთქვით მოიცავს თევზს, ძველი ჩანაწერების თანახმად კაცობრიობა იღებს სათავეს ღვთაება ენლილისგან (შუმერების ისტორია), რომელიც წყლიდან იშვა და ყოველთვის გამოისახებოდა ადამიანი-თევზის სახით, შემდგომში მისი მემკვიდრე ხდება მისივე პატარა ძმა- ენკი, რომლის ტოტემიც ასევე თევზი იყო. შესაბამისად თვლიან, რომ მიწაზე რისამე განსხეულებას სწორედ თევზი განასახიერებს.

ერთერთი წყაროს თანახმად ტიტანებთან შერკინებისას, ოლიმპოელ ღვთაებებს მოუწიათ უკუსვლა ეგვიპტისკენ, ისინი ალყაში მოექცნენ და გადარჩენის ერთადერთი გზა იყო გარეგნობის შეცვლა. პანი ნილოსში ჩახტომისას გადაიქცა თხა-თევზად, ამ გარეგნობამ, ძალიან გაახალისა ზევსი და მან გადაწყვიტა ამ სიმბოლოს გადატანა ცაზე.

რაც შეეხება თანავარსკვლავედს, ძველად მას ეძახდნენ „თევზ-თხას“ „თხას“ და სხვა.
არაბები (ალ -ჯადი) თიკანი, ხოლო ძველი ავსტრალიელები კენგურუს თანავარსკვლავედს ეძახდნენ (რომელსაც მისდევენ ზეციური მონადირეები). დაახლოებით 2000 წლის წინ საბერძნეთში ყალიბდებოდა თანავარსკვლავედების სახელწოდებები, თხის რქის ზონაში ფიქსირდებოდა ზამთრის მზებუდობის წერტილი. თვითონ თანავარსკვლავედი გინგანტურ ღიმილს წააგავს (თხის თავის სილუეტი). სწორედ ამ თანავარსკვლავედში 1846 წელს აღმოაჩინეს პლანეტა ნეპტუნი.

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

მზის ინგრესია ლომში


ავტორი: გიორგი ლობაჯნიძე მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხ...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff