უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია

Admin
ისტორია
0
0

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ, მართავდნენ ეგვიპტეს როგორც ფა...

nubia

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე

წყარო 

ისინი რომაელებს ებრძოდნენ, მართავდნენ ეგვიპტეს როგორც ფარაონები და აგებდნენ პირამიდებს თვალუწვდენელ ველებზე. ისინი ნუბიელები არიან; და ისინი არ არიან "დაკარგული ცივილიზაცია", არამედ ისინი არიან ხალხი, რომლებიც დღემდე ჩვენს გვერდით იმყოფებიან და რაზედაც დღევანდელი სუდანი და სამხრეთ ეგვიპტეა აღმოცენებული.

უძველეს დროში ზოგ მმართველთაგანი "ქალები იყვნენ" რომლებიც ძველ მწერლობაში მოიხსენიებოდნენ "კანდაკეს"-ებად. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვაში ამოტვიფრული მათი გამოსახულებები და გაირკვა რომ, მათ ზოგჯერ მოსწონდათ გამოჩენილიყვნენ ჭარბწონიანები.

უძველესი ნუბიელები განთქმულები იყვნენ აგრეთვე თავიანთი მშვილდოსნობის უნარით, და ეგვიპტელები მათ ქვეყანას ზოგჯერ უწოდებდნენ "ტა-სეტი"-ს, რაც ნიშნავს "მშვილდის მიწა"-ს. ნუბიელ მმართველებს, ქალების ჩათვლით მშვილდისარის აღჭურვილობით ასაფლავებდნენ, მაგალითად როგორიცაა ქვის რგოლები, რომელიც ისრის მოზიდვის გასაიოლებლად იყო შექმნილი.

ნუბიელების არქეოლოგიური ნაშთები დღეს შეიძლება იქნას აღმოჩენილი მთელი სუდანისა და სამხრეთ ეგვიპტის ტერიტორიებზე და თარიღდება წინაისტორიულიდან დღემდე. არსებობს უამრავი არქეოლიგიური პროექტები რომლებიც იკვლევენ ამ ნაშთებს და აკეთებენ ახალ აღმოჩენებს.

nubia2

კერმა

მილიონ წელიწადზე მეტია რაც პირველმა ადამიანებმა (hominids) , როგორც ჩანს გაბედეს გაეკეთებინათ ის, რაც დღეს გვევლინება სუდანად და სამხრეთ ეგვიპტედ. 7,000 წლის წინ ადამიანები ამ რეგიონში ნადირობა-შეგროვების ცხოვრების წესს მისდევდნენ. მათი ცხოვრების სტილი იცვლებოდა მომთაბარეობრივ ანუ შინაური ცხოველების მოვლა-გამოკვებაზე დაყრდნობით. წერდა ლეისტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ლექტორი დავიდ ედვარდსი თავის წიგნში "ნუბიის წარსული: სუდანის არქეოლოგია" (Routledge, 2004) (გამომცემლობა). ხოლო სოფლის მეურნეობა და მუდმივი მაცხოვრებლები კი მოგვიანებით გაჩნდნენ.

დაახლოებით 4500 წლის წინ დიდი დასახლება გადაიზარდა კერმის ქალაქად, მდინარე ნილოსის მესამე კატარაქტის ჩრდილოეთით (კატარაქტა არის თხელი ადგილები, შემდგარი ბუნებრივი წინაღობებისაგან, რომელიც ართულებს ნავით გადაადგილებას მოგზაურთათვის). კერმაში მაცხოვრებლები წერით სისტემას არ იყენებდნენ; თუმცა ძველი ეგვიპტელები ტერიტორიას, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, მოიხსენიებდნენ, როგორც "კუშ".

30 წელიწადზე მეტია რაც კერმა გათხრილი იქნა შვეიცარიული ჯგუფის მიერ. ჯგუფმა აღმოაჩინა ტაძრების, სასაფლაოების და ქალაქის გალავანის ნაშთები . მათმა აღმოჩენამ ცხადყო რომ ქალაქი გაცვლა-გამოცვლისა და ვაჭრობის ცენტრი იყო, სადაც კერმას მაცხოვრებლები ვაჭრობდნენ ოქროთი, სპილოს ძვლით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით, სამეურნეო და უამრავი სხვადასხვა შერეული საქონლით. ზუსტი რაოდენობა იმ ტერიტორიებისა რასაც კერმა აკონტროლებდა დაუდგენელია, მაგრამ როგორც ჩანს იგი მოიცავდა ტერიტორიის იმ ნაწილებს რომელიც დღეს სუდანი და სამხრეთ ეგვიპტეა.

ეგვიპტელთა ოკუპაცია

დაახლოებით 3500 წლის წინ ეგვიპტელთა ძალაუფლება ძალიან გაიზარდა. მათ შურდათ კერმას რესურსების და დაიწყეს სამხედრო მოქმედებების სერია, რის შედაგადაც დაანგრიეს კერმა და მოაქციეს ნუბიის ოკუპაციის ქვეშ. ეგვიპტის ფარაონმა გაგზავნა გამგებლები ნუბიის სამართავად, და გამოიყენა მთელი რიგი ქალაქებისა, როგორც ცენტრი მათ გასაკონტროლებლად.

მათგან ერთ-ერთი ქალაქი ახლა არქეოლოგიური გათხრების ადგილია - სახელწოდებით "ამარა ვესტ" და იგი გათხრილი იქნა ბრიტანეთის მუზეუმის ჯგუფის მიერ. ჯგუფმა აღმოაჩინა რომ ამარა ვესტის ზოგი მაცხოვრებლები დამარხულები არიან ხოჭოს ამულეტებით, რომლებზეც ამოკვეთილია ეგვიპტის ფარაონების სახელები. "რამზესი, ამუნ-რა და რა-ჰორახტის საყვარელი, ღმერთად შობილი, რომელმაც ორი მიწა დააფუძნა". იკითხება ერთ-ერთ ხოჭო-ამულეტზე თარგმანში.

ეგვიპტის დამოუკიდებლობა და მართვა

3000 წლის წინ ეგვიპტის ძალაუფლება დაკნინდა და მისი ცენტრალური სახელმწფო აპარატი დაიშალა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმ დაჯგუფებების შეტევებისა რომელსაც არქეოლოგები უწოდებენ "ზღვის ხალხს". ამან დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოს დაშლასა და მთავრობის დაქუცმაცებაში.

ეგვიპტის ძალაუფლება კნინდებოდა, ხოლო ნუბია აღადგენდა თავის დამოუკიდებლობას. დაარსდა სამეფო, ქალაქ ნაპატასთან, რომელიც მდინარე ნილოსის მეოთხე კატარაქტასთან მდებარეობს, და იგი დღითი-დღე ძლიერდებოდა. მეფე Piye (მეფობის 743-712 ჩვ.წ.აღ-მდე) მეფობის დროს ნაპატას ტერიტორიები გაფართოვდა ჩრდილოეთით, პირველ კატარაქტამდე თვით ეგვიპტის ჩათვლით (დაპყრობით).

ნუბიის მეფეები ეგვიპტეს მართავდნენ, როგორც ფარაონები, მათ დაარსეს ეგრეთ წოდებული ეგვიპტის "25-ე დინასტია". ნუბიის მეფეებმა მითვისეს არა მარტო ეგვიპტის ტიტულები არამედ ეგვიპტის დამწერლობა და ეგვიპტის პირამიდებიც. ნუბიის ფარაონები უკვეთავდნენ გრძელ ჩუქურთმა წარწერებს რომლებიც აღწერდნენ მათ ტიტულებსა და საქმეებს, და პირამიდების შენებამაც ნუბიაში ძალიან იმატა. არქეოლოგებმა მთლიანი ველი აღმოაჩინეს პირამიდებისა. სულ ახლახან აღმოჩენილ, ჯერ კიდევ გაუხსნელ სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობს "სედეინგას" ტერიტორიაზე, 35 ცალამდე პირამიდები იპოვეს.

ნუბიის მეფეები უძველეს ასირიელებთან ომობდნენ. ებრაელების ბიბლიის მინაკვეთი მიანიშნებს რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობდა იერუსალიმთან ახლოს ტაჰარკას მმართველობის პერიოდში (მეფობის 690-664 ჩვ.წ.აღ-მდე).

ასირიელებმა დაამტკიცეს, რომ შეუვალი მოწინააღმდეგეები იყვნენ და საბოლოოდ განდევნეს ტაჰარკა ეგვიპტის დედაქალაქ მამფისიდან. ნუბიელებმა ტანუტამანის მეფობის დროს (მეფობა 664-653 ჩვ.წ.აღ-მდე) დაკარგეს თავიანთი უკანასკნელი ეგვიპტური ტერიტორიები.

მეროეში გადაადგილება

მას შემდეგ რაც ასირიელებმა განდევნეს ნუბიელები, ეგვიპტეს ზედიზედ სულ სხვა უცხო ტომის ძალები მართავდნენ: სპარსეთის, მაკედონიისა და რომის. იყო დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთი როდესაც ეგვიპტე სრულიად დამოუკიდებელი იყო.

ნუბიელებს უწევდათ ჩრდილოეთით უცხოტომელთა თანმიმდევრულ ძალაუფლებასთან ჭიდილი, და დაახლოებით 300 წელს ჩვ.წ.აღ-მდე თავიანთი დედაქალაქი ნაპატის სამხრეთით ქალაქ მეროეში გადაადგილეს. ნუბიელებმა თავიანთ ახალ დედაქალაქში მრავალი სასახლეები, ტაძრები და პირამიდები ააშენეს. ნუბიელებმა აგრეთვე შეიმუშავეს თავიანთი დამწერლობის სისტემა, რომელიც დღეს ნაწილობრივ არის გაშიფრული და რომელსაც "მეროიტიკ"-ულს უწოდებენ.
უძველესი წერილები და არქეოლოგიური ნაშთები გვიჩვენებენ რომ ნუბიელები რომის იმპერიასთანაც იბრძოდნენ. ერთ-ერთი ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც 1910 წელს მეროეში მოხდა არის რომის იმპერატორ ოქტავიანის (შემდგომში ავგუსტოს-ად წოდებული) ბრინჯაოს თავი. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს მითვისებული იქნა ნუბიელების მიერ, რომაულ ეგვიპტეზე გალაშქრებისას და მოტანილი იქნა მეროეში, როგორც ჯილდო. უძველესი ჩანაწერები მიუთითებენ რომ რომსა და მეროეს შორის მოხდა სამშვიდობო შეთანხმება დაახლოებით 20 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.

შემდგომმა რამოდენიმე საუკუნემ მოიტანა შედარებით სტაბილურობა, რადგანაც რომსა და მეროეს შორის მთავარ ურთიერთამოკიდებულებად იქცა გაცვლა-გამოცვლა და ვაჭრობა. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ მეროე დაკნინდა დაახლოებით 300 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით. მკვლევარებმა დაასახელეს ამ მოვლენის უამრავი მიზეზი, მათ შორის მიწის უნაყოფობა (გამოშრობა) და სავაჭრო სამარშრუტო გზების დაკარგვა.

ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში რომის იმპერიაში, ხალხის ფართო მასშტაბები გაქრისტიანდა. და ქრისტიანობამ გზა გაიკვალა ნუბიაშიც. ქრისტიან სამეფოთა მთელი სერია იყო მეროეში, როდესაც იგი დაეცა, მათ შორის მაკურიის სამეფო, რომელიც მის ადგილზე აღმოცენდა. ამ ახალმა ქრისტიანულმა სამეფოებმა ააშენეს კათედრალები (ეკლესიები) და მხარს უჭერდნენ მონასტრებს. ნუბიაში გაიფურჩქნა რიგი ახალი ენებისა, მათ შორის "კოპტიკ"-ური და როგორც თანამედროვე მკვლევარები უწოდებენ "ძველი ნუბიური".

nubia3 

მიმდინარე ისტორია

ნუბია არ არის "დაკარგული ცივილიზაცია". ნუბიელები დღეს ეგვიპტეში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. მათი საერთო რაოდენობა დაზუსტებული არაა.

ამ ბოლო პერიოდში, ნუბიელებს განვითარებისა და დისკრიმინაციის (ჩაგვრის) დიდი პრობლემები ჰქონდათ. ასუან ჰაის კაშხალის აშენებამ (რომელიც დასრულდა 1970 წელს) გამოიწვია სამხრეთ ეგვიპტის დატბორვა, რომელიც ნუბიის ძველი სამშობლოს ნაწილი იყო. კაშხალის მშენებლობის პერიოდში ნუბიელები გამოასახლეს თავიანთი სოფლებიდან და მას მერე ისინი კომპენსაციას ეძიებენ. ისინი აგრეთვე მოითხოვენ უფლებებს დააბრუნონ იმ სოფლებში მაინც, რომლებიც არ დატბორილან.

სუდანში დაგეგმილია მთელი რიგი კაშხლებისა, რომელთა აშენებამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუბიის სამშობლოს მეორე მახევრის დატბორვაც, რომელიც უფრო მეტი ნუბიელების განდევნას გამოიწვევს. ამ დაგეგმილი კაშხალების გარდა, კიდევ არის მეროუს კაშხალი რომელიც უკვე მოქმედებაშია და რომელმაც 50,000-ზე მეტი ადამიანი გამოაძევა თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები


სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?


წყარო კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივა...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff