რომაელთა ყოველდღიური ცხოვრება

Admin
ისტორია
0
0

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკა, ისეთი უღირსი და მერყევი მმა...

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე

წყარო

ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკა, ისეთი უღირსი და მერყევი მმართველი იმპერატორების გავლით,როგორებიც იყვნენ კალიგულა, ნერო და კომოდუსი, განაგრძობდა თავისი საზღვრების გაფართოებას, რომის იმპერიის საზღვრები გადაიჭიმა მთელ ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე ჩრდილოეთით გაულსა და ბრიტანეთამდე. ისტორია აღწერს როგორც გმირობებს და გამარჯვებებს, ასევე იმპერატორთა ტირანიებსაც. მიუხედავად იმპერატორთა სამარცხვინო ქმედებებისა, იმპერია შენდებოდა თავისი მოქალაქეების ზურგზე - აღუწერელი ადამიანებისა, რომლებიც უჩუმრად არსებობდნენ, და რომლებიც ხშირად იყვნენ იგნორირებულნი ისტორიის მიერ. რომი კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, ბერძნებით, სირიელებით, იუდეველებით, ჩრდილოეთ აფრიკელებით, ესპანელებით, გალებითა და ბრიტანელებით; ასევე როგორც ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში, რომის ჩვეულებრივი მოქალაქეც იღვიძებდა ყოველ დილით, შრომობდა, ისვენებდა და ჭამდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხორება ხშირად შესაძლებელი იყო ყოფილიყო ფათერაკიანი, პანიკური, ის მაინც ყოველთვის თავს გადაირჩენდა.

rome1

მოსახლეობის მოძრაობა

ქალაქ გარეთ, ქალაქებსა და პატარა ფერმებში, ხალხი ბევრად უფრო მარტივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ისინი მთლიანად დამოკიდებულები იყვნენ საკუთარ შრომაზე. ქალაქის მკვიდრთა ყოველდღიური ცხოვრება ბევრად განსხვავდებოდა, მაგრამ მაინც ხშირად რუტინული (ერთი და იგივე) იყო. იმპერიის ქალაქის რაიონები, იყო ეს რომი, პომპეუსი, ანტიოქია, თუ კარტასი- მაგნიტივით იზიდავდნენ ბევრ ადამიანებს რომლებიც ტოვებდნენ ფერმებსა და პატარა დასახლებებს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. თუმცა დაპირებული სამუშაოების შეუსრულებლობამ უამრავი ადამიანი აიძულა ქალაქის უღარიბეს ნაწილებში მოეხერხებინათ ცხოვრება. სამუშაოს რომელსაც ეძებდნენ ხშირად არ იყო, ვერ საქმდებოდნენ, რაც იწვევდა უსახლკაროთა ეპიდემიებს. ახალი ჩამოსულებისთვის სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელი იყო. მონები ასრულებნენ თითქმის ყველა შავ სამუშაოს, და ასევე ისეთ პროფესიულ საქმეებსაც როგორიც იყო პედაგოგები, ექიმები, ქირურგები და არქიტექტორები. განთავისუფლებული ადამიანების უმრავლესობა, მუშაობდნენ სხვადასხვა გაცვლა-გამოცვლით საქმიანობებზე მაგალითად როგორიცაა მეთევზეები, მეფუნთუშეები, დურგლები, ვაჭრები. ხანდახან, ღარიბი ქალები ემსახურებოდნენ შეძლებულებს დალაქებად - თმის ვარცხნილობებზე, ბებიაქალებად ან მკერავებად.

საცხოვრებელი ბლოკები (კორპუსები)

როგორც ყველგან, ასევე აქაც, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის ფერმებში თუ ქალაქებში ყოველდღიური ცხოვრების მთავარი მიზანი იყო სახლი, და როდესაც ადამიანები ჩამოდიოდნენ პირველ რიგში მათი საზრუნავი იყო მოეძებნათ ადგილი სადაც ისინი იცხოვრებდნენ. ბევრად უფრო უკეთესი ადგილები მოიძებნებოდა ისეთ გალავან-შემოვლებულ ქალაქებში, როგორიც არის რომი. თავიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა სახლების საჭიროებას ქალაქში ახალი ჩამოსულებისათვის საცხოვრებელი ბლოკები საუკეთესო გამოსავალი იყო. რომის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არა მხოლოდ ღარიბები, ცხოვრობდნენ ამ მრავალ-ოთახიან შენობებში ან იზოლატორებში. ძვ.წ. აღ-მდე 150 წელს მთელ ქალაქში 46,000 მდე იზოლირებული ადგილი იყო. ამ მიჩხინკული მრავალ-ოთახიანი შენობის უმრავლესობა მეტისმეტად გადაჭედილი და უკიდურესად სახიფათო იყო მაცხოვრებლებისათვის, რომლებიც გამუდმებულად ცეცხლის, დანგრევის ან მდინარე ტიბროსისგან დატბორვის შიშში ცხოვრობდნენ. როგორც იქნა ქალაქისგან პატარა ყურადღება იქნა გამახვილებული, რომ შეექმნათ სწორი ან თუნდაც ფართო ქუჩები. (ქუჩები მაშინ არ იყო მოპირკეთებული, მისი სივიწროვე იყო 6 ფუტი, ან სიგანე 15 ფუტი), რათა არ მისცემოდა ცეცხლს საშუალება შენობიდან შენობებს გადასცემოდა,თუ კი ცეცხლი სადმე გაჩნდებოდა. ამას დასჭირდა უდიდესი ხანძარი იმპერატორი ნეროს დროს, რომ ბოლოსდაბოლსოს გამოესწორებინათ ეს პრობლემა, გაფართოვდა ქუჩები და აშენდა აივნები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ასევე მისაწვდომობა საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში. ეს "ბინები" ხუთიდან შვიდი სართულის სიმაღლისები იყვნენ (სამოცდაათ ფუტზე მეტი); და მაინც რადგანაც ბევრი ამ სახლთაგანი არ ითვლებოდნენ დაცულად, იმპერატორი ავგუსტუსის და ტრეიანის მიერ იქნა მიღებული კანონი, რომ ისინი მაღლები არ აეშენებინათ. სამწუხაროდ ეს კანონი ძალიან იშვიათად სრულდებოდა.

სიღარიბე მთელ ქალაქში აშკარა იყო, იქნებოდა ეს განათლების არარსებობა თუ ჩაცმის მანერა, ცხოვრება ამ ბინებში უთანასწორობას ასახავდა. ფართი რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ დამოკიდებული იყო მათ შემოსავალზე. კორპუსის პირველ-მეორე სართულები ბევრად კომფორტულები იყვნენ, ვიდრე მაღალი სართულები. ისინი იყვნენ ფართო, ცალ-ცალკე სასადილო და საძინებელი ოთახებით, შუშებიანი ფანჯრებით, და სხვა სართულებისგან განსხვავებით აქ ქირას ჩვეულებრივ წლიურად იხდიდნენ. ზედა სართულების ქირა უნდა გადახდილიყო ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ მაინც, იყო ძალიან ვიწრო და ხშირად მხოლოდ ერთი ოთახი მთელი ოჯახისათვის. ოჯახები გამოსახლების მუდმივი შიშით ცხოვრობდნენ. მათ არ ჰქონდათ წვდომა ბუნებრივ სინათლეზე, ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა, ან ჰქონდათ ძალიან ცოტა მომდინარე წყალი, ან საერთოდა არ გააჩნდათ - ეს გულისხმობს ლატრინასაც (საერთო ტუალეტი ეზოში) ან ტუალეტსაც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის პირველი კანალიზაციის სისტემა ანუ Cloaca Maxima გამოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში, ზედა სართულის მაცხოვრებლები ამით ვერ სარგებლობდნენ (ქვედა სართულებს კი ქონდათ მომდინარე წყალიც და შიდა ტვალეტებიც). ნარჩენები, ადამიანის განავალიც კი, მუდმივად ეყარა ქუჩებში, ისინი არა მხოლოდ საშინელ სუნს იწვევდნენ, არამედ ქმნიდნენ დაავადებათა კერასაც. ბევრისთვის ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებრივი ტუალეტების გამოყენება იყო. დამპალი შენობები და ხანძარის მუდმივი შიში, ამას დამატებული უშუქობა ქუჩებში (ღამით მოძრაობა შეზღუდული იყო მომატებული დანაშაულებების გამო) - ეს ყველაფერი კორპუსების ზედა სართულების მაცხოვრებლებს - ღარიბებს არ უქმნიდათ სასიამოვნო ცხოვრებას.

rome2

კერძო ვილები

ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მდიდარ მაცხოვრებელთა უდიდესი ნაწილი -ისინი ვინც არ ცხოვრობდნენ ქალაქგარეთ ვილებში - ცხოვრობდნენ სახლებში. ეს სახლები რომში განლაგებულნი იყვნენ პალათინ ჰილლზე , იმპერატორის სასახლესთან ახლოს. როგორც მრავალ ბინასთან, ამ სახლების წინაც (განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში როგორებიც არიან პომპეუსი და ჰერკულანეუმი) ხშირად ნახავდით მაღაზიებს, სადაც მეპატრონეები აწარმოებდნენ ყოველდღიურ ბიზნესს (საქმიანობას). მაღაზიის უკან იყო ატრიუმი - მისაღები სადაც სტუმრები ან კლიენტები ხვდებოდნენ და ზოგჯერ კი კერძო საქმიანობასაც ეხებოდნენ. ხშირად ატრიუმი მოიცავდა მცირე სიწმინდეს ოჯახის ან საგვარეულო ღმერთისა. ატრიუმის ჭერი გახსნილი იყო და მის მოპირდაპირედ ქვემოდ მართკუთხა ფორმის აუზი იყო. წვიმის დროს წყალი გაივლიდა ამ ჭრილს აუზისკენ, და მასში დაგროვილი წყალი გამოიყენებოდა სახლის სხვა ადგილებში. ატრიუმის ორივე მხარეს იყო პატარა ოთახები, რომლებსაც კუბიკულუმებს უწოდებდნენ, და გამოიყენებოდნენ, როგორც საძინებელები, ოფისები და ბიბლიოთეკები. რა თქმა უნდა აქ იყო აგრეთვე საკმაო ფართი სასადილო ოთახისთვის ან ტრიკლინიუმისათვის (მაგიდის განლაგება რომელსაც ძველ რომში იყენებდნენ) და სამზარეულოსთვის. სახლის უკანა ნაწილში მდებარეობდა საოჯახო ბაღი.

ოჯახი

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მდიდარი ან ღარიბი იყო რომაელი, ნაქირავებში ცხოვრობდა თუ ვილაში, იმპერიის მთელ ფუნდამენტურ სოციალურ ერთეულს წარმოადგენდა ოჯახი და რესპუბლიკის ადრეულ დღეებიდანვე არსებობდა პატრიარქული ოჯახური კონცეფცია- მამაკაცი იყო ოჯახის თავი და მას ჰქონდა  სიცოცხლის ან სიკვდილის ძალაუფლება ყველა ოჯახის წევრზე (თუნდაც ოჯახი ყოფილიყო დიდი, გაფართოვებული). მას შეეძლო უარი ეთქვა საკუთარ შვილებზე თუკი ისინი იყვნენ დამახინჯებულები, თუ ეჭვი შეეპარებოდა მამობაში, ან თუ უკვე ჰყავდა ერთზე მეტი ქალიშვილი, ან უბრალოდ თუ ასე მოეპრიანებოდა. მას აგრეთვე შეეძლო გაეყიდა თავისი რომელიმე შვილი მონად. თანდათანობით, დროთა განმავლობაში ეს უკიდურესი, თითქმის ყოვლისმომცველი ძალაუფლება და კონტროლი მთელს ოჯახზე (patra potestas) შემცირდა. თუმცა ეს ფოლადისმაგვარი წესები, ქმრებისა თუ მამებისა, არ ზღუდავდა ქალის ძალას ოჯახში.

სახლი ცოლის განკარგულებაში იყო. მაშინ, როდესაც თავდაპირველად მას აკრძალული ქონდა ხალხში გამოჩენა, იგი მართავდა ოჯახს და ხშირად, ახერხებდა შვილების განათლებას, მანამდე სანამ პირად მასწავლებელს იპოვიდნენ. რესპუბლიკის დასასრულისთვის, მას უფლება მიეცა დამჯდარიყო ქმრის გვერდით სადილად, წასულიყო აბანოებში, მაგრამ არა იმ დროს, როცა იქ მამაკაცები იყვნენ, და დასწრებოდნენ თეატრებსა და თამაშებზე. მოგვიანებით ქალების ნახვა შეიძლებოდა ისეთ სამუშაოებზე როგორიცაა მცხობელები, ფარმაცევტები, და მაღაზიებში მომუშავეები, და კანონით ქალთა უფლებები გაუმჯობესდა; მაგალითად განქორწინების პროცესი შეეძლო წამოეწყო როგორც ქმარს, ასევე ცოლს.

rome3

საკვები

ყველას უნდა ეჭამა, და რომის მაცხოვრებლების დიეტა, ისევე როგორც მათი საცხოვრებელი, დამოკიდებული იყო ეკონომიურ სტატუსზე. მრავალი ღარიბისათვის ეს ნიშნავდა ყოვეთვიურ ლოდინს გამოყოფილი მარცვლეულისათვის. რომაელთა უმრავლესობისათვის ძირითადი დღიური საკვების მიღება ხდებოდა შუადღის მერე, ოთხიდან ექვს საათამდე. დილისა და შუადღის საკვებს ჩვეულებრივ მსუბუქი წახემსება წარმოადგენდა, ზოგჯერ კი მხოლოდ პური. ვინაიდანაც პროდუქტების ცივად შენახვის საშუალება არ არსებობდა, ბაზრობა ხდებოდა ყოველ-დღიურად, პატარა მაღაზიებში, სავაჭრო ჯიხურებში ან ქალაქის მოედნებზე. ბევრი საკვები, რომლებსაც დღეს იტალიურად ვთვლით, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ძველ რომში. არ იყო კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი, წიწაკა, ბრინჯი, ან შაქარი. არც ფორთოხალი, გრეიფრუტი, გარგარი, ან ატამი იყო. მაშინ როდესაც მდიდარები, მუთაქებზე წამოგორებულები, მონების მიერ მომსახურებული და მორთმეული, უცხოური სანელებლებით შეზავებული თავიანთი კერძებით სიამოვნებით ივსებოდნენ, უკიდურესად ღარიბები და უსახლკაროები, დამძაღებული მარცვლეულებით ან ფაფებით გამოწვეული საკვების უკმარისობით (შიმშილით) იტანჯებოდნენ. სხვებისათვის ყოველდღიური საკვების რაციონი იყო მარცვლეული, პური, ბოსტნეული და ზეითუნის ზეთი; ხორცი ძალიან ძვირი სიამოვნება იყო საშუალო ბიუჯეტიანი მაცხოვრებლისათვის, თუმცა ის მაინც ხდებოდა მისაწვდომი როცა ღმერთებზე მსხვერპლშეწირვას აწარმოებდნენ (რადგანაც მხოლოდ შინაგანი ორგანოები გამოიყენებოდა მსხვერპლშეწირვისთვის). ღვინო გავრცელებული სასმელი იყო, მაგრამ არა ღარიბთათვის, წყალი კი ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებრივ შადრევნებზე.

შრომა და დასვენება.

გავლენიანთათვის დღე დაყოფილი იყო საქმიანობისა და დასვენების პერიოდებად. რა თქმა უნდა საქმიანობა მხოლოდ დილით წარმოებდა. რომაელთა უმრავლესობა დღეში მხოლოდ ექვს საათს მუშაობდა, იწყებდნენ გამთენიისას და ამთავრებდნენ შუადღისას, თუმცა ზოგი მაღაზია საღამოსკენ ისევ იხსნებოდა. ქალაქის მოედნები ცარიელი იყო, რადგან შუადღე დასვენებას ეძღვნებოდა - ესწრებოდნენ თამაშებს (გლადიატორების ჭიდილი, ეტლების შეჯიბრება ან ორთაბრძოლა), თეატრებს ან აბანოებს - ეს ყოველივე ნებადართული იყო აგრეთვე ღარიბებისთვისაც (რადგანაც მრავალინი ხელისუფლებაში საჭიროდ თვლიდნენ ღარიბების გართობას). კრიზისის დროსაც კი, რომის მოქალაქეები მხოლოდ პურითა და თამაშებითაც კი ბედნიერები იყვნენ. მათ ნახავდით ცირკ მაქსიმუსში, კოლიზეუმში, ან პომპეის თეატრებში.

მთელ იმპერიაში, ისეთ ქალაქებში როგორიცაა ანტიოქია, ალექსანდრია, კართაგენისი, ან კათოგო ნოვაც კი გარომაულდა, ყველა მოიცავდა ამფითეატრებს ან არენებს. ქალაქ პომპეიში სამი მუნიციპალური აბანო, ორი თეატრი, ბაზილიკა და ამფითეატრი ჰქონდა. იმპერატორი კლავდიუსის დროს იყო 159 დღე, როდესაც ბიზნესი არ წარმოებდა (რომაულ კვირაში დასვენების დღე არ იყო); თუმცა იმპერატორმა მარკუს აურელიუსმა ეს ძალიან უკიდურესად მიიჩნია და დაამტკიცა, რომ მინიმუმ 230 დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ბიზნესი.

აბანოები

დამქანცველი სამუშაო დღისა და თამაშებში მონაწილეობების მერე რომაელ მოქალაქეს დაესვენება და მოდუნება სჭირდებოდა და ამ დასვენება-მოდუნების დროს აბანოებში ატარებდა. აბაზანა მნიშვნელოვანი იყო ყველა რომაელისათვის (როგორც წესი, კვირაში ერთი- ორჯერ). აბანოები იყო ადგილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ზოგჯერ ბიზნესისათვის. ძვ. წ. 33 წელს რომში იყო 170, და 400 წლამდე ჩვ.წ.აღრიცხვით 800-ზე მეტი აბანო, მათ შორის ყველაზე დიდი და ყველაზე სუფთა, ტრაიანეს აბანოები, კარაკალა და დიოკლეტიანი. იმპერატორი ყოველთვის უზრუნველყოფდა თავის პოპულარობას აბანოების მშენებლობით. ტიპიური აბანო მოიცავდა სპორტული დარბაზს, ჯანდაცვის ცენტრს, საცურაო აუზს და ზოგჯერ ბორდელსაც (უფრო მდიდარი სტუმრებისთვის). უმეტესად თავისუფალი იყო. ტიპიური აბანო შედგებოდა სამი ოთახისაგან - tepidarium ანუ დასვენების ოთახი, caldarium ანუ ცხელი ოთახი, და frigadarium ანუ გასაგრილებელი ოთახი. მონებს იყენებდნენ სითბოს შენარჩუნება დასარეგულირებლად ცხელ ოთახებში,ისინი ასევე ემსახურებოდნენ მდიდრებს საჭიროების შემთხვევაში. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აბანო იყო იმპერატორი დიოკლეტიანის მიერ ნაჩუქარი . იგი ფარავდა ოცდათორმეტ ჰექტარს მდიდარ ბაღთან ერთად, შადრევნებით, ქანდაკებებითა და სარბენი ბილიკებითაც კი. მას შეეძლო 3 000 სტუმარის განთავსება. შუადღეზე მიღებული დამამშვიდებელი აბაზანების შემდეგ, ყველა რომაელი, მდიდარი თუ ღარიბი, საღამოს ყველა სახლში ბრუნდებოდა სავახშმოდ.

დასკვნა

ყოველდღიური ცხოვრება რომის ქალაქებში მთლიანად იყო დამოკიდებული მხოლოდ ერთზე -ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა ქალაქი რჩებოდა სიმდიდრისა და სიღარიბის დიდ ნაზავად, ხშირად ისინი არსებობდნენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ. მდიდრებს ჰქონდათ მონობის შრომის გამოყენების უპირატესობა, იყო ეს აბანოებში ტემპერატურის დარეგულირება, სადილ-ვახშამის მომზადება-მომსახურეობა თუ მათი შვილებისთვის განათლების მიცემა. მეორეს მხრივ, ღარიბებს არ ჰქონდათ განათლების მიღების საშუალება, ცხოვრობდნენ ქოხებში და ზოგჯერ დამოკიდებულები იყვნენ ქალაქის ქველმოქმედებაზე (შესაწირავზე). ისტორიკოსები დღემდე დაობენ იმპერიის დაცემის მიზეზებზე - იყო ეს რელიგია თუ ბარბაროსების შემოტევა? თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამას ღარიბებს აწერენ - უკიდურესი სიღატაკე, უმუშევართა ზრდა და დაავადებებისა და დანაშაულებების მატება - როგორც ფაქტორი დასავლეთ იმპერიის საბოლოო დამხობისა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?


წყარო კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივა...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff