კარდინალური ჯვარი

Admin
ასტროლოგია
0
0

  ავტორი: ქეთი ოდიშელი წყარო   მას ასევე უწოდებენ ქრისტეს ჯვარს, შამბალა. სიტყვა კარ...

cardinal cross 

ავტორი: ქეთი ოდიშელი

წყარო

  მას ასევე უწოდებენ ქრისტეს ჯვარს, შამბალა. სიტყვა კარდინალური ლათ. cardo გამწევი ძალა, კრიტიკული, შემოვლა წრეზე. თუმცა მოდის ლათინური ფუძიდან hinge- ინგ hung. -დაკიდება, ჩამოხრჩობა ან მარყუჟი. (ანკხი)

 როგორც ამბობენ „ჰაერიც“ იცვლება როდესაც მზე ამ ნიშნებში შედის.(სეზონის ცვლილება).
კარდინალური ჯვრის მმართველი ნიშნები, ოთხივე სეზონის სიმბოლოს მდებარეობას ქმნიან. ისინი რაიმე პროცესის განახლებას შემდეგ კი განვითარებას განასახიერებენ, (განვითარების, რომელიც საწყისი იმპულსის ენერგიას საჭიროებს). ეს ენერგია მიმართულია ცენტრიდან გარეთ, (მზის მიერ ზოდიაქოს ნიშნების შემოვლა ) რომლის დასაწყისიც არის გაზაფხულის დღეღამტოლობა.

1 ) გაზაფხულის ბუნიობა 20 ან 21 მარტი - დღეღამტოლობა (ვერძის ნიშანში) (ნოვრუზ ბაირამი) ასტროლოგიური ახალი წელი.

2 ) შემოდგომის ბუნიობა 22 ან 23 სექტემბერი - დღეღამტოლობა (სასწორის ნიშანში)

3 ) ზაფხულის მზებუდობა, 20-22 ივნისს. (იუნონას ზევსის ცოლის სახელიდან) (კირხიბის ნიშანში) ყველაზე დიდი დღე და მოკლე ღამე.
(არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რომლითაც იწყება ივნისი)

4 ) ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერი - ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე.
ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას.

21 დეკემბერი - დღე როცა „კვდება“ მზე ... სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება. (თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ზონაში).

 დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი_ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი_ზაფხულში). დედამიწის ეკვატორის სიბრტყის მისი ორბიტის სიბრტყესთან დახრის გამო მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰორიზონტიდან უფრო მაღლა და მაღლა იწევს დეკემბრიდან ივნისამდე, ხოლო ივნისიდან დეკემბრამდე ეშვება ქვევით. მარჯვნივ ყველაზე ქვედა წერტილი შეესაბამება ზამთრის მზებუდობას (ყველაზე მოკლე დღე - 21 ან 22 დეკემბერი), მაშინ მზე სამხრეთის ტროპიკის ზენიტშია. ხოლო მარცხნივ ყველაზე ზედა წერტილი - ზაფხულის მზებუდობას (ყველაზე გრძელი დღე - 21 ან 22 ივნისი), მაშინ მზე ჩრდილოეთის ტროპიკის ზენიტშია. მრუდები გადაიკვეთებიან ცის ეკვატორზე - გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობის წერტილებში.  (ვიკი)

 გარდა ზოდიაქოს ნიშნების სტიქიად დაყოფისა არსებობს კიდევ დაყოფა კვადრატებად. ვერძის მოპირისპირეა სასწორის ნიშანი, კირჩხიბის - თხის რქა. ამ დაყოფით მიიღება ჯვარი შესაბამისი კვადრატებით.

 პირველი ასეთი კვადრატი მოიცავს: ვერძსა და სასწორს (ბუნიაობის წერტილები) და კირჩხიბი და თხის რქას. (მზებუდობის წერტილებით) ამ ნიშნებით შექმნილ ჯვარს კარდინალური ჯვარი ჰქვია.

 თუ რუკაში გამოკვეთილია კარდინალური ჯვარი, მაშინ ასეთი ადამიანი ინიციატივიანია, ხშრად აქტიურ პოზიციას იკავებს. ცეცხლისგან განსხვავებით აქცენტები მოდის არა იმპულსებსა და ტალღბზე, არამედ ქმედებაზე, მოქმედების დაწყებაზე. ინიციატივა შესაძლოა იყოს მშვიდი, საქმიანი, კარდინალურ ნიშნებს უკავშირდებათ საკმაოდ მნიშნელოვანი მოვლენები, მათ შორის ქვეყნის ისტორიებშიც.

 კარდინალურობის მაჩვენებლის დეფიციტისას - ვლინდება უინიციატივობა. ეს არის პირველი განვითარების დონე - ფიზიკური სხეული, მისი მდგომარეობა, ბუნებრივი რეაქციები და მოთხოვნილებები.

კარდინალური ჯვრის ფსიქოტიპის გაშლა

 როდესაც იბადება ბავშვი ის თავს სამყაროს ცენტრად თვლის. უფრო სწორად თავის სამფლობელოდ, თავის წარმოდგენებშ სხვა არავინ არსებობს. ბავშის ტირილი დაბადებისთანავე გამაყრუებელი და გამაღიზიანებელი. მის იგნორირებას ვერავინ შეძლებს. სცადეთ და აუხსენით ჩვილს, რომ დედა გასულია და ჭამამდე 5 წუთი მოუწევს მოცდა. არაფერი გამოვა, ჩვილი უაპელაციოდ მოითხოვს თავისას! მას სჭირდება დაუყოვნებლივ მოთხოვნის დაკმაყოფილება! ამასთან ერთად ის ვერ ახდენს თავის საჭიროებების დიფერენცირებას - მშიერია, სიცივე აწუხებს, ეძინება თუ სხვა- უბრალოდ დისკომფორტს გრძნობს და მოითხოვს ამისგან დაუყოვნებელ გათავისუფლებას. ამ ეტაპზე ვლინდება ვერძის ენერგია და მძვინვარე პირველი სახლი, რომელიც ასტროლოგიაში „ეგოს“ სიმბოლიზაციაა.

 რაღაც დროის შემდეგ პატარა უკვე აცნობიერებს რა სურს, ის ძირითადად საჭიროებს კვებას და უსაფრთხოებას. უკვე განასხვავებს თავისიანებს სხვებისგან და თავს შორს იჭერს უცხო ადამიანებისგან ( საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი). სხვა დანარჩენებისგან განსაკუთარბით დედას გამოარჩევს, რადგან დედისგან იღებს საკვებს, დედას სიკეთის სურნელი აქვს. ასე ვლინდება კირჩხიბის ენერგია და ასტროლოგიური მე4 სახლის გავლენა, რომელიც დედის არქეტიპის სიმბოლიზაციას ახდენს და საბაზისო მოთხოვნილებებს უქმნის ადამიანს კვების, სითბოსა და დაცვის სახით.

 პირველი სერიოზული ძვრები ხდება ჩვილის გონებაში, როდესაც ის აღმოაჩენს სხვა ადამაინებს ირგვლივ (დედა და შინაურები არ ითვლებიან, რადგან მათი აღქმა ხდება ისევე, როგორც საკუთარი თავის) მის ცნობიერში რევოლუცია ხდება, საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა თუ რას გრძნობს პატარა ჰიპერტროფილებული პირველი სახლით, როდესაც სამყაროში სხვა ადამიანებს დაინახავს. ეს შესასძლოა მოხდეს ნებისმიერ ადგილას, საბავშო ბაღში ან სხვა.

 იმ სხვასაც თავისი სურვუილები აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშის სურვილებს, და საერთოდ ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა, გარშემო ვიღაც ადამიანები არიან, რომლებიც სულ არ ზრუნავენ ბავშის მოთხოვნების შესრულებაზე, პირიქით, ცდილობენ მასში დათრგუნონ პირადი სურვილები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჰორიზონტზე გამჩნდება

მე-7 სახლის სასწორისეული ენერგიები.

მე-7 სახლი ეს არის „სხვა ადამიანების სახლი“ რომელსაც უნდა შეჩვევა და ადაპტირება, მაგრამ როგორ?

 შემდეგ საქმე უფრო რთულდება. აღმოჩნდება რომ სამყაროში მხოლოდ სიტყვა „მინდა“ არ არის, ასევე არსებობს სიტყვა „უნდა“ (საჭიროება და ვალდებულება). საჭიროა დილით ადრე ადგომა, მაშინ, როცა სულაც არ გვინდა, საჭიროა სათამაშოების დალაგება, ფაფის ბოლომდე ჭამა, კანფეტების განაწილება და საჭიროა..საჭიროა...საჭიროაა... რაც დრო გადის მით მეტი რამაა „საჭირო“, უფრო მეტი შეზღუდვები და ვალდებულებები, რომელსაც საზოგადოება თავს ახვევს ნებისმიერს. თუ გინდა საზოგადოების წებვრი იყო, მაშინ კეთილი ინებე და მიყევი მის კანონებს. 

ასე იწყება თხის რქის მე-10 სახლის ენერგიის გამოვლენა. სოციალური ზრდის სახლი.
შეუცნობლისკენ სვლა გვაშინებს, მაგრამ გვიზიდავს. ხოლო ოჯახური „ბუდე“ ჩვენთვის უფრო და უფრო ვიწრო ხდება....

 დაახლოებით 25 წლისთვის ადამიანი საკმაოდ კარგად ითავისებს პირველ და მეშვიდე სახლებს, ითავისებს მათ პრინციპებს, იმას, რომ მისი თავისუფლება და სურვილები სრულდება იქ , სადაც იწყება სხვისი სურვილები და თავისუფლება. მას უკვე თითქმის გადალახული აქვს ეგოიზმი, სწავლობს ურთიერთიობების აწყობას სხვა ადამიანებთან, კომუნიკაციებს, მოლაპარაკებებს, კომპრომისზე წასვლას, პრინციპში მზადაა საქორწინო კავშირისთვის.

 დაახლოებით 30 წლისთვის (სატურნის პირველი დაბრუნება) ადამიანს უკვე შეუძლია ბოლომდე შეიმეცნოს საკუთარი თავი და საზოგადოებაში ადგილი. გადახედოს დასახულ ამოცანებს და მიზანმიმართულად იმოქმედოს მეათე სახლისკენ. სიზამრაცისა და ბარიერების გადალახვით, რომელიც მრავლადაა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ეს სახლები ასტროლოგიაში ერთგვარი ჯვრის არქეტიპია, რომლის ზიდვაც ყველას უწევს და მაშინ, როდესაც ადამიანი შეეგუება და იტვირთავს მხრებზე ამ „ჯვარს“ რადგან ზიდოს, იქამდე, სადამდეც საჭიროება მოითხოვს, ის დგამს პირველ ნაბიჯს იმისთვის, რომ გახდეს ჭეშმარიტი ადამიანი.
 

 ასტროლოგიურ ლიტერატურაში არც ისე დიდი ყურადღებვა ექცევა ამ ჯვრებს (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) შორის სხვაობას. თითოეული ჯვრის განხილვისას იწყება მსჯელობა ძირითადადზოდიაქოს ნიშნის დახასიათებაზე. როდესაც ვეცნობით კარდინალური ნიშნის მტკიცე გადაწყვეტილებისა და ქმედების უნარს, შემდეგ კი სასწორის მერყეობაზე მიდგება საქმე ვხვდებით წინააღმდეგობას.

 კარდნინალური ჯვრის ნიშნები ტრადიციულად უკავშირდება შესაბამისი წლის პერიოდის დასაწყისს. ამიტომაც ითვლება, რომ ეს 4 ნიშანი სტარტს, დასაწყისს ქმნიან, ისინი ერთგვარი ინიციატორები არიან. კვადრატი მჭიდრო კავშირშია 2 პლანეტასთან.

მარსი და სატურნი - ქმედება, შეზღუდვების, ბარიერების გადალახვა. ორივე პლანეტა ძლიერია თხის რქაში და სუსტი კირჩხიბში. ვერძში მარსი ძლიერია, სატურნი კი სუსტი.

სასწორში - პირიქით. ამ მოტივით კირჩხიბი ითვლება კარდინალურ სისტემაში ყველაზე სუსტ ნიშნად. თხის რქა კი-ყველაზე ძლიერად.

ვერძი - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი); შეზღუდვების იგნორირება ( სუსტი სატურნი) იმპულსური ქმედება.

თხის რქა - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი). მკაცრად განსაზღვრული გეგმიური ქმედება.

კირჩხიბი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ; არ ექვემდებარება შეზღუდვებს (სუსტი სატურნი) ; თავიდან აცილების ქმედება.

სასწორი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი) ურთიერთქმედება.

 

თვითშეზღუდვა გარშემომყოფთა შეზღუდვა

ვერძი არა არა

კირჩხიბი არა კი

სასწორი კი არა

თხის რქა კი კი

 ვერძი მუდამ მზადაა ცვლილებისთვის, არ ეშინია მათი, პირიქით, მუდამ სიახლეების ძიებაშია, სიახლეები მისთვის ჰაერია, რომლითაც ის სუნთქავს. კირჩხიბი მუდმივ ცვალებადობას განიცდის თავის შიგნით. ცვლის ყველაფერს რაც მასში შეაღწევს, ცუდად რეაგირებს ცვლილებებზე, ამიტომ არასდროსაა მათი ინიციატორი. თუმცა საჭიროებისას ბრწყინვალე ადაპტირების უნარით გამოირჩევა.

 სასწორის შემთხვევაში დასკვნები არასდროსაა ერთმიშვნელოვანი. ცვლილებებთან დაკავშირები არც ისე მარტივადაა საქმე. ერთის მხრივ ნებისმიერი ცვლილება სასწორებისთვის შეტევის განორხიელებაა მათ სიწმინდეზე- ბალანსსა და ჰარმონიაზე. მეორეს მხრივ კი, სხვა, განსხვავებული, კიდევ ერთი - ანუ ეს ის სიტყვებია, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებას და სასწორი კი, როგორც ცნობილია მუდამ ალტერნატივის ძიებითაა დაკავებული. ამგვარად ცვლილებები მათთვის უცხო არაა.

 რაც შეეხება თხის რქას, გრანდიოზული ცვლილებები..... თითქოს რიგიდული, კონსერვატორი თხის რქა რომელიც ზღუდავს ყველასა და ყველაფერს საერთოდ არ უნდა იყოს მზად რაღაც ახლისთვის, მაგრამ, მაშინ, ვერ ვისაუბრებდით თხის რქის ამბიციებზე, მწვერვალებისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაზე. თხის რქა ყვეალაზე განვითარებული კარდინალური ნიშანია. მისი ცხოვრება ერთი დიდი, დროში გაწელილი ცვლილებაა. თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ!

წყენის დამახსოვრება მადლიერი

ვერძი არა არა

კირჩხიბი კი კი

სასწორი არა კი

თხის რქა კი არა

 

კარდინალური ნიშნების შემოქმედებითობა

ვერძი - შემოქმედებითად იწვის. იდეების გენერატორია. ყველაზე შემოქმედებითი კარდინალური ნიშანი.

კირჩხიბი - ორსული ქალის ანალოგიაა: იგი ატარებს და შობს იდეას, რომელსაც სხვისგან იღებს. შემოქმედების სფეროში ის თავად არ ნაყოფიერდება.

სასწორი - ერთი მხრივ მართავს ვენერა. მეორე მხრივ მზის დაცემა ვლინდება. საერთო ჯამში სასწორის შემოქმედებითი პროდუქტი განუმეორებელი სინთეზია უკვე სხვის მიერ შობილი იდეებისა.

თხის რქა - ყველაზე არაშემოქმედებითი კარდინალური ნიშანი. ის ელოდება იდეას გარშემომყოფთაგან და მზადაა პრაქტიკაშ მათი რეალიზება მოახდინოს.
კარდნილური შემოქმედების დახშული ციკლი :

ვერძი იძლევა იდეას, კირჩხიბი ანვითარებს იდეას, სასწორი წონის და აანალიზებს ყოველმხრივ, თხის რქა ირებს გადაწყვეტილებას და იძლევა განკარგულებას (ვერძს) განახორციელოს (გააცოცხლოს) იდეა მატერიალში.

მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ჯვარი - კარდინალური ჯვარი (ასტრო-ეზოტერული ხედვა)
1 - ჯვარი, რომელზეც გააკრეს სული - ეს არის ოკულტური პარადოქსი - დროსა და სივრცეში. მისი 4 ენერგია აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს სულის მიძღვნას, რადგან მას აქვს კავშირი ამაღლებულ მდგომარეოაბსთან.
2 - ამ გზით ეს არის თავგანწირვის, „წამოწყების“ ჯვარი. ის ძირეულად უკავშირდება „უსასრულობაში აპოკალიფსის გზის დასაწყისს“ რომელიც იწყება ნირვანას მდგომარეობით და რომლისთვისაც ყველა წინა ევოლუციის საფეხური არის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი.

„მთელი სილამაზე, მთელი სიკეთე, ყველაფერი, რაც ემსახურება მწუხარებისა და უმეცრების აღმოფხვრას მიწაზე, ეს უნდა ეძღვნებოდეს დიად აღსასრულს. შემდეგ, როდესაც, თანაგრძნობის მეუფეები დედამიწის სულიერ ცივილიზაციას დაიწყებენ და მას აქცევენ სამოთხედ, გაიხსნება უსასრულო გზა, რომელიც სამყაროს გულამდე გრძელდება. ადამიანი, რომელიც ადამიანი აღარ იქნება, ამაღლდება თავის ბუნებაზე და უპიროვნოდ, მაგრამ ცნობიერად გაერთიანებული ყველა გასხივოსნებაში , დაეხმარება უმაღლესი ევოლუციის აღსრულების კანონს, რომლის საწყისიც არის ნირვანა“. ( ტიბეტური იოგა და იდუმალი დოქტრინები. გვ. 12)

3 - „ხელგაშლილი, გახსნილი გულისა და უმაღლესი გონის“ ჯვარი. ამ ჯვარზე მყოფნი ტკბებიან რადგან იციან, რას მოიცავს სიტყვა „ყველგან მყოფი“ და „ყოვლისმცოდნე“. ისნი არიან თანამონაწილე იდუმალის ფარდის ახდისა, რომელსაც ჩვენ ვმოსავთ არაადეკვატური სიტყვით „ყოვლისშემძლე“ .

4 - კარდინალური ჯვრის ენერგია ერწყმის ენერგიებს, რომელსაც უმაღლეს კოსმიურ ენერგიაზე მეტს ვერ დავარქმევთ. ისინი ატარებენ იმის თვისებებს, რომელზეც ვერაფერი ითქმის და განათებულნი არიან 7 მზის სისტემის ბრწყინვალებით, ერთერთი მათგანი ჩვენია.

5 - მასშტაბი და ციკლი მისი გავლენისა გაღებულ სიცოცხლეზე სრულიად უცნობია, თავად ჩვენი პლანეტარული ლოგოსისთვის, რომელიც თავად იმყოფება მის ფართოდ გაშლილ ხელებზე.

კარდინალური ჯვარი ეს არის „მამის“ ჯვარი, რომელიც სამების პირველი „სახეა“ რომელმაც გამოგზავნა სულიწმინდა (სუნთქვა), რადგან უფლის გონმა განჭვრიტა მატერიის დანიშნულება. ახლა, როდესაც „მოვიდა დრო“ შვილმა აღასრულა კანონი, სულიწმინდას დახმარებით მამის ნების თანახმად.

ამ ჯვრის ოთხივე ნიშანში ქრისტე ავლენს მათ ენერგიას უმაღლეს განვითარებაში. (ადამიანური გაგების თვალსაზრისით) - თუმცა უფრო ირიბად და არა პირდაპირ.
ვერძი - დასაწყისი ნიშანი, უზრუნველყოფს იმპულსს, ენერგიას, რომელმაც გახადა შესაძლებელი ქრისტიანული ეპოქის გახსნა. ქრისტეს სახით ვერძი სიყვარულის „საუკუნის ინიცირებას“ ახდენს, რომელიც ამ დროისთვის, მხოლოდ ახლა იწყებს ფორმირებას და რომლის ძალა იმდეად ძლიერია, რომ პარადოქსულად გამოიწვია მიმდინარე „დაყოფა დედამიწაზე.

კირჩხიბი - ამ ნიშნის უძლიერესი გამოვლინება ხშირად არასწორადაა წარმოთქმული და გააზრებული სიტყვებში: „ მყავს მე სხვა ცხვრებიც, რომელიც ამ მიდამოდან არ არიან, და სწორედ მათი (მოქცევა) აქ მოყვანაა საჭირო“ ამას უცხადებს მასის (ხალხის, ბრბოს) ცნობიერებას (და არა თავის მოწაფეებს). სწორედ კირჩხიბი არის მასიური (ცნობიერის) გამოხატვის სიმბოლო.

სასწორი - ადამიანის ევოლუციის წონასწორობის წერტილზე იდგა ქრისტე. ის იმყოფებოდა ძველსა და ახალს შორის, აღმოსავლეთასა და დასავლეთს შორის (დამყოფი). ქრისტიანობის ეპოქა გულისხმობს „წონასწორობის წერტილს“ , ან „წონასწორობის კრიზისს“ ადამიანების სამეფოში.

თხის რქა - აღნიშნავს სოლიდიფიკაციის, კრისტალიზაციის მომენტს. რომელიც ბოლოს და ბოლოს ფორმირებას „აღასრულებს“, სიკვდილის ფაზამდე მიყავს პროცესი. დღეს ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. თავის ტრიმფალური სიკვდილითა და აღდგომით ქრისტემ უნიკალური თხის რქისთვის დამახასიათებელი მისტერიის დემონსტრირება მოახდინა.
მინიშნებებში უდიდესი იდუმალებაა. სწორედ ეს სამი ჯვარი (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) არის წარმოდგენილი გოლგოთაზე.

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?


ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელი...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

"მაგმას" პირადი რუქა


ავტორი: იოანე შენგელია მაგმას ძვირფასო მკითხველნო :)) წინამდებარე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff