მზე/მთვარის დაბნელება

Admin
ასტროლოგია
0
0

„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ...

black sun

„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“

სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე

მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ახლოვდება მზის ნაწილობრივი დაბნელება, ხვალ 13 ივლისს ვიქნებით სწორედ ამ ერთ-ერთი მეტად საყურადღებო მოვლენის მომსწრენი და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პროცესს შევხვდეთ მომზადებულნი.

პირველ რიგში, დავიწყოთ პატარა ასტრონომიული კუთხით, თუ რა ხდება ამ დროს ცის კაბადონზე: დღისა, ღამის მანათობელი და დედამიწა გამწკვრივებულნი არიან ერთ სივრცეში, ხოლო მთვარე კი დგება მზესა და დედამიწას შორის, აგრეთვე მთვარის კვანძებთან მზე ახლოსაა. მზის დაბნელება შედარებით უფრო გრძელი პროცესის მატარებელია, ვიდრე მთვარის. მზის დაბნელების მომტანი ამბები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, სადაც ხდება მოქმედება ჩვენს პირად რუქებში სწორედ იქ ამოტივტივებული თემები იქნება ჩვენი საზრუნავი მიმდინარე მატერიალური სივრცისა.

მზის დაბნელებას არაა გამორიცხული, რომ მოჰყვეს რადიკალური ნაბიჯებიც, სვლები, რომლებიც შემდგომი მოქმედებისთვის აუცილებელია ან უბრალოდ დღის წესრიგში დადგება ესა თუ ის მოვლენები. მთვარის დაბნელების დროს კარგია ძველთან განშორება, რაც იყო იმის წარსულში დატოვება, მისგან გათავისუფლება, ყოველგვარი ჭუჭყი და ცუდი რაც კი რამ ჰქონდა აკიდებული ადამიანს იმისგან დაცლა, მზის შემთხვევაში კი პირიქით - იხსნება ახალი პერსპექტივები, კარგია რაიმეს დაგეგმვა, შესაძლოა გამოჩნდეს შანსები, შეხვდეთ საბედისწერო ადამიანს ან სხვა რაიმე, რაც თქვენი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

პირველი მზის დაბნელების შედეგები ისტორიულად გახლდათ „2697 წლის წინ “ -ამის შემდგომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ადამიანებს ამ მოვლენის ეშინოდეთ, როდესაც ხედავნდნე თუ როგორ წყდებოდა მზის შუქი რამადენიმე წუთით დედამიწას და ისადგურებდა სიბნელე - შიშის ზარს სცემდა ეს მოსახლეობას, შემდგომ კი ეს უკანასკნელი ასახეს იეროგლიფებით, გარკვეული ჩანახატებით და ა.შ. გახსოვდეთ, რომ მზის დაბნელება არის რაღაც ახლის დასაწყისი, თუმცა თვითონ ეს დღე, აგრეთვე დაბნელებამდე დაახლოებით ყველაზე მძიმეთ 3 დღის წინ და შემდგომი 1 კვირა მაინც მეტად მძიმეა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასტრონომიულად დღის მანათობლის დაბნელებაზე ახალმთვარეობაცაა, შესაბამისად ერთიორად იზრდება მუხტი სამყაროში, მატულობს ენერგიათა რიცხვი, ყოველივე ეს კი ადამიანებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

სუფთა ფსიქოლოგიური ენით რომ გადმოვცე - ჩვენ გვაქვს სტრესის გამომწვევი მიზეზები, ამ მიზეზს კი ჰქვია „სტრესორი“, ანუ გარე გამღიზიანებელი, რომელიც ინდივიდზე მოქმედებს და რიგ მომენტებში არც თუ ისე კარგად, სტრესორი ამ ვითარებაში გამოდის ეს მოვლენა და მისი ენერგიები, ამიტომ რომ არ დავიძაბოთ და შევხვდეთ დღეს მომზადებულად - ძალიან კარგი იქნება თუ დაბნელემადე ერთი საათით ადრე განმარტოვდებით, სამყაროს მადლობა გადაუხადოთ და დაისახოთ ახალი მიზანი თუ რა გინდათ რომ მოხდეს, რა სურვილი და წადილია თქვენში. კარგი იქნება თუ მთლიანად ერთი დღით ადრე მაინც ჩაიტარებთ წმენდას, როგორც ენერგეტიკული კუთხით, ასევე ფიზიკურ დონეზე, თუნდაც სახლში, დაალაგეთ, რაცაა მტვერი, არეულობა, ჰიგიენა დაიცავით და ამ კუთხით მოწესრიგდით, ეს მეტად გამოგადგებათ. წარსულში რაც იყო ის ჩააბარეთ წარსულს, აიღეთ იქიდან გამოდილება და გადმოერთეთ აწმყოში. კარგი იქნება თუ მიიღებთ კონტრასტულ შხაპს, ნუ მიეჯაჭვებით და გადაწყვეტთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, მოვლენებს, არ გირჩევთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მერე ამან არ იმუშაოს ან წარიმართოს რთულად. თუ დაბნელებაზე ხდება ან უშუალოდ დერეფანში რაიმე სახის არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენა - ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ რაც დათესეთ იმკით და უნდა შეძლოთ და ამ კუთხით იმუშაოთ თქვენს თავზე, შესაძლოა ეს იყოს ნიშანიც, თუ როგორ შეცვალოთ საკუთარი თავი და რაზე გაამახვილოთ ყურადღება შემდგომში, ან კიდევ ერთი ვარიანტია, ეს შესაძლოა იყოს კარმული და საბედისწერო მოვლენა და თქვენ უნდა შეხვდეთ მას დადებითად, რაც არ უნდა მძიმე და მტკივნეული იყოს, მადლობის მოხდით იღებთ ამ ყოველივეს.
ზუსტად ამ დაბნელებებზე რაც შეგემთხვევათ სწორედ მომდევნო წლების განმავლობაშიც აქტუალური იქნება ეს თემა, ამიტომ ეცადეთ დადებითი მუხტის მატარებელნი იყოთ.

რაც შეეხება ორიოდ სიტყვით დედამიწის ბიოენერგო ველს - ახლა ეს უკანასკნელი შედარებით რთულ მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი პლანეტეაა უკანმოძრავი, რეტროგრადული, ასევე როგორც თემის სათაურიდან გამომდინარე - გვაქვს წინ 3 დაბნელება და ასევე ზოგადი ასპექტაციაც არაა მარტივი, ამიტომ კარგი იქნება ამ ზაფხულს ე.წ. ტაიმ აუტი და მეტი პოზიტივი, რელაქსი, ვიდრე მნიშვნელოვანი საქმეებით შემოფარგვლა.

ეს მზის დაბნელება, აღსანიშნავია, რომ ხდება პლუტონის ოპოზიციაზე, პლუტონი კი ეს არის მითოლოგიური „ჰადესი“, რომელიც გადის ხშირ ტრანსფორმაციებს, ე.წ. გარდასახვებს, შესაბამისად, კარგად დაფიქრდით რას ჰკიდებთ ხელს და რა საქმეს იწყებთ, რათა რთულად არ მობრუნდეს ეს უკანასკნელი.

 მზე - ადამიანის ცნობიერების სიმბოლოა, იგი ასოცირებულია ეგოსთან, „მე-ს“ პრინციპების ტენდენციასთან, კრეატიულობასთან, ხელოვნურ სივრცესთან, სიცოცხლისუნარიანობასთან, შემოქმედებასთან, განსაკუთრებული მართავს თავიდან წამოსულ სურვილებსაც, ქალის პირად რუქაში მზე შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან თუ როგორი სახის კავშირი ექნება მას ოჯახის წევრებიდან მამასთან ან ძმასთან, შეიძლება მის საყვარელ ადამიანთანაც კი. ის ასოცირდება უშუალოდ ადამიანის პიროვნებასთან, + დამატებული ეგო, ანუ რომ განვმარტოთ მეგობრებო - რეალურად რომ არ არსებობდეს ეგო შეიძლება ძალიან ბევრი ნატიფი და ფაქიზი ბუნების ადამიანი საერთოდ გადარეულიყო და ბევრი ჩავარდებობდა სასოწარკვეთაში, რადგან ეს უკანასკნელი მართავს უშუალოდ ადამიანს, ანუ ვინ ხარ ახლა შენ? მე ვარ ამ ინკარნაციაში (სახელი, გვარი) ვიღაც, რომელიც ვასრულებ ამ მისიას და რა მართავს ადამიანს? რა არის მისი მოტივაციის წყარო? ყველას ამ მოტივაციას ვერ გავუქრობთ, რომ გაქრეს ეს ყოველივე, მაშინ უნდა გაქრეს მზის სხივებიც თავისი ენერგიებითურთ, ამისთვის კი ბევრი არაა მზად, ყველა ვერ იქნება განდეგილი, აღნიშნულ ეტაპამდე მისვლაა საჭირო, როგორც ასტროლოგიამდეა საჭირო წვდომა, იდენტურადაა საქმე აქაც . . . შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხმარობთ სიტყვა „მე-ს“ და ვიცით ვინც ვართ და თუნდაც რა კონკრეტული მისიით, ამ ყველაფრის გაცნობიერებაში უდიდეს როლს თამასობს დღის მანათობელი, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ მას. მზე შეიძლება ხშირად გამოჩნდეს ძალაუფლების სახით, იმპერატორული ნიშანთვისების კუთხით, შეიძლება ძლიერად ასპექტირებულმა დიდი პოპულარობა და წინსვლა მოგიტანოთ სოციალური კუთხითაც კი. იგი დაკავშირებულია ადამიანის ნებელობასთანაც კი. ბიოლოგიურად მართავს სისხლის მიმოქცევას, გულს, ხერხემალს. მზე როგორც ენერგიის წარმომშობი, საკმაოდ დინამიურად ავითარებს თავის ძალებს და მეტად ინდივიდუალისტია, ემპირიონიზმზე დაფუძნებული. კეთილშობილების, ხელგაშლილობის, ზნეობრივ საკითხებზეც სწორედ იგი აგებს პასუხს.

 მთვარე ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ღამის მანათობელი ესაა ადამიანის ქცეცნობიერი, შიშები, კომპლექსები, შფოთვა, ღელვაც, რეფლექსები სამყაროსადმი, შეიძლება აღქმაშიც კი გადავიდეს აღნიშნული, განაგებს დედას, სამშობლოს, პატრიოტულ სულისკვეთებას, ოჯახს, ახლო სანათესაოს, ადათ-წესებს, ამიტომ რაც უფრო მშვიდ, საახლობლო, მეგობრულ, უკომპლექსო გარემოში მოხვდებით ასეთ დღეს და შეინარჩნუნებთ სიმშვიდეს, მით მეტად დაგიფასდებათ ეს ყოველივე. აგრეთვე, მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის სულის განვითარებაზე, კარმულ მახსოვრობაზე, აქვს მზრუნველობითი ფუნქცია, მართავს ჩვენს ბავშვობის მოვლენებსაც, რაც უფრო ძლიერია მთვარე უფრო კარგად ახერხებს ადამიანი ამა თუ იმ გარემოში ადაპტაციას, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი სხვათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მთვარე დაკავშირებულია ადამიანის ინსტინქტებთან, თუ მზე ესაა ადამიანის გამომზეურებული ეგო, მთვარე მისი ინსტინქტური გამოვლინებაა. მთვარე შეიძლება იყოს ადამიანი ნიღაბი, ე.წ. „მასკა“, სადაც იმალება მისი მეორე მე, რომელსაც თითქმის ვერვინ ხედავს და დიდი ხანი სჭირდებათ გარშემო მყფოებს, რათა ეს ადამიანი კარგად გაიცნონ, ამიტომაა, როდესაც ადამიანის მზე მოქცეული ცეცლხში, ხოლო მთვარე წყალში, მას შინაგანად სულ თუ არა ზოგჯერ მაინც შემოეპარაება სენსიტიურობა, ფანტაზიურობა, სიფაქიზე, სევდა, მგრძნობიარობა და სხვა . . . ეს კი იწვევს ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჭიდილსაც კი გადავყავართ სრულ ფსიქოლოგიაში, რაზეც შემდგომში გავამახვილებ ყურადღებას . . . 

ზოგჯერ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯებიც მთვარის მიერიაა გამოწვეული, სახელმწიფოში მთვარე ხალხს უკავშირდება, ხალხი რომელიც დგამს ნაბიჯებს და ავტომატურად მოძრაობს, დიდ სოციუმში კი ეს უკანასკნელი უკავშირდება ბრბოს ნაწილს, რომლებიც მოძრაობენ, მაგრამ არ იციან რისთვის, როგორ, მიმართულება დაკარგულ მთვარის როლს ითავსებენ და სხვა . . .

 შესაბამისად, ამ ასტროლოგიური ახსნით - როგორც მაღლა ვთქვი მთვარე ესაა ემოციური ველი, ამიტომ, როდესაც ღამის მანათობელი მზეს გადაეფარება ამით იკეტება ადამიანის ცნობიერი მიმართულება, ადამიანები კი იწყებენ და დგამენ ინსტინქტურ ნაბიჯებს, არიან ემოციას აყოლილნი და ზოგჯერ, ბევრია ასეთ დროს გაუაზრებელი სვლა და ქმედება, ამიტომ ზოგ შემთხვევაში ვითარება ფატალურადაც კი მთვარდება ხოლმე. ჩემი თხოვნა კი იქნება ის, რომ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი რაიმე სახის სერიოზული ძვრებისგან, კარდინალური ნაბიჯებისგან ამ დღეებში, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მეტად მაღალია, ვიდრე სხვა ხანებში.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის ჩემო მეგობრებო, რომ დაბნელებების დროს, არაა სასურველი, რომ ცას ვუყუროთ, ამ შემთხვევაში კონკრეტულად დღის მანათობელზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან არც თუ ისე ჰარმონიული ენერგიებითაა აღჭურვიილი ეს უკანასკნელი - ამიტომ თუ დიდი ხანი შემორჩებიით გარეთ ან მაგალითად აივანზე და გახედავთ მზეს, იმედი მაქვს გაგახსედებათ, რომ დიდი ხნით ყურება არ ღირს და თუ მაინც და მაინც დარჩენა მოგინდებათ, მაშინ თქვენ გაუშვით დადებითი ენერგიები მისი მისამართით, სიყვარულით ძირითადად შეხვდით მას. კარგი იქნება ვინც იცის მედიტაცია, რომ ამ დროს თუნდაც წარმოდგენაში, როდესაც იქნებით მარტო წარმოიდგინოთ დღის მანათობელი და ასეც ჩაატაროთ ეს პროცესი.

 ისიც მოგეხსენებათ, რომ ახლა ჩვენ გავივლით, ფაქტობრივად - დაბნელებებს შორის პერიოდს, თუ იყო ბევრი უსიამოვნო შემთხვევა, საკმაოდ დაძაბული ენერგიების მატარებელი დღეები, ზოგიერთი მის რჩეულს დაშორდა, ზოგმა ბევრი იკამათა, ბევრი იჩხუბა და სხვა, გახსოვდეთ ერთი, ეს არის პერიოდი, როდესაც რაც დაიმსახურა ადამიანმა მიიღო ის, ერთ-ერთი კარგი გამოძახილის დროა ამ ხანებნში სამყაროსგან, რომ იფიქროს ადამიანმა იმ მხარეზე რა მინუსიც აქვს ან დაუგროვდა. დადებითის შემთხვევაში კოსმოსი აჯილდოვებს ადამიანს და უფასებს იმ სწორ სვლას და გარჯას, რაც მან განვლო.

ახალმთვარეობა კი გვექნება ასევე ხვალ, ესაა ე.წ. იასამნისფერი მთვარე, თავად ფერიც დაკავშირებულია ეზოთერულ თემებთან, სულიერ საწყისებთან, შესაბამისად ახალი მთვარის დროს, ადამიანი ისვება ახალი ენერგიებითა და განცდებით, ახლა წამოიწევს და კარგი იქნება თუ წამოწევთ უფრო მთვარის მართვის ნიშნის, კირჩხიბისეულ თემებს, როგორებიცაა ოჯახზე ზრუნვა, თანადგომა, მოსმენა, თანაგრძნობა, სირბილე და ჰუმანურობა, ზომიერი ემოციებიც საკმარისია.

დასახეთ ის გეგმები, რაც რეალიზდება და რაც მართლა შესაძლებელია, რომ ასრულდეს, ნუ ჩაიფიქრებთ ისეთ სურვილს, რომელიც უბრალოდ ირეალურია და ვერ აგისრულდებათ, რათა ამით გული არ გაიტეხოთ.

 ეს მე წინაზეც ვთქვი და ახლაც გეტყვით, რომ ყველაფერთან ერთად, მაქვს ერთი თხოვნა, ძალიან გამიხარდება და თქვენთვისაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა რჩევები, მე კი ჩემსას მოგახსენებთ . . . ზუსტად დაბნელების დრომდე - ე.წ. „პიკამდე“ რამდენიმე წუთით ან ერთი საათით ადრე, როდესაც მობრძანდებით სამსახურებიდან თუ სხვა . . . განმარტოვდით, კარგი იქნება თუ შუქს ჩააქრობთ და ესაუბრეთ თქვენს თავს, გადახედეთ განვლილ პერიოდს და იქვე დაისახეთ ახალიც, ოღონდ მხოლოდ გეგმის სახით და ყველაფერი თქვით და გაუშვით სიყვარულით, მადლობის სახით კოსმოსში.

გადახედეთ იმას თუ რა შეგეშალათ, მოდით პატიოსნად ვაღიაროთ, შეიძლება თქვენ სხვა მოატყუოთ, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევით არა, თქვენ ხომ იცით თუ რა არის სიმართლე, ამიტომ დარჩით თქვენს თავებთან მარტო, რაც ნერვებზე გშლით ან გრძნობთ, რომ რაღაც ზურგზე გაქვთ აკიდებული ცუდად და ეს გაწვალებთ, შეეცადეთ, რომ თქვათ, აღიაროთ, ამ ყველაფრისგან გათავისუფლდით, ჩამოიშორეთ ეს უარყოფითი, სამყაროს და მის შემქნელს მადლობა უთხარით იმისთვის, რაც გაქვთ და აი შემდგომ კი დასახეთ ის გეგმა, რაც გაქვთ, რაც გულით გსურთ რომ გააკეთოთ, რაც უკვე დიდი ხანია, რომ გინდათ და მის ასრულებას ცდილობთ, მერე კი ერთი სანთელი აანთეთ ხატებთან და უფალს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის ჩემო კარგებო, ბედნიერ პერიოდებს გისურვებთ!

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff