სურია (მზე)

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალიან სიღრმეში.ძნელია მისი არსის წ...

surya1

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

...სადღაც ძალიან სიღრმეში.
ძნელია მისი არსის წვდომა.
იგი მოდის სიღრმიდან, უსასრულო სიღრმიდან, დასაწყისის და დასასრულის გარეშე.
მის სიღრმეში ჩახედვისას იზრდება კონცენტრაცია.
გაცნობიერებულობის, ძალის, არსებობის, სიცოცხლის კონცენტრაცია.
იგი სადღაც იქაა, ჩემს ყველაზე ღრმა ცენტრში.
უძრავი, სტაბილური, როგორც ღერძი, რომლის გარშემოც ყველაფერი ხდება.
ის, რაც გარშემო ხდება, ასევე იგია, მაგრამ რაც უფრო შორსაა ცენტრისგან, მით უფრო ნაკლებად კონცენტრირებულია.
იგი მოიცავს საკუთარ თავში ყველაფერს.
იგია სიყვარული.
იგია სიკეთე.
იგია არსი.
პასუხისმგებლობით სავსე.
დიდებული.
სრულყოფილი.
წმინდა.
უნიკალური.
ერთადერთი.
უცვლელი.
სიცოცხლის წყარო.
ენერგიის წყარო.
სინათლის წყარო...

სურიას ბუნებრივი თვისებები თავისთავად ჩნდება ცნობიერებაში, როდესაც ყურადღებას მივმართავ შეგრძნებისკენ - „მე ვარ, მე ვარსებობ“. „თავისთავად“ - ნიშნავს, რომ ამ შეგრძნებებით ვლინდება თავად სიცოცხლე. ამ თვისებებით შემიძლია აღვწერო ყველაზე პირველი შეგრძნება. შეუძლებელია სიცოცხლე იწყებოდეს ერთდროულად ყველა თვისებით. ის ხომ მოძრაობს, მიედინება თვისებათა გამუდმებული ცვლილებებით. უნდა არსებობდეს საწყისი, სადღაც იქ, ღრმად ჩემში, სადაც ყველაფერი იწყება. სადაც იწყება „მე“ - ფუნდამენტალური ძალა, ყველაზე მთავარი, ყველაზე პირველი გრაჰა, რომელიც იპყრობს ჩემი ცნობიერების წმინდა ველს და ჰბადებს სიცოცხლეს. „მე“-ში ცხოვრება იწყებს, ავლენს და მართავს თავის თავს. ესაა არსებობის ძალა, მმართველობის ძალა - ყველა ძალის მმართველი. ჯიოტიშის ენაზე ამ ძალას ეწოდება „სურია“ – „მზე“.

სურია“ - ეს მხოლოდ სახელია, დასახელება, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ერის, კულტურის და ეპოქის მიხედვით. ძველ ეგვიპტეში - ესაა მზის ღმერთი - „რა“.

საინტერესოა, რომ მზის სახელი „რა“ გვხვდება უმაღლესი ღმერთების და მეფეების დასახელებებში. ძველ ინდოეთში - ყოველი არსებულის წყარო „ნა-რა-იანა“, ან „ბ-რა-ჰმა“ ან მზის ღმერთის გამოვლინება დედამიწაზე - მეფე „რა-მა“, რომელიც წარმოადგენდა მზის დინასტიას. სულიერი პირი იუდაიზმში „რა-ბინი“, ან მეფე ინდოეთში - „რა-ჯა“, ასევე მზის - „რა“-ს წარმომადგენლები არიან. „რავი“ - ეს მზის სახელია ჰინდიზე.

suria2

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარცვალი „რა“-ს გამოყენება მოცემულ დასახელებებში - უბრალო დამთხვევაა, ან „ყურით მოთრეულია“. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს მარცვალი დევს ამ სიტყვებში, სიტყვებს კი არ იგონებდნენ ისე, უბრალოდ. ისინი ფორმირდებოდნენ ბუნებრივი ძალების ზეგავლენით, და ერთი ფესვები, ერთი წყარო გააჩნიათ. იმდენად, რამდენადაც ყველაფრის წყაროს წარმოადგენს ერთი ძალა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაში მზედ გამოავლინა თავი, მას ზუსტად ის ბგერა დაარქვეს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა ამ ძალას. ყველაფრის წყაროს წარმოადგენს „რა“ - სურია.

მარცვალი „რა“ ხშირად გამოიყენება რუსულ ენაში, ისეთ სიტყვებში, როგორიცაა „РА ДОСТЬ“ („РА ДОСТЬаточно“), ან „РА ДУГА“, ან „П РА ВИТЕЛЬ“.

სურია ვლინდება ჩემი პიროვნების სივრცეში როგორც შეგრძნება - „მე ვარ“ - ჩემი შინაგანი კონცენტრირებული ღერძი, სიცოცხლის წყარო, ძალიან ძველი, უსასრულოდ ღრმა, რომელზეცაა დამყარებული მთელი ჩემი არსებობა.

მათემატიკაში მმართველი - ერთიანია. გამოისახება, როგორც უბრალოდ ვერტიკალური ჯოხი. ინდუისტურ ტრადიციაში ერთიან საწყისს თაყვანს სცემენ, როგორც შივა-ლინგამს - ფალოსურ სიმბოლოს, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ საწყისს, და გამოისახება როგორც უბრალოდ ვერტიკალური სვეტი. ქრისტიანულ ტრადიციაში ვერტიკალური სვეტი, ზემოდან ჩამომავალი ღვთაებრივი ძალის სიმბოლო, გადაკვეთს ჰორიზონტალურ ხაზს - დედამიწის სიმბოლოს. ასე იქმნება ჯვარი, როგორც სულის მიწაზე დაშვების სიმბოლო. ძველი ქრისტიანული სიმბოლო - ჯვარი წრეში - ეს მზის სიმბოლოა. პასკა ქრისტიანობაში ასევე ფალოსურ სიმბოლოს წარმოადგენს და შესაბამისი ფორმა აქვს. ეკლესიებსაც კი ქრისტიანულ ტრადიციაში, მეჩეთებს მუსულმანურ ტრადიციაში, და მანდირებს (ტაძრები) ინდუისტურ ტრადიციაში ფალოსური ფორმა აქვთ. მაიას უძველეს კულტურაში ვერტიკალური სვეტი სიცოცხლის ხის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ყოველ საგანსა თუ მოვლენაში ძალა „სურია“ ამ მოვლენის ყველა შემადგენელ ნაწილს აერთიანებს და საშუალებას არ აძლევს, რომ დაიშალოს. მაგალითად მცენარეში სურიას წარმოადგენს ღეროს ცენტრალური სტრუქტურა და თავად ღერო. ჩვენს სხეულში ამ ძალას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის არხში გაფართოებული და მომრგვალებული მწვერვალით - თავის ტვინის სახით. მაგრამ ამ გამოვლინებების არსი ყოველ არსებაშია, „სულიერშიც“ და „უსულოშიც“. სიღრმის არსი შიგნით, ცენტრში, უცვლელია, კონცენტრირებულია, ყოველი არსების არსებობის წყაროს წარმოადგენს. ჩემს შიგნით მე შემიძლია რეალურად შევიგრძნო ჩემი არსებობის წყარო როგორც ცოცხალი, ცნობიერი ძალა, როგორც შინაგანი ღერძი - უბრალო შეგრძნება - „მე ვარ“, მიმავალი ცნობიერების ნატიფი დონეების უსასრულო სიღრმეში.

სურია, ჯიოტიშის თვალთახედვით - ესაა სახელი მთავარი გრაჰასი, სიცოცხლის მთავარი კანონისა, რომელიც ყველაფერს მართავს. ესაა ის გამოუვლენელი მეფე, რომელიც ავლენს თავის თავს როგორც ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი ავლენს თავს სხივებში და სინათლის კვანტებში - თავის წარმომადგენლებში სიცოცხლის ყველა დონეზე. ატომის შიგნით - ატომგული. უჯრედის შიგნით - უჯრედის ბირთვი. ჩვენი დედამიწის შიგნით - დედამიწის ბირთვი. ცოცხალ ორგანიზმში - ცენტრალური ნერვული სისტემა. უფრო რთულ ცოცხალ ორგანიზმებში - თავის ტვინი, გული, ხერხემალი, ძვლები. სურია არის „არაცოცხალ“ საგნებშიც. მაგალითად ბორბალში ის ღერძია, სახლში - ცენტრალური საყრდენი კედელი, კომპიუტერში - პროცესორი. მთაში - ეს ის ძალაა მთის ცენტრში, რომელიც მთის ფორმირებას და შენარჩუნებას ახდენს და რომელიც დედამიწის ცენტრიდან ამოდის.

სურია - ეს ისაა, რაც ნებისმიერი სისტემის ცენტრშია. სახელმწიფოს სისტემაში - ეს მეფეა, ან ჩვენს დროში პრეზიდენტი. მზის სისტემაში - მზე. საკუთარ თავში, საკუთარ პიროვნებაში სურიას შეგრძნება ადვილია, როგორც „მე“-ს შეგრძნება.

თავისი არსით ყველაფერი, რაც არსებობს, საკუთარ თავში „მე ვარ“-ს - სურიას შეიგრძნობს. იგია სიცოცხლის ერთადერთი და პირველი კანონი. „პირველი“ იმიტომ, რომ ჩნდება ერთიანი - „მე“. არსებობს მხოლოდ ერთიანი, ყველა დანარჩენი ციფრი - მისი ბუნებრივი გაგრძელებებია. როგორც კი ჩნდება ერთი, ბუნებრივად იბადება ორი, სამი, მრავალი...

(ერთიანს განასახიერებს ქართული სიტყვა „ღმ ერთი“ - მთარგმნ. შენიშვნა)

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

მარსის შეერთება პლუტონთან


მარსის შეერთება პლუტონთან არქეტიპი: კოსმიური მეომარი ამ ადამიანს ...

რეტროგრადული პლანეტები


მთარგმნელი: თამთა ბურდული რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნ...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

რეტროგრადული ურანი


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგ...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

ელევსინის მისტერიები


სექტემბერი მოდის და დგება ის დრო, როცა ძველად შემოდგომის შემოსვლასთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff