აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს

Admin
ისტორია
0
0

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ძეგლებია ეგვ...

egypt

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე

წყარო

აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ძეგლებია ეგვიპტეში. 3,000 წლის განმავლობაში, ის მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, მდინარე ნილოსის პირველ და მეორე ჩანჩქერებს შორის. მიუხედავად ამისა, 1960 წელს, წარმოუდგენლად გასაოცარი საინჟინრო ძალისხმევეით, ტაძარი დაშლილი  და გადატანილი (ხელმეორედ აგებული) იქნა მაღალ გორაზე, რათა გზა მიეცათ ასვან ჰაი-ს ჰესისათვის (კაშხალისათვის).

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1244 წელს აშენებული აბუ სიმბელი, წარმოადგენს მთის კალთაზე გამოკვეთილ ორ ტაძარს. ამ ორში ერთი უფრო დიდი ტაძარი, მის შესასვლელთან მოიცავს 4 კოლოსალურ ქანდაკებას სავარძელში მჯდომარე ფარაონის - რამზეს II (1303-1213 ჩვენს წელთაღრიცხვამდე). თვითოეული დაახლოვებით 69 ფუტი ანუ 21 მეტრის სიმაღლისაა. ტაძრის შესასვლელი ისეთი სისტემით იყო აგებული რომ, წელიწადში მხოლოდ ორი დღე - ოქტომბრის 22 -ში და თებერვლის 22-ში, მზის სინათლე აღწევდა ტაძრის სიღრმეში საკურთხეველამდე და აკაშკაშებდა სავარძელში მჯდომარე სამ ქანდაკებას ფარაონის ჩათვლით. ისტორიკოსები თვლიან, რომ ეს ორი თარიღი დაკავშირებულია მისი მეფედ კურთხევისა და მის დაბადების დღის თარიღებთან. ათასობით ტურისტი მიედინება წელიწადის ამ დროს ტაძრისაკენ ამ ფენომენის სანახავად და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

აბუ სიმბელს აქვს მეორე ტაძარიც, შედარებით პატარა,რომელიც შესაძლებელია აგებული იყო დედოფალი ნეფერტარისათვის. მისი წინა ნაწილი მოიცავს ორ ქანდაკებას დედოფალისას და ოთხ ქანდაკებას ფარაონისას, თვითოეული მათგანი დაახლოვებით 33 ფუტის ანუ 10 მეტრის სიმაღლისაა და თვითოეული მათგანი ჩაყენებულია სვეტებს შორის, რომლებიც იეროგლიფებითაა მოჩუქურთმებული.

მიუხედავად იმისა რომ ეს ადგილი აშენებული იყო ეგვიპტის მმართველის მიერ, და დღესაც იგი მდებარეობს თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე; მაშინ ეს ადგილი ითვლებოდა ნუბიის ნაწილად, ტერიტორია რომელიც იმ დროისათვის ძველი ეგვიპტისგან დამოუკიდებელი იყო.

"ეგვიპტის ძალაუფლების მოძლიერება თუ დასუსტება, შეიძლება იქნეს გამოკვლეული მისი ურთიერთ დამოკიდებულებით ნუბიასთან. როდესაც ძლიერი მეფეები მართავდნენ გაერთიანებულ ქვეყანას, ეგვიპტელების გავლენა ვრცელდებოდა ნუბიაშიც; ხოლო როდესაც ეგვიპტე იყო დასუსტებული, მისი სამხრეთ საზღვარი მთავრდებოდა ასვანთან." წერს ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი თავის წიგნში "აბუ სიმბელის საიდუმლოებანი" ( კაიროს მაუწყებლობა, ამერიკის უნივერსიტეტი ,2000).

ტაძრის გადაადგილება

 აბუ სიმბელმა საუკუნეებს გაუძლო, თანამედროვე პროგრესმა კი საფრთხე შეუქმნა, ვინაიდან და რადგანაც ეს ადგილი დაიტბორებოდა ადიდებული ნილოსის მიერ, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტაძარი უნდა გადაადგილებულიყო. " ეს გამოიწვია ახალი კაშხალის(ჰესის) ჰაიჰ დამ -ის აშენების გადაწყვეტილების მიღებამ ასვანში 1960 წელს. ხოლო მას მოჰყვა 1968 წელს ტაძრების მოშლა და გადაადგილება უდაბნოს პლატოზე (გორაზე) 64 მეტრით (200 ფუტი) მაღლა და 180 მეტრით (600ფუტი) დასავლეთ მხარეს თავისი ორიგინალური ადგილ-მდებარეობიდან ". წერს რობერტ მარკოტი სტატიაში "ძველი ეგვიპტის ოქსფორდის ენციკლოპედია" (2001, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა). ორიგინალური ადგილი კი, სადაც ტაძრები თავდაპირველად მდებარეობდნენ, ახლა მთლიანად დატბორილია.

ჰავასი აღნიშნავს რომ ტაძრების გადაადგილება უაღრესად დიდი, მასიური სამუშაო იყო. იგი მოიცავდა იმას, რომ ტაძარი უნდა დანაწევრებულიყო 3 დან 20 ტონამდე ნაჭრებად, და შემდეგ უნდა აწყობილიყო იგივე სიზუსტით, როგორითაც მანამდე იყვნენ განლაგებულნი. ამას თითქმის 5 წელიწადი დასჭირდა. დაახლოვებით 3,000 მუშა და მისი დაახლოვებითი ღირებულება (1960 წელს) $42 მილიონ დოლარს შეადგენდა. იგი აღნიშნავს თავის წიგნებში, რომ ეს უდიდესი წარმატება იყო, ერთი რეპორტიორი რომელიც ესწრებოდა მის დახურვას (დასრულებას) წერდა "ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურება როგორც იყო, შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროს იმაში, თუ ვინმეს ოდესმე გაუნძრევია იგი."

რამზეს II

რამზეს II, ზოგჯერ მას უწოდებდნენ "უდიდესს", იყო მეფე - მეომარი, რომელიც ცდილობდა გაეფართოვებინა ეგვიპტის ტერიტორიები შორს, ლევანტამდე. იგი ჰატიტების იმპერიას ებრძოდა სირიაში- ქადიშის ომში და ასევე აწარმოვებდა სამხედრო მანევრებს ნუბიაში.

იგი ტრაბახობდა თავისი მიღწევებით და რთავდა აბუ სიმბელს ქადიშის ომის სცენებით. აბუ სიმბელის დიდი ტაძრის ერთ-ერთი ამოტვფრული გამოსახულება, ასახავს სურათს, სადაც მფე თავისი საომარი ეტლიდან ისარს სტყორცნის და შესაძლებელია ბრძოლასაც იგებს ეგვიპტისათვის. ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავენ რომ ეს იყო მუქარის წარმოჩინება ომისათვის რომელიც ნახაზში დასრულდა. მოგვიანებით რამზეს II გააკეთებს მშვიდობიან შეთანხმებას ჰიტიტელებთან და ამას ადუღაბებს იმით, რომ ქორწინდება ჰიტიტელების პრინცესაზე და ეს მოვლენა ამოტვიფრულია აბუ სიმბელის ქვაზე.

"რამზეს II ფარაონთა შორის ყველაზე ცნობილია და ეჭვის გარეშეა რომ მისი განზრახვა იყო რომ ეს ასე ყოფილიყო". წერს კემბრიჯის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი ჯონ რეი 2011 წელს BBC-ს სტატიაში. " რანზეს II ან უკიდურეს შემთხვევაში რაღაც მისდაგვარი პიროვნული ღირებულებები, რომელიც მან აირჩია თავის წარწერებში წარმოსადგენად, არის იეროგლიფური თანაფარდობა ცხელი ჰაერისა (ფუჭი სიტყვისა) ."

მაგრამ სანამ რამზეს II სავსე იყო "ცხელი ჰაერით", მან მსხვილი სამშენებლო პროგრამის ჩაშვებით რამოდენიმე შესანიშნავი ძეგლები შექმნა (ააგო)." მრავალი ტაძრების აშენებით, სადაც მას თაყვანს სცემდნენ სხვადასხვა ღმერთების სახით, რამზეს II გააძლიერა და გააერთიანა თავისი ღვთიური სახელმწიფო", წერს ჰავასი თავის წიგნში. და საუკეთესო ტაძართაგან ორი რომელიც მან ააშენა იყო აბუ სიმბელი.

 ramsesII

უდიდესი ტაძარი

ეგვიპტოლოგი Marco Zecchi წერს თავის წიგნში "აბუ სიმბელი, ასუვან და ნუბიის ტაძრები" (White Star Publishers, 2004 (თეთრი ვარსკვლავის გამომცემლობა)); უდიდესი ტაძარი, აბუ სიმბელის ორ ტაძარს შორის, უძველეს დროში, ცნობილი იყო როგორც "რამზეს-მერიამონ-ის ტაძარი", რაც ნიშნავს - "ამონის შეყვარებული, რამზესი" (ამონი, მნიშვნელოვანი ღვთაება იყო რამზეს II პერიოდში).

Zecchi აღნიშნავს, რომ 4 მჯდომარე ქანდაკება ფარაონისა, რომელიც ტაძრის შესასვლელშია, გვიჩვენებს მმართველს მოკლე კილტში გამოწყობილს, თავის მორთულობა - ზოლიანი სამეფო თავსაბურავი ფარაონებისათვის ძველ ეგვიპტეში, ყურებს უკან ჩამოშვებული, ორმაგი გვირგვინი კობრით, და ხელოვნური წვერით. " ოთხ ვებერთელა ქანდაკების ფეხებთან, დგანან რამოდენიმე პატარა ქანდაკებები, რომლებიც ფარაონის ნათესავებს წარმოადგენენ." - წერს იგი. მათ მიეკუთვნებიან: მისი ცოლი ნეფერტარი, ფარაონის დედა მუტტუი, და მისი შვილები (გოგონები და ვაჟები). აღნიშნავს Zecchi, რომ ტაძრის მწვერვალის ფასადზე არის "მწკრივი, 22 ჩაცუცქული ბაბუნების (მაიმუნების) ქანდაკებისა. მათ სწამდათ, რომ ბაბუნი ჭყივილით ეგებებოდა მზის ამოსვლას".

ტაძრის ინტერიერი მთაზე 210 ფუტის (64 მეტრზე) მანძილზე იჭიმება. პირველ ოთახში არის 8 სვეტისაგან (4 ერთ მხარეს, 4 მეორე მხარეს) შემდგარი ატრიუმი, აღნიშნავს Zecchi, რომელიც გამოხატავს რამზეს II, ღვთაება ოსირის სახით. ატრიუმში ჩართული სურათები და იეროგლიები აღწერენ რამზეს მეორის გამარჯვებას ქადიშის ომში. აგრათვე ატრიუმს ახლაც აქვს ცარიელი სათავსოები მის გვერდებზე.

ტაძრის სიღრმეში მეორე ატრიუმია, 4 დეკორატიული სვეტით, ამბობს Zecchi, იგი გვიჩვენებს მეფეს რომელიც " მოიცავს სხვადასხვა ღვთაებას, როგორც ნიშანი მისი სულიერი კავშირისა და ერთგულებისა", სულ უკანა მხარეს, არის სავარძელში მჯდომარე რამზეს II-ის ძეგლი სხვა სამ ღვთაებებთან ერთად: რა-ჰარახტი, ამონი და პტაჰ. მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ წელიწადის ორ დღეს (ოქტომბრის 22-ში და თებერვლის 22-ში), ყველა ქანდაკება პტაჰ-ის გარდა (რომელიც ასოცირდება მიწისქვეშა სამყაროსთან), ბანაობენ მზის სხივებში.

პატარა ტაძარი

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, აბუ სიმბელის პატარა ტაძარს, გარეთ, შესასვლელთან აქვს 4 ფარაონის ქანდაკება და 2 მისი დედოფლის- ნეფერტარის, თვითოეული ქანდაკება 33 ფუტის (10 მეტრის) სიმაღლისაა, თვითოეულ მათგანს შორის სვეტებია განლაგებული. Zecchi აღნიშნავს, რომ ფასადი მოიცავს აგრეთვე შვილების პატარა ქანდაკებებს, "უცნაურია, რომ პრინცესების ქანდაკებები მაღალია უფლისწულების ქანდაკებებზე", ალბათ იმის ნიშნად, რომ ეს ტაძარი პატივს მიაგებს ნეფერტარის და ქალებს, რამზეს II-ის ოჯახიდან.

ამ ტაძრის ინტერიერი ბევრად უფრო უბრალოა ვიდრე დიდი ტაძრისა. მასში 6 სვეტია, რომლებზეც გამოსახულია ღვთაება ჰათორი. Zecchi აღნიშნავს, რომ "ოთახის უკანა კედელზე" რელიეფი გვიჩვენებს "ნეფერტარის გვირგვინის დადგმის ცერემონიალს ღვთაებების ჰათორისა და ისის მიერ", დედოალს ადგას თავსაბურავი, რომელიც აჩვენებს "მზის დისკოს, ბუმბულებით, ჩადგმულს ხარის რქებს შორის", იგივე თავსაბურავი რომელსაც ღმერთები ატარებენ.

განმეორებითი აღმოჩენა

დროის რაღაცა მონაკვეთში ტაძრები მიტოვებულები იყვნენ უყურადღებოდ, ხოლო ამის შემდეგ ისინი ქვიშით დაიფარნენ, და დიდი ტაძარი საბოლოდ, მთლიანად გაუჩინარდა უდაბნოში. ჰავასი აღნიშნავს, რომ იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტ-მა შეამჩნია ამ ადგილის არსებობა 1813 წელს. შემდეგ კი 1817-ში ცირკის ძალოსანმა სახელად ჯიოვანი ბელზონიმ გახსნა ტაძრის დამარხული შესასვლელი.

შესასვლელი რომელიც დიდი სიზუსტით იყო გათანაბრებული მზესთან ისე, რომ წელიწადში 2 დღე, სამი ქანდაკება განათებულიყო, კვლავ იხილავს მზის სინათლეს.

 

მსგავსი სტატიები

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?


წყარო კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივა...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff