საჰასრარა ჩაკრა - გვირგვინოვანი ენერგეტიკული ცენტრი

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

მთარგმნელები: ლიკა ფაჩულია და მამუკა გურული წყარო საჰასრარა: ზოგადი ცნობები ჩაკრის შესახებ მდე...

sah1

მთარგმნელები: ლიკა ფაჩულია და მამუკა გურული

წყარო

საჰასრარა: ზოგადი ცნობები ჩაკრის შესახებ

მდებარეობა - თხემის მწვერვალში

შეფერილობა: იისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი.

ნიშანი: ათასფურცლოვანი ლოტოსი.

მახასიათებლები: სულიერება, გასხივოსნება.

მანტრა: ,,ომ’’

ნატიფი სხეული: კარმული

ორგანო: ტვინი

არომათერაპია: ჟასმინი, საკმეველი

ქვები: გამჭირვალე სახეობები

საჰასრარა ტვინის ზედა ნაწილშია განლაგებული. მისი ფურცლები მიმართულია ზევითკენ, ღერძი (ღერო) კი მიემართება ქვევით.

საჰასრარა სრულყოფილების ცენტრია. ყველა, ვისაც უხილავს ის, აღნიშნავს, რომ ის ღია ფერის (ბაც, მკრთალ) ცისარტყელას მოგაგონებთ.

საჰასრარა ცოდნის უშველებელი საცავია. ის ვითარდება ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე. განაპირობებს ადამიანის განათლების, გასხივოსნების უნარს. საჰასრარის საშუალებით მყარდება კავშირი დაბალ ჩაკრებსა და ღმრთაებრივ დონეებს შორის.

საჰასრარაში თავს იყრიან ენერგიები, რომელიც მომდინარეობენ დაბალი ჩაკრებიდან. საჰასრარის წყალობით ჩვენი სხეული უკავშირდება კოსმიურ სისტემას.
საჰასრარა ყოვლის მომცველი ელექტრო-მაგნიტური ცენტრია, რომელიც ასაზრდოებს სამყაროესულ ენერგიათა დანარჩენ ჩაკრებს. მისი ფუნქციაა კავშირი დაამყაროს უფრო ნატიფ დონეებთან. 

საჰასრარის მეშვეობით ადამიანი სწვდება ღვთაებრივ იდეებს, წვდომას იღებს ცოდნის სამყაროესულ არქივებზე და ითვისებს ღვთის სიყვარულს. საჰასრარა ის განსაკუთრებული წერტილია, სადაც თითოეული ადამიანი კომფორტს გრძნობს. ჩვენ არ გვჭირდება ფიქრი ცხოვრების შეცვლაზე. საჰასრარის მთავარი ფუნქციაა - ადამაინის სპეტაკ არსებად აღიარება. როგორ გავიგოთ ეს? - ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცხოვრება - ესაა სულიერის გამოვლინება ფიზიკურში. ჩვენი ფიზიკური სხეული ასე უბრალოდ არ ჩნდება ამ სამყაროში. სულმა წინასწარ აირჩია იგი მოცემული ინკარნაციისთვის. და მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი აცნობს სხეულს, რომელშიც ცხოვრობს, ცხოვრების ნათელ და ბნელ მხარეებს. ასე რომ, ფიზიკურ სხეულზე არსობრივად არაფერია დამოკიდებული. იგი მხოლოდ დროებით სახლს წარმოდგენს სულისთვის. 

ჩვენს სამყაროში ყველაფერი ვერტიკალზე მოძრაობს. ემოციებიც, და აზრებიც, და ენერგიაც გადიან ამ გზას განსაკუთრებულ ღერძზე, რომლის ბოლოებზეც ენერგეტიკული წყაროებია. ეს ღერძი სავსეა ჩვენი ძირითადი ემოციებით: შიშით, სიყვარულით, სევდით, სიხარულით, სიბრაზით, რწმენით და მრავალი სხვათი. 

ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება: ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ის სამყარო სადაც ცხოვრობს შიში, მაგრამ ასევე ძალგვიზს დავადგეთ სიყვარულის გზასაც. იმის მიხედვით, რასაც ავირჩევთ, წარიმართება ჩვენი ცხოვრები შემეცნებაც და მართვაც, ასევე შეგვიძლია მართვის მიმართულების შეცვლაც. თუ ნათელ გზას დავადგებით, სიბნელე რომელიც გვაკრავს, იქცევა სინათლედ, ბოროტება იქცევა სიკეთედ, შიში - სიყვარულად. სწორედ საჰასრარათი ვიწყებთ ჩვენ შეგნებულ ცხოვრებას. მისი საშუალებით ვერწყმით იმ ღვრთაებრივს, რაც ჩვენშია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ფიზიკური საწყისი ჰარმონიზდება სულიერ საწყისთან, ხოლო პირადი ბიოველი უერთდება სამყაროს.

სამყაროს ყოველი ნაწილაკი - ესაა განსაკუთრებულ ენერგია. ამის წყალობით ადამიანს (რომელიც ასევე წარმოადგენს ენერგიის ნაკრებს), შეუზლია ბიოველის მეშვეობით შეუერთდეს ნებისმიერ ცოცხალ არსებას, მატერიალურ საგნებს, მოახდინოს მათზე ზეგავლენა. შედეგად ჩნდება სარკის ეფექტი.  მაგ., თუ ჩვენ ვიღაცაში ვამჩნევთ უარყოფით შტრიხებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე უარყოფითი გვაქვს ჩვენც. ამდენად, ყოველი ადმაიანი წარმოადგენს ჩვენს საკუთარ ანარეკლს. გვირგვინოვანი ჩაკრა გვასწავლის სამყაროსეულ ენერგეტიკულ ნაკადთან გაერთიანებას. მისი საშუალებით ვიაზრებთ პიროვნულ მთლიანობას. სწორედაც, საჰასრარა გვიდასტურებს, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სულია (ხოლო შემდეგ კი სხეული), რომელიც ცხოვრობს მრავალ განზომილებაში. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი პლანეტა. 

საჰასრარაში არის ის, რისი აღთქმაც ადამიანს ტვინით შეუძლია. შემდგომ ტვინით მიღებული ფაქტები გადაიქცევა ინტუიციად, შემდეგ კი - სამყაროს შემეცნებად. თუმცა ის ცოდნა, რომელიც წარმოიშვება საჰასრარაში, გაცილებით მაღალია იმათზე, რაც წარმოიქმნება აჯნა ჩაკრას წყალობით. ფრიად მნიშვნელოვანია ის, რომ მეექვსე ჩაკრა ადამიანს რამდენადმე განაცალკევეს ობიექტისაგან, რომელსაც იგი აკვირდება, ხოლო საჰასრარა კი ეხმარება მასთან გამთლიანებაში. საჰასრარას წყალობით, ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს, როგორც სხვადასხვა სახის ყველა ენერგიის მთლიანობას. საჰასრარას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ადამიანი ჩვენი და მთელი სამყაროს ნაწილია. ჩვენ ხომ - მხოლოდ ენერგია ვართ, რომელიც დროებით ფიზიკურ სამყაროში გამოვლინდა. ამის გაცნობიერების შედეგად ადამიანი სიმშვიდეს მოიპოვებს. მასში ჩნდება რწმენა საკუთარი ძალებისადმი და სამყაროსადმი, და ესმის, რომ სამყარო ვერ მიაყენებს ზიანს, ის ხომ მის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაც თანდათან ცხრება განზიდულობა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც ადრე უცხოებად მოიაზრებდა. ადამიანი უკვე არ განიკითხავს სხვა ადამიანთ, რადგანაც ისინი ხომ თვითონაა, თვითონ კი - ისინი. მეტიც, ადამიანი ხვდება იმ აზრსაც, რომ პროტესტი რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ სხვა არაფერია, თუ არა პროტესტი თავისი ხასიათის შტრიხების და ქცევის მანერების მიმართ. ყოველი ადამიანი ჩვენივე ანარეკლია. ამიტომაც, თუ ჩვენ გვაღიზიანებს ნაცნობ-უცნობის თუ კოლეგის რომელიღაც შტრიხი, ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე შტრიხი ჩვენცა გაქვს.

თუ საჰასრარა ჰარმონია და გაწონასწორებულობაა, ყველა ჩაკრაც მიისწრაფის გახსნისაკენ. რატომ და რისთვის ხდება ასე? - ეს ხდება იმიტომ და იმისათვის, რომ გახსნილი მთავარი ჩაკრა ეხმარება ადამიანს, რათა მან მიაღწიოს ჩაკრის სპეციფიკურ მდგომარეობას, სადაც ის გამოავლენს ჩაკრის ბლოკირების მიზეზს. ეს კი ხდება ორგვარად: ინტუიციითაც და რაციონალურადაც. როცა ხვდება, თუ რომელი ჩაკრაა ბლოკირებული და რატომ, ადამიანს შეუძლია, რომ დაამუშავოს იგი და მისი ჰარმონიზება მოახდინოს

გაწონასწორებული საჰასრარა მთელ სამყაროში ენერგიის უზარმაზარ ნაკადს ასხივებს. საიდან წარმოიშვება ეს ენერგია? - ეს კოსმიური ენერგია, რომელსაც შეითვისებს ადამიანი. გაივლის რა ეს კოსმიური ენერგია ადამიანის ნატიფ სხეულებს, იგი შეისრუტავს ადამიანის აზრებსა და გრძნობებს, ხოლო შემდგომ კი ისევ კოსმოსს უერთდება. ამით გვირგვინოვანი ჩაკრა გვეხმარება, რომ განვახორციელოთ სურვილები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. 

თუ საჰასრარა დარღვევებით მუშაობს, მისი გახსნა მედიტაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ პროცესის დროს იგი ღვთაებრივ ცოდნას მოიპოვებს, შემდეგ იგი მუშაოვდება, უფრო დაბალ სიხშირეებზე გადაიყვანება და სხვა ჩაკრებისკენ მიემართება. ისინი კი თავის მხრივ გარდაქმნიან მიღებულ ინფორმაციას აზრებად, სიტყვებად და ქმედებებად. 

sah2

გახსნილი საჰასრარის თვისებები

გვირგვინოვანი ჩაკრა ერთადერთია, რომელშიც არ ვხვდებით ბლოკებს. ის შეიძლება იყოს მეტნაკლებად გახსნილი. ოდნავ განვითარებული ან ძალიან განვითარებული.  გახსნილი ჩაკრა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას წაშალოს საზღვარი გარე სამყარო და შინაგან მეს შორის. დიახ მას ესმის, რომ ფორმალურად ეს საზღვარი არსებობს, მაგრამ უკვე ვეღარ ამჩნევს მას. ამ დროს ქრება მოთხოვნილებანი, აზრები, შიშები. ადამიანი უკვე თავისუფლად ატარებს ენერგიებს თავის თავში. ის ღრუბელივით შთანთქავს ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება. შეძლებს რა ჩაკრის გახსნას, ადამიანს ეუფლება ჰარმონიის გრძნობა.

გასხივოსნება, რაც მთავარი ჩაკრის ფუნქციაა, შესაძლოა მოულოდნელად გაიხსნას. ეს ძალიან ჰგავს ადამიანის ელვისებრ გამოღვიძებას, როცა ადამიანს ვერ გაურკვევია ცხადშია თუ სიზმარში. ამ მომენტში ადამიანს ეწვევა აზრი იმის შესახებ, რომ იგი ერთ-ერთი არხია ღმრთაებრივი სინათლის გასატარებლად. ამ დროს ადამიანის ეგო არ ეწინააღმდეგება ენერგიის ნაკადთა მიღებას, იგი იქცევა ინსტრუმენტად, რომელიც ეხმარება კაცს ღმრთის ნების აღსრულებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანს ესმის კოსმოსის ენა, ესმის, რასაც კარნახობს კოსმოსი და მისდევს კოსმიურ აზრებს. ეს ხდება უკონფლიქტოდ და წინაღობათა გარეშე. მათ ნაცვლად ადამიანში იბუდებს სიმშვიდე, მყუდროება, თავდაბლობა და მადლიერების დიდი გრძნობა. ღმერთის ნება, რომელიც განსჭვალავს ადამიანს, გარდაიქმნება ქმედებებად, სიტყვებად და აზრებად.  

ვისაც საჰასრარა გაეხსნა, ხვდება, რომ მასში აღძრული საკითხები უკონფლიქტოდ წყდება. იგი მშვიდად განსჯის, აყალიბებს, ფაქტებს, აზრებს იცის რა, რომ იგი პასუხებს მიიღებს კოსმოსიდან. ისინი ეწვევიან მას თავისივე სამშვინველის საშუალებით, რომელიც მთელი სამყაროს ნაწილია. ადამიანს უქრება რაიმეს კეთების მოთხოვნილება. მას უბრალოდ სურს, რომ იყოს, და საშუალება მისცეს ღვთაებრივ ენერგიას, რომ მასშ იდინოს. მას უკვე აღარ აცბუნებენ საკუთარი აზრები და გრძნობები. ბოლომდე იღებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას: თვითკრიტიკის გარეშე, სათანადო სიყვარულით. გახსნილი ჩაკრა ეხმარება მას, რომ მიიღოს არეა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სამყაროც. შიში, ნაღველი, რისხვა - ყველა ეს ემოცია დამატებით ინსტრუმენტებად იქცევა, რომლებიც ადამიანს თვითგანვითარებაში ეხმარებიან. მას შეუძლია მათი გაანალიზება, ან ემოციების გაჩენის მიზეზებში გარკვევა. 

ადამიანი, რომელსაც განვითარებული საჰასრარა ჩაკრა აქვს, არ ეძებს თავის გამართლებებს და არ მიაწერს ყველაფერს გარესამყაროს. მისგან არავის ესმის შემდეგი გამოთქმები: ,,ეს კაცი მაღიზიანებს’’, ,,მან მე ძლიერ მაწყენინა’’ და სხვა. რადგანაც მან კარგად იცის, რომ სამყარო ერთ მთელს - მთლიანობას წარმოადგენს. თუკი ვინმე არასწორად მოექცა ადამიანს, მიზეზი მასშივეა. მან ასევე კარგად იცის, რომ ყოველი ადამიანი მისივე ანარეკლს წარმოადგენს, ამიტომ ადამიანთა სიტყვების და ქმედებების მიზეზებს თავისი შინაგანი სამყაროს პრიზმაში აანალიზებს. ცხოვრება მისთვის საინტერესო თამაშად იქცევა. მასთან მოდის გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ემართება, მხოლოდ მის არჩევანზეა დამოკიდებული. სწორედ ის ირჩევს, თუ როგორი იქნება მისი ცხოვრება, ფიზიკური სხეული და სამშვინველი. გახსნილ ჩაკრას ადამიანი მიყავს იმის გაცნობიერებამდე, რომ მატერია თავისთავად არ არსებობს. ეს ღვთაებრივი ენერგიის პროექციაა. ასეთი ადამიანისათვის სხეული კი არაა მთავარი, არამედ სული. შედეგად მის ცხოვრებაში ჰარმონია ისადგურებს. ყოველ განვლილ დღეს სიამოვნება მოაქვს მისთვის.  

sah3

დახურული ჩაკრის შესახებ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჰასრარა მთლიანად არასდროს იხურება. მისი ფუნქციები დამოკიდებულია გახსნილობის ხარისხზე. თუ საჰასრარა ოდნავ ღიაა, ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ იგი თავისთვის, დამოუკიდებლად ცხოვრეობს. იგი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება არანაირად არ უკავშირდება სამყაროს. ამას მივყავართ აკვიატებული შიშების გაჩენამდე. სხვა ჩაკრები წონასწორობიდან გამოდიან, რაც ხელს უშლის ენერგიის ორგანიზმში შემოდინებას. 

მას, ვისაც საჰასრარა მცირედ აქვს გახსნილი, არ ესმის თავისი დანიშნულება. მას კონფლიქტი აქვს თავის შინაგან "მე"-სთან. კითხვები მის ცხოვრებაში გაცილებით მეტია, ვიდრე მიღებული პასუხები. დისბალანს სხვა ჩაკრებში მივყავართ გაუწონასწორებლობამდე, დეპრესიამდე, ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობამდე. 

ასეთ ადამიანს ცხოვრება აღარ ახარებს. იგი მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. უჭირს ადამიანებთან უერთიერთობების  დალაგება, ცხოველთა სამყაროსთან კონტაქტი. მას არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. მცირე სირთულეებსაც კი მწყობრიდან გამოჰყავთ. იგი ვერ ხვდება ცხოვრების აზრს. შედეგად მას მუდამ სდევნის სიკვდილის შიში. ის ხომ დარწმუნებულია, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არანაირი გაგრძელება არ არსებობს. ამ ყველაფერს მიყავს საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობამდე, სამყაროსადმი ნდობის დაკარგვამდე. გაუხსნელი საჰასრარას მფლობელი მთელი ძალებით ცდილობს განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან იმ ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდება, ცდილობს, რომ ეს პასუხისმგებლობა სამყაროს გადააბაროს, და იქცევა ფატალისტად, რომელსაც ბედის გარდუვალობის სჯერა. იმის მოსმენა, რომ ყველაფერი მის საკუტარ არჩევანზეა დამოკიდებული, მას არ სურს. ეშინია რა, რომ ვერ მოასწრებს მნიშვნელოვანი (მისი აზრით) საქმეების დასრულებას, იგი იწყებს აქტიურ საქმიანობას, ფიტავს ფიზიკურ და სულიერ ძალებს. მას გამუდმებით ტანჯავს შეგრძნება, რომ სათამაშოა რაღაც ძალების ხელში, რომ მასზე მართლაც არაფერია დამოკიდებული ამ ცხოვრებაში. ამის შედეგად ბუნების მიერ ჩადებული პოტენციალი არ რეალიზდება, სულიერი განვითარება კი ნულამდე დაიყვანება. 

საჰასრარას კავშირი ნატიფ სხეულებთან

საჰასრარასთან უშუალოდაა დაკავშირებული კარმული სხეული. იგი შეიცავს ინფორმაციას სულის წინა ინკარნაციებზე და იმაზე, თუ რა ელოდება ამ ცხოვრებაში. თუ მივუერთდებით კარმულ სხეულს და ვეცდებით მის "წაკითხვას", შეგვიძლია გავიგოთ საკუთარი დანიშნულების შესახებ, ავაწყოთ სულის განვითარების მოდელები, შევიგრძნოთ შინაგანი სამყარო. კარმული სხეული, ესაა ერთგვარი დღიური, რომელშიც აღწერილია წარსული, და ასევე პროგნოზირებულია მომავალი. მისი გაგებით შეგვიძლია მრავალ კითხვას გავცეთ პასუხი. ამრიგად, კარმულ სხეულთან კავშირის დამყარებას მივყავართ გაცნობიერებულ ინკარნაციამდე. ადამიანი იწყებს იმის გაგებას, თუ რატომ მოვიდა მისი სული დედამიწაზე სწორედ ახლა, როგორ უნდა იცხოვროს, რომ განვითარდეს და სრულყოფას მიაღწიოს. იგი სწავლობს სულის მთლიანად ნახვას, მასთან შერწყმას. კარმულ სხეულში ასევე ვლინდება კაცობრიობის კოლექტიური მეხსიერება. იშვიათი ადამიანები, რომლებსაც ზებუნებრივი უნარები აქვთ, მასზე წვდომას იღებენ. მხოლოდ მათ იციან, თუ რა ელოდება კაცობრიობას და სამყაროს მომავალში. 

 

მსგავსი სტატიები

ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო რა არის ჩაკრები და რაში ჭირდე...

საჰასრარა ჩაკრა - გვირგვინოვანი ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელები: ლიკა ფაჩულია და მამუკა გურული წყარო საჰასრარა: ზოგა...

აჯნა ჩაკრა – ადამიანის მესამე თვალი


მთარგმნელები: სოფია გაბრიჭიძე და მამუკა გურული წყარო აჯნა: ზოგა...

მანიპურა ჩაკრა: მზის წნულის ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი წყარო ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრა...

ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება:...

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

მულადჰარა - ფუძისეული ჩაკრა


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ამ სტატიაში ჩვენ ყურადღებას გავ...

პრანა - ადამიანის სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff