შვიდი ძალა ხელში

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულს წაგრძელებული ფორმა აქვს, რად...

hand

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ადამიანის სხეულს წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგანაც ემსახურება პრანის უდიდეს ნაკადს დედამიწის არსიდან (დედამიწის ბირთვიდან) მზის არსამდე (მზის ბირთვამდე). ხელი - ესაა პრანის ჰორიზონტალური, დამხმარე ნაკადი, რომელიც ძირითადი, ვერტიკალური სვეტიდან გამოდის. ხელი ეხმარება ადამიანის ვერტიკალურად განლაგებულ სხეულს.

ხელის არსი გამოვლინების მიზნით ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაში ვლინდება: პირველი - სულის სახელით გავრცელდეს გარემოში, მეორე - მისცეს სულს საშუალება, რომ უკეთ იგრძნოს თავი.

ცეცხლოვანი ნაკადით ხდება გავრცელება. მასში ძირითადად ძვლები მონაწილეობენ. შეგრძნება ხდება ხელის პერიფერიული გამოვლინებებით, რბილი ქსოვილებით - წყლის თვისებით. ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: ცხელი და ცივი, აქტიური და პასიური, ამგზნები და დამამშვიდებელი, მამაკაცური და ქალური, ახდენენ ადამიანის ხელის, ისევე როგორც მთელი სამაყროს ფორმირებას.

ხელის რაღაც წერტილებში მისი არსებები უფრო სწრაფად მოძრაობენ, სხვებში - უფრო ნელა, ერთ წერტილებში ისინი დომინირებენ, უფრო არსობრივნი არიან და ვრცელდებიან, სხვებში - მორჩილნი, რბილნი, მგრძნობიარენი და შემწოვნი არიან. შედეგად ფორმირდება ხელისგულის და მთლიანი ხელის კონკრეტული ფორმა. ხელის გავრცელება და შეგრძნება სწორედ ამ ფორმით ვლინდება. ხელი დაკავშირებულია თავის წყაროსთან, მის ნაკადში იმყოფება და მასთან ერთად მიისწრაფვის მიზნისკენ. ამიტომ ხელისგულს წაგრძელებული ფორმა აქვს და არა მრგვალი.

გავრცელებადი და მგრძნობიარე ძალების თანაფარდობისა და ხელის ფორმის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მრავალი რამ გავიგოთ ადამიანზე. მაგალითად მშრალი და უხეში ხელი მიუთითებს გავრცელებადი ნაკადების სიჭარბეზე, რაც მეტყველებს ადამიანის აქტიურ ბუნებაზე. ფუმფულა და რბილი ხელი, შესაბამისად დამახასიათებელია ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს კომფორტი, მოდუნება და სიამოვნებები. ნატიფი და დახვეწილი ხელი აჩვენებს არისტოკრატიულობას, რადგანაც იგი უფრო მეტადაა ჩართული გვარის ცენტრალურ არსობრივ ნაკადში და წაგრძელებულ ფორმას ღებულობს. ფართე ხელისგული მიანიშნებს უფრო მეტად პერიფერიული ძალების მეტ გამოყენებაზე, რაც გულისხმობს დანიშნულებას უფრო უხეში საქმიანობისთვის. ამიტომ ხელი უფრო ფართე ხდება.

შვიდი ძალა არსებობს როგორც მთელს სამყაროში, ასევე ხელში:

- ძვალი აჩვენებს სურიას (მზის, ანუ გამაცნობიერებელი არსის) ძალას;

- მგრძნობიარე ქსოვილები აჩვენებენ ჩანდრას (მთვარის, ანუ გაცნობიერების პროცესის) ძალას;

- სივრცე, რომელიც ხელს უკავია, აჩვენებს გურუს (იუპიტერის, ანუ სივრცის შეგრძნების) ძალას;

- ხელის თავისებურებების, ხაზების და ნიშნების მრავალფეროვნება აჩვენებს შანის (სატურნის, ანუ ჰაერის შეგრძნების) ძალას;

- ხელის ენერგიულობა აჩვენებს მანგალას (მარსის, ანუ ცეცხლის შეგრძნების) ძალას;

- ხელის სირბილე და მგრძნობიარობა აჩვენებს შუკრას (ვენერას, ანუ წყლის შეგრძნების) ძალას;

- ხელის, როგორც პიროვნების, მისი აზრების და ემოციების გამომხატველი საშუალების, მოხაზულობა და მარჯვედ გამოყენების უნარი აჩვენებს ბუდჰას (მერკურის, ანუ მიწის შეგრძნების) ძალას.

ხელის, როგორც ჩვენი არსების გამოვლინების ინსტრუმენტის აგებულება კანონზომიერია. თუკი გამოვიყენებთ შვიდი ძალის საკვანძო ცოდნას ხელის კვლევისათვის, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ კიდევ მრავალი კანონზომიერი მოვლენა, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის, მისი წარსულის და მომავლის ამოცნობის შესაძლებლობა.

(მონაკვეთი ოლეგ ბოკაჩოვის წიგნიდან «ცხოვრება ხელისგულზე»).

მსგავსი სტატიები

მედიტაციის არსი და მეთოდი


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორ...

ეგოს შესახებ


ავტორი: მამუკა გურული თუ დააკვირდებით, ბევრ ტიბეტურ ან ვედურ მან...

რა არის იოგა?


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: მ...

ჯნიანა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

კარმა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

გწამდეს, რომ ყოვლისშემძლე ხარ!


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff