ღმერთების დაპურება: აცტეკების დედაქალაქში ნაპოვნი ასობით თავის ქალა მასიურ მსხვერპლშეწირვაზე მიუთითებს

Admin
ისტორია
0
0

ქურუმმა სწრაფი მოძრაობით გაუჭრა ტყვეს მკერდი და ჯერ კიდევ მფეთქავი გული ამოაცალა. ეს მსხვერპლშე...

ქურუმმა სწრაფი მოძრაობით გაუჭრა ტყვეს მკერდი და ჯერ კიდევ მფეთქავი გული ამოაცალა. ეს მსხვერპლშეწირვა, რომელიც იყო ერთი ათასიდან შესრულებული წმინდა ქალაქ ტენოჩტიტლანში, დააპურებს ღმერთებს და უზრუნველყოფს სამყაროს არსებობის გაგრძელებას.

მსხვერპლიშეწირვის რიტუალში სიკვდილი მხოლოდ დასაწყისი იყო, სულიერი სამყაროს გასაღები მეხიკოს ხალხისთვის XIV-XVI საუკუნეებში. ქურუმებს სხეული გადაჰქონდათ სხვა სარიტუალო ადგილისკენ, სადაც მას პირაღმა ათავსებდნენ. წლობით გამოცდილების მქონე, ანატომიის დატალური ცოდნით, და ობსიდეანის სამართებლებით, რომლებიც დღევანდელ ქირურგიულ ინსტრუმენტებზე ბასრი იყო, ქურუმები აკეთებდნენ ჭრილს კისრის ორ მალას შორის, რითაც თავს სხეულისგან ანცალკევებდნენ. ბასრი სამართებლების გამოყენებით ქურუმები თავის ქალას მარჯვედ აცლიდნენ კანს და კუნთებს. შემდეგ თავის ქალის ორივე მხარეს კვეთდნენ ფართო ხვრელებს და აცვამდენე ხის მარგილზე(სარზე) სადაც უკვე უზუსტესად იყო მსგავსი თავის ქალები აცმული. შემდეგ ათავსებდენენ ტენოჩტიტლანის ცომპანტლში, თავის ქალების უზარმაზარ საკიდარზე რომლებიც ტემპლო მეიორის წინ იყო აღმართული, - იმ პირამიდის წინ, რომლის წვერზეც ორი ტაძარი მდებარეობდა. ერთი განკუთვნილი იყო ომის ღმერთ უიცილოპოჩლისთვის, ხოლო მეორე წვიმის ღმერთ ტლალოკისთვის.

საბოლოოდ, რამოდენიმე თვე ან წელი მზეზე და წვიმაში ყოფნის შემდეგ, თავის ქალები ნაწილებად იშლებოდა, შორდებოდათ კბილები და შესაძლოა ყბებიც. ამის შემდეგ ქურუმები მათგან ნიღბებს ამზადებდნენ და შესაწირავზე ათავსებდნენ, ან კირ-ხსნარის საშუალებით ამატებდნენ ცემპანტლის გვერდებზე თავის ქალებისგან აღმართულ ორ კოშკზე. დიდი (კულტურული) ჯგუფისთვის - აცტეკებისთვის, რომელთაც ასევე მიეკუთვნებოდა მეხიკას ხალხი - ეს თავის ქალები განასახიერებდა კაცობრიობის არსებობის გაგრძელების გარანტს. ეს იყო სიცოცხლისა და განახლების ნიშანი, გაზაფხულის პირველი ყვავილების მსგავსად.

მაგრამ ეს სხვანაირად გამოიყურებოდა ესპანელ კონკისტადორებისთვის, რომლებმაც გაილაშქრეს ტენოჩტიტლანზე 1519 წელს. მათთვის თავის ქალები, და მსხვერპლშეწირვის მთელი პრაქტიკა, მეხიკას ხალხის ბარბაროსობაზე მიუთითებდა და ესპანელებსაც გამამართლებელ მიზეზს აძლევდა ქალაქის გასანადგურებლად. 1521 წელს ესპანელებმა მიწასთან გაასწორეს ტემპლო მაიორი და მის წინ აღმართული ცომპანტლი, ნანგრევებზე კი ააშენეს ის, რაც შემდეგ მეხიკოდ იქცა. და თავის ქალებისგან ნაგები კოშკები და საკიდარები ისტორიულ მისტერიას შეუერთდა.

s1

ესპანელი მღდვლის მიერ, დაპყრობის შემდეგ შედგენილი ხელნაწერი, რომელზეც გამოსახულია ტენოჩტიტლანის უზარმაზარი თავის ქალების საკიდარი, იგივე ცომპანტლი. აცტეკური მონუსკრიპტი, 1587 წელი.

არსებობს რამოდენიმე კონკისტადორის ნაწერი ცომპანტლსა და მის კოშკებზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ცომპანტლი შეიცავდა დაახლოებით 130 000 თავის ქალას. მაგრამ ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისთვის ცნობილია რომ კონკისტადორები ცდილობდნენ მეხიკას კულტურის დემონიზებას და აზვიადებდნენ საშინელებებს ადამიანების მსხვერპლშეწირვის შესახებ. საუკუნეების შემდეგ მკვლევარებში იბადება ეჭვი - საერთოდ არსებობდა კი ცომპანტლი სინამდვილეში.

ანთოპოლოგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის(INAH) არქეოლოგებს შეუძლიათ დაადასტურონ მისი არსებობა. 2015 დასაწყისში მათ აღმოაჩინეს თავის ქალების საკიდარისა და ერთერთი კოშკის ნარჩენები, კოლონიური პერიოდის ერთ-ერთი სახლის ქვეშ, მეხიკოს კათედრალის უკანა ქუჩაზე. (ვარაუდობენ რომ მეორე კოშკი კათედრალის უკანა ეზოშია ჩამარხული). საკიდარისა და კოშკების მაშსტაბის მიხედვით ისინი ათასობით თავის ქალისგან შედგებოდა, რაც ადასტურებს მსოფლიოში ჯერ არ ნახული მსხვერპლშეწირვის არსებობას. არქეოლოგები იწყებენ თავის ქალების დეტალურ შესწავლას, მეხიკას რიტუალებზე და მსხვერპლშეწირვის დროს გვამების კვეთაზე მეტის გაგების მიზნით. არქეოლოგობი ასევე ინტერესდებიან იმით, თუ ვინ იყვნენ მსხვერპლები, სად ცხოვრობდნენ და რა საქმიანობას ეწეოდნენ სანამ სიცოცხლეს ესე ბრუტალურად დაასრულებდნენ ტემპლო მაიორში.

„ეს არის ინფორმაციის სამყარო“, ამბობს არქეოლოგი რაულ ბარერა როდრიგესი, INAH-ის ურბანული არქოლოგიის ხელმძღვანელი და ცომპანტლის აღმომჩენი ჯგუფის ლიდერი. „ეს გასაოცარი არამეა, სწორედ ისეთი აღმოჩენაა რაზეც ბევრი ჩვენგანი ოცნებობდა“, ეთანხმება ჯონ ვერანო, ნიუ ორლეანში მდებარე ტულანის უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგი, რომელიც იკვლევს მსხვერპლშეწირვის რიტუალებს. ის და სხვა მკვლევარები იმედოვნებენ, რომ თავის ქალები ნათელს მოჰფენს ფართომასშტაბიანი მპსვერპლშეწირვის როლს მეხიკას რელიგიასა და კულტურაში, და იყო თუ არა ეს, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, მათი იმპერიის შენების მთავარი ფაქტორი.

ცომპანტლის აღმოჩენა დაიწყო ისე როგორც იწყება ყველა სხვა ურბანული არქეოლოგიის გათხრები: მეხიკოს შუაგულში დაგეგმილი სამშენებლო პროექტით. როდესაც ვინმეს უნდა მშენებლობის დაწყება ტემპლო მაიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე ბარერა როდრიგესის გუნდი იწყებს გათხრებს, კოლონიალური თუ მეხიკას პერიოდის არტეფაქტების გადასარჩენად. ტემპლო მაიორის აღმოჩენა მოხდა შემთხვევით 1970 წელს, მეხიკოში ელექტროკაბელების გაყვანის დროს, მუშები გადააწყდნენ ქალღმერთ ქაიელხაულკის მრგვალ ქანდაკებას, ვინც მოკლა თავისივე ძმამ უიცილოპოჩტლიმ.

scr1

არქეოლოგებმა ცომპანტლის ნაშთები აღმოაჩინეს. რაულ ბარერა როდრიგესი

აღმოჩენისას ტაძრის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. მეხიკას ხალხმა ტაძარი 7 ფაზაში ააგო, სადაც თითოეული ფაზა მეფის მმართველობას შეესაბამებოდა. თითოეული ფაზის მშენებლობა მიმდინარეობდა უფრო ადრეულ ფაზაზე და მის გარშემო, თითქოს ტემპლო მაიორის ისტორიის ნაწილს დებდნენ მასში, რუსული მატრიოშკების კომპლექტის მსგავსად. მიუხედავად იმისა რომ, ესპანელებმა გაანადგურეს ტაძრის უკანასკნელი ფენა, უფრო პატარა ტაძრები ადრეული მართველობებიდან მოკირწყლულ იქნა უკანასკნელი ტაძრის ნანგრევებით და შედარებით უვნებლად გადარჩა. ეს ნანგრევები კი დღეს ტემპლო მაიორის მუზეუმში მდებარეობს. მაგრამ ნანგრევების ქვეშ არსებული ბევრი ნაგებობა დამალულია მასიური კოლონიალური ქალაქის - და დღეს თანამდროვე მეგაპოლისის ქვეშ არსებულ მიწის ფენებში.

როდესაც ბარერა როდრიგესს უხმეს გათხრების დასაწყებად, გუატამელას ქუჩის ბოლოდან რამოდენიმე შენობის მოშორებით, იქ სადაც იწყებოდა ტემპლო მაიორის კომპლექტი, მან იცოდა რომ გათხრები დიდ აღმოჩენამდე მიიყვანდა. 2015 წლის თებერვლიდან მისმა გუნდმა გათხარა 20 სატესტო ორმო, სადაც მიყოლებით აღმოაჩინეს თანამედროვე პერიოდის ორგანული ნარჩენები, შემდეგ კოლონიალური ეპოქის ფაიფური, და ბოლოს მეხიკას პერიოდის იატაკის ბაზალტის ბლოკები. შემდეგ, როგორც ის იხსენებს, „ასობით თავის ქალების ფრანგმენტებმა იწყეს გამოჩენა“. მეხიკოში ორ ათწლეულზე მეტი ხნის გათხრების დროს, მას არასოდეს უპოვნია მსგავსი რამ.

ბარერა როდრეგესმა და INAH-ის არქეოლოგმა და საველე ზედამხედველმა ლორენა ვასკეს ვალინმა, ტენოჩიტლანის კოლონიალური რუკების მიხედვით იცოდნენ, რომ ცომპანტლი, თუ საერთოდ არსებობდა, უნდა ყოფილა იმ ადგილთან ახლოს, სადაც ისინი გათხრებს აწარმოებდნენ. მაგრამ ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს სწორედ ის იყო რასაც ეძებდნენ, სანამ არ იპოვეს საკიდარის საბოძე ორმოები. ხის ბოძები უკვე დიდი ხნის დაშლილი იყო, ხოლო მათზე აცმული თავის ქალები ნამსხვრევებად იყო ქცეული, ან კონკისტადორების მიერ განზრახ დამსხვრეული. ორმოების ზომამ და განლაგებამ საშუალება მისცა დაედგინათ ცომპანტლის ზომა - ის მართკუთხედის ფორმის ნაგებობა იყო, 35 მეტრი სიგრძიც და 12 დან 14 მეტრის სიგანის, რომელიც კალათბურთის მოედანზე ოდნავ დიდი იყო, და სავარაუდოდ 4-5 მეტრის სიმაღლის. ტემპლო მაიორის ფაზებზე თავიანთი ცოდნიდან გამომდინარე არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ცომპანტლის ეს კონკრეტული ფაზა განეკუთვნებოდა 1486 – 1502 წლებს შორის პერიოდს, ხოლო მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტენოჩტიტლანში 1325 წლიდან მიმდინარეობდა.

scr2

s3

კვლევების სიახლოვეს ასევე იპოვეს კირ-ხსნარით ერთმანეთზე მიწებებული თავის ქალები - ცომპანტლის ერთერთი გვერდითა კოშკის ნარჩენები, სადაც რიტუალის ბოლოს თავის ქალების უმრავლესობა ხვდებოდა. გათხრების მეორე პერიოდი, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე, დაეთმო ცომპანტლსა და მის კოშკებს. კოშკი იყო დაახლოებით 5 მეტრი დიამეტრით და 1,7 მეტრი სიმაღლის. ორი კოშკისა და საკიდარის კომბინირებული მონაცემებით, INAH ის არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ერთდროულად რამოდენიმე ათასი თავის ქალის მოთავსება იყო შესაძლებელი.

სხვა მეზოამერიკული კულტურებიც ეწეოდნენ მსხვერპლშეწირვას და აგებდნენ ცომპანტლის. მაგრამ „მეხიკამ ეს ყველაფერი, უდავოდ, უკიდურეს ფორმამდე მიიყვანა“, ამბობს მერიდაში მდებარე იუკატანის ავტონომიური უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგი ვერა ტესლერი. თავის კვლევებში, მაიას ქალაქ ჩეჩენ იცაში, ტენოჩიტლანზე 700 წლით ადრე და 1000 კიოლომეტრის მოშორებით დაარსებულ ქალაქში, მან იპოვა ექვსი გვერდებში გახვრეტილი თავის ქალა, რამაც აფიქრებინა, რომ ოდესღაც ისინი ცომპანტლიში იმყოფებოდნენ, თუმცა, ხვრელები თავის ქალებში არ იყო ისეთივე სწორი და ერთსახოვანი როგორც ტენოჩტაიტლანის თავის ქალებში. „რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო სტანდარტიზებული პრაქტიკა“, ამბობს ის. ცომპანტლის ტრადიციის მაქსიმალური გამოხატულება ტენოჩტიტლანში გხვდება.
მსხვერპლშეწირვას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მეზოამერიკაში. რეგიონის ბევრ კულტურას, მაიასა და მეხიკოს ჩათვლით, სწამდა,რომ მსხვერპლშეწირვით ღმერთებს კვებავდნენ. მის გარეშე მზე ამოსვლას შეწყვეტდა და სამყაროს დასასრული დადგებოდა. ხოლო ისინი ვისაც სწირავდნენ მსხვეპლად, სიცოცხლის შემდეგ განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს მოიპოვებდნენ.

რიტუალური მკვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში, მათ შორის აზიასა და ევროპაში, მიუთითებენ პრაქტიკის დამატებით მნიშვნელობაზე, და შესაძლოა იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ რატომ მიიყვანა მეხიკამ ეს რიტუალი ესეთ უკიდურესობამდე.

„უძველესი ცივილიზაციიები გარკვეული სახის მსხვერპლშეწირვას ასრულებდნენ“ - ვერანო ამბობს, „და ბევრი მათგანისთვის, თუ არა ყველასთვის, ყველაზე ფასეული ადამიანების მსხვერპლშეწირვა იყო.“ რელიგიის შემსწავლელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ შესაწირავებს და მტკივნეულ რიტუალებს, როგორიცაა სისხლის გამოშვების რიტუალი, რომელსაც მეხიკა ასევე იყენებდა, შეეძლო დახმარებოდა ჯგუფს იდენტურების გამორკვევასა და გაძლიერებაში - განსაკუთებით დიდ საზოგადოებებში, სადაც ხალხის რაოდენობა მეტისმეტად დიდი იყო იმისთვის, რომ ყველას ყველა ცნობოდა.

s3

ცომპანტლში წარმოდგენილი ზოგიერთი თავის ქალა ნიღბად იყო გადაკეთებული. ამ სურათზე თავის ქალას ცხვირის ადგილას ობსიდიანის მახვილი აქვს, იმის მსგავსი, რაც ადამიანების მსხვერპლშეწირვისას გამოიყენებოდა.

ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს ტყვეებისა თუ ქვეშევრდომების მსხვერპლშეწირვა აარსებდა და აძლიერდება ფართო იერარქიას, კომპლექსურ საზოგადოებებში. მაგალითად, 2016 წელს გაზეთმა NATURE, ერთმანეთთან დააკავშირა ადამიანების მსხვერპლშეწირვა და სოციალური სტრატიფიკაციის განვითარება, ათობით ასტრონეზიულ ტრადიციულ კულტურებში.

ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ მეხიკას პოლიტიკური ძალაუფლება და რელიგიური მრწამსი, შესაფერისი გასაღებია პრაქტიკის მასშტაბის გასაგებად. მათი იმპერია შედარებით ახალგაზრდა იყო: 200 წლოვანი მართველობის პერიოდში მათ მთელი ცენტრალური და სამხრეთ მექსიკის ტერიტორიის დაპყრობა მოახერხეს, თუმცა ზოგჯერ ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ადგილობრივი ტომების მხრიდან (ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით ალიანსს შეკრავს კონკისტადორებთან და მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს). ესპანური ქრონიკების მიხედვით, ტენოჩტიტლანში მსვერპლად შეწირულები ომებში ტყვედ ჩავარდნლები იყვნენ, ისეთ დაუძინებელ მტრებთან ბრძოლებში როგორიც იყო ტლაქსალას ქვეყანა. ზოგჯერ მეხიკას იმპერია საკუთარ ქვეშევრდომებსაც სწირავდა მსხვერპლად. როგორც ვერანო ამბობს, „ტყვეების რიტუალური კვლა, სერიოზული პოლიტიკური განაცხადია. ეს იყო პოლიტიკური გავლენის და ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება, და როგორც ზოგი ამბობს, თავიანთი ქვეშევრდომების კონტროლის გზა.“

„რაც უფრო ძლიერი იყო სახელმწიფო, მით უფრო მეტი მსხვერპლის შეწირვა შეეძლო“, ამბობს ხიმენა სანჩეს ბალდერასი, INAH-ის ბიოარქეოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა, ტემპლო მაიორში შეწირული მსხვერპლების ნარჩენებს. ის ახლა ვერანოს დოქტორანტია ტულანში. ის ამბობს, რომ „ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რელიგიური მნიშვნელობა და პოლიტიკური გზავნილები „ხელჩაკიდებულები დადიან.““

გათხრების ორი სეზონის განმავლობაში, INAH-ის არქეოლოგებმა თავი მოუყარეს 180 მეტნაკლებად მთელ თავის ქალას და ათასობით დაშლილი თავის ქალის ფრაგმენტებს. ამ აღმოჩენებს ტემპლო მაიორის ნანგრევების გვერდით მდებარე ლაბარატორიაში იკლევენ INAHის ანთროპოლოგები ჯორჯ გომეს ვალდესის მეთაურობით. ჭრილები თავის ქალებზე ეჭვს არ ტოვებენ, რომ ისინი კუნთოვანი ქსოვილის მოშორების შემდეგაა მიყენებული, და თავის მოკვეთის ტექნიკა სუფთად და სწორხაზოვნადაა შესრულებული. ჩავეს ბალდერას თქმით, „მეხიკელი ქურუმები შთამბეჭდავ ანატომიურ ცოდნას ფლობდნენ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.“

ანთოპოლოგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის(INAH) არქეოლოგებმა შეაგროვეს დაახლოებით 200 თავის ქალა ცომპანტლის გვერდითა კოშკებიდან. მიმდინარე იზოტოპებისა და დნმ კვლევები, სავარაუდოდ დაადასტურებენ იმას, რომ მსხვერპლები მთელი მეზოამერიკის ტერიტორიიდან იყვნენ.
გომოს ვალდესმა დაადგინა, რომ აქამდე გამოკვლეული თავის ქალების 75% ეკუთვნოდა 20 – 35 წლის ასაკის კაცებს. 20% იყვნენ ქალები და 5% ბავშვები. მსხვერპლების უმეტესობა საკმაოდ ჯანმრთელები იყვნენ. გომოს ვალდესი ამბობს, რომ „ისინი ყველას არ ატყვევებდნენ ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ.“

ჩავეს ბალდერამ დაადგინა, რომ ასაკისა და სქესის მსგავსი განაწილება გხვდება ტემპლო მაიორის სხვა უფრო პატარა შესაწირავებში, რომლებშიც ხშირად ხვდებოდა ცომპანტლის დეკორირებული და შემაძრწუნებელ ნიღბებად ქცეული თავის ქალები. მისმა კოლეგებმა ასევე გამოიკვლის ძველებისა და კბილების მიერ შეწოვილი სტროციუმის და ჟანგბადის იზოტოპები. კბილის იზოტოპები ასახავს ადამიანის ბავშობის დროინდელ გეოლოგიურ გარემოცვას, ხოლო ძვლის იზოტოპები გვაჩვენებენ, თუ სად ცხოვრობდა ის სიკვდილამდე. კვლევის შედეგებმა აჩვენეს,რომ მსხვერპლები დაიბადნენ მეზოამერიკის სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ სიკვდილამდე გარკვეული დრო გაატარეს ტენოჩტიტლანში. „მათ მსხვერპლად დატყვევებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ წირავდნენ“ ამბობს ჩავეს ბალდერა, „ისინი როგორღაც ასიმილირდებოდნენ ტენოჩტიტლანის საზოგადოებაში.“ ბარერა როდრიგესის თქმით ისტორიულ წყაროებში გხვდება შემთხვევები, როდესაც დატყვევებული მეომრები რიტუალამდე რამოდენიმე თვე და ზოგჯერ წელი, მეხიკელ ოჯახებთან ერთად ცხოვროდნენ.

გომოს ვალდესის თქმით აღებულია ცომპანტლის ბევრი თავის ქალის იზოტოპური და დნმ-ის ნიმუშები. მისი აზრით კვლევები ტყვეების განსხვავებულ წარმომავლობას დაადასტურებს, რადგან ცომპანტლის თავის ქალებს აღენიშნებათ დენტალური და კრანიალური სახეცვლილების მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა კულტურული ჯგუფების მიერ სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა. და თუ ეს დადასტურდა, მაშინ თავის ქალებისგან მათი სიკვდილის მიზეზებზე გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ვასკესის თქმით „თეორიულად, ცომპანტლში წარმოდგენილია მოსახლეობის ნიმუშები მთელი მეზოამერიკის ტერირორიიდან, რაც უპრეცედენტოა.“

ნეშვილში მდებარე ვანდერბილტის უნივერსიტეტი ბიოარქეოლოგი ტიფანი ტუნგი, რომელიც იკვლევს ადამიანების მსხვერპლშეწირვას ანდებში, აღფრთოვანებულია INAH-ის გუნდი მიერ თავის ქალებისგან მიღებული ინფორმაციით, მსხვერპლშეწირვის რიტუალებზე და მეზოამერიკის გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე. ის ამბობს, „ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ერთ კონკრეტულ ადამიანს და მოვყვეთ მისი ამბავი. ან საერთოდ შეგვიძლია რომელიმე დიდი საზოგადოების ისტორიის მოყოლაც.“ საკრალური და მდუმარე როლით სიცოცხლის დასრულების შემდეგ, მსხვერპლებს შეუძლიათ ისევ ალაპარაკდნენ.

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

წყარო

 

 

მსგავსი სტატიები

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები


სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

რომაელთა ყოველდღიური ცხოვრება


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

ისტორიის ბნელი პერიოდი


ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიან...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff