ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრება, რომელიც სხვადასხვა დღესასწ...

a35590 big

ავტორი: იოანე შენგელია

მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრება, რომელიც სხვადასხვა დღესასწაულების სახით არის შეკრული - შობა, ნათლობა, ფერისცვალება, ვნება, აღდგომა, ამაღლება, სულთოფენობა.. თურმე აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია ანალოგია გავავლოთ ქრისტეს მოღვაწეობასა და ასტროლოგიური სახლების თანმიმდევრობას შორის. ასტროლოგიაში არის 12 სახლი, მსგავსაც 12 ნიშნისა, რომლებიც ასოცირდებიან შესაბამისი ნიშნების ცხოვრებისეულ სფეროებთან. რატომ არსებობს ანალოგია ასტროლოგიურ ციკლსა და ქრისტეს ცხოვრების ციკლს შორის? იმიტომ, რომ ბუნებაში ყველაფერი ფრაქტალურ კავშირშია ერთმანეთთან. თუმცა, ეს კავშირი და ანალოგია სულაც არ არის სრულყოფილი, მაგრამ შეუძლებელია დაკვირვებულმა თვალმა არ შეამჩნიოს. მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი პატარა დაკვირვება, მოცემულ სტატიაში.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, საქმე ეხება არა 12-ვე სახლს, არამედ მხოლოდ ბოლო 5 სახლს. რეალურად, ტრანსფორმაციის ზონა იწყება მე-8 სახლიდან და სრულდება მე-12 სახლში. ვერ ვიტყვით, რომ ბოლო 5 სახლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი 7 სახლი, თუმცა ქრისტეს მატრანსფორმირებელი მოღვაწეობა ასახვას უნდა ჰპოვებდეს სწორედ ამ სახლებში, ეს ლოგიკურია. მართლაც, დავიწყოთ პარალელების გავლება.

მე-8 სახლი - ეს არის პრობლემები, ტკივილები, რომელთა ხარჯზეც ადამიანი ტრანსფორმირდება. ქრისტეს ძირითადი მოღვაწეობა იწყება მისი ვნებით. დიდ პარასკევს ქრისტემ თავისი ჯვარი ზიდა და ივნო, მოკვდა კიდეც. და ეს გააკეთა ადამიანებისთვის. ის მსხვერპლად შეიწირა. მაგრამ, ქრისტემ დათრგუნა სიკვდილი და აღდგა. ეს ვნება-სიკვდილი-აღდგომა არის მე-8 სახლის სფეროები.

რა ხდება აღდგომის მერე? როგორც მოციქულები ამბობენ, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე მათ ეცხადებოდა და უხსნიდა ყველა იმ წმინდა წერილს, რაც მასზე წინასწარმეტყველებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პერიოდში მოციქულებმა ინტელექტუალურ დონეზე მიიღეს ცოდნა ყველაფრის შესახებ და გაერკვნენ ქრისტეს მოღვაწეობის არსში და ზოგადად სამყაროს არსში (თავისებურად). ეს არის მე-9 სახლის პერიოდი, რადგან ცხოვრების არსის გააზრება და ცოდნა (მათ შორის - ინტელექტუალურიც) არის მე-9 სახლის სფეროები.

რა ხდება ამის მერე? 40 დღის მერე ქრისტე ამაღლდება და მამასთან დაბრუნდება, „დაჯდება მარჯვენით მამისა“. ყველა ქრისტიანის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს სწორედ ქრისტესთან ერთად მამის მარჯვნივ დაჯდომა. ამიტომ, ქრისტეს ამაღლება პირდაპირ წარმოადგენს ადამიანის უმაღლეს მიზანს, რაც, თავის მხრივ, ასტროლოგიაში მე-10 სახლით გამოიხატება.

და განვიხილოთ მე-11 სახლიც. ამაღლების შემდგომ მოციქულები იღებენ სულიწმინდას და იწყებენ ქადაგებას, ანუ ყველა იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ადამიანებისადმი, რაც აქამდე დააგროვეს ინტელექტუალურად თუ სხვა დონეზე (მათ შორის, აღდგომის მერე 40 დღის განმავლობაშიც). რატომ არის ეს მე-11 სახლის სფერო? იმიტომ, რომ ქრისტეს მოღვაწეობა მჟღავნდება ყველასთვის, ანუ ადამიანთა ჯგუფისთვის - კაცობრიობისთვის სასარგებლო საქმიანობა კეთდება: რაღაც გარღვევა, ქრისტეს სახით, რომელიც ადამიანთა ჯგუფისთვის ხდება ხელმისაწვდომი. არის თუ არა ეს მე-11 სახლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი? დიახ, არის..

ეს ეპოქა დღესაც გრძელდება. მაშ რა წარმოადგენს მე-12 სახლს? ის, რომ ადამიანებისადმი გადაცემული და გავრცელებული სახარება თავის შედეგს გამოღებს და ადამიანებს ევოლუციურად აამაღლებს, და ასევე გაარკვევს სამყაროს საიდუმლოებებში. ეს არის მე-12 სახლის სფეროები.. ამრიგად, ვფიქრობ, ანალოგია ქრისტიანობასა და ასტროლოგიური სახლების უკანასკნელ ხუთეულს შორის გასაგებია.

გააზიარეთ თუ მოგწონთ.

მსგავსი სტატიები

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

დენებ ადიგე ასტროლოგიაში


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ბეთელჰეიზე


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff