სავსე მთვარე

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა, ? დღე, რომელიც მოითხოვს ყურად...

mooon

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა, ? დღე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, შედარებით მატულობს ამ დროს დაძაბულობები, რაც გასაკირი სულაც არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც მოითხოვს რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას. აგრეთვე გვაქვს კიდევ სხვა მოვლენებიც, რაზეც დაბლა ვისაუბრებ . . . 

? ხვალ 26 აგვისტოს 15:56 წუთზე, სავსემთვარეობა თევზების ♓ ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ზოგადად - ესაა დღე, როდესაც კარგია მაგიური რიტუალების ჩატარება, რადგან ამ დღეს ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია, ასევე ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას, ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის. ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაია, იოგის ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.

➡️ ეს უკანასკნელი ხდება მე-12 სახლის მმართველში, შესაბამისად ასეთ დღეს სამყაროს ყურადღება მიმართული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ამ ნიშნის დადებითი თვისებების წარმოჩენა და უარყოფითის განმუხტვა, შეეცადეთ, რომ მეტად აპატიოთ, მიუტევოთ, ბევრი ილოცოთ, აკეთეთ მედიტაციები, შეხება გქონდეთ სამყაროს მაღალ ძალებთან, არ დაიბნეთ და არ აღმოჩნდეთ ქაოსსა და იდუმალებაში, ნუ იქნებით ზედმეტად იზოლირებულნი, პირიქით საღად იაზროვნეთ და რაც მთავარია - არ შეხვიდეთ გაუგებრობაში.

✅ ნიშნობრივად თევზები ♓ - აღნიშნულის გამოსახულებას ხშირად ნახავთ სხვადასხვა კულტურასა და რასებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ასტროლოგიურ სფერო, ამ შემთხვევაში, ბევრჯერ მინახავს მე თევზების სიმბოლო, მარცხენა და მარჯვენა მხარეს მოცურავე თევზები, რაც არასწორი გამოსახულებაა, თევზების ლოგო უნდა იყოს შემდეგნაირად: გამოსახული ორი თევზი, ერთი მაღლა მცურავი, რომელიც მიისწრაფვის სამყაროს მაღალი ძალებისკენ, ჭეშმარიტებისკენ, ღმერთისკენ, ხოლო მეორე, რომელიც მიდის დაბლა - შესაბამისად, ქვესკნელისკენ. ამიტომ, თევზები თუ დადებითად განითარდა ადამიანი მეტად კეთილი, მიმტევებელი, სათნო, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი ნატურაა, ხოლო უარყოფითი კუთხით: თაღლითი, მატყუარა, მოღალატე არსებაა.

? თევზების ოპოზიციური ნიშანია კი ქალწულია ♍ - ესაა ზოდიაქო, რომელიც თევზებთან ერთად, განეკუთვნება მუტაბელურ, ცვალებად ჯაჭვს. ქალწული მეტად პრაგმატული, პრაქტიკული, ანალიტკური აზროვნების მქონე, მშრომელი, დეტალებზე კონცენტრირებული, ჰიგიენური, სუფთა, დალაგებული ნიშანია. აღსანიშნავია, რომ სავსე მთვარეზე, როგორც ჩემი წინა პოსტიდან მოგახსენეთ გვექნება დიდი ტრიგონი მიწის ნიშნებში, ამიტომ შეეცადეთ, რომ ზუსტად ახლა მეტი იოცნებოთ, ილოცოთ, მედიტაცების გააკეთოთ, გაუშვათ თქვენი სურვილები სამყაროში, რომ რეალიზდეს ეს უკანასკნელი.

❌ თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გადასაწყვეტი გირჩევთ, რომ ამ ხანებში შეეშვათ თითქმის ნებისმიერ საქმეს, აღნიშნული უბრალოდ არ იმუშავებს, გამართულად არ იფუნქციონირებს, ნაბიჯის გადადგმა იქნება აზრს მოკლებული. არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არ შეიძინოთ ტექნიკა, მოერიდეთ დიდ მიმოსვლა-გადაადგილებებს, ტრანზაქციებს, კაპიტალ-დაბანდებებს, ქონებრივ შენაძენებს და სხვა . . . სჯობს ეს სხვა პერიოდებისთვის გადადოთ, შეიძლება რომელიმე თქვენგანის პირადი რუქით სულაც სასარგებლო იყოს ამ დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ზოგადი ფონი დაძაბულია, წინასწარ ნაღმს ნუ ჩადებთ შემდგომი სვლების - კეთილდღეობისათვის.

☑️ მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, კარგია ლოცვა, იოგა, მედიტაციური ვარჯიში, ჰარმონიული კონტაქტები, კონსტრასტული შხაპი და სასურველი საქმიანობით დაკავება.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

ვენერა მორიელში


ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქ...

ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?


ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელი...

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ბეთელჰეიზე


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff