სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
4
1

ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთოვანი ჯავშანი, გაეცანით სტ...

eyes

ავტორი: მამუკა გურული

იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთოვანი ჯავშანი, გაეცანით სტატიას: "რაიხის კუნთოვანი ჯავშანი".

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად შედგება 7 ნაწილისგან. ყოველი ნაწილი უკიდურეს ზღვრამდე უნდა შეასრულოთ, თუ გსურთ, რომ ჯავშანი მოიხსნათ. 

ამ სავარჯიშოს შესრულებისას შეიძლება დაგეწყოთ ძლიერი თავბრუსხვევა, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი ბლოკი გაქვთ თვალების სეგმენტში, ამიტომ ეცადეთ, რომ დაიწყოთ პირველი სავარჯიშოთი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი დისკომფორტი ან თავბრუსხვევა არ გაქვთ, ეტაპობრივად დაამატოთ შემდეგი ნაწილები.

სავარჯიშოები სრულდება ნელა, რბილად, მაგრამ ძლიერად. 

დაჯექით მოხერხებულად, ისე, რომ ტერფები სრულად ეხებოდეს იატაკს. არ გადააჯვარედინოთ ფეხები, გაიხსენით ყველაფერი, რაც ძლიერად გიჭერთ მაჯების, ყელის საკინძეები, ბუზჰალტერი და ა.შ. 

ყოველ სავარჯიშოში მუშაობენ მხოლოდ თვალები, და არა თავი. თავის ტრიალი აკრძალულია. 

1) პირველი ნაწილი:

glaukoma1

- მთელი ძალით დახუჭეთ თვალები და რბილად დაიმასაჟეთ ქუთუთოები და მის ირგვლივ არსებული კანი, შემდეგ კი საფეთქლები (გამოიყენეთ კაკუნის და ზეწოლის მოძრაობები).

- მოადუნეთ ეს ზონა.

- კვლავ დახუჭეთ თვალები მთელი ძალით 5-6 წამით. 

- შემდეგ მაქსიმალური დაძაბულობით გადმოკარკლეთ თვალები. კვლავაც 5-6 წამის განმავლობაში. 

შეასრულეთ ეს სავარჯიშო პირველად ერთხელ, შემდეგ ჯერზე კი - ორჯერ ან სამჯერ. 

2) გიმნასტიკის მეორე ნაწილი:

glaukoma2

- მიმართეთ თვალის კაკლები მარცხნისკენ - უკიდურეს ზღვრამდე.

- შემდეგ მარჯვნისკენ - უკიდურეს ზღვრამდე. შემდეგ კვლავ მარცხნისკენ.

შეასრულეთ ეს მოძრაობები რბილად და მაქსიმალურად ნელა. იგრძენით თვალის კაკლების მოძრაობა. ეს სავარჯიშო სრულდება 10-ჯერ. 

3) მესამე ნაწილი: 

18image

- მიმართეთ თვალის კაკლები ზემოთ - უკიდურეს ზღვრამდე.

- შემდეგ ქვემოთ - უკიდურეს ზღვრამდე.

ესეც გაიმეორეთ ათჯერ. 

4) მეოთხე ნაწილი:

- თვალების ნელა და რბილად ვატრიალებთ თვალბუდის მთელ გარშემოწერილობაზე, მაქსიმალურად მივმართავთ მათ საფეთქლებისკენ. 

ათჯერ ვაკეთებთ საათის ისრის მიმართულებით, ათჯერ - საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. 

5) მეხუთე ნაწილი:

გაიმეორეთ პირველი სავარჯიშო:

- მთელი ძალით დახუჭეთ თვალები და რბილად დაიმასაჟეთ ქუთუთოები და მის ირგვლივ არსებული კანი, შემდეგ კი საფეთქლები (გამოიყენეთ კაკუნის და ზეწოლის მოძრაობები).

- მოადუნეთ ეს ზონა.

- კვლავ დახუჭეთ თვალები მთელი ძალით 5-6 წამით. 

- შემდეგ მაქსიმალური დაძაბულობით გადმოკარკლეთ თვალები. კვლავაც 5-6 წამის განმავლობაში. 

შეასრულეთ ეს სავარჯიშო პირველად ერთხელ, შემდეგ ჯერზე კი - ორჯერ ან სამჯერ. 

6) მეექვსე ნაწილი:

- დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და დააკვირდით შეგრძნებებს. რელაქსაციის ხანგრძლივობა - 5 წუთი. 

ამ სავარჯიშოს დროს ბუნებრივია თავბრუსხვევა ან კუნთების ტკივილი. ასევე შეიძება გაჩნდეს დისკომფორტი ყბების ან ყელის სეგმენტებში. ეს იმის გამო ხდება, რომ კუნთოვანი ბლოკები ურთიერთკავშირშია და ერთის მოხსნის დროს სხვებსაც ვეხებით. 

7) მეშვიდე ნაწილი:

ეს ტექნიკა შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც წინა ექვს სავარჯიშოსთან ერთად, ასევე ცალკე. მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ წყვილში. სასურველია პარტნიორად აირჩიოთ შედარებით უცხო ადამიანი (თუ პარტნიორი არ გყავთ, თავიდან წინა 6 ნაწილის შესრულებაც საკმარისია). 

- დაჯექით პარტნიორის პირდაპირ და უყურეთ თვალებში. არ მოაცილოთ მზერა. ეცადეთ მოდუნდეთ და მზერით ბოლომდე მიიღოთ პარტნიორი. ეცადეთ თანაუგრძნოთ მას, გაუგზავნოთ სითბო და სიყვარული. სასურველია ეს მოხდეს ბუნებრივად, და არა ხელოვნურად. თუ არ გამოგდით, უბრალოდ მოადუნეთ მზერა და მიიღეთ პარტნიორის თვალებიდან წამოსული იმპულსები. გამოხატეთ ნებისმიერი ემოცია, რაც ამ დროს მოვა, მათ შორის ტირილის სახით. 

გააკეთეთ ეს სავარჯიშოები ყოველდღე, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში და ეფექტი არ დააყოვნებს!

მსგავსი სტატიები

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

ოშო - ნადაბრამა მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ნადაბრამა – ესაა გუგუ...

სიცილის მედიტაცია


 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"  მთარგმნელ...

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)


მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებუ...

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff