კარმა-იოგა

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე (წიგნის სხვა თ...

karma yoga logo revize trsp copy

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

(წიგნის სხვა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

კარმა-იოგა ცხოვრების სწორ წესს ასწავლის. კარმა-იოგა - საქმიანობის იოგაა. კარმა-იოგა ადამიანებთან სწორ ურთიერთობას და ცხოვრების ყველა სიტუაციაში სწორ მოქმედებას ასწავლის. კარმა-იოგა ასწავლის, როგორ გავხდეთ იოგინი ცხოვრებაში ისე, რომ არ წავიდეთ უდაბნოში და არ შევიდეთ იოგინების სკოლაში. კარმა-იოგა ყველა სხვა იოგას აუცილებელი დამატებაა; კარმა-იოგას დახმარებით ადამიანს ყოველთვის ახსოვს თავისი მიზანი და მას თვალთახედვიდან არასდროს კარგავს. კარმა-იოგას გარეშე ყველა სხვა იოგა ან უნაყოფო ხდება ან გადაგვარდება. რაჯა-იოგა და ჰათჰა-იოგა იდუმალი და საშინელი გარეგნული საოცრებებისკენ სწრაფვად, ანუ ფსევდო-ოკულტიზმად გადაგვარდებიან. ბჰაკტი-იოგა ფსევდომისტიკაში, ცრუმორწმუნეობაში, საკუთარი თავის გაღმერთებაში ან პირადი გადარჩენისკენ სწრაფვაში გადაიზრდება. ჯნანა-იოგა სქოლასტიკაში ან უკეთეს შემთხვევაში მეტაფიზიკაში გადაგვარდება.

კარმა-იოგა ყოველთვის შინაგანი განვითარებისკენ, შინაგანი გაუმჯობესებისკენ მისწრაფებასთანაა დაკავშირებული. ის ადამიანს ეხმარება, არ ჩაიძიროს შინაგან ძილში გარეგანი ცხოვრების ჩახლართულ ზემოქმედებებს შორის, განსაკუთრებით კი წინ აღუდგეს საქმიანობის მაჰიპნოზებელ გავლენას. ის აიძულებს ადამიანს ახსოვდეს, რომ არაფერ გარეგანს მნიშვნელობა არ აქვს, რომ აუცილებელია მოქმედება, მის შედეგებზე ზრუნვის გარეშე. კარმა-იოგას გარეშე ადამიანი მთლიანად მოცულია ცხოვრების უახლოესი ხილული მიზნებით და სრულიად ავიწყდება მისი მთავარი მიზანი.

კარმა-იოგა ადამიანს საკუთარი ბედის შეცვლას, მის საკუთარი სურვილით მიმართვას ასწავლის. კარმა-იოგას ძირითადი იდეის მიხედვით ეს საგნებისა და საკუთარი მოქმედებების მიმართ შინაგანი მიმართების შეცვლით მიიღწევა. ერთიდაიგივე მოქმედება შეიძლება სხვადასხვაგვარად შესრულდეს, ერთიდაიგივე მოვლენა შეიძლება განსხვავებულად განვიცადოთ. თუ ადამიანი სხვაგვარად შეხედავს ცხოვრებისეულ მოულოდნელობებს, დროთა განმავლობაში ეს მოულოდნელი შემთხვევები სხვა ხასიათს მიიღებენ.

კარმა-იოგა ადამიანს ასწავლის გაიგოს, რომ როდესაც მას ეჩვენება, თითქოს ის თავად მოქმედებს, სინამდვილეში ის არ მოქმედებს, არამედ მხოლოდ მასში გამავალი ძალა. კარმა-იოგა ამტკიცებს, რომ ადამიანი სულაც არაა ის, რასაც ის თავის თავზე ფიქრობს; ის ადამიანს ასწავლის გაიგოს, რომ ის თავად და დამოუკიდებლად მხოლოდ ძალიან მცირერიცხოვან შემთხვევებში მოქმედებს, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში - როგორც ამა თუ იმ დიდი მთლიანის ნაწილი. ეს კარმა-იოგის „ოკულტური“ მხარეა, ადამიანის მიერ მართული ძალებისა და კანონების შესახებ სწავლება.

ადამიანი, რომელსაც კარმა-იოგას იდეები ესმის, გამუდმებით გრძნობს, რომ ის - უზარმაზარ მანქანაში მხოლოდ ციცქნა ჭანჭიკია, რომ წარმატება ან მარცხი იმისა, რასაც ის, მისი აზრით, აკეთებს, ძალზე მცირედაა დამოკიდებული მის საკუთარ მოქმედებებზე.

ადამიანი, რომელიც ამგვარად მოქმედებს და გრძნობს, არასოდეს და არაფერში განიცდის მარცხს, რადგან მის უდიდეს მარცხს, მის უდიდეს წარუმატებლობას შემდგომში შეუძლია შინაგან მუშაობაში, საკუთარ თავთან ბრძოლაში წარმატებამდე მიყვანა, თუკი ის საკუთარ მარცხთან სწორ მიდგომას იპოვის.

ცხოვრება, რომელსაც კარმა-იოგას პრინციპები განაგებს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველდღიური ცხოვრებისგან. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ყველა უსიამოვნება, სიძნელე და მარცხი.

კარმა-იოგას პრინციპებით მართულ ცხოვრებაში ადამიანი არ ცდილობს უსიამოვნებების და უპირობობის თავიდან აცილებას. პირიქით, ის მათ მიესალმება რადგან ისინი მათი გადალახვის საშუალებას აძლევენ. კარმა-იოგას მოსაზრებით, თუ ცხოვრება სირთულეებს არ გვთავაზობს, საჭიროა მათი ხელოვნურად შექმნა. ამიტომ სიძნელეები, რომლებსაც მოსწავლე ხვდება ცხოვრებაში, განიხილება არა როგორც რაღაც უსიამოვნო, რასაც უნდა ვერიდოთ, არამედ როგორც ძალზე სასარგებლო პირობები შინაგანი მუშაობის და შინაგანი განვითარების მიზნებისთვის. როდესაც ადამიანს ესმის და მუდამ გრძნობს ამას, თავად ცხოვრება ხდება მისი მასწავლებელი. კარმა-იოგას მთავარი პრინციპი არამიჯაჭვულობაა. ადამიანმა, რომელიც კარმა-იოგას მეთოდებს მიყვება, ყოველთვის და ყველაფერში უნდა გამოავლინოს არამიჯაჭვულობა, არამიჯაჭვულობა ცუდსა და კარგზე, სიამოვნებასა და ტანჯვაზე. არამიჯაჭვულობა არ ნიშნავს გულგრილობას. ეს არის განსაკუთრებული სახის გამიჯვნა ადამიანისა იმისგან, რასაც აკეთებს, ან რაც ხდება. ეს არაა სიცივე, არაა ცხოვრებისგან გარიყვის სურვილი, არამედ იმ ფაქტის აღიარება და გამუდმებული გააზრება, რომ ყველაფერი გარკვეული კანონების თანახმად ხდება, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი ბედი აქვს.

ჩვეულებრივი თვალთახედვით კარმა-იოგას პრინციპების მიყოლა ფატალიზმად აღიქმება. მაგრამ ეს არ არის ფატალიზმი იმ აზრით, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზუსტ და შეუცვლელ წინასწარგანსაზღვრულად მივიჩნიოთ მისი რაიმე სახით ცვლილების შესაძლებლობის გარეშე. პირიქით, კარმა-იოგა გვასწავლის, როგორ შევცვალოთ კარმა, როგორ მოვახდინოთ მასზე ზემოქმედება. მაგრამ კარმა-იოგას თვალთახედვით ასეთი ზემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ შინაგან პროცესს წარმოადგენს. კარმა-იოგა გვასწავლის, რომ ადამიანს ძალუძს, მოვლენები და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები შეცვალოს, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლით.

ეს იდეა სრულიად ნათელია. ყოველი ადამიანი დაბადების მომენტიდან განსაზღვრული კარმით, განსაზღვრული ადამიანებით და განსაზღვრული მოვლენებითაა გარშემორტყმული. და საკუთარი გემოვნების, ჩვევების, მისი ბუნების და აღზრდის შესაბამისად ამყარებს ის საგნებთან, ხალხთან და მოვლენებთან განსაზღვრულ დამოკიდებულებებს. სანამ ეს დამოკიდებულებები უცვლელი რჩება, ხალხი, საგნები და მოვლენებიც არ იცვლება, ანუ მისი კარმის შესაბამისი რჩება. თუკი მას მისი კარმა არ აკმაყოფილებს, თუ რაღაც ახალი და ამოუცნობი სურს, მან საკუთარი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს ყველაფრისადმი, და ამის შემდეგ დაიწყება ახალი მოვლენები.

კარმა-იოგა ერთადერთი შესაძლებელი გზაა იმ ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებაზე მიჯაჭვულია, რომელსაც გარეგანი ფორმებისგან განთავისუფლება არ ძალუძს, თავისი დაბადების ან საკუთარი უნარების წყალობით საზოგადოების ან ადამიანთა ჯგუფების სათავეშია მოქცეული, მთელი კაცობრიობის ცხოვრების პროგრესთანაა დაკავშირებული, ისტორიული პერსონაჟებისთვის, მათთვის, ვისი პირადი ცხოვრებაც მთელი ეპოქის ან მთელი ერის სიცოცხლის გამოხატულება აღმოჩნდა. ამ ხალხს არ ძალუძთ შეიცვალონ ხილული სახით; მათ მხოლოდ შინაგანად შეუძლიათ შეიცვალონ და გარეგნულად იგივენი დარჩნენ, იგივე ილაპარაკონ, იგივე აკეთონ, მაგრამ მიჯაჭვულობის გარეშე, როგორც მსახიობები სცენაზე. ასეთი ადამიანები სრულებით მრავალფეროვანი და დაძაბული საქმიანობის პირობებში საკუთარ ცხოვრებაში მსახიობები გახდნენ, და ამგვარად იოგინებად ჩამოყალიბდნენ. მათ სულში დასადგურებულია მშვიდობა, მიუხადავად იმისა, რა სიძნელეები ხვდებათ გაზაზე. მათ აზრებს ვერანაირი გარეარსი ვერ აბრკოლებს.

კარმა-იოგა ტუსაღს ციხეში და მეფეს ტახტზე ათავისუფლებს, თუკი მათ იგრძნეს, რომ არიან მსახიობები, რომლებიც საკუთარ როლს თამაშობენ.

მსგავსი სტატიები

ჰათჰა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

შვიდი ძალა ხელში


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულ...

ძენ-კოანები (ნაწილი პირველი)


ნაწილი პირველი მთარგმნელი: თინა ლომაძე ბანცოს ხმლის გემო მატაჯ...

ეგოს შესახებ


ავტორი: მამუკა გურული თუ დააკვირდებით, ბევრ ტიბეტურ ან ვედურ მან...

იოგას რვა მეთოდი


ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზ...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff