რატომ ხდება ბავშვი ავად?

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე რატომ ხდება ბავშვი ავად? თქვენ მეტყვით: იმიტომ რომ არსებობენ ავადმყოფობე...

simbaaaaaa22

ავტორი: ნანა აბესაძე

რატომ ხდება ბავშვი ავად?

თქვენ მეტყვით: იმიტომ რომ არსებობენ ავადმყოფობები. დიახ, ასეა. მთავარია თქვენ არ გავხადოთ ავად. დღევანდელი მაგალითი - ბავშვი ვერ გააღვიძა დედამ. ხომ წარმოგინგენიათ ეს რა საშინელებაა? ექიმები ვერ სვავენ დიაგნოზს მესამე დღეა, არა იმიტომ რომ უვიცები არიან. არა. ყველანაირი ფიზიოლოგიური მაჩვენებელი ნორმაშია. თუ არ ჩავთვლი რაღაც უსუსურ ბაქტერიებს, ყელში, რომლებიც ვერ გამოიწვევდნენ ასეთ სიმპტომებს, როგორიგაა ნახევრად უგონო მგრომარეობა, 39 გრადუსი სიცხე და მხოლოდ რეაგირებს პირობითად ბებიის ხმაზე და როდესაც ბებია წასვლას დააპირებს, იწყებს ტირილს, ხმამაღლა.

რატომ ნეტავ? ბებიას გაუჩნდა კითხვა და დამისვა.

იმიტომ რომ, მისი არყოფნაა ავადმყოფობის მიზეზი. რატომ? ამბიციები ვერ დასძლიეს დედამ და ბებიამ. სიგიჟემდე უყვართ, ცუდად არიან კედლებს ეხეთქებიან, თუმცა კარს ვერ პუილობენ. კარი ერთია, თუმცა ამ კარის გასაღები, ყველას სხვადასხვა აქვს. რა გამოდის? დიახ, ყველამ ერთად უნდა შეანგრიონ კარი, რომლის გასაღებიც სხვადახხვაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ბაბუა ვერ ხვდება. ის ბაბუაა და მხოლოდ უყვარს. ეს შეუძლია ძალიან, დედას და მამას ყველაზე მეტად უყვართ თავისი შვილი, მაგრამ არა აქვთ გამოცდილება, ისინი შვილთან ერთად იზრდებიან, ბებია? ოპოზიციაა-განსხვავებული აზრი, რომელიც ყველასათვის მუღებელია თუმცა ყველაზე გონიერი. მკითხა. დასძლია ამბიციას და მკითხა. ბავშვი ისევ ნახევრაგ უგინოდა, საყვარელ ხმებზე რეაგირებს და ტირის. არ იცის როგორ უთხრას, ხალხნო, თუ აქ რატომ მიმიყვანეთ, ვიღაც ბოროტი დეიდები და ბიძიები სტკენენ. ურჩხულია ამ დროს ექიმი. არადა უგონო სიყვარული გონს აკარგვინებს ადამიანს. სიყვარულია და იმიტომ. ეგოების ბრძოლაა და ამ დროს ბავშვის სულის ძახილი არ ისმის. არადა ეშინია, პატარაა, დედა უნდა. უღიმის დედა, ეფერება,მამაც, ბებოც, ბაბუც, მაგრამ ის პატარა სიმბასავითაა, გახსოვთ ის მომენტი, დაკარგული სიმბა რომ ითხოვს შველას მამის სიკვდილის შემდეგ? დამეთანხმებით, რომ სულის შემძვრელია. იმაშიც დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან პატარა გოგო სიმბას ჰგავს ძალიან. რა განსვავებაა? დიდი არაფერი. შველა უნდა ორივეს. სიმბას მართლა აღარავინ ყავს გვერდით და ბრძენი მაინუნი, ღორი და ციდა ცხოველები ეხმარებიან. თქვენ? გვერდით ხართ. მოუსმინეთ და გაიგებთ შვილის სმას, სულ რომ უგონოდ იყოს. მოუსმინეთ უბრალოდ, თუ გინდათ თქვენი სიმბა დედოფალი იყოს. არ მოუსმენთ? ეგეც თქვენი ნებაა.

ფრთხილად, თქვენ დედოფლების და მეფეების მშობლები ხართ და არ გამოგეპაროთ. მოუსმინეთ და არამარტო თქვენ გაიგებთ მის ხმას, სამყარო გაიგებს თქვენს ხმას.

მადლობა მეფეების და დედოფლების მშობლებო!

მსგავსი სტატიები

სწავლება არ-სწავლებით


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ...

როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს


«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» -  როგორ ...

სტრესის გამოვლინება ბავშვებში


ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავ...

რა ავიწყდებათ მშობლებს, ბავშვის აღზრდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე ბავშვები სიცოცხლის ყვავილები არიან და ამ ყვ...

რატომაა ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა


ავტორი: Stephen Cowan, M.D. მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყა...

ნუ "მოარჯულებთ" ბავშვებს!


ავტორი: ნანა აბესაძე იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვ...

11 რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო 25 წლიანი პედიატრიული პრაქტიკი...

სიყვარული როგორც სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff