ლილითი მერწყულში

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე მეტად საინტე...

Lilit v Vodolee

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე მეტად საინტერესო ამბები ხდება, აღსანიშნავია, რომ შავი მთვარე ? გადაბრძანდა 6 აგვისტოს 11:53 წუთზე თხის რქის ნიშნიდან მერწყულის ♒ ზოდიაქოში და აქ დარჩება მომდევნო დაახლოებით 9 თვის მანძილზე, უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის 4 მაისამდე.

? ლილითს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ამიტომ ამ სტატიაშივე დაგიწერთ მის შესახებ სხვადასხვა ცნობებს, აგრეთვე, მოდით ვისაუბროთ უშუალოდ თუ რას მოიტანს ლილითი მერწყულში ტრანზიტულად და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმისათის, რათა ვიყოთ გაფრთხილებულნი და მეტად ინფორმირებულნი.

? პირველ რიგში, შავი მთვარე მე-11 სახლის მმართველში როდესაც ხვდება, ეს ყოველთვის წარმოშობს მკვიდრ მოსახლეობასა და თანამედროვედ მოაზროვნე ხალხს შორის დისონანს, თქვენ ნახავთ თუ როგორი სახის კომფლიქტები შესაძლოა წარმოიშვას მაგალითად - ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებსა და ლიბერალური მოძრაობის წევრებს შორის, არნახული ძალებით შესაძლოა გააქტიურდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ მკაფიო გამოსვლები შესაძლოა იყოს ადამიანის პირადი თავისუფლების შესახებ, ფაქტობრივად დაიმახსოვრეთ: არანაირი შეზღუდვა, ჩარჩო, წესები და კანონები, ეს ყველაფერი ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია, მეტად აგრესიული და დაუმორჩილებელი შეიძლება გახდეს ასეთი ვითარების დროს ადამიანთან გარკვეული ნაწილი.

? მომდევნო 9 თვის მანძილზე ბევრი ადამიანი მოინდომებს რაიმე ერთობლივი საქმის, ჯგუფში მუშაობის, გაერთიანების, საერთო საქმის წამოწყებას, არაა გამორიცხული, რომ მონახოთ თანამოაზრეები, გაიცნოთ ახალი მეგობრები, გაიზარდოს თქვენი სანაცნობო წრე, მაგრამ მუდამ გახსოვდეთ, თუ როდის იწყებთ ამ თემების ამუშავებას, თქვენს გვერდში მყოფი არაერთი ინდივიდი შესაძლოა იყოს უბრალოდ მატყუარა და აფერისტი ადამიანი, ამის გამო კი ბევრ თქვენგანს მოუწევს მნიშვნელოვანი გამოცდების ჩაბარება, რაც მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

❗ფაქტობრივად, თითქმის ნებისმიერი სახის ახალი პროექტები და გეგმები, სადაც ფიგურირებს სოციუმი, სწორედ აქაა ყველაზე დიდი სიფრთხილე საჭირო. ნომერ პირველი ჯგუფში საქმიანობისას, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის რიგითობა, ჯანსაღი კონკურენცია და სრული თავისუფლება, რაიმე სახის ზედმეტი კანონმდებლობის გარეშე, ყოველი ასეთი შენიშვნა, უბრალოდ მინიშნება ან გადაკვრით ნათქვამი შესაძლოა გახდეს გაუგებრობის მიზეზი, ამიტომ იყავით ფრთხილად. ახალ გაცნობილ ადამიანებსაც მარტივად ნუ ენდობით, ადვილად ნუ მოუშვებთ თქვენს სიახლოვეს და ნურც მარტივად დათანხმდებით მეგობრობაზე.

საერთოდ, ლილიტის მერწყულში ტრანზიტისას დამახინჯება ხდება ისეთი თემების აღქმის, როგორებიცაა: დამოუკიდებლობა, რიგითობა, მეგობრობა, გაერთიანება, პირადი სივრცე, დემოკრატიულობა . . . ეს ყველაფერი ზოგს სულ არ აქვს კარგად გააზრებული, ზოგიც ითხოვს, რომ მის ფსიქოტიპს სხვა მოერგოს, მაგრამ ყველა ჩვენ ვერ მოგვერგება.

❗ ამ დროის მანძილზე შესაძლოა ზოგ შემთხვევაში ადამიანებს პრობლემა შეექმნას თუნდაც სპონსორებთან, ასევე საქმიან პარტნიორებთან, არაა გამორიცხული მწყობრიდან ხშირად გამოვიდეს ტექნიკური საშუალებები,? შედარებით თვალში საცემი იყოს იმ ადამიანთა მოღვაწეობა, რომლებიც მისდევენ ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა: ასტროლოგია, ფიზიკა, ქიმია, სხვადასხვა სახის სამეცნირო-კვლევითი საგნები, არანაკლებ ყურადღების ეპიცენტრში იქნებიან სოციოლოგებიც.

✅ ჩემი მთავარი რჩევა და რეკომენდაცია იქნება ის, რომ მაქსიმალურად გაზომეთ და დააკვირდით თქვენ ნაბიჯებს არა მარტო - ახალ ნაცნობებთან, არამედ თუნდაც ძველებთან, მიაქციეთ ყურადღება ყველანაირი სახის ძირეულ შემოთავაზებებს, რაც სოციალურ წრეს და პროექტებს უკავშირდება, ასევე იყავით ფრთხილად სხვადასხვა სახის ორგანიზაციებთან, რათა არ გახდეს რაიმე ახალი დაწყებული საქმე გაუგებრობის და საბოლოო ჩაიძირვის მიზეზი.

ამ სტატიაშივე კი მე შემოგთავაზებთ ლილითის ფსიქოტიპის ბუნებრივ აღწერას, ისტორიას და რა თქმა უნდა ჩემს აზრს ამ უკანასკნელთან მიმართებით. ?

? ამჯერად კი, როგორც მაღლა მოგახსენეთ - ვისაუბრებ იმ ფიქტიურ წერტილზე, რომელზეც მუდმივად მსჯელობენ და, რაც მთავარია, „პანიკური მიდგომაა“ აღნიშნულისადმი. სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც, არ მივესალმები ასეთ პოზიციას, ამიტომ, უფრო ცივილიზებულად, ფართოდ და გაგებით სჯობს მოვეკიდოთ ამ საკითხს. საქმე ეხება კონკრეტულად ლილიტის მდებარეობას ნათალურ რუკებში, მაგრამ ამ სტატიაში არ ვისაუბრებ მხოლოდ მასზე, არამედ მის ბიბლიურ ამბავზე და, ამავდროულად, ზოგად ეზოთერულ ცნებებზე სულის შესახებ, რადგან ლილიტი ახლოსაა ჩვენი პიროვნების უარყოფით გამოვლინებებთან.

როგორც აღვნიშნე, მსურს ამ ყველაფერს ეზოთერულად მივუდგეთ არა მარტო მე, არამედ, თქვენც. დავიწყოთ იქიდან, რომ მთლიანი რუკაა კარმული, ნებისმიერი ასპექტი, პლანეტის მდებარეობა, მათი მთლიანი განლაგება, „კოსმოგრამა“ - ეს კარმულია, კარმა კი დაკავშირებულია ადამიანის რეინკარნაციულ პერიოდებთან, განსხეულებებთან, მის მრავალჯერ დაბადებასთან. ჩემო კარგებო, როგორც ბავშვს, რომელიც პირველ კლასშია, ვერ ვეტყვით წლის ბოლოს, რომ წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში, ზუსტად ასე ვერ ვეტყვით ადამიანზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სულიერი განვითარება, რომ წავიდეს უზენაეს ძალებთან, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს შეუძლებელია. ადამიანს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, ზოგი ეტაპობრივად გადის ამ ყველაფერს, ზოგიც კი, თუ ზედმიწევნით შეასრულებს თავის მისიას, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო ამაღლდება. ეს უშუალოდ ინდივიდის ნებასა და მის ქმედებაზეა დამოკიდებული. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას - ეს გახლავთ ინდივიდის შესაძლებლობები, გზა, თუ რა მიმართულებით ივლის, ინდივიდუმი შედარებით მდაბიო ადამიანთა მსგავსი იქნება თუ - განვითარებული, რომელიც ემპირიულად მართავს საკუთარ თავს. ამას განაპირობებს შესაბამისი სფეროს საგანმანათლებლო ინფორმაციული ბაზაც, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშნელობა აქვს, რომ სპეციალური ინფორმაციული ბაზა გაცნობიერებულად იქნეს ათვისებული ადეპტის მიერ, რასაც წიკითხავთ, ცოდნა გამოიყენეთ კეთილი საქმისთვის, სულის განვითარებისთვის და, რაც მთავარია, წაკითხულის შესაბამის ადამიანად იქეცით. ბევრია „განათლებული“, რომელიც ვერ იყენებს ცოდნას ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

ასევე ყურადსაღებია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - როცა ადამიანი იბადება და გადის ცხოვრებისეულ ეტაპებს, ყველას აქვს ჩავარდნა, დაღმასვლა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს ისე, როგორც სასჯელს... ყველაფერი, რაც ხდება, ეს ჩვენი სულის ნებაა, ზებუნებრივი ძალების ნებაა, ვერ მოხდება ტრანსფორმაცია სიამოვნების ხარჯზე, ტანჯვით სული იწრთობა, ვითარდება და ჩვენ - ვიწმიდნებით, მაგრამ აღნიშნულში ნუ შეერევა სიძულვილი, ასე ინდივიდი დეგრადირდება. ვარსკვლავები ჩვენზე ზრუნავენ ყოველთვის, მაღალი ძალებიც კი ჩვენკენ არიან, ჩვენი სულისკენ.როდესაც ადამიანი უშვებს მეტად ბევრ შეცდომას და, რომ იტყვიან, შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოეწურება, კარმულ წლებში განსაკუთრებთ, სწორედ ასეთ დროს მიდის ამ ქვეყნიდან, ტოვებს სხეულს. რატომ? იმიტომ, რომ სულმა, რომ იტვყიან, თავს უშველა, რადგან ზედმეტი არასწორი საქციელით უკვე მას საფრთხე ექმნებოდა, ეს კი ყოველთვის შიდა „მე-ს“ ხარისხის დაქვეითებას იწვევს და, შესაძლოა, არაერთი საფეხურით დაბალ სამყაროში გადასვლას ან სხვა დიდი პრობლემებით მოსვლას განაპირობებდეს მომდევნო ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, ხდება ისევ ჩვენს სასიკეთოდ, საწრთობად, განსავითარებლად და ამ ყველაფერს არა პანიკით და აპათიით, არამედ დირექტულად, სიხარულითაც კი უნდა შევხვდეთ. მესმის, რომ ყველაფერს ასე ვერ მივიღებთ და ვერ შევეგებებით, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას, ვარჯიშით ყველაფერია შესაძლებელი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია ვისწავლოთ ჰუმანური ნიშანთვისებების გამომუშავება, „თვითკონტროლი“, რომლის მეშვეობითაც ევოლუციას განვიცდით.

? რაც შეეხება ჩვენს თემას: ლილიტი, ანუ შავი მთვარე, რელიგიურად მე-9 მოციქული სატანისა, რუქის ფიქტიური წერტილი, რომელიც ეხება ადამიანის წინა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ავადგასახსნებელ გზას, როდესაც აღნიშნული ხვდება ამა თუ იმ ნიშანსა და სახლში, აქედან ვიგებთ, თუ რა სტილით ცხოვრობდა ეს უკანასკნელი, სად დაუშვა შეცდომები, თუ რას ავლენდა უარყოფითად წინა ცხოვრებაში, ამიტომ, ახლა მოუწევს გარკვეული სახის გამოცდების ჩაბარება, მიიღებს განცდებს და გამოცდებს, რათა მიხვდეს, თუ რაში მდებარეობდა მისი არასწორი ხედვა და ქმედება ამა თუ იმ საკითხისადმი. ლილიტს, როგორც ასტროლოგთა უმარვლესობა მიიჩნევს, სამი დონე აქვს: პირველ დონეზე, ადამიანი იმეორებს იმავეს, რასაც ადრე აკეთებდა, ფაქტობრივად, ვერ ვითარდება, მეორე დონეზე კი ესაა ცოდვების გამოსყიდვის გზა, მესამე დონეზე კი მას აღნიშნული დათრგუნული ჰყავს, ანუ დამარცხებულია ბნელი ძალა. რელიგიურად კი, ის იყო ადამის პირველი ცოლი, მაგრამ ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი, ადამი ურთიერთობაში დომინირებას ითხოვდა, ლილიტი ამბობდა, რომ ისინი თანასწორნი იყვნენ, ამიტომ, ვერ შეთანხმდნენ და ლილიტი გაფრინდა, უფალმა კი მას სამი ანგელოზი დაადევნა და სთხოვა მათ, რომ დაებრუნებინათ იგი, ხოლო თუ არ წამოვიდოდა დაწყევლილი იქნებოდა, ანგელოზები კი მას ყოვლისშემძლე ზღვასთან დაეწივნენ და გადასცეს უფლის სიტყვები, მან კი არ გაიგონა და დარჩენა გადაწყვიტა, მან თქვა, რომ იყო იმისთვის, რათა ახალშობილებისთვის ავადმოყოფობა შეეყარა, მაგრამ ეს მუქარა რომ მოისმინეს ანგელოზებმა, მაშინ დაიდო მათ შორის შეთანხმება, რომ ის ვერაფერს გააწყობდა ახალშობილებთან, მას შთამომავლობაც არ მიეცემოდა, როდესაც ლილიტი ხედავს ავგაროზზე ანგელოზის გამოსახულებას, ამ დროს ბავშვი ჯანმრთელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მერე ლილიტი გახდა ანგელოზ სამაელის მეუღლე, რომელიც სიკვდილის ანგელოზი გახლდათ.

? ასევე, უძველეს ასტროლოგიაში მას უწოდებენდენ „ასტრალურ პლანეტასაც“, მისი ბრუნვის პერიოდი დედამიწის გარშემო 126 წელს მოიცავდა. მისი ბრუნვის სრული ციკლი კი 9 წელს შეადგენს. იუდველები კი, აღნიშნულს „ავ სულს“ უწოდებენ, ის ძალადობს მამაკაცებზე, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი შვან, იუდაიზმში კი ეს უკანასკნელი სწორედ ბავშვების მოძულეა. ივრითულ ენაზე მას უწოდბენ „ლაილას“, ღამის დემონს, მათი სიტყვით, ღმერთმა იგი შექმნა, რათა ადამთან ერთად თანასწორი ყოფილიყო, თუმცა მან მორჩილობა არ მოისურვა და, როგორც იტყვიან, საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი.

? ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება. თუ მშვიდადა მივუდგებით ჩვენს პირად ნათალურ ასტროლოგიურ რუკაში არსებულ დაძაბულობებს, თავადვე შეგვწევს იმის ძალა, რომ თვითონ ვუშველოთ საკუთარ თავს, სულს და ავმაღლდეთ. ეს ყველას შეუძლია! მთავარი მოდნომება და სწორი ცხოვრებაა. მთლიანი რუკით უნდა გაიგოთ თქვენი კოსმიური დანიშნულება, ჯერ ეს მისია შეასრულეთ, რომელიც მოგცათ უფალმა და შემდგომ მიდით უფრო მაღლა, შედარებით ცივილიზებულ და წინწასულ ერებთან, პლანეტებთან, მოგზაურობა ძალიან საინტერესო და მიმზიდევლია. მჯერა, რომ შეძლებთ ყველაფერს და რაც მთავარია, არ სიტუაცია, რომელსაც გამოსავალი არ გააჩნია, ყველაფერი დროებითია, აღმასვლას - დაღმასვლა მოჰყვება ისევე, როგორც პირიქით... ამიტომ, გაეცით მეტი სიყვარული ისე, რომ ნუ ელით სანაცვლოდ ნურაფერს, ის თავისით მოვა, არ იკარგება არაფერი.

ზემოთთქმულის რეზუმედ, შეიძლება ეს დევიზიც კი გავაჟღეროთ: ? „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!“ ❤️

 

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

იუპიტერის ტრანზიტი სახლებში


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების ...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

დედამიწა და ასტროლოგია


დედამიწა და ასტროლოგია სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ? მოგეს...

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

Via Combusta - ( დამწვარი გზა)


 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff