პრანა - ადამიანის სასიცოცხლო ენერგია

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი პრანას ნატიფი სხეული ჩვენი ...

p2

ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

პრანას ნატიფი სხეული

ჩვენი ფიზიკური სხეული ყველა თავისი ქსოვილით ნერვიული სისტემის ფუნქციონირების ხარჯზე მოქმედებს. თავის მხრივ, ნერვული სისტემა დამოკიდებულია ნატიფ სხეულზე, რომელსაც პრანას სხეული ეწოდება. სხვაგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ისეთი ენერგია, ანუ ძალა, რომელსაც პრანა ეწოდება. არ გვაქვს რა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხში, ჩვენ ხშირად გვერევა პრანა ელექტრულ იმპულსებში ან ტალღებში, რომლებზე უფრო ნატიფიც ჯერ ფართოდ არაფერი არ გამოკვლეულა. მართლაც, პრანას მოძრაობა ჩვენსს ორგანიზმში ძალიან წააგავს ელექტროობის მოძრაობას ნერვულ ქსოვილებში. მაგრამ პრანას გაცილებით უფრო ნატიფი ბუნება აქვს, ვიდრე ელექტროობას და ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს. სწორედ პრანა ამოქმედებს ნერვულ ქსოვილებს.რატომაა, რომ ერთი ადამიანის ნერვული სისტემა ნორმალურად მუშაობს, ხოლო მეორესი - გაცილებით სუსტად? ნერვული სისტემის შესაძლებლობები დამოკიდებულია ნერვული უჯრედების მიერ გამოყენებული პრანას რაოდენობაზე. პრანა კი ორგანიზმში ჩასუნთქვის დროს შედის. ზუსტად ისევე, როგორც ჟანგბადი ხვდება ჩასუნთქვის შემდეგ ჯერ ფილტვებში, შემდეგ კი სისხლში, პრანა შვიდი ფსიქიკური ცენტრის (ჩაკრას) მეშვეობით ხვდება ჩვენს ორგანიზმში. იგი ჰაერის პარალელურად შედის სხეულში ჩასუნთქვის აქტის შედეგად.

ზოგიერთი მეცნიერი სხვადასხვა მოწყობილობებს იგონებს ორგანიზმზე ნატიფი ტალღური ზემოქმედების საფუძველზე და ამბობს, რომ ამით ადამიანის ბიოველს ზომავს. სინამდვილეში არაფერი საერთო ადამიანის ბიოველთან ამას არ აქვს. ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, ანუ სხვა სიტყვებით - ბიოვეელი - ელექტრო-მაგნიტურ ტალღებზე უფრო ნატიფია. დაფიქრდით, როგორ შეიძლება მიკრობის გაზომვა სახაზავით? დავუშვათ, რომ ჩვენს ფსიქიკურ ცენტრებში არა პრანას, არამედ ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს შევისუნთქავთ. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ცხოვრება, ელექტრო-მაგნიტური ტალღები ხომ ფართოდ გამოიყენება და, მაგალითად, ნებისმიერი რადიოსადგური თავის თანამშრომლებს მაშინვე გაანადგურებდა. სინამდვილეში ჩვენი ბიო-ველი - ესაა ჩვენი პრანა, ანუ სხვა სიტყვებით - სასიცოცხლო ძალა. თუმცაღა დღეს-დღეობით არ შეგვიძლია მისი გაზომვა, რადგანაც არ გვაქვს მოწყობილობები, რომლებიც დაფუძნებულია სასიცოცხლო ჰაერის მოძრაობაზე. მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად მაინც შეგვილია ვიმსჯელოთ სხეულში პრანის არსებობაზე. მოქმედებს რა ნერვულ ქსოვილებზე, პრანა ნერვული სისტემის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ელექტრო-მაგნიტური ტალღების მეშვეობით ამჟღავნებს თავს. როდესაც ადამიანი კვდება, პრანა უკვე ვეღარ აღწევს მკვდარ სხეულში და ნერვული იმპულსები აღარ გენერირდება. ამ სახით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ცოცხალია თუ არა ადამიანი. მაგრამ ასეთი მიდგომით შეგვიძლია შეცდომა დავუშვათ, რადგანაც პრანა ურთიერთქმედებს არა მხოლოდ ნერვულ სისტემასთან, არამედ ადამიანის ჭკუასთან (ум) და გონებასთან (разум). თუ პრანა განაგრძობს ჭკუისა და გონების გამოკვებას, მაგრამ მისი ნერვულ სისტემასთან ურთიერთქმედება ამ დროს მინიმალურია, ადამიანი არ კვდება, მაგრამ ლეთარგიულ ძილში გადადის, და ამის გაზომვა ვერანაირი მოწყობილობით ვერ მოხდება.

იციან რა ორგანიზმში პრანას ფუნქციონირების თავისებურებები, აიურვედას ექიმები სხეულში სასიცოცხლო ძალის დიაგნოსტიკის კარგ მეთოდს იყენებენ. საჭიროა უგონოდ მყოფ ადამიანს ქუთუთოები ავუწიოთ და თვალებზე დაკვირვებით გავიგოთ, არის თუ არა მათში სასიცოცხლო მბრწყინვალება. თუ თვალები მკრთალი და ცივია, მაშინ პრანამ, და მასთან ერთად სიცოცხლემ, დატოვა სხეული. თუკი რაღაც მბრწყინვალება თვალებში მაინც კრთის, უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამგვარად, ადამიანის ნატიფი აგებულების ცოდნა გვეხმარება იოლად გავერკვიოთ მედიცინის მრავალ რთულ საკითხში, ასევე გავიგოთ, როგორ გავხდეთ ჯანმრთელი და ბედნიერი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პრანას განსაზღვრება

ნატიფ სხეულს, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გვაძლევს, პრანას სხეული ეწოდება. ესაა ყველაზე უხეში შრე ჩვანი ორგანიზმის ნატიფი შრეებიდან. პრანას სხეულს ვედებში პრანა-მაჲა ეწოდება. პრანა ითარგმნება, როგორც ენერგია, ხოლო მაჲა - როგორც გარსი. ადამიანის ცნობიერება პრანასთან ურთიერთქმედებით სიჯანსაღის, ძალისა და ჩვენი სხეულის აქტიურად მართვის შეგრძნებას გვაძლევს. ამგვარად, სიტყვა პრანამაჲა ასევე აღნიშნავს ჩვენი გონების ერთგვარ მიმართულებას, რომლის დროსაც ბედნიერების ჩვენს გაგებაში აქცენტს პრანას ფუნქციონირებაზე ვაკეთებთ. მაგალითად, მრავალი ადამიანი მიდრეკილია, რომ ბევრი ირბინოს, იხტუნაოს, სპორტის სხვადასხვა სახით დაკავდეს და ამისგან დიდი კმაყოფილება განიცადოს. იგივე ხდება ცხოველებშიც, თუმცაღა მათთვის მოძრაობის სიხარული და ერთგვარი ემოციურობა - ეს ცნობიერების პრაქტიკულად უმაღლესი გამოვლინებაა. ამგვარად, პრანამაჲა - ესაა ცნობიერების მააქსიმალური დონე ცხოველებისთვის. ადამიანებს კი შეუძლიათ არა მხოლოდ მოძრაობის სიხარული განიცადონ, არამედ გაცნობიერებულად მართონ პრანა. სასიცოცხლო ენერგიის ასეთი მართვა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ორგანიზმის ფუნქციონირება მთლიაანად აკონტროლოთ. თუმცაღა ვედები რჩევას იძლევიან, რომ ჩვენი ცნობიერება ჭკუისა და გონების უფრო მაღალი სფეროებისკენ წარვმართოთ. ამაზე მოგვიანებით.

პრანა ენერგიით კვებავს მთელ ჩვენს არსებობას. იგი ყოველთვის აქტიურია. ძილშიც კი, პრანა განაგრძობს მოქმედებას, მიუხედავად გრძნობების გაჩერებისა, რომელთა აქტივობაც ასევე სწორედ პრანაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ცივილიზებული ცხოვრების ყველა მოთხოვნას ვასრულებთ, მაშინ პრანა ძალიან ჰარმონიულად ცირკულირებს სხეულში და ინარჩუნებს მასში სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენს ორგანიზმში ვერ შესრულდება ვერანაირი ფუნქცია ან მოძრაობა პრანას არსებობისს გარეშე. მაგალითად, პრანა პასუხს აგებს ჩვენს სუნთქვაზე, გულისცემაზე, შიმშილისა და წყურვილის გრძნობაზე, ორგანიზმში სისხლის მოძრაობაზე და სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შეერთებაზეც კი.

მძიმე ტვირთის აწევის, ან სხვა დაძაბული სამუშაოს დროს გარედან პრანას დამატებით ენერგიას ვიღებთ, და ამასთან ერთად სუნთქვაც ხშირდება. სისხლის მაღალი ან დაბალი წნევაც პრანას აჩქარებას ან შენელებას უკავშირდება. არსებობს მრავალი ავადმყოფობა, რომელიც დაკავშირებულია სხეულში პრანას არასწორ მოძრაობასთან. პრანას ავადმყოფობები, როგორებიცაა ნაწლავების კოლიკები, დიარეა, ნებისმიერი სპაზმური ტკივილი, სახსრების ტკივილი, შაკიკი, კრუნჩხვები - ეს ყველაფერი დაკავშირებულია პრანის მოძრაობის დარღვევასთან. გრძნობები, ჭკუა და გონება ვერ იქნებიან აქტიურები, თუ თავიანთი ფუნქციონირებისას პრანას ენერგიას არ გამოიყენებენ. პრანას გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მოსმენას, დანახვას, შეხების შეგრძნებას, არომატების შეყნოსვას. საინტერესოა, რომ პრანა პასუხს აგებს თავად სუნთქვის პროცესზე და ნერვული სისტემის საქმიანობაზე. ნებისმიერ ფუნქციას სხეულში, მის ნებისმიერ ნაწილში, პრანა ასრულებს.

პრანა იყოფა ენერგიის 10 სახედ. მაგალითად, როგორც ვჲანა, იგი ააქტიურებს ორგანიზმის სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებს, ხოლო როგორც აპანას - „შლაკები“ გამოაქვს.

პრანამაჲა - ცნობიერების პრანაზე კონცენტრაცია - ძლიერ აქვთ განვითარებული ცხოველებს, თითქმის ისევე, როგორც ადამიანებს. ამ პროცესში ჩვენსა და ჩვენს პატარა ძმებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არაა. ცხოველი დარბის და აქიცინებს კუდს, და ადამიანსაც შეუძლია ირბინოს, იხტუნაოს და „კუდი აქიცინოს“ ვინმეს წინაშე, და სიხარული გამოხატოს. თუ რამე უხარია, იცინის. ძაღლი არ იცინის, მაგრამ ძაღლურად უხარია. პრანამაჲას დონეზე ადამიანებიც და ცხოველებიც დაახლოებით ერთნაირად იქცევიან, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ ცდილობს პრანას მოძრაობის მართვას.

პრანა თავისი ფუნქციონირებით სიცოცხლეს ინარჩუნებს ორგანიზმში, მოქმედებს რა ელექტრულ იმპულსებზე. პრანას ნატიფი სხეულის ენერგია ასევე კვებავს ადამიანის ჰორმონალურ და სხვა ფუნქციებსაც.

p1

პრანა და სუნთქვა

პრანა - ესაა ძალა, რომელსაც სუნთქვისას ვიღებთ. პრანას ნატიფს სხეულს სხვაგვარად ნატიფი სასიცოცხლო ჰაერი ეწოდება. როცა ადამიანი ჩაისუნთქავს, შვიდი ბიოლოგიური ცენტრი, ანუ ჩაკრა, აქტიურად მონაწილეობს გარესამყაროსთან ენერგიის გაცვლის პროცესში. ყველანი ისინი განლაგებულნი არიან ვერტიკალურ ხაზზე: თხემის მიდამოში, შუბლის ცენტრში, ყელის მიდამოში, გულის მიდამოში, მზის წნულის მიდამოში, მუცლის ქვედა ნაწილში და კუდუსუნთან. სასიცოცხლო ჰაერი, ეს არაა ის, რითაც ვსუნთქავთ, მას იმდენად ნატიფი ბუნება გააჩნია, რომ სრულ ვაკუუმშიც კი მისი მოცულობა არ იცვლება. ადამიანს შეუძლია მშვენივრად იგრძნოს, თუ რა არის პრანა, თუმცა მისი გაზომვა ძნელი იქნება. თუ დადგებით იქ, სადაც ბევრი პრანაა, მაგალითად მთებში, და ჰაერს ჩაისუნთქავთ, შეამჩნევთ, რომ გაჩნდა სისაღის შეგრძნება შუბლის მიდამოში, სიმსუბუქე თხემსა და ხორხში. ეს მდგომარეობა ყველას მოსწონს. თუ ზომიერად მიირთმევთ საჭმელს, ჩასუნთქვის დროს შეგიძლიათ იგრძნოთ სისაღე მზის წნულის, მუცლის ქვედა ნაწილისა და კუდუსუნის მიდამოში. სისაღე ჩაკრებში იმაზე მეტყველებს, რომ ამ ზონებში პრანას აქტიური მოძრაობა ხდება.

ჩასუნთქვასთან ერთად ხდება სასიცოცხლო ჰაერის ორგანიზმში შესვლა და მისი შემდგომი განაწილება. ზოგი ჩაკრა შეიძლება აქტიურად მონაწილეობდეს ამ პროცესში, სხვები ნაკლებად. ეს დამოკიდებულია ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ აქტიურობაზე და ინდივიდუალურობაზე. ჩვენს სხეულში არსებობენ არხები, რომლებიც აკუპუნქტურაში გამოყენებულ არხებზე უფრო ნატიფია.

ნადჲები - ესაა ენერგეტიკული არხები, რომლებიც სასიცოცხლო ჰაერს მთელს ორგანიზმში ანაწილებენ. არხები, რომლებსაც აკუპუნქტურაში იყენებენ, ელექტრული იმპულსების ზემოქმედებას ექვემდებარება, ნადჲები კი ელექტრულ ზემოქმედებას არ ექვემდებარება. ისინი პრანას ნერვულ ქსოვილებს აწვდიან და აღძრავენ მათ მოქმედებისკენ.

როდესაც ამოვისუნთქავთ, სასიცოცხლო ჰაერი გამოდის ჩვენი ორგანიზმიდან, მაგრამ ჩვენი ცნობიერებისთვის ეს შეუმჩნეველი რჩება. პრანას საკმაოდ დიდი მოცულობა გამუდმებით ცირკულირებს სხეულში, სანამ მასში სიცოცხლეა. საინტერესოა, რომ ჩასუნთქვა შესაძლებელია უჰაერო სივრცეშიც გაანხორციელდეს, ანუ პრანას ჩასუნთქვა შესაძლებელია ფილტვების ჩვეული მოძრაობის გარეშე. განსაკუთრებული ვარჯიშის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. ზოგიერთი ადამიანი სპეციალურ პრაქტიკებს აკეთებს რვასაფეხურიანი იოგას სისტემით. ერთ-ერთ საფეხურს პრანაჲამა ეწოდება. ჲამა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც ვარჯიში, ხოლო პრანა - ესაა სასიცოცხლო ძალა. ანუ ისინი ვარჯიშობენ პრანას მოძრაობის კონტროლში. ამგვარად, მუშაობს რა პრანაზე, ადამიანს შეუძლია ფუნქციონირების საშუალება მისცეს თავის ორგანიზმს, ნერვულ ქსოვილებს, ისე, რომ ცხვირით არ ისუნთქოს. და ასეთი ვარჯიშის შემდეგ იოგს შეუძლია 40 დღე სუნთქვის გარეშე გაძლოს. თუმცაღა ასეთი მიღწევები არ წარმოადგენს რვასაფეხურიანი იოგას საბოლოო მიზანს. მისი მთავარი მიზანია - მისცეს ადამიანს საშუალება, რომ მიაღწიოს სრულყოფილებას და შეიცნოს თავისი სულიერი ბუნება. არსებობს ცნობილი ექსპერიმენტები, როდესაც იოგს მარხავენ ჰაერის წვდომის გარეშე, ან ტომრით წყალში ძირავენ, ამასთან მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში (40 დღემდე) იყოს ამ მდგომარეობაში ჩვეულებრივი სახით სუნთქვით შესაძლებლობის გარეშე. ეს შემთხვევები ადასტურებენ, რომ ადამიანს შეუძლია რაღაც პერიოდი ჟანგბადის გარეშეც ისუნთქოს.

ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის ცენტრი გულის მიდამოში მდებარეობს. აქედან პრანა მთელ ორგანიზმში ნაწილდება და სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. სიკვდილის მომენტში, როდესაც ადამიანის ბედის შესაბამისად სხეულის საჭიროება აღარ არის, სასიცოცხლო ჰაერის აქტიური განაწილება წყდება. ენერგია წართმეულ სხეულს უკვე აღარ შეუძლია ფუნქციონირება. თუმცაღა სასიცოცხლო ჰაერი განაგრძობს ნატიფ სხეულში ცირკულირებას. სამშვინველი ტოვებს უხეშკ, მაგრამ არა ნატიფ სხეულს. ეს უკანასკნელი არ კვდება და შესაბამისად სასიცოცხლო ჰაერი მასში მუდმივად ცირკულირებს. სამშვინველი ნატიფ სხეულთან ერთად მომავალი მამის სპერმატოზოიდში, შემდეგ კი მომავალი დედის კვერცხუჯრედში ხვდება. ეს ყველაფერი სასიცოცხლო ჰაერის მოძრაობის ძალით ხორციელდება. პრანას გარეშე არც უხეშ და არც ნატიფ სხეულს ფუნქციონირება არ შეუძლია.

PanchaVayuImage

პრანას ხუთი სახე

ჩვენს ორგანიზმში პრანას მოძრაობა ხორციელდება სასიცოცხლო ჰაერის გარკვეული ნაკადების მეშვეობით. აი, მოკლე აღწერილობა:

პრანა

არსებობს პრანას სახე, რომელიც ანაწილებს მთელი სასიცოცხლო ჰაერის მოძრაობას ორგანიზმში. იგი ძირითადია და მას პრანა ეწოდება. სასიცოცხლო ჰაერის ჰარმონიული განაწილება ავტომატურად ხდება, თუ კარგად ვართ განწყობილნი. პრანას ამ სახის ცენტრი, ისევე, როგორც ადამიანის მთელი სასიცოცხლო ჰაერის ცენტრი გულის მიდამოშ იმყოფება, ძირითადად პრანა სუნთქვაში მონაწილეობს. იქგი აქტიურდება ცხვირით სუნთქვისას. პრანა პაკსუხს აგებს სასუნთქ სისტემაზე, გულის ფუნქციებზე, ცემინებაზე, ყლაპვაზე, გონებრივ ფუნქციებზე. იგი აქტიურად მოძრაობს თავში, ტრაქეაში, გულ-მკერდში, თვალებში, ენაში და ცხვირში.

უდანა

როცა ჩვენ დაძაბული გონებრივი სამუშაოთი ვართ დაკავებული, სასიცოცხლო ენერგია ზემოთკენ იწევს უდანას მეშვეობით. უდანა პასუხს აგებს ხმაზე, აქტიურობაზე, ენთუზიაზმზე, გულმოდგინებაზე. ესაა სასიცოცხლო ჰაერის ნაკადი, რომელიც ყელის გავლით გადის. მისი მოძრაობის შეკავება მოგუდვას იწვევს.

სამანა

ჭამის შემდეგ პრანა კონცენტრირებულია მუცლის ცენტრში და ჩვეულებრივ სიმხურვალის და სითბოს შეგრძნებას იწვევს ჭიპისა და მზის წნულის მიდამოში. პრანას ამ სახეს სამანა ეწოდება. იგი პასუხს აგებს საჭმლის გადაყლაპვაზე, მონელებაზე და ათვისებაზე, ნარჩენების ორგანიზმიდან გამოდევნაზე, სხეულებრივ სითბოზე. ლოკალიზებულია იქ, სადაც ცეცხლი იმყოფება, მოძრაობს მუცლის მიდამოში.

ვჲანა

ფიზიკური ვარჯიშების დროს სასიცოცხლო ჰაერი მთელს ორგანიზმში ნაწილდება პრანას ერთი სახის მეშვეობით, რომელსაც ვჲანა ეწოდება. ვჲანა პასუხს აგებს ყველა სხეულებრივ მოძრაობაზე, არეგულირებს ორგანოებისა და კუნთების ურთიერთქმედებას. ასევე იგი მთელს სხეულში მოძრაობს, ლოკალიზდება რა გულში, და ენერგიით ამარაგებს ცირკულაციის სისტემას, სახსრებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.

აპანა

თუ ადამიანი მოდუნებულია და მას მოქმედების არანაირი მოტივი არ აქვს, პრანა ქვემოთკენ ეშვება და ჩნდება ძილიანობის შეგრძნება. აპანა ქვემოთკენ მოძრაობს და პასუხს აგებს შარდის, კალების, სპერმის გამოყოფაზე, აქტივობის რეგულაციაზე მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს. იგი ლოკალიზებულია ნაწლავებში და შარდის ბუშტში.

ჩვენ ამჟამად განვიხილეთ პრანას ხუთი ძირითადი სახე. ისინი დაწვრილებითაა აღწერილი ვედებში. ასევე იქ აღწერილია პრანას ხუთი დამატებითი სახე. ჩვენ მხოლოდ ჩამოვთვლით მათ:

ნაგა - პასუხს აგებს სლოკინზე და ღებინების რეფლექსზე.

კურმა - მოქმედებს თვალების კუნთოვან სისტემაზე, ხელს უწყობს თვალების დახამხამების აქტს, ასევე ახდენს მხედველობის ფოკუსირებას.

კრიკალა - იწვევს მთქნარებას, ასევე შიმშილისა და წყურვილის შეგრძნების გაჩენას.

დევადატა - პასუხს აგებს ცემინების პროცესზე.

დჰანანჯალი - ვრცელდება მთელ სხეულში, ხელს უწყობს მის გამოკვებას და მართავს ანთებითი პროცესების აქტივობას.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი


მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ...

ქანქარა


ქანქარა - ეს არის ნივთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ პლან...

ენერგო-ვამპირიზმი


ავტორი: ალექსანდრ ილინსკი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ხშირ...

ამას შეუძლია შეცვალოს ცივილიზაცია


ტრანსკრიბცია ბრიუს ლიპტონის ვიდეოდან (არასრული ტექსტი) მთარ...

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

მანიპურა ჩაკრა: მზის წნულის ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი წყარო ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff